შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rainbow (3)


13-01-2017, 00:46
ავტორი Nude
ნანახია 1 612

(3)
სახლამდე დაღლილ-დაქანცულმა ძლივს მიაღწია. თურმე, რა რთული ყოფილა ეს ყველაფერი. იცოდა, ნაწილობრივ, როგორ არ იცოდა, რომ ძალიან დიდ პრობლემებთან მოუწევდა შეჯახება, შემდეგ კი გამკლავება ამასთან, მაგრამ ასეთ მდგომარეობის და სიტუაციის შექმნას მართლა ვერ იფიქრებდა.
- როგორ ჩაიარა დღემ? იმედი მაქვს, ბავშვები ცოცხლები არიან და ახლა, მშობლებთან ერთად ატარებენ ბედნიერად საღამოს! - ცინიკურად გაუცინა კარებში შემოგებებულმა სალომემ და სახლში შეატარა.
- შენ თავს ვფიცავარ, ასეთი საშინელი დღე ჩემ ცხოვრებას არ ახსოვს! - საწყლად დაიჩურჩულა, ფეხზე გაიხადა და ეგრევე თავის საძინებლში შევიდა.
დაც ტუსტუსით აედევნა უკან სალომე.
- სად არიან დედა და მამა? - მოიკითხა მშობლები.
- ბებოსთან და ბაბუასთან სოფელში.
- რამდენი ხნით წავიდნენ? - გაკვირვებულმა ნიტამ ჰკითხა და ლოგინზე ნეტარედ გაიშხლართა.
- 2-3 დღით სავარაუდოდ.
- ჰო, რა ვიცი... ჩემთვის არაფერი უთქვამთ დღეს, არც გუშინ.
- ხო, უცბად გადაწყვიტეს. - უთხრა სალომემ და დაბნეულმა მოწყვიტა თვალები ნიტას თვალებს.
- რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი? - საოცრად ეჭვიანი ხმა ჰქონდა გოგონას.
გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში, მაგრამ როცა სალომემ უარყო, არაფერი აღარ უთქვამს. აღარ ჩაძიებია. თუ საჭიროდ ჩათვლის, თვითონ მეტყვის-ო.
მთელი დღის მომხდარი თითქმის ზედმიწევნით ჩამოურაკრაკა სალომეს და ლამის ცრემლები გადმოყარა. ასეთი გულჩვილი, როდის იყო?! არა, იყო, მაგრამ ასეთი. არც იმდენად უყვარდა ბავშვები, მათ გამო ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავარდნილიყო, თუმცა მეორე მხრივ რთულია, როცა პატარა გაბრიელისგან, რომელიც სულ რაღაც ოთხი წლისაა, სიძულვილს გრძნობდეს.
- მოვწევ აქ, მაინც არავინ მოვა. არავინ რა, მამა. - გაიცინა გულამომკდარმა, როცა თხრობას მორჩა.
- მოწიე. - მხრები აიჩეჩა სალომემ და არც იმდენად გაოცებულმა შეხედა ნიტას, როგორც ამას გოგონა ელოდა. - დაიკიდე. - თავისებური რჩევა მისცა. - პატარაა და იმიტომაც იქცევა ასე, თორემ დიდი არ გააკეთებდა ეგეთ რაღაცეებს. ეგოისტობს, თუ რას შვრება, არ ვიცი, მაგრამ მოგეჩვევა დროთა განმავლობაში, შენ არ ინერვიულო მაგაზე. ბავშვია, რა! - ლაღად გაიცინა და დას გვერდით მიუწვა.
- ჰო, რა ვიცი. მე კი გამიშრო უკვე სისხლი, ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც გავიცანი.
- დამშვიდდი, დამშვიდდი! მოგვარდება ყველაფერი. აი, ნახავ. ერთ კვირაში თუ არა, ერთ თვეში მაინც.
- და მანამდე რა ვქნა, ნერვები შევაჭმევინო? - ცალი წარბი გაკაპასებულმა ასწია ჰაერში.
- 23 წლის ქალი ხარ, რომ გკითხოს ვინმემ და რა სისულელეებს ამბობ და ფიქრობ?! ყველა ბავშვი ეგრეა თავიდან, შეგეჩვევა, ნუ!
- ხო, კარგი! ზედმეტად გავაჭერი! - გაიცინა და ნამწვი საფერფლეში ჩაუძახა.

***
ფილს უყურეს ერთად. ამას მაშინ აკეთებენ, როცა სრულიად მარტოები არიან. ეს ტრაციასავით შემორჩენილი აქვთ, წლებია, თითქმის ბავშვობიდან. ნიტამ ძალიან, ძალიან, ძალიან თხოვა სალომეს და გოგონა თავის საძინებელში კი არა, საკუთარ ლოგინში ჩააგორა. მარტო ძილი არ მინდაო.
სოფომაც დაურეკა, სანამ დაწვებოდა, ისევე, როგორც დედამ. სოფოს გულაჩუყებულმა მოუყვა ყველაფერი, საერთოდ არცერთი დეტალი არ გამოუტოვებია, რასაც ვერ ვიტყვი დედასთან საუბარის დროს. არაფერი უთქვამს, კარგის მეტის და თავის სიტყვებზე, სადაც გაბრიელს აქებდა, კბილებს გაცოფებული აღრჭიალებდა.

***
დილით ღიმილით დააკაკუნა სახლის კარებზე და მორიდებულად გადაკოცნა მარიტა. თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, თორემ ნიტა ვერ გაბედავდა. მაინც, არ იცნობს, თან ახლა კაფეში არ არიან და არც იმ სიტუაციაში, ჩვეულებრივი მარიტა გაიცნოს. ახლა, ეს გაჩხიკინებული გოგო, მისი აღსაზრდელების დედაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ შორის, ვგულისხმობ, მარიტას, ნიტას და დემეტრეს, ვერ გაჩაღდება დაქალურ-ძმაკაცური დამოკიდებულება.
- როგორ ხარ? - ღიმილით მოიკითხა გოგონამ ნიტა.
- რა ვიცი, კარგად. - მხრები სუსტად აიჩეჩა, მოსაცმელი გაიხადა და საკიდზე მიაბრძანა.
მორალურად ემზადებოდა ბავშვებთან მარტო დარჩენისთვის, თანაც მთელი დღით!

***
ზუსტად ათი დღე გრძელდებოდა იგივე. ხანდახან მოლბებოდა გაბრიელი, ოღონდ... როცა უკვე ეგონებოდა ნიტას, რომ მორჩა ბავშვი მის წამებას, ზუსტად მაშინ იწყებოდა ისევ ისე რუტინა. თავიდან! ზედმიწევნით!
ვერაფერს ამბობდა ვერავისთან. ორად ორი ადამიანი, რომელსაც ყველაფერს უყვებოდა, სალომე და სოფო იყვნენ. ბოლოს, მაგათთანაც მობეზრდა ერთი და იგივეს თქმა და შეეშვა. ახლა, თავისით უმკლავდებოდა ნადირ გაბრიელს. მითუმეტეს ვერაფერს ამბობდა დემეტრესთან და მარიტასთან, ეშინოდა, არ გამაგდონო. თანაც, არც მაინცდამაინც იკალვდა ენის დაღლით მშობლებთან თავს გაბრიელი. ალბათ, ერჩივნა ჩუმად გაემწარებინა ნიტა, თან ხვდებოდა რომ არავისთან არაფრის მთქმელი არ იყო გოგონა. სასაცილოა პირდაპირ, როგორ ათამაშებდა და თავის ჭკუაზე დაყავდა 4 წლის ბავშვს, 23 წლის ქალი. ქალი თუ არა, გოგო მაინც.
არაფერი ახალი, მანამდე, სანამ ისე არ დაელაპარაკა ნიტა, როგორც დიდ კაცს.
- შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. უნდა მითხრა, თუ რამე არ მოგწონს ჩემში და ჩემ დამოკიდებულებაში. რამე დამიშავებია შენთვის, ასე რომ მექცევი? - ნაწყენმა შეხედა სახემორბილებულ ბავშვს.
- არა. - მოკლედ უპასუხა გაბრიელმა და ურეაქციოდ შეხედა ტელევიზორს.
- აბა, რაში არის საქმე მითხარი, იმიტომ რომ მე საშინლად დავიღალე და გაუსაძლისიც კია ჩემთვის მსგავსი პირობები. რამე მიზეზი თუ გაქვს, რის გამოც ასე ძალიან გძულვარ, მითხარი, გისმენ. - მშვიდი სახით შეხედა ნიტამ და პატარა ნინი ღიმილით წამოიწვინა გულზე.
ნინიზე ვერაფერს იტყვის, საოცარი ბავშვია, თანაც ისე მიეჩვივნენ ერთმანეთს ეს ორი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და არის კიდეც ყველასთვის, ყოველ ნიტას თავის სახლში დაბრუნებაზე გაუჩერებლად ტირის ხოლმე, მანამდე, სანამ ძიძა კარებიდან არ შემოტრიალდება სირბილით და გემრიელად არ ჩაკოცნის ბავშვს.
- მიზეზი არ არსებობს! - დაბღვერილმა შეხედა და თავის ოთახში შევიდა.
- იცოდე, საღამომდე მოიფიქრე, გამოსწორდები თუ არა და იფიქრებ თუ არა ჩვენი ურთიერთობის უკეთესად წაყვანისთვის, თორემ დღესვე დავტოვებ სამსახურს. 15 დღეა გითმენ და ვიმეორებ, დავიღალე! - გასძახა ხმამაღლა და ნინისთან ერთად შევიდა სამზარეულოში.
ახლა, ყავა რომ არ დალიოს, შეიძლება გააფრინოს. ხანდახან ფიქრობს, უღირდა თუ არა ამდენი დღის ასეთ ყოფაში გატარება, მაგრამ როცა საყვარლად ტუჩამოტრიალებულ ნინის შეხედავს, წამში ამბობს, რომ ღირდა!
ბავშვს ლოყაზე აკოცა. თან ელაპარაკებოდა, თან საჭმელს უკეთებდა. მიუხევადად იმისა რომ ნინი სულ რაღაც ექვსი თვისაა, მაინც დარწმუნებულია ნიტა, რომ ყველაფერს იგებს ბავშვი და ასე, უაზროდ არ იცინის.
რის ვაი-ვაგლახით აჭამა. არ უყვარს ჭამა, ერთადერთი მინუსი ესაა გაკნაჭულის.
- კარგი გოგო ხარ! - თვალი ჩაუკრა ბავშვს და შუბლზე აკოცა, როცა თეფში როგორღაც მოასუფთავებინა.
ბავშვი კალიასკაში ჩასვა მისაღებში, მულტფილები ჩაურთო, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა დასვრილი ჭურჭელის ამოსალაგებლად. ათასჯერ დალაგებულ სახლს კიდევ ერთხელ ალაგებდა და გულში გაბრიელს ლანძღავდა. ზუსტად იცის რომ სპეციალურად უშვრება ბავშვი ამას და გიჟდება, თავის დაკრულზე როგორ დამატარებსო.
საღამოს ოთახიდან ძლივს გამოვიდა გაბრიელი.
- ხომ არ გშია? - თბილად ჰკითხა ნიტამ.
რა ჰქნას, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა პასუხობდეს, ან ექცეოდეს ბიჭუნა, მაინც უყვარს! ხო, შეიძლება გასაკვირია, მაგრამ ასეთია ნიტა. არ შეუძლია ვინმეს შეძულება, თავს ვისი? გაბრიელი, როგორც უნდა შეიძულოს? რა სისულელეა! ეს ყველაზე დიდი აფსურდია, რაც შეიძლება ნიტას თავს მოხდეს.
- კი. - თავი ოდნავ დაუქნია.
- კარგი, მაშინ გაიქეცი, ხელები დაიბანე, მანამდე მე გავშლი მაგიდას. - თვალი ჩაუკრა და ნინის კალიასკა სამზარეულოში შეაგორა.
ღიღინით გაამზადა ყველაფერი და დაელოდა, როდის შემოვიდოდა გაბრიელი. მანამდე, პატარა ფერიას საჭმელიც მოამზადა და გაგრიელბასაც დაელოდა.
- ამდენი ხანი, რა შვრები? - გაკვირვებულმა გასძახა და სიცილით დაეჭყანა ნინის, იმასაც მეტი რა უნდოდა, აკისკისდა ბოლო ხმაზე.
- მოვდივარ! - გაბრიელის სიტყვის გაგება და მისი შემოსვლა ერთი იყო სამზარეულოში.
- მოდი, მალე, დამელია სული, მშია!
- მერე, გეჭამა. - დაუღრინა ბიჭმა.
- ხომ იცი, ვერ ვჭამ თქვენ გარეშე დიდო გაბრიელ! - ცინიკურად გაუცინა და სალფეტკი მიაწოდა.
- ვიცი. მადლობა, რომ შემახსენე! - კუშტად შეხედა.
- რას ამბობ! - გაეღრიჭა და მეამიტურად შეხედა.
სანამ ამ ბავშვს თავისკენ არ შემოაბრუნებს, მანამდე არ მოისვენებს. იმიტომ რომ არ შეუძია ასე! იმიტომ რომ საშინლად უნდა მას და გაბრიელს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან! იმიტომ რომ!
თუმცა ნიტას ალბათ ის დაავიწყდა, გაბრიელის გადასაწყვეტი რომ არის, დარჩება თუ არა სამსახურში. ნინის არაფრით არ დატოვებს ასე, ნახავს ხოლმე, ხშირად თუ არა, მაინც ხომ ნახავს არა?!
უხმოდ მიირთვეს. ჭურჭელს რეცხავდა ნიტა, მისაღებში იყვნენ ბავშვები, ანიმაციურ ფილს უყურებდნენ, როცა კარზე კაკუნი ატყდა. ხელები გაიმშრალა და გასაღებად წავიდა. გაოცებულმა მოათვალიერა, ყველაზე ცოტა 10 ადამიანი მაინც.
სიცილით შემოვიდნენ პირველები დემეტრე და მარიტა, მათ კი შემოყვნენ დანარჩენები. დაბნეული გადგა გვერდით ნიტა და დაელოდა, როდის შემოვიდოდნენ ყველანი, რომ კარები დაეკეტა.
- გამარჯობა. - ყველას ერთად მორიდებულად მიესალმა.
- ძიძას ჩემი დიდი გულითადი სალამი! - გაიღრიჭა ერთ-ერთი ბიჭი და წრეს გამოეყო. - დიმა მახარაშვილი! - გააცნო თავი და ხელზე აკოცა.
-მჰჰ, - ფეხები საწყალად გაუხახუნა ერთმანეთს.
როგორ აბნევს მსგავსი სიტუაციები!
- მარიტა უშიკიშვილი. - გააცნო თავი დიმას და არა მარტო. - წავალ მე! - გახედა მოცინარ ცოლ-ქმარს.
- სად მიდიხარ, ნეტა ვიცოდე?! დარჩი, რაა! - ყელზე სამი თითი მიიბჯინა თვალებაკიაფებულმა მარიტამ.
ხათრი ვერ გაუტეხა ვერაფრით. ისეთი თვალებით შეხედა გოგონამ, დარჩენაზე მეტად, უარის თქმა ეუხერხულა.
- მოგეხმარები. - გაუცინა მარიტას და სამზარეულოში შეყვა.
ნინის ბიჭები აბურთავებდნენ და ატირებულს ლოყებს უკოცნიდნენ, გაბრიელი დიდი კაცივით ელაპარაკებოდა, ასე რომ, საქმე მაინც არაფერი ჰქონდა. გოგონებიც შეყვნენ მარიტას და ნიტას და თავ-თავიანდი საქმეები დაინაწილეს.
- როგორ შეეგუე ბავშვებს? - ჰკითხა ერთ-ერთმა.
ახლა, დაძაბულობა სულ მთლად გადასვლოდა.
- კარგად. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. - გაუღიმა და პომიდორის დაჭრა განარგძო თხლად და ლამაზად.
- მიხარია, რადგან არცერთი არ არიან მარტივად გასაძებები. - გაუღიმა ისევ იგივე გოგომ. - მე თათა ვარ, ზურას ცოლი. - გააცნო თავი.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. - შენ უნდა ნახო, ჩემი, მარიტას და კესოს შვილები ერთად რომ მოიყრიან თავს რა ამბები ტრიალდება! სახლს თავდაყირა აყენებენ! - აკისკისდა და სხვებიც აიყოლა.
- რამდენი გყავს? - ინტერესით ჰკითხა.
- მე ორი, კესოს ერთი.
ძალიან ლამაზი გოგონები იყვნენ. მარიტას სილამაზემ ხო თავიდანვე მოხიბლა, მაგრამ ესენი... ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ სამივე. მაღლები და მიმზიდველები. თვითონაც არ უჩივის თავის სიმაღლეს. 1.77 არც ისე დაბალია. თავის ქამელეონ თვალებზე აღარაფერს ამბობს. ჰაჰ!
კიტრს თლიდა, როცა საშინლად დაღლილი დემეტრეს ხმა მოესმა.
- ნიტა, მოდი, რა. გთხოვ! - მოესმა კაცს და სწრაფად წმოფრინდა ფეხზე.
- რა მოხდა? - მისაღებში შევიდა.
- აიყვანე ნინი, რა! თორემ მოიკლა თავი ტირილით და მოგვკლა ჩვენც. - გაიცინა დემეტრემ.
ღიმილით აიყვანა ბავშვი ხელში. ნიტას მკლავებში მოქცევა და მისი გაჩუმება ერთი იყო. ბედნიერმა დაუსვა თლილი თითები თავზე და უფრო მჭიდროდ აიკრო სხეულზე.
- შეხედე, რა მაიმუნია! - აროხროხდა დიმა. - ასე, დედამისი არ უყვარს მგონი!
- არა, ეს... - ყურებამდე გაწითლდა და ბიჭებს გადახედა.
დიმას გვერდით დემეტრე იჯდა, იმის გვერდით ქერა, ცისფერთვალება ბიჭი, უცნობის გვერდით, წაბლისფერთმიანი ბიჭი, სანდომიანი ღიმილით, ხოლო იმის გვერდით დემეტრეს მსგავსი ბიჭი, რომელიც გაბრიელს ელაპარაკებოდა და ნიტას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ყორანივით შავი თმა და იგივე ფერის თვალები ჰქონდა. მერე რა რომ მას არ უყურებდა, მაინც შეამჩნია. მკაცრი სახის ნაკვთებით. აი, ისეთი ბიჭი იყო, ერთი შეხედვით რომ დაგცემს!
- ეს საბაა, კესოს ქმარი, ეს კიდე ზურა, თათას ქმარი. - გააცნო ბიჭები დემეტრემ. - ეს ეული დიმაა, როგორც იცი. ის ჩემი ძმაა მაქსიმე. - თვალით ანიშნა გაბრიელთან მოთამაშე კაცისკენ და ინება, როგორც იქნა, შეხედა პირველად მგონი.
უემოციოდ შეხედა. რა დააშავა?! რა ერთნაირები არიან ეს ძმისშვილი და ბიძა.
დაბღვერილმა გადაატრიალა ნიტამ ტუჩი და იქაურობა თავის დაკვრით დატოვა. მაინც, ძალიან უზრდელობა რომ არ ყოფილიყო.
ძლივს გაშალეს სუფრა. ნიტა ვერაფერში ეხმარებოდა, მოცინარ ბავშვს დააპროწიალებდა აქეთ-იქით. სამაგიეროდ, გოგონები ელაპარაკებოდნენ და თავიანტ თავებზე უყვებოდნენ. როგორ დაქორწინდნენ. ვინ, როგორ, რანაირად და ა.შ.
სწრაფად შემოუსხდნენ ლოდინისგან დაღლილები სუფრას და სიცილ-ხალხარით დაიწყეს ნიტასთვის გაურკვეველ თემაზე საუბარი, თუმცა გოგონას საერთოდ არ აწუხებდა ეს ფაქტი, პატარა კნაჭას ეფერებოდა და ყელში ჩუმ-ჩუმად კოცნიდა, ,,მოვიდა მელას’’ - ძახილით.
- თუ გინდა, დარჩი! - მისკენ გადმოიხარა უემოციო გამომეტყველებით გაბრიელი და ნიტას ჩაცინებას, თვითონაც იგივე ჟესტით შეხვდა!

^^^
მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არანაირ ემოციებს არ გამოხატავთ მკითხველები, (რამდენიც ხართ) არ ვაპირებ შევწყვიტო ეს ისტორია. ადრე, სულ ასე ვიცოდი ხოლმე, ახლა აღარ!



№1  offline წევრი Keepcalmtbilisi

ძალიან მომწონს!
კარგი გოგო ხარ და მთელი გულით ველოდები შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი გვანცა))

რა კარგი ტიპიაა გაბრიელი
საინტერესო ისტორიაა
წარმატებებიი^^

 


№3  offline მოდერი Nude

Keepcalmtbilisi
ძალიან მომწონს!
კარგი გოგო ხარ და მთელი გულით ველოდები შემდეგ თავს.

გვანცა))
რა კარგი ტიპიაა გაბრიელი
საინტერესო ისტორიაა
წარმატებებიი^^

ძალიან გამახარეთ!
--------------------
bailey

 


№4  offline წევრი NiniG-1

შუა გზაში არ გაწყვიტო რა❤❤ კარგად მიდიხარ ❤

 


№5 სტუმარი kati

kargia,gaagrzele.vfiqrob gabriels da maqsimes orives ertad moarjulebs Nita.

 


№6 სტუმარი Xatia

მე ძალიან მომწონს

 


№7  offline მოდერი Nude

ძალიან დიდი მადლობა.❤️
--------------------
bailey

 


№8 სტუმარი Guest lolita

Dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent