ნეტავ დრო გაჩერდეს
- ნეტავ დრო გაჩერდეს,ყველა გაქრეს და ჩვენ დავრჩეთ..მხოლოდ ჩვენ ასე ჩახუტებულები. მე შენს ყელში მექნება თავი ჩარგული,შენ კი ისევ მომეფერები თმებზე... მიყვარხარ ისე,როგორც ჯერ არ ყვარებია არავის. - მიყვარხარ სულის ტკივილამდე,სუნთქვის შეკვრამდე. - სულ მეყვარები.აი ნახავ ყველაფერი დალაგდება და დიდი ქორწილი გვექნება. აი ისეთი შენ რომ გინდა. ყველაზე მაგარი ოჯახი გვექნება და შვილებს მოვუყვებით,რამდენ დაბრკოლებას გავუძელით. - მიყვარხარ - უსასრულოდ * * * ისევ კოშმარი..ისევ მისი სახე,ხმა,გამოხედვა.. ყოველ მის მოძრაობას ცოცხლად ვგრძნობ... ვგრძნობ როგორ მეხებიან მისი თითები ყელზე. შვიდი წელი მტანჯავს ერთიდაიგივე სიზმარი.ყველაზე ბედნიერი დღის ფრაგმენტი,გაუფერულებული ლანდი. იმდენად გამოვიფიტე,რომ ცრემლიც აღარ დამრჩა. დღეს 28 აგვისტოა... ზუსტად შვიდი წელი გავიდა იმ დღიდან რაც ის დავკარგე,მას შემდეგ რაც სულიერად მოვკვდი. დავკარგე შეყვარებული,ძმა,უსაყვარლესი მეგობარი. მასთან არ დავდივარ,არცერთხელ არ ვყოფილვარ. ვერ შევურაცყობ,ვერ ვაფიქრებინებ რომ შევეგუე მის დაკარგვას,იმედებს ვერ გავუცრუებ... დიახ,მე მჯერა რომ ერთ დღეს თვალს გავახელ და კვლავ დამხვდება შეტყობინება " ჩამო ქვემოთ,სადმე გავისეირნოთ ." დღემდე იმ ორი წლის მოგონებებით ვცოცხლობ რაც მან დამიტოვა , თითოეული სიტყვა მახსოვს. მოსიარულე ხორცად ვიქეცი,აღარ დარჩა ჩემში აღარაფერი ადამიანური,სიცოცხლის ნიშანი... მშობლები და მეგობრები ხუთი წელია არ მინახავს,საცხოვრებელი შევიცვალე და სხვა ქალაქში გადავედი. ერთი ოთახი სახელოსნოდ გადავაკეთე. მიყვარს ხატვა... ხატვა ერთადერთი საშუალებაა,რომელიც მავიწყებს ცოტა ხნით ყველაფერს. რამოდენიმე საათიანი თავშესაფარი.. თავშესაფარი ფიქრებისაგან და მოგონებებისაგან შორს. ჩემს ნახატებში არეულობა ,ქაოსი დაგაურკვეველი ფიგურებია თუმცა მე ვხედავ მასში იმას,რაც სხვისი თვალისთვის პატარა ბავშვის ნაჯღაბნია.. როცა ჩემს ნახატებს უყურებდა ამბობდა,რომ მასში ხედავდა ჩემი სულის იმ ნაწილს რომელიც არასდროს ჩანდა.. მიყვარს კითხვა და ლონდონის ქუჩები. მუდამ ნესტიანი,ნისლიანი და წვიმიანი. შემიყვარდა წვიმა. მას უყვარდა,ძალიან... გადამხვევდა ხელს და სეირნობდა იქამდე სანამ არ გავიყინებოდი. მერე ჟაკეტს მომახვევდა და სახლამდე მაცილებდა. ვერ ვიგებდი,რატომ უყვარდა წვიმა. ძალით მივაბიჯებდი და ვხედავდი როგორ ვსველდებოდი ნელ-ნელა,როგორ გარბოდა ხალხი და მინდოდა მათ გავყოლოდი. მას კი სიხარულს ანიჭებდა წვიმის ერთი წვეთიც კი. ნეტავ დროის უკან დაბრუნებდა შეიძლებოდეს. ვისეირნებდი... ვისეირნებდი მასთან ერთად წვიმაში უსასრულოდ... მისი დაკარგვის შემდეგ სახლში არასდროს ვყოფილვარ წვიმის დროს. შევიყვარე ის,წვიმამაც შემიყვარა.. მან იცის მხოლოდ ის სევდა და ტკივილი რასაც ვგრძნობ . ნაწილ-ნაწილ მგლეჯს და მანადგურებს. კვლავ მინდა შევიგრძნო მისი სურნელი , მინდა თავი მკერდზე დავადო და ყური დავუგდო მის რიტმულ გულისცემას. ვგრძნობ აღარ მაქვს ნებისყოფა,გავუძლო ამ ტკივილს. დღეს 28 აგვისტოა... წვიმს ისე თითქოს ცა ცდილობს დაბლა ჩამოსვლას,ვგრძნობ მის სიყვარულს ისე, როგორც არასდროს . მიყვარს იმაზე მეტად ვიდრე ვიფიქრებდი ოდესმე. * * * -ბებო,7 თეთრი ვარდი მომეცით. -ამ წვიმაში სად მიდიხარ გოგონა. სულ დასველდები,ცოტა ხანს დარჩი,გადაიღებს და წადი. -იცით ქალბატონო, ჩემს ბებიას გავხართ. მასაც ლურჯი თვალები და კეთილი გული აქვს. -ღმერთმა გაგახაროს შვილო. * * * რკინის კარს ხელს ვკიდებ და სიცივე მთელს ტანში ატანს. კანკალი მიტანს,გული მეკუმშება ,სადაცაა გასკდება. ერთიანად სველი ვარ,თუმცა სითბოს ვგრძნობ. ჩემთვის კარგად ნაცნობს და თავბრუ მეხვევა. ქვა შავი და ცივია... იქედან კი მისი სახე მიღიმის. სახე,რომელიც ნაწილი არის ჩემი სულის. ვერ ვბედავ შევეხო,მე ხომ ის მუდამ თბილი მახსოვს. მეშინია.. პირველად მეშინია ,მას შემდგ რაც აღარ არის. მუხლებზე ვეცემი და მიწას ვფხოჭნი. ერთბაშად ვგრძნობ იმ სინამდვილეს ,რომელსაც შვიდი წელი გავურბოდი,არ ვიჯერებდი. მიწის სუნი მძიმე და სულის შემხუთავია. თვალები ცრემლით მევსება და რეალობის შეგრძნებას ვკარგავ. სანდროს ვხედავ, მუდამ მომღიმარს და ცოტა სევდიანს. ისევ ისეთია ,როგორც შვიდი წლის წინ. მიახლოვდება ,ხელს მაშველებს ,წამოდგომაში მეხმარება და გულში მიკრავს. მთლიანად მისით ვივსები,მომენტალურად ვთბები და ვბრუვდები მისი სურნელით. -შენთან მინდა ,წამიყვანე გთხოვ. ვეღარ ვძლებ უშენოდ.ნეტავ დრო გაჩერდეს,გაჩერდეს და ასე დავრჩეთ.( ვგრძნობ ყელში ბურთი მეჩხირება და ლაპარაკი მიჭირს) - ასე არ შეიძლება ანასტასია.ცხოვრება უნდა გააგძელო. აისრულო ის ოცნებები და იყო ისეთი ბედნიერი,როგორც ჩვენს გეგმებში იყო. დამპირდი, დამპირდი რომ იქნები ძლიერი,დაბრუნდები სახლში და ყველაფერს თავიდან დაიწყებ. - გპირდები ვიქნები ისეთი,როგორიც შენ გსურს,დავივიწყებ ყველაფერს და აი ნახავ,იამაყებ ჩემით. - მიყვარხარ - უსასრულოდ ! * * * - სასწრაფოდ დახმარება მჭირდება . სასაფლაოსთან გოგონა ვნახე გულწასული, გთხოვთ იჩქაროთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.