მ წ ვ ა ნ ე ა (მესამე თავი)
ახალი ხილი არ არის, არავისთის გვიან დაძინება, მაგრამ ჩემთვის კი ბავშობიდანვე , შეჩვეული ვიყავი დიდ ხანს ძილს ,ამიტომ ათი საათისკენ ვითიშებოდი , უი რატომ წარსულში ახლაც ვითიშები. სიზმრები ჩემი სტიქია და ჩემი ძილი უდრის ოცნებას, ფანტაზიას და ყველაფერ არარეალურს. უბრალოდ დაწვრილებით ვერ ვიხსენებ ვერასდროს . თვალდახუჭული ვფიქრობ დღევანდელი დღის გეგმებზე და პირველი რაც მახსენდება აბაზანაა. ტრადიციული ერთ საათანი ნებივრობის შემდეგ ვემზადები ქეთოსთან დატოვებულ სათადარიგო „სარაფანს“ ვიცვავ და ვცდილობ უჩუმრად ვიმოქმედო . „უჩუმრად’’ სილამაზისთვის იყო მე და სიჩუმე ერთმანეთთან ვერ ვართ კარგად. ყავა მოვადუღე მეცინება ამ სიცხეში ცხელ ყავას რომ, ვუკეთებ მამიდაჩემს თუმცა, რას ვიზავთ „ადამიანია და ბუნება“ მიყვარს ქეთოს სახლი ძალიან. უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანილი ჭრელ-ჭრელი სუვენირებით, არის გადავსებული და ისეთი მყუდროა, უცხოსაც საკუთარ სახლში ეგონება თავი. ფინჯანს მაგიდაზე ვდგამ, გუშინდელ კრუასანებს თეფშზე ვალაგებ და ქეთოს ვეძახი . ვიცი რომ სძინავს ისევ . ჭრელი ხალათით გამოდის ოთახიდან მთქნარებით მელაპარაკება - მე ვერ გავაკეთებდი ? - ვერა , ესეთს ვერააა. ვუცინი და წვენს ვწრუპავ. - რომელზე გაქვს ლექცია? კრუასანს კბეჩს ტუჩები ბავშვივით ეთხიპნება მერე სალფეტკით ჩქარა იწმენდს და ტუჩებს აწკლაპუნებს, არაა მაინც როგორ მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. - პირველზე მაქვს ,მანამდე სახლში გასვლა უნდა მოვასწრო და გამოცვლა. - კარგია , მოვემზადები და ერთად გავიდეთ . - ვიციი მე შენი მომზადება ლქცია პირველზე მაქვს ექვსზე კიარა . ეცინება და ფინჯანს ნიჟარაში დებს, თმას იშლის და ღიღინით შედის აბაზანაში. ზუსტად ერთ საათში სახლის გზას ვადგავარ ნინოშვილზე ვარ ისევ რუსულ ეკლესიასთან და ისევ ნინოშვილი უნდა გავიარო. ნიავია და ჩემი თმაც და სარაფანაც ზედმეტად ფრიალებს. ისეთნაბიჯებს ვდგამ თითქოს ვინმეს ვემალები და არ მინდა შემამჩნიოს არადა არა . მართლა არაა დამიჯერეთ არა. იმ ჩემ საყვარელ იტალიურ ეზოს ჩავუარე ისევ ისმის კიბეების ხმა , გზას ვაგრძელებ და მ წ ვ ა ნ ე აივანს ვუახლოვდები , აივანზე დგას სიგარეტს აბოლებს არვიცი რომელს კენტს ,პარლამენტს , მარლბოროს თუ სობრანიეს, თუმცა აბოლებს. დამინახა და დაინახა რომ დავინახე, სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა. კარები გააღო და აივნიდან გაქრა, ნაბიჯი უფრო შევანელე ცოტაც და გავჩერდებოდი. ეზოდან გამოდის შავ ჟანგ შეპარულ კარებს ხმაურიანად ხურავს და ქუჩაზე გადმოდის. მიახლოვდება და მეც ვჩერდები. გადამკოცნა მეც ვაკოცე .ჩამეხუტა ჩავეხუტე გამეცინა და მერე გაეცინა. უკან გავიწიე და ისევ თვალებში ჩავაშტერდი. -აუ აუ არაა ეს უბრალოდ მწვანე რა გავაკეთო. რა ლამაზი მწვანეააა. ხელებს ვშლი და ვფრუტუნებ. -მადლობა მადლობა მადლობა. ყველაზე კარგი კომპლიმენტია მხოლოდ იმიტომ რომ შენ მეუბნები. ეღიმება მანათებს კბილებს და თვალებიუპატარავდება. ამაზე მეცინება და ფეხების წვერებზე ვიწევი მერე ისევ ვსწორდები ესე ვაგრძელებ სანამ ხელს არ მკიდებს მაჯაზე სიცილით და არ მთხოვს გავჩერდე. - ამჯერად საით? -სახლში -წამო . ეციინება სახეს მანჭავს, მომბაძა . გზა დამითმო . - მაცილებ ? -კი უარს თუ არ მეტყვი და თუ ისევ გჯერა რომ მანიაკი არ ვარ. - კი აზრი არ შემცვლია. სვლას ვიწყებ ჩუმად ვართ ორივე ,მხოლოდ ნაბიჯების ხმა არღვევს სიჩუმეს ,ხელები ჯინსის ჯიბეში აქვს ჩაწყობილი და წინ ყურების მაგივარდ მე მომშტერებია ხოო და ისევ სასიამოვნო სუნი უდის (თავი ძაღლი მგონია რას ვყნოსავ) ოღონდ საპონი შეუცვლიათ სახლში. ბოლო სიტყვები ხმამაღლა წამომცდა . - რა თქვი? - საპონი შეცვალეთ სახლში? გვერდით ვატრიალებ თავს და ტერიტორიაზე აივნებს ვამოწმებ . თან ვფიქრობ როგორ შეიძლება მაცილებდეს ადამიანი რომელსაც არ ვიცნობ და ვესაუბრებოდე საპონზე ,ყველაზე მაგარი თემა გეფიცებით. - მეღადავები? ხელები ცხვირთან მიაქვს და ჩუმად სიცილს იწყებს. - მართლა შეგვიცვლია არდავკვირვებივარ. - ხო პიტნის სუნი აქვს. მის რეაქციას აღარ ვაკვირდები და ვჩერდები და ჩემს წინ მომავალ კურსელს ყურებამდე ძალით ვუღიმი.წითელი პომადა უსვია ცხვირიდან ნიკაპამდე , ყარს სუნამოს სუნით სამი მეტრიდან ვგრძნობ , მოკლე ქვედაბოლო მკერდამდე აქვს აქაჩული და ოდნავ მაღლებზე მოკაკუნებს,ველოდები როდის ჩაირთვება და ვცდილობ მოვემზადო . -ქეთოოო აქ რას აკეთებ ? თვალს ავლებს ჩემს გვერდით მდგომს და ისევ მე მიბრუნდება .-ეს ვინ არის საით? ნეტავ მორჩა თუ კიდევ აქვს კითხევბი. თვალებს ვატრიალებ და ისევ ღიმილს ვიკრავ სახეზე . - მარიამ გამარჯობა. ქუჩაა და დავდივარ როგორც შენ, მჰ ეს ? ბიჭია და არც მევიცი ვინა ხოოო მივდივარ სახლში. მგონი სამი იყო ხო? საკუთარ თავს ვკითხე ბოლო თუ ხმამაღლაც გავავრცელე არვიცი მაგრამ, ნაწყენი და იმედგაცრუებული მხრების ჩეჩვით გვეუბნება მარიამი პაკას და გვცილდება. - ანუ შენც ქეთო სასიამოვნოა მე ვაჩე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.