შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებები:ძალით დავიწყებული ან დაუვიწყარი(4)


12-01-2017, 22:27
ავტორი ელინი
ნანახია 1 636

წასვლას ვაპირებდი, როცა ანდრეას ხმა გავიგე:
-შენ დასკუპდი შენ ადგილას-ძალიან მშვიდი მომეჩვენა ,მაგრამ ვიცოდი ტვინს გამასხმევინებდა რომ შეეძლებოდა.
-სახლში მეჩქარება-არ მინდოდა ჩხუბი
-წეღან არ გეჩქარებოდა ბიჭობა რომ გააძრე??-ძაღვები დაებერა-არსად არ გეჩქარება დაჯექი-მიბრძანა მეც აღარ გაქაჯდი და დაჯექი.
-არავინ არ გამიძრია -ვთქვი ნაწყენმა
-მითუმეტეს ვინები გაკითხავენ-მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა
-გაგაცანი წეღან-ჩავიბურტყუნე მობეზრებულად.
-ნუ მეიაზვები რაა-გადმომხედა
-რა გინდა??-ვკითხე უკვე ნერვებმოშლილმა
-რაო ვაჩემ რამინდა, მოეწონა შენი ფორმები?-მითხრა ვითომც არაფერი მე კი, თვალები ჩამიწითლდა სიბრაზისგან.
-ფორმები არვიცი და თამაში კი-ვუთხარი ღიმილით
-ეგ ჩათლახი, თამაში კიარა, ძალიან კარგად იცი რაც მოეწონა, თავს ნუ ისულელებ-მითხრა გაღიზიანებულმა-იმ ბურთს რომ ვადავყლაპეფ და ვაგორავებ მერე, კიარიცის-ჩამიკრა თვალი გამეცინა მის საქციელზე -გეცინება? აბა მეც გამაცინე-მითხრა ვითომ დაინტერესებულმა
-ნამდვილად გინდა?-ვკითხე გამომცდელად
-უჰ ნუიტყვი
სადაც იჯდა იმ მხარეს გადავჯექი და ვუთხარი:
-მოიწიე გითხრა-ვუთხარი და ხელით ვანიშნე, მოწეულიყო.
-რას თამაშობ ეხლა-გაეცინა თვითონაც
-შენც ამყევი მერე რაა-დავეჯღანე
-კარგი მიდი-მოიწია როცა მივხვდი ახლოს იყო,ხელები ლოყებზე მოვკიდე ჩემკენ შემოვაბრუნე და ვაკოცე.თავიდან ვერ მიხვდა რა გავაკეთე, მერე ამყვა ჰაერის უკმარისობამ რომ შემაწუხა მოვშორდი, გაღიმებული მიყურებდა
-აი გაგაცინე, ნუ გაგაღიმე მაინც-გამეცინა მის თვალებზე
-შემირიგდი ქალბატონო?
-ნუ ვიფიქრებ მაგაზე-წამოვდექი რომ წავსულიყავი, მაშინვე ვიგრძენი წელზე ხელი და მის გვერძე აღმოვჩნდი, თავი მხარზე დამავადე და მეფერებოდა.
-ძალიან მიყვარხარ ელე-მითხრა
-მეც აიი იცი როგორ ?-ვუთხარი პატარა ბავშვივით, გაეცინა
-აბაროგორ-მკითხა ინტერესით
-მმმ… არვიცი-ვუთხარი ბუტბუტით-ისე მიყვარხარ რო, არვიცი-ჩემწინადადებაზე გაგვეცინა, მაგრად ჩამეხუტა და ასე დავამთავრეთ ის დღე.ჩვენ ადგილას სხვა წყვილი დახოცავდა ერთმანეთს, გალანძღავდნენ ერთმანეთს,ანდრეა არ გავდა იმ გრუზინ ბიჭებს, საჩხუბრად მიზეზს რომ ეძებენ, სწორედ ამიტომ მომწონდა.
გამომეღვიძა რაღაც გულგამთბარი ვიყავი, გამახსენდა ყველაფერი, რისი დავიწყებაც ამდენი ხანი მინდოდა, ახლა ერთბაშად მახსენდება.
საწოლზე წამოვჯექი, ადგომა არ მინდოდა, ისეთი ამინდი იყო, საბანი გადავიხადე და ისეთი ყინვა დამეტაკა, მაშინვე უკან ჩავხტი და გვერდები გავითბე საწოლში ჩავიცვი ტანსაცმელი თქვენ გიცდიათ ასეთი რამე ?? მე ბავშვობაში ვაკეთებდი ასე.
სამსახურში რომ მივედი უკვე 12ხდებოდა,ნიამ იზრუნა ჩემზე და ჩაი დამახვედრა, ნუცა იგვიანებდა უკვე 1ის ნახევარი იყო, ავნერვიულდი და მის მშობელს გადავურეკე.
-გამარჯობათ ქალბატონო თინა, მე ელენე დვალი ვარ, ნუცას ფსიქოლოგი
-დიახ-მომესმა მკაცრი ხმა-გისმენთ
-იცით მაინტერესებდა... სად არის ნუცა -მორიდებით ვკითხე
-ნუცა ავად გახდა -მოკლედ მომიჭრა
-კარგით გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
რაღაცნაერად არ მესიამოვნა ამ ქალის ტონი, ზედმეტად მკაცრი იყო, შემეცოდა ნუცა ასეთ პირობებში რომ ცხოვრობდა, როგორც ვიცი მისი მშობლები გაყრილები არიან და დედასთან ცხოვრობს, მაგრამ მასთან ამაზე არ ვსაუბრობ, თუ მენდობა თავად მომიყვება.
იმ დღეს ბევრი კლიენტი არ მყოლია, ამიტომ 6ზე უკვე სახლში ვიყავი, ზუკას დავურეკე რამდენიხანია მარტო აღარ მინახავს, ტელეფონს ძლივს უპასუხა.
-გისმენთ-დაღლილი იყო
-ზუკა მევარ-ვუთხარი თბილად
-ელე, როგორ გამეხარდი-რა თბილი ვინმეა- რაო აბა??
-არ გინდა ჩემთან ამოცუნცულდე?-ვუთხარი მხიარულად
-ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ შენთან ყოფნას არაფერი მირჩევნია, მოვალ ცოტახანში
ყურმილი დავკიდე წყალი გადავივლე და კომფორტულად მოვეწყე დიდ პუფში, კარები ღია დავტოვე, ვიცოდი მალე მოვიდოდა, პლედი შემოვიხვიე ის იყო ჩამეძინა, რომ კარების ხმამ გამომაფხიზლა, უკნიდან მომეპარა და თავზე მაკოცა.
-შენ ცუდი ბიძიების არ გეშინია კაცო??
-ნწ, საერთოდ-დავეჯღანე-გშია?
-ნუუ გააჩნია რა გაქვს-გამომცდელად შემომხედა
-თქვენ რას ინებებთ-შევუბრუნე კითხვა
-მმმ მოიცა, დავფიქრდე სალათს გამიკეთებ? შენ და მე რომ გვიყვარს??
-მაგაზე გაწყენინო?-მივედი და ვაკოცე
სამზარეულოში გავედით, თან ვაკეთებდი, თან რაღაცეებს ვუყვებოდი, ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა მომეყოლა ყველაფერი, სალათის ფურცელს ვრეცხავდი, სიცილით კვდებოდა რაღაცაზე რომ მივუბრუნდი.
-ზუკა-ნერვიულად დამემანჭა სახე
-რა ხდება-ისე წამებში დაასერიოზულა სახე, მე შემეშინდა
-უკვე ორი კვირაა სიზმრებს ვნახულობ-შემომხედა და ამოისუნთქა
-ელე, შენ სიზმრებს ყოველღამე ხედავ, ეგ ყველამ იცის-თქვა დამშვიდებულმა.
-არა ჩვეულებრივი არა, ის მესიზმრება-თავიდან ვერ მიხვდა ვინ ის, მერე მიხვდა
-ეგ როგორ...
-არვიცი, ეხლა რატომ მახსენდება, მაგრამ უკვე ნერვები დამაწყდა
-მომიყევი-გამიღიმა
მოვუყევი ყველაფერი, რაც დამესიზმრა, მოყოლისას ვუყურებდი, როგორ ეცვლებოდა მიმიკები, მოყოლა რომ დავამთავრე, ერთი ამოიოხრა და მკითხა:
-კიდევ გიყვარს?
-კარგი რაა, რაღადროს ეგ ამბებია, უბრალოდ მესიზმრება-ვუთხარი და სალათის ფურცლებს მივუბრუნდი.
-ჰოო და უბრალო დასიზმრების გამო მომიყევი არა?
-ზუკაა...
-თქვენი დაშორება არ შეიძლებოდა-თქვა მოწყენილმა-სულელი იყო ანდრეა ესეთი რამე როგორ გაგიკეთა-თქვა გაბრაზებულმა.
-კარგი აღარ გვინდა ამ თემაზე
სალათი გავუკეთე, დივანზე ჩაგვეძინა, არ წავედით სამსახურში, ბავშვებს დავურეკეთ და ამოვიდნენ, სახლი შეივსო მხიარულებით, ვინ რას გაყვიროდა ვერ გაარკვევდი, ამ გიჟებმა სასმელი წამოიღეს და საღამომდე ვსვავდით, დილას თავატკიებული წამოვდექი საწოლიდან, წამალი დავლიე და ცოტა გამიარა, მანქანაზე ვერ დავჯექი, ტაქსით წავედი, პარასკევია ანუ ხვალ დაბადებისდღის საქმეებზე უნდა ვირბინო …ოფისში რომ შევედი ნია გადამეხვია და მომიკითხა, კაბინეტში რომ შევედი, ნუცა დამხვდა ძალიან გამიკვირდა, ჯერ იმიტომ რომ დედამისმა გაციებულიაო, მერე იმიტომ რომ ასე ადრე არ მოსულა არასდროს.
-გამარჯობა-გამიღიმა
-გამარჯობა-ბედნიერმა შევხედე, ჩანთა მაგიდაზე დავდე და სავარძელში ჩავჯექი, ახლა შევამჩნიე, სახიდან სიშავეები მოეშორებინა,უკეთესობისკენ მივდიოდით
-როგორი ლამაზი ხარ-ვუთხარი და სირცხვილისგან, თავი დაბლა დახარა.
-აბა რახდება შენკენ? -ვკითხე ინტერესით
-არაფერი ისეთი, დღეები უაზროდ გადის თან ძალიან-მითხრა უინტერესოდ
-ნუცა რამე ჰობი გაქვს?
-კალათბურთი მიყვარს-ესრომ გავიგე ლამის ავდექი და ჩავეხუტე
-კალათბურთი მეც ძალიან მიყვარს, რომ იცოდე მთელი ბავშვობა იმდენი ბურთი მაქვს გაცვეთილი, ვერც ვითვლი-გამეცინა
-მე ვერავის ვეთამაშები, მამა რომ იყო ვთამაშობდით ხოლმე, მაგრამ ახლა..-დასევდიანდა
-ერთი ბიჭი ძალიან აგდებულად მელაპარაკებოდა, შენ რა კალათბურთი უნდა ითამაშოო,
სანამ მის თვალწინ არ ჩავაგდე, სუფთა კალათში, პირი დააღო პირდაპირი მნიშვნელობით-ვეცადე თემა გადამეტანა, გაეცინამოვახერხე მისი გაცინენა.

მთელი სეანსი სასიამოვნო გამოდგა, დღის ბოლოს სახლში მისულს ქეთიმ დამირეკა
-ელე რას აკეთებ?
-ეხლა მოვედი შენ?
-რავიცი, ჩემმა ძმამ ჰო ყველაფერი მზად იქნებაო?
-კი ხვალისთვის, შემახსენე სად იხდის??
-სახლში ამდენი რიარია არმინდაო, რესტორანი ყელშიაო და აგარაკი გადაწყდა არც ისე ახლოსაა თბილისთან.
-კარგი ჰო, არაუშავს ეხლა მეძინება, დილას გამომიარეთ სასმელებიც და მოსართავებიც მე მაქვს და გავიდეთ ეგრევე
-კაი გაკოცეე-გაწელა სიტყვები
მეორე დილას ქეთი დამახტა, წამოდი მალეო, სულ ბარბაცით ჩავიცვი ტანსაცმელი, იქ რასაც ვიცმევდით მანქანაში ჩავაწყეთ, რომ მერე გამოგვეცვალა. დავადექით გზას ზუკა და გაბრიელი გზაში ჩაგვიხტნენ და მთელი გზა სიმღერებს ვმღეროდით.
სახლის ეზოში შევიყვანე მანქანა. სახლი ორ სართულიანი იყო, ჯერ კიდევ ნისლი იყო და კარგად არ ჩანდა ყველაფერი, ამიტომ სახლის დალაგებას შევუდექით, სახლში უამრავი ობი იყო, მარტო გოგოები ვერ გავუმკლავდებოდით, ამიტომ ბიჭებიც დავიხმარეთ, აპარატურა ტელეფონზე შევაერთე და სიმღერის თანხლებით განვაგრძეთ დალაგება. სახლი 2 საათში დავალაგეთ, უკვე 4 ხდებოდა ახლა მორთვა დარჩა, მე და ზუკა ჰელიუმის ბუშტებზე გაგვამწესეს, ასევე ნათურებიც მე მომაბარეს. ავიღეთ კიბე და გარეთ გამოვედით, ჯერ გარედან ვაპირებდი გალამაზებას, მერე შიგნით, სპეციალურად დიდი ნათურები ვიყიდე, ზუკას აქეთ იქით დავატარებდი კიბით, დავტანჯე რომ შევათვალიერეთ, საკმაოდ ლამაზი გამოვიდა გარედან, ნუ საღამოს ავანთებთ და ეგაა. გაყინულები შევედით სახლში, ზუკამბუხარი დაანთო, ამასობაში გოგოები საჭმელებს ამზადებდნენ და მოუსწრიათ რაღაცეები, სანამ ზუკა ბუხარს ანთებდა, მე და გაბრიელი ჰელიუმით ვბერავდით ბუშტებს, რამდენჯერმე შევისუნთქე, გაბრიელმა შიშით ვეღარ გაბედა, იმდღეს, ხმა ძლივს დავიბრუნეო.
უკვე 7ის ნახევარი იყო რომ მოვრჩით ყველაფერს,ძალიან არ დავღლილვართ, წვეულება 7ზე იყო, ბიჭები ხუთ წუთში მზად იყვნენ, ჩვენ კი ახლა ავედით, დავაკვირდი, სახლს კიბე აქვს შიგნით რომელიც, მეორე სართულზე ადის. მეორე სართულზე დიდი აივანია, ოთახში შევედით და ვიცმევდით, სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი მომეწონა... დაბლა ჩავედით რასაც, ზუკას და გაბრიელის შეძახილები მოჰყვა, შემდეგ გარეთ გავყარე ყველა.
-ახლა კი, თქვენ იხილავთ საზეიმო განათებააას-შევყვირე და ჩამრთველი შევაერთე.
სახლის ლამაზად ანათებდა, ძალიან ლამაზად, საბოლოოდ შევავლეთ თვალი ჩვენს ნახელავს და შევედით სახლში, მალე ეზოდან ხმაური გავიგონეთ.
-დაიწყო გოგოებო-გავამხნევე.
-რას პანიკობ-მითხრა გაბრიელმა
-იმიტომ, რომ თქვენ დღეს გამოთვრებით, ჩვენ კი ხვალ უნდა მოგიაროთ-ავატრიალე თვალები
ზუკამ სტუმრები შემოიყვანა, მათ შემოყვა ლუკა იუბილარი ჩვენკენ დაიძრა, მივულოცე
-გილოცავ ლუკიტო კიდევ 1 წლით დაბერებას-ვუთხარი ეშმაკურად
-ელენიკო-თმები ამიჩეჩა, საზიზღარი-მადლობა შვილო
-არაფერს
მივეცით საჩუქრები, მალე ყველამ იპოვა თავისი სადავეები, ლუკა თვალებს კარებისკენ აპარებდა, როგორც მივხვდი ვიღაცას ელოდებოდა, ხალხმა ცოტა დალიეს და სიმღერებიც ჩაირთო, ყველა ერთობოდა მე და ზუკამ ვიცეკვეთ, რომ დავიღალეთ სასმელების მაგიდასთან მივედით, სადაც თეკლე ქეთი და გაბრიელი იყვნენ, ლუკას სიცილის ხმა გავიგე კარებისკენ გავიხედე და თვალები მიმეყინა, ასე მეგონა ყინულიან წყალში ჩამაგდეს, მაშინვე მოვტრიალდი, მე მეგონა მომეჩვენა და ვლოცულობდი, ოღონდ ახლა ეს მოჩვენება ყოფილიყო, მაგრამ იმედი მაშინ გადამეწურა, როცა თეკოს ჭიქა გაუვარდა და გაბრიელმა დაიჭირა მე და ზუკა ზურგით ვიდექით თეკო კი კარებისკენ იყო მიშტერებული
-შენ გოგო, ნორმალური ხარ?? წინ იყურე-გაბრიელი
-არ არსებოობს-განცვიფრებულს აღმოხდა
-რა, რამოხდა-ქეთი კარგად ნასვამი იყო უკვე
-თეკო რახდება-ზუკა
მე მშვენივრად ვხვდებოდი, რაც ხსებოდა დაჯერება არ მინდოდა, ახლა თეკლემ მე და ზუკას გვითხრა:
-არ შეტრიალდეთ, არც მიიხედოთ, კარებში ანდრეაა ავალიანი, თავის ძმაკაცებთან ერთად.
მეხის გავარდნასავით იყო ეს სახელი და გვარი ჩემთვის. ზუკამ ხელი მომხვია წელზე, რომ გული არ წამსვლოდა, ხელზე ხელი მომიჭირა, იმის ნიშნად რომ შენთან ვარო, მე ძალით გავუღიმე.
-ვაიმე
-ახლა რაღა-თქვა ზუკამ
-ჩემს ძმას აქეთ მოყავს-თქვა ქეთიმ
მე ხელი, რომელშიც სასმელი მეჭირა ისე ამიკანკალდა, ტუჩებამდე ვერ მივიტანე, ზუკამ გამომართვა
-გეყოფა
უფრო და უფრო ვგრძნობდი, როგორ გვიახლოვდებოდნენ და მთელი სხეული მიკანკალებდა.
-მშვიდად,თავი ხელში აიყვანე იცოდე-ესსიტყვები ერთ ყურში შევუშვი, მეორედან გამოვუშვი , რობოტივით დავემრჩილე და წელში გავიმართე, ზუკას ხელს ხელი მოვკიდე და მოსულ ლუკას გავუღიმე.
-ბავშვებო-მოგვმართა -გაიცანით, ანდრეა ავალიანი ავალიანი და მისი ძმაკაცები კაკი, გიო და საბა - ახალი ძმაკაცები ყავს ბიჭს...
-სასიამოვნოა-თქვა ისე თითქოს, ახლა გაგვიცნო, ზედაც არ მიყურებდა, მეც თავი შევიკავე და მის ძმაკაცებს ვაკვირდებოდი.
-ასევე-უთხრა ზუკამ მშრალად და უცებ, ამ სამ ბიჭს გადაეხვივნენ გაბრიელი და ზუკა-სად დაიკარგეთ თქვენ აა?-გაკვირვებული ვუყურებდით ყველა, მათ შორის ანდრეაც.
-თქვენ რა, იცნონთ ერთმანეთს?-ლუკა
-ეს ბიჭები, ჩვენს ტურებში ხშირად დადიოდნენ, ახლა დამეკარგნენ-გაეცინა ზუკას, მერე ისევ მე დამიბრუნდა და ხელი გადამხვია, არ გამომპარვია თვალები, რომლებმაც ზუკას ხელს გააყოლეს მზერა.
-სასტავი შევკრებილვაართ-გაეცინათ ბიჭებს
-სხვათაშორის, ეხლაც გვაქ ტური, ახალი წლისთვის თურამე-ატლიკინებდა ენას გაბრიელი
-ვაა ვნახოთ აბა, უფროსი თუ გამოგვიშვებს-ანდრეას გახედეს გაუცინა
შევტრიალდი, სასმელი უნდა ამეღო, რომ ზუკამ შემომატრიალა
-გეყოს დღეს
-კაი-ვუთხარი ნაწყენმა.
ლუკა და ანდრეა, მოსაწევად გავიდნენ, აკა გიო და საბაა დარჩნენ, კარგი ბიჭები იყვნენ ანდრეას კი არ გავდნენ, ზუკა გვიყვებოდა რაღაც ამბებს, მათზე როგორ მხიარულობდნენ ტურებზე, მეც დაძაბულობას ისე აღარ ვგრძნობდი და ვიცინოდი, ლუკა და ანდრეა ახლა სხვებთან იდგნენ, სიტუაცია 5 საათზე დამთავრდა, ვიღას ახსოვდა წვეულება, ისე ჩავწექი ლოგინში, არც არავისთვის მითქვამს რამე, ისევ სიზმარი ვნახე
ეზოში ვიყავი თეკლეს ველოდებოდი, მოწყენილი ვიყავიანდრეა ყურადღებას აღარ მაქცევს ბოლო პერიოდი და სანდრომ გამოიარა მომიკითხა და ასე შემდეგ უცებ დასერიოზულდა
-ანდრეას შეყვარებული ყავს
გამეცინა-რათქმაუნდა ყავს, მე
-არა სხვა
-ეგ როგორ-გამიკვირდა
-აიეგრე,შენთანაცაა და იმასთანაც-ისე ამბობდა, გეგონება არაფერიაო
-შანსი არაა, რეებს იგონებ, მეცოდინებოდა
-მთელმა უბანმა იცის ელენე....
-და მე არვიცი მარტო ხო?-თვალები ამიწითლდა-ეგეთ რამეს არ გააკეთებდა
-კარგი წავედი, მე სიმართლე გითხარი და არ გჯერა, მერე არ მოხვიდე და არ იტირო
წავიდა და დამტოვა გაურკვევლობაში, გამებრაზა ჯერ იმიტომ რომ ეგეთი რამე არ მოხდებოდა და მეორე, ეს რანაირი ძმაკაცია, რატო ჩაუშვა ჩემთან, მეორე დღეს გავიგე რო თურმე, ყველამ იცოდა ეს ამბავი და მიმალავდნენ ზუკა არ იყო ქალაქში, ის პერიოდი და რომ ჩამოვიდა გავიგე ცემა ანდრეა, მაგრამ რამნიშვნელობა ქონდა, მერე ჩემთან მოვიდა და მამშვიდებდა, არ მეტირებოდა, ვერ აღვიქვი ეს ამბავი ბოლომდე, რომ ასეთი რამე გამიკეთა, ბოლომდე ვერ დავიჯერე, საერთოდ არ ვიყავი დეპრესიული გოგო, ბიწებს რომ მისტირიან. რამდენიმე დღეში მივწერე
-რახდება
-რასთან დაკავშირებით
-ჩვენთან
-არაფერი-რა ადვილი სათქმელია არა?
-როგორ არაფერი? საერთოდ არაფერი? თუ უკვე აღარაფერი?))
-არ ვიცი როგორ გითხრა
-შენ არ იცი, სამაგიეროდ სხვებმა ძალიან კარგად იცოდნენ.
-არვიცი რა გითხრა-
-სულ ეს ხარ?
-ჰო-ისე მწერდა თითქოს, უცხო იყო.
-სად გაქრა შენი იმედები?? შენი მიზნები? შენი სიყვარული!!
-არვიცი ავირიე
-ნახვამდის
ეს იყოდა ეს, სამი თვის მერე მომწერა შევრიგდეთო, არ ვაპატიე, საკმაოდ ვაფასებდი ჩემ თავს იმისთვის, რომ ვინმესთვის ასეთი რამე მეპატიებინა, მითუმეტეს ანდრეასთვის, რომელიც ძალიან მიყვარდა.
6 თვე მეხვეწებოდა არ შევურიგდი, დაშორება არაა მტკივნეული, ის მოგონებებია მტკივნეული, ყოველ ღამე რომ გახსენდება. სკოლაში დავკავდი და ეზოში ვეღარ გავდიოდი, თუმცა ჩემს მეგობრებთან, ერთად კალათბურთს ისევ ვთამაშობდი, გარეგნულად არაფერი მეტყობოდა, დიდად არც შიგნიდან ვიმჩნევდი რამეს. მერე უბნიდან გადავიდა,სანამ გადავიდოდა, ერთხელ ვნახე, მერე სულ ვეღარ ვნახულობდი და საბოლოოდ მორჩა ყველაფერი.
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, კიდევ უფრო ამტკივდა, როცა გავიხსენე გუშინდელი საღამო: ანდრეა, საბა, კაკი, გიორგი, ზუკა. ყველაფერი ახლა გამახსენდა. ნელნელა ვიაზრებდი ყველაფერს და ვერ ვიჯერებდი მომხდარს.. ნეტა მიცნო? რა იფიქრა, ან საერთოდ თუ იფიქრა. წამოდგომა ვცადე, ლოგინზე წამოვჯექი და მოაჯირს დავეყრდენი, რომ წამოვმდგარიყავი. ბარბაცით მაგრამ მაინც მივედი კარამდე, გამოვაღე და დაბლა ჩავედი, იქ თეკო და ქეთი უკვე სამზარეულოში იყვნენ და პახმელიაზე მყოფ ბიჭებს უმკლავდებოდნენ.სანამ სამზარეულოში შევიდოდი, არც შემიხედავს ისე ავუწიე ხელი ბიჭებს, ლაპარაკის თავი არმქონდა, სამზარეულოში რომ შევედი, პირველ რიგში მაცივარში ნაბეღლავი ვეძებე, აღარ იყო ბედი არ გინდა??
-სულ იქით წაიღეს ბიჭებმა, მიდი და მოგცემენ-მითხრა ქეთიმ
-აუ რა კაია-ვთქვი ისე ხმადაბლა გეგონება ხმას მართმევდნენ
ბიჭებთან გავედი და ზუკა დავინახე, მისკენ წავედი სხვებიც ისხდნენ, მაგრამ ახლა სხვები ნაკლებად მაღელვებდნენ.
-ზუკა დამისხი რაა-შევევედრე
სკამი გამომიწია დამსვა და ჭიქა მომცა
-აიღე არ წაიქცე-გაეცინა
სასიამოვნო იყო, როგორც უდაბნოში ერთი ჭიქა წყალი, როგორც იქნა თვალებში გამოვიხედე და თვალი გადავავლე მაგიდასხთან მსხდომ ბიჭებს. ლუკა, ზუკა, გაბრიელი, ოჰ ეს ვაჟბატონიც აქ ყოფილა საბა, კაკიც და გიოც. დანარჩენები სად გაქრნენ წეღან უფრო მეტი არ იყვნენ?
-დაგვიბერდი ელე?
-ლუკა ამდილაადრიან არ გეზარება??
-რაღა დილა გოგო 3ხდება
-რაა-აღმომხდა ხავილი
-შენ რა დალიე გუშინ ასეთი-მკითხა საბამ
-აზრზე არვარ-ვუთხარი მაგიდაზე ხელები, დავდე და ზედ თავი დავდე
-რო ვერ იტან, არ უნდა დალიო-დამცინა ლუკამ თავის ჭკუით?
-ჰოდ,ა მეორედ რო მოხვდება ნახავს -გავიგე ზუკას შემკაცრებული ხმა და თავში ხელი ვიგრძენი, თავი ავწიე და დავინახე სიცილ შეკავებული სახეები, რომლებიც მალე გასკდებოდნენ.
-რომელი იყავით-ვთქვი სერიოზულად
-დედას გეფიცები თუ ვიცოდე-გაბრიელი
-კარგი ზუკა შენ იყავი, მერე მოგივლი ახლა თავი არმაქ -ამდროს სიცილი აუტყდათ, ჩემი ნაბეღლავის ჭიქა ავიღე და სამზარეულოში გავედი, თან ვსვავდი თან თაროებში ვეძებდი ჩემს იარაღს.
-რას ეძებ-თეკო
-რამე დიდ ჭურჭელს წყლისთვის
-ასე მოგწყურდა?-გაეცინა ქეთის, ჰოჰოო მომწყურდა-მაგ თაროზეა.
ჭურჭელი გვაქს, ნაბეღლავი სულ დავლიე და წყლით სავსე ჭურჭელი, წავიღე ბიჭებისკენ, ზუკა ზურგით იჯდა და ვერ მხედავდა, სამაგიეროდ სხვებმა დამინახეს და თქმას აპირებდნენ, როცა თვალებით შევევედრე არ უთხრათთქო, უკვე მისული ვიყავი ანდრეას ხმა რომ გავიგე.
-ზუკა, გამოსაცვლელი თუ გაქვს?
-არა რაარი?-გაუკვირდა მისი კითხვა
-არა, ისე რომ დაგჭირდეს-გაეცინა
ამდროს მე დრო ვიხელთე და ჭურჭელი დავაცალე თავზე, წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები, ბიჭები იცინოდნენ, როცა ზუკა შემომიბრუნდა ანთებული თვალებით.
-გეფიცები ფორას გაძლევ, რაზგონი რო აიღო, თუ დაგეწიე ვერ გადამირჩები, ელენეეე-ჩემი სახელი დაიყვირა და ყველა გაისუსა, მე კი დავტყდი, მძიმე ნაბიჯები მესმოდა, რომელიც მოსაკლავად მომსდევდა. ოთახში რამდენიმე წამით, შევასწარი და აქოშინებულმა გადავკეტე კარები, ეს ტარზანია?? ამაზე ადრე გამოვიქეცი და ლამის დამიჭირა.
-სულ მანდ ვერ იქნები, მაინც ხომ გამოხვალ-მომესმა კარების უკან ხმა
-ზუკა კარგი რაა, აბა რომ ჩამარტყი ის კარგი იყო? ეხლა ბარი ბარში ვართ, გვეყო რაა
-გამოხვალ მაქედან და ნახავ ვის ეყო-გავიგე მუქარა
მე კი საწოლზე გადავწექი, ბალიშზე თავი დავდე და ფიქრი დავიწყე. ანდრეა დამეხმარა და არ უთხრა ზუკას გაწუწვის ამბავი. ნეტა მცნობს? გამახსენდა მისი სახე, როცა ზუკასკენ მივდიოდი, დღეს უფრო დამშვიდებული ვიყავი მასთან, ნუ ეს გარეგნულად მაგრამ ...
ამ ფიქრებში ჩამეძინა და კვლავ სიზმარი დამესიზმერა, ანდრეა გადადიოდა და მომწერა ბოლოჯერ გნახავო, ჩემს მონატრებას რა ვუთხარი, თორემ რისი ღირსი იყო, ჩავედი საშინლად სევდიანი იყო, თუმცა მასზე არ ვაპირებდი აზრის შეცვლას.
-როგორ ხარ?-მშვენიერი დასაწყისია,კითხვა დამისვა მან, ვისაც დავშორდი. ნეტავ რას დიქრობდა ამ კითხვას რომ სვამდა
-ვცდილობ კარგად, შენ
-არც ისე კარგად -გონია შემეცოდება? არა საერთოდ!
-ჰოო-ვუთხარი
-ვფიქრობ ხოლმე, რომ შემიძლია უშენოდ ცხოვრება, რომ ვიყო უშენოდ, მაგრამ მერე ჩემ თავზე ვბრაზდები, შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია იყოს შორს, მაგრამ არასდროს დამტოვოს.
ვუსმენდი და უკვე ცუდად ვხდებოდი, ვსეირნოდით რუსთაველზე და ვსაუბრობდით სიყვარულზე, რომელსაც გაგრძელება ვეღარ ექნებოდა. მე 15ის ის 17ის. მივდიოდით და ჩუმად ვიყავით,სიჩუმე დაარღვია.
-შენც გეზიზღება ეს?
-რა
-უხერხული სიჩუმე, რატომ არის ადამიანებისთვის საჭირო რამეზე ლაპარაკი, თავი რომ კომფორტულად იგრძნონ?
-არვიცი კარგი კითხვაა.
-მხოლოდ მაშინ, როცა იპოვი საკუთარ ადამიანს შეგიძლია, გაჩუმდე საათობით და ამავდროულად სიამოვნებას იღებდე.
-ცივა არ წავიდეთ?
-ერთხელაც ჩავუყვეთ და..-მივხვდი დროს წელავდა
-ჰოო კარგი
-მენატრები რომ არ ხარ
-სისულელეებს ამბობ...
-მართლა!
-და რავქნა?
-შევრიგდეთ
-მგონი საკმარისია დღეისთვის, წავიდეთ
სახლის გზაზე ჩუმად ვიყავით, სადარბაზოში ბნელოდა, იცოდა მეშინოდა, შევედით ფანარი ავანთე, ნახვამდისთქო ვუთხარი და ის იყო უნდა ავსულიყავი კიბეზე, რომ მომაბრუნა:
-თუ არა ახლა, როდის? -ეს გავიგე და ტუჩების შეხება ვიგრძენი, თავიდან ფრთხილად თუმცა მერე,წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ვაკოცე. ამან გაათამამა და წელზე ხელი მომხვია, ძლიერად მკოცნიდა, რომ გამახსენდა რას ვაკეთებდი, მაშინვე მოვშორდი, მის თვალებში სინანულსან რაიმე მსგავს ვეძებდი, მაგრამ პირიქით, თითქოს დარწმუნდა რომ ისევ მიყვარდა და თავდაჯერებულება იკითხებოდა მის თვალებში, ამან გამაბრაზა და ვუთხარი:
-დავამთავრეთ, ნუღა დავტანჯავთ ერთმანეთს, წადი!
-ჩვენ, ყველაზე ცუდი, ყოფილი შეყვარებულები ვართ-გამიცინა და წავიდა
გაშტერებული ვუყურებდი ამას სიცხე ხომ არ აქვს?
გამეღვიძა უკვე დაბნელებული იყო. წყლის გადავლება მინდოდა, მაგრამ სახლში ამდენი ხალხი რომაა? როგორ მოვახერხო? პირსახოცი ავიღე და კარი ფრთხილად გავაღე, გარეთ გამოვიხედე არავინ იყო. სააბაზანომდე მისასვლელად ,კიბე უნდაა გაგევლო, რომლითაც ქვევით ჩადიხარ. ჩუმად გავედი და ნელი ნაბიჯებით წავედი სააბაზანოში, ძლივს მივაღწიე შევედი და კარები გადავკეტე. მთელი 20 წუთი ნეტარება იყო, ამ ჭუჭყიან ტანსაცმელს ვეღარ ჩავიცმევდი, ჯანდაბა ელენე! დაბნეულობისგან ტანსაცმელი არ წამოიღეე, პირსახოცი მქონდა, რომელიც საჯდომს მიფარავდა. ფრთხილად გავხსენი კარები, არავინ მოდიოდა, ახლა ჩემზე იყო საქმე, კარები გამოვხსენი და კიბემდე ჩუმად მივედი, კიბისკენ ვიყურებოდი და თან მივდიოდი, ამდროს ვიღაცას რომ შევეჯახე. ღმერთო, ოღონდ ახლა მიწა გამისკდეს, ელენე რა დაბდურა ხაარ!! ნელნელა ავხედე სილუეტს და ხელში არც მეტი და არც ნაკლები ანდრეა შემრჩა, რომელიც ისე მშიერივით მიყურებდა,როგორც იქნა მიხვდა წითელი ფერი რომ დამედო და მითხრა:
-გაწითლებას, წინიყურო ჯობია-მითხრა უხეშად-და საერთოდ, იცვამენ და ისე გამოდიან
-დედას გაგიცებ?-ვუთხარი გაბრაზებულმა
-ელენე სწრაფად ოთახში! სანამ სხვა ამოსულა-მოიცა ამან მიბრძანა? თან სახელი დამიძახა?
აღარ შევეპასუხე, უკმაყოფილად დავიჭყანე და ოთახამდე სირბილით მივედი, გული ამოვარდნას, მქონდა ამდენი წლის შემდეგ, ისევ დაიწყეს ფრენა პეპლებმა ჩემს მუცელში, ვცდილობ შევაჩერო თუმცაუშედეგოდ. ვუყურებ მას და ვხვდები, რატომ არ შემიძლია პეპლების შეჩერება.
ჩავიცვი და დაბლა ჩავედი 7 საათი იყო და მეგონა აღარავინ დამხვდებოდა კიბეებს ჩავუყევი და ბიჭების ხმა შემომესმა, ჩემები მეგონნენ და მხიარულად შევედი, სადაც საბა, გიორგი, კაკი და ანდრეა დამხვდნენ, ამათ აქ რაუნდათ? უკვე წასულები უნდა იყვნენ...
-ოჰ ვის გაუღვიძია -მითხრა კაკიმ
-ჰოო დიდიხანია მღვიძავს, უბრალოდ წყალი გადავივლე-გავუღიმე და ანდრეასკენ თვალი გავაპარე, რომელიც ისე მიყურებდა გეგონებოდა რამე დავუშავე.
-აღარ ხარ პახმელიაზე?-მკითხა საბამ
-არაა, მე პახმელი დიდად არვიცი-გავუღიმე-დანარჩენები სად არიან?
-თეკლეს ძინავს, ქეთი და ლუკა საყიდლებზე არიან, ზუკა და გაბრიელი სასმელზე არიან გასული-მიპასუხა გიორგიმ-ლუკამ დაიჩემა 2 დღეც დავრჩეთო.
-აუფ ცუდია, მე ვერ დავრჩები-აქ ანდრეასთან ერთად რაგამაჩერებს! -საქმეები მაქვს-ვუთხარი ვითომ შეწუხებულმა
-რა გეჩქარება გავერთობოდით-როგორც იქნა ხმა გავიგე ამის ... რა უნდა რას მგესლავს?? მგონი ვერც გამიხსენა და აქეთ მებღვირება.
-ვერ გავაცდენ თორე კი
-შენი ნებაა-გამიცინა ნაგლურად
ნერვები მომეშლებოდა ამასთან ერთად, ამიტომ ტელევიზორს მივუჯექი და ვითომ ვუყურებდი, ცოტახანში ჩემს გვერძე ადგილი ჩაიწია, გავიხედე ანდრეა იჯდა.
-გადართე რაა
-ვერ ვუყურებ?-ვუთხარი უხეშად
-შენი სახელი გამახსენე?-მითხრა კითხვისნიშნიანი თვალებით ეს ... ეს თავხედიი არ ვახსოვარ, ახლა ლამის ავტირდე, თვალები შემიწითლდა და ჩამაშტერდა-რა იყო ალერგია გაქვს?
-კი შენნაირ ხალხზე -ვუთხარი და წამოვედი,ოთახში ვიყავი სანამ ზუკამ არ შემომიღო კარები.
-რა გჭირს აბა-თავთან დამიჯდა და მეფერებოდა
-ვერ მიცნო ზუკა-ხმა გამიტყდა
ზუკა ამაზე ლამის გაგიჟდა
-ელე ამაზე ნერვიულობ? დარწმუნებული ვარ ახსოვხარ და გაწვალებს აი დამიჯერე...
-არა ზუკა, ამდენი წელი გავიდა ალბათ აღარც ვახსოვარ.
-გოგოო! მოგხვდება ეხლა ადექი და ჩამოდი მთელი დღეა არაფერი გიჭამია.
-არ მშია რაა, ვიქნები
-გინდა დილანდელი გავიხსენო? და კეთილი ბიძიის ნაცვლად, ბოროტი გავხდე?
-აუ ზუკაა...
დაბლა ჩავედით უკვე მაგიდასთან ისხდნენ, ჩვენ რომ შევედით
-ეხლა ვაპირებდი დამეძახა-მითხრა თეკომ
-სანამ ერთ ადგილას არ მოხვდა არ წამოვიდა-შემომხედა და გაგვეცინა
-შერიგდით თქვენ?-იკითხა საბამ სიცილით
-ამას როგორ გავუბრაზდე-გამიცინა
-კაი დავსხდეთ რაა-ვთქვი და ანდრეას გავხედე გვიყურებდა, მაგრამ არაფერი ეტყობოდა თითქოს კედელს უყურებსო,ჭამის შემდეგ ლუკამ აიტეხა, სასმლის თამაში ვითამაშოთო, მეარმინდოდა ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელითქო.
-აქ რომელი გვნახე მოუცლელი გოგო-შემომიბღვირა ლუკამ
-ვითამაშოთ და ორი ჭიქის მერე, ეგრე აღარ იჭიკჭიკებს-თქვა კაკიმ
თამაში ასეთი იყო: წრიულად მიყოლებით იდო ბევრი ჭიქა, სხვადასხვა სასმელებით, ბოთლი ტრიალდებოდა და იმ ორს ვისაც მიუვიდოდა, ერთერთი მეორეს უსმევდა კითხვას, თუ მეორე არ უპასუხებდა კითხვას სასმელს სვავდა, სულ 2 კითხვის უფლება გვქონდა.
-თამაში დაიწყო ცეცხლი აინთოოო-თქვა ლუკამ და ყველას გაგვეცინა
პირველი დატრიალებისას, ქეთი და საბა ამოვიდნენ, საბამ ორი კითხვა დაუსვა, ნუ ჯერ გასაცნობები, ჯერ ბოროტული კითხვები არ აწუხებდა.
მეორეზე ზუკა და მე ამოვედით
-ხომ ძალიან გიყვარვარ?-ზუკა
-ყველაზე-ვუთხარი და გავუცინე
-ჩემზე მეტად ვინმე გიყვარს ან გეყვარება?-რა ვუპასუხო ახლა? ვითომ არ იცის ანდრეა რომ მიყვარს? აი რაუნდოდა
-არ ვპასუხობ-ვუთხარი და ჩემი სასმელი ავიღე, კონიაკი იყო, ზუკამ კი მტრული სახით გადმომხედა.
შემდეგზე მე და ანდრეა ვიყავით ღმერთო! ამან რაუნდა დამისვას, ხელები ამიკანკალდა და სასმელი ცოტა მომეკიდა.
-შეყვარებული გყოლია?-ღირსი არაა, რამე გაუქანო?
-კიი-თვალები ავატრიალე.
-იმის მერე, ვინმე შეგყვარებია?-ამას ვახსენდები თუ რახდება
-არ ვპასუხობ -ვუთხარი და ისევ ავიღე სასმელი, ის კი ისე მიყურებდა პატარა ბავშვებმა რო იციან მოშტერება.
შემდეგი თეკო და ანდრეა იყვნენ, თეკო უსმევდა კითხვებს.
-მაშ ასე ანდრეა, გოგოსთვის გიღალატია?-და უცებ გულში გამკრა საშინლად.
თეკო დალეული იყო და არ მეწყინა, მაგრამ მაინც მაგრამ..
-არ ვპასუხობ-თქვა უხეშად
-კარგი არ გამებუტო-უთხრა გაბრუებულმა თეკომ-მეორეშენ თუ გყვარებია შეყვარებულის გარდა ვინმე?
ეს გოგო რა კითხვებს სვამს ... ოღონდ ეს დღე დამთავრდეს და..
-კი-გავიგონე მისი ხმა და თვალები ამიწყლიანდა გული დამწყდა?ძალიან!
გაბრიელმა მითხრა:
-ელე, შენ მისმევ
-აა, ჰო ისა...-დავიბენი უცებ, თვალები დამიმშვიდდა, მაგრამ ცხვირი წითელი მქონდა-აბა გაბრიელ, ვინმე გყვარებია?-გავუღიმე
-აუუ კიი პატარაობაში, ჩვენ ეზოში ერთი ლიზიკო ცხოვრობდა-გაეცინა
-უცემიხარ ვინმეს ისე, რო მეორე დღეს ვეღარ დგებოდი?
-ერთხელ კი რო არ ველოდებოდი დამადეს
ამის მერე, კიდევ ორი ჭიქის დალევა მომიწია, ესეც სამარისი იყო ჩემთვის, უკვე ძილი მერეოდა, წამოვდექი ცოტა შევბარბაცდი, მაგრამ მაინც გავსწორდი
-მე წავედი-ვუთხარი და გამოვბრუნდი, სანამ ოთახში შევიდოდი, სააბაზანოში შევედი იქიდან რომ გამოვედი, ცხელი ჰაერი ვიგრძენი, ქვემოდან სიცილის ხმები მესმოდა, მეორეზე შუქი არიყო და ფრთხილად ვცდილობდი გამევლო, მაგრამ ფეხში ვიღაცის რაღაც შემერჭო და უცებ ფეხი გადამიტრიალდა, ძირს დავეცი,მტკივნეული იყო!

-ჯანდაბა-ამოვიოხრე
-კარგად ხარ?-გავიგე ანდრეას ხმა, მე ზურგით დამიჭირა და ყელის ტერიტორიიდან მელაპარაკებოდა, მის ყოველ ბგერას აღვიქვავდი კისერში ცხელ ჰაერად, რომელიც მწვავდა
-კი,შეგიძლია გამიშვა-ვუთხარი დაბნეულმა
-მე არც დაგიჭერდი, წინ რომ გაგეხედა-უხეში.
-შუქი არაა და მაგის ბრალია
-რაა მნიშვნელობა აქვს, ჩემს ოთახში მივდიოდი.
-წადი მერე, ვინ გიჭერს-ვუთხარი ნაწყენმა.

-რატომ შეგხვდი საერთოდ-ჩავილაპარაკე ჩუმად უკვე რამდენიმე ნაბიჯით შორს იყო რომ მობრუნდა
-რათქვი?
-რავთქვი?-შევუბრუნე კითხვა
-გაიმეორე!
-შენზე არ მითქვამს.რას გადამეკიდე?!
-ესეიგი ჩემზე არ გითქვამს, კარგი რა გაეწყობა-მითხრა უდარდელად და გაბრუნდა
უკვე თვალები მებინდებოდა დავწექი, მაგრამ არ მეძინებოდა, რომ ვიცოდი ჩემს გვერძე ანდრეას ეძინა. მოუსვენრად ვიყავი, თან სიმთვრალემ გამათამამ, ვიფიქრე რა დაშავდება ახლა რომ ავდგე და გავიდე? არაფერი. ზუსტადაც არაფერი! ჰოდა ავდექი და კარები გავაღე, ვნახე ვინმე ხომ არ იყო, არავინ არ არის. ძალიან კარგი! ანდრეას კარებზე დავაკაკუნე, და მხოლოდ ახლა შემიბყრო შიშმა. რომ ვერ გამიხსენოს? ამდროს კარები იღება და გაკვირვებული ანდრეა მიყურებს.
-აქ რაგინდა-მკითხა გაკვირვებულმა
-იც მე.. მე ვერ ვიძინებ-ვუთხარი დაბნეულმა
-და მე დაგაძინო?-მკითხა და გაიცინა
-არა შენ ვერ დამაძინებ, არ უნდა მოვსულიყავი, კარგი წავედი-შევბრუნდი მაგრამ თავში ერთმა აზრმა გამიელვა, კვლავ დავაკაკუნე კარებზე.
-ახლა რაღა გინდა-მითხრა გაბრაზებულმა
-შენ ვერ დამაძინებ, მაგრამ შენთან დავიძინებ-ვუთხარი და მის გაკვირვებულ მზერას გადავაწყდი, გავიცინე და მის საძინებელში შევედი.
საწოლი ჯერ კიდევ არ იყო არეული, არ ეძინა?
-შენ რა, იატაკზე ძილი მოგწონს?-ვკითხე გაკვირვებულმა
-არა, შეყვარებულს ველაპარაკებოდი და არ დავწოლილვარ-მითხრა მე კი ყველაფრის სურვილი გამიქრა, შეყვარებული ყავს, ამას ვიმეორებდი და ოთახიდან გაქცევა მინდოდა.
-კარგი მაშინ.. მე გავალ-ვუთხარი ნაწყენმა
-რატომ?-მითხრა მაცდურად
-არა მეძინება-ვუთხარი და თვალი ავარიდე, ჩემკენ წამოვიდა.
-კი მაგრამ წეღან ხომ ჩემთან იძინებდი?-არ ჩერდებოდა თან მიღიმოდა, ღმერთო ზუსტად ისე როგორც იცოდა!
-არა, უფროსწორედ კი, მაგრამ აღარ მინდა-ვუთხარი აფორიაქებულმა
-მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა ჩემი-მითხრა და გაიცინა
-კარგი გვეყო, გეხუმრე შენ მართლა დაგიჯერებია-ვუთხარი ანერვიულებულმა და უკან მივიხედე, ადგილი თავდებოდა მერე სადღა წავიდოდი..
-სერიოზულად არ გითქვამს?-მითხრა და უფრო ახლოს მოვიდა, მე კი წასასვლელი აღარ მქონდა, გავჩერდი და ვეღარ მივდიოდი, ჯანდაბა ელენე შენი ბრალია. რაგინდოდა?!
-არა და საერთოდ მოვრჩეთ ამ თამაშს-ვუთხარი და გასაქცევ გზას ვეძებდი, რომელიც არ ჩანდა
-არადა მეგონა, სერიოზულად თქვი-ახლოს მოიწია ჩემს სახესთან -რა ლამაზი გოგო ხარ-მითხრა და ხელით სახეზე მომეფერა, თვალები დავხუჭე რა ჯანდაბაა!-ხომ არ გადაიფიქრე?-მისი სუნთვა სახეზე მეცემოდა
-არა, ახლა ვინმე რომ შევიდეს ჩემს ოთახში და არვიყო რას ეტყვი?
-ვინმეში ზუკას გულისხობ-მითხრა და დავინახე როგორ გაუსვა ხაზი ზუკას ეს რა ეჭვივანობს?
-თუნდაც -ვუთხარი ღიმილით
-კარგი წადი-მითხრა და თვალები, გავახილე
-რა?-გავოგნდი.
-წადი! ხომ გინდოდა-მითხრა უხეშად
-ხო მივდივარ - უცებ გამოვეცალე და ოთახში სირბილით შევედი დედა რაიყო ეს აა??



№1 სტუმარი Giu

ძალიან მომწონ და ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი Guest თაკო17

perfect❤❤

 


№3 სტუმარი Guest Zoi

მალედადე შემდეგი რა

 


№4 სტუმარი დიკო

ნუდამტანჯე დადე შემდეგი თავი დროზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent