შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები (თავი 2)


12-01-2017, 13:16
ავტორი sally15
ნანახია 1 335

ოთახში ვზივარ, ძალიან მეცნობა აქაურობა. ცისფერი კედლები, პატარა საწოლი, ირგვლივ ყველგან სათამაშოები ყრია. მგონი ეს ჩემი ოთახია, სარკეში ვიხედები და მეც 6 წლის ბავშვს ვგავარ. უცბათ კარები იღება, ჩემს ოთახში დედა და მამა შემოდიან.ჩემს წინ დგანან და მიღიმიან. დედა სახეზე ხელს მისმევს... ისეთი თბილი და მონატრებულია ეს შეხება.. და სუნიც აქვს.. მაგრამ ეს სუნი დედის არაა... სახეზე რაღაც თბილი მეხება მაგრამ ეს დედის ხელი არაა... თვალებს ვახელ და ბოლო ხმაზე ვყვირი, ჩემს წინ ისევ დედ-მამა დგას ოღონდ ორივე სისხლითაა დაფარული.
მეღვიძება და თავს ძლივს ვიკავებ რომ ტირილი არ დავიწყო. მიუხედავად იმისა რომ ამ სიზმარს პირველად არ ვხედავ ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე, მეორე მხარეს გადავბრუნდი ძილის გასაგრძელებლად თუმცა კარებზე საშინელი ბრახუნი მესმის და სასწრაფოდ ვხტები საწოლიდან.
ალბათ დეიდაა მაგრამ ამ დილით ჩემთან რა აკეთებს? ან იქნებ პოლიციაა და ჩემი მშობლების მკვლელი დაიჭირეს? კარებთან მივრბივარ საასწრაფოდ ვაღებ და მწვანე თვალებს ვეჩეხები... გაოცებული ვდგავარ და ვუყურებ ვერც კი ვხვდები რატომ დგას ნია ჩემს წინ... სიტყვის თქმას ვერ ვასწრებ რომ ნია ოთახში შემოდის და მეკითხება
-სამზარეულო საითაა?
-სასწრაფოდ გადი ჩემი სახლიდან
-რა იყო ვერ მიცანი?-მეკითხება და თავს გვერდზე ხრის
-მე...კი..
-ხოდა ძალიან კარგი! სამზარეულო საითაა
-როგორ მოომაგენი?
-უკან გამოგყევი- მეუბნება და ოთახებში სიარულს იწყებს
-ჩემს სახლში შემოსვლის უფლება არ მომიცია თუ კარგად მახსოვს
-კი კარგად გახსოვს, უბრალოდ ვიფიქრე ყავას დავლევთთქო ერთად
-მე ყავას არ ვსვამ
-მაშინ ჩაის
-არც ჩაი მიყვარს
-მაშინ მე ყავასს დავლევ და შენ მიყურე-მეუბნება ღიმილით და სამზარეულოს კარებს აღებს-აი სამზარეულოც ვიპოვე!
-ყოჩაღ ეხლა წადი ჩემი სახლიდან
- არსადაც არ წავალ! ეს ვისი ნახატია?-მეუბნება და წვიმაში მდდგარი ქალის ნახაატზე მანიშნებს
-ჩემი- ვეუბნები თავჩახრილი, თავი ავწიე და მის გაოცებულ მწვანე თვალებს წავაწყდი. არასოდეს დამავვიწყდება ეს თვალები... დაუფიქრებლად გადავდგი ნაიჯი და მმის საოცრად წითელ ტუჩებს დავეწაფე, ნიამ ხელი მკრა. აცრემლებული თვალებით შემომხედა და ოთახიდან გავარდდა
-მოიცადე -გავეკიდე უკან და ხელი ცავჭიდე- გთხოვ მაპატიე! ძალიან გთხოვ- თვალცრემლიანმა შემომხედა და ჩუმად ჩაილაპარაკა
-შენ მე პირველი კოცნნა წამართვი
-არ მინდოდაა! მაპატიე! მოდი მე და შენ ყავა დავლიოთ ერთად, ან ჩაი, ან შენ დალიე ყავა და მე გიყურებ!
-ვიფიქრებ- მითხრა ხელიდან დამისხლტა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა.



№1 სტუმარი nana

dzz magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent