შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ისევ შენთვის (7)


17-01-2017, 21:27
ავტორი სატი
ნანახია 1 788

-ა.. ჩემი მეგობარია. აქ გავიცანი, იცი რა საყვარელი...
-რა საყვარელია? არა ნამდვილად არ ვიცი! შენ ისევ დაიწყე ხო?!! აუ ძაან დავიღალე.
-ირაკლი მომისმინე ორი წუთი-გიჟივით ღრიალებდა მე კიდე მინდოდა მეთქვა იცი რა საყვარელი შვილი ყავს თქო და არა ის რომ იოანე საყვარელია.
-ძაან აცანცარდი, ამჯერად აქ აღარ დაგტოვებ, დროზე ჩაალაგე და მივდივართ, მერე იმ იოანეს მოვძებნი და მოვ***ნავ დედის ტრ*კს!!!!-ხელი ჩამავლო მაგრამ უცებ გამიშვა, გაჩუმდა და უკან რომ გავიხედე ლაშა შემრჩა ხელში. ეს გინება მოისმინა... ის როგორ მომაყენა შეურაცხოფა. ბავშვი საცოდავად იდგა კართან და ეტყობოდა რომ ტირილს ძლივს იკავებდა.
-მა...-ირაკლი სულ დაიბნა-მისკენ წავიდა და ჩაიკუზა-მა, მაპატიე. მე და დედა უბრალოდ...
-რატო უყვირე?
-დედაშენი... მე და დედა ზოგჯერ ვჩხუბობთ მარა მე ის მიყვარს მა.
-აღარ უყვირო.
-აღარ ვუყვირებ, მიდი ჩაიცვი და წავიდეთ სახლში.
ლაშა უკან გაბრუნდა და ოთახში შევიდა.
-დროზე ჩაალაგე თქო-როგორც ჩანს ლაშამ ცოტა მაინც მოულბო გული და აღარ მიღრიალებს.
-15წუთში გარეთ იყავი-გავიდა ოთახიდან და მანქანა დაქოქა. არა ესე ნაღდად აღარ შემილია... სულ ჩხუბი და ჩხუბი...
-მაშა, გაყევი-ახლა კოტე იდგა კართან და კედელს მიყუდებოდა/
-კოტე, დავიღალე იმით რომ 24საათი მეუბნები რა გავაკეთო. როგორმე მივხედავ ჩემ ქმარს და ბავშვს-კოტეს სახეზე დაეტყო რომ ჩემი ნათქვამი ეწყინა. გატრიალდა და მათე და ლუკასთან მივიდა. მაშინვე ოთახში შევედი და ჩალაგება დავიწყე. შემდეგ ლაშა ავიყვანე ხელში და გარეთ გავიყვანე, ირაკლიმ ბავშვი გამომართვა და უკან ჩასვა მის სკამში. მე წინ დავჯექი და მანქანა დაიძრა.
-ვინაა ის იოანე მითხარი სანამ მეთითონ გავარკვიე.
-ჩემი მეგობარი, აქ გავიცანი. ყავს ცოლი და შვილი.
-აჰა, უკვე დაჟე ცოლიანთან.
-რაა? შენ ხო არ გააფრინე?!! რეებს ლაპარაკობ?
-აბა რა ვიფიქრო?!! რა გინდა ვიფიქრო? არა ამიხსენი. მემგონი საერთოდ ვეღარ გცნობ მაშა, სულ შეცვლილი ხარ.
-და იქნებ არასდროს მიცნობდი, მხედავდი ისეთს როგორიც გინდოდა ვყოფილიყავი. არასდროს არ დაფიქრებულხარ რა მინდა მე. როგორ შეილება, ვინმე ოდესმე შეეწინააღმდეგოს ირაკლი ჯაფარიძეს.
-ენა დაგიგრძელდა.
-ბავშვთან ეგრე ნუ მელაპარაკები, შენნაირი ტერორისტი გაიზრდება.
-ეხლა ტერორისტიც ვარ. როგორ მაინტერესებს ნამდვილი მიზეზი იმისა თუ რატომ მექცევი ესე?
-სერიოზულად გინდა იცოდე?!!
-დე-ამოიკნავლა ლაშამ უკანა სკამიდან.
-კი.
-აუცილებელი იყო ბარბარეს კუდში გაყოლოდი მაშინ?!!! აუცილებელი იყო დაგეტოვებინა შენი ფეხმძიმე ცოლი მარტო იარაღით ხელში? შენთვის იმ მომენტში ბარბარე უფრო მნიშვნელოვანი იყო გმირო?!!!-იმხელაზე ვყვიროდი რომ მეთითონ ვეღარ ვიცანი ჩემი თავი. ეს მაწუხებდა ორი წლის განმალობაში, ბარბარეზე და ირაკლიზე ვიყავი გაბრაზებული და ყველანაირად ვცდილობდი ეს გრძნობა ჩამეხშო. უცებ რაღაც მოხდა, მანქანა ძლიერად შეირყა... მე ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, თვალებში ვერ ვიხედებოდი, მხოლოდ ლაშას ტირილი მესმოდა, განძრევას ვცდილობდი მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. ისტერიული ტირილი დავიწყე, მეშინოდა ლაშას დაკარგვის, ირაკლი მანქანის კარს მთელი ძალით ურტყამდა ხელებს და ცდილობდა ჩვენ გადაყვანას მანქანიდან, მაგრამ ამაოდ. მანქანაში ჩვენთან ერთად ბო იყო,(ძაღლი რომელიც ირაკლიმ აჩუქა ლაშას) ბო საცოდავად წკმუტუნებდა. როგორც იქნა ირაკლიმ კარი გააღო და ლაშა და ბო გადაიყვანა. შემდეგ ჩემთან მოვიდა მაგრამ რემენი ძალიან ძლიერად მქონდა გადაჭიმული და მას ვერ ხსნიდა.
-დროზე ლაშ...ასთან მიდი-უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა, ირაკლიმ დანა ამოიღო ჯიბიდან რომელიც სულ თან დაჰქონდა და რემენი გადაჭრა, ხელში ამიყვანა და მანქანას მომაშორა. ზუსტად 3წუთში ჩვენი და იმის მანქანა ვისაც შევეჯახეთ აფეთქდა. საბედნიეროდ ისინიც ძლიერად არ დაშავებულან... მაგრამ უცებ გავითიშე. როდესაც გამოვფხიზლდი პალატაში ვიწექი და ჩემ გვერდით ირაკლი იჯდა, მას ჩემი ხელი ეკავა. მე წამოდგომა ვცადე მაგრამ ფეხები ვერ გავამოძრავე. შემდეგ ირაკლის თვალებაცრემლებულმა ავხედე.
-მე... მე...
-არ ინერვიულო, ექიმი შემოვა და ყველაფერი კარგად იქნება.
მართლაც ექიმი შემოვიდა, თვალებში ფანარი ჩამანათა და რაღაც ჩაწერა თავის ანკეტაში.
-ფეხებს ვერ ვამოძრავებ.
-არაა საშიში, ჯერ. ცოტა დაისვენე, ხვალ, ზეგ კი ისევ ცადე. ახლა არ გადაიღალო.
-ლაშა სადაა?
-ლაშა კარგად არის, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, ერთი-ორი სინიაკი და მეტი არაფერი. ახლა ძინავს, საუკეთესო პედიატრები არიან მასთან.
-იკა ლაშა მომიყვანე.
-ძინავს, თან რა შეილება.
-მაშინ მე წამიყვანე, დროზე!!
-მაშა, თქვენთვის არ შეილება ადგომა.
-დროზე ჩემ შვილთან მიმიყვანეთ!-ცოტაც და საწოლიდან ადგომის გარეშეც ვისვრიდი ამ ექიმსაც და ირაკლისაც ფანჯრიდან. ლაშაზე საშინლად ვნერვიულობდი, რამე რომ მოსვლოდა... ექიმმა ნემსი აიღო ხელში და ის იყო უნდა გაეკეთებინა ჩემთვის რომ ირაკლიმ შეაჩერა. მან თხოვა მე მივხედავო, მაშინ ექიმმა ნემსი დაუტოვა ყოველი შემთხვევისთვის და ის გავიდა. აბა რა მე ფსიხი ვარ და ჩემმა ქმარმა ნემსით უნდა დაიცვას ჩემგან თავი.
-არ ხარ ფსიხი.
ვაიმე, მემგონი ხმამაღლა არაფერი მითქვამს.
-ეხლა ჩემ აზრებშიც ჩაძვერი?
-რთული არ არის იმის გამოცნობა თუ რას ფიქრობ. ეხა ან დაწყნარდები ან კიდე ნემსი აქაა.
-ლაშა კარგადაა?
-კარგად არის, შენ თავს გეფიცები სერიოზული არაფერი არ ჭირს.
-კარგი,შენ როგორ ხარ?
-მე არ დავშავებულვარ, 1-2სინიაკი, ძალიან ძალიან ძალიან მსუბუქი ტვინის შერყევა და მორჩა.
-რათქმაუნდა, მოდი გამოვიცნო, ექიმს არ დაუჯერე და არ დაწექი საავადმყოფოში.
-დღეს ღამე დავიძინებ და ხვალ უკეთ ვიქნები.
-კაი, შეგილია გაყვე ექიმს თუ მეტი არაფერი მომხდარა.
-კიდე გაბრაზებული ხარ?
-არა, გადამიარა.
-მაშა, რა გინდა? რა უნდა გამკეთებინა?
-სერიოზულად, ეხლა გინდა ამაზე ლაპარაკი? კარგი, შენ მე დამტოვე, ფეხმძიმედ ვიყავი, შენ შვილს ვატარებდი მუცლით, პისტოლეტი შემაჩეჩე ხელში და დამტოვე შენ ნახევრად მკვდარ ძმასთან, ეხლა კი მითხარი სწორად მოიქეცი?
-გიორგი იგივეს იზამდა შენ გამო.
-იცი, დაივიწყე, მაინც ვერ ხვდები შენ ამდენს.
-აუ სერიოზულად დავიღალე, ტვინი მომ***ნა უკვე, ძაან დიდი შეცდომა დავუშვი ცოლად რო მოგიყვანე, უბრალოდ ლაშა შემეცოდა-გავიდა და კარი გაიჯახუნა.
უცებ ისევ გულის რევა ვიგრძენი, გვერდით ვედრო მედო, უცებ დავავლე ხელი და მუხლებზე დავიდე. მორჩა, ახლა ნაღდად ვიცი რომ არ მოვწამლულვარ. ბარბარეს დავურეკე და ისიც 15წუთში აქ იყო.
-ეხლა არ თქვა რომ ფეხმძიმედ ხარ.
-არ ვიცი, ძალიან დიდიხანია ესე ვარ. არც კი ვიცი რატომ არ ვაქცევდი ამ ყველაფერს ყურადღებას. შეილება ბავშვი მკვდარიც არის ამ ავარიის შემდეგ.
-გინდა მოგიტანო ტესტი?
-აქ ექნებათ, უბრალოდ რომელიმე ექიმს თხოვე ვითომ შენთვის გინდა და ეგაა რა-ბარბარე გავიდა და 10წუთში დაბრუნდა.
-ინვალიდის ეტლი მოაგორე და აბაზანაში შევალ.
ბარბარე ადგომაში დამეხმარა და მეც აბაზანაში შევედი. არ ვიცი რამდენად გადავიტანდი მეორე ბავშვს ახლა, ამდენი რამის შემდეგ, ყველფაერს თავი რომ დავანებოთ და ორსულადაც რომ არ ვიყო ეგ კიდე უფრო შემაშინებდა, ესე იგი რაღაც დაავადება მაქვს. აი თქვენი შედეგიც 20წუთში დაიდო. მე ფეხმძიმედ არ ვარ, კარგია თუ ცუდი? მეთვითონ არ ვიცი. ცოტახანში ექიმი შემოვიდა.
-დამშვიდდით?
-დიახ... იცით... რაღაც მინდა გკითხოთ. დაახლოებით... 2 თუ 3კვირაა, ან მეტი რაც თავბრუს ხვევები და ღებინებები დამეწყო. რისი ბრალი შეილება იყოს?
-ბევრი რამის, რაიმე დაავადების... ან ფეხმძიმედ ხომ არ ხართ?
-ტესტი გავიკეთე მაგრამ უარყოფითია.
-მაშინ ანალიზს გაგიკეთებთ და იმის და მიხედვით გავიგებთ რისი ბრალია ეს ყველაფერი.
-შესაძლებელია რომ მუცელი მომეშალა?
-არ ვიცით, გინეკოლოგს გამოვგზავნით, ანალიზს აგიღებთ და მერე ნევროლოგთან კონსულტაციაც დაგჭირდებათ.
-კარგი, მადლობა.
ექიმი გავიდა. ყველანაირი ანალიზი ამიღეს, 200კონსულტაცია ჩამიტარეს და ბოლოს ნერვებიც მომითხარეს. პასუხები ხვალამდე არ იქნებოდა, ლაშას არავინ მანახებდა, ირაკლი არ შემოდიოდა, კოტე ჯერ არ ჩამოსულიყო და არც არაფერი იცოდა, სხვა გზა არ მქონდა უნდა დამეძინა... ან... სულ დამავიწყდა რომ ისევ ბაკურიანში ვარ და იოანეც აქ არის... ხომ არ გამებრაზებინა ჩემი ქმარუკა. არა... ცუდი იდეაა. მეზარება ირაკლის ჩხუბის მოსმენა. მაშინ გადავწყვიტე დამეძინა და ასეც მოვიქეცი. დილით ადრე გამეღვიძა, პალატის გარეთ ირაკლი იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ექიმი შემოვიდა, ირაკლიმ მაშინვე გათიშა ტელეფონი და ექიმს შემოყვა.
-შეილება პირადად ვისაუბროთ?-საცოდავი სახით ავხედე ექიმს.
-რათქმაუნდა. ირაკლი, ორი წუთით დაგვტოვეთ თუ შეილება-ირაკლი უკმაყოფილო სახით გავიდა ოთახიდან.
-ანალიზებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე დაზუსტებით ვიცით რომ ფეხმძმედ ხართ.
-რა? აბა ტესტი?
-ზოგჯერ ტესტები ცდება ხოლმე, აი თქვენთითონ შეხედეთ.
-არა,მე ვერ ვერკვევი ეგეთებში... და რამდენი ხანია?
-4კვირა.
ირაკლი ზუსტად მაგდენი ხანია რაც დაბრუნდა... ესე იგი... ჯანდაბა.
-მაგრამ არის ცუდი ამბავიც.
-ეგრე დაგეწყოთ.
-მე თქვენ ძველ გინეკოლოგს ველაპარაკე, მან გვითხრა რომ პირველი ორსულობა ძალიან მძიმე იყო თქვენთვის, პირველივე ორსულობაზე როდესაც წოლითი რეჟიმი გიწევს, მეორეზე ლაპარაკიც არ არის. არის შესაძლებლობა რომ მეორე ორსულობას თქვენ... ვერ გადაიტანთ.
-მოიცადეთ... რომ ვიწვე? ეგრე ვერა?
-არ ვიცით, შესაძლებელია ნაყოფი მუცელს მოსწყდეს და.. მუცელი მოგეშალოთ.
-რას მთავაზობთ?
-რათქმაუნდა გაქვთ არჩევანი, მაგრამ მემგონი ჩემი აზრით... აბორტი საუკეთესო გამოსავალი.
-აბორტი, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. რათქმაუნდა, ეს თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია, ჩემთვის? ბავშვისთვის? არა, სადამდეც გასტანს იქამდე იცოცხლებს, საერთოდ შესაძლებელიც არის რომ ბავშვი გადარჩეს.
-მაგრამ მაშა ეს ხომ...
-არა და ძალიან გთხოვთ ირაკლის ამის შესახებ არაფერი არ უთხრათ.
-თქვენ სიარულიც არ შეგილიათ, წელს ქვემოთ მთლიანად პარალიზებული ხართ, თერაპია უნდა გაიაროთ და თქვენთვის სიარული და დატვირთვა არ შეილება.
-მაშინ თერაპიას არ გავივლი სანამ ბავშვი არ გაჩნდება.
-ეს ხომ სისულელეაა... მაშა, მე გირჩევტ რომ კარგად დაფიქრდეთ, არა მარტო ბავშვის სიცოცხლეზეა აქ საუბარი არამედ თქვენსაზეც.
-გასაგებია, მაგრამ იცით ექიმო? რატომღაც არავის აღარ ადარდებს ჩემი სიცოცხლე ამიტომ მეც ბავშვზე ვიფიქრებ.
-მე გავალ და თქვენ დაფიქრდით.
-ექიმო, ირაკლის არაფერი არ უთხრათ.
-როგორც ინებებთ-ექიმი ოთახიდან გავიდა. არ ვიცი რამდენად უნდა მიხაროდეს მაგრამ ერთი ვიცი რომ მე ბავშვს არ მოვკლავ. ცოტახანში ირაკლი შემოვიდა.
-რაო ექიმმა?
-არაფერი, თერაპიაზე მელაპარაკა.
-როდის იწყებ?
-ჯერ ძალიან სუსტად ხარ და სანამ შენთითონ არ მოინდომებ იქამდე არაფერი მოხდებაო.
-რას ქვია შენთითონ არ მოინდომებ?
-ფსიქოლოგიურადო, არ ვიცი ფსიხია ვიღაცაა.
-სხვა ექიმთან წავიდეთ.
-არა! ეს ძალიან კარგი ექიმია.
-მაშა, აბა რას აპირებ რამდენი ხანი უნდა იყო მიწეპებული საწოლს?
-როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი გამომივიდა, ეხლაც არამგონია გამიჭირდეს.
-ხვალვე მოვძებნი საუკეთესო თერაპევტს და მასთან დაიწყებ ვარჯიშს.
-არა, არ მინდა. არ ვარ მზად.
-მაშა, რაღაცნაირად იქცევი. ეხლა საქმე შენ ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და არა ჩვენ ურთიერთობაზე. ორი წუთით ლაშაზე მაინც იფიქრე, როგორ იმოქმედებს ლაშაზე ის რომ დედამისი საწოლს იქნება მიჯაჭვული.
-რამეს მოვიფიქრებ, არ ვიცი. ერთხელ ცხოვრებაში შეილება ჩემზე იფიქრო?
-შენზე რომ ვფიქრობ იმიტომ მინდა რომ თერაპევტთან გაიარო კონსულტაცია.
-მოდი მე ავირჩევ რა გავაკეთო. არც ექიმს და არც შენ გაქვს იმის უფლება რომ რამე მაიძულო.
-რატო იქცევი ესე? ზოგჯერ სერიოზულად მგონია რომ აღარ გიყვარვარ.
-მე კიდე ზოგჯერ მგონია რომ შენ ყველაზე ფიქრობ ჩემ გარდა.
-ხოდა იფიქრე ეგრე, რაც გინდა ის იფიქრე მარა შენ მოგწონს თუ არა გაივლი კონსულტაციას თერაპევტთან.
-ჩემი თანხმობის გარეშე არა.
-მაშა, გევედრები. მიზეზი მაინც მითხარი რატომ არ გინდა?
-ესე, უბრალოდ და მორჩა.
ირაკლი სავარძელზე ჩამოჯდა და ტელეფონი აიღო.
-ლაშა?
-ექიმი ამოწმებს ეხლა, ადგები და მერე ნახავ.
-ვერ ავდგები.
-ეტლშიც ვერ ჩაჯდები?
-ვერა.
-რაღაცას მიმალავ და ვერ ვხვდები რას.
-არაფერს არ გიმალავ.
-მიმალავ, როცა მატყუებ სულ მარცხნივ იყურები და ხელს ნერვულად ათამაშებ როგორც ეხლა.
ჯანდაბა, ხელი გავაჩერე და ისე გავუმეორე.
-არაფერს არ გიმალავ-და ვეცადე ირაკლისთვის თვალებში მეყურებინა და ისე მელაპარაკა, მაგრამ არ გამომდიოდა.
-კარგი, მეთითონ მოგიყვან ლაშას, მაგრამ ლაშას დღეს გამოწერენ და შენ აქ იწვები... დიდიხანი. აქ ვინ მოგიყვანს ყოველდღე?
-ექიმს ვთხოვ და მეც დღეს გამომწერენ.
-სისხლჩაქცევებით? პოსტ რაღაც სტრესით? შვილო ჩემო აქ მინიმუმ 1კვირა იქნები, სანამ მართლა არ გაივლი ამ თერაპიას.
-რამეს მოვიფიქრებ აუ ყველაფერს ვფიცავარ თავს არ დამანებებ და დაცვას და ექიმებს დავუძახებ მაწუხებს თქო.
მალე ექიმმა ლაშა შემოიყვანა, ირაკლის ვთხოვე და ის გვერდით დამისვა, მე კი საბანი გადავაფარე და ჩავეხუტე.
-როგორ ხარ დე?
-კაქად, მალე წავალთ?
-შენ დღეს წახვალ, ოღონდ უნდა იწვე დე.
-რატო?
-იმიტო რო არ შეილება შენთვის სიარული, დაუჯერე ანის და ირაკლის კაი? ხო ირაკლი გთხოვ დედაშენთან არ დატოვო ბავშვი.
-გთხოვ გაიარე თერაპია.
-ირაკლი. მოდი ბავშვს ვკითხოთ. დე შენ როგორ გინდა ირმასთან დარჩე თუ ბებოსთან კახეთში?
-ბებო.
-მა, ირმასთან არ გინდა? იქ ანი იქნება, ბარბარე, გიორგი.
-ბებოთან!
-კაი, წავიყვან შენებთან კახეთში.
-დედაჩემს დავურეკავ და გავაფრთხილებ. მანქანიდან ბარგი გადმოიღე? ბო სადაა?
-ბო გიომ წაიყვანა.
-გიო აქაა?
-ხო, ბარბარეს წამოყვა. როგოც კი გაიგეს ავარიაზე..
-ბარბარეზე ვიცი. ველაპარაკე უკვე.
-კაი ლაშას გავიყვან.
-რატო აქ ვერ წევს?
-უნდა ჩავაცვა და მოვამზადო წასაყვანად
-კაი. დე კარგად მოიქეცი ხო? ბებო არ გააბრაზო-ჩავეხუტე ლაშას და ირაკლიმ ის წაიყვანა. შემდეგ გიორგი შემოვიდა.
-როგორ გაბედე და საავადმყოფოსი ჩემ გარეშე მოხვდი?
-უი, ჩვენი ტრადიცია დავარღვიე. მაპატიე.
-აჰა. როგორ ხარ?-საწოლზე ჩამოჯდა ჭორიკანა გოგოსავით/
-რავი აბა.
-რაღაცას მალავ.
-რა?
-სახეზე გეტყობა, რამდენი ხანია გიცნობ. აბა მითხარი.
-მპირდები რო არავის ეტყვი?... არა, ვერ გეტყვი. ირაკლიზე ადრე ვერ გეტყვი, ეწყინება.
-მოდი დაწერე.
-შენ არ გაგიტყდებოდა ბარბარეს ირაკლისთვის რომ ეთქვა რაღაც და მერე შენთვის?
-გააჩნია რას ეტყოდა.
-რაც შენ და ბარბარეს გეხებათ.
-არ ვიცი, მაინც კონკრეტულად უნდა მითხრა.
-მაგალითი რომ მოვიყვანო მიხვდები და ამიტომ არა.
-კაი მერე ბარბარეს ვკითხავ რამე ხო არ უთხრა ბარბარემ ირაკლის, თორე უკვე მგონია რომ ბარბარეზე მალავ რაღაცას. მოვკლავ ეხლავე.
-არა, ბარბარე არაფერ შუაშია. დაანებე თავი.
-კაი, გავჩუმდი. აბა კიდე ნაჩხუბრები ხართ?
-კი.
-რაზე ეჩხუბები?
-რავი პროსტა.
-როდიდან მიმალავ მე რაღაცეებს?
-არ ვიცი, შენი ძმის ჩამოსვლამ იმოქმედა ჩემზე.
-გასაგებია. მაშა, უნდა მოგკლა. გეტყობა რომ ხასიათზე არ ხარ, ეხა ისღა მაკლია რომ დეპრესიაში ჩავარდე.
-მალე ჩავვარდები კიდეც, შენ კიდე იცი რა რთულია ჩემი გამოყვანა დეპრესიიდან.
-ოო, მახსოვს, ნიკა და ოთო მიყვებოდნენ რა დღეში იყავი.
-არ მოყვე ეხლა გთხოვ.
-არაა, უნდა დავიწყო. პროსტა ჯინაზე. მემგონი მეშვიდე თვეზე იყავი მაშინ, კიდე დეპრესიაში იყავი და წახვედი ვიღაც ტიპთან, ბაითი ჰქონდათ ნაქირავები, ღამის 4საათზე. ოთო და ნიკა მაშინ შენთან რჩებოდნენ ხოლმე რიგრიგობით ღამე, ყოველი შემთხვევისთვის, ან ეგენი თუ არა მაშინ შენი დაქალები. ხოდა მაგათი მანქანა მოგიპარია და წახვედი სადღაც წყნეთში.
ამ დროს იკაც შემოვიდა.
-ლაშა სადაა?
-ბარბარე ამზადებს. რაღაცას ყვებოდი ხო გიო?
-კი, შენი ცოლი დეპრესიაში რო იყო მაგ დროს.
-აი მეც მაინტერესებს-სავარძელზე ჩამოჯდა და სერიოზული სახე მიიღო-მიდი რა მოყევი.
აუ ესღა მაკლდა. ორ ძმა ჯაფარიძეს ერთ ოთახში რა გაუძლებს.
-მოკლედ შენი ცოლი ღამის 4საათზე ოთოს მანქანით გაიპარა წყნეთში, მეშვიდე თვეზე იყო მაშინ. ხოდა ეხა ნიკა და ოთო ვერაფრით ვერ ადიან წყნეთში რო უკან წამოიყვანონ, თან ყველას ძინავთ და 2მა ტაქსმა უარი უთხრათ მოსვლაზე. ტრასამდე რაღაცნაირად მიაღწიეს და მერე ავტოსტოპით ჩავიდნენ. იმ სახლში რომ მივიდნენ შენი ცოლი საყვარლად იჯდა სავარძელზე და ხელში წვენი ეკავა. სახეზე ფერი არ ედო და ეტყობოდა რომ მაქანის ტარებაც არ შეეძლო. ოთო მიუჯდა გვერდით და იმენა შენ რო როჟებს უკერავ ხოლმე და ამბობ (ირაკლის ხმის იმიტირება გააკეთა) ,, დროზე ადგა და მანქანაში ჩაჯდაა!’’-ამაზე გამეცინა რადგან ზუსტად გააკეთა ყველაფერი-მარა მაშამ გახედა და უთხრა რო მარტო ირაკლის გამოდის ჩემი მაგითი დაშინ...-ამ დროს პირზე ავაფარე ხელი გიორგის.
-მოიცა, მოიცააა, რაო რა თქვა მაშამ?-ჩემთან მოვიდა და ხელები დამიკავა მსუბუქად რომ არ შემეშალა ხელი გიორგისთვის.
-რაო და მარტო ირაკლის გამოდის ჩემი დაშინება მაგით და სანამ იკას არ დავინახავ იქამდე ვერავინ და ვერაფერი წამიღებს აქედანო.
-მერე?
-მერე, ნიკამ დავიღალეო, ხელი დაავლო მაშას და ან ეხა მოდიხარ ან კიდე ყველაფერს ვფიცავარ სულ დავივიწყებ იმას რომ ჩემი ძმაკაცის ფეხმძიმე ცოლი ხარ და წაგიყვან ძალითო. მაშამ თქვა მოვიწყინე მაინც და კაი ჯანდაბას წამოვალო და წაყვა.
-ვაა, ანუ მაშინაც იცოდი ვინაა შენი პატრონი და ეხაც იცი. მიხარია რო გავლენა არ დამიკარგავს-ბოროტულად გამიღიმა ირაკლიმ.
-გიორგი, როგორც კი ფეხზე დავდგები, შურს ვიძიებ.
-მე წავალ ბარბარეს მივეხმარები-გიო ოთახიდან გავიდა.
-ისე ცნობისთვის, მე შენი არ მეშინია.
-აჰა,რათქმაუნდა. მაშ, სიმართლე უნდა მითხრა.
-წინაზე ქეთიმ გითხრა.
-რა მითხრა ქეთ...-ირაკლი გაშეშდა-მოიცა, ქეთიმ მე მაშინ მითხრა რომ ფეხმძიმედ იყავი. ეხა არ მითხრა რომ ფეხმძიმედ ხარ.
-არ გეტყვი.
-მოიცა, მართლა? მარა... ექიმმა რო თქვა ვეღარ გადაიტანსო წინაზე.
-ხოდა ვერც გადავიტან.
-ეხლა რა ხუმრობა იყო ეს? გინდა რომ არ გამიხარდეს? რას ქვია ვერ გადაიტან?
-მე ვიცი რო ვერ გადავიტან, ნაყოფი ძაან სუსტია, მეც ძაან სუსტად ვარ. წინა ორსულობიდან გამომდინარე შეილება ბავშვი ვერ გადარჩეს.
-რას მეღადავები ეხლა, რამდენი ხანია ეს იცი?
-ნუ ვხვდებოდი რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ მეშინოდა შემოწმება. ავარიის მერე მეგონა მუცელი მომეშალა მარა ექიმმა მითხრა რომ ბრალოდ ძალიან დასუსტდა ნაყოფი.
-და ამიტომ არ გინდოდა თერაპია.
-ხო.
-ბავშვს საფრთხე ემუქრება, საუკეთესო ექიმი გვინდა.
-ველაპარაკე ექიმს, თუ საწოლში ვიწვები შეილება ბავშვი გადარჩეს.
-შენ ხო არ გემუქრება საფრთხე?
დავფიქრდი, მინდოდა სიმართლე მეთქვა მაგრამ... სიმართლე რომ მეთქვა 100%-ით დარწმუნებული ვარ ირაკლი აბორტს დამაძალებდა, მისი მშობლები ჩაერეოდნენ და ეცდებოდნენ ბავშვი შეენარჩუნებინათ და მერე მე თუ რამე მომივიდოდა ჩემი შვილი გადაიქცეოდა ირმას პროექტად ამიტომაც ვუპასუხე:
-არა, მე არანაირი საფრთხე არ მემუქრება.
***
ვეცადე რაც შეილება მალე დამედო. <3 <3 <3



№1 სტუმარი nii

kargi iko momewona :-) ar daagvianoo

 


№2  offline მოდერი სატი

nii
kargi iko momewona :-) ar daagvianoo

სავარაუდოდ სანამ სკოლა დაიწყება ორ დღეში ერთხელ დავდებ ხოლმე. heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

აუ ვიტირებ ეხლა.არაფერი მოუვიდეს რა ამ გოგოს.ხათაბალაა რა.იმედია დააწყნარებ ამათ და ცოტა უფრო დაატკბობ
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი სატი

La-Na
აუ ვიტირებ ეხლა.არაფერი მოუვიდეს რა ამ გოგოს.ხათაბალაა რა.იმედია დააწყნარებ ამათ და ცოტა უფრო დაატკბობ

სიმართლე რომ ვთქვა ჯერ არც გადამიწყვეტია როგორ დასრულდება. heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№5 სტუმარი Guest Mariamo

JapharidzeRoArGamovekvanaCudi DaArShegercxvineTJapharidzeebiArSheidzleboda? :Ddd DzanMagariMotkhroba^^EsGogoArMoklaOghondRaa :Dd ♥

 


№6  offline მოდერი სატი

Guest Mariamo
JapharidzeRoArGamovekvanaCudi DaArShegercxvineTJapharidzeebiArSheidzleboda? :Ddd DzanMagariMotkhroba^^EsGogoArMoklaOghondRaa :Dd ♥

innocent heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№7  offline მოდერი სატი

Mziako mziako...
From : Mziako
To : სატი

Rac sheexeba am tavs dzaan magari iyo.
Magari gogo xar es mudam gaxsovdes.
Es istoria idea dawerili rom namdvil ambavsac ki aesaxeba.
Sainteresoa da damijere bevrs moundeba amis wakitxva imisda miuxedavad tu didad ar uyvars eseti janris istoriebi es iseti istoriaa ROM araert mkitxvels moasurvebs amis wakitxvas...❤️❤️❤️
-ar Minda cudad gamomivides .vici zogs ar uyvars aseti komplimentebi magram tu rame arasworad vtqvi "sorry"
P.S.kargia imedia male dadeb shemdeg tavsac...❤️❤️❤️

არა ყველაფერი სწორად თქვი. ეს პირველი ისტორიაა რომელიც მემგონი რეალური გამომივიდა. ეხლავე დავდებ ახალ თავს.

სატი
Mziako mziako...
From : Mziako
To : სატი

Rac sheexeba am tavs dzaan magari iyo.
Magari gogo xar es mudam gaxsovdes.
Es istoria idea dawerili rom namdvil ambavsac ki aesaxeba.
Sainteresoa da damijere bevrs moundeba amis wakitxva imisda miuxedavad tu didad ar uyvars eseti janris istoriebi es iseti istoriaa ROM araert mkitxvels moasurvebs amis wakitxvas...❤️❤️❤️
-ar Minda cudad gamomivides .vici zogs ar uyvars aseti komplimentebi magram tu rame arasworad vtqvi "sorry"
P.S.kargia imedia male dadeb shemdeg tavsac...❤️❤️❤️

არა ყველაფერი სწორად თქვი. ეს პირველი ისტორიაა რომელიც მემგონი რეალური გამომივიდა. ეხლავე დავდებ ახალ თავს. heart_eyes heart_eyes მადლობა ყველაფერისთვის
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent