შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცანკარაშვილის პირადი ნარკოტიკი #4


13-01-2017, 12:44
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 3 131

მე ჩემი დამემართა და ალბათ იმას თავისი:)
მომიკითხა
მოვიკითხე
თვალებით ვჭამდით
ვცდილობდი მზერა ამერიდებინა,მაგრამ გამუდმებით თვალები მისკენ მექცეოდა
მოძრაობდნენ
და
აღარ ჩერდებოდნენ.
მიყურებდა
ვუყურებდი
მე ამერიკანოს ვსვავდი
ის ეწეოდა
მე ვიღიმოდი
ის იცინოდა
მე ვსაუბრობდი
ის ჩუმად იყო

ძმაკაცები ცანკასი ?
მათესი ?
იცით, მეგობრები შევიძინე
იმდენად სასიამოვნები, საყვარლები და კარგები იყვნენ, ვერ აგიღწერთ
ეკა კისკისებდა
როგორ მინდოდა შუაზე გამეგლეჯა, ასეთი მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და ეს კისკისებს აქ.

-ბიჭებო, უნდა დაგტოვოთ
-რატო ტო?
წამოყო თავი ტატომ.
-საქმეები გვაქვს და წავალთ ხო ჩვენ
-მოიცადე, მე გაგიყვანთ_გასაღებს ხელი დაავლო მათემ და ადგა.
-მე უნდა დავრჩე, აქვე რაღაც საქმე მაქვს

მაინცდამაინც ახლა განოუჩნდა ქალბატონ ეკატერინეს საქმე, უი აკო:)
-კაი წავედით მაშინ,ნიაკო ?
"კო" მოაშორე ცანკარაშვილო:)
-კი, წავედით
კაფეს გავცდით, ვიხუთებოდი
-გააჩერე რა მანქანა
-რა იყო ცუდად ხარ?
უცბად გააჩერა და მანქანა გამორთო.
-არა, ახლა მომკალი და მანქანით არ მივალ სახლში, ფეხით უნდა წავიდე_გადმოვხტი და ჰაერიც ჩავისუნთქე
-დამელოდე, მეც მოვდივარ
გვერდში ამომიდგა.
-ვანდა როგორაა?
-არაუშავს, კარგადაა
-იმ ღამით, უტას თემა
-არ გინდა,გთხოვ, ვიცი ყველაფერი
-უი,ნია ლანას საიდან იცნობ ?
-ჩემს უნივერსიტეტში დადის
-რაზე სწავლობ ?
-უირდიულზე
-არ მევასება ეგ თემები რა, არ გინდა:)
-ვიცი შენ რა თემებიც გევასება
-ხოო ? ასეთი ცნობილია უკვე ეგ ამბები ? თან ისეთი რო დაჟე შენც გაიგე ?
-დაჟე მეც გავიგე რას ნიშნავს ?
-შენ სულ წიგნებში ხარ, ბავშვობიდან შკოლნიკი იყავი და ეგეთები თქვენ არ გაინტერესებთ არაფერი,წიგნების გარდა
-რანაირად ლაპარაკობ ?!
-ჩვეუელებრივად
-კაააი
-აი ოღონდაც ნუ გაწელავ კაი ? კარგი გოგო ხარ, შენ:)
ისე ბავშვურად მითხრა
2 წლის, პამპერსიანი და ჩუპაჩუპსით მოდღაბნილი ბავშვი მეგონა თავი
მეწყინა
ვერც შეამჩნია, იდიოტი!
ჩუმად ვიყავით, მერე დაიწყო რაც დაიწყო.
ნეტავ, ის ქუჩა არ გადაგვეკვეთა
"ვაა,ცანკა როგორ ხარ?"
"ცანკააა ტოო, რა შვები"
"ვაიმე, მათე"
"ცანკა, როგორ ხარ, მაგრა მომენატრე ტო"
და ა.შ...
ისე ნერვებს მიშლიდა
ლამის იყო ბუშტივით გავმსკდარიყავი
ყველა უბრალოდ ესალმებოდა, ზოგი წამოიწია გადასაკოცნელად
არც გაიკარა:)

ვერაზე ვიყავით უკვე
საუბარი რომ დაიწყო.
-როდემდე უნდა იყო ჩუმად ?
-აბა რა ვთქვა
-ანუ არიცი რა უნდა თქვა
-ხო არვიცი

ტელეფონზე დაურეკეს
გამომეტყველება შეეცვალა
დაძაბულად გადაუსვა ეკრანს ხელი და უპასუხა
"ხო ფანგი"
ფანგიო
ტანში გამცრა
"არსენიძე ხო ? "
"მოვდივარ!"
ისე საშინლად გამცრა, კანკალი დამეწყო ლამის
ფანგი იცით ვინაა ?
ნუცუბიძეს მამაც, ძმაც, ბაბუაც, ძმაკაციც
ნუ მოკლედ ნუცუბიძეს მამა იყო.
ნარკომანი, მკვლელი, კრიმინალი, ქურდი ნუ რაც შავს ეხება ყველაფერი იყო.
მაგას რამე ეთქვა და არ გამართლებულიყო? შანსი არ იყო.
ცოტა მეგობარი ყავდა, ვინც ყავდა ყავდა ბოლომდე და მე იცით, რატომ გამცრა ?
მათე, აი ხომ იცნობთ ?
მაგის ძმაკაცი იყო
ყავდა და გაყვებოდა ბოლომდე
ვიცოდი და ამას ვერაფერი ვერ შეცვლიდა:)
-ნია, დროზე სახლში ადი
"კო"ს რა უყავი ცანკა ?
-რა ხდება ?
-დროზე, სახლიდან გამოსული არ დაგინახო!
-რახდება ადამიანო ამიხსნი ?
-გოგო, დროზე მეთქი სახლში!
-ავდივარ, მხოლოდ იმიტომ რომ უკვე ვიცი ვის გამოც მიყვირიხარ და რაც მოხდება!
-ნია, არ ამჭრა ეხა დროზე, უტას არ დაურეკო!
"კო"ს რა უყავი!
-კარგი
კორპუსშუ უნდა შევსულიყავი, რომ მომაბრუნა და შუბლზე მაკოცა.
დამცხა
ისე ამიხურდა ის ნაწილი ვერ გეტყვით, უბრალოდ მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ
ერთი შემიძლია და გაგრძნობინოთ
გული მცემდა, გული თავისი ბაგა-ბუგით მცემდა...
-ნია, არ გამოხვიდე ხო სახლიდან
-არ გამოვალ
-იცოდე, მიყვარხარ
თქვა და წავიდა
გაიქცა
თქვა
დამტოვა და გაქრა
წავიდა
უბრალოდ წავიდა
მე კი დამტოვა ორაზროვნად
სახლში ავირბინე და დარეტიანებულმა ყველა ფანჯარა დავკეტე, კარები გადავკეტე და აქოშინებული ერთ ადგილას ჩავიკეცე.
რა მოხდება ?
მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში
ვიცოდი რაღაც მოხდებოდა
ვიღაც მოკვდებოდა
დაიჭრებოდა
შარს აიკიდებდა და მერე ვეღარც გადარჩებოდა
ეს ხომ ვერააა
გაქექილი, ბნელი და ძველი თბილისის ვერაა
ვერაა ადგილია სადაც მე დავიბადე, გავიზარდე და ჩამოვყალიბდი
ვერაა ადგილი,რომელიც მე ასე შესისხლხორცებული მქონდა
ვერა ადგილია, სადაც მე ვისწავლე გაგებებიც და თემებიც.
უბრალოდ რთულია იყო დანელია უტას შვილი და არ იცოდე არაფერი შავი ფერისგან.

ღამე იყო
ეკამ მომწერა აკოსთან ყველაფერი დავამთავრეო
კმაყოფილმა გავაგრძელე "გრეის ანატომიის" ყურება.
ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა.
ტელევიზორი საერთოდ გამოვრთე
გავთიშე და ვანდას ოთახში წავაფორთხიალე
რატომ ?
საინფორმაციოს ვერიდებოდი:)
ვერ ვიძინებდი
ტელეფონს დავყურებდი.
ვერ ვისვენებდი
მეგინა დარეკავდა, სად ბანაობ,ნია ? :)
საშინლად მომინდა ქინდერი
ისე მომინდა ცუდად გავხდი
ნერწყვებს ვყლაპავდი
ვეღარ მოვითმინე
ჯინსი ამოვიცვი, სვიტერი გადავიცვი და ბუგები ჩავიცვი.
კისრის ტეხვით გავვარდი მარკეტში და 4 ცალი ქინდერი ვიყიდე.
აქოშინებული მაღაზიიდან გამოვვარდი.
ირგვლივ მიმოვიხედე.
მხოლოდ ორი მანქანა იდგა კორპუსთან.
"BMW-555"
რა სისულელე ნომერია.
მეორესაც დავაკვირდი.
უნომრო იყო.
საერთოდ არაფერი ჰქონდა.
გამცრა
გაკრა
არვიცი როგორ ამოვვარდი სახლში და როგორ ჩავიკეცე კედელთან.
არარსებულად შემეშინდა
კანკალი დამეწყო
გული გამიხეთქდა როცა ტელეფონმა დარეკა.
"Mate"
ეს ვინ ჩამიწერა?
დაძაბულმა ავიღე ტელეფონი.
-ალო
-ჩუმად ჩადი დაბლა, კიბეებთან პატარა საკუჭნაოსავით რომაა ხოიცი ? სულ დაკეტილი როა,მანდ ხალიჩაა ახლა დაფენილი და იმკს ქვეშ არის გასაღები, ძალიან ჩუმად შედი და სინათლე არ აანთო! დამშვიდდი, მე მალე მოვალ.
-მეშინია
-ნიაკო, გააკეთე რასაც გეუბნები
-კარგი
-სახლში სინათლე არ გამორთო, არ დაგავიწყდეს
-არა ხო, და ჩვენ ახლა არ გვისმენენ ?
აკანკალებულმა ვკითხე.
-ვერავინ ვერ შეძლებს რომ მომისმინოს, ნიაკო, მითუმეტეს მე და შენ! ჭკვიანად!
გამითიშა.
სახლის გასაღები ვანაში დავტოვე, კარი უბრალოდ მოვკეტე, სინათლე რათქმაუნდა დავტოვე და ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით წამოვედი, სუნთქვა შეკრული მქონდა, უხმაუროდ ჩავედი დაბლა, ფეხები მტკიოდა ფეხისწვერებზე ამდენი ხანი რომ ვიყავი.
ჩემდა გასაკვირად არცერთ სართულზე შუქი არ ჩართულა:)
კედელს აწებებული მივუახლოვდი სარდაფს.
ჩუმად, შეუმჩნევლად ხალიჩის ქვეშ დავაცოცებდი ხელს, ვიპოვე! ძალიან ჩუმად მოვარგე საკეტს და გაიღო
გაიჭრიალა
გამაკანკალა
მომკლა
და მერე დამბადა ხელახლა.
შევედი და ჩავიკეცე.
სულ სიბნელე იყო.
ვერაფერს ვერ ვხედავდი
ტელეფონსაც არ ვრთავდი
მეშინოდა სინათლე საიდანღაც არ შეემჩნია უნომროს.
საშინელი შიში ვჭამე
ვლოცულობდი რამე არ მომხდარიყო.
ვღელავდი უტაზე, მათეზე, ბექაზე და ვერაზე.
ვღელავდი ყველაფერზე
ამ სარდაფში, სიბნელეში, მღელვარებაში იცით, რა გადავწყვიტე ?
მოვშორებოდი ვერას.
ვერა-ვაკეს
ავლაბარს
ბარნოვს
წერეთელს
თბილისს მოვშორებოდი.
შევძლებდი ?
შევძლებდი უტას მოწერილი "rogor xar, ma"ს გარეშე ? შევძლებდი თავისი ეჭვიანობის სცენების გარეშე ? შევძლებდი ვანდას გარეშე ? შევძლებდი მათეს გარეშე ? შევძლებდი მისი ოთხაზროვანი წინადადებების გარეშე ? შევძლებდი ვერის გარეშე ?
ვერა, მე ვერ გავძლებდი.
მე ვრჩებოდი.
მე ვრჩებოდი ისევ ამ ბნელ და გაქექილ ქალაქში.
თბილისში.
მერე ჩამეძინა, ვეღარც გეტყვით როგორ ფხიზლად მეძინა.
თბილმა შეხებამ, გინებამ, გახშირებულმა სუნთქვამ და სუნამომ აზრზე მომიყვანა.
მოვებღაუჭე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე
ვქვითინებდი
ვერ ვწყვეტდი,ის კი მიმეორებდა რომ მორჩა.
დასრულდა.
მე შოკში ვიყავი, ჯერ მომხდარისგან.
ვეღარ ვვიძროდი ადგილიდან.
დაიხარა და მეგონა ამიყვანდა
ამიყვანა კიარა მხარზე ტომარასავით მომიგდო.
სახლში შევედით, დივანზე დამაჯინა და თვითონაც მომიჯდა.
ერთ წერტილს ვუყურებდი
ის მზერით მჭამდა.
მძიძგნიდა, მეკი უკვე აღარ შემეძლო
აღარ შემეძლო ყოველივე ეს ამეტანა.
-როდემდე
ჩუმად ამოვიხავლე
ძალიან ჩუმად
ჩემთვის.
გაიგო:)
არაფერი უთქვამს
სიგარეტს მოუკიდა და ადგა.
ღრმა ნაფაზებს ურტყავდა,კედელს მიყრდნობილი.
-რა მოხდა
კიდევ ვსვავ კითხვას,რომელიც ისევ პასუხ გარეშე მრჩება:)
-გშია ?
მეკითხება
მე კუჭის ამბავი საერთოდ ფეხებზე მკ*იდია.
-არა
-ხვალ უნივერსიტეტში მე გაგიყვან
-გავიგე
-ეგრე ნაგლად უნდა მცემდე,გოგო პასუხებს ?
-მეზიზღებით! მეზიზღებით თქვენი გაგებებით და თემებით, მეზიზღებით თქვენი საქციელების გამო!
ვერ გიტანთ! საერთოდ მივდივარ!
-სად მიდიხარ, ნიაკო?
ცინიკურად გამცა პასუხი,რომელზეც უარესად ავიშალე.
-არაა შენი საქმე!
-ყველაფერი რომ მე მეხება ?!
-შენ არ გეხება ყველა და ყველაფერი!
-იცი ბევრი ლაპარაკისთვის რა ემართებათ ჩემთან ?
-ვიცი, ყველა კვდება შენთან! ყველას კლავ, მე კი ეს მეზიზღება! შენც მეზიზღები და შენი საქმეებიც!

მომიახლოვდა
წელზე ხელები მომიჭირა
აუტანლად მეტკინა
-გამიშვი!
-ბოდიში მოიხადე!
-არა!
-დამიმარცვლე და ისე, ნიაკო
ისე მტკიოდა
ჯანდაბაში გავუშვი ჩემი სიამაყე.
-ბ-ო-დ-ი-შ-ი
-კარგი გოგო ხარ!
-ვერ გიტან! მეზიზღები! მეზიზღები,ცანკარაშვილო!
სწრაფად განვთავისუფლდი მისგან და ოთახში ჩავიკეტე.
-ნია! გაააღე კარი!
-არა! წადი!
-ნია, დროზე გააღე კარები!
-არა, წადი!
ბრახუნის ხმაზე მივხვდი რომ წავიდა და მგონი ისე მიიჯახუნა, კარიც თან გაიყოლა.
ფრთხილად გავაღე კარი.
ფეხაკრეფით მივუახლოვდი ფანჯარას.
ისეთი სისწრაფით წავიდა,ბოლი დადგა.
გაქრა ის.
მეც გადავწყვიტე ბარგი ჩამელგებინა.
___
:))
ცანკარაშვილის პირადი ნარკოტიკი #4

ფოტოზე ნიაა^_^



№1 სტუმარი ელენუკ_ელენიკ

აი ეს რა იყო პროსტა. ძაან მაგარი იყო. მთელი ემოციით ვკითხულიბდი. ყველაზე მაგარი ხარ. შენც და შენიისტორიაც. აუ ნუ იგვიანებ რა გთხოვ. სულს ვღაფავდი სანამ მეოთხე თავი არ დავინახე. პროსტა... აი არ ვიცი რაა... ეს იყო რაც იყო... სხვას მე ვეღარ ვიტყვი.... მომწონს შენი წერის სტილი

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ელენუკ_ელენიკ
აი ეს რა იყო პროსტა. ძაან მაგარი იყო. მთელი ემოციით ვკითხულიბდი. ყველაზე მაგარი ხარ. შენც და შენიისტორიაც. აუ ნუ იგვიანებ რა გთხოვ. სულს ვღაფავდი სანამ მეოთხე თავი არ დავინახე. პროსტა... აი არ ვიცი რაა... ეს იყო რაც იყო... სხვას მე ვეღარ ვიტყვი.... მომწონს შენი წერის სტილი

ვაიმე როგორ გამახარეე ^__^

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Shokshi var ra iyo es mec mdzuls egeti temebi garchevevbi ramdeni adamiani momkvdara amis gamo vin icis da kargi temaa bevri wamikitxavs amaze da vtvli rom gogos eseti bichebi "kai bichebi" ar unda sheuyvardes magram guls ver ubrdzaneb, es istoria dzalian momwons
--------------------
M.D

 


№4  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

mtirala var
Shokshi var ra iyo es mec mdzuls egeti temebi garchevevbi ramdeni adamiani momkvdara amis gamo vin icis da kargi temaa bevri wamikitxavs amaze da vtvli rom gogos eseti bichebi "kai bichebi" ar unda sheuyvardes magram guls ver ubrdzaneb, es istoria dzalian momwons

მათე არაა"კაი ბიჭი":დდ
მადლობა ^__^

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ვაჰ, საქმე ბარგამდე მივიდა?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Eleniko13
ვაჰ, საქმე ბარგამდე მივიდა?

მივიდა...

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარი იყო. სრული ემცია მოვიდა ჩემამდე, მეც ისე მეშიიინოდააა ვაიმეეე....
მომწონს მათე. კარგი პერსონაჟია . უფრო მეტად კიდე ნია მომწონს. მაგარი ხარ. ძალიან კარგი ისტორიაა და წარმატებებს გისურვებ იმედია მიიყვან ბოლომდე ამ ისტორიას მე პირადად ძალიან გამიხარდება და ევრს ვისიამოვნებ ამის კითხვით. ნუ აღAრაფერს გეუბნები იმაზე მალე დადე და არატო აგვიანებ და " ასეთ რაღაცეეებს მაგას ისედააც ბევრი გეტყვის ისეთი გრაფიკით დებ. უხხ მაინც გავკაირ სიტყვა. მე ვფიქრობ მუზით დაწერილი გაცილებით უკეთესია ყოველთვის ხოა მე ვიიცი მაგ მუზის ამბები. აგერ 1 წელი მაინც იქნება ერთი პატარა ჩანახატიც კი არ დამიწერია ნუ ახლა სიზარმაცეც ცოტა. როგორც არ უნდა იყოსს მოუთბენლად ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!

 


№8  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

nawkas12345
ძაან მაგარი იყო. სრული ემცია მოვიდა ჩემამდე, მეც ისე მეშიიინოდააა ვაიმეეე....
მომწონს მათე. კარგი პერსონაჟია . უფრო მეტად კიდე ნია მომწონს. მაგარი ხარ. ძალიან კარგი ისტორიაა და წარმატებებს გისურვებ იმედია მიიყვან ბოლომდე ამ ისტორიას მე პირადად ძალიან გამიხარდება და ევრს ვისიამოვნებ ამის კითხვით. ნუ აღAრაფერს გეუბნები იმაზე მალე დადე და არატო აგვიანებ და " ასეთ რაღაცეეებს მაგას ისედააც ბევრი გეტყვის ისეთი გრაფიკით დებ. უხხ მაინც გავკაირ სიტყვა. მე ვფიქრობ მუზით დაწერილი გაცილებით უკეთესია ყოველთვის ხოა მე ვიიცი მაგ მუზის ამბები. აგერ 1 წელი მაინც იქნება ერთი პატარა ჩანახატიც კი არ დამიწერია ნუ ახლა სიზარმაცეც ცოტა. როგორც არ უნდა იყოსს მოუთბენლად ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!

ვაიმე *-* როგორ მახარებს შენი ეს დიდი ტექსტები არიცი ნუუ^-^
მადლიბა,მადლობააა,მადლობააა ^_^
მიხარიხარ, ასე რომ გრძნობ რასაც ვწერ:)

 


№9 სტუმარი Nene

300 წელში ერთხელ ნუ დებ რაა!!! უმაგრესიაა....

 


№10  offline წევრი isterichka123

dzAn magariyo momewona gagrdzele da nuagvianeb

 


№11  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ეს რა მაგარი ისტორიააა არ მინდოდა დამთავრებულიყოო ♡♡♡მთელი ამოციებით ვკითხულობდიი თავისი გაგებით და გარკვევებიით :დ კარგი ხარ მართლაა ♡♡♡ასეთი რაღააც ჩვევებიი რატომღაც გულთან ახლოს მოდის ♡♡♡ოღონდ მალე დადე ხოლმეე რაა მომწონს ძალიან ♡

 


№12  offline აქტიური მკითხველი neneusi

ეს ისტორია ასეთი სანატრელი თუ გამიხდებოდა რა მეგონა))) წლებში ერთხელ დებ ,მაგრამ თუ დებ , დებ რაღაც საოცარს......)))) დიდი თავები და მალე დადე ხოლმე გთხოვ და ნუ რაღათქმაუნდა შენი იმედი მაქვს , რომ ჰეფი ენდი იქნებააა)))))

 


№13  offline წევრი M^d G1rl

შემიყვარდი

 


№14 სტუმარი giji

Male Dade raaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent