შენს შემდეგ. (ნაწილი -5)
13 თავი ანი ოთახში აფორიაქებული დადიოდა ჯერ ჩანთის ჩალაგება დაიწყო წასვლა მოუნდა მერე ამოყარა, გადაიფიქრა. საშინლად მოუნდა წერა ემოციები ახრჩობდა. შეშინებული დაბნეული და აფორიაქებული იყო. გიორგის კალთაში მოუნდა თავის ჩარგვა და უსასრულოლდ მოეყოლა თავის ცხოვრებაზე. ყველაფერ იმაზე რაც ადრე თუ გვიან უნდა გაემხილა ვინმესთვის, მის გულში დაგროვილ ამბებზე რომელიც კლავდა და ანადგურებდა მას. მასთან კვლავ არავინ იყო მარტოსული და უმწეო ანა შიშმა შეიპყრო საოცრად შეეშინდა იმ ადამიანის ვინც პირველად გახდა მისთვის ახლობელი. ადამიანის რომელსაც დაედევნე და ადამიანის რომელიც ასე უხეშეად მოექცე რამოდენიმე წუთის წინ. აღარ გაგრძელებდა ის ასე ძველი და ძლიერი ანა უნდა მოეძებნა , რომ არავის უშვებდა მის სიახლოვეს. გიორგი ხომ ყველასთან თბილი და კეთილი იყო. ანასთან კი სულ სხვანაირი, ალაბათ ბრაზობდა მასზე, მის საიდუმლოებებს რომ იცნობდა, რომელ ადამიანს მოეწონება აბა მისი სულის სიღრმეებში ხელების ფათური. ანა წამით გამოერკვა მის ირგვლივ არსებული ილუზიიდან, ფეხის ხმა მოესმა რომელიც გვერძე კარში მიწყდა, სუნთქვა შეეკვრა კარი ჩაკეტილი არ ქონდა . გრძნობდა გვერძე ოთახში ადამიანის არსებობას იმ ერთადერთი ადამიანის ვისიც ასე ეშინოდო. წერა უნდოდა ეს სურვილი ახრჩობდა მაგრამ გაყინულიყო ერთ ადგილას ვერ ინძრეოდა შიში უფროდაუფრო უძლიერდებოდა, ყოველ წამს ელოდა თავდასხმას, ყველა ხმა რაც კი გაისმოდა ანას უფროდაუფრო აშინებდა. რა უბედურია ადამიანი ფიქრობდა ანა. ორივე შემთხვევასი მაშინაც როდესაც ყველაფერი აქვს , როგორც გიორგი და მაშინაც როდესაც არაფერი აქვს როგორც მე. ჩვენ ორივე მარადიული უბედურებისთვის გაგვწირეს, არ ვიცი რატომ ვინ ან როდის მაგრამ ეს ასეა და ჩვენ ვერაფერს გამოვასწორებთ მხოლოდ შეგვიძლია ერთმანეთი გავამხნევოთ და ვუსმინოთ იმას რასაც სხვასთან ვერასოდეს მოვყვებით. ანას უნდოდა როგორღაც მისი ფიქრები მიღწეულიყო გიორგიმდე უნდოდა გიორგის წარმოედგინა რაზე ფიქრობდა ანა და გაეგო ყველა ანას საიდუმლო მისი გულის და სულის სიღრმეში დამალული საიდუმლო. რაზე ფიქრობდა ახლა გიორგი? ანა წამით შეკრთა პირველად ვერ შეძლო წარმოედგინა რაზე ფიქრობდა გიორგი ეს მისთვი ძალიან უჩვეულო იყო, ყოველტვის შეეძლო ამის წარმოდგენა მაგრამ ახლა ვერ შეძლო. ანა გაოცებული იყო, თითქოს მთელი ცხოვრება რაღაც მაგიურ ძალას ფლობდა ახლა კი ეს უნარი დაეკარგა. წარმოიდგინა რომ გიორგი ახლა იწვა გულაღმა და მხოლოდ ერთ წერტილს უყურებდა ის არაფერზე ფიქრობდა, ძალიან უჭირდა ძალიან სჭირდებოდა ანა მაგრამ ვერ ბედავდა მისთვის რამის თხოვნას. ანა დადარდიანდა სინანული იგრძნო წეღან წყაროზე როგორ უცხოსავით ელაპარაკებოდა თავის ერთადერთ მეგობარს. ანა ფრთხილად ადგა კარი გააღო და გიორგის კარს მიუახლოვდა, რამოდენიმე წამი იცდიდა კარითან ძალიან ახლოს იდგა და ფიქრობდა დაეკაკუნებინა თუ არა, მოულოდნელად კარი გაიღო. -შემოდი. ანა შევიდა გიორგისთვის მზერა არ მოუშორებია. -მაპატიე წეღან ავღელდი, მარტლა შემაშინე, -არაუშავს ჩემი ბრალია. -კარგია, რომ მარტო არ ვარ რას იტყვი რომ ერთად ავღნიშნოთ ცემი დაბადებისდღე. -შესანიშნავი იდიაა. - აქვე ავღნიშნოთ კონიაკი მაქვს. -მაგრამ მე არ ვსვავ. =ცოტას დალევ. ჩემი ხათრით. -ცუდათ გავხდები. -მე გიშველი. -კარგი, მაგრამ მერე არ თქვა არ გაგიფრთხილებივარო. გიორგიმ კონიაკი ჩანთიდან ამოიღო საწოლზე მოკალათდა. -მოდი ამმ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს, ორ მარტო სულ ადამიანს. გირგიმ სწრაფად დალია სასმელი ანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დალია. -ახლა შენი ჯერია, ანა შენ თქვი. -ჩემს ერთადერთ მეგობარს გაუმარჯოს, რომელიც ახლა იუბილარია. გიორგი ანას თვალები მიაშტერდა მისთვის მოულოდნელი სიტყვები იყო ერთადერთი მეგობარი. -კარგი ასე იყოს. ჩემს ერთადერთ მესაიდუმლეს და ჩემი დაბადებისდღის ერთადერთ სტუმარს შენ გაგიმარჯოს. თქვა და ორივემ დალიეს. -იცი ანა შენ მართლა ერთადერთი ხარ ვინც ჩემზე ყველაფერი იცის, ერთი რაღაცის გარდა.ღორონდ ვერ გეტყვი რის გარდა რაღაც ჩემთვისაც ხომ უნდა დავიტოვო. ახლა შენ მომიყევი შენზე. -მოსაყოლი არაფერია. -რაც არის ის მოყევი. -წერა მიყვარს, შემიძლია ვწერო გაუჩერებლად მუდმივად, ყველაფერზე და ყველაზე. ესაა საქმეც რომელსაც ვაკეთებ , ერთადერთი გატაცებაც და მთელი ჩემი ცხოვრებც. -ოჯახი? მარტო ცხოვრობ? -კი მარტო ვცხოვრობ. -რამდენი წლის ხარ? -19ის გავხდი. -ასე პატარა მარტო რატომ ცხოვრობ? -ეს.., ეს გრძელი ისტორიაა. -კარგი თუ არ გინდა ნუ მეტყვი. სინამდვილეში კი ანა ძალიან უნდოდა რომ ყველაფერი ეთქვა , მოეყოლა თავისი ყველა ფიქრი , ის რასაც წერდა უნდოდა გიორგითვის გაეზიარებინა. -ხო არ მინდა. -მოდი ჩვენს საიდუმლოებს გაუმარჯოს, იმეებს რასაც ერთმანეთსაც არ გავუმხელთ. -გაუმარჯოს. სევდიანად ჩაილაპარაკა ანამ. დალევის შემდეგ გიორგი ანას მიაშტერდა ანაც დაბნეული უყურებდა, გიორგიმ ხელებშორის მოიქცია მისი სახე და კვლავ მის თვალებს მიშტერებოდა, ანა კი საშინელ ამღელვებელ წუთებს ითვლიდა ვერ ხვდებოდა რას მოიმოქმედებდა გიორგი. გიორგი ტუჩებით ნაზად შეეხო მის ტუჩებს . ანას გულისცემა აუჩქარდა სუნთქვა გაუხშირდა , მოახერხა მისი ხელებიდან თავი იხსნა და გარეთ გაიქცა. ერთბაშად ბევრი რამ უტრიალებდა თავში ანას საოცარი წამები, რომელიც მეგობართან ერთად გაატარა და ბოლოს ნიშანი რაღაც უფრო მეტის ვიდრე უბრალო მეგობრობის. ანამ თაბროს ხვევა იგრძნოდა კედელს მიეყუდა მერე ნლნელა ჩაიმუხლა და კედელს მიესვენა, ნელნელა გონებას კარგავდა და თავსი უამრავი აზრი რომელიც დააწერად მოდიოდა სადღაც ქრებოდა. 14 თავი გიორგი თავს თითქოს დამნაშავედ გრძნობდა ანასთან დაკავშირებით. ამ გოგოს მიმართ უამრავ რამეს გრძნობდა ეს იყო შიში, მიზiდულობა, ინტერესი მოწონება, მასთან სიახლოვე ისე ეsიამოვნა დღეს როგორც არასოდეს არავისთან. მისი გარეგნული სიძლიერე და შინაგანი სისუტე. თითქოს ამოუცნობი და იდუმლოებებით მოცული გოგონა, რომელიც მისთვის რაღაც ახალის დასაწყისი იყო. თითქოს ანამ მას გადმოსდო ის მუხტი რაც ანას ახასიათებდა, ფიქრები მოდიოდა და მოდიოდა რაღაც ახალზე რაღაც ამოუცნობზე რაც ადერ,ა არასოდეს ყოფილა გიორგის ცხოვრებაში. საშინლად მოუნდა მასთან ჩახუტება და მისთვის იმ უცნაური ემოციების გადაცემა რასაც გრძნობდა. ოთახიდან გავიდა მის კარზე დააკუკნა მაგრამ კარი არავინ გაუღო, ოთახში დაბრუნება გადაწყვიტა როდესაც მის ფეხებთან ახლოს რაღაც გაინძრა გიორგი შეკრთა და უკან დაიწია, მერე დააკვირდა ეს ადამიანის სხეული იყო. გიორგიმ ტელეფონი მაანათა და ანა იცნო, მაშინვე ხელში აიყვანა და თავის ოთახში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა, ანა ცოცხალი იყო მაგრამ ძალიან ცუდი ფერი ქონდა. მთელი ღამე თავთით უჯდა გიორგი ეჭირა მისი ხელი და დარაჯობდა სუნთქვას რომელიც ამდენად მნიშვნელოვანი გამხდარიყო მისთვის. გამთენიისას ანას გაეღვიძა. -რა ხდება? -არაფერი დამშვიდდი. -აქ რა მინდა? ცუდათ გახდი და მარტო ვერ დაგტოვებდი? -შეგეშინდა? ირონიულად კითხა ანამ. -ხო შემაშინე. -არაფერია, ხომ გითხარი საერთოდ არ ვსვავ ალკოჰოლს. -ხო ახლა გასაგებია. -მადლობა. -ანა დავრჩეთ აქ რამოდენიმე დღე. -კარგი. გიორგი ანას მიუწვა ჩაეხუტა და ძილს მიეცა. ანა კი უყურებდა გიორგის სხეულს და ტანში უცნაური ჟრუანტელი უვლიდა, ეშინოდა კიდეც მაგრამ ეს ბევრად მეტი იყო ვიდრე შიში, მას შეეეძლო ყველაფერი გაეწირა ყველაფერი დაეთმო წერის უნარიც კი ოღონდ გიორგის ვეღარ დათმობდა ვერასოდეს, ფიქრები ნელნელა გაქრა და ანასაც დაეძინა. ოთახში მდუმარება სუფევდა ეძინა ორ ადამიანს რომლებსაც ერთმანეთი და საკუთარი თავები აღმოეჩინად. მათ იდილიას ვერანაირი ძალა ვერ დაარღვევდა. რაც არ უნდა მომხდარიყო. ამაის მერე ანა გაწირავდა საკუთარ ცხოვრებას იმ ერთადერთი ადამიანის გამო ვისაც პირველად ჩაეხუტა თავისი სურვილით, ვისაც პირველად გადაუშალა გული და ვინც პირველად აკოცა მას. ასე იძინებდნენ და იღვიძებდნენ ანა და გიორგი, დრო თითქოს ძალიან ლამაზი ახალი ცხოვრებით მიედინებოდა, ანა ეხუტებოდა და კოცნიდა მისთვის ყველაზე საყვარელი ადამინის სხეულს, შეეძლოთ არც კი ამდგარიყვენენ საწოლიდან ასე გაეტარებინად მთელი დღეები და ღამეები. ანა გრძნობდა, რომ მის გარეშე ვეღარეაფერს შეძლებდა. საერთოდ ვეღარაფერს გიორგი მისი მაცოცხლებელი წყარო გახდა. -გიორგი -რაო? -მიყვარხარ. ანამ გული ღრმა კუნჭულიდან ამოხეთქილი სიტყვები წარმოთქვა, გიორგი დაბნეული გამოხედვა ესროლა შუბლზე აკოცა და არაფერი უთხრა. ანა შეყვარებული იყო მაგრამ არა სულელი, მშვენივრად მიხვდა რა ავის მომასწავლებლად დადუმდა გიორგი, შიში იგრძნო საშინელი ყოვლისმომცველი შიში და ძლიერად მოეხვია გიორგის, თითქოს მის მკლავებში გამომწყვდევას ფიქრობდა ასე არასოდეს არფრის დაკარგვის არ შეშინებია ანას.. ყველაფერს დათმობდა, ყველანაირ შეგრძნებას, უსიცოცხლო უემოციო ადამიანად გადიქცეოდა მაგრამ გიორგის ვერა. ერთ დილით გიორგიმ ძალიან ჩვეულებრივად უთხრა. -ანა ძალიან კარგი აქ ერთად ყოფნა, მაგრამ ასე რამდენხანს გაგრძელდება უკვე ერთი კვირაა აქ ვართ და მგონი დროა დავბრუნდეთ, მამაჩემის პასუხებიც გერმანიში მაქვს გაგზავნილი ასე ვეღარ დაველოდები აქედან რა იქნება. -ხო მესმის. -შენ რა მოიწყინე? -არა აქ კარგია მაგრამ სამუდამოდ აქ ხომ არ ვიქნებით? -კარგი ნუ იტყუები მოიწყინე ხო? -ხო მაგრამ არაფერია. -დამშვიდდი. -ვნერვიულობ დავითი შენ არაფერს გეტყვის მისი დიშვილი ხარ მე კი ალბათ გამომაგდებს -არა შენ არ დაურეკო დავითს, მე დაველაპარაკები და მე გეტყვი როდის დაბრუნდე კარგი. -კარგი. ბარგი ჩაალაგეს და უკან დაბრუნდნენ. თითქოს ყველაფერი მთავრდებოდა ანას გული ეწურებოდა ვერ გაერკვია როგორ მოქცეულიყო. გიორგი ხვდებოდა როგორ ძალიან განიცდიდა ანა მაგრამ ასე ვერ გააგრძელებდა. მერე თავში ერთი გენიალური აზრი მოუვიდა და გაეღიმა. სახლში მისულმა ინატრა ანას ადგილას ყოფნა მას ხომ არავინ დაუწყებდა გამოკითხვას. -საინტერესოა სად იყავი, მთელი კვირა გიორგი უკვე ვეღარ გცნობ ასეთი უპასუხისმგებლო არასოდეს ყოფილხარ. მამშენი გიჟს გავდა, დავითიც განუწყვეტლივ რეკავდა. არაფერს იტყვი? ნუთუ პასუხსაც არ გაგვცემ. -გიორგი შვილო ჩვენ ბევრი ვინერვიულეთ ტელეფონზე მაინც დაგერეკა, იქნებ აგვიხსნა ყველაფერი. -კი რათქმაუნდა, მაგრამ ახლა უნდა წავიდე მეჩქარება, დღეს არ მოვალ, ხვალ კი ჩემს საცოლეს გაგაცნობთ, სახლში მოვიყვან და დავითსაც უთახრით მოვიდეს. -რა საცოლეს? ირიშკას გულისხმობ? -არა დედა გაიცნობ, მას ანა ქვია. -კი მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ. -არა უნდა წავიდე მეჩქარება ყველაფერს ხვალ გაიგებთ. გიორგი სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა ისე რომ მშობლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ბედნიერი იყო და გრძნობდა, რომ ყველა უყვარდა. სახელოსნოში ავიდა თვალი თავის ბოლო ნახატს მოავლო ქაღალდში გადაახვია და ანასკენ გაემართა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.