შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (27)


16-01-2017, 04:51
ავტორი annabelle
ნანახია 2 181

ადმინისტრაციაში ყველაფერი მოვაგვარე. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და შრეკისთვის სუფთა ტანსაცმელი და თმის საღებავი ვიყიდე.ვერ ვუყურებდი ასეთ განადგურებულს!
იგივე განცდა,იგივე ტკივილი,რაც მისი დანახვისას განვიცადე! ცარიელ კედელს მიშტერებული ფრჩხილებს ძლიერად ისობდა კანში.
-შეჩერდი! ჯანდაბა,ნუ აკეთებ ამას!-შევემუდარე,თითები მაჯებზე შემოვხვიე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა-გთხოვ! შენ თავს ტკივილს ნუ აყენებ!-საცოდავად წამოვიძახე.ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე და სისხლიან მაჯაზე შემოვახვიე-ყველაფერს გავუძლებთ! ერთად გადავიტანთ!-დავპირდი და ცხვირით ლოყაზე გავეხახუნე.
მთელი დღე მასთან გავატარე,იმ პირქუშ,თეთრ ოთახში.თმა ჩვეულად,მწვანედ შევღებე,პირსინგებიც დავუმაგრე,რომელიც ცენტრის გარდერობში ინახებოდა და სწრაფად,უკან მოუხედავად დავტოვეთ ის საშნელი ადგილი.წამითაც არ მომშორებია გვერდიდან.ფერად თმიანები დაგვემშვიდობნენ და შინ წავიდნენ.ისინიც დამწუხრებულები ჩანდნენ შრეკის გამო!
-წამოდი,რამე გემრიელს მოგიმზადებ!ალბათ იქ საშინლად გაჭმევდნენ-ვუთხარი თბილი ღიმილით სანამ სახლში შევიდოდით,ბიჭებს ვუყურებდით,როგორ მიქროდნენ ტრასაზე.
-მეც მენატრებოდი!-წარმოთქვა მოულოდნელად.ტუჩი მოვიკვნიტე ღიმილის შესაკავებლად.მისი ხმა მალამოსავით მომედო გულზე,მერე მთელ სხეულზე-ასე არასდროს გაუჩინარდე!
-შენ,კი აღარასოდეს დაუჯერო ბოროტ,გაფოფრილ ალქაჯებს!-შევჩივლე და ცალი თვალით გადავხედე.გამეცინა,როცა ჩემსკენ დაიხარა,სახე ჩემს კისერში ჩარგო და ტუჩები კანზე მომაწება.
-მართლა დოქტორი ბოროტება ხარ!-საყვარლად ჩაიხითხითა.მე,კი ხელები წელზე შემოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე.მგონი მეც ნარკომანი ვარ! ზედმეტად ვარ მწვანე თმიან შრეკზე დამოკიდებული! ჯანდაბა!
-მეც დედა-მესმოდა,როგორ ლაპარაკობდა ტელეფონზე.სააბაზონოში კბილებს ვიხეხავდი და დასაწოლად ვემზადებოდი,შრეკი კომფორტულად მოკალათებულიყო თბილ საწოლში.
-არმინდა მისი ნახვა!-მშრალად,თითქოს ძალდატანებული მორიდებით განაცხადა და ხმამაღლა ამოიოხრა-რატომღაც არც მამაჩემის!-ხელ-პირი გავიმშრალე,ხალათი გავიხადე და მწვანეთმიანის მაიკის ამარა შევწექი საბნის ქვეშ.სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღე გავიდა! ამ ხნის მანძილზე მასთან ვრჩებოდი და არ მქონდა სახლში წასვლის სურვილი!
-ჯანდაბა! კარგი! ვკითხავ მას! თანაც გაფრთხილებ,მარი თუ მოვა მაშინვე წავალ!-დავინახე,როგორ გადაატრიალა თვალები.მისკენ მივიწიე,ხელები წელზე შემოვხვიე და სახე მის კისერში ჩავმალე.
-მეც მიყვარხარ-უთხრა და ტელეფონი გვერდით გადადო.-შარში ვართ!-ჩაიხითხითა მოულოდნელად.მეგონა ცუდ ხასიათზე იქნებოდა!
-რა ხდება?
-მამაჩემს ჩვენი ნახვა უნდა!
888
-სავახშამოდ ხომ დარჩებით?-მკითხა არჩილმა,მიას გვერდით ჩამოჯდა და შამპანიური მოსვა.ისეთი გრძნობა გამიჩნდა,თითქოს შრეკი მართლაც ზედმეტი იყო ამ ოჯახში.
-ამ...არვიცი-უხერხულად შევიშმუშნე.მწვანე თმიანს გადავხედე,მისი აზრი მაინტერესებდა,მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე პასუხის გაცემა,ვიღაცამ კარი ხმაურით დაკეტა და როგორც კი ოთახში ბატონი თამაზი შემოვიდა ძვლივს მონაპოვარი სიმშვიდე სადღაც გაქრა!
-ანუ მოხვედით!-მის ხმაზე გაუაზრებლად ყველანი ფეხზე წამოვდექით.სისულელეა ასე გეშინოდეს ადამიანის!მინდოდა თვალები გადამეტრიალებინა მაგრამ ვერ გავბედე,მწვანე თმიანს ხელი ძლიერად მოვუჭირე ხელზე.
-გამარჯობა-ხმამაღლა,თავდაჯერებული ტონით მიესალმა მამამისს.
-ასე! შენ გამოიყვანე არა?-შევკრთი,როცა შემომხედა.ბრაზი არ ეტყობოდა მაგრამ არც კეთილად იყო ჩემს მიმართ განწყობილი.
-მას თავი დაანებე!-კბილებში გამოსცრა შრეკმა.
-ოჰო,გამბედაობა გყოფნის და ასე უტიფრად მიყურებ თვალებში! მეგონა შევთანხმდით,რომ ორი თვე სარეაბილიტაციო ცენტრში დარჩებოდი!
-შევთანხმდით? თუ შენ გადაწყვიტე ასე!-მშვიდად უპასუხა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა.ჩვენც ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.
-შენ მკურნალობა გჭირდება!-მომეჩვენა თითქოს მისი შვილის მიმართ დათბა.ცოლის გვერდით,რომელიც ნერვიულობისგან ლამის ტირილს იწყებდა კომფორტულად მოკალათდა და ჩვენ მოგვაჩერდა.
-ჰო,რათქმაუნდა! შენ რომ იმკურნალე,ხომ გამოჯანმრთელდი?-ირონიულად წამოიძახა მწვანეთმიანმა.ტუჩზე ვიკბინე მღელვარებისგან.ვიცოდი,გაჩუმებას აღარ აპირებდა-თუ მკურნალობის შემდეგ შენ დაგემსგავსები,არმინდა მამა! გგონია წამალს თავი დაანებე და უკეთესი გახდი?
-როგორ ბედავ?!
-დედაჩემი გაამწარე! ჩვენ? ბავშვობა დაგვიმახინჯე! მამა გვყავდა და მაინც უმამამოდ ვცხოვრობდით! უთხარი, მიდი უთხარი როგორ ტიროდი მის გამო არჩილ,მისი სასმელის დაღვრისთვის რომ დაგსაჯა და მეგობრებთან თამაში აგიკრძალა! მია! გაახსენე,როგორ დაგიწვა მუყაოს სახლი ასე,რომ გიყვარდა! შენც მოუყევი ბექა! მოუყევი,იქნებ გაახსენდეს,შენი მუდარისა და ტირილის მიუხედავად როგორ გაიძულებდა სოფელში ქათმების დაკვლას! ღმერთო ჩემო,მამა! -იქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა.ტუჩებს ვიკვნეტდი და ვცდილობდი მოტირალი მიასა და დედამისისთვის თვალი ამერიდებინა. თამაზი გაშეშებული იჯდა,სახეზეც კი ეტყობოდა ტკივილი.
-გამდიდრდი! ნამდვილ,ქართველ კაცს დაემსგავსე.მერე სახლიდან გამაგდე!გეგონა მომიშორებდი? რაც არ უნდა ეცადო მაინც ყველამ იცის,რომ შენი ვაჟი ნარკომანი და უმაქნისია! მაპატიე!-ირონიულად გაუღიმა.
-არა არჩილ! სავახშმოდ ვერ დავრჩებით,ხომ იცი აქ ზედმეტები ვართ!-ძმას კითხვაზე უპასუხა.არჩილმაც თავი დაუქნია თითქოს შეაგულიანაო.უზომოთ მწარე იყო იმ წამს ჩამოწოლილი სიჩუმე!
888
-ტყუილად გიხარია! მაცადე ცოტა,დაგანგრევ!-გუფი და იასამნისფერ თმიანი სონიფლეისთეიშენით თამაშობდნენ.სინამდვილეში თვითონ უფრო მეტს ჩხუბობდნენ ვიდრე თამაშში.
-არ გშიათ?-ხმამაღლა ვიკითხე,წამით ყველას ყურადღება მივიქციე,სიცილი ამიტყდა,როცა ერთდროულად დამიქნიეს თავი თანხმობის ნიშნად-თავი ბაგა ბაღის გამგე მგონია!-გავიცინე და სამზარეულოში გავედი.სანამ ვახშამს ვამზადებდი მესმოდა,როგორ იცინოდნენ ბიჭები.შრეკიც ბედნიერი ჩანდა! თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდაო!
-რისი სუნია?-გავიგე ზურგს უკან.გასქურა გამოვრთე და ღიმილით მივბრუნდი მწვანეთმიანისკენ.
-სკუნსის შემწვარი უკანალისა და აქლემის კუზის!-დავიმანჭე წარმოდგენისას.
-ფუფ,რა საზიზღარი ხარ-საყვარლად ჩაიხითხითა,ლოყაზე ღრმულები გამოუჩნდა თუ არა ტუჩები შუბლზე ამივიდა ღიმილისგან.თავი ვერ შევიკავე,მასთან ახლოს მივიწიე და ჩაღრმავებულ ფოსოზე ვაკოცე.
-ჰო,ბევრჯერ გითქვამს-ენა გამოვუყავი.ხელები წელზე შემომხვია და თავი ჩემს კისერში ჩამალა.
-დღეს დარჩები?
-ჰო-თავი დავუქნიე-ორი კვირაა ისედაც აქ ვრჩები!-ვუთხარი სიცილით და მოვშორდი-იქნებ მაცადო? თუ შიმშილით სიკვდილი გირჩევნია?
-დოქტორი ბოროტება ხარ!-ჩაიხითხითა ისევ.მაგიდასთან ჩამოჯდა და ვაშლი ხმაურიანად ჩაკბიჩა.
ვახშმის შემდეგ რამდენჯერმე მე და გუფიმაც ვითამაშეთ ,,ჯოისტიკებით’’.
-ესეც შენ!-ვყვიროდი ყოველი გამარჯვების შემდეგ.სანამ არ წავიდნენ იქამდე ვერ მივხვდი,რომ განზრახ მაგებინებდა.
-რა სულელი ვარ!-გამეცინა,როცა საბნის ქვეშ შევწექი,მწვანე თმიანი სასაცილოდ დაიკლაკნა,როცა ცივი ტერფები ფეხებზე მივადე.
-ახლა ჩ@ვიფსამ!-წამოიყვირა.მე კი პირზე ავიფარე ხელი ხარხარის შესაჩერებლად-რაიყო,მაცივარში გაყინე?
-სიცივეა!-ხმამაღლა გავიცინე ბოლოს.მისკენ მივიწიე,მკლავები წელზე შემოვხვიე და მკერზე ავეკარი-უჰ ,,გრელკა“ ადამიანი,რომ იყოს შენ იქნებოდი-გადავიხარხარე ისევ.
-ლოგინიდან,რომ გადაგაგდო ღირსი იქნები!-ამოიბუზღუნა და უკანალზე მიჩქმიტა.
-იდიოტი ხარ!-მსუბუქად მივარტყი მუშტი მხარზე.
-არაა საჭირო ამდენი მადლობა!-ჩაიხითხითა,საბოლოოდ,მისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვგიჟდები,ვგიჟდები ამ ისტორიაზე და ამ გმირებზე რა.რომ ვხედავ ხოლმე ახალ თავს სიხარულისგან თვალები მიფართოვდება.ნუ აგვიანებს რა
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუ რა თავი იყოო. ცოტა მეპატარავა მაგრამ არაუშავს.
იცი როგორ მიყარსხარ? არამგონია იცოდე, მინდა რომ ადამინებში ნებისმიერი რამის მიიუხედავად სიკეთეს ვხედავდე და შენ მოთხრობაშI მე ამას ვხედავ და ეს გულს მიხარებს მართლა. სხვა მოთხრობებშიც ხომ არიან ნარკომანები არ ვიცი უბრალოდ არ ვგრძნობ მათ მიმართ არც ზიზღს არც აგრესიას არაფერს უარყოფით და არ ვიცი რა ვიფიქრო იქნებ არასწორია ჩემი ეს დამოკიდებულება?. ვიცი ცუდია ვიცი კლავს არ შემიძლია ამის გამო მათთან დამოკიდებულების შეცვლა. სხვა მოთხრობასI ვხედავ აგრესიას და უარყოფით განწყობას მათ მიმართ და აქ კი ასე მგონია რომ გესმის რასაც ვფიქრობ ამაზე, ეს მოთტხრობა ერთდროულად მამშვიდებს და მაფრიაქებს. ბოდიში ასეთი კომენტარისთვის უბრალოდ მართლა მინდოდა იმის დაწერა რასაც ვგრძნობ და იმედია თავი არ მოგაბეზრე.
მოუთბენლად ველოდები შემდეგს მიყვარხარ და მიყვარს ეს მოთხრობა. მადლობა ამ სიამოვნებისთვის!!!!!

 


№3  offline წევრი Firefly

შეუდარებელი ხარ!
საოცრებააა
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან, ძალიან კარგი იყო... მოუთმენლად ველი შემდეგს
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№5 სტუმარი Guest nica

Ai prosta am istoriaze vafren, vabodeb, vgijdebi. Miyvars da sul motqmelad velodebi shemdeg Tav's <3 <3

 


№6 სტუმარი Guest Keti

mokled me eseti sakvareli istoria arsad ar wamikitxavs magaria magari sixaruloo mara nu gviviwyeb xolme dagxov es mama shvili shearige

 


№7  offline წევრი annabelle

La-Na
ვგიჟდები,ვგიჟდები ამ ისტორიაზე და ამ გმირებზე რა.რომ ვხედავ ხოლმე ახალ თავს სიხარულისგან თვალები მიფართოვდება.ნუ აგვიანებს რა

kissing_heart heart_eyes ვეცდები აღარ დავიგვიანოო <3

nawkas12345
აუუუ რა თავი იყოო. ცოტა მეპატარავა მაგრამ არაუშავს.
იცი როგორ მიყარსხარ? არამგონია იცოდე, მინდა რომ ადამინებში ნებისმიერი რამის მიიუხედავად სიკეთეს ვხედავდე და შენ მოთხრობაშI მე ამას ვხედავ და ეს გულს მიხარებს მართლა. სხვა მოთხრობებშიც ხომ არიან ნარკომანები არ ვიცი უბრალოდ არ ვგრძნობ მათ მიმართ არც ზიზღს არც აგრესიას არაფერს უარყოფით და არ ვიცი რა ვიფიქრო იქნებ არასწორია ჩემი ეს დამოკიდებულება?. ვიცი ცუდია ვიცი კლავს არ შემიძლია ამის გამო მათთან დამოკიდებულების შეცვლა. სხვა მოთხრობასI ვხედავ აგრესიას და უარყოფით განწყობას მათ მიმართ და აქ კი ასე მგონია რომ გესმის რასაც ვფიქრობ ამაზე, ეს მოთტხრობა ერთდროულად მამშვიდებს და მაფრიაქებს. ბოდიში ასეთი კომენტარისთვის უბრალოდ მართლა მინდოდა იმის დაწერა რასაც ვგრძნობ და იმედია თავი არ მოგაბეზრე.
მოუთბენლად ველოდები შემდეგს მიყვარხარ და მიყვარს ეს მოთხრობა. მადლობა ამ სიამოვნებისთვის!!!!!

მადლობა შეენ <3 მეც მიყვარხაარ <3 თან ვერ გადმოგცემ ისეე <3

Mari-Mariami.16
ძალიან, ძალიან კარგი იყო... მოუთმენლად ველი შემდეგს

მადლობა დიდიი <3

Guest nica
Ai prosta am istoriaze vafren, vabodeb, vgijdebi. Miyvars da sul motqmelad velodebi shemdeg Tav's <3 <3

მადლობაა <3

Guest Keti
mokled me eseti sakvareli istoria arsad ar wamikitxavs magaria magari sixaruloo mara nu gviviwyeb xolme dagxov es mama shvili shearige

მადლობა მადლობაა heart_eyes

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მე ვგიჟდები ამ ისტორიაზე... მაბიდეეებს..მაგარი ხარ.. მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent