შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს შემდეგ. (ნაწილი -3)


13-01-2017, 12:23
ავტორი kaatoo
ნანახია 1 553

5თავი
ანა ცდილობას გაარკვიოს ყველაფერი ბიჭზე , ვისი სახელითაც უნდა წეროს. ნახა ჟურნალებში ყველა სტატია მასზე, ინფორმაციები ინტერნეტში. გაარკვია ყველაფერი და ეშმაკურად ეღიმებოდა. რას მალავ გიორგი რას? შეუძლებელია ასეთი სუფთა იყო როგორი იმიჯიც გაქვს შექმნილი, გავარკვევ აუცილებლად გავარკვევ. რა ხდება შენს თავს.
ანა საოცარმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, რას მალავს ეს ბიჭი ვინაა სინამდვილეში რა ხდება მის თავს სინამდვილეში. მეორე დილით ზუსტად ათზე მივიდა და დათოსთან შევიდა.
-გამარჯობათ.
-გაგიმარჯოს, აბა როგორ მოერგე ახალ სამსახურს?
-იცით მინდა შევხვდე თქვენს ძმიშვილს. მინდა წერა დავიწყო და მისი აზრი მაინტერესებს.
-კი კი აუცილებლად, თავად შემოვა შენთან როგორც კი მოვა.
ანა თავის კაბინეტში შევიდა და კმაყოფილი იყო. ახალი საქმე, საინტერესო იქნებოდა მამაკაცის ქერქში უნდა შესულიყო და ასე ეწერა. უნდა გაცდენილყო საზღვრებს, ყველაზე მთავარი კი სიახლის განცდა იყო. მისი ჩვეულებრივი მოსაწყენი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო.
დახეული ჯინსები ყვითელი კეტები და ყვითელი ზედა ეცვა. თმა მაღლა ქონდა აწეული. სახეზე არაფერი არ ესვა. მისი ნუშისებრი თვალები ანათებდა. ძალიან თეთრი კანი კიდევ უფრო თეთრი ჩანდა საოცარად ასხივებდა ამ დღეს ანა. ანა ძალიან ძლიერ გოგოს იმიიჯს ამოფარებული სუსტი ქალი იყო. რომელსაც თავდასაცავად მოერგო ძლიერი ქალის იმიჯი სინამდვილეში კი ძალიან ნაზი იყო და მსხვრევადი, მისი გარეგნობა გავდა მის შინაგან სამყაროს.შესახედავად არ იყო საოცრება მაგრამ მასში რაღაც სხივი იყო, რაღაც ძლიერად მანათებელი ისეთი რაც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს აქვთ. არ შეიძლებოდა მის სულთან მიახლოება, ისც არავის უშვებდა. საოცრება იყო მისი ბედნიერი თვალების დანახვა და მოლოდინის ამოკითხვა მის თვალებში. ელოდებოდა ბიჭს ვის ტყავშიც უნდა შეეღწია. ელოდებოდა როგორც მეთევზე ელოდება ანკესზე თევზის ჩაჭიდებას. რაც დრო გადიოდა უფრო ფორიაქდებოდა. სუნთქვა უხშირდებოდა და გული ყელში ებჯინებოდა. ეს ამაღელვებელი წუთებიც დადგა. კარზე კაკუნის ხმა და ახლგაზრდა ბიჭმა შეამოაღო კიდეც.
-გამარჯობა, შეიზლბეა?
-გამარჯობათ, რა თქმა უნდა.
გიორგი შემოვიდა და ინტერესით უყურებდა მის წინ ეგზოტიკური გარეგნობის გოგონას, რომელიც ძალიან ბავშურად გამოიყურებოდა მისი ნაცნობი ქალებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ანაც აკვირდებოდა თავის ნადლვას და წარმოედგინა, რომ ის თავად იყო.
-გავიგე ჩემთან შეხვედრა გინდოდა.
-თქვენ?
-რა მე?
-თქვენ არ გინდოდათ? მე ხომ თქვენი სახელთ უნდა დავწერო?
-კი, მაგრამ სიმართლე, რომ გითხრა საერთოდ არ მაინტერესებს ეს.
-ვერ მიგიხვდით.
-ანუ რაც გინდა ის დაწერე.
-მართლა?
-ხო მართლა, ისე ნუ იზავ რომ საზოგადოების მტრად გამომიყვანო მაგრამ სხვა მხრივ რაც გინდა ის დაწერე.
-კარგი
-ისე გაქვს მოფიქრებული რას აპირებ?
-კი.
-მითხარი.
-ისტორიებს. პორტრეტებს საინტერესო ამბებს, განსხვავებულ მამაკაცურ ხედვებს.
-შენ მამაკაცურ ხედვებს?
-კი რათქმაუნდა.
-კარგი როგორც გინდა.
-კარგი.
-სანამ ჩაუშვებ მაილზე გამომიგზავნე ხოლმე მაინც.
-კი რათქმაუნდა.
ანას ძალიან მოეწონა ადმიანი ვის მაგივრადაც უნდა ეწერა. კეთილი თვალები ქონდა და ალბათ ხალხი რასაც ამბობს მართალია. ტყუილად მქონდა ეჭვები. ლეპტოპი გახსნა და წერას შეუდგა. მთელი გულისყურით დაიწყო წერა, მთელი ემოციებით. მან იცოდა რა ჭირდებოდა ჟურნალს. ის რაზეც თავად ფიქრობდა და ეს იდიალური დამთხვევა იყო. ანა შეძლებდა გადაეკვეთა საკუთარი და ჟურნალის ინტერესები.
6 თავი
დილით გიორგი ბიძამისმა ზარით გააღვიზა
-გისმენ
-რას შვები სომ მოხვალ?
-ხომ გყავს მანდ ჩემ მაგივრად ის გოგო.
-რა? ის შენს მაგივრად დაწერს მაგრამ შენს საქმეს არ გააკეთებს და ვერც გააკეთებს. შენ არ აპირებ სამსახურში სიარულს?
-მოვალ მაგრამ ცოტა გვიან პასუხებზე უნდა მივიდე სავადმყოფოში.
-კარგი მიდი და არ დააგვიანო ძალიან. რამე უნდა მოვიფიქროთ , უნდა გავაპიაროთ შენი შემოსვლა ჟურნალში.
ტელეფონი გათიშა , წყალი გადაივლო და წავიდა პასუხების გასაგებად. 28ის ხდებოდა და კიდევ ვერ გაეგო რა უნდოდ ამ ცხოვრებაში, ყველაფერი უშლიდა ხელს, რომ საკუთარი თავი ეპოვნა. როგორ უნდოდა ყველანაირ პასუხიმგებლობაზე უარი ეთქვა და წასულიყო ძალიან შორს . თავისუფლების შეგრძნება უნდოდა, ყველა მის ცხოვრებაში ერეოდა. ბავშობიდან ასე იყო, რომ დაეცემოდა წამოდგომის საშუალებას არ აძლევდნენ. უნდოდა ზოგჯერ მაინც ქონოდ პრობლემა რომელსაც თავად გაუმკლავდებოდა მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანი ეხვია თავს ასე აწუხებდნენ ზედმეტი ყურადღებით, ძალიან მარტო იყო არავინ ყავადა ისეთი ვისაც ენდობოდა და ყველაფერს ეტყოდა ყველაფერს რაც მის სამყაროს ასე ტანჯავდა.
ექიმთან მისულმა პასუხები გამოიტანა და მთავარ ექიმთან შევიდა.
-გამარჯობათ, გიორგი ვარ მამაჩემის გიორგი ბელინსკის პასუხებით მოვედი.
-აა გიორგი, დიახ მე უკვე ვნახე პასუხები და კიდევ ერთი კვლევა უნდა ჩავატაროთ.
-რატომ? ხომ მშვიდობაა?
-იცით, გული ტყულად გვეგონა, არანაირი პრობლემა არ აქვს.
-მართლა?
-კი, მაგრამ ცუდი ამბავი. დაზუსტებით ვერ ვიტყვი კიდევ ერთხელ უნდ ჩავატაროთ კვლევა, მაგრამ ამ პასუხებით კიბო აქვს, ფილტვში და უკვე ტვინამდე აქვს წასული. ახლა კიდევ უნდა გავაკეთოთ გამოკვლევა, რომ მკურნალობის სწორი მეთოდი დავნიშნოდ და სიცოცხლე გავუხანგძლივოდ.
გიორგის არაფერი არ უთქვამს უბრალოდ ადგა და წამოვიდა, საშინელება ტრიალებდა მასში. ახსენდებოდა მამასთან გატარებული სხვადასხვა მომენტები და ვერ იჯერებდა, რომ კაცი რომელიც ბავშვობაში უძლეველ ეგონა, ახლა რაღაც დაავადებას დაესუსტებინა. ჩიხში იყო მამა რომელიც მისთვის ასეთი ძვირფასი იყო, ასე ვერ დანებდებოდა, მაგრამ თავი ძალიან უსუსურად იგრძნო. სახელოსნოში ავიდა ყველაზე დიდი პალიტრა გადმოიღო ტელეფონი გათიშა და ხატვას შეუდგა. ხატავდა მთელი დღე და მთელი ღამე, დრო ისე გავიდა, რომ ვერც კი შენიშნა. გამთენიისას კი დაიძინა.
7თავი
ანა წერდა გაუჩერებლად და ძალიან კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, როდესაც წერას მორჩა, მთლიანი მასალა გადაუგზავნა გიორგის.
შვება იგრძნო, ახალა მთელი კვირა თავისუფალი იყო , ჯერ მხოლოდ სამშაბთი იყო მასალები ფაქტიურად უკვე ქონდა და ამიტომ მორჩა ასე სწრაფად. შეეძლო თავისუფლება გამოეყენებინა, დავითმა უთხრა შეგიძლია სახლშიც იმუშავოო ხოლმეო მთავარია კარგი მასალა მომიტანოვო.
წყალი გადაივლო და გარეთ გამოვიდა , დილა იყო და ცოტა გრილოდა. ფიქრობდა სად წასულიყო და როგორგაეტარებინა მთელი დღე, თავში ათასი იდია უტრიალებდა რაზეც წერა შეეძლო, აკვირდებოდა ადამიანებს და თუ საინტერესო სახეს წააწყდებოდა მიყვებოდა დაახლოებით წარმოიდგენდა სად ეჩქარებოდა , დახატავდა მისი ცხოვრების მოკლე აღწერას გონებაში. მის თავში ყველაფერი ლოგიკურად ებმოდა ერთმანეთს. უნდოდა სამყაროსთვის ახლი სუნთქვა მიეცა. ერთი შეხედვით უკმეხი, გოგოს უკან ძალიან თბილი შინაგანი სამყარო იდგა. ყველას ისტორია რომელსაც ის იგონებდა ძალიან თბილი და კეთილი იყო. ანა მიდოდა ქუჩაში და არსად არ ეჩქარებოდა არც არავინ ელოდა და არც არვინ ფიქრობდა მასზე. ყველაზე უცნაური ამ გოგოში ის იყო , რომ არასოდეს არ ოცნებობდა და არ ფიქრობდა საკუთარ თავზე. მას შეეძლო ყველას ცხოვრება დაეხატა ლამაზ ფერებში , მაგრამ საკუთარ ცხოვრებას არასოდეს უღრმავდებოდა არასოდეს საერთოდ არასოდეს არ ოცნებობდა და არ ხატავდა თავის ცხოვრებას. რთული ცხოვრების ფონზე ხალხს სჩვევია საკუთარი მომავლის ლამაზად წარმოდგენა, მაგრამ ანა ასე არ იყო, რთული სათქმელია რატომ, რადგან ეს თავადაც ვერ გაერკვია. იქნებ იმედგაცრუების ეშინოდა ან არაფრის იმედი არ ქონდა, მის ცხოვრებაში ხომ თითქმის არ ყოფილა ბედნიერება. მხოლოდ ერთხელ მაშინ როდესაც ბებიამ მიაკითხა და თავისთან წაიყვანა, ბებია უვლიდა ეფერებოდა , მას ანა უყვარდა და ანასაც ძალიან უყვარდა ბებია მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უთქვამს ეს მისთვის და ვერც გამოხატავდა. ბებიის დაკარგვის შემდეგ ანა სრულიად მარტო დარჩა.
ინტერესი კლავდა რას ეტყოდა გიორგი , როგორ მოეწონებოდა მისი ნაწერი, შესაძლოა არანაირი ემოცია არ გამოეხატა ის ხომ სწორედ ასე მოიქცა მათ პირველ შეხვედრაზე. ანას გაეღიმა მიხვდა რა წარმოდგენას ტოვებს ადამიანებზე. ვერ ვიტყვი მასთან ურთიერთობას გაურბიან მეთქი რადგან თავადაც არ აქვს ვინმესთან დაახლოების სურვილი. უჩვეულო და ამოუხსენლი გოგოა, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს საკუთარ მომავალზე, ყველაფერზე ფიქრობს რაზეც შეიძლება და არ შეიძლება, მაგრამ საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად. რას ფიქრობენ სხვები მასზე ამაზე არასოდეს უფიქრია მაგრამა ახლა გააცნობიერა, გიორგი ხომ მას ასე უღიმღამოდ და უინტერესოდ ელაპარაკა. ალბათ მხოლოდ ანას მიმართ გამოიჩინა ასეთი უნიათობა თორემ ისე ასეთი არ იქნება ანამ ყველაფერი იცოდა მასზე იცოდა როგორ უყვარდა საზოგადოებას ის, მიხვდა რომ დიდად არ იყო დაინტერესებული გიორგი იმ ამბებით რაშიც ჩართს ანა. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ბიჭს რომელიც ახალი აზრების დასაწყისი იყო ანასთვის. ხვდებოდა, რომ გიორგიში იმალებოდა რაღაც ბევრად ღრმა ვიდრე ის ფასადური შეხედულება რასაც საზოგადოება ასე ამტკიცებდა.



№1 სტუმარი კიკო

ამდენს ნუ ფილოსოფოსობ საინტერესოდ გადმოეცი და უბრალოდ და სადად წერე 3 თავი არანაირი განვითარება

 


№2  offline წევრი kaatoo

კიკო
ამდენს ნუ ფილოსოფოსობ საინტერესოდ გადმოეცი და უბრალოდ და სადად წერე 3 თავი არანაირი განვითარება

Gavitvaliswineb .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent