შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს. (6)


14-01-2017, 23:00
ავტორი neneusi
ნანახია 1 888

და აი მეგონა , რომ სახელს ამბობდა და დივნიდან წამოვხტი დაა....
-მე არ მითქვამს ,რომ ის გოგონა რომელთან ერთადაც პაპარაცებმა გამომიჭირეს ჩემი შეყვარებულია.
-უკაცრავად???-დაიბნა ჟურნალისტი.
-მე არ მითქვამს , რომ ჩემი შეყვარებულია, თუმცა ჩემი მეგობარია.
-აბა ეს მინიშნებები??? , რომ ამბობდით წითურები და მწვანეთვალიანები მომწონსო?-გაოცებული იყო ჟურნალისტი.
-დიახ. დარწმუნებული ვარ წითურები ყველას მოსწონს და თუ მათ მწვანე თვალები აქვთ მითუმეტეს.
არა მარტო ჟურნალისტი იქ დამსწრე საზოგადოებაც გაკვირვებული უყურებდა ალექსანდრეს!!!!! არ თქვა ხომ ნენე ჰქვიაო????? ხოდა ძალიანაც კარგი!!! სულაც არ მინდოდა!!! ამან ნახოს გაჩენის დღე თუ არ ვაწყევლინო!!!! ალექსანდრე გასვიანო, ნახე ეხლა რა გიქნას "გოგომ" - ჩავიცინე ბოროტულად. ჟურნალისტი განაგრძობდა კითხვების დასმას:
-დიდი ხანია მეგობრობთ?
-არც ისე.
-როგორ გაიცანით?
-გრძელი ამბავია.
-შეყვარებული ჰყავს?
-არა.
-დაა....თქვენ?
-შეყვარებული არა , თუმცა არის ერთი გოგო.
-რას გვეტყვით მის შესახებ?
-ჯერჯერობით არაფერს.
-ისიც წითურია?
-ხომ ვთქვი ჯერჯერობით არაფერს თქო.
-კარგიი ბუნებრივი წითურები მოგწონთ მაინცდამაინც თუ არ აქვს მნიშვნელობა?
-მე ვინც მომეწონება იმას ყველაფერი ბუნებრივი უნდა ჰქონდეს.
-რატომ???
-როგორიც ღმერთმა შექმნა ისეთი უნდა იყოს, რეალური და არა ყალბი თორემ გადაკეთებულს და შეცვლილს ყველგან იპოვი მე კი განსაკუთრებული მინდა.
-აქამდე არ გამიგია სადმე გოგოზე გელაპარაკოთ ან ურთიერთობაზე.... გავიგე მექალთანე ყოფილხართ,მართალია?
-რაღაც პერიოდის განმავლობაში ყველა კაცია მექალთანე,მაგრამ შემდეგ ჩნდება "მეორე ნახევარი" და ეს მექალთანეობაც თან მიაქვს.
-და თქვენ?
-ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა.-გაიღიმა სანდრომ.
უფსს, ნენ გეგმები ჩაგეშალა..... ლოვე ყოლია თურმე. ნეტა იმის უბედურ თავში ჩამახედა ,ალბათ არც იცის სხვადასხვა გოგოსთან ერთად რო დადის სულ თორემ... ან ფულზე დახამებულია და სიმპათიური და ფულიანი ბიჭის გამო ყველაფერს გაუძლებს. ფუ მეზიზღებიან მასეთები. კარგი, აღარ ვაპირებ აქ ვიჯდე და ამ ვაჟბატონის ლაპარაკს ვუსმინო თავის სანაქებო "ლოვე"ზე, ანდა საერთოდ მე რატომ მაღელვებს??? ვინ ვარ სანდროსთვის , რომ რაიმეს ახსნა დამიწყოს??? არც არავინ!!! არვიცი , რომ ვუყურებ ისეთია გეგონება ჩემი დაკერვა სულაც არ აქვს განზრახული და მხოლოდ მეგობრობა უნდაო.... არა მეგობრობა კი არა გეგონება ვუყვარდე ისე გულწრფელად იღიმის ხოლმე ჩემთან.... არვიცი აააარაააა!!!! ტელეფონი მოვიმარჯვე და ნინის დავურეკე:
-ნინიიკოოოო.
-ნინიკო წარსულს ჩაბარდაა...ეშმაკმაც წაიღოოოს....-წამიღიღინა სურამელაშვილის სიმღერა.
-ნინიკო ნუ გაიტლიკე შენ ენა!! იმხელაა უკვე ზურგს მოიფხან აღარ გინდა მეტი!!!
-რა გინდა ეხლა მითხარი სანამ ავფეთქდი თორე ნინიკოს განახებ მერე შენ.
-რა მინდა და... მინდა მილიარდი დოლარი..... ნაშებიი...... გულაობა და რავიცი მეეე რაა. -დავისვეცკე ხმა.
-ეჰ ეს ბიჭი მომაშორეთ აქედან.
-კაი ეხლა სერიოზულად, მე დღეს გიოს მივყვები თავისი გოგოსთვის საჩუქრის საყიდლად და ,რომ მოვალ ჩემთან ამოთ რა შენ და ელეეე.
-კაი ხოო, კარგი საჩუქარი შეურჩიე ნაწკას(გიოს შეყვარებული-ლოვე).
-მაშააა!!!!
გიო და ნაწკა დიდი ხანია ერთად არიან, გიოს თავიდან არ ჯეროდა ,რომ მექალთანეობიდან საყვარელ შეყვარებულამდე მიაღწევდა, მაგრამ ნაწკას გაცნობის შემდეგ ირწმუნააა.... ხო , ნაწკაც ჩვენი დაქალია და ისიც ისევე მიყვარს როგორც ელე და ნინი, უბრალოდ ნაწკა ამერიკაში იყო და ნინი და ელე ვეღარ ნახულობდნენ მე კიდევ ნიუ ორკიდან რას ვნახავდი? ხო, თუმცა ამის მიუხედავად ყოველდღე ვლაპარაკობდით და ყველაფერს ვუყვებოდით. დღეს ჩამოდის ამერიკიდან და თავისმა პანტერამ(გიომ) ხომ უნდა აჩუქოს რამე, ნუ პანტერა ამ ჯერად მე გამოვდივარ, მე ვურჩევ საჩუქარს და.... თუმცა ჯანდაბას არ ვეტყვი ნაწკას ვისი ხელიც ურევია ამ საქმეში დავინდობ ჩემ ბიჭს რომელსაც ისევ მართმევს ნაწკაააა!!!!!!
ჩავიცვი:ლურჯი მანგოს კაბა , გაშვებული და საოცრად ლამაზი, კედები , თმები როგორც ყოველთვის ისევ გაშლილი, მხარზე ჩანთა გადავიკიდე და დაველოდე გიუნას ზარს, აი სანატრელი წამიც!!! არა რააა, მე ვარ გოგო თუ გიო ვერ გაიგებ! როგოც წესი გოგონები იცმევენ ხოლმე 1 საათი მე კიდევ 5 წუთში სრულიად მზად ვარ და თან ძალიან ლამაზადაც გამოვიყურები ხოლმე, გიორგი კიდევ 1 საათში იცმევს რა უბედურებააა. გავედი გარეთ და ჩავუხტი მანქანაში:
-მოხვედი თეთრ რაშზე ამხედრებულო პრინცო????
-რაშზე არა მარა მანქანაზე კი.
-აი რა უბედურებაა 1 საათი ჩაცმა გიორგი!!!ჩემ მაგივრადაც შენ იცმევ????
-შენ არ ხარ გოგო და ჩვენ სასტავში ვიღაცამ ხომ უნდა ითაოს შენი ადგილი.-ენა გამომიყო.
-გველო!
-ქაჯანა.
მოლში წავედით:
-კარგიიი.... როგორი საჩუქრები უყვარს ?
-მე რავი.
-აუ მაგან კი არ იცის , რომ თავისმა პანტერამ ისიც კი არ იცის რა უყვარს თავი პატარა ლეკვს ( ნაწკაა :დ)
-ჩემ ლეკვს ვიცი რაც უყვარს თუმცა აეროპორტში მერიდება....
-უზრდელო!!!
-ნენ.
-ჰოუ.
-შენი და გასვიანის ფოტო ვნახე და....-სიტყვა არ დავამთავრებინე.
-ნუ ნერვიულობ , უბრალოდ ნინიმ და ელემ დაითრიეს მაგის ძმაკაცები და დავრჩით მე და სანდრო , თან 2ჯერ გადამარჩინა უკვე , ყოველთვის როდესაც რაღაც მემართება იმ ადგილზე ჩნდება ეგეც.
-სიმპათიურია ხომ იცი, თუმცა თავი არ გამოაყენებინო უკარებავ.
-ხომ იცი როგორი უკარება ვარ?! ყურადღებასაც არ ვაქცევ ნორმალურად,მაგრამ ქაჯივით არ ვიქცევი რათქმაუნდა.
ნაწკას შევურჩიეთ საჩუქარი და დავბრუნდით უკან.
-შენ არ წამოხვალ აეროპორტში???
-რა მინდა მე , ლოვე შენახარ.
-ნამდვილად?
-ნამდვილად.-დავუდასტურე და გავუღიმე.-გოგონები უნდა ამოვიდნენ დღეს ჩემთან.
-კაი.-გადამკოცნა და როგორც კი გადმოვედი მანქანა მოწყდა ადგილს. სახლში შევედი და გოგონებს დაველოდე, აი!!! გაისმა კარზე სანატრელი ზარი. უი ხოო ნანკა და გიორგი იმ წვეულებიდან მოვარდნენ სახლში , მე რომ მეძინა, აუღიათ ტანსაცმელი და მეგობრებთან ერთად გაქცეულან წყნეთში ჩვენც გვინდა დასვენებაო,ხოდა ისევ მარტო ვააარ!
-ალილუია!-ამოვიძახე და ხელები ოსტატურად აღვაპყრე ცისკენ.
-ალილუია დაო!-ამყვა ნინიც.
-ლექსომ დამირეკა!-ელე.
-რაა?-ნერწყვი გადამცდა და კინაღამ დავიხრჩე.
-მოგიყვებით ეხლავე.
დავჯექით და დაიწყო:
-კლუბში ვილაპარაკეთ გავეცანით ერთმანეთს , ხოდა ნომერიც მივეცი , დღეს დამირეკა სადმე შევხვდეთო ხოდა მეც მინდა წასვლა ძაან და დავთანხმდი.
-ეეე რამაგარიაა! ანუ დღეს აქ ვერ დარჩები???-მე.
-ვერააა-ელე.
-კაი ჯანდაბას მე და ნინიც გავერთობით რაა.-მე.
-საერთოდ მეც....-ნინი.
-ეხლა არ მითხრა ირაკლიმ დამირეკაო!-მე.
-ხოო, შევიცანით ერთმანეთი კლუბში და დამირეკა დღეს კაფეში შევხვდეთო, ხოდა მეც მეტი რაღა მიინდაა.-ნინი.
-რამაგარიაა! აუ ანუ მარტო ვრჩები?-მე.
-წადი სადმე რა და გაერთე შეენც, არ დარჩე მარტო რა უნდა აკეთო სახლში.-ნინი.
-აქ გამოგივლიან?-მე.
-მე ლექსო აქ გამომივლის.-ელე.
-მეც ირაკლიმ მომწერე სად იქნები და მოვალო.-ნინი.
-ეჰ , დავრჩი მარტო!
-იმიტომაა აუცილებელი გყავდეს შეყვარებულიიი.
-დავაირა ელე!
1 საათში მოაკითხეს ამათაც და წავიდნენ. რა ვაკეთო ახლააა????????????? აუუუუ , რა ბანძობაა. ტელეფონზე მირეკავენ, ალბათ ნანკაა, ეკრანს არც ვუყურებ ისე ვიღებ :
-ნანკ ერთობით? მომენატრეეეეთ.
-სანდრო ვარ ნენე.
ადგილზე გავშრი.... გავიყინე, თითქოს რაიმე ძველი....თითქოს დინოზავრი დავინახეო. ამ ბიჭის ხმა მაქლიავებს და საერთოდ ეს ბიჭი რატომ მოქმედებს ჩემზე ასეე??? ან ხანდახან რატომ ვეჭვიანობ ხოლმე? - ფეხი ფეხზე გადავიდე და ჩავფიქრდი თან კედელს მივეყრდენი სულ დამავიწყდა სანდრო:
-ნენეეე.
უი სანდრო!!!! მოდი არ შევიმჩნევ ვითომ ვერ ვიცანიიი:
-უი ხო, ჩავფიქრდი რომელი სანდრო ხარ ვერ გიხსენებ???
-ამდენ სანდროს იცნობ?
-საკმაოდ ბევრს. რომელიხარ შენ?
-შენი მფარველი ანგელოზი ნენე.
-უიჰ, ჰო სანდრო?
-გცალია?
-მცალია კი არა ჩემი ნომერი საიდან გაიგე?
-ნინი იკას ყავს წაყვანილი , ხოდა ვკითხე სანამ წავიდოდნენ ნინის.
-ააჰ..ჰო.
ძაან მაბნევს ამასთან ლაპარაკი, ოხ სანდრო, სანდრო!!!!!!!!!! ეხლა გავწითლდები....
-გცალია ????
-ისა.....კი.
ღმერთო ჩემო "კი" რამ მათქმევინა? აუუუუ!!!!!!!!! ვერავარ მე!!! ეხლა შევხვდები და ხელში ჩავადნები ეს ისეთი ბიჭიააა.
-გამოგივლი და სადმე წავიდეთ რაა.
-კაიი.
რა "კაი" გოგო რა კაი???????????????? აუ ნენე მაისურაძე უნდა დაგმარხო..... კუბოში ჩაგდებ მე შენ!!!!! უი მე ვარ ხო ნენე???? სულელი ვაარ.
გიჟივით გავვარდი გარდერობისკენ და დავიწყე არჩევაა....

აი ესეთ ინტრიგას ვტოვებ ბავშვებოოოო...... არ მოდუნდეთ იცოდეთ ნებისმიერ თავში შეიძლება მოვახდინო "თითქოს" ძალიან ცუდი რამ , ამიტომ აბა თქვენიცითთთთ <3333



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგი იყოო ძაან
აი დასაწყისი და ბოლო განსაკუთრებით. უფროდაუფრო მომწონს. კარგი წყვილები არიან.
ვველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი neneusi

nawkas12345
კარგი იყოო ძაან
აი დასაწყისი და ბოლო განსაკუთრებით. უფროდაუფრო მომწონს. კარგი წყვილები არიან.
ვველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მადლობა <3 შემდეგი როგორც ყოველთვის არ იქნება დაგვიანებით და ხვალვე დავდებ.

 


№3 სტუმარი Pliiiz

Dzaqn momwon magram didi tavebi dade flda rac mtavaria mape

 


№4  offline აქტიური მკითხველი neneusi

Pliiiz
Dzaqn momwon magram didi tavebi dade flda rac mtavaria mape

უფრო დიდ თავებს ვერანაირად ვერ დავდებ და მეტი მალე როგორღა დავდო 24 საათში ერთხელ მაქვს მხოლოდ უფლება და მეც ვდებ 24 საათში ერთხელ. მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent