შეუმჩნეველი (II ნაწილი)
სასტუმროს ოთახში ვარ და მას ველოდები. წესით წუთი-წუთზე უნდა გააღოს კარი და შემოვიდეს. ისევ საწოლზე ვარ წამოწოლილი და ჩვენს შეხვედრას წარმოვიდგენ. დაუჯერებელია, უკვე ამდენი ხანია ერთმანეთს ვხვდებით, თუმცა მაინც ჟრუანტელი მივლის, როდესაც მას ვხედავ. ალბათ ზუსტად ეს მაკლია ჩემი და თორნიკეს ურთიერთობაში. მის დანახვაზე უკვე აღარანაირი რეაქცია აღარ მაქვს, თითქოს ჩემს წინ ადამიანი კი არა სტატუეტი იდგეს, რომელსაც გრძნობები არ ააქვს. საბოლოოდ ყველაფერს რომ კარგად ვიაზრებ ვხვდები რომ თორნიკე უბრალო, საცოდავი ბიჭია, რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა, ეს კი თვითონ ჯერ კიდევ არ იცის, რადგან მის თვალში ის ადამიანი ვარ, რომელიც ყოველთვის მის გვერდში იდგება. ოთახის კარი ნელა, უხმაუროდ იღება. ჩემს დანახვაზე ეღიმება, პიჯაკს იხდის და იქვე სკამზე კიდებს. მევ ვდგები და მას ვუახლოვდები, დისტანცია ჩვენს შორის უფრო ადვილად მცირდება. მისი სუნთქვა უკვე სახეზე მეფეთქება, ხელებს ძლიერად მხვევს და ჰაერში მატრიალებს. უნებურად მეღიმება, ხელებს მეც სწრაფად ვხვევ და ამ მომენტს თავში სამუდამოდ ვიბეჭდავ. დანაშაულია მისი სიყვარული, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. როდესაც ვშორდები მენატრება, ძალიან, ძალიან მენატრება, ისე სიტყვებითაც რომ ვერ აღწერ. მისი კოცნა, ჩახუტება, სურნელი, მის გვერდზე ჯდომაც კი ცუდად მხდის. ჰაერში იმდენს მატრიალებს საბოლოოდ თავბრუ ორივეს გვეხვევა, საწოლზე სიცილით ვვარდებით და ერთმანეთით ვტკბებით. აი, ეს მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად, როდესაც მართლა ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ნიღაბს არ ვატარებ და გულრწფელად ვიღიმი, ვიცინი. ისევ ისეთი სურნელი აქვს. ძვირიანი ადიკოლონი ასხია, შერწყმული, მის ნამდვილ რაღაც ამოუცნობ, არაამქცეყნიურ სურნელთან. აბსოლიტურად ყველაფერს ვივიწყებ, ამ მომენტში ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ, მე და ის, მეტი არავინ. უბრალოდ გვერდიგვერდ ვწევართ და ერთმანეთს ხმის ამოუღებლად ვუყურებთ. ისევ მის სახეს ვაკვირდები, რომელიც მგონი დღითი-დღე იცვლება. როგორც ყოველთვის მიღიმის, არც კი ვიცი გაბრაზება შეუძლია თუ არა, ჩემს გვერდით მხოლოდ პოზიტიურ ალექსანდრეს ვხედავ, რომელიც არასდროს არ ფიქრობს ცუდზე. ხანდხან მინდა მეც გადმომედოს ეს პოზიტიურობა, ვხვდები, რომ ყველაფერი გაცილებით იოლი იქნებოდა ცხოვრებას სხვა თვალით რომ ვუყურებდე. *** მე და თორნიკე საკმაოდ ძვირიანი რესტორნის წინ ვდგავართ. ცოტა ხანი მხოლოდ გარედან ვათვალიერებ იქაურობას, ფერდაკარგულ აგურის კედლებს, ძველ საათებს და უბრალოდ ბუტაფორიად დადებულ ძველ ტელეფონებს, რომელიც ალბათ სახლში აღარავის უდევს. მძიმე კარებს თორნიკე აღებს და პირველად შიგნით მე მატარებს. სიტუაცია ძალიან მომწონს, დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკა ჟღერს, საშინლად სასიამოვნო სურნელი ტრიალებს და ცხვირში მიღუტუნებს. თორნიკე ეგრევე მისი პარტნიორის მაგიდასთან მიდის, მეც დამჯერი ძაღლივით მიყვები, რომელიც პატრონს ვერ სცილდება. ხელს ართმევს და ყალბად უღიმის. კაცი ჩემსკენ ტრიალდება და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს. თორნიკეს ხათრით ვცდილობ ამ საქციელზე თვალები დავხუჭო და ჩხუბი არ დავუწყო. თავს საშინლად ვგრძნობ, ნორმალურად, გაწონასწორებულად ვერ ვსუნთქავ. ტანზე Dolce & Gabbana-ს თეთრი, ორნამენტებიანი კაბა მაცვია, რომელიც მგონი მართლაც ძალიან პატარა მაქვს. მიუხედავად იმისა რომ უკვე ორი კვირაა სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, როგორც ჩანს საკმარისად მაინც ვერ დავიკელი. როდესაც პირველად ეს კაბა თორნიკემ მაჩუქა აღშფოთებული ვიყავი მისი ფასით, თუმცა ნამდვილად მსურდა ის ჩემს ტანზე მენახა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მომიხდებოდა. როდესაც ბატონი კონსტანტინესგან არც ისე მნიშვნელოვან კონპლიმეტს ვიღებ ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები. თან ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ მისი კავარელისგან განსხვავებით ერთი შეხედვით არაჩვეულებრივად გამოვიყურები, ნორმალური ზომის მაკიაჟი, თეთრი ულამაზესი, უძვირფასესი კაბა, რომლის შიგნით Victoria’s Secret-ის საკმაოდ სექსუალური, შავი საცვლები მაცვია და ასევე თეთრი Michael Antonio-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ალბათ ასე ძალიან რომ არ მიჭირდეს ამ კაბაში მოძრაობა ყველაფრით კმაყოფილი ვიქნებოდი და ჩემს ანარეკლს სარკეში თვალსაც კი ვერ მოვაშორებდი. - მართა, მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ულამაზესი ბრძანდებით, - მიღიმის მე კი გულის რევის შეგრძნება კიდევ ერთხელ მეუფლება, ამავდროულად კი ვერ ხვდები რატომ მომმართავს თქვენობით, როდესაც მასჯერ ალბათ ორჯერ პატარა ვარ, - თორნიკეს ბევრი რამ აქვს თქვენზე მოყოლილი, სიმართლეს გეტყვით და ასეთი ლამაზი თუ იქნებოდით მართლა არ მეგონა. ძალიან მკრთალად ვიღიმი, ისე რომ შეიძლება ვერც კი მიხვდეთ სინმადვილეში ვიღიმი თუ არა. არ მინდა იფიქროს რომ მის ყოველ ნათქვამზე ვაპირებ გაღიმებას, რადგან ამის გაკეთებას არ ვაპირებ. - სრული სერიოზულობით გეუბნებით. - აგრძელებს ის, თუმცა აინუნშიც კი აღარ ვაგდებ. როგორც კი შეხედავთ ეგრევე მიხვდებით თუ როგორი მომაბეზრებელი ადამიანია. თორნიკეს სახეს რომ ვუყურებ ვხვდები, რომ ეს არც მას არ სიამოვნებს და ყველანაირად სცდილობს მისი ყურადღება ჩემიდან სხვა რამეზე გადიატანოს. როგორ მინდა ახლა მარტო ვიყო რომ ბოლო ხმაზე გავიცინო და ხარხარი ავტეხო. როგორი პათეთიკურია ეს სიტუაცია, ჩემი თავი მეცოდება საღამოს ამ ადამიანებთან გატარება რომ მიწევს. - თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? - ვხვდები რომ ამ კითხვას ორივეს გვისვამს - მეც და თორნიკესაც. ამ ვახშმის აზრს ჯერ კიდევ ვერ ვხვდები. - არაფერი ისეთი, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთად ვცხოვრობთ. - უხსნის თორნიკე, როდესაც ხვდება რომ მე ხმის ამომღები აღარ ვარ. - დღეს მიფრინავ, არა? იმედი მაქვს დიდად არ მოგაცდინე. - არა, რას ამბობ. ყველაფერი კარგადაა, - იღიმის თორნიკე და ხელს მხარზე მადებს. უსიამოვნოდ ვიშმუშნები, ისევ შებოჭილი ვარ, თავს კიდევ უფრო ცუდად ვგრძნობ ვიდრე რამდენიმე წუთის წინ. ვცდილობ მზერა კონსტანტინეს ავარიდო და თორნიკეს ვუყურო. მზერას სპეციალურად მის ტუჩებზე ვაჩერებ და მთელ ჩემს არსებულ სიძლიერეს ვიყენებ რომ სხვების თვალში მაინც გავიღიმო გულრწფელად. თორნიკე ეგერევე ტყუვდება, მაგიდის ქვემოდან ხელს მუხლზე მადებს და ნაზად მიჭერს. ხელს ქვემოთ ვაცურებ და მისი ხელის ზემოთ ვათავსებ. მართლა მსიამოვნებს, მისი შეხება ამდენი თვის შემდეგ მგონი პირველად მომწონს. იდელიას რატომღაც აღარავინ გვირღვევს, კონსტანტინე და ქეთი თავისთვის სხედან და რაღაც სისულელეს განიხილავენ, როდესაც ყურს ვუგდებ ვხვდები რომ ხელფასის დაგვიანებაზე საუბრობენ. თორნიკეს სახლში სამსახურზე იმდენს ლაპარაკობს უკვე მეც ვიცი რომ ხელფასის დაგვიანება მათ სამსახურში ნორმალურად ითვლება. დარწმუნებული ვარ სიყვარულით დაბრმავებული ქალი რომ ვიყო, ძალიან მეწყინებოდა თორნიკესგან ამდენი ლაყბობა სამსახურზე, მაგრამ ამჯერად ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს. დრო ნელა გადის, როგორც ყოველთვის ისევ ცუდად ვარ. კონსტანტინე კიდევ უფრო მაღიზიანებს, ალბათ ჩემი თანამშრომლები ასეთი აუტანლები რომ იყვნენ სამსახურს ეგერევე დავტოვებდი და საერთოდ არაფერზე არ ვიფიქრებდი, როგორ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს მართლა ასე ვიმოქმედებდი. ვერ ვიტან აუტანელ ადამიანებს. უაზრო ისტორიებით სავსე, თავისთავზე შეყვარებულ არსებებს, რომლებმაც თვითონაც კი არ იციან თუ რისთვის გაჩნდნენ, რა უნდა გააკეთონ მომავალში. თორნიკე და კონსტანტინე ისევ სამსახურზე აგრძელებენ საუბარს, მე კი ქეთისთან ერთად რესტორანში მსხდომ ახალგაზრდებს გავნიხილავ. როგორი საშინელი და ამაზრზენი საქციელიც არ უნდა იყოს სხვებზე ჭორაობა, ვხვდები რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ექნებოდა. ვერ ვიტყვი რომ მასთან ყოფნა მომწონს, არა პირიქით ალბათ უფრო მაღიზიანებს. სხვებს სხეულს უწუნებს, თვითონ კი წარსულში ანორეექსიით დაავადებულ ქალს ჰგავს, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა წონაში მომატება. სახეზეც ისეთი დასუსტებულია სავარაუდოდ ათ წამზე მეტი ვერც შეხედავ. ვფიქრობ, წონის პრობლემები რომ არ ჰქონდეს ლამაზი, მომხიბვლელი ქალი იქნებოდა, კარგი მომავლით. როდესაც მასთან ყოფნით ვიღლები თორნიკეს წასვლას ვთხოვ, ვამბობ რომ თავი ძალიან მტკივა და წასვლა მინდა. დაუფიქრებლად მთანხმდება და კონსტანტინეს და ქეთის ემშვიდობება. - ხომ არ ჯობია, გარეთ გავისეირნოთ? - მეკითხება, როდესაც რესტორნიდან გამოვდივართ. შაკიკის გამო იცის, რომ ამ დროს სახლში ყოფნას გარეთ, სუფთა ჰაერზე სეირნობა მირჩევნია. თავს ვაქნევ და ვეუბნები რომ ღამე აეროპორტშია წასასვლელი და ჯობია სახლში დავბრუნდეთ, რომ დასვენება მოასწროს. მოკლეხნიანი წუწუნის შემდეგ მთანხმდება. მის შავ ჯიპში ვთავსდებით და სახლში ნელა მივდივართ. ახლა მის გვერდით ვწევარ, ზუსტად ისე როგორც გუშინ, ბალიში ჩახუტებული მაქვს და დაძინებას ვცდილობ. ტელეფონი ისევ ბზუილს იწყებს, თუმცა აღებას აღარ ვაპირებ, თითქოს უკვე ძალიან დაღლილი ვარ იმისთვის რომ ხელი ავწიო და შემდეგ ტელეფონის დაკავება შევძლო. ბოლოს მაინც ვერ ვითმენ და ახალ მოსულ შეტყობინებას ვკითხულობ, პასუხს აღარ ვაბრუნებ. თორნიკესკენ ვიხედები და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვგრძნობ თავს ისევ დამნაშავედ, იმას რასაც ამდენი ხანი გავურბოდი, მაინც ვგრძნობ. როდესაც იცი რომ დამნაშავე ხარ, მაგრამ ამავდროულად დანებება არ გინდა, რადგან სურვილს ვერ ეწინააღმდეგები. საშინელებაა, თავს ამაზრზენად ვგრძნობ, საკუთარ თავს ადამიანსაც კი ვეღარ ვუწოდებ. ეს ხომ უბრალოდ ღალატი და ტყუილია მეტი არაფერი, მაგრამ მაინც ცუდად ვარ. მას ვუყურებ და ვხვდები რომ ამის ღირსი არ არის. მისკენ ვტრიალდები, თავს შიშველ მკერდზე ვადებ და დაძინებამდე კისერში ნაზად ვკოცნი. ალექსანდრეზე ფიქრს მაინც ვერ ვწყვეტ, მაგრამ მაინც ყველანაირად ვცდილობ მთლიანად თორნიკეზე გადავერთო, რომელსაც საყვარლად სძინავს და წარმოდგენაც კი არ ააქვს, თუ რას ვაკეთებ მის ზურგს უკან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.