ყველგან გამოგყვები (11)
მასწავლებელი შევიდა ოთახში და გაკვეთილი დაიწყო. ნინა მთელი გაკვეთილის განმალობაში მხოლოდ ჯორჯზე ფიქრობდა, ისიც კი არ ანაღვლებდა რომ დაჩის შეყვარებული ყავდა. ერთი გაკვეთილი საუკუნედ მოეჩვენა,ცოტახანში კი პანიკის შეტევა დაეწყო. -შეილება გავიდე?-ითხოვა ნინამ. -რათქმაუნდა-უპასუხა მასწავლებელმა და განაგრძო გაკვეთილის ახსნა. ნინამ ჩანთას დაავლო ხელი და სწრაფად გავიდა. იფიქრა მოვწევო და სკოლის ეზოში გავიდა. იქ ჩადი იდგა და ისიც ეწეოდა. -ნინ, გაკვეთილი არ გაქ ეხლა?-სიგარეტი გადააგდო ჩადმა და ნინას მიუბრუნდა. -კი, მარა დავიღალე და გამოვედი. -სახეზე ფერი არ გადევს რა მოხდა? -არაფერი, სიგარეტი მომინდა-ნინამ უცებ მოუკიდა და პირში ჩაიდო. -ლომკები გაქ? -ალბათ, შენ რას აკეთებ აქ? -რავი, მოწევა მომინდა. ნინ, ხო არ გინდა მამაშენთან მიგიყვანო? -სხვაგან არ წამიყვან? მაგალითად კაფეში? -კაფეტერია სკოლაშია-გაეცინა ჩადს-ნინ, პირველივე დღეს სკოლიდან გაქცევა კარგს არაფერს მოგიტანს. -ჩად.. შენ და დაჩი მეგობრობთ... ასე თუ ისე. დაჩის შეყვარებული ყავს? -ოხ სამანტა... კი ყავს აისი მარა დიდად არ გიჟდება. -რას არ გიჟდება, აისი ხომ ქერათმიანი ჩირლიდერია.ესეთი ვის არ შეუყვარდება. -დამიჯერე დაჩის აისი კიდია. -მეც . კაი შევალ მე უკან. -როგორც გინდა-ჩადმა მეორე სიგარეტი ამოიღო და პირში ჩაიდო. *** გაკვეთილები გვიან დაუმთავრდათ. ნინა ვერც წარმოიდგენდა თუ ამდენი გაკვეთილი სადმე ტარდებოდა. იმ დღეს 8გაკვეთილი ჩაუტარდა, ამასთან ერთად ლანჩიც ქონდა და ერთ საათიანი შესვენება.თითქმის საღამო იყო. სკოლის ეზოში გავიდა და კიბეებზე ჩადი და სამანტა დაინახა, ცოტახანში მათ დაჩიც შეუერთდა. ნინა ბავშვებთან მივიდა. -ნიინ, ეხა ფართიზე ვლაპარაკობდით რომელზეც დაჩიმ დაგვპატიჟა წამოხვალ? -არა... ვერ წამოვალ. დღეს საღამოს მამაჩემთან მივდივარ... კი არადა ჯორჯთან მივდივარ საავადმყოფოში. -ნიიინ, 4დღეა გიცნობ და ამ ხნის განმალობაში ბევრჯერ დაუძახე ჯორჯს მამაშენი-გაეცინა სამანტას. -შემეშალა, მამაჩემი მენატრება და ჯორჯსაც მაგიტომ ვეძახი ეგრე. -ნინ, წამოხვალ თუ არა?-საუბარში ჩადი ჩაერთო. -არა, ვერა, არ გამოვა. -კარგიიი... შეგეძლო უფრო დელიკატურად გეთქვა უარი, ვიცი რომ ჩემ გამო არ მოდიხარ. -ეგ რა შუაშია?-ნინა სახეზე გაწითლდა. -თავშია ნინა, შენთითონ იტყვი თუ მე ვიტყვი?-გამომწვევად შეხედა დაჩიმ ნინას. -სემმა იცის. ჩემი დაქალია და ვუთხარი. -ააა, ეგ მეც ვიცი. ნინა შენ რომ აკოცე დაჩის იმაზე ლაპარაკობთ? -ჩადს უთხარი?-გაბრაზდა ნინა. -შენ ხო უთხარი სამანტას და-ნინა სიბრაზისგან სახეზე სულ წითელი იყო, ხოლო დაჩი კი ზედმეტად წყნარი ჩანდა. -ნინ, ჯორჯს მერეც ნახავ. სანამ შენ მშობლებს არ ცალიათ იქამდე უნდა გაერთო. წამო რა ფართიზე-შეევედრა სამანტა. -უსმინე შენ დაქალს-დაუმატა დაჩიმ. -კარგი, კარგი. წამოვალ, ოღონდ ეხლა მეჩქარება სახლში. ნინა დაემშვიდობა ბავშვებს და სახლში წავიდა. იქ არავინ დახვდა, მაცივარზე ფურცელი იყო მიკრული და ზემოდან ეწერა ,,ნინა, მე და ჰეილი მამაშენთან ვართ. როგორც კი განთავისუფლდები შენც მოდი, თუ დაღლილი იქნები და არ მოხვალ დარეკე მაინც. ვახშამი მაცივარშია. ფართი არ მოაწყო, მიყვარხარ’’ -მიყვარხარ? როდიდან მეუბნება რო ვუყვარვარ?-გაუკვირდა ნინას და მაცივრიდან ვახშამი გამოიღო. უცებ უკნიდან ქუსლების კაკუნი გაიგო. -ჰელოოუ? ვინმე არის სახლში?-ოთახში როზალი შემობაკუნდა. -როზალი? აქ რა გინდა? -მოვედი რო ფართისთვის დაგეხმარო და გაგაფრთხილო ევაზე. -მოიცა რას ქვია ევაზე გამაფრთხილო? -ნინა, ევა ჩემი საუკეთესო დაქალია მაგრამ ზოგჯერ ზედმეტები მოსდის. ევამ გაიგო რომ შენ და დაჩიმ... შენთითონაც ხვდები. აპირებს რაღაც უჟასის მოწყობას და გირჩევნია მოემზადო. სკოლაში გოგოები მხოლოდ სწავლის გამო არ დადიან ნინა. -მადლობა? მაგრამ... საიდან გაიგე? -აქ ჭორებიც მალე ვრცელდება. -მთელმა კლასმა იცის ყველაფერი? -თითქმის. მხოლოდ ჩაკმა არ იცის რადგან კაიფში იყო როცა ყველამ გაიგო და დაავიწყდა. -მაგარია, ძალიან მაგარია.კაიფში ხშირად ხარ? -არა, მე არა. ჩაკიც ხშირად არ არის ხოლმე, სემი პროსტა ესე ღადაობს. -ვაუ. -ნინა, მიეჩვიე ეს ამერიკაა. -ხო... კიდე რამე? -კი, მოვიწყინე. გართობა მინდა, დაგეხმარები ტანსაცმლის არჩევაში ფართისთვის. -მოიცა ევა არ გაბრაზდება? -ევა დაჩისთან არის ფართის მომზადებაში ეხმარება. -კარგი. გშია? -არა, არც შენ გშია. ფართიზე შევჭამთ. როზალი და ნინა მეორე სართულზე ავიდნენ და ნინას საძინებელში შევიდნენ. ნინამ კარი მიიხურა და მისი გარდერობი გააღო. -აბა როზალი? შენ ვისი შვილი ხარ? -მაილი საირუსის. -მართლა? -არა, ვღადაობ. მამაჩემი ჩადის მამის პარტნიორია და ეიფლის კომპანიაში მუშაობს. -კლასში ყველას მშობლები ვიღაც ცნობილები არიან?-თან ლაპარაკობდა და თან ტანსაცმელს ალაგებდა საწოლზე. -კი, ყველასი. დაჩი სად გაიცანი?-სიგარეტი ამოიღო როზალიმ და ნინას ტანსაცმლის დათვალიერება დაიწყო-ეს მოიზომე-მუქი ლურჯი კაბა გაუწოდა როზალიმ ნინას. - დაჩი მეგობარმა გამაცნო, ისე ერთ სკოლაში ვსწავლობდით როცა გაცვლითი პროგრამით საქართველოში იყო ჩამოსული. -მესმის რატომაც გევასება დაჩი, სიმპატიურია, განსხვავებული, ნარკომანი არაა, არც ავადმყოფი. ერთი შეხედვით იდეალური არა? -გთხოვ როზალი, გვეყო დაჩიზე ლაპარაკი. -კარგი... მე ხომ უბრალოდ მინდოდა დამეგობრება. გიხდება, ფეხზე რას ჩაიცმევ? -კეტებს, როგორც კრისტინ სტიუარტმა ჩაიცვა თვაილაითში. -კაი თვაილაითი მოგწონს? -უბრალოდ ვახსენე. ქუსლებიანი მეზიზღება, რამეს დაბლებზე ჩაიცვვამ. -დროზე, მერე მაკიაჟს და თმებს გაგიკეთებ და მზად ხარ. -მაგაში ერკვევი? -როგორ არა, ყველას მე ვუკეთებ სკოლაში მაკიაჟს. -კარგი. გოგოები 1საათში უკვე მზად იყვნენ. ცოტახანში ნინას ჩადმა დაურეკა და როზალისთან ერთად ის ქვევით ჩავიდა. -როზი? აქ რას აკეთებ? -შენ რას აკეთებ? -იაზვა.ჩაჯექით-ჩადმა კარი გააღო და ორივე ჩაჯდნენ. -ნინ, რამე თუ დაგჭირდება იქ მითხარი, არა არ მითხრა დამირეკე. არა არ დამირეკო მომწერე-ტვინი წაუღო ჩადმა ნინას. -ეხა კიდე თქვი რო არც მოგწერო. ჩად, მხოლოდ 1საათით მოვდივარ. მერე ჯორჯთან მივდივარ საავადმყოფოში. -აააჰ! ნინა, რა მოსაწყენი ხარ-თქვა როზალიმ. - ადრე ესეთი არ ვყოფილვარ. ყველაფერი კარგად მქონდა, შეყვარებული, მეგობრები, გართობა, ოჯახი... ეხლა გავხდი ბანალური გოგო რომელსაც ფართიზე წასვლას ევედრებიან. -როგორც ვთქვი მოსაწყენი ხარ-ჩაიბურტყუნა როზალიმ. -როზი, ან ენა გააჩუმე ან მანქანიდან გისვრი. -რა მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. მაპატიე თუ გაწყენინე ნინა. მორჩა კმაყოფილი ხარ? -როგორ მაინტერესებს ჩაკი როგორ გიტანს, უი ვერ გიტანს მაგიტომაც იღებს ნარკოტიკებს-გააჯავრა ჩადმა როზი. -ჩად, გეყო. ეს არის ჩადის სახლი? ჩადის სახლი ზომით არანაირად ჩამორჩებოდა როუზვუდის მერის სახლს. სახლი 3სართულიანი იყო, სამი აივანი გააჩნდა. უკანა ეზოში დიდი ბასეინი იდგა, წინ კი ბარბეკიუს აკეთებდნენ. ეზო თინეიჯერებით იყო გავსებული, იქ ყველა სვამდა. ცოტახანში დაჩიც გამოჩნდა ევასთან ერთად. ევა დაჩიზე ჩამოკიდებული მოდიოდა, ვინმეს ეგონებოდა მთვრალია და ვერ დადისო. დაჩი დიდად ყურადღებას არ აქცევდა ევას. -აბა მოგწონთ წვეულება?-ღიმილით შეეგება მეგობრებს დაჩი. -კი, მაგარია. დასალევი?-მაშინვე სასმელს მიადგა ჩადი. -უკანა ეზოში ბასეინთან. -მე წავედიი-ჩადი წავიდა უკანა ეზოში. -ევა ეს ნინაა, ნინა ეს ევაა ჩემი შეყვარებული-დაჩიმ ევას წელზე ხელი შემოხვია ნინას გასაბრაზებლად მაგრამ ნინას ეს არც შეუმჩნევია. -სასიამოვნოა, წავალ სემს მოვძებნი-ნინა გაეცალა დაჩის და ევას. -მეც მოვალ-დაჩი ნინას გაყვა. -გეგმა ძალაშია როზ?-ჩურჩულით უთხრა ევამ როზის რომ არავის გაეგო. -ევა, იქნებ მეტისმეტია? ცოდოა თან კიდია დაჩი, ხო ხედავ რო არანაირი რეაქცია ქონია თქვენზე-შეევედრა როზი. -როზ, ვერ გცნობ. მემგონი კაიფში ხარ ხო? რეებს ლაპარაკობ! ამ გოგომ შემ შეყვარებულს აკოცა და ამას არ შევარჩენ. -ისედაც რთული ცხოვრება აქ ამოასუნთქე. -არა, თავიდანვე უნდა მიხვდეს რომ აქ მისი ადგილი არ არის და წავიდეს. -როგორც გინდა მე ამაში არ მოვნაწილეობ-როზი დანარჩენებთან მივიდა. ცოტახანში ევამ მიკროფონი აიღო ხელში და ყველას თხოვა რომ მოესმინათ მისთვის. -ბავშვებო! ჩვენ შორის არის გოგო რომელიც არის მერის შვილი! ნინა, გოგონა რომელიც მერმა და დედიკომ გადააგდეს ნაგავში 13წლის უკან როცა მიხვდნენ რომ მისგან არაფერი არ დადგებოდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.