შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (26)


5-01-2017, 05:16
ავტორი annabelle
ნანახია 2 249

888
-გამარჯობა-უხერხულად ამოვილუღლუღე მარის დანახვისას,სკამი ხმაურით გამოვაჩოჩე და ნელა ჩამოვჯექი.,კაფე’ მიყრუებულ ჩიხში მდებარეობდა,იაფასიანი და საოცრად მყუდრო იყო იქაურობა.
-მიხარია,რომ მოხვედი!-თითქოს მეგობრულად წარმოთქვა.მინდოდა თვალები გადამეტრიალებინა მაგრამ თავი შევკავე.
-ყველაფერი რიგზეა?
-შენთვის არამგონია!-მოჩვენებითი მწუხარებით წარმოთქვა და ცერა და საჩვენებელ თითებში მოქცეული ყავის ჭიქა ტუჩებთან ისე მიიდო წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის მზერა.
-ვერ მიგიხვდი?-წარბები შევკარი გაღიზიანებულმა.
-მას შენთან შეხვედრა აღარ უნდა!-საზარლად ჩაისისინა.მისმა ხმამ თითქოს,რაღაც ძალით ჩემ კანში შემოაღწია და ყველაფერს ცეცხლი მოუკიდა!-იმედია ახლა ყველაფერი კარგად გაიგე!
888
გაუსაძლისი ერთი თვე,უაზრო ოთხი კვირა! ამ დღეების განმავლობაში სრულიად უმწეოდ ვგრძნობდი თავს.სკოლის გამოსაშვები საღამოს შემდეგ მეგობრები უარვყავი! მას შემდეგ რაც ნიკა ონიანმა გააკეთა არავისთან ურთიერთობა აღარ შემეძლო! ამდენი წლის შემდეგ კი გამოჩნდა ადამიანი,რომელიც უცნაურად,თითქოს იძულებით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და მაიძულა ჩემ თავთან ლაპარაკი დამევიწყებინა...და ბოლოს რა მოხდა? რა გააკეთა? ჩემს ისედაც უბადრუკ მაგრამ მის გარეშე საერთოდ აუტანელ ცხოვრებას ფერები წაართვა!
ჯანდაბა!
-სკალპერი მომაწოდე!-ვუთხარი ნათიას და ხელი გავუწოდე-შენ კი შეგიძლია წახვიდე!მე თვითონ გავკერავ-ზრდილობისთვის გავუღიმე გოგონას.მარტო ყოფნა და ფიქრი მინდოდა,რაც მასთან ერთად შეუძლებელი იყო! გამუდმებით სულელურ თემებზე ლაპარაკის წამოწყებას ცდილობდა.
-ნახვამდის-წასვლისას ხელი დამიქნია,რკინის კარი მძიმედ გამოაღო და მის მიღმა გაუჩინარდა.შუახნის მამაკაცის დიაგნოზის დადგენისა და მისი ფირზე ჩაწერის შემდეგ უსულო სხეული გავკერე.ბოლოს ხელთათმანები სანაგვე ურნაში ჩავაგდე და მოსასვენებელ ოთახში ვაპირებდი გასვლას ხმაური,რომ მომემა.
-ფუ ამის! გული კინაღამ გამისკდა-ნაცნობმა ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება.უკან რომ მივბრუნდი, ძირს გადმოვარდნილი საკაცის გვერდით მდგარ, გუფის დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე.
-გამარჯობა!-ერთი თვის მანძილზე პირველად გამიხარდა ადამიანის დანახვა.
-მართლა საშინელი ადგილი ყოფილა!-ირგვლივ მიმოიხედა,გადამეხვია და ხელი მსუბუქად დამკრა მხარზე.როცა მოსასვენებელ ოთახში შევიპატიჟე უხმოდ ჩამოჯდა რბილ დივანზე,რამდენიმე წამი თბილად მიღიმოდა და თითებს მუხლებზე ათამაშებდა.
-სად გაქრი დოქტორო?-მკითხა მოულოდნელად-ის საშინლადაა...მნახველებს ახლოსაც არ იკარებს!
888
ყველაზე ახლოს მდებარე კაფეში შევიარეთ.მოვუყევი,რა მითხრა მარის,როგორ ვცადე მისი და დანარჩენი ბიჭების მოძებნა მაგრამ არაფერი გამომივიდა.მან კი მიამბო შრეკის მამას,როგორ მიუყვანია მარის ინიციატივით სარეაბილიტაციო ცენტრში,გამოსაჯანმრთელებლად!
-ბავშვობიდან ძუკნ@ იყო-ჩუმად შეიკურთხა თავისთვის და ყავის ბოლო ყლუპი გადაყლაპა-წერილებს გწერდა!
-მე არაფერი მიმიღია-ტუჩზე ვიკბინე მღელვარებისგან.გული ისე ამჩქარებოდა,წამით ვიფიქრე, საგულედან ამოხტება და ფრენას დაიწყებსმეთქი.
-რათქმაუნდა არა! წერილებს მარის ატანდა!-თვალები საყვარლად გადაატრიალა.არვიცი,საიდან მქონდა იმდენი მოთმინება.როგორ ვითმენდი სასწრაფოდ მის სანახავად არ წავსულიყავი!-ჰგონია,რომ მიატოვე! მე და ბიჭებს მისვლა აგვიკრძალა.აღარც მარის უშვებს მასთან.
-წამიყვან მასთან?-გაუბედავად ვკითხე.თითქოს ვედრებასავით გაისმა ჩემი სიტყვები!
888
-დიდხანს ნუ გაჩერდებით! ანერვიულებულია.თვეზე მეტია წამალი არ მიუღია!ხომ გესმით...-მითხრა ახალგაზრდა,ქერათმიანმა ქალმა სანამ თეთრ,რკინის კარს გამოვაღებდი.მხოლოდ თავი დავუქნიე და ოთახში ნელა შევაბიჯე.კარი ზურგს უკან მომიხურეს! შესვლისთანავე, ერთ ადგილზე გავშეშდი!
-ჯანდაბა!-ხელი პირზე ავიფარე,გულში რაღაც ჩამწყდა მწვანე თმიანის დანახვისას.ლოგინის კუთხეში,ორად მოკეცილი იწვა.თმის ფერი თითქმის სულ გადასვლოდა და გახუმებოდა,ჩემი საყვარელი კულულები,დაუდევრად შეუჭრია მისთვის ვიღაცას.სულ ცოტათი მაგრამ მაინც შესამჩნევად. შევკრთი,ლამის გული გამიჩერდა,როცა დაბინდული,ჩაშავებული თვალებით შემომხედა,მერე დახუჭა და ისევ გაახილა.ასეთი უსიცოცხლო აქამდე არასდროს მინახავს!
-გამარჯობა-კისერში გაჩხერილი ცრემლის მიუხედავად მაინც წარმოვთქვი და კბილი ძლიერად დავაჭირე ქვედა ტუჩს, ტირილის შესაკავებლად.მთელი ერთი თვის მანძილზე ერთი ცრემლიც არ გადმოომიგდია და როცა მის პირდაპირ ვიდექი რა მატირებდა წარმოდგენა არ მქონდა!
-გამარჯობა-არ განძრეულა ისე ამოიჩურჩულა.ნელა,გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი მისკენ,ლოგინთან ჩავიმუხლე და სახეზე მივაჩერდი...
-მე...მე...საშინლად მენატრებოდი-საწყლად აღმომხდა.ლოყებზე სისველე ვიგრძენი,როცა უცნაურად შემომხედა.მისი თვალები ჩამქრალი და უემოციო იყო.სასოწარკვეთილმა სწრაფად წამოვდექი,მისგვერდით დავჯექი და წამოვაყეენე.მივიწყებულმა სიმშვიდემ თითქოს ისევ მიპოვა,როცა მკერდზე მივიხუტე.თითები მის კულულებში ავხლართე და ტირილისგან თავი აღარ შემიკავებია მის მკლავებს,რომ მოვკარი თვალი.ჩუმად ავქვითინდი დაკაწრული მაჯების დანახვისას.ბრჩხილები სისხლით ჰქონდა მოსვრილი.
-ყველაფერი დამთავრდა...-ყურში ჩავჩურჩულე.მან მხოლოდ თავი დამიქნია.ცრემლი,შევიწმინდე,თავზე ვაკოცე და წამოვდექი-წავიდეთ აქედან!
888
ადმინისტრაციაში ყველაფერი მოვაგვარე. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და შრეკისთვის სუფთა ტანსაცმელი და თმის საღებავი ვიყიდე.ვერ ვუყურებდი ასეთ განადგურებულს!
იგივე განცდა,იგივე ტკივილი,რაც მისი დანახვისას განვიცადე! ცარიელ კედელს მიშტერებული ფრჩხილებს ძლიერად ისობდა კანში.
-შეჩერდი! ჯანდაბა,ნუ აკეთებ ამას!-შევემუდარე,თითები მაჯებზე შემოვხვიე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა-გთხოვ! შენ თავს ტკივილს ნუ აყენებ!-საცოდავად წამოვიძახე.ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე და სისხლიან მაჯაზე შემოვახვიე-ყველაფერს გავუძლებთ! ერთად გესმის?!-დავპირდი და ცხვირით ლოყაზე გავეხახუნე.
მთელი დღე მასთან გავატარე,იმ პირქუშ,თეთრ ოთახში.თმა ჩვეულად,მწვანედ შევღებე,პირსინგებიც დავუმაგრე,რომელიც ცენტრის გარდერობში ინახებოდა და სწრაფად,უკან მოუხედავად დავტოვეთ ის საშნელი ადგილი.წამითაც არ მომშორებია გვერდიდან.ფერად თმიანები დაგვემშვიდობნენ და შინ წავიდნენ.ისინიც დამწუხრებულები ჩანდნენ შრეკის გამო!
-წამოდი,რამე გემრიელს მოგიმზადებ!ალბათ იქ საშინლად გაჭმევდნენ-ვუთხარი თბილი ღიმილით სანამ სახლში შევიდოდით,ბიჭებს ვუყურებდით,როგორ მიქროდნენ ტრასაზე.
-მეც მენატრებოდი!-წარმოთქვა მოულოდნელად.ტუჩი მოვიკვნიტე ღიმილის შესაკავებლად.მისი ხმა მალამოსავით მომედო გულზე,მერე მთელ სხეულზე-ასე არასდროს გაუჩინარდე!
-შენ,კი აღარასოდეს დაუჯერო ბოროტ,გაფოფრილ ალქაჯებს!-შევჩივლე და ცალი თვალით გადავხედე.გამეცინა,როცა ჩემსკენ დაიხარა,სახე ჩემს კისერში ჩარგო და ტუჩები კანზე მომაწება.
-მართლა დოქტორი ბოროტება ხარ!-საყვარლად ჩაიხითხითა.მე,კი ხელები წელზე შემოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე.მგონი მეც ნარკომანი ვარ! ზედმეტად ვარ მწვანე თმიან შრეკზე დამოკიდებული! ჯანდაბა!
=======================================================================
იცით რასაც ველი,იმისთვის რომ მალე დავდო და გილოცავთ ახალ წელს



№1 სტუმარი Guest Firefly

მე მიყვარს შრეკი
ძალიან მიყვარს!!!!
დოქტორი ბოროტებაცმიყვარს და გუფიც!
და კიდევ შენ მიყვარხარ ძალიან!

 


№2 სტუმარი manana

ძალიან მომწონს ეს ისტორია, მოუთმენლად ველი ხოლმე , მალე დადე

 


№3 სტუმარი makakuna

აუუუ, გამოაჯანმრთელე რაა შრეკი. მომენატრა მე ამათი ხითხითი და ასეთს, ამ თავში რომ იყო, ვერ ავიტან. კარგი ხარ, ძალიან კარგი. ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. გემრიელად წერ. არ გვალოდინო ეხლა :-)

 


№4  offline მოდერი CeCe))

როგორ მიყვარს ეს ისტორია
და
ყოველთვის როგორ სულმოუთქმელად
ველოდები
შენ არ იცი.
ჩემი შრეკი დამიბრუნე,რა.
აი,ისეთი სულ რომ იღიმის.
ასე აღარ დააგვიანო რა შემდეგი
თავის დადება,თორე
მე შრეკზე უარეს დღეში აღმოვჩნდები!

 


№5 სტუმარი Guest მარიამი

ვგიჟდები ამ ისტორიაზე, ვგიჟდები შრეკზე, ვგიჟდები დოქტორ ბოროტებაზე <3 და დამპალი მარი

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუუ
შენც მიყვარხარ... შრეკიც მიყვარს... და დოკ ბოროტებაც მიყვარსსს... ყველა მიყვარსსს....

ოოო გუფიცცც...
არ ვიციი რომ დავინახავ ხოლმე შრეკის მწვანე თმას საიტზე კივილი მინდება ხოლმე სიხარულისგანნნნ!!!! ვიცი მუზა და მისი ცუღლყტობები მაგრამ მაინც რა ვქნა ერტი სული მაქ ხოლმე რომდის დადებ შემდეგს.
ველოდებიი არა გელოდები მოუთბენლად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№7 სტუმარი mariami

ვგიჟდები ამ ისტორიაზე და მის პერსონაჟებზე, რათქმაუნდა მარის ვერ ვიტან. დოქტორი ბოროტების და შრეკის სახელი მაინტერესებს. გთხოვ ასე აღარ დაიკარგო და მალე დადე რააა blush

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძაან მაგარი თავი იყო.ვაიმე როგორ მინდა მარი გავპუტო რა.კარგია ყველაფერი რომ გაირკვა
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი Anna

არ მეგონა დოქტორი ბოროტება თუ მარის დაუჯერებდა,მაგრამ ჯანდაბა რა ! ეს გოგოც გადებილდა :დ
საოცრად მიყვარს ეს ისტორია !

 


№10 სტუმარი Guest nica

Vabodeb am istoriaze

 


№11 სტუმარი enene

Radgeshi chamigdet chemi mwvanetmianiiii

 


№12  offline წევრი Mari-Mariami.16

რატომ აღარ აგრძელებ ამ ისტორიას?
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent