არვიცი (თავი 3)
ანისმესიჯი მიწერადა შხაპი მიიღო და სულ მირიანიზე ფიქრობდა მალევე დასაძინებლად დაწვა და სწრაფად ჩაეძინა. შაბათ-კვირამ ჩვეულებრივად ჩაიარა. მირიანი თითქმის გადაავიწყდა. ლიკამ ორშაბათს დილით სწრაფადისაუზმა და სკოლაში წავიდა. ლიკას სკოლის ცხოვრება მრავალფეროვანი იყო. ბიჭებიც არ აკლდა რომელთაც მოსწონდათ, ნაცნობიც ბევრი ყავდა, მოშურნე გოგოც. მაგრამ არსებობდა ერთი - ლაშა. ლიკას დიდი უარისა და ბევრი ახსნისა ლაშა მაინც არ ანებებდა თავს, ლიკას თავადაც უკვირდა საიდან ამხელა ინტერესი ლაშასგან როდესაც ლიკა ერთი უბრალო და ჩვეულებრივი გოგო იყო. ლაშა კი მეთორმეტე კლასელი იყო. ბაბნიკი ბიჭი. ლიკას ხშირად ეუხეშებოდა ,თავს არ ანებებდა. ხშირად საჩუქრებითაც კი ანებივრებდა მაგრამ სბოლოოდბაბნიკი და უხეში „ტიპი“ იყო. ლიკას არ მოსწონდა, მაკასაც არ ეხატებოდა გულზე ლაშა. სწორედ ორშაბათ დღეს, გაკვეთილების დასრულებამდე ფოიეში იდგა და დირექტორს ელოდებოდა, როდის დაუძახებდა. უკნიდან უცებ ბოხი ხმა გაიგო - ლიკო, აქ რატო დგახარ? - ვა ლაშა, მადლობა კარგად ვარ. ცინიზმი არ დააკლო სიტყვებს ლიკამ - გოგო მისმინე, უხეშად უთხრა ლაშამ და იმდენად ახლოს მივიდა ლიკასთან რომ უკვე ზემოდან დაჰყურებდა. - ტონი შეარჩიე, გაბრაზებული ხმით უთხრა ლიკამ და ერთინაბიჯით თითონ მოშორდა ლაშას. - ნუ მასწავლი შენ რა უნდა ვქნა და რა არა, სკოლის მერე ჭიშკართან მანქანით გელოდები, მოდი რაღაც მაქვს სათქმელი. გაუღიმა, ლოყაზე თითი ჩამოუსვა და მიტრიალდა. - არსადაც არ წამოვალ, მიაძახა ლიკამ როდესაც დირექტორმა კაბინეტიდან თვი გამოყო და თქვა „ ლიკა გასვიანი, შემოდი კაბინეტში“ ლიკა დაბნეული მიბრუნდა და ჩუმად შეყვა დირექტორს შიგნით. მდგომარეობიდან სწრაფად გამოვიდა და მთელი გულისყურით დაიწყო დირექტორის მოსმენა, სკოლის ახალგაზრდული საბჭოს პრობლემები განიხილლეს, ქალბატონ მაიას, ლიკას დირექტორს უყვარდა ლიკას მოსმენ.ხშირად საოცარ იდეებს აწოდებდა ხოლმე. მალე გამოვიდა კაბინეტიდა, დიდი შარფი მოიხვია რადგან გარეთ ჯერ კიდევ ციოდა და სკოლის გასასვლელისკენ წავიდა, ეზოში გასვლისას არც წინ და არც გვერძე არ იყურებოდა, უცებ ლაშამ ხელი მკლავში ჩავლო და ჭიშრისკენ „წაათრია“ რასაკეთებ ნადირო , ხელი გამიშვი. - გაჩუმდი და გამომყევი.... აგრესიულად უთხრა ლაშამდა მანქანაში ჩასვა ლიკამ გასმოსვლა სცადა მაგრამ ლაშამ კარებები ჩაკეტა და სწრაფად მოწყდა ადგილს. მალე სადღაც მიგდებულ ადგილას იყვნენ არც ხე იდგა და არც შენობა, ცენტრალური გზიდანაც მოშორებით იყო.ლიკამ სწრაფად გააღო მანქანის კარები და გაგიჟებული გადმოვიდა~ - შენ სულ გარეკე ხო? დროზე უკან დამაბრუნე თორე .... სიტყვა არ დაამთავრებინა ლაშამ - თორემ რა ?! რას მიზამ ახლა აქ დაუცველი ხარ. მისმინე, შენს გამო ისედაც ბევრი დავკარგე - და მერე ვინ გაიძულებდა მაგას სიტყვა მოუჭრა ლიკამ და გაცოფებული სახით შეხედა. მისმინე მილიონჯერ აგიხსენი თავი დამანებე, რა ვაპირებ შენი მორიგი ნაშა გავხდე გასაგებია? ლიკამ ბოლო სიტყვა თქვა თუ არა ლიკასთან ახლოს მიიწია ჯერ ხელი მკავზე ძლიერ მოუჭირა სანამ ლიკამ ყვირილი არ დაუწყო ცოტა ნელა ნადიროვო, მერე ხელი წელზე შემოხვია და საკოცნელად გაიწია თნ მეორე ხელი ზურგზე ააცურა, ლიკამ სწრაფად მოიშორა ლაშა და ხელი სახეში გაარტყა, ლაშა გამწარდა ამაზე შეიგინა მანქანაში ჩაჯდა და ლიკა მარტო დატოვა სრულიად უცხო ადგილას. ანისთან ან მაკასთან დარეკვა იფიქრა მარა შემდეგ თიტონვე იუარა, არ უნდოდა რომელიმეს ენერვიულა ამიტონ სანამ დაბნელდებოდა სწრაფად ფეხით გავიდა ცენტრალურ გზამდე შემდეგ კი ტაქსით წავიდა სახლში. გრძნობდა რომ მკლავი ძლიერ სტკიოდა მაგრამ ნახვის თავი არ ქონდა. მალე ტელეფონი შეამოწმა და ანის და მაკას გამოტოვებული ზარები რო ნახა შეეშინდა რამე ხოარ მოხდაო და იმწამსვე დაურეკა ანის - ...... (ლიკა) - ალო ლიკა სად ხარ გოგო ამდენ ხანს? ტელეფონს რატო არ პასუხობდი? მოვკვდით ნერვიულობით მე და მაკა (ანი) - მაპატიე, რაღაც პრობლემა იყო, სახლში რო მოვალ მოგიყები. ახლა ტაქსში ვზივარ და მოვდივარ .... - კარგი კარგი ... ლიკამ ტელეფონი გათიშა და ისევ მტკივან მკლავზე მიიდო ხელი. მალე ტაქსი კორპუსთან გაჩერდა, ლიკა გადმოვიდა ფული გადაუხადა და სწრაფად აირბინა კიბეები. ეოში რამდენიმე მანქანა დაინახა მიხვდა რო ბავშვები მასთან იყვნენ, თმები დაილაგა და სახლის კარზე დააკაკუნა. კარი მაკამ გააღო და პირდაპირვე აჯახა - გოგო დაგერეკა მაინც, ასე ცებ რო გაქრი. ისევ იქ იყავი? (მაკა) - არა იქ არ ვყოფილვარ , ბავშვური ხმით უპასუხა ლიკამ. - აბა? გალერეაში? ლაპარაკში ახლა უკვე ანი ჩაერია. უცებ გუგა გამვიდა - კარგით ამოასუნთქეთ ეს გოგო. გუგა ერთადერთი იყო ვინც ლიკას მაშინ ექომაგებოდა როცა ანი და მაკა მის წინააღმდეგ იდგნენ. დანარჩენი ვერავინ ბედავდა. - კარგი კარგი, თბილად გაუღიმა მაკამ . უბრალოდ ცოტა შევშინდი. ასე დიდი ხანია არ მოქცეულხარ და, რამე ხდება? დაეჭვებული სახით შეხედა მაკამ - კი ხდება , დიდი პრობლემა და ამას ლაშა ქვია. გუგამ იცოდა ვინ იყო ლაშა, ამიტომ უკან მისაღებში შებრუნდა. ყველან უკან შეყვნენ, ლიკამ ბავშვები მოათვალიერა ყველა გადაკოცნა. ჩემს ოთახში შევალ ამოვიცვლი და გამოვალ, გამოგყვები უთხრა მაკამ და ერთად გავიდნენ ოთახში. ლიკას ოთახს პატარა დამატებითი აივანი ქონდა. ფარდები გადაწეული იყო, ჩათვალა იქ არავინ იქნებოდა მაიკა გაიხადა და დალურჯებული მკლავი რო დაინახა სწრაფად დამალა, არ უნდოდა მაკას დაენახა. მაისური ჩაიცვა და მაკას უთხრა გადი და მალე გამოვალო. მაკა გავიდა თუ არა მაისური ისევ გაიხადა და დალურჯებულ ადგილს კიდევ დააკვირდა.მაზის ძებნა დაიწყო როდესაც აივნის კარები გაიღო და მირიანი გამოვიდა. გაოგნებისგან ლიკამ სიტყვაც ვერ თქვა, ერთადერთი რაც მოახერხა ის იყო რომ მაიკა გადაიცვა და გაბრაზებული სახით შეხედა - შენ აქ რას აკეთებ? მითვალთვალებდი? და გაბრაზებული თვალები მირიანს მიაპყრო. - თუ შენ თითონ დამყვები უკან შიშველი? სარკაზმულადგაუღიმა და უსიამოვნო მომენტი შეახსენა რომელიც წამების წინ მოხდა. - თუ ვერ ამჩნევ ჩემს ოთახშ ხარ . გიმეორებ აქ რას აკეთებ? - სიგარეტის მოსაწევად გავედი აივანზე, თან თვალი ლიკას მკლავს გააყოლა რომელსაც როგორც შეეძლო მალავდა. ხელზე რა გჭირს? - ლიკა დაიბნა, არა არაფერი. და ზემოდან კიდევ ერთი გრძელმკავიანი გადაიცვა. მირიანმა ეჭვის თვალით შეხედა , კარებისკენწავიდა, კარი გააღი და ოთახი დატოვა. მალე ლიკაც გამოვიდა. - ოჰ გალახული გოგოც გამოვიდა, ნამიოკით ჩალურჯებულ ხელზე მიანიშნა , ამ დროს ლიკამ თვალები დაუქაჩა და ხელით ანუშნა მოკეტეო. მირიანი მხვდა ლიკა ამას რო მალავდა და ეჭვის თვალით შეხედა. მალე მოსაღამოვდა, ბავშვები კი ისევ იჯდნენ და გიჟებივით იცინოდნენ. მაკა სასიამოვნოდ ჩაცმული გამოვიდა, მართლაც კარგად გამოიყურებოდა. გრძელი ვიწრო კაბა საშინლად უხდებოდა, მირიანმა ვეღარ მოითმინდა - ეს საყვარელი გოგონა მარტოა? თან თვალი ლიკას ჩაუკრა და მაკას შეხედა - აჰაჰ, მირიან რა საყვარელი ხარ. თბილად უთხრა და გოგოებს შეხედა მე გავდივარ, არამგონია გვიან მოვიდე. ჭკვიანად იყავით. გასვლას აპირებდა რო კარზე ზარმა დარეკა, მაკამ გააღო და კურიერი ბიჭი დაინახა, დიდი ვარდის თაიგულით ხელში. - ეს ამ მისამართზე გამოგზავნეს ... უთხრა ბიჭმა და პასუხის მოლოდინში მიაჩერდა მაკას - ამ, შემოდით, აი აქ დადეთ და მისაღეებისკენ მიუთითა, სადაც ყველა ინტერესის თვალებით იყურებოდა . მაკამ ხელი მოუწერა ფურცელზე და კურიერი გააცილა. - ვაიმე მაკა ვინააა? გაოცებული თვალებით შეხედა თიკომ. - დაიცადეთ, ბარათი დევს. თქვა ნიამ და ბარათის კითხვა დაიწყო „ ბოდიში მინდა მოგიხადო დღევანდელისთვის, არ მინდოდა ასე ცუდად გამოსულიყო. ასე შენც ისწავლი ჭკუას.“ ბოლოში კი ეწერა „ ეს ვარდები ლიკას“ ყველა გაგიჟებული იყო ლიკას ამხელა ვარდების თაიგული ვინ გამოუგზავნაო. ლიკამ კი სწრაფად დაავლო ხელი თაიგულს და გარეთ სადარბაზოში დადო. ეტყობოდა ძალიან გაბრაზებული იყო. გოგოები მაშინვე მიხვდნენ ვინ იყო. მირიანიც მიხვდა რომ ის დალურჯებული ხელი ამ ვარდების გამომგზავნის ნამოქმედარი იყო და უჩვეულო ბრაზი იგძნო. საერთოდ ასეთ რაღაცეებზე არ ბრაზდებოდა მაგრამ ეს ორვეელი იყო. - ვაიმმე მე იმ გიჟის ამბავი რო ვიცი არ მოისვენებს და სახლში ამოვა, არსადაც არ წავალ დავრჩები დღეს სახლში თქვა მაკამ და ლიკას შეხედა. - არა გაგიჟდი?იმ გადარეულის გამო აღარაფერი უნდა ვქნაათ?მოვა და ირდაპირ პოლიციას გამოვიძახებ. შენკიდე წადი, ნუ ინერვიულებ ჩემს გამო. მაკა მაინც უარზე იყო ბოლოგ გუგამ და ბიჭებმა გადააფიქრებინეს. მარტოს არ დავტოვებთ გოგოებსო. მაკაც დამშვიდებული წავიდა. მირიანი ისევ ისეთი გაბრაზებული სახიტ იყურებოდა , არ იცოდა რა ხდებოდამის თავს, რატო გრძნობდა ამხელა მფარველობას ლიკასადმი და რატომ უნდოდა იმ *****ის ცემა ასე ძალიან. ნუთუ ბაბნიკ მირიანს პატარა და ბავშვური ლიკა შეუყვარდა? მაგრამ ამის ფიქრიც კი არ უნდოდა მირიანს. ცოტახნით ყველა დაძაბული იყო მაგრამ მალევე გამხიარულდნენ, როდესაც ლექსომ ყველა კლუბში წასვლაზე დაიყოლია. ლიკა არ მიდიოდა მაგრაამ გუგამ გადააფიქრებინა მაკას დავპირდი მივხედავ და გვერდიდან არ მოვშორდებითქო. მე რომ არ წავიდე არცერთი არ წავა და გინდა ამხელა ცოდვა კისერზე? ლიკამ გაუღიმა და დასთანხმდა. გოგოები ყოველთვის მზად იყვენ, ლიკამ სადა მოკლე კაბაჩაიცვა ფეხზე დაბლები, არცისე თბილი მოსაცმელი აიღო და ბავშვებთან ერთად სახლი დატოვა. მირიანს კი საშინელი გრძნობა აწუხებდა, ყოველ ლიკას მოძრაობას ადევნებდა თვალს. ____________________________________________ მოგწონთ??? მადლობა ვინც კითხულობთ და კომენტარებს წერთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.