შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 16


15-01-2017, 17:58
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 053

Hold my hand and promise me, you will never let me be alone.

აზრი არ აქვს ემოციების აღწერას. სცენაზე იდგა და ფიქრობდა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო. შავი კაბა ეცვა, პუანტები, რომელშიც თავს ყველაზე კარგად გრძნობდა სხვებისგან განსხვავებით და ცეკვავდა. დარბაზი სავსე იყო, მაგრამ ნინაკას ერთხელაც არ გაუხედავს მათკენ. თავი მაღლა აწეული ჰქონდა და უკანასკნელი მოძრაობის შემდეგ უბრალოდ, ლამაზად დატოვა სცენა. იმის გამო კი არ ცეკვავდა, რომ აპლოდისმენტების ხმა ყველანაირ ტკივილს ფარავდა და ა.შ. ნინაკა საკუთარი თავის გამო ცეკვავდა, ეს მას აყენებდა უდიდეს სიამოვნებას და ფეხებზე ეკ*იდა ის მქუხარე ტაშებიც და მთელი მაყურებელიც.
სარკის წინ დაჯდა, როგორც ყოველთვის აკეთებდა და სახიდან გრიმის მოშორება დაიწყო. მერე იგრძნო ფეხების საშინელი წვა. იმდენად საშინელი არა, როგორც მაშინ, მაგრამ მკერდიდან სუსტი კივილი აღმოხდა და პუანტები სწრაფად გაიხადა. დახედა თავის სისხლიან ფეხის თითებს, გადატყავებულ ფეხისგულს და მაშინვე უჯრას ეცა. ერთჯერადი დახმარების ნივთებიდან "ბინტი" გადმოიღო, სპირტი დაასხა და ფეხზე შემოიხვია. უკვე შეჩვეული ასეთ შემთხვევებს, წვაზე რეაქცია არ ჰქონია და ამჯერად ტუჩებიდან მოიშორა შავი ტუჩსაცხი.
_ გილოცავ _ ზურგს უკან ესმის ნაცნობი ხმა. სარკეს უყურებს, სადაც ლუკას გამოსახულებას ლანდავს და ღრმად სუნთქვას იწყებს.
_ მადლობა ლუკა
_ წინა რიგებში ვიჯექი, ვერ დამინახე?
_ არ დამინახიხარ
_ ძალიან ლამაზი იყავი ნინაკა სცენაზე
_ მადლობა
_ ახლაც პეპელას გავდი და მივხვდი, რომ ადამიანი პეპელა არ უნდა იყოს, ხან ერთთან რომ მიფრინდება და ხან მეორესთან
_ როგორ გავიგო?
_ ჭკვიანი გოგო ხარ, გაიგებ როგორმე _ თვალს უკრავს და სკამს ხელებით ეყრდნობა. ორივე სარკიდან უყურებს ერთმანეთს და ნინაკას უცებ გამოსახულება ემღვრევა, სიტუაციას როცა აანალიზებს.
_ იცი რა მაინტერესებს? _ აგრძელებს ლუკა, ახლა ხმა დამცინავი აქვს და მის თვალებში რაღაც ირონიული კრთება
_ ლუკა...
_ ხო აი, ზუსტად ეგ მაინტერესებს _ ეცინება
_ არ არის შენი საქმე !
_ რატომ ამბობ "ლუკას" და არა "ზუკას"?! ახლა ის უნდა იყოს აქ, იმიტომ რომ შენ ამ წამს ყველაზე ბედნიერი ხარ და არა მე, მაგრამ ყველაფერი ხომ პირიქით ხდება არა?
_ რას გულისხმობ?
_ თავს ნუ ისულელებ, კარგად გიცნობ. თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო
_ როგორ ასე?
_ ნინაკა! _ ხმას უწევს ლუკა
_ შენ ლუკა, მისმინე _ სკამიდან დგება და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ლუკასკენ რომ ბრუნდება, ნინაკას თვალებში ჩამდგარი სიმკაცრე ლუკასაც აშინებს _ მის ადგილს შენ ვერასდროს დაიკავებ. ასე ძნელია იმის გაგება, რომ ზუკა მიყვარს? როგორ უნდა ყოფილიყო, ეგ ძაან არ მაინტერესებს მე. ასე მოხდა, ასე შემიყვარდა და ის შემიყვარდა. მაპატიე თუ იმედები მოგეცი და მერე გაგიცრუე, მაგრამ არამგონია მასე მომხდარიყო. ახლა შენ რომ აქ დგახარ და ის არა, ეგ იცი რატომ ხდება? იმიტომ რომ ეგეც ასეა საჭირო. შენ აქ იმიტომ არ დგახარ, რომ გიყვარვარ. უბრალოდ ამოჩემება გაგიხდი ლუკა!
_ ჯანდაბა, ნუ ლაპარაკობ ჩემს გრძნობებზე! _ ღრიალებს და სკამს ხელს კრავს. ხის სკამი ძირს ეცემა და ორად იშლება
_ გინდა რაღაც დაამტკიცო, ზუკას დაუმტკიცო რაღაც, მე კი არა, მე სათამაშო გამხადე და საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე, ზუკას გამო, ანგარიშის გასწორების გამო გინდა რომ ერთად ვიყოთ, არა? _ არ აკლებს ნინაკა. ხვდება, რომ ახლა გაჩერება გვიანია.
_ შენ არ იცი, მე როგორ მიყვარხარ ნინაკა, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, ამის დედაც _ არ იცის როგორ აუხსნას და მის ხელებს თავისას უჭერს. ნინაკა ცდილობს ხელები გააშვებინოს, მაგრამ ლუკა სასოწარკვეთილი მაგრად უჭერს და ტუჩებთან მიაქვს
_ ვგიჟდები შენს სურნელზე, შენს ნაზ კანზე, შენს ხმაზეც კი და შენზე ნინაკა _ ჩურჩულებს და ხელებს უკოცნის. ნინაკას სევდა უჭერს ყელში
_ თავს რატომ არ მანებებ ლუკა?
_ არ შემიძლია _ ყვირის ის და ხელებს უშვებს
_ უნდა შეძლო! გთხოვ ლუკა, ჩვენს ლამაზ წარსულს გაფიცებ. იმ დროს, ერთად რომ კარგად ვიყავით. მაშინ მართლა მიყვარდი ლუკა, ოღონდ როგორც მეგობარი და გთხოვ, თავს ნუ შემაძულებ _ უღიმის და მის სახეს ხელებში იქცევს. ნინაკას ხელები უკანკალებს, ლუკას თვალებში ცრემლები უდგება _ გთხოვ. არ მინდა ასე დაიტანჯო. მე შენ არ მეზიზღები, ყველაფერი გაპატიე, მაგრამ უნდა დამტოვო. წახვიდე უნდა, კარგი? _ თვალებში უყურებს ლუკას. ბიჭი მისკენ იწევა, შუბლზე ტუჩებს აკრავს და ძალიან მძიმედ კოცნის. ტუჩებს გვიან აშორებს, ცხვირის წვერზეც კოცნის და მერე უღიმის. ტუჩებზე უყურებს, მერე ისევ თვალეში და უკან იხევს. ნინაკა ახლა მის ზურგს ხედავს, მერე ესმის კარების მიკეტვის ხმაც და სახეზე ხელებაფარებული ტირილს იწყებს. ყველაფერს ტირის, უფრო მეტად ალბათ ლუკას და იცის, რომ მართლა გაქრა ლუკა მისი ცხოვრებიდან, სამუდამოდ გაქრა და აღარ დაბრუნდება. აღარასდროს.
_____________________

უკანა გასასვლელიდან აღარ გამოდის. ტანზე იცვლის, თავის ახალ ჯინსს და თეთრ ზედას იცვამს, ხელში თბილისიდან წამოღებულ ზუკას სპორტულ მოსასხამს იჭერს და სათვალეს იკეთებს. თმებს კოსად იკრავს. თითქოს უნდა რომ არ შეამჩნიონ, მაგრამ ესეც სწორედ შემჩნევაზეა გათვლილი და ნაბიჯებს ითვლის კარებამდე. კარებთან რომ მიდის, უამრავი კამერა და მიკროფონი უჭრელებს თვალებს, მერე იქვე უამრავ ჟურნალისტს და გადამღებს ხედავს, ოპერატორები და მთელი გაწამაწია... უცებ ინანა.
_ ტრავმამ რაიმე გავლენა მოახდინა? როგორ მოხდა რომ ეს პარტია თქვენ შეასრულეთ? _ ყვირილი ისმის. ტუჩებს ერთმანეთს აშორებს და ინსტიქტურად, დაზეპირებულ და წინასწარ მომზადებულ ტექსტს პასუხობს. ხელი ნერვიულად უცახცახებს, არ იცის სად წაიღოს და სათვალესთან მიაქვს. სათვალეს რომ იხსნის და კამერები პირდაპირ თვალებში ანათებს, მერე აბრუნებს ისევ თვალებზე და უღიმის.
_ თქვენთან კულისებში ერთი ბიჭი შემოვიდა. აქვს თუ არა კავშირი ამას თქვენს პირად ცხოვრებასთან? _ აქ უკვე იბნევა. ჟურნალისტის ხმაც აღიზიანებს, კბილებს ერთმანეთს აჭერს და ისევ ღიმილით ცდილობს დაბნეულობის დაფარვას.
_ გაატარეთ, მორჩა _ იდაყვში ვიღაც წვდება. თავიდან ეშინია, მერე ერთ-ერთი "მასწავლებლის" ხმას ცნობს და ემორჩილება. ხმები ისევ არ წყდება, მაგრამ ნინაკა უკან მიყვება კაცს და როგორც იქნა, თავის მანქანასთან მიდის. სწრაფად ჯდება საჭესთან, მადლობის თქმას ვერ ახერხებს და გაზს აწვება.
გზები პარიზში ლამაზია. ქუჩები ვიწრო, კაფეები უფრო არისტოკრატული და მაღაზიები... მთელ სიცოცხლედ ღირს პარიზში საშოპინგოდ სიარული. მანქანას აპარკინგებს და ჩამოდის. თავისთვის არა, უფრო გოგოებისთვის უნდა რომ იყიდოს და კარგ ტანსაცმელს არჩევს. ერთი მაღაზიიდან მეორეში, მეორედან მესამეში და მანქნის სავარძლებიც ივსება პარკებით და ყუთებით. ბოლოს სუნამოების საყიდლად შედის. ლალოზე მიცემული პირობა ახსენდება, კარგ სუნამოს სწრაფად ურჩევს, მერე ზუკასთვის ცდილობს რაიმეს პოვნას. იმდენ სუნამოს ტესტავს, ცხვირი ეწვის.
_ შემიძლია დაგეხმაროთ? _ ინგლისურად ეკითხება ახალგაზრდა გოგო.
_ არა, მადლობა _ პასუხად უღიმის და ისევ სუნამოების დატესტვას იწყებს. როგორც იქნა, არჩევს და ორ ფლაკონს ყიდულობს. ერთს თავისთვის, მიუხედავად იმისა რომ მამაკაცისაა.
__________________


_ მენატრები ზუკა _ კამერას ურთავს და მოწყენილი უყურებს, დივანზე ჯდება და მუხლებზე ხელებს იხვევს
_ მეც, გოგო დასუსტდი თუ მეჩვენება?
_ გეჩვენება _ ეცინება
_ არა, ძაან დასუსტი მგონი ხო?
_ სამ დღეში რანაირად ზუკა, აფრენ?
_ კაი დაი*კიდე, როდის მოდიხარ?
_ მგონი კიდე ოთხი დღეც უნდა გავჩერდე
_ რატო?
_ რავი ეგრე მითხრეს რა
_ მერე შენ იყიდე ბილეთი და წამოდი მალე
_ რა პრობლემაა აქ ყოფნა ვერ ვხვდები? _ ისევ იცინის და წარბს უწევს
_ სერიოზულად გელაპარაკები ნინაკა
_ და რა ხდება გამაგებინე, რატომ გინდა მალე წამოვიდე
_ ტყუილად არ გეუბნები, მაგას შენითაც ხვდები მგონი
_ ამიხსენი, დებილი ვარ და ვერ ვხვდები!
_ მეღადავები გოგო?
_ მეტყობა?
_ ნინაკა ეხა ვიჩხუბებთ და თან სერიოზულად
_ შენ გინდა რომ ვიჩხუბოთ?
_ ხუმრობ მგონი ხო? _ ნერვიულად ეცინება ზუკას და სიგარეტს უკიდებს
_ ნუ ეწევი
_ მისმინე, დღეს შენთან ვინ იყო
_ ვერ ვხვდები რაზე ამბობ
_ ხვდები და მიპასუხე ეხა _ ხმის დამორჩილებას ცდილობს და სიგარეტს ღრმად ქაჩავს
_ არავინ, ვინ უნდა ყოფილიყო
_ კულისებშიო...
_ შეეშალათ
_ რა?
_ კულისებში არა, საგრიმიორო ოთახში
_ ხოდა ვინ იყო ძაან მაინტერესებს, მაინცდამაინც ჩემით გავარკვიო?
_ მორჩა ზუკა
_ რა მორჩა
_ ყველაფერი დასრულდა, ახლა აღარაფერი აღარ იქნება
_ ლუკა იყო ხო?
_ მისმინე...
_ გისმენ!
_ ერთხელ დამპირდა რომ შავ გედს ვიცეკვებდი და ისიც აქ იქნებოდა
_ ვა, დაჟე ეგრეც იყავით და გპირდებოდა? მერე?
_ და დღეს მოვიდა. ალბათ ურთუერთობის გაგრძელება უნდოდა. ავუხსენი ყველაფერი, დასრულდა ზუკა, წავიდა და დამიჯერე დასრულდა
_ მაგას კიდე ენდობი შენ?
_ ლუკას ვიცნობ და შენ არ იცი, რა მოხდა
_ უი რაღაც მოხდა?
_ ზუკა, მეორედ აღარ გაბედო ასე საუბარი ჩემთან _ ხმა უტყდება, გულს ტკენს ცინიკური ტონი რომელსაც ბიჭი არ იშორებს
_ ჩემს შეყვარებულს აკითხავს ბიჭი, რომელიც სამჯერ მყავს ნაცემი, თავს არ ანებებს და აკითხავს სად? პარიზში. და ჩემი შეყვარებული მეუბნება რომ მათ შორის რაღაც მოხდა, რა უნდა გავაკეთო ნინაკა?
_ იცი რა? მერე დამირეკე
_ ან არასდროს _ ეუბნება ცივად და სანამ ნინაკა გაუთიშავს და ლეპტოპს მოისვრის, მანამდე ქრება ზუკას გამოსახულება. ნინაკას ღრიალი უნდა, მაგრამ ნერვებს თოკავს, სასტუმროს ნომრის კარებს კეტავს და დაბლა ჩადის, ბართან.


წითელ ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან სვამს, ფანჯრის რაფაზე ზის და ღამის პარიზს უყურებს. ძალიან ლამაზია აქაურობა, რომ ამბობენ, სამშობლოს ვერაფერი შეედრებაო, ტყუიან. სად ბინძური თბილისი და სად პარიზი, არისტოკრატული, ნაზი, მოდის ქალაქი? ეცინება და ბოთლს დგამს, სიგარეტს უკიდებს და თავს რამდენჯერმე არტყამს კედელზე. ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს, კიდევ დიდი ხანი ზის რაფაზე და ბოლოს ხვდება, რომ უნდა მიწეროს და გამოასწოროს.

საქართველოს ნომერი გათიშულია, ფეისბუქზე ეძებს. მარჯვენა კუთხეში, მწვანედ ანათებს. მაშინვე ხსნის გრაფას და ღიმილით აგზავნის ტექსტს.
-"menatrebi da mikvarxar"
ტელეფონში ჩამახსოვრებული ფოტოებიდან ერთს არჩევს, სადაც ზუკას ხელი აქვს გადახვეული, კამერას მხოლოდ ნინაკა უცინის და ზუკას ლოყაზე კოცნის. ზუკას პროფაილზე შედის, რომ დადოს, მაგრამ მერე როგორც ხდება ხოლმე... მე თუ მკითხავთ, არ უნდა ხდებოდეს ასე. არ უნდა არსებობდეს ასეთი რამეები.
თვალები უშტერდება ფოტოზე. იმ გოგოს ცნობს, მაშინ დაბადების დღეზე რომ დაპატიჟა. პირველად ხომ იქ ნახა ნინაკამ ზუკა. სწორედ ის გოგო, რომელსაც თურმე ანკა ქვია, ფოტოზეა ზუკასთან ერთად. დივანზე ზუკა ზის, გვერდით მისი ძმაკაცები, მათე და საბაც, ზუკას კალთაში კიდე აი ეგ ანკა ძის. თან იმენა "კალთაში უზის" და იცინის. ნინაკა ფოტოს გასადიდებლად აკლიკებს, მაგრამ ფოტო აღარ არის. აი ასე, წამებში წაიშალა და ზუკას პროფაილიდან გაქრა. მწარედ ეცინება და ზუკას მონაწერს აღარ ხსნის. რა სისულელეა ფიქრობს, ჯერ ვერ იჯერებს, მერე ხვდება რომ ქაჯობები არ უნდა დაიწყოს. ნინაკა ხომ არ გავს ტიპიურ ქართველ შეყვარებულებს? მაგრამ ანკა... თუმცა ვინ იყო ნინაკასთვის ანკა? გოგო რომელიც წესიერად არც კი ახსოვდა. მესიჯს ხსნის.
-"mec da mapatie"
-"axla chemtvis gcalia?"
-"sul mcalia"
-"ho"
-"ra gchirs?"
-"araperi medzineba"
ფეისბუქიდან გამოდის და წვება. ბევრს ფიქრობს და ბოლოს ეძინება.

______________

_ დე, გაგიჟდი შენ? _ მონიტორზე თვალებგაფართოებული ელენეს დანახვისას სიცილი უტყდება. ლალო ჩუმად ზის, აშკარად რაღაცის თქმა უნდა და რედი ასწრებს
_ ნინაკა დღესვე ბილეთს იღებ და პირველივე რეისით მოფრინავ
_ რა გჭირთ, ერთი თვე მინდა პარიზი, მომწონს აქაურობა, ვა
_ ეგეთები არ იყოს ეხლა _ ყვირის ლალო
_ ოცდაათი დღე დედუ _ ისევ ელენეს დაკერვას ცდილობს
_ რომ ვიცოდე გულით გინდა კი, მაგრამ ვერ ვხვდები რა მიზანი გაქვს და არა
_ ის მიზანი, რომ თავი მოგვანატროს _ ამბობს ლალო და ათიანში არტყამს _ ყველას!
_ ერთი თვე ბევრია?
_ კი _ სამივე ერთად ყვირის
_ გთხოვთ
_ ტელევიზორში გნახეთ, რა მაგარი იყავი შენ ხო აზრზე არ ხარ _ ამბობენ და უკვე იცის ნინაკამ, რომ თემა დახურულია და პირველივე რეისით მიფრინავს
_ უნამუსო ხალხი ხართ რა
_ დე, რატო გინდა დარჩენა გვითხარი
_ ისე უბრალოდ, არ შეიძლება?
_ ეგ დამალვაა ნინაკა. ვიღაცას ან რაღაცას ემალები. მთელი ცხოვრება ხომ ვერ დაიმალები? იცი, ეგ პირიქით, ყველაფერს ართულებს დე, მერე ეჩვევი და ერთ დღეს შეიძლება მითხრა სამუდამოდ ვრჩებიო
_ სისულელეა _ თვალს არიდებს და წყალს სვამს
_ არ არის, მართალია _ ამბობს რედი
_ აბა რას მირჩევთ?
_ თუ მოგვიყვები გეტყვით
_ არაფერი, უბრალოდ მინდა პარიზით დავტკბე. აქ ყოფნა მომწონს
_ მარტო?
_ ხო, მაგას აქვს მუღამი, აბა ლალო მყავდეს და ტვინს მიბურღავდეს _ ეცინება
_ შენ გოგო, თავი არ გაგიტყდეს _ იმუქრება ლალო
_ საჩუქრები გიყიდეთ _ ახლა მოქრთამვას ცდილობს
_ მითუმეტეს, მალე ჩამოდი მალე ვნახავთ
_ კარგი _ დანებების ნიშნად ხელებს მაღლა წევს და ოხრავს _ წამოვალ
_ ვიცი ეგ ტონი და ეგ ხმა. ნინაკა სერიოზულად გეუბნები, წამოდი მანდენად
_ ხო კაი, ხო
_ ნინაკა!
_ რედი შენ მაინც რას მიყვირიხარ? არ გეცოდები?
_ არა, ჯერ ერთი მენატრები, მერე კარგად გიცნობ და ვიცი რას ნიშნავს ერთი თვე დასვენება
_ თან უნივერსიტეტი გეწყება, პაკა შენი აკადემიური
_ რა გაეწყობა, უნდა წამოხვიდე _ ეცინება ელენეს
_ ახლა უნდა გავთიშო, ბარგს ჩავალაგებ და წამოვალ სამ დღეში, ამათთან ერთად
_ გკოცნით
_ მეც



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ახლაც პეპელას გავდი და მივხვდი, რომ ადამიანი პეპელა არ უნდა იყოს, ხან ერთთან რომ მიფრინდება და ხან მეორესთან.
დამმართე რა...

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Kargi istoriaa momwons da male dade shemdegi
--------------------
M.D

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეეეე გული მომეწოურა პირველ ნაწიზეე. ლუკააააააა

იცით გაურკვევლობაში ვარ ვერ გავიგე რატომგაც მგნია რომ ნინაკას ზუკა არ უყვარს ან არ ვიცი თუ უბრალოდ მინდა რომ ასე იყოს. მოკლედ ნუ გამომეკიდებით. მეც არ ვიცი რატო ძაან მომწონს ლუკას პერსონააჟI ზუკაც მაგრამ.... ლუკა მაინც ძალაინ მომწონს.
ნუ ველოდები შემდეგს დაა მარტლა მაინტერესებს როოგრ დამთავრდება ეს მოთXრობა. წარმატებები აბა შენ იცი ავტორ!!!!!!

 


№4  offline წევრი M^d G1rl

"ახლაც პეპელას გავდი და მივხვდი რომ ადამიანი პეპელა არ უნდა იყოს. ხან ერთთან რომ მიფრინდება და ხან მეორესთან"_ აიი ამ სიტყვებმა დამმართა რაც დამმართა...

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ახლაც პეპელას გავდი და მივხვდი, რომ ადამიანი პეპელა არ უნდა იყოს, ხან ერთთან რომ მიფრინდება და ხან მეორესთან.

არ მინდა რამე მივითვისო. სიტყვები ეკუთვნის სოფიკო კობალაშვილს, იგივე sopiko-ს, ძალიან კარგ ადამიანს. კომენტარში წამოცდა და დავიჭირე.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Martlac genialuri sityvebia!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent