შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნისფერი


18-01-2017, 20:06
ავტორი Sophiiides
ნანახია 1 719

„სიყვარული იმით კი არ იზომება,
თუ რის მიღებას ელი,
არამედ იმით,
რისი გაღებისთვისაც მზად ხარ“

იასამნისფერი
სიზმარი 13.06.2016
კლდის თავზე ვდგავარ და თვალები მაქვს დახუჭული
უკუღმა ვითვლი.... 5, 4, 3 , 2, 1.
თვალებს ვახელ, ისევ ისე გაუნძრევლად ვდგავარ, გადახტომა არ მინდა. ეს რომ მინდოდეს ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი.
უფსკრულში ვიხედები.
იქიდან ამოსული ნისლი ფეხებს მიფარავს.
მხრები მტკივა.
ოდნავ წელში ვარ მოხრილი, თითქოს რაღაც გასწორების საშუალებას არ მაძლევს.
საშინელ დაღლილობას ვგრძნობ.
უკნიდან ვიღაც მიახლოვდება.
მკლავებს შორის მიქცევს
დაღლილი მორჩილად ვეყრდნობი, და თითქოს მძიმე ტვირთი მომეხსნა.
სიმსუბუქეს ვგრძნობ.
ტკივილი ქრება.
უკან ვბრუნდები მაგრამ იქ არავინაა.
შორს მიმავალ გამხდარ სილუეტს ვხედავ.

თავი პირველი
დილით ვიღვიძებ და შიშს ვგრძნობ. ეს გრძნობა ჩემთვის უცხო არ არის. უკვე ერთი კვირაა რაც ამ გრძნობით ვიღვიძებ.
ვდგები და სარკესთან მივდივარ. ჩემს თავს ვაკვირდები.თეთრი კანი მაქვს, ღია ყავისფერი თმა და ყოველთვის ჩაცვენილი, თაფისფერი თვალები. ძალიან გამხდარი ვარ, როგორც დედაჩემი იტყოდა გაძვალტყავებული. მას ძალიან ვგავარ. გარეგნულათაც და ხასიათიათაც. გარეგნულად მისი ასლი ვარ.
მას შემდეგ რაც მამა წავიდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირია.
არა, დედა და მამა არ დაშორებულან. უბრალოდ მამა სხვა ქვეყანაში გადავიდა. მგონი დედას ვერ გაუძლო. გამიგია, რომ კაცებს ძლიერ ქალებთან ურთიერთობა აშინებთ. დედაც ასეთია, ძლიერი და ძალიან დამოუკიდებელი. წარმატებულიც. მას ყველა იცობს და ყველა პატივს სცმეს.
დედაჩემმა მშობლიურ ქალქში გააწყვიტა დაბრუნება, რადგან კარგი სამსახური შესთავაზეს. ჩემთვის რა თქმა უნდა არავის არაფერი უკითხავს. პრინციპში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. იქაურობა ჩემთვის უცხო არ არის, იქ ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით. ქალაქში ტბაა, რაც ძალიან მიხარია, უკვე ვიცი ჩემი დროის უმეტეს ნაწილს სადაც გავატარებ. წყალი ძალიან მიყვარს. თითქოს ძალას მმატებს და მამშვიდებს. ახალ სკოლაში მომიწევს მისვლა. ეს ჩემთვის მარტივი არ იქნება. რთულია, მიატოვო სკოლა რომელშიც ათი წელი ისწავლე. კლასელებზე დიდად გული არ მწყდება. აქ ყველა და ყველაფერი ყალბია. სინამდვილეში დიდი ხანია მინდა ამ სიყალბისგან გაქცევა. აქ მხოლოდ ორი ნამდვილი მეგობარი მყავს, მათთან ურთიერთობის გაწყვეტას რა თქმა უნდა არ ვაპირებ. დედაჩემის მშობლიური ქალაქი საკმაოდ პატარაა. აქ მხლოდო 4 სკოლაა. აქედან ყველაზე მშიდი და ჩვენს სახლთან ახლო მდებარე ავარჩიეთ.
გადასვლას აგვისტოს ბოლოს ვაპირებდით, მაგრამ დედამ დაიჩემა რაც მალე მით უკეთესიო და ისე მოხდა რომ ხვალ გადავდივართ.
ღმერთოო!
ერთი დღეც და ჩემი ცხოვრება შეიცვლება.
დედაჩმის ოთახში გავდივარ, მგონი მას ძალიან უნდა წასვლა. ჩემოდნების ჩალაგებაში გართულმა ვერც კი შეამჩნია მის საწოლზე როდის წამოვწექი.
-ანაა! - წამოიკივლა შეშინებულმა - ვერ გავიგე როდის შემოხვედი.
-ხო თეა, ძალიან ხარ საქმეში გართული.
- ისე, ჩემს ყურებას ჯობია შენც წახვიდე და ჩალაგებაა დაამთავრო.
-რაც სასწრაფო იყო უკვე ჩავალაგე, ყველაფრის ჩალაგებას მაინც ვერ ვასწრებ.
-კარგი არაუშავს, მერე ჩამოვიდეთ და დარჩენილი ნივთები მერე წავიღოთ.
- მამას ელაპარაკე?
-ხო, ჩავიდა.
-დედა, სიმართლე მითხარი, დაშორდით?
- წასვლა დაშორებას არ ნიშნავს ანა. - მითხრა და თავისი მომხიბლავი ღიმილით გამიღიმა.
იმ დღეს ჩალაგების მეტი არაფერი გვიკეთებია. ბავშვებს წინა დღეს დავემშვიდობე. მარაიმი და ანდრეა ჩემი ნამდვილი მეგობრები იყვნენ. მათთან მქონდა გატარებული მთელი ჩემი სიცოცხლე. მათ ჩემზე ყველაფერი იცოდნენ. საღამოს ადრე დავწექი. ძილის წინ ყველაფერზე ფიქრი მოვასწარი. ჩემი ცხოვრება იცვლებოდა, ამას ვგრძნობი. ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავი მეპოვა. იქნებ ეს სხვა ქალაქში მოვახერხო. ახალ ცხოვრებას ვიწყებ, გული მიგრძნობს თავგადასავლებით დატვირთული წელი მექნება. რა სამწუხაროა, რომ ჩემი პრობლემების აქ დატოვება არ შემიძლია.

პ.ს გთხოვთ წაიკითხეთ და შეაფასეთ. ჩემი პირველი მოთხრობაა და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. თამამად გამოუშვით კრიტიკა :))))



№1 სტუმარი Guest Mariamo

Kaiaa^^^^GaagrdzeleRaa^^♥♥

 


№2  offline წევრი Sophiiides

Guest Mariamo
Kaiaa^^^^GaagrdzeleRaa^^♥♥

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent