ჯანდაბა! (23)
888 -თუ მოინდომებ შეძლებ! ოჰ, მიდი რა!-გამომძახა მდინარის მეორე ნაპირიდან.გამუდმებით დამცინოდა და აღნიშნავდა როგორი მოუხერხებელი ვიყავი. -ჩავვარდები! ხომ იცი, მე ცურვა...-აღარ დავასრულე,თვალები გადავატრიალე და ფრთხილად მოვსინჯე გამიძლებდა თუ არა ქვა,წყლიდან რომ ამოეყო თავი. -დაგიჭერ,უბრალოდ გადმოხტი.ესეც არ იყოს ნილოსი!-საყვარლად გაიცინა და ხელი გამომიწოდა.ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ გავიქეცი,რამდენიმე ცდისა და მისი ხვეწნის შემდეგ,როგორც იქნა გადავხტი,მის მკერდ ძლიერად მივეჯახე.სიცილი ამიტყდა,როცა მივხვდი ,,მშვიდობიანად გადავლახე“ მდინარე-რა სულელი ხარ, ღმერთო ჩემო-ჩაიხითხითა.მე მუჭი მსუბუქად მივარტყი მხარზე და ენა გამოვუყავი. -ამდენს,რომ ლაპარაკობ,ჯობია წავიდეთ სადაც მიგყავარ! -ჰო,ჰო წამოდი-ღიმილით გაიქნია თავი,ხელი ჩამკიდა მაიძულა გავქცეულიყავი.ისე სწრაფად დარბოდა, წამით მეგონა ფეხებს ვეღარ ავუწყობდი და სახით მოვხნავდი იმ მწვანე მინდორს. -შენ ხომ არ გაგიჟდი?-ვქოშინებდი სულ მოუთქმელად,როცა გავჩერდით.ხელებით მუხლებს დავეყრდენი,რომ არ ჩავკეცილიყავი-გააფრინე?-მის ხარხარზე მეც ვერ შევიკავე თავი.ბოლოს მაინც ჩამოვჯექი ცივ ბალახზე.ვუყურებდი,როგორ გაიხადა ტყავის ქურთუკი და მხარზე შემოიგდო.თითები მწვანე კულულებში შეიცურა,წინ ჩამოყრილი უკან რომ გადაევარცხნა. -სად მივდივართ? თუ კიდევ ასე უნდა ვირბინოთ,მე აქ ვრჩები-ამოვილუღლუღე ძალაგამოცლილმა. -უნდა გამოვთვალო, დღეში საშუალოდ რამდენჯერ წუწუნებ!-თვალები გადაატრიალა,ხელზე მომეჭიდა და წამომაყენა-მოვედით!-პატარა ხის შენობისკენ მიმანიშნა,რომელიც ადრე ალბათ წისქვილი უნდა ყოფილიყო..მომწონდა ის ფაქტი,რომ თავის ბავშვობას მიზიარებდა.ძველ ნახატს ჰგავდა იქაურობა,მარტო მცხოვრებ ბებიებს,რომ უკიდიათ ხოლმე კედელზე და არაოპკვინ იწუხებს თავს მათ შესათვალიერებლად. -ჩემი ძმების საყვარელი ადგილია-გარშემო მიმოიხედა-ლამაზი კია მაგრამ...-არ დაუსრულებია,ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ მიიქცია მისი ყურადღება. -მიაა!-მაცნობა და კითხვა დაიწყო.მე წისქვილს მივაცქერდი.ვცდილობდი წარმომედგინა როგორ თამაშობდა აქ მწვანე კულულიანი მის და-ძმასთან ერთად. -ჯანდაბა!-ამოიოხრა შრეკმა და მინდორზე ჩამოჯდა. -რა მოხდა? -დედაჩემი საავადმყოფოშია... 888 ბარგი ჩავალაგეთ და სასწრაფოდ ქალაქში დავბრუნდით.საავადმყოფოში წაყოლაზე უარი მითხრა.სახლში დამტოვა და გაუჩინარდა. ჩანთები ძვლივს შევათრიე სახლში.უკვე კარის ჩაკეტვას ვაპირებდი ვიღაცის ფეხმა შემიშალა ხელი.ნელა ავაყოლე მზერა ტერფიდან სახემდე.ნიკუშა ონიანის დანახვაზე წარბები ზემოთ ავზიდე. -საბოლოოდ გადაგრია არა?-წარმოთქვა დამცინავი ღიმილით,მხარი გამკრა და ოთახში შემოვიდა. -გამარჯობა ნიკოლოზ!-თვალები გადავატრიალე მის ტონზე.-შემოდი კართან ნუ დახარ!-ვთქვი სიცილით. -როგორც ჩანს კარგ ხასიათზე ხარ! -ცუდათ რატომ უნდა ვიყო?-ხელები წელზე შემოვიწყვე.ვუყურებდი როგორ ჩაჯდა სავარძელში. -იმიტომ,რომ სულელი,პატარა ბავშვივით იქცევი! იცი მაინც ვინ არის? რას წარმოადგენს? ალბათ ბავშვობიდან ნარკომანი და საცოდავია! - და კიდევ მე ვიქცევი პატარა ბავშვივით?-გავბრაზდი,წარბები უნებურად შევკარი.ასე ძალიან არასდროს მდომებია მისი გაქრობა და ჯანდაბაში გადახვეწა.-იქნებ დაივიწყო ჩემი არსებობა და უბრალოდ იცხოვრო ბედნიერად? -ბედნიერი ვიყო შენ გარეშე?-თავი გაიქნია,ოდნავ წამოიწია და ხელებს დაეყრდნო. -გეყოს! ახირებაა და მეტი არაფერი. -ნეტა მართლა მასე იყოს! -კარგი რა...-ტუჩზე ვიკბინე.სიბრაზე და სინანული ერთმანეთში მერეოდა.აღარ ვიცოდი რას ვგრძნობდი იმ ბიჭის მიმართ,რომელიც მამაჩემის წასვლის შემდეგ ერთხელაც არ მომშორებია გვერდიდან.-მოდი რამე მულტ.ფილმს ვუყუროთ! როგორც ბავშვობაში-წამოვიძახე მოულოდნელად.მინდოდა წარსული გამეხსენებინა მისთვის.მინდოდა მიმეხვედრებინა მეგობარი მჭირდებოდა მისი სახით და არა მტერი,რომელიც ჩემი ცხოვრების დანგრევას ცდილობს. -რა?-წამით თითქოს გაუკვირდა მაგრამ მერე თვალები აუელვარდა.თავი ენერგიულად დამიქნია,ჟურნალების მაგიდიდან დედაჩემის ლეპტოპი აიღო და სწრაფად ჩართო.-რას ვუყუროთ? -,,ლედი და მაწანწალა“-ზე რას იტყვი?-თავი გვერდით გადავხარე,მისი სახის დანახვაზე. -იქნებ ,,ტრანსფორმერები“? -არც იფიქრო-სიცილით გავაქანე თითი და გვერდით მივუჯექი-,,ლედი და მაწანწალა“. მთელი ბავშვობა შენ მიგებდი! ახლა ჩემი ჯერია! მე ,,ლედი და მაწანწალა“ მინდა! 888 მთელი კვირა ონიანთან ერთად გავატარე.მეც მიკვირდა,როგორ შეიცვალა ასე.სამსახურში მაკითხავდა და იქედან კინოში ან სავახშმოდ მივდიოდით ძვირადღირებულ რესტორნებში.მიუხედავად ჩემი თხოვნებისა ის მაინც განაგრძობდა ძვირიანი საჩუქრებით ჩემს ,,განებივრებას“.ამ ერთი კვირი მანძილზე ისე ვგრძნობდი თავს,როგორც პარალელურ ჩემთვის მოურგებელ სამყაროში.ნინაც ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა. შრეკი კი არსად ჩანდა.გამუდმებით ტელეფონს დავყურებდი იმ იმედით,რომ დამირეკავდა ან შეტყობინებას მაინც მომწერდა.უკვე ვნერვიულობდი.იქნებ სულაც არ იყო ისეთი,როგორადაც თავს მაჩვენებდა.იქნებ უბრალოდ ჩემთან დაწოლა უნდოდა და სხვა არაფერი.უაზრო ფიქრები არ მასვენებდნენ. კვირის ბოლოს მასთან წასვლა გადავწყვიტე.მასთან ლაპარაკი მჭირდებოდა.თავს ზედმეტად და არარაობად ვგრძნობდი მის გარეშე.ასე არასდროს მდომებია მასთან ყოფნა. -დღეს არ მცალია!-თავმობეზრებულმა ვუთხარი ონიანს,მისი პასუხს არც დავლოდებივარ ისე გავუთიშე.ჩანთა ავიღე და საავადმყოფოდან გასულმა ტაქსი გავაჩერე. ღრმად ჩავისუნთქე,როცა მის სახლამდე მივაღწიე.კარზე დავაკაკუნე და ტუჩი მოვიკვნიტე დასამშვიდებლად.გამუდმებით თითებს ვაწვალებდი. -ჰეი! დოქტორო ბოროტებავ!-ნაცნობი,წითელ თმიანი ბიჭის დანახვაზე შვება ვიგრძენი. -გამარჯობა!-უხერხულად შევიშმუშნე-სახლშია?-ვიცოდი მიხვდებოდა ვისზეც ვეკითხებოდი. -ჯანდაბა!-ხელი თმაში შეიცურა და შრეკის მსგავსად წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაივარცხნა-არ უთქვამს არა?! -რა? რაუნდა ეთქვა?-წარბები შევკარი.არც კი ვიცოდი რა მეფიქრა. -საავადმყოფოში დააკავეს! ვიღაცამ ,,დაწვა“-თითქოს მუქარით სავსე ტონით ამოილაპარაკა. -ღმერთო ჩემო!-თითები შუბლზე მოვისვი იმის გასააზრებლად რაც ბიჭმა თქვა-სად არის ახლა? -მთავარ პროკურატურაში.წინასწარ დაკავების საკანში! ვწუხვარ,მეგონა იცოდი!-მომიბოდიშა წითელთმიანმა-გთხოვ,არ უთხრა ჩემგან რომ გაიგე! -არა,არაფერს ვეტყვი!-დავპირდი და იქაურობას გავეცალე... 888 -აქ დაიცადეთ!-მიბრძანა უნიფორმიანმა პოლიციელმა და ოთახიდან გავიდა.საშინელი ადგილი იყო.ზუსტად ისეთი,როგორიც ფილმებში.სკამი გავწმინდე და ისე ჩამოვჯექი.ხელები მაგიდაზე ჩამოვასვენე და ნერვიულად დავიწყე თამაში.ერთი კვირა გაატარა ამ საშინელ კედლებში! მხოლოდ იმ კანდიდატებზე ვფიქრობდი ვისაც მისი ჩაშვება შეეძლო! -მხოლოდ 10 წუთი გაქვთ!-გავიგე გარედან საძაგელი ხმა,რამდენი მე წამში კარიც გაიღო.შუქში მწვანე თმიანი დავინახე.ჩემი მწვანე თმიანი! ვხედავდი,როგორ ხსნიდნენ ბორკილებს, მერე მსუბუქად უბიძგეს,როგორც კი ოთახში შემოვიდა კარი ისევ ჩაკეტეს. -გამარჯობა!-ყურებამდე გამიღიმა და ჩემს პირდაპირ ჩაამოჯდა.თმა ყურებზე გადაეწია,ჩვეულ ფორმაში იყო.არც ისე ცუდათ გამოიყურებოდა,როგორც მოველოდი. -გამარჯობა!-მიუხედავად ყველაფრისა მეც ვერ შევიკავე თავი ღიმილისგან.-რა გაცინებს, გიჟი ხარ,ღმერთო ჩემო!-სიცილით გავიქნიე თავი. -რას უწუნებ აქაურობას? ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროა! იოცნებე,შენ აქ ვერ მოხვდები-ჩაიხითხითა. -მეგონა მოკვდი! ან ,,წახვედი“! ისიც კი ვიფიქრე ვინმემ ხომ არ მოიტაცათქო-გავუღიმე. -რა სისულელეა! როგორც კი გაიგებდნენ ქალიშვილი არ ვარ,ისევ უკან დამაბრუნებდნენ!-სისულელის მიუხედავად მაინც ერთდროულად გაგვეცინა.თვალს ვერ ვწყვეტდი. -მომენატრე-ისე საყვარლად წარმოთქვა წამით სულ დამავიწყდა სად ვიყავით.ლოყებზე ფოსოები გამოუჩნდა,რომ წამოვდექი და ძლიერად ჩავეხუტე.გამეცინა,როცა სცადა ჩემი თმები ტუჩებიდან მოეშორებინა.წამოდგა და ხელები წელზე შემომხვია.სახე ჩემს კისერში ჩამალა და როგორც ჩვევია ღრმად ჩაისუნთქა. -ჯანდაბა!-ამოიოხრა ისე,რომ წამითაც არ მომშორებია.ჟრუანტელმა დამიარა,როცა ტუჩები კანზე მომაწება... ========================================== აზრი დაწერეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.