შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 7)


13-01-2017, 01:25
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 955

17.
პლეხანოვის ქუჩებში ჩუმად დავდივართ და ხმას არცერთი არ ვიღებთ. ორივენი ჩუმად ვართ და გარშემო ხალხს ვაკვირდებით. ხალხს, რომლებსაც ვკიდივართ. მათ სახეებს ვაკვირდები და მინდება რომ ვცემო, დავასახიჩრო და ხმა აღარ გავცე. გავიქცე. მინდა რომ გავიქცე, შორს, რაც შეიძლება შორს.
-რაზე ფიქრობ? -მეკითხება ტასია ჩუმი ხმით, მე კი მისკენ ვიყურები და ვაშტერდები. არ ვიცი რა ვუთხრა, რა არა და რატომ. ვერ ვხვდები რატომ გავყავი ამ ყველაფერში თავი, როგორ აღმვჩნდი აქ და საერთოდ რას ვაკეთებ.
დავიბენი. ცხოვრებაში პირველად დავიბენი. დავინები რადგან არ ვიცი რა გავაკეთო. დავიბენი, რადგან მომავალი მაშინებს. მაშინებს ის ფაქტი რომ არ ვიცი რა მოხდება, რა არა და საერთოდ აქ რას ვაკეთებ.
-არაფერზე. -ვპასუხობ ჩუმად. ისევ ერთი ტყუილი. ტყუილი, რომელზეც პასუხს არავინ არ მომთხოვს. და ანდაც რომელ ტყილზე ან საქციელზე მოუთხოვიათ პასუხი? არცერთზე... ყოველთვის ყველაფერი გამდიოდა და მეგონა რომ მასე უნდა ყოფილიყო. ახლაც როცა ყველაფერი გამდის რაც მინდა თავს ცუდად ვგრძნობ. ცუდად, რადგან ვიცი რომ ეს არასწორია.
-ლილე. -მეძახის ტასია და მისკენ ვიყურები. თვალები მოჭუტული აქვს და მაშტერდება. -რაზე ფიქრობ? ვიცი რომ მასეთი სახით არაფერზე არ იფიქრებდი.
-ყველაფერზე. -ვეუბნები ხმადაბლა. -ცხოვრებაზე. -დაკვირვებით მიყურებს, მე კი ისევ ვიღიმი. ვიღიმი ისე რომ არ შევიმჩნიო ყველაფერი, ტკივილი, ეჭვები და სხვა რაღაცეები. -ყველაფერზე ვფიქრობ. მაგრამ, თან არაფერზე.
-გასაგებია. -იძახის და თავს მიქნევს. ვიცი რომ ჩემგან ასეთ პასუხს არ მოელოდა. არ მოელოდა რომ რამე ასეთს ვიტყოდი. არ მოელოდა რომ სიმართლეს ვეტყოდა. ყოველთვის ასეა, მე სიმართლეს არასდროს არ ვიძახი.
ჩაბნელებულ ქუჩებს ვუყურებ, ლამპიონებით განათებულს. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, რომელზეც რატომღაც ვარსკვლავები აღარ ჩანს. ერთმანეთში არეული სახეები და სახის გარკვეული ნაკვთები, რომლებიც მამახსოვდება.
რამდენს ეშინია ჩემსავით? ნუთუ მარტო მე ვარ ასეთი? ისეთი რომელსაც ეშინია? რომელსაც გაქცევა უნდა? მარტო მე ვარ ასეთი?
მაგრამ მარტო მე ვარ ისეთი რომელსაც მოკვლა მოუწევს. მოკვლა იმისთვის რომ თვითონ გადარჩეს. მოკვლა იმისთვის რომ ვალი მოიხადოს, მოკვლა იმისთვის რომ სხვებს ღამე მშვიდად ეძინოთ. მოკვლა იმისთვის რომ რამე კარგი გააკეთოს.
-ლილე, ითიშები. -მეუბნება ტასია და თავს ვუქნევ, ვეთანხმები, რადგან მართლა მასეა. -მოხდა რამე? -თავს ვაქნევ, არ მინდა რომ ვუთხრა სიმართლე. არ მინდა ვუთხრა რომ მოკვლა მომიწევს.
-ლილე? -მესმის ჩურჩული და ბავშვების ჯგუფისკენ ვიყურები, რომლებიც მე არც კი მიყურებენ. ისინი კი ჭორაობას აგრძელებენ.
-შენც გაიგონე? -მეკითხება ტასია და თავს ვუქნევ.
-ბევრი ლილეა, მე არ ვიქნებოდი. -ტასია თავს მიქნევს და გზას ვაგრძელებთ, მაგრამ უცებ ტასია ჩერდება და მეც მის მზერას თვალს ვაყოლებ. ჩვენ წინ ბექა, თოკო, ლუკა, ლეო, გეგა, მიშო და შრე-დამიანე დგანან. ჩვენკენ იყურებიან და თვალები ტკივილით აქვთ სავსე. მაგრამ რასაც ვხედავ იმაზე უარესია თუ რაც გააკეთეს.
კალთაში გოგოები უზიან და იდღლოშნებიან. ვუყურებ, როგორ გვიყურებენ და თან სხვებს როგორ კოცნიან. ვუყურებ დამიანეს და გულში რაღაც მწყდება. ტკივილისგან თვალთ მიბნელდება და ვშეშდება.
-წამო, წავიდეთ. -ტასია ჩემზე ადრე მოდის გონს და გვერდზე მიმათრევს, მე კი ისევ მათ ვუყურებ, ადამიანებს რომლებიც მეგობრები იყვნენ, და ადამიანს რომელიც მიყვარს. ვუყურებ და ვხვდები რომ გულის გატეხვის მიუხედავად მინდა რომ ბედნიერი იყოს. მინდა რომ იცინოს და მინდა რომ უყვარდეთ. -სახლში წავიდეთ.
-კაი. -ვეუბნები და ტასიას მივყვები. თვალებს ვხუჭავ და ვიღიმი. ვიცი რომ დღეს უკანასკნელი დღე იყო როდესაც დამიანე ვნახე. ვიცი რომ ხშირად ვეღარ ვნახავ და ვიცი რომ მალე ყველაფერი შეიცვლება, სხვებისთვის თუ არა ჩემთვის მაინც.

***
-უფრო სწრაფად! -მიყვირის ლაშა და მაიძულებს კედელზე თავიდან ავცოცდე, ოღონდ ამჯერად ისე სწრაფად რომ 30 წამში ჩავეტიო. კუნთებს თითქმის ვეღაც ვგრძნობ და ხელები მიკანკალებს, ფეხები მტკივა იმ 40 წრის გამო რისი შემორბენაც მომიწია. ამ ყველაფრის მიუხედავად ლაშაზე არ ვბრაზობ, ის ამას იმისთვის აკეთებს რომ მისიაზე არ მოვკვდე.
-დავისვენოთ. -ვეუბნები და ძირს ვეცემი. ვიცი რომ მეტი აღარ შემიძლია. თან მშია და მეძინება. თავში კი ისევ დამიანე მიტრიალებს.
-ნერვიულობ? -მეკითხება ლაშა და მიღიმის, მე კი თავს ვუქნევ. -ნუ ნერვიულობ, არაფერია საშიში. პირიქით, უნდა ცადო რომ არ ინერვიულო.
თავს ვუქნევ და ვეთანხმები. ვიცი რომ ნერვიულობა ერთადერთი ხელს შემიშლის და შეიძლება მომკლას კიდევაც. ჯანდაბა ძალიან მინდა ცხოვრება.
-არის რამე ახალი? -ვეკითხები და თავს მიქნევს. ამ წამს მთლიანი სამყარო წყდება და წყვეტს არსებობას. თითქოს სამყარო ჩემ გარშემო აღარ არსებობს. თითქმოს მარტო მე ვარ დარჩენილი. -რა? -ძლივს ვახერხებ კითხვას, ლაშა დგება და გვერდიტა ოთახში გადის, ორი წუთის შემდეგ კი ფაილით ხელში ბრუნდება.
როგორც ჩანს თოკოს მოცდა მოუწევს, კიდევ ერთი დღით, შემდეგ კი აუცილებლად მივაკითხავ რომ პასუხები გავიგო.
ფაილს მიწვდის და მეც ფრთხილად ვშლი და კანკალით ვიყურები.

სახელი : აკაკი
გვარი : ცინცაძე
ასაკი : 64
მის სურათს ვუყურებ და თითოეული ნაკვთის შესწავლას ვცდილობ. დიდი ბოროტი ყავისფერი თვალები, გაჭაღარავებული, ნაცრისფერი თმა, რომელიც ალბათ როდესმე ყავისფერი ან შავი იყო.
-ეგ სერიოზულია. -ჩუმად იძახის ლაშა და ფაილში იყურება. -მის გამო უკვე ორი აგენტი მოკვდა. -თავს ვუქნევ და დამატებით ინფორმაციასში ვიხედები. თან მუდამ ყავს მინიმუმ ექვსი დაცვა, საუკეთესოები საუკეთესოებს შორის. დანარჩენი ხუთი კი მოშორებიდან უყურებენ და თვალს ადევნებენ.
ამ კაცის სურათისკენ ვიყურები კიდევ ერთხელ, ის დღეს საღამოს უნდა მოვკლა. არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო, თან ისე რომ პროცესსში მე ერთი ნაკაწრიც არ მქონდეს მიღებული. თავს ვაქნევ და ფაილს ვხურავ.
-მზად ხარ? -მეკითხება ლაშა და თვალებში მიყურებს. -რადგან შენი პირველი მისიაა შემიძლია გამოგყვე. -თავს ვაქნევ და ნაზად ვუღიმი.
-არ მინდა. -ისევ ვიღიმი. -ვიცი რომ გამომივა, მართლა, ნუ ნერვიულობ. -თავს მიქნევს და მანიშნებს რომ უკან გავყვე, თვითონ კი იარაღების ოთახისკენ მიდის.
ამ ოთახში არასდროს არ ვყოფილვარ და როცა ახლა შევდიარ სული მეხუთება. ამდენი სასიკვდილო იარაღი ერთად არასდროს არ მინახავს. ერთ კედელზე სასროლი იარაღები, თოფები, რევოლვერები, შაშხანები და ტყვიამფრქვევებია, მეორეზე დანები, მესამეზე ყუმბარები და მინი-რაკეტები, ხოლო მეოთხეზე ჩემთვის განკუთვნილი ფორმაა.
გრძელი მოტკეცილი შავი შარვალი, სარბენად განკუთვნილი შავი ჩექმები, შავი გრძელმკლავიანი მაიკა და შავი კაპიშონიანი ჟაკეტი. ლაშასკენ ვიყურები და თავს ვუქნევ, რითაც ვანიშნებ რომ უკვე მზად ვარ. ეღიმება, ბოლოს და ბოლოს მის ხელში გავიზარდე. ჩემზე 13 წლით დიდია და უფროსი ძმის როლს იდეალურად ერგება.
-დარწმუნებული ხარ რომ მზად ხარ? -მეკითხება კიდევ ერთხელ მე კიდევ მის საქციელზე მეღიმება და თავს ვუქნევ. -კაი, გავალ რომ გამოიცვლი დამიძახე და შემოვალ რომ იარაღები მოგცე.
ისე რომ პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევს ოთახიდან გადის და მარტო მტოვებს. ვიცვლი და იქნევ მდგომ სარკეში ვიყურები. თმას მაღლა ცხენის კუდად ვიწევ და მზად ვარ. სახეზე კი მასკას ვიკეთებ რომ ვერავინ ვერ მიცნოს, თავზე კი კაპიშონს ვიფხატებ.
-შემოდი. -ვეძახი და ლაშაც შემოდის. ჩემ დანახვაზე ეღიმება და იარაღების მოცემას იწყებს.

****
სიბნელე. ბევრი მიზეზის გამო არ მიყვარს, მაგრამ ის ასევე ჩემი ერთადერთი მოკავშირეა, რომელიც მე მეხმარება. თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ. ერთ-ერთ შენობას ვარ ამოფარებული და ველოდები როდის მოვა ბატონი აკაკი თავისი მანქანით. ვაპირებ რომ შორიდან ვესროლო და წავიდე.
შავი მერსედესი რესტორნის წინ ჩერდება და იქიდან დაცვით გარშემორტყმული ბატონი აკაკი გადმოდის. მისთვის სროლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მაინც უნდა მოვახერხო.
აკაკის სამიზნეში ვიღებ და ვუმიზნებ, სუნთქვას ვწყვეტ და წამით მთელ სამყაროს ვაქრობ, მაგრამ შემდეგ ამოსუნთქვასთან ერთად მას თავის ქალას ვუხვრეტ. როგორც კი აკაკის უსულო სხეული მიწას ეცემა მე სირბილს ვიწყებ და ღამის ჩრდილებს ვერწყმი.

***
-ლილე! როგორ ხარ? -ჩემი უმცროსი ძმა წინ მიდგება და მიღიმის. ის ჯერ ოთხი წლის არის და ვერც კი აცნობიერებს რომ სახლში მკვლელი ყავს სერტიფიკაცირებული მკვლელი, რომელსაც ამის უფლება კანონით აქვს მონიჭებული.
-კარგად ბასი შენ? -ვუღიმი და ხელში ამყავს.
-რატო არ იყავი სახლში? -მეკითხება და თავის გრძელ წამწამებს ახამხამებს. მაგრამ მე პასუხს არ ვცემ.
'რატო არ იყავი სახლში?' ეს კითხვა მეც მაწუხებს, რატომ არ ვიყავი სახლში? რატომ ვიყავი ქუჩაში და ვკლავდი? რატომ ვარ არჩევანს მოკლებული?
-შენი დაძინების დროა, ბას. -ვეუბნები ნიკას და ვეხუტები, დედაჩემთან მიმყავს, რომელიც სევდიანად მიყურებს და ვუღიმი. -დააძინე, გვიანია. -ნიკას მართმევს და თავს მიქნევს. მასთან ბოლოს წესიერად როდის ვილაპარაკე არ მახსოვს, რაც არ მიკვირს ჩემ არანორმალურ რეჟიმს თუ გავითვალისწინებთ.
და მაინც რატომ ხდება ასე? რატომ ვიყავი ამორჩეული მე მილიონში? რატომ მე და არა მაგალითად ჩემი მეზობელი ანა? რა პრინციპით არჩევდნენ ბავშვებს და რა უფლებით ართმევდნენ არჩევნის საშუალებას? რატომ წამართვეს მე ამის საშუალება

18.
დ ა მ ი ა ნ ე
იმ ადამიანზე ფიქრი არ მასვენებს ვინც მაშინ ორჯერ გადაგვარჩინა სიკვდილს. ისევ მასზე ვფიქრობ, როგორ უემოციოდ ატეხდა თითებს ერთ-ერთს, როგორ აწამებდა და სისხლ შემხმარი როგორ იღიმოდა. მის კაპიშონში და მასკაშიც კი ვარჩევდი მის სიამოვნებით მოგვრილ ღიმილს. თითქოს ის ასე თავის სტიქიაში იყო, თითქოს ამის გარდა მთელი ცხოვრება სხვა არაფერი არ უკეთებია. თითქოს ის მოკვლისთვის იყო შექმნილი.
მე ისევ იმ წამზე ვფიქრობ, როდესაც გაქვავებული ლილეს მზერა დავიჭირე, როცა ის პალატიდან გავაგდე და როცა მას გული გავუტეხე. ისევ მასზე ვფიქრობ და გონებიდან ვერ ვიგდებ იმ აზრს რომ არასწორად მოვიქეცით.
მაგრამ ჩვენ მათი დაცვა გვინდა დემეტრეს და მათი მეგობრებისგან. თვით კაპიშონიანისგანაც კი. არ გვინდა რომ მათ როდესმე ვინმე შეეხოს, როდესმე რამე დაემუქროთ ჩვენ გამო. არ მინდა რომ დაშავდნენ.
მაგრამ ამის მიუხედავად მაინც არ მასვენებს ის მოსაზრება რომ რაღაც ხდება, რომ მე მათ უნდა ვენდო, რომ არასწორად ვიქცევი რომ მათთან ერთად უნდა ვიყო. მაგრამ ასევე ვიცი ისიც რომ თუ მათთან ერთად ვიქნები მაშინ საფრთხეში ჩავაგდებ. მე კიდე, და არა მარტო მე, ვერ ჩავაგდებ მათ სიცოცხლეს საფრთხეში. ლილე ზედმეტად ძვირფასია ჩემთვის რომ რამე დავუშავო. რომ ჩემ გამო რამე დაუშავდეს. რომ მისი უბედურების მიზეზი მე გავხდე.
მაგრამ იმ ტკივილის მიზეზი მაინც მე ვარ, იმ ტკივილის რომელიც მისმომწვანო თვალებში დავინახე. ვიცი რომ მალე გაუვლის, მალე დამივიწყებს და ჩემ მოგონებას ქარს გააყოლებს, მაგრმ ის რომ მე მისი წამიერი ტკივილის მიზეზი მაინც გავხვდი შიგნიდან მწვავს და მკლავს.
-ლილეზე ფიქრობ? -პირდაპირ მეკითხება მიშო და მიყურებს. მე კი თავს ვუქნევ, ანდა სხვა რისი გაკეთება შემიძლია? -არ გინდა დაელაპარაკო და ყველაფერი აუხსნა?
-მას მერე რაც გუშინ დაინახა? -ვეკითხები და ცალ წარბს ვწევ. -მეეჭვება ჩემი მოსმენა მაინც მოისურვოს. ვფიქრობ დამინახავს თუ არა გაიქცევა, ან სახეში ისეთს გამარტყავს რომ გონზე ვერ მოვალ. -მეღიმება და მიშოც თავს მიქნევს.
-მეც მენატრება. -მიღიმის და აგრძელებს, როცა ჩემ გვერდულ გამოხედვას ამჩნევს. -მეგობრულად რათქმაუნდა. ჩემთვის დასავით იყო და მენატრება მისი ბავშვური გამოხტომები და მასეთი რაღაცეები.
თავს ვუქნევ, ვიცი რასაც გულისხმობ, ეგ მეც მენატრება. მენატრება მისი ბავშვური გამოხტომები, სიჯიუტე და ტვინიკოსობა. მისი პერსონაჟების სახელები და ღიმილი, რომლიტაც იღიმოდა ყოველ ჯერზე როცა თავს უხერხულად ან არა კომფორტულად გრძნობდა. ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ვიღიმი, ვიღიმი იმიტომ რომ სხვა არაფერი არ შემიძლია გავაკეთო. არაფერი ღიმილის გარდა.
-მინდა მასთან ლაპარაკი. -ჩუმად ვიქყებ და მიშოც ჩემკენ იყურება. -მაგრამ ვიცი რომ აზრი არ აქვს. ვერ ვეტყვი რომ ის მიყვარს და მერე რომ მასთან ყოფნა არ მინდა. სიმართლის თქმაც არ მინდა, რადგან ვიცი რომ ეს უარესად გააბრაზებს.
თავს მიქნევს, ხმას არ იღებს და ფიქრობს. მიშოსკენ ვიყურები და მის შორეულ მზერას ვამჩნევ. მზერას რომელიც მაშინ აქვს, როდესაც რამეზე ფიქრობს.
-ეჭვი მაქვს ადრე თუ გვიან შერიგდებით. -მეუბნება ხმადაბალი, მაგრამ მომღმარი ხმით და თავს ვუნევ, მეც მაგის იმედი მაქვს.

________________
ხელოუ ^^ როგორ ხართ? ბოდიში პატარა თავი გამომივიდა მაგრამ ეტი ვერ მოვიფიქრე ვერაფერი :/ იმედია მოგეწონებათ...



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Kargi iyo saintereso magram sxva satauri ufro mouxdeboda loving abad girl
magram es satauric kargia magram ravi ra imedia lu male gaarkveves yvelafers
--------------------
M.D

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auu amati megobroba dzaan momwonda...

Imedia male yvelaferi "argsd iqneba. Nu ra gitxra dzalian didi problema sheqmeni liles "samsaxurit" da imedia kargad gamoadzvrren sulyvelas.

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

როგორც ყოველთვის ეს ისტორია მაოცებს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი სიტუაციის განვითარება... ველოდები შემდეგ თავს
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4  offline აქტიური მკითხველი neneusi

ასეთი გამორჩეული ჯერ არაფერი წამიკითხავს, აი ისეთია , რომ ეჭვიც კი არ შემიძლია მქონდეს რა ხდება ლილეს საქმეზე. პირველად ვარ ისეთ სიტუაციაში , როდესაც აზრი არ გამაჩნია!!! არვიცი.... მხოლოდ ვიცი, რომ ნამდვილად მაგარი ხარ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent