შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს. (10)


18-01-2017, 17:54
ავტორი neneusi
ნანახია 2 167

"სიყვარული ცვლის სამყაროს...და გხდის ბედნიერს".
"ადამიანები ოცნებებით იკვებებიან".... თქვა ჩარლზ ბუკოვსკიმ.... აი ზუსტად ასე ვარ ახლა....მთელი წამები.....მთელი საათები.....მთელი კვირები.....მთელი თვეები....მთელი წლები.....ხო წლები....ვფიქრობდი, რომ დამიბრუნდებოდი და მოხვიდოდი ისე როგორც გჩვევია ერთ დროს..... 2 წელი გავიდა.....2 წელი და ამ 2 წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში როგორც შენ გიყურებდი ისე არავისთვის შემიხედავს.....მთელი 2 წელი ოცნებებით ვიკვებებოდი... არა, ნამდვილად ჭეშმარიტია "მონატრება ყველაფერს გადაწონის" . აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს წასულხარ....ალბათ ეს იყო ჩვენი საოცარი გრძნობის დასასრული....ღმერთო ჩემო რა ცუდად ჟღერს დასასრული......თვითმკვლელობაზე მიფიქრია იცი? ბევრჯერ მიფიქრია....უშენოდ ხომ დაკარგა სამყარომ ფერები....ასე თუ მომენატრებოდი არ მეგონა......მახსოვს მითხარი "შენ არასდროს დაგკარგავ...რომც მინდოდეს მაინც ვერ დაგკარგავ"-ო. დაპირება არ შემისრულე... იქნებ ეს არის იმ დიდი გრძნობის ბედი რაც ჩვენს გულებს ამშვენებდა? იქნებ არ ვიყავით ამ სიყვარულის ღირსები? ხო ალბათ არ ვიყავით.... რათქმაუნდა არ ვყოფილვართ...ჩვენ ხომ ვერ გავუფრთხილდით იმ გრძნობას რომელიც იშვიათად მოდის და ადამიანს ჯოჯოხეთს უნათებს.... ამბობენ "ფული ჯოჯოხეთს ანათებს"-ო. ნეტავ შენ გჯერა ამის? მე არ მჯერა...ახლა როდესაც არ მაკლია ფული და არაფერი მსგავსი მაკლია ყველაზე მთავარი....შენ მაკლიხარ.....შენ დამტოვე....შეიძლება უკვე დამივიწყე... იქნებ სხვა შეიყვარე? მე ვერ შევძელი...შენი სამუდამო ერთგული დავრჩი...არ ვიქნებოდი ერთგული , რომ შემყვარებოდა....ჩვენი ურთიერთობის შემდეგ ვხვდები, რომ ვერასდროს შევხვდები შენნაირ ადამიანს...მე ვიცი, რომ ახლა თუ არა მაშინ მაინც გიყვარდი...ახლა ყველაზე მეტად მჭირდები...სხვა არც არაფერი მინდა...უბრალოდ დაივიწყე სიამაყე....დაივიწყე რაც მოხდა....ყველაფერი დაივიწყე და ჩემთან მოდი....ხო, შენი საფირმო ღიმილით მოდი ჩემს ჯოჯოხეთს , რომ ანათებს.... ახლა...ისევ....ვზივარ აივანზე , ისევ ისე მიჭირავს ჩაის ჭიქა, ისევ ისე შევყურებ თბილისს...არა, ეს ტყუილია...ისევ ისე ვეღარ ვუყურებ...მე ხომ თბილისში დაგკარგე....მაშინ ... ადრე სანამ ჩემი იყავი... მაშინ სიყვარულით ვუყურებდი თბილისს რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ყველა მიყვარდა და შენ იყავი ამ ყველაფრის მიზეზი. მე არასდროს არავინ მდომებია შენს გარდა, ამას კი მხოლოდ მაშინ ვხვდები როცა დაგკარგე...მენატრები....დაივიწყე...ჩემთან მოდი.
2 წლის შემდეგ.....(ნენე)
2 წელი გავიდა ჩვენი ურთიერთობიდან....2 აუტანელი წელი.... მე ისევ არავისთვის შემიხედავს...მე ისევ მიყვარხარ...შენც ისევ გიყვარვარ....ხო, ხო, გიყვარვარ. და მე ვიცი ეს....ხშირად დაურეკავთ ტელეფონზე მე ვეუბნებოდი "გისმენ" მეთქი, მაგრამ არ მპასუხობდა....ცოტახანში კი ყველაფერი გაირკვა.... ყველაფერს მივხვდი...იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ შენ გიყვარვარ ისე, რომ ჩემს "გისმენ"საც კი სიამოვნებით ისმენდი მაშინ. ნიუ ორკიდან ახალი ჩამოსული ვარ... ნინი მწერს:
"dagadget ukve tavze ???"
"vinebi xart?"
"me da eleniko"
"modit."
ამასობაში ბევრი რამ მოხდა სხვებისთვის...მხოლოდ ჩემთვის არ შეცვლილა არაფერი მას მერე რაც სანდრო წავიდა....და რაზე ვიჩხუბეთ არა?! სანდროს ეგონა , რომ მაშინ არ ვენდე და ამის გამო ვიჩხუბეთ...მე კი მთელი არსებით ვენდე...ნეტავ ახლა იცოდეც ეჰ! ამასობაში ბევრი რამ მოხდა თქო ვთქვი...ლექსო და ელე ერთად იყვნენ...იკა და ნინიც ერთად იყვნენ მსიამოვნებდა მათ გარემოცვაში ყოფნა , მაგრამ ჩახუტებულებს , რომ ვუყურებდი სულ სანდრო მახსენდებოდა...იცით ახლა , რომ მოსულიყო არაფერს ვეტყოდი....ყველაფერს გავუგებდი...ყველაფერს ვაპატიებდი....მე ვიცი, რომ სანდრო ერთადერთი ადამიანია ვისაც შემიძლია ნებისმიერი რამ ვაპატიო.... გარდა იმისა , რომ შეიძლება გადამიყვაროს....გოგონები ყიჟინით შემოვარდნენ სახლში:
-აბა ეხლა დროზე ჩაიცვა და მე, შენ , ნინი, ლექსო და იკა მივდივართ სადმე კარგ ადგილაას.-შემოკრა ტაში ელემ.
-არსად წასვლა არ მინდა რაა.
-ნენე ხმა!
-სახლში მინდა ყოფნა...
-ხო დარჩი სახლში და იყავი სამუდამოდ დეპრესიაში...სანდროს , რომ დაინახავ ალბათ გაჭედავ...-აი აქ კი შეჩერდა....
-სანდრო ჩამოვიდა , იცოდით და არ გამაგებინეთ?! ხომ იცოდით, რომ არ ჩამოვიდოდი ნიუ ორკიდან თუ გავიგებდი , რომ აქ იყო? ხომ იცოდით?!-ცრემლებმა მაინც თავისი ქნეს თუმცა უკან შევაბრუნე. აი ასეთი გავხდი მას შემდეგ...არ მიტირია... მთელი 2 წელი ცრემლიც კი არმოსწყვეტია ჩემს თვალებს...მთელი 2 წელი და ახლაც არ მივეცი ჩემ თავს ტირილის უფლება.
-მაპატიე.-ჩამეხუტა ნინი, ელეც მას მოყვა.
-თქვენ არაფერ შუაში ხართ....ადრე თუ გვიან მოგვიწევს შეხვედრა და მე ვერ გავუძლებ...იქნებ ახლა მე გავიქცე?
-შენ არსად წახვალ!
-ნინი...სადმე , რომ დავინახო და არ ჩავეხუტო ვერ გავძლებ...გაიგე რაა....მოვკვდები მის დანახვაზე....ჩავადნები....თავს დავიმცირებ ვიცი.
-ნენ ისევ გიყვარს! ამდენი ტკივილის შემდეგაც ისევ გიყვარს..... იცი ? დარწმუნებული ვარ მასაც ისევე უყვარხარ და ეშინია შენი ნახვის...
უყვარხარ ჩამესმოდა მარტო ყურში.
-ტირილის ხასიათზე ნუ დამაყენებთ ახლა, წავიდეთ!-მტკიცედ ვთქვი და თემა ოსტატურად გადავიტანე.
-ხო , ხო, ჩაიცვი ულამაზესაც დღეს ვინმე ბიჭს დაკერავ . ნუ ეხლა სანდროს ვერ აჯობებს , მაგრამ ღამეს კარგად გაატარებ....-ელე. ნინიმ თვალები დაუბრიალა და ისიც მაშინვე გაჩერდა.
-არანაირი ბიჭი არ მიხსენოთ დღეს! მითუმეტეს სანდრო! გ ე ყ ო ფ ა თ!!! მაზოლზე ფეხს ნუ მაჭერთ!!!!
-კარგი..-ჩაილუღლუღა ელემ.
-მადლობა.
ულამაზესი შავი კაბა ჩავიცვი და წავედი. მთელი საღამო თითქოს კარგი იყო , მაგრამ რაღაც ეკლდა.... ვიღაც ეკლდა უფროსწორედ. უეცრად ლექსომ მკითხა:
-ნენ რაზე ფიქრობ?
დავიბენი არ ველოდი, მაგრამ სწრაფადვე ვუპასუხე.
-არაფერზე.- სხვისთვის არაფერი იყო....ან უბრალოდ იტყოდით შეყვარებულობის ბრალიაო...აი მე ასე არ ვფიქრობ....სხვისთვის არაფერია ... ჩემთვის კი ყველაფერია....ჩემი სამყაროა.... ჩემი სინათლეა.....ჩემი ერთადერთი სიყვარულია!!!!! ეჰ როგორ მჭირდები ნეტავ იცოდე ჩემო სანდრო...... სასწაულად მჭირდები...
რესტორანში კიდევ დიდხანს ვიყავით , მერე ბავშვებმა სახლში დამტოვეს და წავიდნენ თვითონაც სახლებში. აი..ისევ მარტო ვარ...აი , ისევ მჭირდები...აი ისევ ჩაის ვიდუღებ... (დამავიწყდა თქმა... გიორგი და ნანკა წავიდნენ.....ნიუ ორკში არიან და 1 თვეში ჩამოვლენ აბა რა გეგონათ სამუდამოდ კი არა!!!) ისევ პუფში ვებერტყები...ისევ მენატრები....ისევ თბილისს გადავყურებ....ისევ მტკივა....ისევ გელოდები....ისევ იმედი მაქვს....ისევ ცრემლი მომდის...ისევ თავისუფლად ვაძლევ თავს უფლებას ვიტირო....მეც არ ვაყოვნებ.....და ბოლოს ისევ სმს-ა ტელეფონზე....და მთავარი...ისევ შენ ხარ......და ალბათ ისევ იგივე ტექსტი დამხვდება......ამის იმედი მაქვს.......

ვიცი ყველაზე საინტერესო ადგილას გავწყვიტე ვიცი....გამლანძღეთ , გამთათხეთ...რაც გინდათ ის ქენით.... ხვალ იქნება დ ა ს ა ს რ უ ლ ი! ! ! ! არ გამოტოვოთ რადგან ალბათ მართლა ძალიან რთული წასაკითხი იქნება...თუმცა არ გეტყვით რთული სამუდამო დაშორების თუ პირიქით სამუდამოდ შერიგების მხრივ....მოკლედ ჩემი აზრით დასასრული ძალიან მაგარია....იცით ასეთს არასდროს ვგეგმავდი, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის .... პირიქით....ყველაფერი კარგი დაუგეგმავად ხდება...ხოდა მეც დაუგეგმავად დავიწყე 5 თავიდან ამ ისტორიის წერა....ყველას დიდი მადლობა ვისაც მოგწონთ... არ გეგონოთ მხოლოდ ამ მოთხრობას დავწერ და მერე თუმდაც 3 დღით გადავიკარგები! არა, არა და არა! შემდეგ ისტორიას ამის დამთავრებისთანავე დავიწყებ და სახელსაც გეტყვით.... რაც შეეხება ამას გპირდებით დასასრულისას ბევრს აგატირებთ კიდეც.... <3 <3 <3 მიყვარხართ ! <3



№1 სტუმარი A

Veli axal tavs dzalian kargi tavi iyo......

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

არ აქვს მნიშვნელობა როგორ დამთავრდება ისტორია მტავარია ხარისხიანი დასასრული ჰქონდეს. მე ამას ვფიქრობ რომ შეიძლება არ ვეთანხმებოდე დასასრულს მაგრამ არასდროს არ მითქვამს რომ ის ცუდი იყო. ამას იმიტომ ვამბობ რომ ამ საოცარი მოთხროობის დასასრულლი რათქმაუნდა კარგი იქნება დაშორდებიან თუ ერტად დარჩებიან მაინც იმიტომ რომ დასარული არ აარის მხოლოდ ორი ადამიანის ამბის დასასრული. მჯერა რომ იმედებს არ გამიცრუებ. გელოდები დიდი იმედებით აბა შემიცი სიხარულო!!!!

 


№3  offline აქტიური მკითხველი neneusi

A
Veli axal tavs dzalian kargi tavi iyo......

ხვალვე <3

nawkas12345
არ აქვს მნიშვნელობა როგორ დამთავრდება ისტორია მტავარია ხარისხიანი დასასრული ჰქონდეს. მე ამას ვფიქრობ რომ შეიძლება არ ვეთანხმებოდე დასასრულს მაგრამ არასდროს არ მითქვამს რომ ის ცუდი იყო. ამას იმიტომ ვამბობ რომ ამ საოცარი მოთხროობის დასასრულლი რათქმაუნდა კარგი იქნება დაშორდებიან თუ ერტად დარჩებიან მაინც იმიტომ რომ დასარული არ აარის მხოლოდ ორი ადამიანის ამბის დასასრული. მჯერა რომ იმედებს არ გამიცრუებ. გელოდები დიდი იმედებით აბა შემიცი სიხარულო!!!!

ყველაზე თბილი კომენტარების წერა იცი შენ! სულ , რომ ორი სიტყვა იყოს მაინც ძალიან მახარებ რადგან ისე გულით წერ, რომ ვიცი მართლა მოგწონს ! <3 სასწაულად მახარებ აქამდე სად იყავი?! წინა მოთხრობებზე შენი კომენტარები , რომ მქონოდა აღარც შევწყვეტდი :დ მადლობა უღრმესი მადლობა....დიდად გმადლობ იმედებს კი არანაირად არ გაგიცრუებ :*

 


№4 სტუმარი Guest Mariamo

AiiiDzanMagaria ^_^ ♥

 


№5  offline აქტიური მკითხველი neneusi

Guest Mariamo
AiiiDzanMagaria ^_^ ♥

მადლობა მარიამო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent