შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rainbow (4)


14-01-2017, 18:14
ავტორი Nude
ნანახია 1 581

(4)
ბედნიერებისგან სახეზე ათასნაირმა ფერმა დაჰკრა. აფორიაქებული სიცილით გადახედა გაბრიელს, რომელიც წარბგაუხსნელად იჯდა ბიძამისის გვერდით, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ გაუძლო ნიტას კისკისს და თვითონაც გაეცინა.
- მოდი ჩემთან, რა! - ლამის ყელი გამოიღადრა გოგონამ.
თავისუფლად იყო, ყურადღებას მაინც არავინ აქცევდა მას და გაბრიელს. ყველა თავის განცხრობაში ნებისვრობდა.
ჯერ მკაცრად შეხედა გაბრიელმა, ,,მე დიდი ბიჭი ვარ და ჩახუტება მეკადრება?!’’ -ს მზერით, თუმცა მაინც მიჩოჩდა ძიძისკენ. გაწრიპული ხელები კისერზე მოხვია ნიტას და კალთაში ჩაუხტა.
- აი ასე, არ ჯობს? - კისკისით აკოცა აფორაჟებულ ლოყაზე გაბრიელს და წარბაწეულმა ჰკითხა.
- არა! - დაბეჯითებულმა დააკანტურა თავი და სიცილი აუტყდა.
- მაინც მიყვარხარ, მიუხედავად იმისა რომ სულ მამწარებ! - ირონიულად გაუღიმა ნიტამ.
მთელი დარჩენი დრო, რაც მათთან ერთად გაატარა გოგონამ მხიარულება არ მოკლებია. ხან ვინ გამოელაპარაკებოდა, ხან ვინ. ერთი წამითად კი არ უგრძვნია ის, რომ პირველად ხედავს ამ ხალხს. ვერცერთ მათ სიტყვაში შეამჩნია დისკომფორტი იმის გამო, რომ სუფრასთან უცხო ადამიანი ეჯდათ.
- აუცილებლად უნდა ავიდეთ წყნეთში, ცოტა ხნით, თორემ გავიგუდე მეც და ბავშვებიც ამომეხრუკნენ აქ. - მოწყენილმა თათამ ჩაილაპარაკა და ტანჯული მზერა ესროლა ზურას.
- მე, ნუ მიყურებ ეგრე. რა შუაში ვარ? სამსახურიდან ჯერ ვერ განმათავისუფლებენ. - მხრები სიცილით აიჩეჩა კაცმა.
- რით ვერ მორჩა ეს ,,ჯერ’’? - თვალები დაუქაჩა საყვარლად. - აუ, გოგოებო, ჩვენ მაინც წავიდეთ, რა! თორემ ამას რომ ველოდოთ, გავა ზაფხული! - გაკაპასებულმა გახედა ქმარს და ცხვირი აიბზუა.
- წავიდეთ, ჰო! - აღფრთოვანებულმა წამოიძახა მარიტამ და თაამატა. - თან ნიტაც წამოვა და კარგად გავერთობით ჩვენ 4-ნი!
სულ არ აქცევდა მსხდომებს ყურადღებას, მის მუხლებზე გადაწოლილ ნინის ,,აღუს’’ თქმას ასწავლიდა. თავი სწრაფად წამოყო და გაოცებულმა შეხედა მარიტას, რომელიც უკვე გეგმებს აწყობდა, თუ რას და როგორ გააკეთებდნენ ქმრების გარეშე!
- მე-ეე?
- ჰო. არ წამოხვალ? - მოიწყინა ეგრევე გოგონამ. - ხო იცი, ნინი, როგორ შეგეჩვია. მაგას მე ვეღარ ვაჩერებ და ვიმორჩილებ! - სიცილით დაკრა პატარა მუხლზე თითები დედამ.
- ისა... - ცხვირის წევერზე საჩვენებელი თითი ნერვიულად გადაიტარა.
ამაზე, არც კი უფიქრია!
- მე ვერ წამოვალ... - დამორცხვილი სახით მოატარა მზერა იქ მყოფებს. - სოფელში მივდივარ ბებია-ბაბუასთან და...
- მერე რომ წახვიდე, ვერა? - თხოვნით სავსე თვალებით შეხედა მარიტამ.
- არ ვიცი, ვკითხავ ჩემებს. - გაიცინა დამაიმედებლად და ფეხზე წამოდგა. - მე წავალ! სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ხვალ გეტყვი პასუხს, მარიტა. - გაუღიმა და ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა.
პიჯაკს ხელი დაავლო და ისე მოიცვა. არ ჩაუცვამს. პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ის-ის იყო, უნდა გასულიყო სახლიდან, რომ ცოლ-ქმარი გამოედევნა.
- გვიანია უკვე, დემეტრე გაგაცილებს.
- არა, არ მინდა, გმადლობ. მანქანით ვარ მეც!
- ნიტა, ნიტა! - გაბრიელის ყვირილი მოესმა და ბავშვისკენ გაკვირვებული შეტრიალდა.
- რა იყო? - მასთან ჩაიმუხლა.
- პირველი, ბავშვივით ნუ მექცევი, - დიდი კაცივით მოიღერა ყელი და მაიკაზე გაშლილი ხელისგული დაისვა, - და მეორე, შენთან შეიძლება მეც წამოვიდე?
- ჩემთან? - გაოცებისაგან ლამის ყბა ჩამოუვარდა გოგონას.
ხმა არ ამოუღია. ენა გადაყლაპა მგონი. აბა, გაბრიელისგან, ასეთი მარტივი ხომ არ არის, ამის აღქმა.
- გაბრიელ! - მკაცრად დაიძახა მარიტამ შვილის სახელი. - რა უტაქტობაა! და ჯერ ერთი, ჩემთვის ან მამასთვის არ უნდა გეკითხა? - გაკაპასებულმა, დოინჯშემორტყმული დაუდგა წინ.
- ბიძიას ვკითხე და წადიო. - მხრები უდარდელად აიჩეჩა და კითვის ნიშნით სავსე თვალებით მიაჩერდა გახევებულ ნიტას.
- არ ხარ ვალდებული... - დაიწყო მარიტამ, თუმცა გოგონამ გააწყვეტინა.
- არა,წავიყვან! - ბედნიერმა შეხედა წყვილს, წელში გასწორდა და თვალებით გაუცინა გაბრიელს.
- დარწმუნებული ხარ? - ხარხარით ჰკითხა დემეტრემ და თავში ოდნავ წამოარტყა შვილს ხელი.
- კი! - აკისკისდა გაბრიელის დაბღვერილ სახეზე ნიტა.
- კარგი, მაშინ გავუმზადებ ტანსაცმელს. - ფარ-ხმალი დაყარა მარიტამ და მწყრალი თვალებით შეხედა გახარებულ გაბრიელს.
სწრაფად მოუმზადეს ყველაფერი ბავშვის და ერთი პატარა ჩანთა მიაწოდეს ნიტას, თუმცა სწრაფად გამოართვა ისევ მარიტამ უკან და ეშმაკური სახით გახედა ქმარს.
- მაქსიმეე! - დაიყვირა მაზლის სახელი და მალევე შემოვიდა კიდეც კოპებშეკრული.
ახლა, როცა შეხედა ნიტამ, იმ წამსვე მიხვდა რომ გაბრიელი ბიძამისის ასლია!
- ჩაატანინე ნიტას გაბრიელის ტანსაცმელი, რა. - სთხოვა კაცს. - მასთან რჩება დღეს. - აუხსნა სიტუაცია და ხელში სხარტად მიაჩეჩა პატარა ჩანთა, უარი რომ არ ეთქვა.
- რა იყო ახლა ეს? - ღიმილით, წარბაწეულმა ჰკითხა ცოლს დემეტრემ და სამზარეულოს კარების ჩარჩოს ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო.
- ცოტა ვიმაიმუნე... - წარბები აუთამაშა სასაცილოდ დემეტრეს.
კაცმა ხელი წელზე მოხვია და მისკენ, რაც შეიძლება ახლოს მისწია. მეორე ხელი კისერზე შეუცურა და ტუჩებზე წაეტანა ვნებიანად. ქალი ფეხისწვერებზე აიწია უფრო კარგად რომ მიწვდომოდა დემეტრეს და მის რბილ თმებში თითები ახლართა.
- გეყოფა! - დაიჩურჩულა ილორიულად ზედ ქალის ბაგეებთან და ხახამშრალს, სწრაფად გაეცალა, თან დროდადრო ჩუმად ხითხითებდა ცოლის გამომეტყველებაზე.

***
- გმადლობ. - უხერხულად აიტუზა მანქანის წინ ნიტა და ხელებგადაჯვარედინებულმა პატარა ბავშვივით დაიწყო აქეთ-იქით რწევა.
- არაფრის! - დაიბუბუნა მაქსიმემ და მანქანას მოუარა. - იცოდე, როგორც გაგაფრთხილე, ისე მოიქეცი. - თვალი ეშმაკურად ჩაუკრა მანქანის უკანა სავარძელზე დასკუპებულ ძმის შვილს და ქოჩორი უარესად აუბურდა.
ბავშვმა მხოლოდ თავი დაუქნია და დიდი ტორის ხელისგულზე თავისი პატარა მტევანი დასცხო.
კიდევ ერთხელ გაუღიმა ნიტამ და ავტომობილში ჩაჯდა. ნელა დაძრა მანქანა და ბედნიერებისაგან გაბერილმა სარკეში გახედა მომღიმარ გაბრიელს.
- გაბრიელ, ხო გიყვარს მაკდონალდის რაღაცეები? - ეშმაკურად გახედა სარკეში პატარას.
- კი! - აღტაცებული წამოფრინდა ფეხზე.
- აა, ფრთხილად! დაჯექი. - სიცილით გადაწია უკან ხელი და ნაზად დააჯინა. - ჰო, წავიდეთ, ვიყიდოთ რაღაცეები და სახლში წავიღოთ.
- სახლში, ვინ არის? - ინტერესით ჰკითხა გაბრიელმა.
- დღეს, მარტო ჩემი და, სალომე და ხვალ, მამა და დედაც ჩამოვლენ სოფლიდან. - ამომწურავი პასუხი გასცა და ბავშვმაც კმაყოფილმა გაიხედა ფანჯარაში.
ძალიან მაგარი განწყობით შეაბიჯეს სახლში და სალომეს გაოცებული სახე, ამ ორის ერთად ხილვით რომ იყო გამოწვეული, არ დააფიქსირეს. ლაღი სახით გატანტალდნენ სამზარეულოში და მაკდონალდიდან წამოყებული საჭმელები მაგიდაზე დააწყვეს.
- აქ, რა არის? - ორი თითით გადასწრია პარკები იქით-აქეთ და ინტერესით ჩაიჭყიტა. - ვააუუ! - ცერა თითი ორივეს აღფრთოვანებულმა აუწია.
საკვები ფრთხილად ამოიღო და მაგიდაზე ლამაზად დააწყო. ბავშვს ხელები დაბანა, მარიტაც დაამშვიდა, სახლში ვართ უკვე და ყველაფერი კარგად არისო, ამის შემდეგ კი მაგიდას თვალებაკიაფებულები მიუსხდნენ.
სულ არ მოსწონს ნიტას ,,ქართული მამაპაპური’’ საჭმელები. ბევრად ურჩევნია ,,ფასთ ფუდით’’ იკვებოს ყოველ დღე ისე რომ არც კი დაიჩივლოს. ნეტა, რა აქვს დასაჩვილი? მშვენივრად უგებენ ერთმანეთს ნიტა და მაკდონალდი.
ერთი პერიოდი, როცა ნიტა 17-ის იყო, ნინომ დასაჯა იმის გამო რომ არაფერს არ ჭამდა ჰამბურგერების და სხვა მისნაირი საჭმელების გარდა, თუმცა, ვინაიდან და რადგანაც ამ ყველაფერმა არანაირი შედეგი არ გამოიღო და ჩუმ-ჩუმადმაინც ,,ეპარებოდა’’ საჭმელს, შეეშვა. შეეშვა, შეეშვა... ამას თუ შეშვება ჰქვია! რა ჰქნას? დედაა და ბუნებრივია, აღელვებს ის ფაქტი, რომ კუჭს მოისპობს ნიტა ყოველ დღიური კვებით.
გოგონასთვის დედის დასჯა არაფერი არ იყო, მეტიც, ღიმილით ხვდებოდა ყველა მის დაბღვერას. ბოლოს მობეზრდა სახლში ჯდომა და კატეგორიულად განუცხადა, რომ ამ საჭმელების გარდა ვერაფერს ვერ შეჭამდა. მერე, მერე თავისი შვლის ნუკრის თვალებით შეხედა, ერთი-ორჯერ თვალებიც აუფახუნა და მორჩა! ნინოს აღარ უჩხუბია. არა, იმის მერე ერთხელ კი დააყარა ქოქოლა, მაგრამ ეგ არაფერი იყო. როგორმე გაუძებდა ნიტა ამას!
როდესაც საჭმელი მიირთვეს ხელები დაბანა ბავშვს და თავის ოთახში შეიყვანა. სალომეც უკან შეყვა.
- ვიძინებთ? - გაკვირვებულმა გაბრიელმა გადაშლილ ლოგინს დახედა და კოპებშეკრულმა შეხედა ნიტას.
- ჰო, დავიძინოთ. ახლა გვიანი არის.
- აბა, კინოო? - მოწყენილმა გახედა სალომეს ,,მიშველეს’’ სახით.
- დავიძინოთ ახლა, მეც მეძინება და ხვალ ვუყუროთ, კარგი? - ღიმილით დაიხარა ნიტა ბავშვისკენ და თმები სასაცილოდ აუჩეჩა.
- ჰო, კარგი. - მხრები დანებებულმა დაუშვა დაბლა და კუშტად შეხედა სალომეს. - მაგრამ შენ მაინც დამპირდი და უნდა შეგესრულებინა!
- ამ ერთხელ მაპატიე და ხვალ აუცილებლად გაყურებინებ, თან დილითვე წავალ და მაკდონალდის საჭმელებს მოგიტან. ჰაა, გამოვსყიდე დანაშაული, თუ ჯერ კიდევ ვერა? - ეშმაკურად აუთამაშა წარბები და პატარა ხელზე ხელი დასცხო ნაზად. - მშვიდი ძილი!- თქვა სალომემ და ღიმილით გავიდა საძინებლიდან.
- შენც გადი! - მკაცრად უთხრა გაბრიელმა.
- მე? მე, რატომ? - გაოცებულმა შეხედა დოინჯშემორტყმულ ბავშვს.
- უნდა გამოვიცვალო!
- ვაიმეე! - აკისკისდა ბოლო ხმაზე და ლამის იხოხა იატაკზე. - ნუ, სად შეგვიძლია, გაბრიელ!
იმდენი იცინა, გაბრიელს, გაბრაზების მაგივრად სახეზე ფერები ეცვალა. სიმორცხვისგან. ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და აფორაჟებულმა ძლივს გაუსწორა ნიტას მზერა.
- კარგი, გავალ. - ხელები დანებების ნიშნად ასწია ჰაერში.
ჩანთასთან მივიდა, ბავშვის პიჟამოები ამოიღო და ლოგინზე ლამაზად დაუწყო, თვითონ კი სიცილით შევიდა სააბაზანოში. ახლა, უკვე სხვანაირი სითბოთი ეპყრობა გაბრიელს, რადგან იცის რომ მის თბილ მოფერებასა და სიტყვებზე ბიჭი არ დაუღრენს. ეს ცოტა წამახალისებელია. ამჯერად, აღარ ეხამუშება კოცნა, მოფერება, სიცილიც კი მასთან. განა რა არის, მაგრამ იმ გაწრიპულ ბავშვთან სიცილიც და კარგ ხასიათზე დგომაც ეხამუშებოდა. თავიდან, მერე აღარ და ბოლოს, თქვენც ხედავთ სიტუაცია, როგორ შემობრუნდა.
სააბაზანოში ჩაიცვა თვითონ საღამურები, ხელ-პირი კიდევ ერთხელ დაიბანა და ოთახის კარებზე დააკაკუნა.
- შემოვიდე?
- შემო. - თავი სასაცილოდ დაუკანტურა ლოგინში შემძვრალმა და ხელი გვერდზე დაიტყაპუნა. - მოდი.
- დამაცადე და მოვალ. - გაუცინა და კამოდის უჯრიდან სახის მკვებავი გამოიღო.
თითების ნაზი მოძრაობით გადაიტარა მთელ სახეზე და კმაყოფილი გაემართა ლოგინისკენ. სწრაფად შეხტა და ბავშვს ხელები მთელი ძალით მოხვია. ცოტა ხანი ზოგად რაღაცეებზე ისაუბრეს. გაბრიელი იმას უყვებოდა, როგორ გააწვალა ნინე, თათას შვილი და ბოლოს, როგორ აუხსნა სიყვარული, უცბად რომ ჰკითხა:
- ნიტა, შეყვარებული გყავს? - ინტერესით ჰკითხა და მხარზე თავი დაადო.
- ა-არაა... - გაკვირვებულმა შეხედა, მაგრამ მერე სწრადად გადაუარა. დიდი ამბავი, ბავშვია და დაინტერესდა-ო.
- არ გყოლია?
- არასდროს. - გაუღიმა და თვალზე აკოცა. - დავიძინოთ, რაა. მეძინება.
- კაი, დავიძინოთ. - თავი, თავის სიტყვებში დარწმუნებულმას წრაფად დაუქნია და თვალები დახუჭა.

***
თვალები რომ გაახილა, იმ წამსვე გადახედა გაბრიელს. ბავშვს ჯერ კიდევ ეძინა, თუმცა, რა, ჯერ 8 საათია მხოლოდ. შეეჩვია სამსახურის გამო დილით ადრე ადგომას და შაბათ-კვირასაც კი უჭირს გვიანობამდე იძინოს, როგორც ადრე.
ფრთხილად ჩაიცვა და დატოვა იქაურობა. ყავა გააკეთა და მაგიდაზე დასკუპდა. გემრიელად გადაუშვა ხახაში პირველი ყლუფი ქაფქაფა ყავის და კმაყოფილმა მოუკიდა სიგარეტს. იცის, რომ ჯერ არ გაიღვიძებს გაბრიელი და განიავებას მოასწრებს. ვერ იტანს, როცა ბავშვებთან ეწევიან უფროსები და მერე, იმ მოწამლული ჰაერის სუნთქვა უწევთ პატარებს.
- გაიღვიძე უკვე?! - ღიმილით შევიდა სამზარეულოში სალომე.
- აჰამ... - თავი დაუქნია და ცხელ ფინჯანს ხელები აქეთ-იქიდან შემოაჯდო.
არ ციოდა ძალიან, მაგრამ დილის სუსხი მაინც დაკრავდა. მოკლემკლავიან მაისურში შესცივდასავით და წამიერად დახორკლილმკლავებზე ყავისგან გაცხელებული ხელები დაისვა.
- გინდა ყავა? - ინტერესით ჰკითხა დას.
- იყოს, მე თვითონ გავაკეთებ.
მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ყურადღებით აკვირდებოდა დის ყოველ მოქმედებას ნიტა. ამით, არასდროს ყოფილა დაინტერესებული, თუმცა ახლა სხვა საქმე არ აქვს, სამაგიეროდ, ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს და არ იცის, ჯერ რომელს მოუღოს ბოლო.
- სალო, დედა და მამა, როდის ჩამოდიან?
- დღეს.
- ვიცი, რომ დღეს. კონკრეტულად, რომელ საათზე? - კუშტად შეხედა.
- მგონი შუადღეს, არ ვიცი ზუსტად. თან ვიღაც მოყავთ. ნუ, მოყავთ, რა. ჩვენ უნდა გაგვაცნონ.
- იქაურია?
- არა. აქ ცხოვრობს დიდი ხანია. იქ სად გადაეყარნენ ერთმანეთს, ნეტა მაცოდინა. - გაიცინა სალომემ.
- ახლა, უეჭველად იქნება ძაან ახლობელი! - ირონიულად ჩაუკრა თვალი ნიტამ დას.
- ჰო! ჩვენი ბაბუის დეიდის, მამიდაშვილის ბიძაშვილის, მაზლისშვილის ძმა! - თქვა და როგორც კი ერთმანეთს გადახედეს ახარხარდნენ.
- ჩშშშ! - პირზე ხელი აიფარა კისკისით და თავისი საძინებლის ოთახისკენ ანიშნა თვალებით. - ძინავს და ისეთი ხასიათი აქვს დილით, ვინმემ რომ გააღვიძოს, მტრისას! დაგვცოფავს ორივეს და კოპებს არ გახსნის მთელი დღე. დამიჯერე, გამოცდილი მაქვს. - გაიცინა, ახლა უკვე ჩუმად.
- ისე, ძალიან გამიკვირდა გუშინ გაბრიელთან ერთად რომ მოხვედი. - აღიარა სალომემ და ნიტას პირდაპი, ფეხმორთხმით დაჯდა სკამზე.
- ჰო, მეც გამიკვირდა ასე რომ შეგვეცვალა ურთიერთობა. არ ველოდი, სიმართლე გითხრა. გუშინ დილით სერიოზულად ველაპარაკე, გადაწყვიტე, გინდა, თუ არა ჩემი სამსახურში დარჩენა, თორემ მე უკვე დავიღალე შენი ქცევებით-მეთქი. მთელი დღე ხმა არ გაუცია, ოთახში იყო შეკეტილი, ბოლოს მითხრა, თუ გინდა დარჩიო, თან ისე საყვარლად, ლამის შევჭამე. - ბედნიერი თვალები მიანათა დას გოგონამ. - ნეტა იცოდე, როგორ მიხარია დღეს ასე რომ ვართ!
- ვიცი, ზედმეტად გემჩნევა. - დასცინა ენაწყლიანმა დამ, როგორც ყოველტვის იცის ხოლმე.
- ოჰ, - ხელი მობეზრებულმა აიქნია და მწყრალად შეხედა დას. - წადი ახლა, მოემზადე და რომ შეპირდი ბავშვს, მოუტანა ის საჭმელი.
- ახლა? - გაკვირვებულმა შეხედა დას.
- ჰო. შენ იმდენი ხანი ემზადები, გავა დრო მანამდე. - ახლა მან დასცინა და ტუსტუსით შევიდა მისაღებში, ტელევიზორდთან.

***
საღამომდე მხიარულებმა მიაღწიეს. კარებზე ზარი როგორც კი გაიგო ნიტამ, კივილით გაექანა იქით და პირდაპირ მამამისს შეაფრინდა. მერე დედას და მერე უხერხულად აიწურა უცხო კაცის დანახვისას.
- დეე, მაა, როგორ მომენატრეთ?!! - ხველებ-ხველებით გაუღიმა მშობლებს და მორიდებულმა გახედა უცნობს, რომელიც სანდომიანად უღიმოდა.
- მამა, გაიცანი, ჩვენი მეგობრის შვილი, დავითი.
- სასიამოვნოა. - ბოხი ხმით უთხრა და ხელი გაუწოდა.
- ჩემთვისაც. - თავისი ნაზი ხელი ჩამოართვა და თითქმის, სულ ჩაიკარგა კაცის მტევანში.
- შემოდით, შვილებო, რა კარში დგახართ? - გაუღიმა ნინომ შვილს და დავითს.
- ჰომ... - თავისთვის დაიჩურჩულა ნიტამ დაბნეულმა და გაბრიელს დაუძახა.
,,შვილებო?!“
- გაიცანით, გაბრიელი. - ღიმილით აიყავა ხელში მორცხვი პატარა და მშობლებს სიცილით გადახედა.
- ვაიმე, გაბრიელ, რა ლამაზი ბიჭი ხარ შენ! - აღფრთოვანებულმა ნინომ შეხედა ბავშვს და ნიტას ხელებიდან ააცალა სწრაფად.
გუშინ დაურეკა დედას და უთხრა რომ გაბრიელი რჩებოდა მათთან, ამიტომ დიდად არ გაკვირვებია, თან საჩუქარიც უყიდეს ბავშვს. მანქანა. ძალიან, ძალიან დიდი! მიუხედავად იმისა რომ სულ დიდი კაცივით ცდილობს მოქცევას გაბრიელი და გამოსდის კიდეც, მაინც ბავშვია, თანაც 4 წლის და ამ საჩუქარმა ძალიან გაახარა.
მთელი საღამო ნიტა უხერხულად იჯდა და დავითის მზერას ძლივს იგერიებდა ისე რომ არ აწითლებულიყო მთლიან სახეზე. მამაკაციც როგორ გამომწვევად უყურებს თან?! თვალმოუშორებლად...

^^^
გადაკითხვა არ შემიძლია, როცა ვწერ და იმედი მაქვს, შეცდომებით არ იქნება გადატენილი.
ჰო, ეს ისტორია.
ახლა, რაც შეეხება დღევანდელ დღეს!
გილოცავთ! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, რაც კი შემიძლია რომ გისურვოთ!
ძალიან მიყვარხარ და მინდა ასევე ძალიან ბედნიერები, ჯანმრთელები, ლაღი და სიცოცხლით სავსეები იყოთ. ვინც ჩემ დღეშია დასაატესტატო გამოცდები აქვს, გისურვებთ წარმატებით ჩაბარებას!
მიყვარხართ ძალიან!





№1  offline წევრი NiniG-1

Aba shen ici kargad midixar ❤

 


№2  offline მოდერი Nude

NiniG-1
Aba shen ici kargad midixar ❤

Lollipop :))
ოთხივე თავი ახლა წავიკითხე და უკვე ძალიან მომწონს. იშვიათია ისტორიის ყველა პერსონაჟი მომწონდეს, აქ კიდევ ყველა "მევასება". დარწმუნებული ვარ გაბრიელის სტუმრობა ნიტასტან ბიძამისთანაა კავშირში და ის კითხვაც ვინმე თუ გყავსო.მოკლედ და კონკრეტულად ნიტას და მაქსიმეს ვშიფავ :D მაგარი გოგო ხარ და წარმატებები ❤

ნუუუ:3 ვნახოთ, ვნახოოთ:3 დაგვიანებით, მე, არ ვიგვიანებ. მალე გავიგებთ, რა ხდება:დ
--------------------
bailey

 


№3 სტუმარი makukuna

კარგი გოგო ხარ, ლამაზად წერ. არ გავლოდინო blush

 


№4 სტუმარი გვანცა))

აუ რამააგარი ვიღაცაა ეს გაბრიელიი..
მომწონს ეს ისტორიაა,
უკვე დავიბენი რომელს დარჩება ეს გოგო ;დდ

 


№5  offline მოდერი Nude

makukuna
კარგი გოგო ხარ, ლამაზად წერ. არ გავლოდინო blush

გვანცა))
აუ რამააგარი ვიღაცაა ეს გაბრიელიი..
მომწონს ეს ისტორიაა,
უკვე დავიბენი რომელს დარჩება ეს გოგო ;დდ

ძალიან დიდი მადლობა, გოგოებო heart_eyes
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent