შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკოლოგიური - როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა (გაგრძელება)


12-01-2017, 20:40
ავტორი mkhvistani14
ნანახია 1 505

- ხო რა თქმა უნდა - ეცადა პასუხი იგივე ღიმილითვე დაებრუნებინა. გამოუვიდა თუ არა ეს კიდევ სხვა საკითხია.
- მზად ხარ?
- კი, “Je Veux” აქ გაქვს? - მარიამი მზად იყო, თუმცა ქალებს გასვლის წინ ყოველთვის რაღაც აკლიათ და ეს სასიამოვნო არომატის მქონე სითხეებია.
ადელაიდმა ჩანთიდან ამოიღო ნაღდი ფრანგული სუნამო და მეგობარს მიაწოდა.
-ვგიჟდები ამ სუნამოზე. შენი მხრიდან ერთი კეთილი საქმე ურიგო არ იქნებოდა - ირონია ნაპკურები სუნამო ისევ უკან დაუბრუნა პატრონს.
- ვხედავ მზად ხარ. წავედით!
- რა თქვი ბარი სადააო?
-მიცკევიჩის ქუჩაზეა.
-მანქანა სად დატოვე? დღეს ჩემთან დარჩი.
- ხო აბა დალევას ვაპირებ სახლში რა მიმიყვანს.
ინფექციურს როცა გასცდნენ, ჩასარიცხ აპარატთან შეჩერდნენ. სანამ ადელაიდი მობილურის ანგარიშს ავსებდა მოტოციკლეტების გაერთიანებული ხმა შემოესმათ, ეს არ იყო მარტო ორი, სამი ან ოთხი ბაიკერი - ბაიკერების მთელი არმია მოდიოდა, ხმაც ისე შემზარავად ისმოდა, ჭექა-ქუხილის თანამედროვე ვარიანტი გეგონებოდათ. და აი ისინიც გამოჩნდნენ, მიზეზნი ამ დიადი გრუხუნის. შესახვევში, სადაც გოგონები შეჩერებულიყვნენ წითელი აინთო და ბაიკერების არმია მათ წინაშე გაჩერდა. წინ გაჩერებულები შედარებით “ვზროსლები” იყვნენ,მაგრამ არა მარტო ასაკით. უკანა რიგებში კი ბაიკერების სტილში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები უნდომი სახეებით შეტრიალებულიყვნენ მარიამისა და ადელაიდის მხარეს და ჩვეულებრივ ადამიანებს ცინიკური სახეებით აკვირდებოდნენ. მარიამი დაბნეული უყურებდა ყველას, მათგან მომავალი გულგრილი მზერაც შეუმჩნევლად არ დარჩენია. თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით და ყველას დიდი ინტერესით აკვირდებოდა. ცნობისმოყვარე თვალებით ხან ერთს მიაწყდებოდა, ხან მეორეს. კუთხეში, მეორე რიგში ნაცნობი სახე დაინახა, ცერებზე აიწია, თუმცა სახეს გარჩევით მაინც ვერ ხედავდა.
- წამო გადავიდეთ - ადელაიდმა გაშტერებულ დაქალს ხელი მოკიდა და ზებრაზე გადავიდა.
ბაიკერებს წინ გადაურბინეს, ერთ-ერთმა მათთაგანმა “ვზროსლებიდან” ხმამაღლა გადაუძახა მეორეს.
- ბუმბერ, მეორეს გახედე - თვალებით ადელაიდისკენ ანიშნა
ბუმბერს ჯერ ეშმაკურად ჩაეღიმა და ბანი მისცა გვერდზე მდგომს.
- რა კაი მიხვრა-მოხვრები აქვს! - ამაზე ორივეს ხმაჩახლეჩილი, ბოხი ხმით ხარხარი აუტყდათ.
- მარიამ მალეე!
მარიამი შუა გზაზე შეჩერდა და უცნობის ნაცნობ სახეს დაუწყო ყურება, ბიაკერი ძალიან ეცნობოდა,მაგრამ მის სახეს მაინც ვერ იხსენებდა
-ის არის! - კუთხეში მდგომი ბაიკერი გაოცებული უყურებდა მარიამს, გამვლელებისგან გამალებით ყურებას მიჩვეული იყო თუმცა გოგონას ასეთი ყურადღება უცნაურად მოეჩვენა.
- რა თქვი? მალე წითელი ინთება.
წითელი აინთო, გრუხუნის ხმა კვლავ გაისმა, მარიამი კი ისევ ტრასაზე იდგა, ცერებზე მისი სახის გარკვევას ცდილობდა, ხმაურმა ფიქრებიდან გამოიყვანა, ბაიკერები დაიძრნენ, ტრასის შუაში მოქცეულ მარიამს უკვე დაძრულნი უყვიროდნენ ჩქარა გადადი რა შუაში გაჩერებულხარო, მანქანის მძღოლებმა შუშების ჩაწევა დაიწყეს, ერთერთმა შესამჩნევად ხმამაღლაც კი წამოიძახა - ფუ რა თაობა მოდისო!
- მარიამ მწვანე აინთო მალე გადმოდი,რას დამდგარხარ?
ბაიკერებს მოთმინების ფიალა აევსოთ, ზოგიერთი დაიძრა და მარიამის გადასვლას აღარ დაელოდა, შუა გზაზე მანქანებსა და მოტოციკლეტებს შორის გაჭედილი მარიამი კი დაბნეული თვალებით ხან ერთ მძღოლს შეაჩერდებოდა ხან მეორეს, ბოლოს შეშინებული ტროტუარისკენ სირბილით დაიძრა,უკნიდან კი ბაიკერები უკვე ნაკადად წამოსულიყვნენ. მარიამი ადელაიდის გაურკვეველ მოძრაობებს შეაშტერდა. მისი ყვირილი ბუნდოვნად ესმოდა და აზრს ვერ ჩასწვდა მოტოციკლეტების გრუხუნის გამო. ხმა უფრო და უფრო ახლოდან მოესმა, დაბნეული სულის შემძვრელი ხმის წარმოშობის მიზეზს ეძებდა ადგილზე მიყინული. როცა ადელაიდის ხელების ქნევის მიზეზს მიხვდა უკვე გვიანი იყო. გვერდზე გახედვისას მისკენ მომავალი კაშკაშა ნათება დაინახა წითელ ფერში, დამფრთხალს თავის გადარჩენაც კი უაზროდ მოეჩვენა. ერთადერთ გამოსავლად ადგილზე გაჩერება მოეჩვენა. გაოცებულმა მისკენ მომავალ სინათლეს გახედა, მერე კი ადელაიდის უცნაურ ხელის ქნევებს. შიშით შეპყრობილი ტროტუარისკენ მაინც დაიძრა, მისი დანახვისას ბაიკერმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და მარიამს დიდი სიძლიერით დაეჯახა. მოტოციკლეტმა სვლა განაგრძო და ტრანსპორტის მოძრაობის ტაბლოს შეასკდა. მარიამი კი ძირს თავით დაეცა და გონება დაკარგა. ადელაიდმა მომხდარი როცა გაანალიზა, ადგილს მოსწყდა, მსწრაფლ მარიამთან მიიჭრა და სისხლიანი თავი ფეხებზე დაიდო,ცრემლების ფრქვევით კი მარიამს მასთან დარჩენას თხოვდა. მარიამის გონებადაკარგული თავი ადელაიდის მუხლებზე იდო და მისი ქერა თმები წითლად შეღებილიყო. მეგობრის უბედურებით სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ადელაიდი სასწაროფოში დარეკვას ითხოვდა. შოკირებული საახებიდან მხოლოდ ტაქსისტმა მოახერხმა მობილურის ხელში აღება და 112-ში დარეკვა. მარიამის გარშემო ხალხის აუარებელმა ნაკადმა იწყო მოგროვება. მოტოციკლეტ დამტვრეული ბაიკერი თავში ხელებს იცემდა,მარიამთან გაიქცა და პულსი გაუსინჯა,შემდეგ კი მიშტერებულ ადელაიდს ახარა პულსი ესინჯებაო.
- გთხოვთ სასწრაფოში დარეკეთ, გემუდარებით - ჩამწყდარი ხმით ევედრებოდა ადელაიდი მის გარშემო მოქცეულ ხალხის ბრბოს. ყველამ მობილური მოიმარჯვა, ატყდა ზარები, ოპერატორები ერთი და იგივე გამოძახებებს იღებდნენ, და ყველას პასუხობდნენ რომ ბრიგადა უკვე გამოვგზავნეთო.
ადელაიდი თავს ვეღარ თოკავდა და მეგობრის სიკვდილზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებდა, ბაიკერის ნათქვამმა რომ მარიამს პულსი ესინჯებოდა მისთვის წამიერი შვება მოუტანა.
ადელაიდის მუხლებში თავჩარგული მარიამის გარშემო ყველა მოგროვილიყო: დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა. ზოგნი გაიძახოდნენ გაიწიეთ ჰაერი მიეცითო, ზოგნი დასტიროდნენ როგორი ახალგაზრდა გოგონა არისო,ზოგი ბაიკერს ამაზრზენად უყურებდა, ზოგი კი მარიამს ამტყუნებდა, მოკლედ ყველანაირ ადამიანს მოეყარა თავი. გონება დაკარგულს ბერვი სისხლი სდიოდა. ადელაიდი კი მისი უმანკო სხეულის დაფარვას ცდილობდა.
თავზარდაცემული, ელდანაკრავი ბაიკერი, გაშეშებული, ჩამუხლული იჯდა მარიამის წინ და მის მომღიმარ სახეს უყურებდა.მისი სისხლიანი სხეული ისე დაუცველად ეჩვენა, რომ ბაიკერის სტილის ტყავის ქურთუკი გაიხადა და წელს ქვემოთ მიაფარა.
სირენის ხმა ყრუდ მოისმოდა, მათთან ახლოს გაჩერდნენ და ოპერატიულად სასწრაფოს კაბინიდან საკაცე გადმოიტანეს, ხალხს გზის განთავისუფლებისკენ მოუწოდეს და მარიამის უსიცოცხლოდ მიწოლილი სხეული საკაციანად კაბინაში შესვეს, მისი ახლობელიც აიყვანეს და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში - იქვე ახლოს “რესპუბლიკურში” გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი გადაუდებელი დახმარების ოთახში მოათავსეს.

- თქვენ ვინ ბრძანდებით დაზარალებულის?
- მისი მეგობარი ვარ, როგორ არის?
- ამას ცოტახანში გაგაგებინებთ,თქვენ კი მის მშობლებს ან უახლოეს ოჯახის წევრებს გააგებინეთ.
- კარგი! კარგი! - ადელაიდი მოტკეცილი ჯინსის ჯიბეს სწვდა და მობილურს ქაჩვა დაუწყო.
- ალო! ეკა! მარიამი! - ყელში რაღაც ბურთი გაეჩხირა - მარიამს!
- ადელაიდ? რა ხდება? რა მარიამი?
- მოტოციკლეტმა დაარტყა - ამის თქმა იყო და ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა.
- რაააა? სად ხართ? - აკანკალებული ხმით იკითხა ეკამ.
- რესპუბლიკურში - ათრთოლებული ხმით მიუგო ადელაიდმა. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ეს არის ისტორიის II ნაწილი,საიდანაც იწყება ყველაფერი



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ კარგი იყო ნ დამაინტერესა. იმედია მალე დადებ შემდეგს!!!!

 


№2  offline წევრი mkhvistani14

nawkas12345
აუ კარგი იყო ნ დამაინტერესა. იმედია მალე დადებ შემდეგს!!!!

madloba❤ ki davdeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent