შენს შემდეგ. (ნაწილი -4)
8თავი გიორგის გვიან გაეღვიძა, ამიტომ სამსახურში კიდევ ვერ წავიდოდა. მიხვდა დავითი ძალიან გაბრაზებული იქნებოდა ტელეფონი არ ჩართო და ისე წავიდა სახლში. სახლში მისულს არავისთან ულაპარაკია. არ უთქვამს პასუხები შესახებ არაფერი, ოთახში ავიდა და კარები ჩაკეტე, ბევრს ფიქრობდა რა უნდა ექნა თითქოს მის ცხოვრებას მიზანი დაეკრგა. ძალიან სჭირდებოდა ვიღაც ვინც დაამშვიდებდა და ეტყოდა ყველაფერი რიგზეა ნურაფერზე ნუ ინერვიულებ. მამაშენი კარგად იქნება, იცოდა გამოსავალი თავად უნდა მოეძებნა. ინტერნეტში ყველა ონკოლოგიური საავადმყოფოს მისამართი მოიძია, პასუხები აიღო და წავიდა . იმედი არ უნდა დაეკარგა ეს იქნებოდა დამარცხება ახლა ის ერთადერთი იმედი იყო მამამისთვის. იმაზე არც კი ფიქრობდა, როგორ უნდა ეთქვა ეს ამბავი მშობლებისთვის. პირველ საავადმყოფოში სადაც გიორგი მივიდა ასაკიანი აშკარად დიდი გამოცდილების მქონე ექიმი დახვდა. პასუხები გადასცა. ექიმი დიდიხანს აკვირდებოდა ფურცლებს სურათებს, არაფერს ამბობდა ოთახში გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. თითქოს განაჩენს ელოდა გიორგი. ეს პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა მაგრამ გიორგის ალბათ რამოდენიმე საათად მოეჩვენე. ბოლოს ექიმმა სათვალე მოიხსნა და გიორგის ახედა. -ოო ცუდათაა საქმე. -ვიცი, ეს ვიცი, მაგრამ რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ? -მკურნალობა, ოპერაცია ამ შემთხვევაში, მკვლელობის ტოლფასია. მკურნალობა სახლის პირობებში. გამაყუჩებლები ცოტახანში დასჭირდება თანაც ძალინ ძლიერი. სავადმყოფოში რაიმე მკურნალობის დაწყება მისი დატანჯვა იქნება. ბოლო თვეები ჯობია სახლში ოჯახთან ერთად გაატაროს. -რა? ამას რას ამბობთ? -ხო სამწუხაროდ მე ხშირად მიწვს მწარე სიმარტლის თქმა. გიორგი კიდევ ორ საავადმყოფოში მივიდა მაგრამ იმედის მომცემი არაფერი ჩანდა. სული ეხუთებოდა აღარაფერი აღარ უნდოდა. სახლში მისვლაც არ უნდოდა არ იცოდა როგორ შეეხედა თვალებში მამამისისთვის. მანქანით დიდხანს დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში. არაფერზე ფიქრი არ უნდოდა მაგრამ ყველაფერზე ფიქრობდა. თავისდაუნებურად აღმოჩნდა ირიშკას სახლთან არც დაფიქრებულა მანქანა გააჩერა და კარზე დააკაკუნა, კარები ხალათში ჩაცმულმა გოგონამ გააღო. ირიშკა იშვიათი სილამაზის გოგო იყო ძალიან ჭკვიანი და კეთილი, მას მთელი გულით უყვარდა გიორგი. მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა ძალიან გაუხარდა. -ღმერთოჩემო გიორგი. როგორ გამახარე, შემოდი. -მარტო ხარ? -კი მარტო ვარ, მოდი რა ხდება აბა? -არ ვიცი აქეთ ვიყავი და ვიფიქრე შევუვლი მეთქი. -ხო და ძალიან კარგი რომ ასე ი ფიქრე. -დალევა მინდა, გაქვს რამე. -კი კი ახლავე მოვიტან. გიორგი საერთოდ სასმელს იშვიათად სვავდა, მაგრამ ახლა თავს არ ზოგავდა. ბევრი დალია და მერე დაეძინა, გვიან ღამით გაეღვიძა. ირიშკას გვერდით ეძინა. მოუნდა ჩახუტებოდა და ძილი გაეგრძელებინა მაგრამ ვერ შეძლო. კომპიუტერი გახნა და სიახლეებს გადაავლო თვალი. ანას გამოგზავნილი სტატია ნახა. სათაურით “შეაფასე:) ?!” დააინტერესდა და გახსნა. “ ავტოპორტრეტი” მე ვარ გიორგი ბელინსკი. ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს, თითქმის ყველა . არსებობს საზოგადოებრივი აზრი ჩემზე, მაგრამ ეს აზრი ყოველთვის როდი წარმოადგენს სიმართლეს. გადავწყვიტე ჩემი თავი მთლიანად წარმოგიდგინოდ. ის თუ ვინ ვარ სინამდვილეში. ხომ შეიძლება ჩემი კეთილშობილური იმიჯის მიღმა , მანკიერი მხარეებიც იმალებოდეს?........... მე მაქვს გატაცებები, საქმიანობები, რომლის შესახებაც არავინ იცის. ჩემი სამყარო ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე გარედან ჩანს. ვერავინ ხედავს ჩემს სულს . ის რაც ცემს შიგნითაა სულ სხვაა. ................................................................................................................................... გიორგის თვალები გაუფართოვდა არ იცოდა საიდან წერდა ეს გოგო მასზე ასეთ იმფორმაციებს. გიორგი ზუსტად ასე ფიქრობდა, მაგრამ ამას არავისთან ამბობდა. რაც უფრო მეტს კითხულობდა მით უფრო უმძაფრდებოდა შეგრძნება, რომ მის სულში ჩაიხედეს. ანას ნომერიც იყო მითითებული. მაშინვე ტელეფონს მოძებნა და დარეკა, შუა ღამე იყო ამიტომ რამოდენიმე წუთი დააგვიან ანამ , ბოლოს ნამძინარევი ხმით უპასუხა. -გისმენთ. -ანა ხარ? -ვინ ხარ, ამ შუაღამისას რომ რეკავ გაგიჟდი. -გიორგი ვარ. შენი სტატია ვნახე ჩემზე. -აა გასაგებია. მერე რას ფიქრობ? -შენი მისამართი მითხარი უნდა მოვიდე. -მშვიდობაა. -მინდა პირადად გნახო. მისამართი ჩაიწერა და მაშინვე გავარდა ისე რომ ირიშკასთვის არაფერი უთქვამს. გული საშინლად ქონდა აჩქარებული ვეღარ ითმენდა საშინელი მოლოდინი ქონდა იმ ადამიანთან შეხვედრის ვინც მის ცხორებას ისე იცნობდა როგორც არავინ მთელ სამყაროში, თავადაც კი არ იცნობდა ასე კარგად. მისი საიდუმლო ყველა ის დეტალი რაც აქმდე ყველასათვის უცხო იყო. ახლა ერთ გოგოს უნდოდა მთელი კაცობრიობისათვის გაემხილა. 9 თავი რამდენიხანია ანასთან არავინ აღარ მისულა სტუმრად, ახლა კი მისთვის უცნობი მამაკაცი უნდა მისულიყო გაუგებარი მიზეზით. ჯერ აფორიაქდა და ნერვიულად დაიწყო სიარული. უწესრგოდ დაყრილი წიგნები გაასწორა, ოთახში ისედაც სისუფთავე და წესრიგი იყო მაგრამ მაინც რაღაცეები შეასწორა, მერე გაეღიმა და დამშვიდდა გაეხარდა კიდეც, მისთვის კიდევ ერთი სიახლე იყო, სტუმარი. ანა კიდევ ერთხელ დააფიქრა გიორგიმ საკუთარ თავზე, მიხვდა, რომ სხვანაირი იყო და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა ამიტომ არვინ არასოდეს სტუმრობდა. ძალიან მოუნდა ანას რაღაც შეცვლილიყო , წარმოიდგინა, რომ მისი სახლი ხშირად ივსება ბევრი სტუმრებით და კეთილგანწყობილი ხალხით. წარმოიდგინა, რომ ძალიან ბევრი ბედნიერი დღე აქვს , ამ ფიქრებში იყო გართული კარზე ზარის ხმა გაისმა. დილის ხუთი საათი იყო, ანა შეკრთა, მერე გაიღიმა და კარს მიუახლოვდა , გააღო და ოთახში შემოუშვა ახლგაზრდა მამაკაცი. -გამარჯობა ანა. -გაგიმარჯოს. რამ შეგაწუხა? -სასაცილოა. ვერ ხვდები? -ვერ ვხვდები, დილამდე რატომ ვერ მოიცადა იმან რამაც აქ მოგიყვანა. -ახლა წავიკითხე შენი სტატია. -მერე? -საიდან დაწერე ამდენი სისულელე? -სისულელე? მე ის ჩემი ფანტაზიით მოვიგონე, სრული ჭეშმარიტება არ იქნება, მაგრამ ხალხს მოეწონება. -არა ცდები. -დარწმუნებული ვარ. -არ დაიბეჭდება ეს სტატია. -სულელი არ ვარ. ამ ყველაფერს სისულელედ , რომ თვლიდე ასე არ გაბრაზდებოდი. ალბათ არ მოგეწონა შენი შინაგანი სამყარო, რომ ასე აღვწერე, რეალურად. -შენ რა იცი ჩემი შინაგანი სამყარო. -იმაზე მეტი ვიცი ვიდრე გგონია, ამას ვხვდები. შენი ცხოვრებიდან გამომდინარე, გეტყობაა, რომ კარგი ადამიანი ხარ რადგან ყველას უყვარხარ, მაგარამ ყველაფერი იდეალურად არავის არ აქვს. -სიმართლე გითხრა აქამდე ასე არავის დაუფიქრებივარ ჩემს თავზე. არასოდეს არავის არ ჩაუხედია ჩემს შიგნით. -ვიცი. -ხო ზედმეტად ბევრი იცი. მითხარი ამას როგორ ახერხებ. -მე ბევრი ინფორმაცია ვნახე შენზე. მივხვდი, რომ შინაგანადაც კარგი ადამიანი იქნებოდი, მაგრამ ასევევ გექნებოდა რაღაც რასაც ძალიან მალავ. არ ვიცი რა შეიძლება იყოს ეს, მაგრამ შენგან სრულიად განსხვავებული იქნება. -და ამ თეორიაში ისე იყავი დრაწმუნებული, რომ დაწერე კიდეც. -მე ჩემი აზრი ესე ვთქვათ ვარაუდი დავწერე და შესაძლოა ის არ ყოფილიყო მართალი მერე რა. -იცი ძალიან რთული პერიოდი მაქვს ახლა, არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა ეს ყველაფერი სულ მინდოდა მეთქვ მაგრამ ვდუმდი არავინ მყავად ვისაც ველაპარაკებოდი ახლა კი მგონია, რომ შენ ჩემს შიგნით ჩაიხედე. -ჩაის დალევ თუ ყავას? -ყავას. ანა სამზარეულოში გავიდა და ცოტახანში ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა. სავარძელში მოკალათდა და გიორგის მიაშტერდა. -ასე ნუ მიყურებ, მგონია ჩემს აზრებს ხედავ. -შესაძლოა ვხედავ კიდეც. -ეგ ჟურნალი მე სულ ფეხებზე , არასოდეს მომწონდა მანდ მოსვლა, რაღაცნაირი ირონიული დამოკიდებულება ქონდათ ხალხის მიმართ, მე კი ყველა მიცინოდა. მე არ შემიძლია იმ საქმის კეთება რაც არ მომწონს. ჟურნალი კი ისეთი საქმეა , თუ მთელი გული არ ჩადე არაფერი არ გამოვა. ბიძაჩემმა და მამაჩემმა აიტეხეს ჩემი მანდ შემოსვლა ესე ვთქვათ მამაჩემის საქმის გადმობარება უნდათ ჩემთვის. მე და დათოს ისედაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს ადერ ვიჩხუბეთ მერე კი შეგვარიგეს მაგარამ, მოკლდე ყველაფერი რაც გარედან ჩანს ფასადურია. იდიალური ოჯახის ცნება. მე ყოველთვის მიწევს მათ ჭკუაზე ვიარო და ის გავაკეთო რაც მათ უნდათ. -ოჯახს ეს მინუსი აქვს. -ხო და კიდევ ყველაფერთან ერთად ახლა ძალიან მიმძიმებს სულს ერთი ამბავი , მამაჩემი, ის ექიმთან მყავად გვეგონა გული აწუხებდა , მაგრამ სულ სხვა პასუხები აქვს, ამის შესახებ არავინ არ იცის არც დედაცემმა, არც მეგობრებისთვის არ მითქვამს. ფილტვის კიბო აქვს თან ისეთ მდგომარეობაში რომ უკვე მეტასტაზები ტვინამდეა წასული. გუშინ ყველა საავადმყოფო შემოვიარე და ასე მითხრეს ჯობია სახში გყავდეს და ბოლო დღეები სახში გაატაროსო. -სამწუხაროა. -ძალიან ცუდათ ვიყავი მართლა არ მეგონა ამას თუ შევეგუებოდი ჯერ კიდევ აქ მოსვლამდე. ახლა გიყურებ და იცი რას ვაცნობიერებ, ეს ნორმალურია შვილები უნდა გლოვობდნენ მამაებს, ვიბრძოლებ ყველაფერს გავაკეთებ , რომ მამა არ დავკარგო მაგარამ გლოვით და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნით ვერაფერს ვუშველი. -ძალიან ძლიერი ხარ, აფსოლიტურად მართალი ხარ, მაგარმ ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა ძალიან რთულია. -არ ვიცი. -მე ამას ვერ შევძლებდი. -ხო მაგრამ , აბა რას იზავდი. -დავწერდი. -რას დაწერდი? -ყველაფერს რასაც ვგრძნობდი. ძლიერ ემოციებს ჩემში ვერ ვიკავებ. -დაწერდი? ამ სახით ავლენ ემოციებს? -მეტი გზა არ მაქვს. -როგორ არა, შეგიძლია იტირო, როგორც ამას ხვა გოგოები აკეთებენ. -მერე რა ტირილი ვერაფერს შეცვლის, ვიტირებ თუ რაღაც ძალიან მეტკინება ფიზიკურად. -უცნაური ხარ. -შენც. -ამაზე დაწერ? ჩემზე? -ალბათ. -რას დაწერ. -თუ მოგიყვები აზრს დაკარგავს წერა. ბევრ რამეს დავწერ ძალიან ბევრ რამეს. -მაჩვენებ? -ძალიან გულწფელი ვარ წერისას ამიტომ ალბათ ვერა. -მაპატიე, აქ შემოვიჭერი ალბათ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩება. -სულაც არა. -წავალ დაგღალე ალბათ. -არა არ დავღლილვარ. -გმადლობ , რომ მომისმინე. ანა გიორგის წასვლის შემდეგ დიდხანს ფიქრობდა მასზე, გიორგის ყოფნისას ანას მუდმივათ ქონდა სურვილი მისთვის კალთაში თავი ჩაედო და თავადაც მოეყოლა საკუთარი ისტოია, მაგრამ ამას ვერ გაბედავდა. გული ჩაეწვა ძალიან შეეცოდა, ამავდროულად დაფიქრდა და მიხვდა რომ მარტო ყოფნასაც ქონდა თავისი პლიუსები. ანამ ჩათვალა, რომ გიორგი თავისი საუკეთესო მეგობარი იყო და წარმოიდგინა, რომ ის ხშირად მოდიოდა მასთან, უყვებოდა ყველ;აფერს და ეკითხებოდა ანას რჩევებს. ანაც გიორგის უყვებოდა ყველაფერს. ანა თავს ბედნიერად თვლიდა ის აღარ იყო მარტო , ყავადა მეგობარი და მესაიდუმლე, ამიერიდან გიორგი ყოველღამით მოვიდოდა ანასთან და მოუყვებოდა საინტერესო ამბებს, ერთ დღესაც ანა გაბედავდა და ჩაუდებდა თავს კალთაში, გიორგი ნაზად მიეფერებოდა თმაზე და კითხავდა, შენც მომიყევი რამე შენზე. ანა კი ყველაფერს მოუყვებოდა იტირებდა ძალიან ბევრს მის კალთაში, მხოლოდ გიორგი გაიგებდა რა მარტო იყო ანა და როგორ სჭირდებოდა გიორგი. 10თავი მთელი კვირის განამავლობაში გიორგი მამამისის პასუხებით ხელში დადიოდა, ერთმა ექიმმა პასუხების გერმანიაში გადაგზავნა ურჩია და ცოტა დააიმედა კიდეც, ამიტომ გადაწყვიტა სამსახურში მისულიყო. დავითთან შეხვდერა არ უნდოდა, მაგრამ ამას მაინც ვერ აცდებოდა და არჩია თავიდანვე მოეშორებინა ეს ამბავი. -გამარჯობა, შეიძლება. -შემოდი. აბა გისმენ? -რასთან დაკავშირებით. -დამცინი? მთელი კვირა არ გამოჩენილხარ. გირეკავ და არ მპასუხობ ასე უპასუხისმგებლოდ განგებ იქცევი? -არა, ამიტომ მოვედი უნდა აგიხსნა. -ძალიან კარგი იმედია სერიოზული მიზეზი , არ მინდა ჩემი ძმისშვილი მდიდარი მამიკოების იმ შვილს დაემგვანოს ვისაც თითის განძრევა არ უნდა. -ხომ იცი მამაჩემი ექიმთან მყავდა. მოკლედ ცუდი პასუხებია. -რას გულისხმობ? -არც დედამ და არც მამამ არაფერი იციან და არც მინდა, რომ გაიგონ სანამ ბოლომდე არ გავარკვევ ყველაფერ - რა ხდება? -კიბო აქვს ფილტვზე და საკმაოდ რთულადაა საქმე. -რამდენად რთულად, ღმერთო ჩემო ვერ ვიჯერებ. -ხო ასეა. ახლა წავალ საქმეებს მივხდეავ. -არც კი ვიცი რა ვთქვა. მე რა შემიძლია გავაკეთო? -არაფერი მე ყველაფერს ვაკეთებ რაც შეიძლება, უბრალოდ არავისთან არაფერი თქვა არ მინდა სხვისგან მიაღწიოს ამ ამბავმა გიორგის ყურამდე. -რათქმაუნდა. -კარგი რამე ხომ არ გინდა გავაკეთო? -მინდოდა პიარს შეხვედროდი რეკლამისთვის მაგრამ სხვა დროს იყოს ამ ამბებმა ჩაიარო და. -კარგი მაშინ გავალ. -იმ გოგომ სტატია დაწერა? ნახე? დღეს უნდა ჩავუშვათ. -კი ვნახე და რაღაც შესწორება ვთხოვე, ალბათ შეასწორებდა. კაბინეტიდან გამოსულ გიორგის ანა შეხვდა , მიესალმა და გაიარა ანა დაედავნა. -უკაცრავად ერთი წუთი. -გისმენ -ახალი სტატია დავწერე ნახე? -ჩემზე ხომ არაა? -არა, 10 უცნაური ადამიანი. ასე ქვია. -ხო, არ აქვს მნიშვნელობა. -კარგი. გიორგი კაბინეტში შევიდა და ოთახი მოათვალიერა. ეზიზღებოდა ეს გარემო გული ერეოდა სივრცეზე რომელიც მის წინ გადაშლილიყო. არ უნდოდა აქ მუშაობა მაგრამ ხვდებოდა, რომ აქ ძალიან დიდი დროის გატარება მოუწევდა. გამოსავალი საერთოდ არ ჩანდა. 11თავი ანა ღრუბლებიდან მალევე დაეშვა ძირს. მიხვდა გიორგი მასთან მეგობრობას სულაც არ აპირებდა და ის დღე მისთვის სულაც არ იქნებოდა ისეთი მოგონება, როგორიც ანასთვის. ნაწყენი და იმედგაცრუებული იყო, მაგრამ არაფერს იმჩნევდა და აგრძელებდა ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. სტატიებს წერდა იგივე ფორმატით როგორც ძველ სამსახურში. პორტრეტებს კი რომლის წერა ასე მოწონდა კვლავ თავისთვის წერდა ისე რომ არავინ არ ნახლობდა მათ. ანა გამუდმებით უყურებდა გიორგის ფოტოებს აკვირდებოდა მის თვალებს, ტუჩებს ხედავდა მასში ძალიან ახლობელს ნაცნობს. ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ გიორგი ასე უჩვეულოდ მოექცა თითქო ანას მოლოდინი ქონდა, გიორგი მისთვის აღარ იყო უცნობი. ის კარგად მოერგო მის ტყავს და უნდოდა გიორგიც აყოლოდა ამ ამბავში. დრო გადიოდა გიორგი არანაირ კონტაქტზე არ გამოდიოდა ანასთან, აღარც სტატიებს ამოწმებდა და თუ შემთხვევით შეხვდებოდა უბრალო ნაცნობივით ესალმებოდა მხოლოდ. ანა კი არ თვლიდა მის უბრალო ნაცნობად თავს. ანა რაღაც სტატიებს კითხულობდა გიორგიზე, რომ აღმოაჩინა რამდენიმე დღეში დაბადებისდღე ქონდა 20 აგვისტო. გიორგის სტატიაში ეწერა რომ დაბადებისდღეს ყოველთვი მარტო აღნიშნავდა და სადმე იკარგებოდა. ანაც ასე იყო მარტო, სახლში არ ატარებდა ამ დღეს სადმე გადაკარგულ სოფელში წავიდოდა წაიღებდა საინტერესო წიგნს და ისვენებდა. რაღაცნაირი მსგავსება იყო მათში საინტერესო იყო სად მიდიოდა გიორგი და რა მიზნით. ანას ეშმაკურად გაეღიმა და გაიფიქრა, რადაც არ უნდ ადმიჯდეს გავარკვევ. ჟურნალისტური გამოძიებები ყოველთვის უყვარდა და ეს ამბავიც გავდა გამოძიებას. სამი დღე იყო დარჩენილი გიორგის დაბადებისდღემდე რაც ანასთვის სრულიად საკმარისი იყო. ყველაფრის გასარკვევად. 12 თავი გიორგის არ უყვარდა საკუთარი დაბადებისდღე. ბავშობაში ის სულ ყურადღებისცენტრში ეხვეოდა, იღებდა საჩუქრებს, მაგრამ როგორც კი დამოუკიდებლად დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება მისმა დაბადებისდღემაც სახე იცვალა. გიორგი მიდის ქალაქგარეთ და დროს მარტოობაში ატარებს ზოგჯერ კი ის თავის სახელოსნოში რჩება და ხატავს. 19ში საღამოს ასეც მოიქცა წავიდ სახელოსნოში და დაიწყო ხატვა უფროსწორად განაგრძო რადგან უკვე დაწყებული ქონდა, რაღაც დეტალები შეუსწორა, ძალიან კმაყოფილი იყო. საათს შეხედა რამდენიმე წუთი აკლდა 12ს ტელეფონი გათიშა და ჩაილაპარაკა. უკვე 28ის. კარგად გამოიძინა დილით კი გზას გაუდგა და 12საათისთვის ერთერთი ძალიან ლამაზ სოფელს მიაღწია. წინასწარ ქონდა ერთი საოჯახო სასტუმრო დაჯავნილი სწორედ იქ მივიდა. სახლი ორ სართულიანი იყო მეორე სართულზე კიბე ადიოდა შუაში პატარა ჰოლი იყო რაც მეორე სართულს ორად ჰყოფდა სწორედ მეორე სართულის ერთ ოთახში უნდა გაჩერებულიყო. მეორე სართულს მთელ გაყოლებაზე აივანი ერტყა ავნიდან კი ულამაზესი ბუნება მოჩანდა. -გიორგი ჩემო კარგო ვიცი მარტო გინდ ხოლმე ყოფნა მაგრამ მეორე ოთახიც იქირავა ვიღაცამ და უკვე ჩამოვიდა. იმეიდა პრობლემას არ შეგიქმნით. მიმართა სახლის პატრონმა. -არა არაუშავს. ოთახში შევიდა სიძველის სუნი იდგა. ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს დაღლილი იყო და დაძინება გადაწყვიტა , რომ გაიღვიძა უკვე სამი საათი იყო, აივანზე გავიდა ძალიან ცხელოდა, მოშივდა კიდეც. სახლში შევიდა და კარები გააღო ამ დროს გვერძე ოთახის კარეი გაიღო და გიორგიმ თვალი მოკრა ახალგაზრდა გოგონას სილუეტს. -გამარჯობა -გაგიმარჯოს. გოგონა მოტრიალდა და გიორგის ნამდვილად დიდი მოულედნელობა დაატყდა თავს. -შენ -მე სახელი მაქვს , ანა მქვია. -აქ რას აკეთებ. -შენთითონ რას აკეთებ? მე ვისვენებ. -მეც ვისვენებ. -ძალიან კარგი. უთხრა და კიბეზე დაეშვა უცებ გაჩერდა ამოიხედა , გიორგი ისევ კართან იყო და თითქოს თავი სიზმარში ეგონა თვალებს არ უჯერებდა. ანამ გაუღიმა და უთხრა -დაბადების დღეს გილოცავ. გიორგი ოთახში შევიდა და ვერ ხვდებოდა რა მოხდა, ანა შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა ამ გადაკარგულ სოფელში თანაც ზუსტად იმ სხლში სადაც გიორგი იყო და თუ ასე არ იყო აბა რა უნდოდა გიორგისგან. ვერ ხედავდა ვერანაირ ლოგიკას ამ ყველაფერში. არავისთვის არ უთქვამს სად მიდიოდა და საიდან უნდა გაეგო, ნუთუ ანას მართლა შეეძლო აზრების კითხვა, საკუთარ თავზე თავადაც გაეცინა. ანა სულელი არ ჩანდა და გიორგი მშვენივრად ხვდებოდა ხვდებოდა რომ მას ქალური სიმპატიების გამო არ გამოეკიდებოდა აბა რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი. ბევრი ფიქრის მერე მიხვდა, რომ ანასთვის უნდა ეკითხა და პასუხიც უნდა გაეგო. კიბეზე ჩავიდა და ეზოში გავიდა ანას წყაროსთან მოკრა თვალი ეზოს ბოლოში. ნელნელა გაემრთა მისკენ. ანამ დაინახა და არ შეაიმჩნია. როდესაც გიორგი მიუახლოვდა ანამ აღტაცებით უთხრა. -თევზები , შეხედე თევზები. -ვიცი. ანას სახიდან ღიმილი მოსცილდა წამით შეხედე გიორგის მერე ისევ თევზებს დაუწო ცქერა. -არაფერს მეტყვი ანა? -არა. -აქ რას აკეთებ. ოღონდ არ მითხრა, რომ შემთხვევითობააო. -არ გეტყვი. -კარგი მაშინ მითხარი რა გინდა ჩემგან. ანას ირონიულად გაეღიმაა. მერე ძალიან უცნაური გამომეტყველება მიიღო მოწყენილი და დადარდიანებული. ალბათ ფიქრობდა რა უნდოდა აქ. -არ ვიცი -აბა ვინ იცის? -ალბათ პასუხი მხოლოდ მე ვიცი, მაგრაამ.. -რა მაგრამ. -ჯერ არ მიპოვია. -დამცინი. -არა -აბა რატომ დამდევ. სულელი გგონივარ? დაწერე სტატია რომელშიც ისეთი რაღაცეები გეწერა რაც არავისთვის მითქვამს , არც ის მითქვამს ვინმესთვი სად მივდიოდი და აქ მხვდები. რა ვიფიქრო შეგიძლია მითხრა. ანამ შიში იგრძნო მას ისედაც ყოველთვის აშინებდა ადამიანები და სწორედ ამიტომ ახლოს არავის უშვებდა ახლა კი კედელთან აღმოჩნდა მიმწყვდეული . -მე უკვე გაგეცი შენს პირველ კითხვაზე პასუხი , მეორე კითხვაზე კი როგორც უკვე გითხარი პასუხი თავადაც არ მაქვს. მაშინვე მოწყდა ადგილს და სახლისაკენ გაემართა. გიორგიმ უცნაური სიბრალილი იგრძნო, გული დაეწვა. ძალიან მოუნდა დადევნებოდა და ბოდიში მოეხადა გულში ჩაეკრა და ეთქვა მე მესმის შენიო. ანა თვალს რომ მოეფარა გული მოეწურა. ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ამ გოგოს მისგან მაგრამ ხვდებოდა რომ კარგი ადამიანი იყო. ის არავის არ გავდა არც ერთ გოგოს აქამდე მის ცხოვრებაში არსებულ არც ერთ გოგოს. პირველად შეხედა ანას როგორც ქალს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.