ნოემბრის 13 (18 და 19)
ღობეზე კარი აჭრიალდა. როგორც ჩანს დაჩი დაბრუნდა მაღაზიიდან. -ახვლედიანო! -კარის ჭრიალს მისი ხმაც მოჰყვა. შევჩერდი და კედლის ღებვაც შევწყვიტე. საძინებელში ვიყავი მაგრამ მისი ხმა კარგად გავიგონე. თხელი კედლების ბრალია... კარზე დააკაკუნა -დაჩი ღიაა კარი და უბრალოდ შემოაღე, ხელს ვერ მოვკიდებ სახელურს! -გავძახე მას და ფეხით საძინებლის ოთახის კარი გამოვაღე. ყველანაირად ვცდილობ არაფერს შევეხო, რადგან თავიდან ბოლომდე საღებავში ვარ ამოსვრილი. ცხვირიც კი ყვითელი მაქვს. -რას გავხარ! -გადაიხარხარა როგორც კი ოთახში შემოვიდა. მთლიანად ყვითელი ხარ... -დამცინოდა ის -როგორც ვიცი ბიჭები გოგოებს ასე არ მიმართავენ.. -შევუბღვირე მას -კარგი ბიჭები! -მწარედ დავამატე და კედლის ღებვა განვაგრძე -ვწუხვარ მაგრამ მთელი ამდენი შრომა წყალში უნდა ჩაგიყარო... -სახეზე ყალბი დაღონება მიიხატა -რა დავაშავე! -იქაურობას თვალი მოვავლე. -გთხოვ მითხარი, ვინ ღებავს კედელს შპალერის ზემოდან... ჯერ ის არ გეყოფოდა რომ ფერი ყვითელია და თან შპალერზე. -ისევ გადაიხარხარა -ღმერთოჩემო! ეს როგორ დამემართა... თბილისის სახლშიც თავად შევღებე კედლები და ასე არ მომსვლია.. -ჩემსთავზე გავბრაზდი -კარგი მოდი ხელთათმანები ჩავიცვად და ეს შპალერი ავახიოთ. მერე ჩვეულებრივ შეღებავ და ეგაა რა... კიდევ კარგი სულ არ წაუსვი ეგ საღებავი. -სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა მან. -რამე კარგი წიგნი არ გაქვს, რომ მათხოვო და წავიკითხო?!-ვუთხარი და ხელთათმანები მივაწოდე. -კიი მოვძებნი რამეს. რაც აქ ვარ ბევრი რამ წავიკითხე... გეტყობა შენც გიყვარს კითხვა... -გამიღიმა მან. -კიი ძალიან. ძირითადად საქმე არ მაქვს. ნახევარი დღის განმავლობაში რამოდენიმე საათს ვცეკვავდი, მერე დაქალთან და მის ქმართან მივდიოდი ხოლმე და სახლში დაბრუნებისას რამე ხომ უნდა გამეკეთებინა სადილის მომზადებისა და სახლის დალაგების გარდა. სიმართე რომ გითხრა კითხვის გარდა წერაც მიყვარს... -წერა? ანუ?! -ინტერესი გამოიჩინა მან -ჰოო წერა. ხშირად ვწერ როცა თავისუფალი დრო მაქვს ისტორიებს ვწერ. ბლოგზე ვდებ თავებად.. მომავალში წიგნიც მექნება ალბათ. დაბეჭდვაც მინდა. -რამაგარი გოგო ხარ შენ! -აღფრთოვანება შევატყვე მის სახეზე და ამან ძალიან გამახარა. ამასობაში ერთი კედელიც შეიღება -შენ მარტო ხატავ?! -ინტერესი გამოვიჩინე მეც. მიხარია მასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, ყველაფრის მოყოლა რომ შემიძლია -სამხატვროსთან ერთად საფინანსო-მენეჯმენტიც დავამთავრე და ბანკში ვმუშაობდი მენეჯრად. ისეთი არაფერი. ჩემი ცოლი ჟურნალისტი იყო.. -აშკარა დაღონება შევატყე მას. -ტელევიზიაში მუშაობდა და ნუ მოკლედ ვეწყობოდით რა ერთმანეთს... ძმა ყავს. მეთორმეტე კლასშია და წელს ამთავრებს სკოლას. იცი რა კარგად სწავლობს?-ღიმილი ეპარებოდა მოღუშულ სახეზე და გული ამიჩუყდა. ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა. -რამდენი ხანია რაც აქ ხარ, კახეთში... -დაჩის თბილად და გულწრფელად ველაპარაკები ყოველი დიალოგის დროს. ცოტაარიყოს მეუხერხულება როცა მახსენდება როგორ უხეშად ველაპარაკე მას პირველი შეხვედრისას. -ცოლი როცა გარდამეცვალა სამი თვის მერე აქ წამოვედი. ანუუ სამი თვეა რაც აქ ვარ. ვინიცის კიდევ რამდენ ხანს დავრჩები აქ.. -ჩაფიქრდა და კედლის შეუღებავ ნაწილს საღებავი აუსვა -იცი რომ დღეს ამ ოთახში ვერ დაიძინებ? -ხელები გაშალა და ყვითელ კედლებზე მიმითითა. -მოიცა რატო.. მერე რა?! -ნამდვილად გამიკვირდა -სუნი შეგაწუხებს. თან გასაშრობია ჯერ. იმ გარდერობსაც ვერ მიადგავ. -ტონი ისეთი ჰქონდა თითქოს ისედაც ყველაფერი აშკარა და ნათელი იყო. არადა ასეცაა... -ნუ ეგ თავისთავად! მისაღებში დავიძინებ, დივანზე. სხვა ოთახში ვერ გადავალ ხომ ხვდები... ერთ ოთახი ჩემი გარდაცვლილი მშობლებისაა, მეორე კი ბებიის. დანარჩენი მოუწესრიგებელია. მირჩევნია აქ დავწვე. -ვუთხარი და ხელთათმანები მოვიხსენი -გასაგებია.. -თვალი შეავლო თავის ნამუშევარს. -ხვალ ვაპირებ ყვავილები დავრგო ეზოში.. -ოთახიდან გავედით -რაკარგია! როგორც ვხვდები აქ დიდი ხნით აპირებ დარჩენას რადგან ცდილობ მთლიანად მოაწესრიგო აქაურობა. -დივანზე ჩამოჯდა და მოხერხებულად მიეყრდნო. -დიდიხანი დამჭირდება რომ ჩემი აზრები ჩამოვაყალიბო, სწორი გადაწყვეტილება მივიღო და ისე დავბრუნდე თბილისში. რას მიირთმევ? -თავაზიანობა გამოვიჩინე და თემა შევცვალე -და როგორ ფიქრობ დაგელოდება ის ბიჭი ამდენხანს?! -თავისი სათქმელის დასრულებას ცდილობდა -აღარ -სინანულით გავაქნიე თავი -მაშინ რატო აპირებ გადაწყვეტილების მიღებას?! როგორც ვიცი უკვე უთხარი შემეშვიო. ეგრეც არ შეიძლება ქეთი... -დაჟინებით მომაცქერდა. -ვიცი! -მის გვერდით ჩამოვჯექი და თავი საზურგეს მივადე -კარგია თუ იცი. ისიც უნდა იცოდე რომ არასწორად მოიქეცი -მისაყვედურა მან -რატომ? -გავუნაწყენდი -რასქვია რატო ქეთო.. ბიჭმა ერთი შეცდომა დაუშვა. სიმთვრალეში თან... -ერთი არა! -შევაწყვეტინე -არ დაგელაპარაკა და ისე წავიდა, იმიტომ რომ იცოდა გული გეტკინებოდა. დამერწმუნე ეს ლაპარაკი ორივესთვის საშინელება იქნებოდა. -ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ დაურეკავს! -ტონს ავუწიე. -იმიტომ რომ ვერ რეკავდა. იცი მაინც რა დაგემართებოდა ან შენ, ან მას, როცა ერთმანეთის ხმას გაიგებდით?! -მშობლები გარდამეცვალა და საერთოდ არ ჩამოსულა! -ტონს ვუწევდი თანდათან და ირონიული ღიმილი მეპარებოდა ხმაში -ვერ ჩამოვიდა ქეთო ვერა! -თითქოს რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა და თითქოს ეს სიტუაცია ჩემზე კარგად მას გაეგებოდა -ასე ძალიან უყვარხარ ბიჭს და არ უნდა გეთქვა შემეშვიო! -რას მიირთმევ დაჩი! -ამ დიალოგს ვეღარ გავუძელი და ფეხზე წამოვდექი -ჩაის დავლევ.. -როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ აღარაფერი უნდა ეთქვა ამ თემაზე -მშვენიერია! -ვუთხარი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი -მხოლოდ ერთი კოვზი შაქარი! -ზურგს უკან გავიგე მისი ხმა -ნამცხვარიც მაქვს. შოკოლადის... ხომმიირთმევ?! -გავძახე როცა კარადა გამოვაღე -კიი მინდა! -გაუხარდა მას ცხელი წყლით გავავსე ჭიქები და ჩაის ფერით "გავჟღინთე" ლანგარზე დავაწყვე ნამცხვართან ერთად და დაჩისთან გავედი. არავინ იცის, როგორ ძალიან მომწონს მასთან გულახდილი საუბარი. *** -აღარ დალიო! -მიბრძანა ჩემსგვერდით მჯდომმა ლაშამ -კაი რა ძმაო -შეწუხებულმა მივმართე და კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გადავკარი ბარის დახლთან ჯდომისას. -კიდევ მიირთმევთ რამეს? -მომმართა ბარმენმა ბიჭმა -ასეთი დაასხი, ოღონდ ორმაგი! -ცუდად გახდები. - ჩემს დარწმუნებას ცდილობდა ლაშა, მაგრამ არ გამოსდიოდა -ჯერესერთი არ გავხდები ცუდად იმიტომ რომ მთვრალი არ ვარ. ბევრი არ დამილევია... თან კიდე თუ გავხდები ცუდად, მაგას არაუშავს. ბოლოსდაბოლოს ხომარ მოვკვდები... -მხარზე ხელი დავკარი და გავუცინე -ჰოო საერთოდ არ ხარ მთვრალი. მე დავლიე შვიდი ჭიქა არაყი, 4 ორმაგი ვისკი და ამიტომაც ვარ მე მთვრალი! -თვალები გადაატრიალა და ჭიქა, რომელიც ხელში მეჭირა და დალევას ვაპირებდი ხელიდან გამომტაცა და გვერდით გადადო! -თითქოს ამით გადამაფიქრებინებდა -ო, მოიცა რა! -თავი მისგან საწინააღმდეგო მიმართულებით შევატრიალე და ხელი თავქვეშ დავიდე დავინახე ჩემს გვერდით როგორ ჩამოჯდა მოკლე შავთმიანი გოგონა ლურჯი კაბით. რომელიც მუხლიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული. მისი დანახვა ცოტაარიყოს არ მესმიამოვნა. მეტიც... გამაღიზიანა! -კარგი მუსიკაა არა?! -ეს გოგო ცდილობდა მომხიბვლელი ყოფილიყო მაგრამ ეს მე საერთოდ არ მაინტერესებდა. მას გავხედე და თვალი შევავლე -შეიძლება! -ვუთხარი და მორიგი ყლუპი მოვსვი. -შეეშვი რა! -უმნიშვნელოდ მომმართა ლაშამ და ხელი გამკრა -აბა ამასთან საქმეს დავიჭერ?! -ყურში ჩავჩურჩულე. -ჯერ მარტო შეხედე! -ჩამეცინა ეს ისეთი გოგოა პომადა მუდამ რომ ტუჩზე აქვთ წათხაპნილი, თავიდან ბოლომდე დიდი მაკიაჟი რომ უსვიათ და ყოველთვის სარკეში რომ იხედებიან იმის შესამოწმებლად კბილზე პომადა ხოარ წაესვათ. როგორ მიხარია ქეთი მათ რომ არგავს. -კარგი იქნებოდა სასმელზე თუ დამპატიჟებდი... -ჩემსა და მას შორის ერთი სკამი გვაშორებდა, თუმცა მან ისიც შეამცირა და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია. თავიდან გავხედე, შემდეგ კი იმდენად ირონიულად გამეცინა მეც კი გამიკვირდა ასეთი რამ თუ შემეძლო -ქეთი გქვია?-ცალი წარბის აწევით მივმართე -არა, მე ნატა ვარ... -ამ გოგოს ღიმილი არ მოშორებია სახიდან. -გვარად ახვლედიანი ხარ?! -საჭიროდ არ ვთვლიდი მასთან ლაპარაკს და ამიტომაც ძალიან უმნიშვნელოდ ვესაუბრებოდი. -არა, ხვედელიძე. -მაშინ შეგიძლია სხვა ბიჭს მიუჯდე გვერდით! -თითქმის ზურგი შევაქციე მას -სადმე სახლში ხო არ გადავინაცვლოთ? ჩემთან, ან შენთან... ან თუნდაც სასტუმროში! -ჩემთან ახლოს მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა. მისი ხმაც კი იმდენად მაღიზიანებდა რომ კინაღამ აკურატულად გავაგდე ბარიდან. მის ნათქვამზე სიცილი ვეღა შევიკავე და გადავიხარხარე. ეს სიცილი თითქოს ისტერიული იყო. კარგახანს ვიცინოდი. მერე გაკვირვებულ ლაშასაც გავხედე რომელიც ისე მომჩერებოდა თითქოს ვიღაც მოვკალი ან რაიმე კატასტროფა ჩავიდინე. ბოლოს გამომეტყველება დავასერიოზულე, ჭიქა მაგიდაზე მძიმედ დავდე და ნატას გავხედე -იცი ორი წლის წინ რამხელა შეცდომა დავუშვი ზუსტად ასეთი შემთხვევით?! -ჩემი მზერა და თვალები ზიზღით მოცული იყო -არა რატოა შეცდომა... -თმაზე ხელი მომკიდა მე კი ვერ გავუძელი მის შეხებას და უხეშად თუ თბილად, მისი ხელი მაგიდაზე უსულო სხეულივით დავდე. -შანსი არაა, არ გაგეცნობი! -ვუთხარი და მას თვალი საბოლოოდ მოვაშორე. მივხვდი როგორ აიღო თავისი ჩანთა სკამიდან და გამწარებულმა როგორ გადაინაცვლა თავისნაირ მეგობარ გოგოებთან. -ასეც არ იყო საჭირო. ვფიქრობ ზედმეტი უხეშობა გამოგივიდა... -მომმართა ლაშამ და ბარმენი ბიჭი ხელის აწევით გააჩერა როცა ის დახლზე არყით სავსე ჭიქის დადებას აპირებდა -მოდი სიმართლეს გეტყვი და სულ ფეხებზე ! -უდარდელი მაგრამ ტკივილით სავსე ღიმილით მივმართე და ამჯერად ნამდვილად დავუშვი რომ მთვრალი ვარ. -ადექი წავიდეთ! ქეთის ეს არ მოეწონებოდა.. -ხელი მკლავზე მომკიდა და ჩემი აყენება სცადა. სხვათაშორის ისეთი ნასვამი არ ვარ როგორც ვიქცევი -ქეთის მეც არ მოვწონვარ! -ვუთხარი, ფული დახლზე დავტოვე და ფეხზე წამოვდექი. -წამოდი წამოდი.. -რვიანების ხაზვით კარისკენ წავედი და როგორც იქნა ამ ბარიდან გავაღწიე. ************************************************************************ როგორც ყოველთვის, ამ დილითაც ისევ ადრე გავიღვიძე. სწრაფად გავემზადე და რაც შეიძლება სწრაფადვე გავედი სახლიდან. მანქანით მივდივარ ჩემს ახალ სამსახურში, დაჩის მაღაზიაში. ერთი სული მაქვს მუშაობას როდის დავიწყებ. მანქანას შენობის გვერდით, ახლოს ვაჩერებ და გადმოვდივარ. შუშის მიღმა მხედავს დაჩი და ხელს მიქნევს. ზღურბლს ვაბიჯებ და გახარებული შევდივარ. დაჩიც და მისი ბიძაც თბილად შემხვდნენ რამაც აღმაფრთოვანა. -როგორ ხარ? -სიხარული შევნიშნე დაჩის სახეზე -კარგად შენ როგორ ხარ?! -გადავკოცნე -მეგონა რომ აღარ მოხვიდოდი.. -თქვა და დახლს მიეყუდა -რასისულელეა! -წარბები შვეკარი -ეგრე მიცნობ?! -რავიცი ძალიან უბრალო სამსახურია და ვიფიქრე გადაიფიქრებდი. -თმაზე ხელი გადაისვა -სულაც არაა უბრალო. ძალიან მომწონს აქაურობა! -თვალები მიბრწყინავდა -მოდი მე დაგტოვებთ კარგი?! ჯობს სახლში წავიდე. დავისვენებ ცოტას. ხომ კარგად გაართმევთ თავს?! -ფეხზე წამოდგა ბიძამისი, დათო. -აბა რას ვიზიავთ... -გაეცინა კორინთელს. -ქეთი შვილო, არ მოიწყინო! -თბილად მომმართა მან. -დაჩი აბა შენ იცი, ამ გოგოს საშუალება არ მისცე მოიწყინოს! -მხარზე ხელი დაჰკრა დაჩის და მაღაზიიდან გავიდა. -დაახლოებით დღეში რამდენი ადამიანი შემოდის აქ? -ვკითხე და კურტკა საკიდზე ჩამოვკიდე -საშუალოდ 80 დან 100მდე. ზოგჯერ უფრო მეტიც. ხომ გესმის... დიდი შემოსავალი აქვს ამ მაღაზიას ყოველდღიურად. ამ ფულით ვზრდით სივრცესაც. -ამიხსნა მან -რამაგარია! -წარმოვთქვი და იქაურობა ნაბიჯ-ნაბიჯ დავიარე. მომწონდა ის ფაქტი რომ მაღაზიაში არანაირი სივიწროვე არ არსებობდა. მთლიანი სივრცე კვადრატული ფორმისაა და ძალიან კომფორტულია -მე რა უნდა გავაკეთო?! -სალაროს დახლთან მივირბინე და შევათვალიერე -მოდი ასეთი რამ გავაკეთოთ... ვინაიდან მე და შენ ერთმანეთს კარგად გავუგეთ და შენც მოგწონს ეს ადგილი ბიძაჩემი სახლში იქნება ხოლმე. მე და შენ ვიქნებით აქ და მორიგეობით გავაკეთებთ ორ საქმეს. დღეს შენ მიხედავ აქ შემოსულ ხალხს. კითხვებზე უპასხებ. აჩვენებ იმას რისი ყიდვაც უნდათ და მე დახლთან ვიქნები. ხვალ კიდევ პირიქით. გაწყობს? -უცბად მოაგვარა პრობლემა -რათქმაუნდა! ძალიან მაგარი იქნება! -აშკარა გახარება მეტყობოდა სახეზე ------------------------------------------------------------------------------ მთელი ორი კვირა გავიდა რაც აქ ვარ და ყველაფერი მომწონს. განსაკუთრებით დავუახლოვდი დაჩის. სხვა მეზობლებიც გავიცანი მაგრამ არცერთთან არ ვარ ახლოს. მაღაზიასაც ისე შევეგუე... თებერვალი დაიწყო და მე ალბათ კიდევ კარგახანს არ წავალ აქედან. პირველი რიცხვია. როგორც კი გავიღვიძე ხელში ტელეფონი მოვიმარჯვე. ძველი ნომრის ბარათი მოვათავსე და ავკრიფე ნომერი, რომელზეც ყველაზე მეტად მიმიწევდა გული. -კარგი რაა! -აკანკალებული ხმით მიპასუხა მარიამმა. ეს დიალოგიც ისევე დაიწყო როგორც წინა. მისალმების ნაცვლად საყვედურით სავსე იყო პირველი სიტყვებიც კი. -რაიყო მარიამ! -ისევ სიტუაციის დაზუსტება ვცადე რადგან ასეთი ჩვევა მაქვს. მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი რაც ხდებოდა -რაუნდა იყოს -მის ხმას ვიგებ, მის სახეს ვერ ვხედავ მაგრამ ვხვდები თვალებს როგორ ატრიალებს. დროის ყველანაირ ასპექტში ხედვისა და სმენის გარეშეც კი ვცნობ მას. ვიცი როგორ იქცევა თითოეულ წამს. -რა ხდება?! -პასუხს კი არ ვთხოვდი, არამედ მოვითხოვდი -რა ხდება კი არა, რამდენი ხანია წასული ხარ და რამდენი ხანია რაც არ მინახიხარ. წესით ყოველ დილას და საღამოს უნდა მირეკავდე. ყოველ წამს შენს ზარს ან ერთ სიტყვიან სმსს ველოდები. სულ ვცდილობ შენთან დაკავშირებას მაგრამ შენი ხმის გაგონების მაგივრად ეს მესმის: "აბონენტი გასულია, ან გათიშულია მომსახურეობის ზონიდან. დარეკეთ მოგვიანებით!". ნორმალურია ახლა ეს?! ამის მერე რას ფიქრობ, რა ხდება?! იქნებ შენ მიპასუხო ამაზე. როგორ ფიქრობ, როგორ ვარ?! -წყენა იმაზე მეტად ეტყობოდა ხმაში ვიდრე სიბრაზე -მარიამ ის რომ ხშირად ვერ დაგირეკავდი პირველი დარეკვისას გითხარი! ამიტომ ნუ მიბრაზდები. სხვანაირად არ გამოვა! -თავის შეკავებას ვცდილობდი. მინდოდა ხმაში სევდა არ შემპარვოდა. არადა ეს ხომ ნათელი იყო ისედაც... რად უნდოდა გამოხატვა -კარგი გასაგებია! -ამის თქმის დროს მეგონა ტელეფონს გათიშავდა მაგრამ შევმცდარვარ. -შენ არ მოიწყინო. -არც მიფიქრია რომ გამხნევება გამომივიდოდა -მანდ როგორ მიდის საქმეები? -ყალბი ინტერესი შევატყე მის ხმას. -ბიჭი გავიცანი. დაჩი კორინთელი -ყველაფრის მოყოლას არ ვაპირებდი -არ მითხრა რომ შეგიყვარდა ან რამე მსგავსი! -ხმა გაუმტკიცდა -არა რათქმაუნდა. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ... კარგი მეგობრები! -და შენც ხომ იცი რომ ასე უნდა გაგრძელდეს -ალბათ აამას წარბის აზიდვით ამბობს -აუცილებლად! ჩემს მეზობლად ცხოვრობს და მეხმარება სახლის მოწესრიგებაში. -მაშინ ყველაფერი მშვენივრად ყოფილა. -ნამდვილად ვიცი მისი გამომეტყველება ირონიით იყო აღსავსე. -შეიძლება ითქვას! -ჩემი სიჯიუტის დემოსტრირება მოვახდინე, რადგან დანებებას არ ვაპირებდი, თუნდაც ტელეფონზე საუბრის დროს -როგორც ჩანს შენ კიდევ დიდი ხანი არ აპირებ თბილისში დაბრუნებას -ხმა გაუცივდა და სითბოს ვეღარ ვგრძნობდი -ზუსტადაც! -არვიცი რა დამემართა. რატომ გავუცხოვდი ჩემი ბავშვობის მეგობარისთვის ასე. ან ის რატომ გაუცხოვდა ჩემთვის. არ მინდა იმაზე დაფიქრება, რომ ამას კახეთში წამოსვლა შეიძლება განაპირობებდეს, მიუხედავად იმისა რომ ეს მართალია. -რა დაგემართა? -იკითხაისე, თითქოს თავი ვერ შეიკავა და მოუთმენლობისგან წამოსცდა -რა დამემართა? -კითხვა შევუბრუნე, მაგრამ როგორ შეიძლებოდა ჩემს ნაცვლად მას ეპასუხა ამ კითხვაზე. -შეიცვალე? თუ... ნუ არ ვიცი რა ვუწოდო შენს გარდაქმნას. ვერ ვხვდები რა ხდება. ვფიქრობ თითოეულ შენს ნაბიჯზე და საერთო ჯამში მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდივარ.. სულ არაფრის გამო დგები, ბარგს ალაგებ და მირბიხარ. პასუხისმგებლობას გაურბიხარ და უაზროდ ტოვებ შენს დაქალს, დას, საუკეთესო ბავშვბობის მეგობარს, მე! კარგი, დემეტრეზე და ლაშაზე რომ აღარაფერი ვთქვათ მე მაინც როგორ გამიკეთე ეს. რამე გაწყენინე და არ მახსოვს?! უმჯობესი იქნებოდა დამლაპარაკებოდი შენს წასვლასთან დაკავშირებით სანამ წახვიდოდი და ყველაფერი ერთად მოგვეგვარებინა. თავს რატომ გრძნობ მარტო?! რატომ აჯერებ შენს თავს იმაში რომ არავინ გყავს ამ სამყაროში. რატომ გაცივდი ყველას მიმართ ასე?! რატომ გაიუცხოვე მთელი სამეგობრო. იძახი უბედური ვარო, მეშინიაო. მშობლები გარდაგეცვალა. მაპატიე ამას რომ გახსენებ და ამ თემას რომ ვეხები მაგრამ ამ ამბავს ხო არ უნდა გადაყვე არა?! დემეტრემ, ბიჭმა რომელიც გიყვარდა შეცდომა დაუშვა და რაღაცის გამო წავიდა. მერე ხომ დაბრუნდა არა?! იქნებ ცოტა ადვილად შეგეხედა ამ ამბისთვის. ხო ისევ უყვარხარ, მეტი რაღა გინდა. იმ იდიოტ ჩიქოვანთან ყოფნას ურთიერთობად არც უნდა თვლიდე. კიდევ კარგი წავიდა და მოგშორდა. ყველაზე უაზრო ადამიანი იყო ვინც კი მინახავს. ნუ მოკლედ... ამ ყველაფრის გამო გგონია რომ უბედური ხარ? ჯერ 25 წლისაც არ ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს და ხელის ჩაქნევას უკანასკნელი დებილივით აპირებ. უფროსწორად ჩაიქნიე უკვე... 24 წლის გოგო ახლა იწყებ ცხოვრებას და შენ ისე თვლი რომ ახლა ამთავრებ. სიმართლე რომ გითხრა ძალიან მაინტერესებს რას აპრებ. მანდ იჯდები, სვანეთში და როცა ჩამოხვალ რაიქნება? ან თუ ჩამოხვალ საერთოდ... მართალია არაამქვეყნიურად მიყვარხარ მაგრამ ნამდვილად მესმის დემეტრესი! შემიძლია 100% ით გავამართლო ის, მხოლოდ იმიტომ რომ ასე იქცევი. სწორად თქვა მაჩაბელმა... გგონია სხვას შეიყვარებ და ბედნიერად გაგრძელებ ცხოვრებას? წყენად არ მიიღო მაგრამ დამიჯერე დემეტრეს გარდა სხვა ვეღარავინ შეგიყვარდება, რაც არ უნდა მოხდეს! რატომ გაცივდი ყველას მიმართ?! -ხმა თანდათან უმტკიცდებოდა. -ასე მოხდა.. -სიტყვებს თავს ვერ ვაბამდი -არაფერიც არ მოხდა. შენ გადაწყვიტე ასე! -მსაყვედურობდა -შეიძლება! -პირქუშად ვპასუხობდი. -სხვა რა ხდება? -იკითხა და თითქოს ამ თემაზე საუბარი დაასრულა -ისეთი არაფერი. -უხერხული სიტუაცია დადგა. თუნდაც ტელეფონში. ტელეფონის გათიშვა არ მინდოდა რადგან ვიცი კიდევ კარგა ხანს ვერ დავურეკავდი -ღმერთოჩემო! -მოულოდნელად შეიცხადა მან -რა მოხდა? -უმნიშვნელოდ ვკითხე. არადა ძალიან მაინტერესებდა -არც კი გიკითხავს დემეტრე როგორაა, აქ რა ხდება, რა მდგომარეობაა და როგორ ვცხოვრობთ. მხოლოდ იმიტომ დაგისვი ეგ შეკითხვა რომ შენც გეკითხა აქაური სიტუაცია. შენ კი არც აპირებდი. -რა ხდება მანდ?! -დავღონდი და ალბათ ეს მანაც შენიშნა -ისე არ მინდა გამოვიდეს რომ არ გაინტერესებს და მე მაინც გეუბნები. -მითხარი მარიამ. მაინტერესებს! -ისეთი ტონი გამოვიყენე რომ მხოლოდ კითხვაზე მიპასუხებდა და ირონიულ ლაპარაკს აღარ გააგრძელებდა -სვამს მაჩაბელი. ეწევა, არის ერთი ამბავი -ვგრძნობდი კიდევ რაღაც იყო მაგრამ ჩამოთვლას არ აპირებდა -ეწევა?! -ნამდვილად გამიკვირდა. -მას ხომ არასდროს მოუწევია -ჰოო ახლა ეწევა. რა გეგონა აბა?! ბედნიერი იქნებოდა შენი წასვლით? -რიტორიკულ შეკითხვას მისვამს. -სულ ბარშია, სულ სვამს და მამამისის კომპანიაშიც აღარ მიდის. ლაშას დაყავს რომ სადმე რამე არ დამართოს თავის თავს. რომ იცოდე არაფრის დიდებით არ ცდილობს შენს მოძებნას. შენმა ერთმა სიტყვამ გაჭრა. ხომ უთხარი შემეშვიო... განადგურდა ბიჭი. ჭკუიდან შეიშალა და ვეღარ ცხოვრობს ნორმალურად. არაა კარგად დემეტრე! -იცის რომ გიკავშირდები ხოლმე? -ინტერესით ვკითხე -არა. ხომ მთხოვე რომ არაფერი მეთქვა. უბრალოდ იცის რომ სვანეთში ხარ და სულ ჩაიქნიე მასზე ხელი. -ასეც დარჩეს კარგი?! -თითქოს ვემუდარებოდი -პატივს გცემ, მიყვარხარ, ოღონდ არ მინდა შენგან განსხვავებით ვიფიქრო ეს. დარჩება ასე! -წყენა და სიყვარული ერთიანად შეეპარა მის ხმას -მეც მიყვარხარ და შენ არ ინერვიულო კარგი?! -კი არ ვთხოვდი, მოვითხოვდი. -არც შემიძლია ნერვიულობა. -ვფიქრობ რაღაცის მიხვედრებას ცდილობდა ჩემთვის. -რამე მოხდა?-ცოტაარიყოს შევშინდი -ფეხმძიმედ ვარ ქეთი! -დიალოგი უაზროდ არ გაუწელავს. უბრალოდ პირდაპირ მითხრა. გული შემეკუმშა ამის მოსმენისას -სერიოზულად?! -გასაკვირი არც არაფერი იყო -აბა ისე მიცნობ, რომ გგონია ამ თემაზე არასერიოზულად ვისაუბრებდი და ვიხუმრებდი? -რავიცი აბა... -2 კვირის ვარ! -არც მიკითხავს ისე განაგრძო დიალოგი -გოგოა თუ ბიჭი? -სითბოთი მოცული ინტერესი ტელეფონის მიკროფონში წარვმართე -არ ვიცი. და არც ვაპირებ ამის გაგებას.. მინდა რომ ბავშვი როცა დაიბადება 9 თვეში მაშინ გავიგო.. ხომ იცი მიყვარს სიურპრიზები -სიხარული შეერია -გილოცავ! იმედი გქონდეს რომ მალე ვნახავ შენს ორსულობას! -გავამხნევე -ნეტავ! -ჩუმად ჩაილაპარაკა მან -კარგი უნდა გავთიშო. სამსახურში მაგვიანდება -არ მინდოდა დიალოგის დამთავრება მაგრამ საჭიროდ ვთვლიდი უხერხული სიტუაციის დასრულებას. -სამსახურში? -დიდი გაკვირვება შევნიშნე -ჰოო... დაჩიზე რომ გითხარი. მაღაზია აქვს და იქ მუშაობა შემომთავაზა. ფეხმძიმე ცოლი გარდაეცვალა და სამი თვის წინ ჩამოვიდა ჩემსავით, დროებით. კარგად გავუგეთ ერთმანეთს და დავთანხმდი ამ შემოთავაზებაზე. ძალიან გამიხრდა, დროს მაინც გავიყვან. -დროს აქაც გაიყვანდი! -მაინც ჩაურია ამაზე სიტყვა -ჩვენ დავამთავრეთ უკვე ამ თემის განხილვა. -არადა შენც კარგად იცი, რომ არ დაგვიმთავრებია!-ნერვიულად ჩაეცინა -ვიცი მაგრამ... -სათქმელი არ დამრჩა -კარგად მარიამ! დაგირეკა სხვადროსაც. -იცოდე თუ გადაიკარგები ვეღარ დამირეკავ! -ბრაზით გამოწვეული ათრთორებული ხმა სიყვარულმა დაფარა -არ გადავიკარგები! -ვუთხარი და გავთიშე. ისე ვნერვიულობდი ვერ დავემშვიდობე ნომრის გადაცვლას ვაპირებდი უცბად სმს ის ხმამ რომ ააწკრიალა ტელეფონი -"შენს გარეშე აქაურობა არაფერია!" -წავიკითხე და გული თითქოს ნაფლეთებად მექცა. დემეტრეს სმსმა კიდევ ერთხელ შემიკუმშა გული. რათქმაუნდა პასუხი არ დავუბრუნე და სიმბარათი დავბლოკე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.