ქალდეას ქალაქები
თავი 1 დასაწყისი იყო და არა, იყო რა, იყო ერთი შორეული სახელმწიფო, რომელსაც ქალდეა ერქვა. ის მდებარეობდა ისეთ ადგილას, სადაც მითები და ლეგენდები რეალობა იყო. რამდენად საოცარი, მისტიური, ზღაპრული იყო ეს ადგილი, იმდენად დაუნდობელი და სასტიკი იყო მისი ბინადრებისათვის. ქალდეა ამ შორეული მიწის უკიდეს სამხრეთში მდებარეობდა. ქალდეას ვრცელი ისტორია აქვს. მის სათვეში ყოფილან გმირი, უქნარა, გამჭრიახი, დებილი და ბოროტი მეფეებიც კი. მაგრამ ამ ვრცელი ისტორიის მანძილზე არცერთი მეფე არ ყოფილა ისეთი სასტიკი, დაუნდობელი და გულქვა, როგორიც მორიარტი იყო. ამ ყველაფერთან ერთად, ის ძალიან ჭკვიანი იყო. მან მთავარ მიზნად დაისახა ქვეყანაში იდეალური წესრიგი დაემყარებინა, ხალხის სრული ერთგულება მოეპოვებინა, ურჩი ფეოდალები თავის მოკავშირედ გაეხადა. ამ გეგმის გასახორციელებლად, მან გადაწყვიტა შიშისათვის მიემართა, რომელიც მას გარანტირებულ ერთგულებას მოუტანდა. მთელი ცხოვრება, მორიარტი ეძებდა იარაღს, რომელიც მოსახლეობაში გადაულახავ შიშს დაბადებდა. სანამ მამამისი ცოცხალი იყო, ახალგაზრდა უფლისწული სასურველ იარაღს ფარულად ეძებდა, ატარებდა კვლევებს, კითხულობდა სხვადასხვა მითოლოგიურ ნაშრომებს. მეფის სიკვდილის შემდეგ, ის აღარ წუხდებოდა თავისი კვლევების საიდუმლოდ შნახვაზე. მეფის სასახლის საკნებიდან საშინელი ხმები გამოდიოდა. ხმები ადამიანისას გავდა, მაგრამ მათში რაღაც არაამქვეყნიური იყო. სასახლეში ყოველ წელიწადს ახალი ტუსაღები შეყავდად. იქიდან ცოცხალი არავინ არ გამოსულა. არავინ არ იცოდა რა ქონდა სასტიკ მორიარტის ჩაფიქრებული. გავიდა რამდენიმე წელიწაადი და მორიარტის გვერდი დაუმშვენა ორმა ჭაბუკმა. საკნებიდან ხმები მაინც არ შეწყვეტილა. რამდენიმე თვის შემდეგ, მათ კიდევ ერთი დაემატათ. საკბიდან ხმები მაინც არ შეწყვეტილა. სამი ჭაბუკი, მორიარტის მსაჯულები გახდნენ. ისინი სამართალს ყველაფრის ფასად აღასრულებდნენ. ვერავინ ვერ გაურბოდა მათ კლანჭებს. მორიარტიმ თავისი იარაღი მართლაც დაამზადა, მაგრამ ის დაუმთავრებელი იყო. თავი 2 ვიოლეტა ქალდეას ერთ-ერთი ყველაზე მიყრუებული ქალაქი ვასტუსი გახლდათ. ის უდაბნოს ცენტრში იყო პატარა ოაზისის გარშემო გაშენებული. ქალდეას მოსახლეობის უმეტესობამ არც იცოდა ამ ქალაქის არსებობის შესახებ, რადგან მისი მიგნება ძალიან ძნელი იყო, და სიცოცხლისათვის სახიფათო. ქალაქის არსებობის მთავარი წყარო ოაზისი და მომთაბარე მოქარავნეები იყვნენ. სწორედ ეს ადგილი აირჩია მაქსიმილიანმა თავისი ოჯახის დასამალად. მაქსიმილიანი წარჩინებული გვარის შთამომავალი იყო და კარგი სოციალური სტატუსიც ქონდა. ამ სტატუსის წყალობით, მან შეიტყო ჭორები, რომ მეფე თავისი ექსპერიმენტებისათვის განსაკუთრებული უნარის მქონე ხალხს აგროვებდა. ეს გაიგო თუ არა, მაქსიმილიანმა გადაწყვიტა დამალულიყო, რადგან მის საგვარეულოში მოიძებნებოდა არა ერთი ან ორი, არამედ რამდენიმე გაურკვეველი შთამომავლობის პერსონები. ეს მეფესაც ეცოდინება, ფიქრობდა ის, მეფემ შეიძლება წუთი-წუთზე მოაკითხოს ჩემს ოჯახს. მაქსიმილიანს ის საზარელი ხმები გაახსენდა, სასახლეში ვიზიტის დროს რომ ესმოდა. მან არ დააყოვნა, მთელი თავისი ქონება მის მეგობარს ჩააბარა და ვასტუსში გაიხიზნა. აქ მან მშვიდად იცხოვრა 10 წელი. მშვიდად იცხოვრა, სანამ ვიოლეტა და თომასი, მისი უმცროსი ტყუპები არ წამოიზარდნენ. ის დღე არასოდეს არ დაავიწყდება ვიოლეტას. თითქოს ერთი ჩვეულებრივი, ცხელი დღე იყო ვასტუსში. ის და თავისი ძმა, თომასი, ბაზარში წავიდნენ, ნინამ, მისმა მეგობარმა, უთხრა რომ ქარავანი იყო მოსული. ოაზისის ცენტრს რომ მიუახლოვდნენ, სადაც ბაზარი იყო, ხალხის დიდი ჯგუფი დაინახეს. თომასს ეს არ ესიამოვნა, ვიოლეტას ეუბნებოდა, რომ გული რაღაც ცუდს უგრძნობდა. ვიოლეტას ცნობისმოყვარეობამ სძლია და ძმაც დაიყოლია ახლოს მისულიყვნენ და ენახათ რა ხდებოდა. ხალხი წრის გარშემო იდგა, რომლის ცენტრშიც ცხენზე ამხედრებული სამი ჭაბული იდგა. ერთ-ერთი, შავთმიანი ამბობდა: -მეფის მიერ მონიჭებული ძალაუფლებით, ჩვენ თქვენ გიბრძანებთ გამოააშკარაოდ დამნაშავე. ვიცით რომ აქ იმალება. მზის ჩასვლამდე დრო გაქვთ. ან თქვენი ნებით მოგვიყვანთ, ან მთელ ქალაქს გადავახდევინებთ მის ვალს. ბიჭის ხმა ყინულივით ცივი იყო. მისი სახე უემოციო. მან ხალხს მოავლო თვალი და მზერა ვიოლეტასთან შეაჩერა. გოგონა შეკრთა მაგრამ მზერა გაუსწორა. მან იცოდა ეს სამი ჭაბუკი ვინ იყვნენ. თომასმა ხელი ჩაკიდა და იქიდან წამოიყვანა. და-ძმა სახლამდე მირბოდა. მათ ეგონათ რომ მამამისის წასაყვანად მოვიდნენ. მაქსიმილიანი შვილებს სახლთან შეეგება. მას გაეგო რა ხდებოდა და მათ წამოსაყვანად მოდიოდა. როდესაც დარწმუნდა რომ ისინი კარგად იყვნენ, ანიშნა რომ სახლში შესულიყვნენ. მათი სახლი პატარა, თიხის ქოხს უფრო გავდა. ეხოში ორი ცხვარი ყავდათ, და რამდენიმე ქათამი. ამ ქოხში მაქსიმილიანი მარტო ზრდიდა მის ხუთ შვილს. სახლში შევიდნენ თუ არა, ჯეიმსმა, უფროსმა ძმამ, საყვედურით სავსე მზერა ესროლა უმცროსებს, და მამასთან როგორც ჩანს გაწყვეტილი საუბარი განაგრძო. -დარწმუნებული ხარ რომ ოუენის, და არა ჩვენ, წასაყვანად არიან მოსულები? -დაწყნარდი ჯეიმს, მე დარწმუნებული ვარ. თუ ეხლა ნერვებს ავყვებით, და გაქცევას დავაპირებთ, უფრო დიდი შანსია მივიქციოთ ყურადღება. შემდეგ ის ვიოლეტას და თომასს მიუბრუნდა: -თომ, როგორ ფიქრობ რომელიმემ ხო არ შეგამჩნიათ? -არა, არა მგონია.- გაუბედავად უპასუხა თომმა და ვიოლეტას გადახედა, რომელიც თავდახრილი იდგა. მაქსიმილიანს ეს არ ესიამოვნა. -ვი, რამე ხომ არ გინდა რომ მითხრა?-წყნარი ხმით კითხა მან ქალიშვილს. კითხვაზე მხოლოდ მტკიცე „არა“ მიიღო პასუხად. -კეთილი, თომ მომიყევი რა თქვეს მსაჯულებმა. თომასის ნაამბობმა კიდევ უფრო მოზაფრა უფროსი ძმები. ჰენრიმ, ჯეიმსმა და ლუკამ მამამისს კამათი დაუწყეს რომ უმოქმედოდ ყოფნა არ შეიძლებოდა. ისინი უკვე საკმაოდ დიდები იყვნენ, რომ მამას მათი რჩევა სერიოზულად მიეღო, მაგრამ შვილებს უთხრა: -თქვენი აზრით მათ ეს გათვალისწინებული არ ააქვთ? ქალაქიდან გასასვლელი ყველა გზა ჩაკეტილი ექნებათ. არა ჯობია დავიცადოთ და არაფერი არ შევიმჩნიოთ. და კიდევ ერთი. ერც კი იფიქროთ საბრალო ოუენის გაცემა.- ეს თქვა და ოთახიდან გავიდა. და-ძმებმა ერთმანეთს გადახედეს და ყოველი შემთხვევისათვის თავ-თავიანთი იარღის ასაღებად წავიდნენ. თავი 3 დაისი მორფეუსი და ალექსი ქალაქის მოშორებით, პატარა ხის ჩრდილში ისხდნენ და დაისს ელოდებოდნენ. ნერო ქალაქის გარშემო პერიმეტრს აკონტროლებდა, რომ დამნაშავე ხელიდან არ გასხლდომოდათ. ალბად გიკვირთ, როგორ ახერხებდა მხოლოდ ერთი კაცი ამხელა ფართობის კონტროლს. მადლობა მეფე მორიარტის, სამივეს სხვა ნიჭთან ერთად, უფრო კაი სმენა და ფიზიკური მონაცემები, ამ შემთხვევაში კი არაბუნებრივად სწრაფად სირბილის უნარი ქონდათ. მაგრამ ეს საჩუქარი სამივეს ძალიან ძვირად დაუჯდათ... მორფეუსს სასახლის საკანი გაახსენდა და გააჟრჟოლა. სასახლის საკნის გარდა მას არაფერი არ ახსოვდა, თავისი ნამდვილი სახელიც კი. მორფეუსმა ცას ახედა, მალე დაისი იქნებოდა. მეფისგან ზუსტი ინსტრუქციები ქონდათ. ეპოვათ დამნაშავე, სახალხოდ დაესაჯათ და მოეკლათ. ნეტა რა დააშავა ამისთანა ამ ადამიანმა? მსაჯულს ყოველ დამნაშავეზე ერთი და იგივე კითხვა უჩნდებოდა, მაგრამ მწარე გამოცდილების შედეგად ისწავლა, რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა დაესვა. მზემ ჩასვლა დაიწყო და ნეროც გამოჩნდა. მის სახეზე მხიარული ღიმილი დასთამაშებდა. ნეროს უყვარდა ნადირობა. ვერ ვიტყვით რომ ის ამით დიდ სიამოვნებას ღებულობდა, მაგრამ ქალებში სიარულის შემდეგ,ეს მისი საყვარელი გასართობი იყო. ალექსზე კი მორფეუსი იგივეს ვერ იტყოდა. სიმართლე ითქვას, ალექსზე ის საერთოდ ვერაფერს ვერ იტყოდა რადგან მათი სამწლიანი ნაცნობობის განმავლობაში, არცერთხელ არ გაუგონია ბიჭის ხმა ან დაუნახავს მის სახეზე რაიმე ემოცია. მორდეკაიმ მასზე კარგად იმუშავა. დაისი დადგა და სამივე ვასტუსის მთავარი მოედნისკენ გაემართა. ამჯერად იქ გაცილებით ნაკლები ხალხი დახვდათ. მორფეუსმა ხალხს ყურადღებით მოავლო თვალი, მაგრამ თეთრთმიანი გოგონა ვეღარ დაინახა. ალბად მიხვდით ვის ეძებდა ჩვენი მსაჯული. ამჯერად სიტყვით გამოსვლის ხვედრი ნეროს ერგო. ნერომ ხალხს გიმილით მიმართა, თითქოს მათთვის სადაცაა უნდა ეთქვა რომ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგურა. -ძვირფასო თანამემამულენო-ეს თქვა და ხელები გაშალა. „ოხ ნერო დრამატიზმის გარეშე არ შეგიძლია ხო? ფიქრობდა მორფეუსი.“-აბა რა გადაწყვიტეთ, წვრილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის აყვავებაში და უწესობის აღმოფხვრაში, თუ დამნაშავეს დახმარება და გრძელი, ძალიან არასასიამოვნო სიკვდილი? ხალხი ხმას არ იღებდა. მორფეუსს ეჭვი ქონდა რომ ისინი იმ კაცსს არ გასცემდნენ. ის ნეროს მიუახლოვდა და ყურში ჩაჩურჩულა:“ჯობია ორმა ჩვენგანმა სახლები გაჩხრიკოს, სანამ ერთი იდარაჯებს და დამნაშავეს რომ ვიპოვით მერე ქალაქელებს ვასწავლოთ ჭკუა.“ ნეროს თვალები გაუბრწყინდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. და რადგან ორივემ, ალექსიმ და ნერომაც მანამდე იდარაჯეს, ახლა მორფეუსის ჯერი იყო. მორფეუსი ოაზისთან გემრიელად მოკალათდა, ხელშ დანა მოიმარჯვა და სმენა გაამახვილა. ვერავინ ვერ გაბედა ახლოს მისულიყო მასთან. ალექსი და ნერო კი სანადიროდ წავიდნენ. თავი 4 ნადირობა ნერომ და ალექსმა ნახევარი ქალაქი გაჩხრიკეს. მოღალატე ოუენი ვერსად ვერ იპოვეს. ქალაქში ყველა სახლის ნახვის შემდეგ, გარეუბანში გადავიდნენ. ვასტუსი უფრო სოფელი იყო, ვიდრე ქალაქი, ამიტომ დიდი დრო არ დასჭირვებიათ. ალექსი, როგორც ყოველთვის, თავის საქმეს დუმილით ასრულებდა. ნეროს ბევრად ერჩია მორფეუსი წამოყოლოდა. მისი იდიოტური მორალური დოგმები ერჩივნა ალექსის დუმილს. მოსაუბრის არყოლის გამო, ნეროს ყურადღება ვერაფერზე ვერ გადაქონდა, მოგონებები დროს იხელთებდნენ და აწამებდნენ. მას არასოდეს არ დაავიწყდება იმ წყეულ საკანში გატარებული დრო. ნერო ფიქრებიდან ხმაურმა იხსნა. ამას ხმაურს ვერ დავარქმევდით, ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერც გაიგებდა. ალექსიმ ნეროს ხმაურის მიმართულებით ანიშნა. ისინი პატარა ქოხს მიადგნენ, რომელსაც თქვენ უკვე იცნობთ. იქიდან ცხარე კამათის ხმა გაიგონეს. აშკარა იყო, რომ ქოხში მყოფნი ცდილობდნენ მაქსიმალურად ხმადაბლა ესაუბრათ. -შენ კარგად იცი, რომ მარტო რომ ვყოფილიყავი, არც დავფიქრდებოდი შენს თხოვნაზე, მაგრამ მე ოჯახი მყავს ჩემო მეგობარო. მათ ამხელა საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებ.-ამ ხმის ავტორის ბოხი ხმა ქონდა. ალბად შუა ხნის იქნებოდა. -მაქსიმილიან გემუდარები, არ გამწირო. ხომ იცი რასაც მიზამენ. ცოტა ხანი ხმა არ ისმოდა... შემდეგ ისევ ბოხმა ხმამ უპასუხა: -კეთილი... თომას , ჩვენს სტუმარს თავისი დროებითი სამყოფელი აჩვენე. ნერო ალექსს მიუბრუნდა, სახეზე ბედნიერი ღიმილი ქონდა, თავისი ნიღაბი, რომელიც სამი წლის ტარების შემდეგ სახეზე შეეზარდა. -მგონი ჩვენი დამნაშავე ვიპოვეთ. მორფეუსისათვის ხომ არ დაგვეძახა, დარწმუნებული ვარ ძალიან ეწყინება ასეთი გასართობის გამოტოვება. ალექსმა უარის ნიშნად თავი გააქნია. -კარგი, მაშინ შევუდგეთ ჩვენს ნადირობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.