შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედი ქმარი(5,6 თავი)


14-01-2017, 02:55
ავტორი CeCe))
ნანახია 4 492

დილით საუზმობას,რომ ვიწყებდით ნინამ დამირეკა.
-ალიო...აბა რა ქენით გუშინ დაგაჯერა სიყვარულის არსებობაში ჩემმა ცეცხლოვანმა სიძემ კატიუშ?-ღმერთო რა გიჟია ეს გოგო!
-ნინა!
-უიმე ისევ ისეთი უჟმური ხარ გოგო?მე მეგონა ჩემი დაუნდობელი სიძე მაინც მოგიხერხებდა რამეს.
-ვაიმეე მოგკლავ ნინა!-თვალები ავატრიალე და ჩემს ასეთ ქცევაზე დემეტრე სიცილით კვდებოდა.უცებ გამომართვა მობილური და ვსო მორჩა!დაიწყებენ ახლა...ღმერთო რა დავაშავე ასეთი გიჟების ხელში რომ აღმოვჩნდი?
-ჩემო გიჟო მშვენება როგორ ხარ?
-მე როგორც ყოველთვის საუკეთესოდ,მაგრამ ჩემი დაქნეული დაქალი მომიკალი ბიჭო?
-როგორი დაქალი?დაქნეული?-იმხელა ხმაზე იცინოდა დემეტრე მთელ სასტუმროს ესმოდა ამის "მეცო-სოპრანო" მემგონი.მე კიდე ორივეზე გავბრაზდი და ოთახში შევედი.ცოტა ხანში შემობრძანდა გაბადრული სახით დემეტრიუსი.მზერა ავარიდე და დავაიგნორე.
-რა იყო ტასო?გაბრაზდი?-გვერდით მომიჯდა.მე საწოლის კიდესკენ გავიწიე და არაფერი ვუპასუხე,თუმცა ჩემი ასეთი ქცევა თანხმობის ნიშანი იყო.
-აუ ტას კაი რა-უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ და მეც უფრო მოვშორდი.
-აუ შენ რა ბუტია ყოფილხარ,ეე!-იდიოტი!თავხედი!სულაც არ ვარ ბუტია რა.უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.მე კიდესთან ძალიან ახლოს ვიყავი უკვე და...
ერთი,
ორი,
სამი...
ძირს ვაგდივარ გაშხლართული და ყველაფერი მტკივა,განსაკუთრებით საჯდომი.დემეტრეც ძირს არის ოღონდ სხვა მიზეზით...სიცილისგან ჭარხლისფერი ადევს უკვე.იდიოტი სუფთა!
-რა გაცინებს რეგვენო!ყველაფერი მტკივა,ვაიმეეე!-წამოდგომა ვცადე,მაგრამ სულ ტყუილად.ისევ ძირს გავიშხლართე.დემეტრე არ ჩერდებოდა-აუ გირჩევნია ამდენ სიცილს დამეხმარო,თორე მე რო რამე დამემართოს შენც წაგებული იქნები და შენ ქონებას ვერ მიიღებ-ვიცი ცუდად გამომივიდა,მაგრამ ნერვები მომეშალა მის ქცევაზე.დემეტრეც არ მოელოდა ჩემს ასეთ სიტყვებს და უცებ დასერიოზულდა.ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა,მეგონა წამოდგომაში დამეხმარებოდა,მაგრამ ამ თავხედმა სირაქლემამ გვერდი ამიარა და გავიდა.
-რა?მოიცა...ეს...იდიოტი!დებილი!ვირი!თავხედი!ასე როგორ დამტოვა?-ხმამაღლა ვლანძღავდი,როცა კარი გაიღო და მისმა ხმამ გამაშეშა.
-როცა შხამის გადმონთხეას შეეშვები მაინ აღარ დაგტოვებ ასე!-ირონიულად გამიღიმა,მოსაცმელი აიღო და ჯერ საძინებლის,მერე მთლიანად ოთახის კარი ისე გაიხურა მეგონა ჩამოიღებდა.მე ძლივს ავდექი ფეხზე და საწოლზე წამოვწექი.რატო წავიდა?ან სად წავიდა?ალბათ რომელიმე ბარში წავა და გოგოს შეაბამს,ან პირიქით გოგო დაკერავს და...ო,ბოჟე!სხვას რომ მის მკლავებში წარმოვიდგენ ტანში ჟრუანტელი მივლის.და მაინც ყველაზე მეტად ის მიკირს თუ რატომ მაქვს ასეთი რეაქცია?რა მჭირს?ვეჭვიანობ?არა,რა სისულელეა!რომ ვეჭვიანობდე უნდა მიყვარდეს.რაღაც გრძნობა მაინც უნდა მქონდეს მის მიმართ,მაგრამ ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს.მაშინ რატო ვეჭვიანობ?არ ვიცი.ალბათ ეს უფრო ეგოისტობაა,ვიდრე ეჭვიანობა.ჰო,ბავშვობიდან აღნიშნავდნენ,რომ ძალიან ეგოისტი ვიყავი.ის რაც ჩემი იყო არავის ვაძლევდი შეხების უფლებას.მახსოვს ერთხელ ჩემმა უმცროსმა დამ,მარიამმა ჩემს დაუკითხავად რაღაც სათამაშო აიღო და თამაშობდა.ჰოდა მე ისე ვცემე სამი დღე ჩალურჯებული თვალით დადიოდა და მე გახეთქილი ტუჩით.არა,მარიამს კი არ ვუცემვარ ჩემებმა გაიგეს და...საიიდან სად გადავხტი.მოკლედ ახლაც ასეა!რაც არ უნდა იყოს,დემეტრე ავალიანი ჩემი ქმარია და არავის აქვს უფლება ჩემს გარდა ვინმე შეეხოს.ვიცი ცოტა შეიძლება გიჟად მოგეჩვენოთ,მაგრამ პრინციპში დიდი ხანია ვარ უკვე!
6.
საღამოს ათი საათი იწყებოდა,რომ გავიღვიძე.ამდენი ხანი ბოლოს როდის მეძინა არ ვიცი,მაგრამ გუშინ ძალიან დავიღალე და ეტყობა ამის ბრალი იყო.ბატონი დემეტრე არსად ჩანდა და უფრო მიჩნდებოდა იმის სურვილი საიქიოში გამესტუმრებინა.სააბაზანოში შევედი ძლივს.ისევ მტკიოდა ყველაფერი.ცივი წყლის შესხმამ ცოტა გამომაფხიზლა და მისაღებში,რომ გავედი ზუსტად ამ დროს შემოვიდა დემეტრეც.აშკარად ეტყობოდა მთვრალი იყო,მაგრამ ისეთი ალეწილი სახე კი არ ქონდა,როგორც ქართველ კაცებს სიმთვრალეში.დემეტრეს შემთხვევაში სულ სხვანაირად იყო.უფრო სიმპატიურად გამოიყურებდა.ჩემი დანახვისას მზერა ამარიდა და ოთახში შესვლა დააპირა,მაგრამ გავაჩერე.
-სად იყავი დემეტრე?
-რამე მნიშვნელობა აქვს შენთვის?
-არანაირი.უბრალოდ ვალდებული ვარ ვიცოდე სად დადის ჩემი ქმარი-ამაზე ირონიულად ჩაეცინა და ჩემსკენ წამოვიდა.ზედმეტად ახლოს დამიდგა და ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი,რომელიც მის სუნამოს ერწყმოდა და ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა,რომ სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
-ვერ ვიტან როცა ვინმე რამეს ვალდებულების გამო აკეთებს და ძალიან გთხოვ თავს ნუ შემაზიზღებ!-სახეზე ხელი ჩამომისვა,სველი კოცნის კვალი დამიტოვა ყურთან ახლოს და მომშორდა.ოთახში შევიდა.მე სიმწრისგან ჩამეცინა.ესე იგი თავს ნუ შემაზიზღებო არა?კარგი ბატონო დემეტრე,გადაგიხდი ამისთვის.
დღეს მთელი დღეა არაფერი მიჭამია და ძალიან მშიოდა,ამიტომ შევუკვეთე და მალე ამოიტანეს.ვახშმობას ვიწყებდი ოთახიდან დემეტრე,რომ გამოვიდა ხალათით.როგორც ჩანს იბანავა და სასიამოვნო სურბელი ასდიოდა.მაგიდასთან ისიც ჩემს პირდაპირ დაჯდა და უთქმელად დაიწყო ჭამა.მეც არ დავაყოვნე და მას მივბაძე.უცებ ლუკმა გადამცდა და კინაღამ დავიხრჩვი ხველებით.თვალები სულ ჩაწითლებული მქონდა.შეშინებული დემეტრე მაშინვე მომმვარდა და წყალი მომაწოდა.
-კარგად ხარ?-მკითხა როცა დავმშვიდდი.
-ძალიან კარგად!-უხეშად ვუთხარი და ჭამა განვაგრძე.ისიც ადგილს დაუბრუნდა.
-მეგონა დაიხრჩობოდი...
-ჰო მერე შენ რა გეშველებოდა.პრინციპში მე რა მეშველებოდა,თორე შენ მოიყვანდი სხვა ცოლს და მიიღებდი შენსას-გავაწყვეტინე სათქმელი და გაბრაზებულ გულზე მივაყარე.მეც ვიცოდი სიტუაციას,რომ ვართულებდი და ჯერ არ დაწყილ ურთიერთობას უკვე ვანგრევდი,მაგრამ ხომ გითხარით ეგოისტი ვარ-მეთქი.ჰოდა ის,რომ წარმოვიდგინე მის ტუჩებს სხვა ეხებოდა და ეს მის მკლავებში აგორავებდა იმ ვირთხას სულ გამაგიჟა!
-ტასო რა გინდა?
-მე არაფერი.რა უნდა მინდოდეს?
-აბა რა გჭირს?რამე მოხდა რაც მე არ ვიცი?
-შენ უფრო კარგად იცი ვიდრე მე-ირონიულად ვუთხარი და წყალი მოვსვი.
-რა?-მკითხა დაბნეულმა.ო,ბოჟე რა საყვარელია!
-მე ნუ მეკითხები მაგას!
-აბა ვის ვკითხო?
-ვერავის ვერ კითხავ იმიტომ,რომ ვერავინ გიპასუხებს იმ ერთადერთი ბო*ის გარდა ვისთან ერთადაც გორაობდი!-ამის თქმა და მისი ხარხარი(ბოლო ხმაზე,რა ხმითაც კი შეეძლო)ერთი იყო.
-რა გაცინებს?-სიბრაზისგან გავწითლდი მე.
-ამხელა ქალს ჭკუა არ გაქვს თავში-ძლივს მითხრა და დასერიოზულდა.
-მაქვს!
-არ გაქვს!რა ბო*ი გოგო შენ ხო არ გარეკე?
-არა!
-არ გეტყობა.აუ ცუდად ვაააარ-ისევ თავიდან დაიწყო სიცილი.მე გავბრაზდი და წყალი შევასხი.ოო,აი სად დაერხა კატო დვალი!ეს არ უნდა გექნა.ახლა რა ვქნა?ო,ბოჟე როგორ ანათებენ სიბრაზისგან მისი შავი თვალები.თუმცა ღირსი იყო,რა.ახლა მე ვიცინებ,მაგრამ ჯობია დროზე დავტყდე აქედან სანამ მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა.უცებ ავდექი სკამიდან და გავიქეცი ოღონდ სად მივრბოდი არ ვიცი.დემეტრეც მალე ადგა და ერთ წამში უკვე ორივე ძირს ვიყავით გაშხლართულები.ვაიმე დღეს რა ფეხზე ავდექი?უკვე მეორედ გავიშხლართე ძირს.არაა...მე ამ ერთ თვეში რამეს მოვიტეხავ უეჭველი!
-აუ დემეეტრე ადექი გთხოვ,მტკივაააააა-ამოვიკნავლე და ზემოდან მოქცეულ დემეტრეს ავხედე.
-შენ გოგო სულ გაგიჟდი?-იმხელა ხმაზე მიღრიალა დამაყრუა ეს ახალგაზრდა გოგო.
-აუუ აბა ვერ გაგაჩერე და-ტუჩები გამოვბურცე და თვალები დავხარე "დამნაშავესავით".
-ღმერთო როგორ მაგიჟებ!-ტუჩებზე დამეწაფა და ვნებიანად მკოცნიდა.ხელებს,რომლითაც ჩემს ხელებს აკავებდა ახლა სხეულზე დაასრიალებდა და ყველაფერს მიწვავდა თითოეული შეხებით.ფეხებს იატაკზე ვამოძრავებდი.ის ჩემს ფეხებშუა იყო მოქცეული.ხალათის შესაკრავს დაწვდა და მალე გახსნა კიდეც.ახლა უკვე შიშველ სხეულს მიკოცნიდა.მერე ისევ ბაგეებს დაუბრუნდა და ქვედა ტუჩზე მიკბინა.ყელისკენ გადაინაცვლა და როცა არტერიაზე მომაკრა ტუჩები იმხელა მუხტმა გაიარა მთელ სხეულში,მეგონა ელექტროშოკს მიკეთებდნენ.სიამოვნებისგან უკვე ბგერებს ვეღარ ვაკონტროლებდი.მეც გავუხსენი ხალათი.მის ნავარჯიშებ სხეულზე უმისამართოდ დავასრიალებდი ხელებს.აღარაფერი მახსოვდა და ვეღარაფერს ვამჩნევდი მის გარდა.მალე შეერწყა ჩვენი სხეულები ერთმანეთს...

-სულ ასე შემოგირიგებ ხოლმე.უკეთესია ბევრი ფულის დაზოგვა მომიწევს-სიცილით მითხრა,როცა ლოგინზე მივესვენეთ.
-და ვინ გითხრა რომ შეგირიგდი?
-მოიცა არ შემირიგდი?
-არა!
-კაი მაშინ მეც გაბრაზებული ვარ შენზე.
-შენ რატო?
-რა რატო სულ დამასველე.
-ღირსი იყავი!
-ვაიმე ახლა თავოდან იწყებ?
-არაფერს არ ვიწყებ თავიდან,უბრალოდ ნერვებს მიშლი.სად იყავი?
-ნინასთან.
-ვისთან?-თვალებგაფართოებულმა ავხედე.მას გაეცინა.
-რა იყო შენი დაქალი არაა?
-ჰოდა ზუსტად რო ჩემი დაქალია...
-ვაიმე ახლა თუ ის იფიქრე რასაც მე ვფიქრობ,ჯობია საერთოდ არ დამენახო.ეგრე მიცნობ?
-საერთოდ არ გიცნობ-ნიშნისმოგებით ავხედე მე.
-ჰოდა მაგიტომ გაქვს ჩემტან სე**ი ხო?
-ო,ბოჟე!შენნაირი თავხედი ქმარი თუ ყავს ნეტა ვინმეს?
-არა მარტო შენ დაგალჯიდოვა ღმერთმა და საერთოდ თავხედი რა შუაშია?სიმართლე მწარეა ტას-ირონიულად გამიღიმა და ხელი ჩემს თმებში ახლართა.მე მოვშორდი და ზურგი ვაქციე.
-უნდა დავიძინო და არ შემეხო!
-ჩაგეხუტო და ისე დაიძინებ?კაი არაა პრობლემა-ჩემსკენ მოიწია,მაგრამ იმხელაზე დავუყვირე "არ მომეკარო-მეთქი" გაჩერდა,სანათი გამორთო და ისიც დასაძინებლად გადაბრუნდა გაბრაზებული.

*********
აი ესეც შეპირებული ორი თავი.
არ ვიცი რა ვიბოდიალე და
რა გამოვა,მაგრამ
მთელი გულით გიხდით მადლობას
თითოეულ თქვენგანს,ვინც
ჩემს ისტორია კითხულობთ და მოგწონთ.
ყოველი თქვენი კომენტარი სტიმულია ჩემთვის!
სკოლის დაწყებამდე შევეცდები ორ-ორი თავი დავდო,თორე
მერე საერთოდ აღარ მეცლება და დამაგვიანდება ხოლმე,რისთვისაც
წინასწარ გიხდით ბოდიშს!



№1 სტუმარი Guest Liza

Kargi iyo❤️Imedia demes da ninas shoris araperi xdeba da arc moxdeba

 


№2  offline ადმინი მწარე

რამდენჯერმე მომიწია შენი ისტორის გასწორება და უკვე ორჯერ შემომეკითხაა მომწონს კარგიაა გააგრძელე
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№3  offline წევრი tatiko.1995

Momwons kargia gaagrdzele

 


№4 სტუმარი Ketis

Momwons kargia ubralod 2 tavistvis patara iko

 


№5  offline მოდერი CeCe))

Guest Liza
Kargi iyo❤️Imedia demes da ninas shoris araperi xdeba da arc moxdeba

tatiko.1995
Momwons kargia gaagrdzele

Ketis
Momwons kargia ubralod 2 tavistvis patara iko

მადლობა

Mariiiiami
ვკითხულობ და მართლა ველოდებულიხოლმე დღის ბოლოს ახალ თავს თან მაინტერესებს როგორი გამოვა უბრალოდ ჩემთვის რაღაცნაირად მშრალი გამოდისრა.ეცადე უფრო მეტი გრძნობა და ემოცია იყოს <3 <3ისე კაიგოგო ხარ შენ და წარმატებებიი

დიდი მადლობა!

Mware
რამდენჯერმე მომიწია შენი ისტორის გასწორება და უკვე ორჯერ შემომეკითხაა მომწონს კარგიაა გააგრძელე

მადლობა <3

Lollipop :))
ცოლის დაქალთან წავიდა ცოლის გარეშე.მაგარია-.- კაი თავი იყო,მაგრამ არ მეყო. ცოტა გაადიდე რა :(( ❤

შევეცდები და მადლობა

 


№6  offline აქტიური მკითხველი neneusi

სასწაულიააა, მაგრამ ძალიან პატარაა მითუმეტეს 2 თავისთვიიის , მაგრამ აი ყველა თავი მომწონს და ეს რაღაცნაირიაა.... ძააან კარგიააა , განაგრძე რააა <3

მე პირადად ყველაფერს მირჩევნია დავჯდე და ეს ვიკითხო ხოლმე)))))

 


№7  offline მოდერი CeCe))

neneusi
სასწაულიააა, მაგრამ ძალიან პატარაა მითუმეტეს 2 თავისთვიიის , მაგრამ აი ყველა თავი მომწონს და ეს რაღაცნაირიაა.... ძააან კარგიააა , განაგრძე რააა <3

მე პირადად ყველაფერს მირჩევნია დავჯდე და ეს ვიკითხო ხოლმე)))))

ვაიმე რა საყვარელი ხაარ!
ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის <3

 


№8  offline წევრი Chasing liberty

კარგია

 


№9 სტუმარი Guest მარიამი

მაგარია უბრალოდ შეძლებისდაგვარად ეცადე უფრო დიდი თავები დადო ისე ყველაფერი კარგად გაქვს გაკეთებული და შემდეგ თავებს მოუთმენლად ველი ♥♥

 


№10  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Me momwons da momwons tasos echvianoba da miyvars ese mxiarulad rom wer komediuri janri martlac sheni stilia
--------------------
M.D

 


№11  offline წევრი Swimminger

ოქრო გოგო ხარრ , მაგრამ პატარა იყოო :( სასიამოვნო წასაკითხი თავი იყოო და ველი შემდეგ თავს მოუთმენლადდ ♡♡♡♡

 


№12  offline წევრი Peoplefallformysmile

კარგია ,უბრალოდ ეს "ო ბოჟ ე" ძალიან ზედმეტია

 


№13  offline მოდერი CeCe))

ნინი პირველი
კარგია

მადლობა

Guest მარიამი
მაგარია უბრალოდ შეძლებისდაგვარად ეცადე უფრო დიდი თავები დადო ისე ყველაფერი კარგად გაქვს გაკეთებული და შემდეგ თავებს მოუთმენლად ველი ♥♥

mtirala var
Me momwons da momwons tasos echvianoba da miyvars ese mxiarulad rom wer komediuri janri martlac sheni stilia

Swimminger
ოქრო გოგო ხარრ , მაგრამ პატარა იყოო :( სასიამოვნო წასაკითხი თავი იყოო და ველი შემდეგ თავს მოუთმენლადდ ♡♡♡♡

ვაიმეეე ჩემო საყვარლებო!
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ყველას.
თითოეული თქვენი სიტყვა მახარებს და
მაბედნიერეებს!
უკვე ვგიჟდები თქვენზე!

Peoplefallformysmile
კარგია ,უბრალოდ ეს "ო ბოჟ ე" ძალიან ზედმეტია

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent