შენს შემდეგ. (ნაწილი -6)
15 თავი ანა ყავას სვავადა და ფანჯრიდან გზას უყურებდა, არ ფიქრობდა გაზაზე მოსიარულე ხალხზე, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე და გიორგიზე ფიქრობდა. არც მონატრება იყო და არც სიყვარული ეს იყო შიმშილი , ეშინოდა , რომ გიორგი ისევ ისე დაიკარგებოდა როგორც მაშინ როდესაც პირველად მოვიდა მასთან, ეგონა რომ გიორგი კვლავ გაუცხოვდებოდა და დაავიწყდებოდა მასთან გატარებული დღეებს. დღეების რომლის დავიწყებას ანა ვერასოდეს შეძლებდა. ანამ დაინახა გიორგის მანქან და თვალებს ვერ დაუჯერა, ასე სწრაფადარ ელოდა, ეს ნიშნავდა, რომ მანაც ვერ გაძლო მის გარესე ანა მაშინვე კარს მივარდა და გააღო, ელოდებოდა მის ამოსვლას კიბებზე. გიორგის ხელში დიდი ქაღალდში გადახვეული ანასთვის გაურკვეველი მნიშვნელობის ნივთი ეჭირა. გიორგი ძალიან ბედნიერი იღიმებოდა. -ეს შენი საჩუქარია? -რა არის? -ნიშნობის საჩუქარი. -რა? -ხვალ ჩემებთან წაგიყვან და ოჯახს გაგცნობ. -ხუმრობ? - ისინი გელოდებიან. მალე ცოლად მოგიყვან. ნახევრად იყვირა ანას მივარდა ხელში აიყვანა და დააბროწიალა. -ანა მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. -ახლა ჩემი საჩუქარი გახსენი. ანამ ფრთხილად დაიწყო ნახატიდან ქარალდის მოცილება. უზარმაზარ ტილოზე ქალის პორტრეტი იყო, ძალიან ლამაზად შესრულებული. ეს ანა იყო. -ღმერთო ჩემო გიორგი ეს რა არის? -შენ ხარ. -ეს ვინ დახატა. -ხომ გითხარი პატარა საიდუმლო მაქვს მეთქი -პატარა? ეს საოცრებაა. -არა საოცრება შენ ხარ. -არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოციები. მეგონა მხოლოდ მე ვგრძნობდი ამ ყველაფერს. -მე ვერ აგიხნი რას ვგრძნობ, მგონია, რომ ჩემი ნაწილი ვიპოვე. ნაწილი რომელიც მთელი ცხოვრება სულს მიფორიაქებდა, შემთხვევითი არაფერია, შენ ბედის საჩუქარი ხარ, ჩემი საჩუქარი. *** ანა და გიორგი იმ წუთებში აფსოლიტურად გულწრფელები იყვნენ, ისინი ამბობდენენ იმას რასაც გრძნობდნენ, ფიქრობდენენ. არ უთქვამთ არც ერთი ტყული ერთმანეთისთვის. ანა დიდიხანს არჩევდა სამოს ნიშნობაზე ჩასაცმელად, პირველად თავის ცხოვრებაში უჭირდა არჩევანის გაკეთბა. გული რაღაც არაამქვეყნიურად უფეთქავდა შეეძლო ყველაფერზე ფიქრისათვის თავი დაეღწია და ეფიქრა მხოლოდ ერთადერრთზე, გიორგიზე. 16თავი გიორგი და ანა დილიდან შეუდგნენ მზადებას, გიორგიმ სახშიც დარეკა 12ისთვის დაგველედოდეთო. ორივე აფორიაქებული იყო, თუმცა ერთმანეთეს ამხნევებდნენ. -შენი აზრით მოვეწონები შენს ოჯახს? -რა თქმა უნდა, აი ნახავ ისინი ძალიან კარგები არიან. -დარწმუნებული ვარ, შენი მშობლები არიან ბოლოსდაბოლოს. -დავითიც იქნება. -მეშინია. -დავითის? -ხო დავითისაც. -კარგი რა , მე შენს გვერდით ვიქნები არვის მივცემ შენთვის რაიმეს წყენის უფლებას. -ხო ვიცი, და ეს მამშვიდებს. -მზად ხარ? -თითქმის. -მორჩი მალე. -მოვრჩი მაგრამ მზად არ ვარ. -ვერ მივხვდი? -შინაგანად. -გეყოფა, გზაში შეემზადები. *** სახლში მისულებს დავითი უკვე ადგილზე დახვდათ, სუფრა გაშლილიყო და მოუთმენლად ელოდნენ, მათ გამოჩენას. -გამარჯობათ, აი ჩვენც მოვედით, გაიცანით ეს ანაა, ჩემი საცოლე. -აი თურემ სად გაქრით ორივე. მრავლისთქმელად ჩაილაპარაკა დავითმა. -ძალიან კარგი, მობრძანდით და დაბრძანდით. მაგიდასთან მიიპატიჯა დედამ. -ესიგი დავითი უკვე იცნობს ანას? -კი მამა, ანა ჟურნალისტია. -კი გიორგი, ანა ჩვენთან ახლახან მოვიდა, გიორგის მაგივრად სტატიებს სწორედ ის წერდა. -მართლა? ძალიან კარგი შენი საქმიანობაც გავიგეთ. -მწერალი რძალი ძალიან კარგია. ჭკვიანი იქნება. -კი ნამდვილად ძმაო. ანა იქნებ შენს ოჯახზეც მოგვიყვე? იკითხა დავითმა ირონიანარევად. ანა დაიბნა და გიორგის შეხედა მისგან დაცვას ელოდა, მაგრამ გაახსენდა რომ გიორგიმ ბევრი არაფერი იცოდა მის ოჯახზე, თავად გიორგიც ინტერესით უყურებდა. -მშობლები არ მყავს, ბებია მზრდიდა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ დაიღუპა. -ო ღმერთო რა სამწუხარო, ძალიან ვწუხვარ. -ანა ბებია რა ასაკიდან გზრდია? კვლავ დავითი ჩაერია. -10 წლიდან. -მანამდე სად იყავი. ოთახში გამაყრუებელი სიჩუმე იდგა ანას ხელისგულები დაუბუჟდა, მოუნდა ამდგარიყო და გაქცეულიყო. მაგრამ გიორგის შეხედა და ამოილუღლუღა. -ბავშვთასახლში. -შენს მშობლებზე არაფერი გსმენია? ამოსუნთქვა არ აცადა დავითმა. -არა. -დავით მე მგონი ზედმეტი მოგდის შეაწყვეტინა გირგიმ. -მაპატიეთ უბრალოდ დავინტერესდი. აღარაფერს აღარ ვიკითხავ. მაპატიე ანა. -არაუშავს. ანა სადღაც გადაეშვა, თავის სამყაროში მოუნდა დაბრუნება იქ სადაც არავინ არაფერს ეკითხებოდა, სადაც არავის ადრდებდა და აინტერესებდა მისი ცხოვრება. არასოდეს მოუყლია არავისთვის, გიორგისაც კი ვერ მოუყვა ახლა კი მისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მოუწი ისეთი კითხვებისათვის პასუხის გაცემ, რასაც თავადაც გაურბოდა. -მე უნდა წავიდე, მეჩქარება. -ასე მალე? -ალბათ ჩემი ბრალია. ბოდიში ხომ მოგიხადე. -არა არა ახლა გამახსენდა სხვა საქმე მაქვს. -ანა არ წახვიდე გთხოვ. -არა უნდა წავიდე, მაპატიეთ. ფეხზე წამოდგა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა, გიორგი დაედევნა, -რა მოგივიდა ანა? -მაპატიე, არ შემიძლია. -რა არ შეგიძლია? -შენ მიყვარხარ და შენთან ყოფონა მომწონს, მაგრამ დანარჩენები ეს ხალხი ისინი კითხვებს მისვავენ, კითხვებს რომლებსაც თავადაც არ ვუსვავ ჩემს თავს. -მესმის ის სპეციალურად განგებ შეეხო ამ თემებს ალბათ იცოდა. -არ ვიცი . მაგრამ ეს საშინელება იყო. -წაგიყვან სახლში და დაველაპარაკები დავითს გავარკვევ რა უნდა. 17 თავი გიორგიმ ანა დატოვა და სახლში დაბრუნდა, დავითი არ წასულიყო. -კარგია, რომ დამხვდი. საინტერესოა რა თამაშს თამაშობ. -მე? მე თუ შენ. ეგ მდაბიო გოგო გინდა შემოიყვანო ჩვენს ოჯახში? -ანაზე წესიერად ილაპარაკე. -იცი მაინც ვინ არის? -ვიცი. -ცდები, არაფერი არ იცი. დედამის ერთი იყო და ვიღაც ლოთისგან გააჩინა ანა, მერე მიაგდო და თითონ საზღვარგარეთ წავიდა. ათი წლის იყო ბებიამისმა ბავშვთასახლიდან რომ წამოიყვანა, არც ერთი სკოლა არ იღებდა ძალიან უცნაური და აგრესიული ბავშვი იყო. ბებია 15 წლის ასაკში დაეღუპა და მას მერე მარტო ცხოვრობს. - მერე რა ანა არაფერ შუაშია მისი ბრალი არაა.. -გეყოფა რა ეს იდიოტური არგუმენტები. შეხედე შენს მშობლებს, რა დღეში არაინ. -მე მათ არაფერს ვუშავებ. -შენ მათი ერთადერთი ვაჯი ხარ და ვიგაც გომბიოს მოყვანას აპირებ დაფიქრდი. არაფერს უშავებ? -შვილო იქნებ დაფიქრდე. რად გინდა თუ ასეთი უბედური ცხოვრება აქვს ამ გოგოს? -დედა მე ის მიყვარს. -ღმერთო ჩემო გიორგი ერთი კვირა მასთან ერთად იყავი წასული. ვერ გცნობ, ვიცოდი რომ ფეხებზე გეკიდა სამსახური, მაგრამ ასე? ეს კიდევ არაფერი მამშენიც ფეხებზე დაიკიდე. -გაჩუმდი დავით. -არ გავჩუნდები მათ ეს არ იციან ხომ ასეა? -გაჩუნდი მეთქი. -რა არ ვიცით? -იმის მაგივრად რომ მამაშენს მიხედო და გვერდში დაუდგე. ვიღაც გომბიოსთან გარბიხარ, მისი მდგომარეობა ფეხებზე გკიდია. -რა მდგომარეობა რას ამბობს დავითი შვილო? რას მიმალავ. -უთხარი მიდი უთხარი გიორგი რის ფონზე მოგყავს ის გოგო ცოლად. მე წავალ ჩემი სათქმელი გითხარი, დანარჩენი შენზეა. მოიქცევი როგორც კაცი, თუ როგორც სულელი იდოტი. დავითი ოთახიდან გავიდა. -შვილო რაზე ლაპარაკობდა დავითი. -იქნებ აგვიხსნა მე მჭირს რამე, ჩემ პასუხებზე არაფერი გითქვამს. -ჯერ არაა პასუხები უფროსწორად გერმანიაში გავგზავნე და იქიდან ველოდები პასუხს. -გერმანიაში იქ რატომ გაგზავნე? -ეს , ისეთი არაფერი -სიმართლე მითხარი. -პატარა ეჭვია ფილტვები არ მოეწონათ რაღაც შენიშნეს. -რაღაც? რა შენიშნეს? -არ ვიცი კიბოზე აქვთ ეჭვი, მაგრამ დარწმუნებით არ იციან. -რატომ მიმალავდი? გეგონა შემეშინდებოდა, ცოდო ხარ ამისთანა დარდი მარტომ ატარო შვილო. - არა უბრალოდ მინდოდა ყველაფერი ბოლომდე გამერკვია. -ღმერთო ჩემო მამაშენს ასეთი რამ შჭირს და შენ იმ გოგოს დაათრევ აქეთ იქით. -დედა არაფერი არ სჭირს მამას. -მომისმინე იმ გოგოს თუ კიდევ ერთხელ შეხვდები თავს მოვილკლავ, მაგ გაუგებარი წარმომავლობის არსებას სახში არ შემოუშვებ. მამშენიც მოკვდება. -მართალია დედაშენი, რად გინდა ასეთი ცოლი. -თქვენ არ გესმით. -არა მშვენირად მესმის, ეგზოტიკა მოგინდა, განსხვავებული გოგო ნახე და მოგეწონა, შენ კიდე სიყვარული გგონია. შენ ძლიერი ხარ დაფიქრდი კარგად აწონდაწონე შეაფასე შენი ცხოვრება და იმისიც მიხვდები რა სულეურდა ჟღერს ყველაფერი. რამდენიმე დღე მოიცადე არ დაურეკო არ ნახო და მიხვდები ყველაფერს, დამპირდი რომ ასე მოიქცევი. -გპირდები მამა. -ყოჩაღ შვილო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.