შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სესილია აჰერნის "არ მჯერა. იმედი არ მაქვს. მიყვარს" (ნაწილი I)


13-01-2017, 22:34
ავტორი Skellington
ნანახია 1 177

სესილია აჰერნის "არ მჯერა. იმედი არ მაქვს. მიყვარს" (ნაწილი I)

ამ მონათხრობში მთავარი გმირების თითქმის ორმოცდაათი წელი დაეტია, რაც ათასზე მეტი წერილით შემოიფარგლება. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს ნამდვილი სიყვარულის პოვნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ძალიან ახლოს არის...
***
-ალექს!
გეპატიჟები ჩემს მე-7 დაბადების დღეზე, ამ სამშაბათის 8 აპრილს, ჩემთან სახლში. ჯადოქარი გვეყოლება, ორი საათისთვის მოდი. ყველაფერი ხუთ საათზე მორჩება. იმედი მაქვს, რომ მოხვალ.
შენი საუკეთესო მეგობარი როზი.
-კი, მოვალ შენს დაბადების დღეზე ოთხშაბათს.
ალექსი.
-ჩემი დაბადების დღე სამშაბათს არის და არა ოთხშაბათს. სენდი არ წამოიყვანო, დედა არ გრთავს ნებას. აყროლებული ძაღლი გყავს.
როზი.
-მიმიფურთხებია რას ფიქრობს მანდ ეგ შენი სულელი დედაშენი. სენდის ჩემთან ერთად უნდა.
ალექსი.
-დედაჩემი არ არის სულელი, ეს შენ ხარ სულელი. არ წამოიყვანო ძაღლი, თორემ ბურთებს დაყრის.
როზი.
-მაშინ არ მოვალ.
ალექსი.
-კარგი...
როზი.
-პატივცემულო მისის სტიურტ!
დღეს გირეკავდით, თქვენთან ლაპარაკი მინდოდა ჩემი შვილი როზის დაბადების დღის შესახებ, რომელიც რვა აპრილს ექნება. სამწუხაროდ, სახლში არ იყავით, მოგვიანებით კიდევ დავრეკავ. ვიმედოვნებ, რომ მაგ დროისთვის სახლში იქნებით.
ამ ბოლო დროს ალექსსა და როზის შორის რაღაცა ხდება. ასე მგონია, რომ აღარ ელაპარაკებიან ერთმანეთს. იქნებ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა ხდება? ვიცი, რომ როზის ძალიან უნდა ალექსი თავის დაბადების დღეზე იხილოს.
მოუთმენლად ველი ამ მომხიბვლელი ახალგაზრდას დედასთან გაცნობას!
შეხვედრამდე.
ელის დიუინი.
-როზი!
დიდი სიამოვნებით მოვალ შენს დაბადების დღეზე, მომდევნო კვირას. მადლობა, რომ სენდიც დაპატიჟე.
შენი ამხანაგი ალექსი.
-მადლობა ასეთი ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. ბოდიში, რომ სენდიმ ბურთები დაყარა და ტორტი შეგიჭამა. დედამ თქვა რომ მშიერი იყო რადგან მამა არაფერს არ ტოვებს სუფრაზე. ხვალ შევხვდებით სკოლაში.
ალექსი.
-მადლობა საჩუქრისთვის. სენდიზე არაფერია საშიში, დედა ამბობს, რომ ისედაც აპირებდა ახალი ხალიჩის ყიდვას. მაგრამ მამა ცოტა გაბრაზებულია. ამბობს, რომ ძველი ხალიჩა კარგი იყო, მაგრამ დედა თვლის, რომ ახლა ის კურკლების სუნით ყარს.
შეხედე, როგორი ცხვირი აქვს მისის ქეისს. ცხოვრებაში არ მინახავს ამხელა ცხვირი. ჰა-ჰა-ჰა.
როზი.
-ჰო, შეხედე: ახლა წვინტლი გადმოუვარდება ცხვირიდან. არასდროს არ მინახავს ასეთი ამაზრზენი უცხოპლანეტელი. ვფიქრობ პოლიციას უნდა გავაგებინოთ რომ ჩვენი მასწავლებელი უცხოპლანეტელია, პირიდან ცუდი სუნი ამოსდის და...
-პატივცემულო მისტერ და მისის სტიუარტ!
თქვენი ნახვა მინდა, ალექსის მოსწრებაზე უნდა გაგესაუბროთ.
ასევე აუცილებლად უნდა განვიხილო თქვენთან მისი ყოფაქცევა, უფრო კონკრეტულად კი მისი ჩვევა: წერილების წერა გაკვეთილების პროცესში. მადლობელი ვიქნები, თუკი სკოლაში დარეკავთ, რათა შეხვედრის დროზე შევთანხმდეთ.
პატივისცემით, მისის ქეისი.
-რა ცუდია, ერთ მერხთან რომ ვეღარ ვიჯდებით. აყროლებული სტივენის გვერდით ვზივარ, რომელიც ცხვირში იყოფს თითს და წვინტლებს ჭამს. რა თქვეს დედაშენმა და მამაშენმა მისის ცხვირაზე?
როზი.
-დედა ვერ ლაპარაკობდა, იცინოდა. არვიცი რატომ. შენ ეხა, ალბათ, ძალიან მოწყენილი ხარ პირველ მერხთან. ეს ყროლა მისის ქეისი პირდაპირ მე ჩამშტერებია. უნდა წავიდე.
ალექსი.
-შენ ყოველთვის არასწორად წერ სიტყვა "ახლას". იწერება "ახლა", და არა "ეხა".
როზი.
-მაპატიეთ, ქალბატონო მასწავლებელო. ეხა ყველაფერს თავს მივანებებ და სწორად წერას ვისწავლი.
ალექსი.
-გამარჯობა ესპანეთიდან! აქ შესანიშნავი ამინდია. ძალიან თბილა. აქ ბასეინია უდიდესი სასრიალოთი. მაგარია. მეგობარი გავიჩინე, ჯონი ქვია. კარგი ბავშვია.
ორ კვირაში გნახავ. ჩამოსრიალების დროს ხელი მოვიტეხე. საავანტყოფოში ვიყავი. მინდა საავანტყოფოში მუშაობა, როგორც ის კაცი, რომელმაც ხელი შემიკეთა, რადგან თეთრ ხალათს ატარებს და ხელში დღის გრაფიკის რვეულით დადის. მინდა ხალხის დახმარება და თეთრი ხალათის ტარება. ჩემმა ამხანაგმა ჯონმა ხელი მოაწერა ჩემს გიფსზე. შენც შეგიძლია ხელი მოაწერო თუ გინდა როცა დავბრუნდები.
ალექსი.
-გამარჯობა ლონდონიდან. გამოსახული შენობა ბარათზე - ჩემი სასტუმროა. თუკი ქვევიდან ათვლას დაიწყებ, ჩემი ოთახი მეშვიდე სართულზეა, მაგრამ სურათზე არ ვარ. როცა გავიზრდები, სასტუმროში დავიწყებ მუშაობას რადგან აქ შოკოლადების ჭამა უფასოა ყველა ძალიან საყვარელია და ოთახს გილაგებენ. ყველა ავტობუსი წითელი ფერისაა, როგორც ის სათამაშოები შარშან შობაზე რომ გაჩუქეს. სასაცილო ხმები აქვთ მაგრამ მაინც საყვარლები არიან. აქ გოგო გავიცანი, ჯეინი ჰქვია. ერთად ვცურაობთ ხოლმე. კარგად.
გკოცნი,
როზი.

* * *

-რატომ არ დამპატიჟე ამ წლის შენს დაბადების დღეზე? ვიცი, რომ ჩვენი კლასის ყველა ბიჭი მოვა. რა იყო, გაწყენინე რაიმე?
როზი.
-საყვარელო ელის!
მინდა ბოდიში მოვიხადო ალექსის საქციელის გამო. ვიცი, რომ როზი ძალიან დაღონდა დღესასწაულის გამო; ვერ გაუგია, თუ რატომ არ დაპატიჟეს. სიმართლე გითხრა, მეც ვერ გამიგია ბოლომდე: შევეცადე ალექსს დავლაპარაკებოდი, მაგრამ გარკვევა იმისა, თუ რა უტრიალებს ათი წლის ბიჭუნას თავში, პრაქტიკულად შეუძლებელია!
ვფიქრობ, იმიტომ ვერ დაპატიჟა, რადგან კლასის ბიჭებს არ სურდათ გოგოები დასწრებოდნენ დაბადების დღეს. სამწუხაროდ, მას ასეთი ასაკი აქვს... გთხოვთ, როზის ჩემ მაგივრად აკოცეთ. ალექსი ძალიან უსამართლოდ მოიქცა. წინა კვირას, როზის სკოლის შემდეგ ვესაუბრე და შევატყვე, რომ ნაწყენი დარჩა.
ამ კვირაში მე და ჯორჯი სადმე წავიყვანთ ბავშვებს.
საუკეთესო სურვილებით,
სანდრა სტიუარტი.
-დაბადების დღე არც თუ ისე მხიარული იყო. არაფერი გამოგიტოვებია. ბიჭები დებილები არიან. ბრაიანმა თავისი პიცა ჯეიმსს საძილე ტომარაში შეუგდო და როცა ჯეიმსმა გაიღვიძა, თმებში პომიდვრები ჰქონდა და ყველები და ასე შემდეგ, და დედა შეეცადა თავი დაებანა მისთვის, მაგრამ ეგრეც ვერ გააშორა და ჯეიმსის დედა ბრეინის დედას ეჩხუბა, დედაჩემი გაწითლდა, მამამ რაღაცა თქვა მაგრამ არ გამიგია, და ჯეიმსის დედამ კივილი დაიწყო და ყველა დაიშალა. გინდა ამ პარასკევს კინოში, შემდეგ კი მაკდონალდსში წავიდეთ? დედაჩემი და მამაჩემი წაგვიყვანენ.
ალექსი.
-ცუდია, ასე რომ მოხდა. ბრაიანი გარყვნილი ბავშვია. მეზიზღება. ბრაიან-კომბაინი. ვკითხავ დედას და მამას კინოზე. შეხედე, მისის ქეისს ბებიაჩემისნაირი კაბა აცვია. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სენდიმ ზედ აღებინა და...
-პატივცემულო მისტერ და მისის დიუინ!
თქვენი ნახვა მინდა, როზის ყოფაქცევა უნდა განვიხილოთ, უფრო კონკრეტულად კი მისი ჩვევა: წერილების წერა გაკვეთილების პროცესში. გაწყობთ სამშაბათი დღის 15:00 საათი?
მისის ქეისი.
-დედა და მამა არ მრთავენ ნებას დღეს კინოში წამოვიდე. რა ცუდია, რომ ერთად ისევ აღარ ვზივართ. მოვიწყინე. ლიზას ხუჭუჭა თმიდან დაფას ვერ ვხედავ. რატომ გვემართება ყოველთვის ასეთი ცუდი რაღაცეები?
როზი.

* * *
-ალექს,
ვალენტინობის დღეს გილოცავ!
გისურვებ სექსს ცხოვრებაში... ცხოვრებაში კი სექსს.
დიდი სიყვარულით, შენი ფარული თაყვანისმცემელი.
XXX
-როზი!
შენ მომწერე მოსალოცი, ჰო?
ალექსი.
-რა მოსალოცი?
როზი.
-ძალიან სასაცილოა. ვიცი, რომ შენ მომწერე.
ალექსი.
-არ მესმის რაზე ლაპარაკობ. რატომ უნდა გიგზავნიდე ვალენტინებს?
როზი.
-ჰა-ჰა! საიდან იცი, რომ ვალენტინზე ვსაუბრობ? იქიდან გეცოდინება, რომ შენ მომწერე.
გიყვარვარ და გინდა ცოლად მოგიყვანო.
ალექსი.
-მოკეტე. მინდოდა გგონებოდა, რომ სიუზიმ მოგწერა. თავი დამანებე, მისის ო'სალივანს ვუსმენ. თუ კიდევ გამოგვიჭერს წერილების წერისას, მკვდრები ვართ.
როზი.
-ჰო... მადლობა, მოვიფიქრებ. ისე, რა გჭირს? "შკოლნიკად" იქეცი.
ალექსი.
-ჰო, ალექს, ამიტომაც მივაღწევ ცხოვრებაში რაიმეს, მაგალითად, კოლეჯში ჩავაბარებ, წარმატებული ადამიანი გამოვალ და ბევრ ფულს ვიშოვი... შენგან განსხვავებით...
როზი.



№1 სტუმარი Guest Londa dm

დამაინტერესა და ველოდები შემდეგ თავს . თუ ყოველდღე დადებ ძალიან გამიხარდება
ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent