სიმამაცის ოცი წამი (ნაწილი 2)
სიმამაცის ოცი წამი მარიამს ყველაფერში დავეხმარე,მაგრამ ვერაფრით დავრჩი მასთან. ვერ ვნახავდი კაკის,ვერც მის ირონიულ ღიმილს ვერ ვუყურებდი. სახლში დავბრუნდი თუ არა ვარჯიში დავიწყე ,რომელიც ინტერნეტში ამომიგდო. არასდროს მივარჯიშია და რამდენიმე მარტივ მოძრაობაზე სუნთქვა გამიჭირდა. დიდად არ დამიტვირთავს თავი . ათასი სტატია წავიკითხე იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვაწონოთ მამაკაცს თავი .ბოლოს ერთმა სტატიამ დამაფიქრა - "ბევრი კაცი ერიდება პასუხისმგებლობას. იყავით ხალისიანი, შეეცადეთ ითამაშოთ სიტუაციებით. აგრძნობინეთ მას, რომ მოგწონთ მის გვერდით ყოფნა, შეგიძლიათ თამამად თითქოს გაუაზრებლად შეეხოთ. იყავით პირდაპირი და გახსნილი. ხაზი გაუსვით, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ აგრძნობინოთ მამაკაცს, რომ მასზე ხართ დამოკიდებული. ნურასდროს ილაპარაბეთ მასთან მოსაწყენ და სერიოზულ თემებზე, პირიქით მასთან შეხვედრა უნდა ასოციდებოდეს დროის ტარებასთან და გართობასთან. " ალბათ ასეთ სტატიას არასდროს წავიკითხავდი, არ ვიცი ასე რამ გამომაშტერა. ალბათ აკვიატებაა ის რასაც მის მიმართ ვგრძნობ . მიწასთან ვასწორებდი მეგობრებს ვინც ათას სისულელეს აკეთებდა კაცების ყურადღების მიქცევისთვის. თურმე მათნაირი გავმხდარვარ , თურმე მართლა შეუძლია სრულიად უცხო კაცს ისე გამოგაშტეროს საკუთარი თავი ,რომ ვეღარ იცნო. სტატიების კითხვაში ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი. დილით მზის სხივებმა გამაღვიძა , საათს რომ დავხედე დაფეთებული წამოვხტი , ციბერბლატი თორმეტდ აჩვენებდა. არც კი ვიცი ათ წუთში როგორ ჩავატიე დილის პროცედურები. ყავაც ვერ დავლიე ისე გავვარდი სახლიდან. არც ავტობუსის ლოდინის დრო მქონდა ,არც სამარშუტო ტაქსის . ტაქსი გავაჩერე და ძალიან სწრაფად მივაყვანინე თავი უნიში. ისეთი ლექცია მქონდა ვერაფრით ვერ გავაცდენდი. *** დღეები გადიოდა მე კი ნელ-ნელა ფორმაში ვდგებოდი .ამ ხნის განმალობაში ერთხელაც არ მინახავს კაკი, მინდოდა მაშინ ვენახე როცა მისთვის სასურველი გავხდებოდი. ამისთვის თავს არ ვიზოგავდი. ყოველ დილით დავრბოდი,ვიცავდი დიეტას და ამავდროულად ვარჯიშობდი. რეჟიმიც ამერია... მარიამთან აღარ გავდიოდი იმის შიშით მას არ გადავყროდი. ვეღარავინ მცნობდა , ვერც მიცნობდნენ ,რადგან საკუთარი თავი მეთვითონაც მეუცხოებოდა. ერთ დღესაც თმის გამუქება გადავწყვიტე ... ვიცოდი მომიხდებოდა , ბუნებრივ ფერზე ოდნავ მუქი ავირჩიე და სტილისტს მივენდე. საბოლოოდ ჩემი თავი ძალიან მომეწონა. სარკეში ჩავიხედე და მაშინვე ის გავიფიქრე დღეს საღამოს რას ვაკეთებდი. არ დაიჯეროთ ,ვხუმრობ! მაგრამ ტყუილი იქნება რომ გითხრათ არ მიხდება-მეთქი. სახლში წასვლა არ მინდოდა , სეირნობა გადავწყვიტე... ბევრი ვიბოდიალე, დაღლილობა ვიგრძენი თუ არა პარკში სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტი გავაბოლე. ჩემთვის ვიჯექი და სიგარეტს ვეწეოდი ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა. -ხო , მარიამ. -სად ხარ? - ძლივს გავიგე მისი ხმა ,როგორც ჩანს ხალხმრავალ ადგილას იყო. -ვსეირნობ, რა იყო , რამე ხდება? -არა არაფერი. მარტო ხარ? -არა გოგო. -აბა ? -რავი მეზობლის ძროხას ვასეირნებ ვაკის პარკში,- გამეცინა ჩემს უაზრო პასუხზე. -ჰა ჰა ჰა ჰა, ძაან სასაცილოა. გამოდი გოგო ჩემთან ცოტა გავერთოთ,- ყურმილში ჩამყვირა. -კაი, ვნახოთ. -მიდი,მიდი გელოდები. ასე მარტო ყოფნას მარიამთან წასვლა ვარჩიე. ღია ჯინსის კომბინიზონი თეთრ მაიკაზე მეცვა. ფეხზე შავი all star- ები მეცვა. არანაირი მაკიაჟი არ მესვა. ბიჭურ ფორმაში ვიყავი,მაგრამ ეს ჩემი სტილი იყო. მალევე მივედი მარიამის კორპუსთან, კიბეები ფეხით ავირბინე. რა ვქნა ლიფტის ბავშვობიდან საშინლად მეშინია. კარები მარიამმა გამიღო, ჩემს დანახვაზე შეჰკივლა. -მეჩვენება? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. -ვერ მივხვდი გოგო,- მის გაოცებულ მზერაზე გამეცინა. თმაზე ხელი დამისვა. -ეს რა არის გოგო? სად წაიღე შენი ქერა დალალები. არა , განა არ გიხდება პირიქით ,მაგრამ შენ არ იძახდი ქერა ჩემი ფერიაო? -ხო ვიძახდი მაგრამ გადავიფიქრე,- თბილად მოვეხვიეთ ერთმანეთს. -ეე , გოგო ,დათხელდი თუ მეჩვენება? -არა,არ გეჩვენება, -გამიხარდა წონაში კლებას მარტო მე რომ არ ვამჩნევდი. -ეგ სტილი ვერ მოიშორე რა , როდის უნდა გაიზარდო ? ჩაიცვი გოგო გოგოსავით. -ვაიმე , წავალ ახლა იცოდე,- საშინლად დავმანჭე სახე. -მოდი გოგო შემოდი,- აკისკისდა მარო. მისაღებში შევედით , დამინახეს თუ არა ბავშვებმა ყვირილი ატეხეს. რამდენიმე დღის უნახავები მყავდნენ. -აუ როგორ გიხდება გოგო,- თმას მიწეწავდნენ ბავშვობის მეგობრები. როცა დავჯექი მაშინ შევამჩნიე ორი უცხო ბიჭი.კითხვის ნიშნიანი სახით ავხედე მარიამს. -ნია ესენი კაკის ძმაკაცები არიან,- ბიჭები ფეხზე ადგნენ და ჩემსკენ წამოვიდნენ,ინსტიქტურად მეც მაშინვე წამოვხტი სავარძლიდან ,- ეს გაგია , - ჩაილაპარაკა მარიამმა , და ხელი ოდნავ პუტკუნა ბიჭისკენ მიუთითა რომელიც თბილად მიღიმოდა. -სასიამოვნოა, - ერთხმად ჩავილაპარაკეთ და ამაზე ორივეს გაგვეღიმა. -ეს კი ,- გაარგძელა მარიამმა, - სერგოა, - გამხდარ და ძალიან სიმპატიურ ბიჭს დავაკვირდი. ბიჭმა ხელზე ნაზად მაკოცა. -სასიამოვნოა ნია,- პირველად ვიგრძენი თავი გოგოდ, აქამდე ყველა ყოველთვის ისე მექცეოდა როგორც ნაგიჟარს. მაშინვე ვიგრძენი რომ მე ამ ორ უსაყვარლეს ბიჭებს გავუგებდი. მერე ჩამოვჯექით ,გოგოებმა ჩემი თმის ახალ სტილზე დაიწყეს ლაპარაკი , როცა ოთახში კაკი შემოვიდა. მის დანახვაზე სხეული ამეწვა, თვალს ვერ ვაშორებდი მის ხვეულებს, თმა და წვერი წამოზრდოდა . ახლა იმდენად სიმპატიურად მეჩვენა თვალს ვერ ვწყვეტდი, ჩემი მზერა ალბათ იგრძნო და შემომხედა. სირცხვილისგან მგონი წამოვწითლდი,მაგრამ თვალი არ მომიშორებია. უცნაური მზერით ამათვალიერა , ისე თითქოს პირველად მხედავდა. არც მომსალმებია ისე მიუჯდა მაგიდასთან მსხდომ გოგოებს. მაინცდამაინც იმათ ვისაც მხოლოდ მარიამის გამო ვიტანდი. აი ,იცით როგორები იყვნენ წიგნი ცხოვრებაში რომ არ გადაუშლიათ და მთელი ქვეყანა მათი რომ ჰგონიათ. ვერც ვხვდები მარიამი მათთან რა საერთოს ნახულობს. საშინლად დავიბოღმე, მე ზედაც არ მიყურებდა , მათ კი გვერდიდან არ შორდებოდა. ახსნას ვერ ვუძებნიდი იმას თუ რით მჯობდნენ ისინი. მოვიწყინე ,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მერე დალევა დავიწყეთ. ცხოვრებაში პირველად დავლიე არაყი,არადა ყოველთვის იმას ვამბობდი ,რომ მოვკდე ამ საშინელ სითხეს არასდროს დავლევთქო. ხო გეუბნებით საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ...ერთ ჭიქას მეორემოყვა,მეორეს მესამე და კარგახანს გაგრძელდებოდა ასე გულის რევის შეგრძნება რომ არ გამჩენოდა. საპირფარეშოში ბანცალით წავედი, კარები გავაღე ,შევედი და ზურგით მდგომი კაკი დავინახე,რომელიც ხელებს იბანდა. ჯანდაბა მე და ჯანდაბა ჩემს მუცელს,მაგრამ ვერაფრით მოვითმინე და ამოვარწყიე. თავი საშინლად მტკიოდა. აზრზე ვერ მოვდიოდი . მერე კი შუბლზე და წელზე ვგრძნობდი ძლიერ ხელებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.