თვალები (თავი 3)
იმ ამბის მერე თითქმის მთელი თვე გავიდა. არ ვიცი ასე ძალიან რატომ ჩარჩა ჩემში ნიას აცრემლებული თვალები მაგრამ ისინი თითქოს მუდმივად თან დამსდევდნენ, არ მშორდებოდნენ და ჩემში რაღაც ისეთს აღვიძებდნენ რაც დიდი ხნის წინ მოკვდა. ამ დროის განმავლობაში ნია აღარ გამოჩენილა. მის შესახებ არაფერი ვიცოდი და წარმოდენა არ მქონდა როგორ უნდა გამეგო რამე... ყვველგან ას ვეძეებდი, ყველგან მისი თვალები მელანდებოდა... დიდი მწვანე თვალები. დილით ადრე გამეღვიძა, კარებზე ვიღაც აბრახნებდა, ვიცოდი ვინც იყო... ახლა გამოვაღებდი კარს და შემომანათთებდა თავის უზარმაზარ მწვანე თვალებს, გამიღიმებს და მე ვეტყვი ჩემს სახელს, იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებ.. კარები გამოვაღე და იქ არავინ იდგა... სულში რაღაც ჩამწყდა,ამ რაღაცამ მთლიანად მომიცვა, მარტო მე კი არა ჩემი სახლი, ჩემი კორპუსი, მთელი სამყარო მოიცვა, შემდეგ უეცრად დაპატარავდა და მთელი ტკკივილი მთელი ემოცია ჩემს სხეულში გამოიკეტა.. კარებთან ჩავიკეცე და თავი მუხლებში ჩავრგე... -ჰეი! რა მოგივიდა?-მომესმა ნაცნობი ხმა, თავი მაღლა ავწიე და დავინახე მისი თვალები ასე სანატრელი ასე საოცნებო,ასე ღრმა. ფეხზე წამოვხტი და ჩავეხუტე ზუსსტად ისე როგორც არავის ჩავხუტებივარ დედის გარდა... -ნიკო.. -რა მითხარი? -მე ნიკო მქვია... ....................... ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არ ყოფილა უფრო ბედნიერი პერიოდი ვიდრე ნიაკოს გვერდით ყოფნა. ის ყველაფერს იგებდა, ყველაფერში მხარს მიჭერდა. ერთხელ დილით გამაღვიძა და მითხრა -დამხატავ? -რა თქვი?- ვკითხე ძილმორეულმა -მინდა რომ დამხატო -მე შენ ვერ დაგხატავ -რატომ?-აშკარად ეწყინა -იმიტომ რომ შენ ვერც ერთი მხატვარი ვერ დაგხატავს...-გამიღიმა და თავისი მწვანე თვალები შემომანათა -შენს მეტი არც მინდა რომ ვინმემ დამხატოსს! -რას მიკეთებ ნია? -რას გიკეთებ?-მკითხა და თვალებში ჩამხედა -მაგიჟებ... ჭკუიდან გადაგყავარ... ერთ საღამოს ვერ მოვითმინე და ვკითხე -ვისგან გამოგყვა? -რა?-მკითხა და ხელები კისერზე შემომხვია -ასეთი დიდი და მწვანე თვალები -მამისგან... -მეტჯერ ამ თემაზე არ გვილაპაკია უზომოდ ბედნიერები ვიყავით... ერთ საღამოს დეიდაჩემმა დარეკა და მახსოვს ერთადერთი სიტყვა რომელიც მითთხრა -დაიჭირეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.