შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმამაცის ოცი წამი ( თავი პირველი )


18-01-2017, 17:21
ავტორი ელობელო
ნანახია 1 660

სიმამაცის ოცი წამი
დილით ადრე ავდექი, სპორტულები ჩავიცვი და გარეთ გავედი სარბენად. ზაფხული მოდის და მინდა რომ ერთხელ მაინც კარგი ფორმით შევხვდე. ყოველთვის წონის პრობლემა მაქვს, ნეტავ იცოდეთ როგორ მშურს იმ ხალხის ვისაც საერთოდ არ აინტერესებთ როგორ ფორმაში იქნებიან. სარკეში ყოველთვის შიშველი ვიხედები ,ასე სულ ვამჩნევ მოვიმატე თუ პირიქით.
ერთ თვეზე მეტია დიეტაზე ვარ თან ვარჯიშობ . დასაწყისში რაღაც გამოგაპარეთ ... ერთი მიზეზი კიდევ ის არის რომ მამაკაცი მომწონს,რომელსაც ზუსტად ვიცი ჩემსავით გაფუებული გოგონები არ მოსწონს. კაკი ორი თვის წინ გავიცანი დაბადების დღეზე. კლასელის ბიძაშვილი აღმოჩნდა. მოგატყუებთ რომ გითხრათ პირველივე დანახვაზე მომეწონათქო. პირიქით მაღიზიანებდა მისი ცინიკური სახე ჩემს დანახვაზე. ვაკვირდებოდი და ვამჩნევდი რომ მხოლოდ ჩემთან არ იღიმოდა , ჩემზე ალბათ ხუთი წლით უფროსი მაინც იქნება. ყველას ეცეკვა ჩემს გარდა, არ ვიცი რა დამემართა იმდენად გავბრაზდი მისი "ფეხებზე" მზერით,რომ მივედი და ვითომ სულ შემთხვევით წავიქეცი და თეფშზე დადებული ტორტიც თავისით წავაცუნცულე კაკისკენ. დაიზმუილა და ხელზე ჩამავლო დაძარღული ხელები.
⁃ გოგო, სულ გააფრინე?- საზიზღარი ხმით ჩაილაპარაკა ,მაგრამ იმდენად სასაცილო იყო სახეზე ვარდისფერი და ცისფერი კრემით ,რომ სიცილი ვერ შევიკავე. გაკვირვებული მიყურებდა . ალბათ ფიქრობდა ამას ვის გადავეყარეო.
⁃ შემთხვევით მოხდა,- სიცილით გული ვიჯერე თუ არა ძლივს ამოვილაპარაკე .
⁃ ხო არა? -ეშმაკურად ჩაიცინა.
⁃ ხოოო ,- უაზროდ გავწელე პასუხი. მერე ვერც გავიაზრე ისე უცებ შემაზილა ტორტი სახეზე. ახლა მე აღარ ვიცინოდი. თვითონ დამცინოდა. კრემი რომ არა სახეზე ალბათ ყველა დაინახავდა რაც არ უნდა შორს ყოფილიყო ჩემგან წიწაკასავით როგორ გავწითლდებოდი.
⁃ უნამუსო კაცი ხარ,- ხმას ძლივს ვიმორჩილებდი,გვერდი ისე ამიარა არაფერი აღარ უთქვამს. გავცოფდი და ისე გამოვარდი რესტორნიდან არავის დავმშვიდობებივარ . იმ წამს ჩემი საყვარელი კლასელი და ბავშვობის მეგობარი მარიამი სულ გადამავიწყდა. სასმელიც ცუდად მოქმედებდა... ტაქსი გავაჩერე და ჭავჭავაძეზე გავაყვანინე თავი. გამწარებული შევარდი სახლში... იქ კი როგორც ყოველთვის სიმარტოვე ვიგრძენი. ჩემი მშობლები უცხოეთში არიან. მთელი ბავშვობა ასე მარტო მტოვებდნენ,ოღონდ ორი განსხვავება იყო მაშინ : ძიძა მყავდა და ისინი მჭირდებოდნენ. იშვიათად ვურეკავთ ერთმანეთს, თუ მათთან ერთად ვარ სული მეხუთება,ჩემი ძალიან უხოები გახდნენ...

სააბაზანოში შევვარდი და წყალი გადავივლე ,დღევანდელზე დავფიქრდი თუ არა სიცილი ამიტყდა. ზედმეტად ქაჯურად და გოიმივით მოვიქეცი დღეს.

მთელი ღამე ვერაფრით მოვიშორე კაკიზე ფიქრები და მასზე ფიქრში ჩამეძინა...

***
დღეები გადიოდა ... კაკი ამ ამბის შემდეგ მხოლოდ ორჯერ ვნახე ,მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემი საბოლოოდ ჭჯუიდან გადასვლაში. მალევე აღმოვაჩინე რომ სიგიჟემდე მომწონდა ,ასეთი რამ არასდროს დამმართნია. ყველგან მის მამაკაცურ მხრებს და კიდევ უფრო მამაკაცურ სახეს ვხედავდი. ოცი წლის გოგო ისე ავცანცარდი კაკის გაცნობის შემდეგ თავი ლაწირაკი მეგონა ხოლმე.
მერე მარიამთან სტუმრობას მოვუხშირე .უნიდან თითქმის სულ მასთან გავრბოდი ,მაგრამ არასდროს მხვდებოდა მასთან. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა...
ერთხელ საწოლზე ვიწექით მე და მარიამი, შოკოლადის ტორტით გემრიელად ვილუკმებოდით.ამავდროულად ლეპტოპში მარიამის "ფეისბუქი" იყო ჩართული. კედელს ვათვალიერებდი როცა კაკის ფოტო ამომიგდო ვიღაც გოგოსთან ერთად, არაფერი მიგვრძვნია სხეულში მწარე დარტყმის გარდა. ფოტოს გავცდი არ მინდოდა მარიამს რამე შეემჩნია.
⁃ ისე ამ კაკის ვერაფერი გავუგე,- ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
⁃ რატო?
⁃ აბა გოგო ამხელა კაცია და არ დაიღალა ნეტავ ამ ნაშებით. თან ყველაზე სასაცილო ისაა რომ მარტო გამხდარ და შავგვრემან გოგოებთან იჭერს ურთიერთობას.
მე კი არ ვაკმაყოფილებდი მის გემოვნებას , საერთოდ არა. კარგი ფორმები მქონდა მაგრამ არ ვიყავი გამხდარი ,არც შავი თმები არ მქონდა. პირველად ვინანე მუქი ყავისვერი თმიდან ქერა თმაზე გადასვლა.
შოკოლადიანი ტორტი ყელში გამეჩხირა მაშინვე სააბაზანოში გავიქეცი და პირიდან გადმოვყარე. მოთხუპნული პირი მოვიბანე და მარიამთან დავბრუნდი.
⁃ რა დეგემართა? - გაოცებული მიყურებდა.
⁃ რა უნდა დამმართნოდა, - გამომადგა ჩემი გენი ისე ვიაფერისტე მეც გამიკვირდა.
⁃ ხოდა ჭამე მაშინ და მერე რაღაცების კეთებაში დამრხმარე,ნათესავები მოდიან ახლა დამირეკეს.
ტორტიანი თეფშით სამზარეულოში გავედი და სანაგვეში მოვისროლე. მარიამი თავზე მადგა.
⁃ ნია , ტორტზე როდის აქედან ამბობ უარს?- გაკვირვებული მიყურებდა.
⁃ დღეიდან!


თუ მოგეწონებათ აუცილებლად გავაგრძელებ



№1 სტუმარი Mtvareula

Mnaah... Ar unda sheicvalo mase aravistvis. Vigacis charchoebshi ar unda chajde mxolod imitom rom moewono da gikadros. Ar vici, chemtvis ar aris eg misagebi. Vnaxot, vnaxot...
shemdeg tavs velii. <3

 


№2 სტუმარი Curly

Gaagrdzele raa damainteresda ,:)))

 


№3 სტუმარი Guest Eka

აუუ კი გააგრძელე რა ♥

 


№4  offline წევრი ელობელო

Mtvareula
Mnaah... Ar unda sheicvalo mase aravistvis. Vigacis charchoebshi ar unda chajde mxolod imitom rom moewono da gikadros. Ar vici, chemtvis ar aris eg misagebi. Vnaxot, vnaxot...
shemdeg tavs velii. <3



ხო, არც ჩემთვის არ არის მისაღები,მაგრამ ყველა ჩვენსავით ხომ ვერ იქნება

 


№5 სტუმარი kusa13

gaagrdzele❤saintereso chans❤❤

 


№6 სტუმარი Guest Mariamo

Gaaagrdzelee♥♥KaiaDzan♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent