შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორიები


18-01-2017, 22:29
ავტორი ლილუუ
ნანახია 1 467

ლილუ სირბილით და ყვირილით შევარდა სახლში და მისაღებში მომლოდინე გიორგის მოეხვია. მამამაც სითბოთი ჩაიკრა გულში მონატრებული ქალიშვილი და თავზე აკოცა. თითქმის 4 წელია გიორგის დაკავებული გრაფიკისა და ლილუს მოუცლელობის გამო ერთმანეთი წესიერად არ ენახათ. მართალია მამა ხშირად აკითხავდა შვილს, რომელიც ქალაქგარეთ იყო სასწავლებლად, მაგრამ სამსახურის საქმიანი ზარი მალევე მოითხოვდა მისგან სახლში დაბრუნებას. ახლა კი, როცა ლილუმ წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი და მომავალ დიპლომატად ან ელჩად წარმოედგინა თავი, გადაწყვიტა ერთი წელი მამასთან გაეტარებინა და დაესვენა.
-ლილუ, ვერც გავიგე როდის მოხვედი,_დაბნეულად ამოილაპარაკა წერეთელმა
-როგორც ყოველთვის შენს საქმეებში იქნებოდი ჩაფლული და იმიტომ, მაგრამ ცოტახნით უნდა მოგაცდინო, ბარგია შემოსატანი და მეც ბევრი მაქვს სალაპარაკო მამიკოსთან,_ეშმაკურად გაუცინა კაცს და ბარგის ოთახში ატანა დაიწყეს. ლილუს მართლაც ბევრი რამ ჰქონია მოსაყოლი და კარგა ხანს გაუჩერებლად ლაპარაკობდა. გიორგიც ღიმილით უსმენდა შვილს. ოჯახური იდილეა ტელეფონის ზარმა დაურღვიათ. ლილუ შუბლშეკრული უსმენდა და უყურებდა მამას, რომელიც თან ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან წასასვლელად ემზადებოდა. დამნაშავის სახით შეხედა ლილუს, შუბლე აკოცა, მოუბოდიშა და სამსახურში გაიქცა. ლილუმ ამოიხვნეშა და მეორე სართულზე, თავის საძინებელში ავიდა ოთახსი მოსაწესრიგებლად. ბარგის ამოლაგებას და დაწყობას ერთ საათზე მეტი მოანდომა. მართალია მგზავრობამაც დაღალა და დალაგების პროცედურამაც, მაგრამ ზედმეტად ენერგიული გოგონა მთელი დღის სახლში გატარებას არ აპირებდა. გიორგის შეტყობინება დაუტოვა, რომ ქალაქში გაისეირნებდა. სურდა მალრე მიჩვეოდა ახალ საცხოვრებელს. თავისი პატარა ქალაქი ენატრებოდა, სადაც ის და მამა ცხოვრობდნენ ადრე. შემდეგ გიორგიმ ამ ქალაქში მიიღო საკმაოდ კარგი შემოთავაზება და პროკურატურის მთავარ გამომძიებლად დაიწყო მუშაობა, ლილუც სასწავლებლად მიდიოდა, ამიტომ ბინა გაყიდეს. ახლა კი ამ უცხო ქალაქში და უცხო სახლში უნდა ეცხოვრა, მაგრამ მთავარი იყო გიორგი და ის ერთად იქნებოდნენ.


-ვინმეს ელოდებით, ქალბატონო ლიკა ახვლედიანო?!_შემპარავად ირონიაგაჟღენთილი ხმით კითხა მამაკაცმა ლამპიონთან მდგომ მონლოდინე ქალს და მიუახლოვდა.
-ლექსო?! _შეკრთა და გაოცდა ლიკა
-გაგიკვირდა ჩემი დანახვა?_ირონიას არ იშორებდა მომღიმარი
-თვით ლექსო ჯაფრიძის ყურადღება რით დავიმსახურე?_არც ლიკამ დააკლო ირონია
-ვის ელოდები, ლიკა?
-რა შენი საქმეა?_უპასუხა მობეზრებულკი სახით.
-იმ სირ ყიფიანს ელოდები?_აგდებით კითხ
-შენ...შენ... გაეთრიე და ჩემგან თავი შორს დაიჭირე,_ერთიანად დაიბნა და აღშფოთდა გოგონა.
-გგონია ვერავინ გაიგებდა თქვენი სიყვარულის ამბავს?_განაგრძობდა ლექსო. ლიკას ნერვიულობა დაეტყო, უნდოდა ამ ბიჭისგან რაც შეიძლება შორა დაეჭირა თავი, უნდოდა მოშორებოდა მას, მისი ამაზრზენი გამოხედვა და ღიმილი, არასასიამოვნო თაფლისფერი თვალები მასში შიშს იწვევდა. უნებურად დაიხია უკან, ლექსოს ხარბი გამოხედვა კიდევ უფრო აფრთხობდა ისედაც აფორიაქებულს. იქნებ იქიდანა გაქცეულიყო კიდეც მოულოდნელად ძლიერი ხელის შეხება რომ არ ეგრძნო წელზე. ნაცნობი სურნელი მიწვდა მის ყნოსვას და ერთიანად მოდუნდა ყიფიანის მკლავებში. ნიკა მისი ყველაფერი იყო და მის გვერდით თავს სრულიად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდა.
-ჩვენი რომეოც მოსულა,_ახლა ნიკას მიუბრუნდა ლექსო
-ჯაფარიძე, გამასწარი იცოდე აქედან,_ღიმილით უთხრა და უფრო მჭიდროდ აიკრო ლიკა, რომელიც ნერვიულად იწვალებდა თითებს.
-ხელს გიშლით?_გაიკვირვა და თეათრალურად აწია წარბები წემოთ
-რა გინდა?_საიდან ღიმილი გაიქრო ნიკამ
-მე? არაფერი? წავალ.... ისე კარგი ნაშა გყავს, მეც დიდი სიამოვნებით გამოვდიდი,_აათვალიერა ლიკა და გაიცინა
იმავ წამს დაიღმუვლა ყიფიანმა და მისკენ გაიწია, მაგრამ, საბედნიეროდ, ლიკამ კარგად იცოდა მისი ხასიათი, ამიტომ სწრაფად მოასწრო რეაგირება და წინიდან აეკრა შეყვარებულს. ნიკამ მისი მოცილება სცადა, მაგრამ გოგონა მუდარით ეჭიდებოდა და ხელს არ უშვებდა.
-ნიკა, ნიკა, გთხოვ, არ აყვე, ხომ იცი შენით მანიპულირებას ცდილობს, გთხოვ
-იცოდე, ამას მწარედ განანებ, ახლოს არ გაგვეკარო,_დაემუქრა ჯაფარიძეს, ლიკა გულზე მიიხუტა და ერთად გაეცალნენ იმ ადგილს.


-კაი შე ჩემა რა იყო, რას ნერვიულობ, ბავშვი ხომ არაა არა?,_ამაოდ ცდილობდა ძმაკაცის დარწმუნებას იოანე
-ბავშვია აბა რა არის? ჯერ 16 წლის ღლაპია,_არ ცხრებოდა ანდრეა
-რატომ ნერვიულოიბ ასე?
-მის ოთახში წამალი ვიპოვე, გესმის?
-თორნიკეს ოთახში? კაიიიი
-ხოოო ჩემი ძვირფასი პატარა ძამიკოს ოთახში, სიდან მოაქვს წამალი? ამ ქალაქში მხოლოდ ერთი ადამიანია ვინც ასეთ ნარკოტიკს ყიდის და ის ნაბ*რი ძალიან საშიშია. ასე მარტივად არ მოეშვება თოკოს.
-რამდენად საშიში?_ანრვიულდა არველაძეც
-იმდენად, რომ ნრერვიულობად ღირდეს. წამალი გაუხსნელი იყო, ანუ ახალი, ანუ ფული უნდა გადაუხადოს ან უკვე გადაუხადა, მაგრამ ეგ ახვარი გელა ასე ადვილად არ შეეშვება, მეტის გამოძალვას მოინდომებს, ცივსისხლიანი მკვლელია, თორნიკე კი მთელი დღეა ვერ ვიპოვე, ტელეფონზე არ მპასუხობს, ვერც ვინმე ვიპოვე ვინც მის ადგილსამყოფელს მეტყვის,_უკვე ყვიროდა ახვლედიანი
-ანდრეა, დამშვიდდი, ვიპოვით, სად გაქრებოდა?! მოდი მის საუკეთესო ძმაკაცებს ვკითხოთ, შანსი არაა არ იცოდნენ რას აკეთებს ან სადაა, წამოდი.
ანდრეამ ერთი ამოიხვნეშა და ძმაკაცს უკან მიყვა. იცოდა სადაც იქნებოდნენ შეკრებილი მისი ძმის მეგობრები ამ დროს და სწორედ იქით გასწიეს.


ლილუ ქუჩებში დაეხეტებოდა და ქალაქის სიმშვიდით ტკბებოდა. რამდენჯერმე იყო აქ ჩამოსული არდადეგებზე და ასე თუ ისე იცნობდა ადგილებს, მაგრამ ბოლომდე აღდგენა უჭირდა. ქალაქი საშუალო სიდიდის იყო, გასართობი ადგილების ნაკლებობასაც არ განიცდიდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მყუდრო და მშვიდი იყო. ყოველ შემთხვევაში ლილუს ასე ეჩვენებოდა. სულიერ სიმშვიდეა გრძნობა, სწავლით გადაღლილი გონება აქ საუკეთესოდ დაისვენებდა. ცხოვრებაში რეალურად დიდი პრობლემა არასოდრეს ჰქონია, დედა არასოდეს უნახავს და არც ახსოვდა როგორი იყო, შესაბამისად მისი მონატრებითაც არ დატანჯულა. ის და მამა ერთად ყოველთვის ბედნიერად ცხოვრობდნენ. არც სიყვარულში ყოფილა გულნატკენი, ხანდახან ეგონა ეს გრძნობა საერთოდ არც არსებობდა, მაგრამ თაყვანისმცემლების და ბიჭებთან ურთიერთობის უქონლობას არ უჩიოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, უდარდელი ცხოვრება ჰქონდა, მცირე პრობლემებთან ერთად, თავადაც გულღია და უდარდელი იყო, გრძნობებს და ემოციებს კარგად აკონტროლებდა და თავს არასოდეს კარგავდა. ქუჩებში ხეტიალი რომ მობეზრდა ერთი ადგილი გაახსენდა, სადაც ადრე იყო ერთხელ. გზა ზუსტად არ ახსოვდა, მაგრამ მიგნება არ გაუჭირდებოდა. ქალაქს ერთი მხრიდან ტყე ეკრა და ლილუც ამ მიმართულებით წავიდა. მწვანეში ჩაფლული ადგიოლი საოცარი სანახავი იყო, ერთცანს თვალები დახუჭა და ფოთლების შრიალს დაგდო ყური, რომელსაც დროდადრო ფრინველების ჭიკჭიკიც ერთვოდა. გაიღიმა და გზა განაგრძო, ცოტა ღრმად შევიდა ტყეში და ნაცნობ ბილიკს გაუყვა. ბუნებას ათვალიერებდა და თავს კომფორტულად გრძნობდა. ეკლესიისგნ მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩენილოყო, თუ ადრე არ გქონდა ნანახი, ვერც მიხვდებოდი რა შენობის წინ იდექი. ნანგრევებს რომ მიუახლოვდა ლაპარაკის, უფრო სწორად ჩხუბის ხმა მოესმა. რაც შეეძლო ჩუმად მიუახლოვდა ადგილს და კედელს აეკრა. წელში მოხრილი იდგა, რადგან კედლის ნანგრევი ზედმეტად დაბალი იყო. ფრთხილად გაიხედა კედლიდან და სამ ადამიანს მოკრა თვალი. მასთან ახლოს თექვსმეტიოდე წლის ბიჭი იდგა, მის სახეს კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ მომუშტულ ხელებზე ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა. ანდაც რა გასაკვირი იყო, მის წინ ორი კაცი იდგა, იარაღით. ერთი ქერა იყო, მეორე შავგრემანი, ორივე მაღალი და ძლიერი აღნაგობის. ერთ-ერთი იარაღს ბიჭს უშვერდა.
-ჩვენთან თამაში არ ღირს, ხომ გაგაფრთხილეთ, გავაფრთხილეთ, შენი მეგობარო, რომ არ ვხუმრობდით?!
-დამშვიდდით, ყველაფერს მოვაგვარებთ, გაგისწორდებით, რამდრენიმე დღეში ფული მექნება..._ბიჭი ცდილობდა მტკიცედ ელაპარაკა, მაგრამ ხელი უთრთოდა
-უკვე გქონდათ რამდენიმე დღრე, მაგრამ..._მოჩვენებითი დანანებით ჩაილაპარაკა კაცმა და იარაღი გადატენა.
-მოიცადეთ, მე აქ მშვიდობიანად მოსალაპარაკებლად მოვედი,_ხმა მაინც მტკიცე ჰქონდა ბიჭს
-უკვე გვინია, ჩვენ შეცდომებს არ ვპატიობთ,_ცივი ღიმილით თქვა ქერამ და ის იყო სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა, რომ ლილუმ შეჰკივლა, სწრაფად გამოვარდა საფრიდან და ბიჭს წინ გადარეღობა. კაცებმა შუბლი შეიჭმუხნეს და გაბრაზებით მიაჩერდნენ დაუპატიჟებენ სტუმარს. მობეზრებით გადახედეს ერთმანეთს და იარაღი ცოტათი დაუშვა ქერამ. მაგრამ სახეზე მიმიკა არც ერთს შეცვლია რაც კარგს არაფერს მოასწავლებდა.


ანდრეა და იოანე მანქანიდან სწრაფად გამოვიდნენ და ბიჭებისკენ წავიდნენ. მათაც იცნეს მეგობრის ძმა და მათკენ წამოვიდნენ.
-სად არის თორნიკე?_ ჩქარად კითხა ანდრეამ ბიჭებს
-არ ვიცით, დღეს არ გამოჩენილა
-არც იცით სად შეიძლება იყოს?_ახლა იოანემ დასვა შეკითხვა.
-არა, დღეს ვურეკავთ და არ იღებს, ეგ და დათა არ გამოჩენილან მთელი დღეა
-დათა? დათა ონიანი?
-ხოოო ეგ...
ანდრეა მანქანისკენ გაიქცა, იოანეც ძმაკაცს მიყვა. ახვლედიანმა სწრაფად დაძრა მანქანა, თან ნერვიულად ისვამდა ხელს თმაზე.
-რა გეტაკა? _კითხვა იომ
-დათა ონიანთან მივდივართ,_მხოლოდ ეს უთხრა და სიჩქარეს მოუმატა, მალევე გააჩერა მანქანა ორსართულიანი სახლის წინ და დაუკაკუნებლად შეაჭრა შიგნით, ასევედაუკითხავად აირბინა კიბეები და ერთ-ერთ ოთახში შევარდა. იოანეც უკან მიყვებოდა. მათმა უეცარმა გამოჩენამ ოთახში მყოფი ბიჭი შეაკრთო, მაგრამ ნაცნობი სახეების დანახვაზე ამოისუნთქა.
-სად არის ჩემი ძმა?
-მე... არ ვიცი.._ენა დაება დათას და თვალები დახარა
-დათა, სანამ წყნარად გეკითხები მიპასუხე სად არის?
-არ ვიცი, მე
-დათა-მეთქი! იცოდე ჩემს ძმას რომ რამე დაემართოს, რაც დარწმუნებული ვარ გამორიცხული არაა, არ გაცოცხლებ, დროზე მითხარი!_იყვირა ახვლედიანმა და ბავშვი შეანჯღრია. იოანემ მხარზე ხელი დაადო, რითაც ანიშნა არ გინდაო
-მომკლავს რომ გითხრათ,_ამოიჩურჩულა შეშინებულმა
-თუ არ მეტყვი მე მოგკლავ,_კბილებში გამოსცრა ანდრეამ
-ორ კაცთან შესახვედრად წავიდა, მათი სახელები არ ვიცი, მათგან ... მე... ჩეემ გამო... მე მეხმარება..
-შენ მათგან ნარკოტიკი იყიდე, თორნიკემაც? რატომ უნდა შეხვდეს?
-მე, მე.... თორნიკემ არა, რომ გაიგო წამართვა, მაგრამ ფული გადასახდელი მქონდა, დაბრუნებაზე უარი გვითხრეს, მაგრამ ფული მოგვთხოვეს, თორნიკემ მისცათ, მაგრამ მეტი მოგვთხოვეს და ამისთვის 3 დღე მოგვცეს, ვერ ვიშოვეთ და შენი ძმა მოსალაპარაკებლდ წავიდა,_ჩამოარაკრაკა შეშინებულმა ბიჭმა
-ამის დედა შ**, მისამართი მითხარი,_იღრიალა მოთმინებადაკარგულმა და ძლივს შეიკავა თავი ბავშვისთვის რომ არ დაერტყა.


ლილუ უნებურად აეკრა ბიჭს, მისი დაცვის ინსტიტი იმდენად ძლიერი იყო. ვერ იდგებოდა და ვერ უყურებდა როგორ მოკლავდნენ პატარა ბიჭს, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. არ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ უმოქმედოთ ვერ იქნებოდა.
-თორნიკე, ეს პრინცესა ვინაა?
-არ ვიცი, მაგრამ ის არაფერ შუაშია, გაუშვით,_ცივად უპასუხათ და გოგონა უკან ამოიყენა. მისი საქციელით, სიმამაცითა და სიყოჩაღით გაოცებულმა ლილუმ ბიჭს შეხედა და მკლავზე მოკიდა ხელი.
-რას აკეთებ? ისინი არ გამიშვებენ და ეს შენც კარგად იცი, როგორმე უნდა გავიქცეთ,_უჩურჩულა სწრაფად
-საიდან გაჩნდი?_ბრაზით უჩურჩულა ბიჭმაც
-ვსეირნობდი და ნუ მიბღვერ
-რას ჩურჩულებთ? შენღა გვეკლდი პრობლემად, მაგრამ დიდი ამბავი ერთით მეტი გვამი იქნება თუ ნაკლები.,_ღიმილით თქვა ქერამ და ორივემ იარაღი შემართა. თორნიკე და ლილი ერთმანეთს მიეკვრნენ. ლილუმ კიდევ სცადა საუბრის წამოწყება და დროის გაწელვა, მაგრამ კაცებისგან პასუხი აღარ მიუღიათ. ლილუმ უკან ფრთხილად გადადგა ერთი ნაბიჯი და თორნიკესაც უბიძგა.
-კედელი,_ჩაიჩურჩულა ლილუმ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან, ბიჭიც მიუხვდა ჩანაფიქრს, მჭიდროდ ჩასჭიდა ხელი გოგონას. გაისმა გასროლის ხმა, მაგრამ ლილუმ და თორნიკემ სწრაფი რეაგირება მოახდინეს და კედრელს ამოეფარნენ.
-ეს უაზროა, მაინც მოვლენ,_ბრაზით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მართლაც მათ წინ მალევე აისვეტა განრისხებული შავგრემანი, იარაღის გადატენა უკვე მოესწრო. ორივე შიშით მიაჩერდა კაცს და ვერც მიხვდნენ უკნიდან როგორ მიადგათ ქერა. გაქცევას ახლა ნამდვილად ვეღარ შეძლებდნენ. ორივე კაცს ზიზღით გაეღიმა. წყვილი კედელს აეკრო ჩაიმუხლეს. ლილუ უნებურად გადაეფარა თორნიკეს და ხელები ძლიერად შემოაჭდო. მანაც ჩაიხუტა გოგონა და ორივემ თვალები დახუჭა. ორივეს გონება გაცხოველებით მუშაობდა, რომ რამე მოეფიქრებინათ. ისტერიკებს და გაქცევას აზრი არ ჰქონდა.
-ჩემს ძმას ხელი არ ახლოთ!_მოულოდნელად გაისმა ანდრეას ხმა



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Sainteresoa da gaagrdzele velodebi
--------------------
M.D

 


№2  offline წევრი ლილუუ

აუცილებლად ^_^ დილამდე ავტვირთავ მეორე თავსაც <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent