შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს შემდეგ. სრულად.


20-01-2017, 00:35
ავტორი kaatoo
ნანახია 6 890

მომწონს ადამიანები, რომლებიც ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე არის ზედაპირზე. ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია დაინახოს ყველაზე უბრალო ნივთში, თუ მოვლენაში რაღაც უფრო დიდი („მეტაფიზიკური“,- ასე ვიტყოდი). ყველაზე ბანალური გამოვლინებაა „ამგვარი“ ადამიანების - ხელოვნება, თუ როგორ აღიქვამენ ისინი მას. შავ კვადრატს რომ ხედავ, და რომ ხედავ მეტს ვიდრე შავად შეღებილ ტილოს... რატომ ბანალური?! იმიტომ, რომ როდესაც საქმე ეხება ხელოვნებას, ადამიანმა წინასწარ იცის (აპრიორი ასეა), რომ მის შემქმნელს ჰქონდა „მესიჯი“, რომლის პროეცირება და გაზიარებაც უნდოდა... ეს კარგია, მაგრამ უფრო მაინტერესებენ ისინი, ვინც ხედავენ „ხელოვნებას“ ყველაზე ჩვეულებრივში, ყოველდღიურში- იმაში, რასაც ათასმა გვერდი აუარა, მაგრამ მხოლოდ ის გაჩერდა და შეეხო გრძნობებით.
ერთ-ერთი თეორია, რომელიც სცდილობს ახსნას რისთვის ვართ საჭირო - ადამიანები, ამბობს, რომ ჩვენ ვართ საჭირო, რათა დავინახოთ. და ხედავდე, ნიშნავს გააცოცხლო. რა აზრი ექნებოდა ყველა გალაქტიკას, ფიზიკის კანონებს, ყველაფერს რაც არის ჩვენს ირგვლივ, რომ არავის შეეძლოს მისი დანახვა, მისი შეგრძნება?! შეიძლება, ამ დანახვასაც, როგორც ეგეთს, აზრი არ ქონდეს, მაგრამ წმინდა სუბიექტურად ის ჩნდება, და წმინდა სუბიექტურად მე მომწონს ადამიანები, რომლებიც ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე არის ზედაპირზე.
იმჰო
მთავარი ის კი არ არი როგორ დასულდება ამბავი,
მთავრი ისაა რას ცვლის ჩვენში!
ისტორია აგებულია რეალურ ფაქტებზე, დაყრდნობით.
ამბები იმიტომ იწყება, რომ რაღაც დასარულს მიაღწიოს ნებისმიერი დასაწყისი დასასრულისთვისაა განწირული, ნებისმიერი ამბავი აღწევს თავის ფინალს. დასასრული ყოველთვის განსხვავდება ჩვენი წარმოდგენისაგან.
რა უიმედოა ადამიანის ცხოვრება, ნებისმერი წამი ბედნიერების და უბედრებისაც განწირულია დავიწყებისათვის. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს თავს , როგორც არ უნდა გვეტკინოს გული ყველაფერი ისტორიის ნაგავზე აღმოჩნდება, ჩვენ უბრალო მოკვდავთ, არ გვიწერია მარადიული სიცოცხლე, ჩვენი ისტორიები ჩვენი სიკვდილის შემდეგ მტვრად იქცევა. ის ტკბილი წუთები, რომლებიც ასე ვინახეთ გულში არასოდეს არ გავუმხილეთ არავის ჩვენთან ერთად გაქრება. ჩვენი წვრილმანი გატაცებებიც და დიდი ძვირფასი მოგონებებიც ერთი ხელის მოსმით გაქრება, მაგრამ ეს არაფერია, რადგან ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია შევეგუოთ და გავუძლოთ ყველაზე დიდ უსამართლობას , სიკვდილს!

"...და ბოლოს."
1თავი
ანა ძალიან გულჩათხრობილი იყო, მას მშობლები არ ყავდა, თითონ ასე ამბობდა. სინამდვილესი კი დედამისმა ის ქორწინების გარეშე გააჩინა და თვითონ საზღვარგარეთ წავიდა. ანა 10 წლამდე იზრდებოდა ბავშვთა სახლში. შემდეგ ბებიამ გაიგო მის შესახებ. 15 წლის ასაკში ბებიაც დაეღუპა. ეს ისტორია კი თითქმის არავინ იცის, თორემ აღავის აღარ გაუკვირდებოდა ანას გულჩათხრობილობა და კარჩაკეტილობა. არავისთან არ კონტაქტობს თითქმის, საჭიროების გარეეშე. მუშაობს ჟურნალში მთელი გვერდი აქვს საინტერესო ამბებზე წერს. არასოდეს არვის ყვარებია ანა. მისი სხვა მიზნებისთვის გამოყენება უცდიათ მაგრამ სიყვარული უცხო ამბავია. ალაბთ ეს მისი დამსახურებაა. მხოლოდ ბებიას უყვარდა და ძალიან ენატრება ხოლმე. ანა ღამღამობით არ ტირის მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობს და ხშირად წერს კიდეც.
******
ანა დილიდან აფორიაქებული იყო, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ქონდა საკმაოდ ძლიერი და ერთერთი წამყვანი ჟურნალის რედაქტორთან. დავით ბელინსკთან, მან თითონ დაიბარა ანა შეხვედრაზე. მიზეზი არ იცის, მაგრამ ეს რაღაც საინტერესო გამოწვევასავითა ანას ცხოვრებაში ხომ ახალი არაფერი ხდება ხოლმე თუ არ ჩავთვლით მის განსხვავებულ სტატიებს. სამსახურიდან ადრე წამოვიდა სახლში გაიარა და მოწესრიგდა. მოკლე ქვედაკაბა ეცვა ბოლოები უსწორმასწორო ქონდა. თეთრი ზედა ჩაიცვა და კეტები. თმა გაიშალა და თითით ცოტა ტუჩსაცხიც გადისვა. არ უტყდებოდა თავის თავს , რომ ნერვიულობდა. დავითზე ყველა ინფორმაცია მოიძია, 10წელი იყო რაც ჟურნალ “სწორი ამბების” რედაქტორი იყო. მანამდე თავად მუშაობდა სხვადასხვა წამყვან ჟურნალებში. საკმაოდ აქტიური ახალგაზრდა იყო მოგვიანებით თავად დაიწყო ჟურნალის წარმოება თავიდანვე არ ყოფილა ასეთი პოპულარული, ყველაფერი ეტაპობრივად მოვიდა.ის ჟურნალს თავის უფროს ძმასთან ერთად უძღვებოდა. როგორც გაარკვია მისი უფროსი ძმა გიორგი ფინანსებს განაგებდა. დავითი კი ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა. დავითს ოჯახი ქონდა ცოლი და ერთი შვილი. 39 წლი იყო. გარეგნობით კი ძალიან უხეში და უკმეხი ჩანს. ყველაფერი გაარკვია თითქმის, მაგრამ რატომ იბარებს მას ამას ვერაფრით ვერ ხვდება.
ანას არ დაუგვიანია დროულად გამოცხადდა, დავითიც დახვდა .
-გთხოვთ დაბრძანდეთ ანა.
ანა ძალიან ნაზი იყო არსებულ გარემოსთან ყველაფერი ირგვლივ გადამლაშებული და ზედმეტად გადაპრანჭული იყო. ანა კი ძალიან ლამაზი და ნაზი იყო.
-მიხარია, რომ მოხვედი ანა. ბევრი მსმეინია შენზე და ალბათ შენც მიცნობ მეტნაკლებად.
-დიახ.
-ალბათ გაინტერესებს რატომ დაგიბარე.
-რათქმ აუნდა.
-დარწმუნებული ვარ იცი ჩემი ჟურნალის შესახებ. ეს ჟურნალი მთელი ჩემი ცხოვრებაა. ის ერთ დღეში არ შექმნილა და მითუმეტეს არც ერთი ხელის მოსმით. ძალიან ნელა და ეტაპოპრივათ წავიწიე წინ. მას მუდმივათ სჭირდება საზრდო ახალი სისხლი. მე თვალს ვადევნებ ჩემს კონკურენტ ჟურნალებს და ჟურნალისტებს. მინდა გითხრა, რომ შენი ბოლო სტატიები ნამდვილათ ძალიან ძლიერია. ისე შეფარვით შემოგაქვს სიახლე,ინტრიგა ყველაფერი ის რაც სტატიას სჭირდებ, რომ ნამდვილად არ აღიზიანებ ხალხს. დიდიხანია მინდოდა დამემატებინა გვერდი ჟურნალისთვის. ორი გვერდი გექნება აფსოლიტურად არანაირი შეზღუდვა. ეს ყველა ჟურნალისტის ოცნებაა. წერ პოლიტიკაზე, რელიგიაზე, საზოგადოებაზე, ცხოველებზე , ატომზე, მოკლედ ყველაფერზე რაც კი თავში მოგივა. ხელფასი კი ორმაგი გექნება. მე მგონი ურიგო შემოთავაზებაა არაა. თუ შენი თავითვის სიკეთე გინდა უნდა დათანხმდე.
-მე შეზღუდვა ახლაც არ მაქვს.
-როგორ არა შენ მხოლოდ საინტერესო ინფორმაციებს აცნობ ხალხს.
-ხო მაგრამ ეს მე ძალიან მომწონს. პოლიტიკაში ჩარევა ნამდვილად არ მინდა.
-ნუ ჩაერევი , ის გააკეთე რაც გინდა. ჟურნალისტური გამოძიება, არ ვიცი არაფერში იქნები შეზღუდული.
-არ ვიცი.
-რა არ იცი? სულელი იქნები თუ უარს იტყვი. პასუხს ახლა ნუ მეტყვი. ორშაბათს 10 დან ვიწყებთ მუშაობას. თუ თანახმა იქნები ორშაბათს მოდი.
2თავი
გიორგი ბელინსკი შეძლებული, ოჯახის ერთადერთი ვაჯი იყო. თუმცა ის არღვევდა სტანდარტებს და ძალიან წესიერი ახალგაზრდა გახლდათ. წარმოსადეგი მაღალი სიმპათიური და ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი ადამიანური თვისებებით. მას ყველა კრიტერიუმი ქონდა , რომ ხალხის დაფასება ქონოდა და ასეც იყო. ის ყველას მოწონდა პირველივე გაცნობის წუთებიდან. ქალაქში მას ყველა იცნობდა. პირადად თუ არა ვიღაცისგან მოსმენილი ისტორიით მაინც. სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. მას უკვე 28 წელი უსრულდებოდა და სიყვარული ჯერ კიდევ ვერ ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინტერესდებოდა მისი პირადი ცხოვრებით, ეს მაინც დიდი საიდუმლოს წარმოადგენდა. არასოდეს არვის გაეგო , რომ გიორგი შეყვარებული იყო. გიორგით ყველა ამაყობდა. მისი ოჯახი ახლობელი და უბრალო ადმიანებიც კი ვინც ერთხელ მაინც შეხვედროდა გიორგის. ნებისმიერი გოგო ვინც მას შეხვდებოდა სიგიჯემდე იყო შეყვარებული . გიორგი ადვილად შედიოდა ხლახთან კონტაქტში და მისი დახვეწილი მანერები, საუბარი, ინტელექტი და მისი უცნაური ფერის თვალები ატყვევებდა ყველა გოგონას. ყველა ქალი ოცნებობდა მასთან ქორწინებაზე. ის კი ამას თითქოს ვერც კი ხვდებაო და ყურადღებას არ აქცევდა.
***
საერთოდ მამაკაცს უნდა ყავდეს მიუღწეველი ქალი, ქალი რომელიც ადვილად არ ჩაუვარდება ხელში, მითუმეტეს თუ მისთვის ყველა მარტივი მოსაპოვებელია. მაგრამ გიორგი არ ოცნებობს ერთადერთ ქალზე. საერთოდ არ უნდოდა ვინმესთან სტაბილურად ყოფნა. რასაც ვერ ვიტყვით მარიზე. დღეს სწორედ მარის ხვდება გიორგი. პაემანი არაა მთლად უფრო მეგობრული შეხვედრაა. თუმცა ვისთვის როგორ.
-გამარჯობა მარი როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ? მიხარია შენი ნახვა.
-მეც მიხარია, არამიშავს. რას მიირთმევ
-დიეტაზე ვარ. ამიტომ მხოლოდ წვენი.
-არ გჭირდება დიეტა, ძალიან კარგი აღნაგობა გაქვს, ყველასათვის საოცნებო.
-ასე ფიქრობ?
-კი რათქმაუნდა ქალს უხდება ფორმები. ისეთი როგორიც შენ გაქვს.
-მადლობა თუმცა კონტროლი მაინც საჭიროა.
-კი ესეც არის . ზოგს ზედმეტი მოსდის.
-ხო ამას ვამბობ მეც.
-სხვა რა ხდება , ახლი შენთან დიდიხანია აღარ შევხვედრილვართ.
-რა მოხდებ ახალი დავდივარ ასე მარტო. ხომ იცი ღირსეული მამაკაცები აღარ არიან. შენ გამონაკლისი ხარ.
-ხო ? მადლობა. ასეა მარი აღარც ღირსეული ქალები არიან და აღარც მამაკაცები. მხოლოდ რამოდენიმე შემოვრჩით. მე შენ და მეტი არავინ მახსენდება პრინციპში.
-კარგი რა რას იცინი. მართლ ასეა.
-კაი არ ვიცინი, მართლა ხარ.
-შენ რას შვები? გავიგე ვიღაც შეუყვარდაო და მართალია? ნუთუ ვინმემ შეძლო შენი გულის მოგება?
-საიდან გაიგე? ვინ გითხრა?
-რა მნიშვნელობა აქვს? მაგას შენ ის მითხარია მართალია თუ არა?
-არა არაა მართალი.
-გეტყვი ვინც მითხრა. ანუ სხვას რომ ეთქვა ირიშკაზე ვიფიქრებდი, მაგრამ ირიშკამ თავად მითხრა გიორგი შეყვარებულიაო.
-საიდან მოიტანა? ან შენ რატომ იფიქრებდი ირიშკაზე?
-სულ ერთად გხედავთ ამ ბოლო დროს.
-მეგობრები ვართ და იმიტომ.
-არამგონია თვითონ ასე ფიქრობდეს.
-კარგი რა საიდან მოიტანე მარი.
-ჩემთან წამოხვალ?
-რა?
-ხო რა იყო არ ელოდი ჩემგან დაპატიჟებას? მარტო ვარ ხომ იცი. რამე გემრიელი მოვამზადოთ.
-დღეს არა, სხვა დროს იყოს. სახლში უნდა მივიდე.
გიორგი თავადაც ვერ გასცემდა პასუხს კითხვას რატომ ხვდებოდა მარის. ის არ იზიდავდა, როგორც ქალი, არც მასთან საუბარი მოსწონდა მაგრამ მარი ყოველთვის თითონ იბარებდე გიორგის და ესეც ხვდებოდა. ირიშკა კი მისი ერთადერთო რომანი იყო, თუ ამას ასე ქვია საერთოდ. მაშინ პატარები იყვნენ როდესაც ყველაფერი დაიწყო.მას მერე ბევრჯერ იჩხუბეს და ისევ გაგარძლეს ურთიერთობა. სიყვარულში გიორგი არასოდეს გამოტყდომია მაგარმ ირიშკა სიგიჟემდეა შეყვარებული , მარისაც ირიშკასთვის მიწის გამოთხრა უნდა, ამას მშვენივრად ხვდება გიორგი და დიდიხანია მსგავს ანკესზე აღარ ეგება. გიორგის ერთდროულად რამდენიმე ქალთან აქვს ურთიერტიბა, ფლირტი , სექსი მაგარმ ამას ისე აკეთებს, რომ ყველამ იცის ერთმანეთზე და მაინც კმაყოფილები არაიან.
სახლში მისულს გიორგის მისი ბიძა ხვდება. რომელიც მაინცდამაინც გულზე არ ეხატება.
-გამარჯობა, როგორრ ხარ?
-კარგად თავად?
-თუ შეიძლება წამოდი უნდა ვილაპარაკოთ.
-ოთახში მამა და დედა ხვდება.
-აქ თავშეყრა ყოფილა. ხომ მშვიდობაა?
-კი ბრალოდ სალაპარაკო გვაქვს.
-გისმენთ.
-ჩვენი ბიზნესი ცუდ მდგომარეობაშია, მამაშენი ცუდათ გახდა . მინდა მას მიხედო მე არ მომყვება ექიმთან. მაგრამ ამაის გარად მინდა საქმე აკეთო.
-მამას მივხედავ, მაგრამ ჩემგან რას ითხოვ?
-კარგი რეკლამა გვინდა. საკმაოდ კარგი გარეგნობა გაქვს გოგოებშიც პოპულარობით სარგებლობ ხოდა ჩვენი ჟურნალს რეკლამა უნდა გაუკეთო . უნდა ოფიციალურად გამოვაცხადოთ რომ მამაშენის საქმე შენ იბარებ. ეს ჩვენს რეიტინგს ერთიორად გაზრდის. ამისგარდა სტატიებიც უნდა ვბეჭდოთ შენი სახელით.
-მე არ ვწერ.
-ხო ვინმე მოვძებნით ახალგაზრდას , ნიჭიერს და სულელს. ცოტა მეტს გადაუხდით და დაწერს, ეს არ იქნება პრობლემა.
-ვერ ვხვდები რა გინდა ან რა მიზანი გაქვს?
-მტრულად ნუ მიყურებ. ცუდი არაფერი არ მინდა, უბრალოდ საერთო საქმისთვის ასე უკეთეი იქნება.
-მე არ ვერევი ამ საქმიანობში. მამაჩემიც მშვენივრად ართმევ თავს, არამგონია რამე სერიოზული იყოს.
-არ შვილო ცდები მე მინდა შენ დაიწყო მე ჯერ კიდევ სემიძლია, მაგრამ სანამ შემიძლია მინდა დაგეხმარო. მე მინდა ვიყო შენს ჩრდილ ქვეშ.
-ეს დიდიხანია რაც გადაწყვიტეთ უჩემოდ?
-არა გუშინ ვისაუბრეთ ამაზე. ვერ ვარ კარგად. არაფერი სერიოზული მაგრა მივხვდი რომ მუდმივი არავინაა.
-გეყოფა მამა გთხოვ. შენ არაფერი მოგივა. თუმცა თუ ასე გინდათ წამოგყვებით, გავაკეთებ იმას რაც თქვენ გინდათ. მე ხომ სულ ასე ვიქცევი.
3თავი
ანა ძალიან ბევრს ფიქრობდა ახალ გამოწვევაზე, ნუთუ ასე მოეწონა ჩემი სტატიები. ძალიან უნდოდა ვიღაც ყოლოდა გვერდით ვინც რჩევას მისცემდა. და დაეხმარებოდა სწორი არჩევანის გაკეთებაში. თუმცა მის ცხოვრებაში მსგავი არავინ ყოფილა არასოდეს გარდა მისი ბებიის, გაახსენდა მისი ერთადერთი გულშემატკივარი და სევდამ შეიპყრო. მოენატრა ბებია, ანა კალთაში თავს ჩაუდებდა და ბებია ნაზად ეფერებოდა თმაში, ამ დროს საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა, უსაფრთხოთ იყო და არაფრის ეშინოდა. ერთადერთი მესაიდუმლეც ბებია იყო მაგრამ დიდიხანია აღარავისთვის შეუჩივლია მისი გულის ნადები, მისი ფიქრები მხოლოდ ფურცელზე გადადის. ის არავის ენდბა სამყაროში. დილით ანა ყავას სვავდა და ფანჯრიდან ნახევრადშიშველი, ადევნებდა თვალს სამყაროს, პატარა ნაწილს. ის აკვირდებოდა ყვავილების გამყიდველ მამაკაცს, ახალგაზრდა ქალს რომელიც ყოველდილით ასეირნებდა ძაღლს. მეზობელ ქალებს რომლებიც საათობით ჭორაობდნე და უამრავ უცხო გამვლელს. უყურებს მათ და წარმოიდგენს რაზე ფიქრობენ ან სად მიეჩქარებათ. ზოგჯერ თღზავს ამბებს, ისტორიებს მათზე და ზუსსტ წარმოიდგენს ხოლმე სად ეჩქარებათ მათ. ერთხელ ერთი ძალიან ლამაზი გოგო დაინახა რომელიც სევდიანი იყო იდგა და საათს დაყურებდა რაღაცას ელოდა, ანამ წარმოიდგინა, რომ ეს გოგო ელოდებოდა ბებიას რომელმაც მძიმე ოპერაცია გადაიტან და ცოცხალი გადარჩა. ბებიამ ამ გოგოს ძალიან უყვარდა და ამიტომ განიცდიდა, რომ აგვიანებდა. ანა კითხულობდა ამ გოგოში სასოწარკვეთილებას, მოლოდინს, გაბრაზებას, წყენას, დაღლილობას. აკვირდებოდა და წარმოედგინა როგორ გადაეხვეოდა ბებიას. გადაწყვიტა ჩასულიყო და ახლოდან შეეხედა გოგონასთვის. ეზოში ჩასულს გოგონა კიდევ უფრო ლამაზი მოეჩვენა და გაუხარდა. ისიც ელოდა ბებიის გამოჩენას. ოცი წუთი კიდევ გავიდა და გოგონას წინ მანაქანა გაჩერდა. მამაკცი საკამაოდ უხეშად მიმართავდა გოგონას. ჩაჯექი რაღას ელოდები, სად იყავი აქამდე რამდენიხანია გელოდები. მანაქანა სწრაფად მოწყდა ადგილს. ანა იმედგაცრუებული დარჩა წარმოიდგინა როგორ ცდებოდა ყველა ისტორიაში რასაც იგონებდა. მოუნდა ყველა მათგანი გამოეძია . ამ ამბის მერე ცოტახნით თავიც დაანება ამბების შეთხვზას მაგრამ მერე ისევ დაიწყო. ერთი შეხვედრა საკმარისი იყო ზოგჯერ, რომ მთელი ამბავი მოეფიქრებინა წარსული ახლანდელობა და მომავალიც კი. საოცარი უნარი ქონდა ანას და ამის შესახებ არავინ იცოდა. მას საოცარი შინაგანი სამყარო ქონდა, მაგარმ ამას ვერვინ ხედავდა რადგან ახლოს არავის უშვებდა. უამრავი სიკეთე ქონდა გაკეთებული ისე, რომ ამის შესახებ ვერვინ ხვდებოდა. ის არვის არაფერს უშავებდა და არც სხვას მისცემდა ამის უფლებას. ამიტომ ქონდა ასეთი დისტანცია ერიდებოდა ყოველგვარ კომფლიქტს.
კვირა საღამოს ანა წერდა ძალიან ბევრს , ეს დაეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში. დიალოგი ქონდა გამართული მოყავდა არგუმენტები. იქნებ დავითი მოძალადეა და ახალგაზრდა გოგოებს ასე იბარებს, ან მართლა ძალიან კარგად ვწერ, შეიძლება ის ყველას ასე ექცევა. ყველაფერი აფსურდულია, შეუძლებელია დავითი ყველას სტატიას კითხულობდეს და მერე ასე არჩევდეს, თანამშრომლებს. ანა წერდა ყველაფერს რასაც ფიქრობდა ყველაფერი ისე ჩაიხლართა, რომ პასუხი ვერ იპოვა ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო და გაეგო ნამდვილი პასუხი.
დილით ათზე გამოცხადდა ანა სამსახურში. პირდაპირ დავითის კაბინეტი შევიდა.
-გამარჯობა ანა , მიხარია რომ გხედავ. სწორი გადაწყვეტილება მიიღე.
-ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია.
-კარგი რა ბევრს ფიქრობ.
-კი ასეა
-ხო და არ უნდა ამას ბევრი ფიქრი. რამდენი გქონდა ხელფასი?
-600
-ხომ დაგპირდი გავაორმაგებ მეთქი ხო და გავასამმაგებ, მეტი რა გინდა? თან დავამრგვალებ 2000 ლარი. ჩვენს ქვეყანაში ცოტა არ უნდა იყოს. წამოდი შენს კაბინეტს გაჩვენებ და დეტალები იქ გავიაროთ.
-კაბინეტს?
-კი კაბინეტიც გექნება.
დავითი ძალიან კეთილმოწყობილ კაბინეტზე მიუთითა.
- აი ესაა შენი კაბინეტი.
ანა საბოლოოდ დაიბნა , ამახელა ხელფასი კაბინეტი თან თითონ მეხვეწბა.
-პირდაპირ მითხარი. რა გინდა?
-ვიცი, რომ ჭკვიანი ხარ და ხვდები, რომ რაღაც ისე არაა. გეტყვი მაგრამ მინდა დამპირდე, რომ ყველაფერს აწონდაწონი და ისე გადაწყვეტ?
-მე ვერაფერს ვერ დაგპირდები, გისმენთ.
-ჟურნალის, ჟურნალისტი პოპულარული ვერ ხდება ხომ იცი. სახეზე მას ვერავინ ცნობს, მაგრამ მას შეუძლია ადამიანი ასაზრდოოს ინფორმაციით. ეს ნამდვილი ძალაა , რომელსაც ჯურნალისტი ფლობს. შენ ჭკვიანი გოგო ხარ . ყველფრის უფლება გაქვს ხელფასი რომელიც ძალიან გამოცდილ ჟურნალისტებსაც არ აქვთ. შენი კაბინეტი. ამდენ რამეს გაძლევთ, შენ კი მხოლოდ შენი სახელი და გვარი უნდა დათმო. სტატიები სხვისი სახელით დაიბეჭდება. პასუხს ახლავე ნუ გამცემ.
-კარგით
-რა?
-თანახმა ვარ.
-მართლა?
-კი.
-ძალიან კარგი მაშინ შეგიძლია შეუდგე საქმიანობას.
-ვინ არის?
-რა?
-ვის მაგივრად უნდა დავწერო?
-მამაკაცია.
-არ გინდათ რომ მითხრათ?
-ჩემი ძმიშვილია. გიორგი ქვია, გიორგის ამ კომპანიის ფინანსური დირექტორის ვაჟია.
-კარგი.
-მას გადაახედებ ხოლმე შენი სტატიები. შენს გვერდით კაბინეტში იქნება.
-კარგი.
ანას გაეღიმა, გააცნობიერა როგორ განიცდიდა დავითი , როგორ ეგონა, რომ ანა არ დათანხმდებოდა და როგორი გაკვირვებული სახე ქონდა ანა, რომ ასე ადვილად დაითანხმა. თავიდანვე რომ ეთქვა ასე არ ინერვიულებდა, რადგან ანა ნამდვილად არ დარდობს საკუთარი სახელის მოხვეჭაზე. მისთვი ეს უმნიშვნელოა. მთავარია, რომ ის დაწერს და ზუსტად იცის რასაც.
4თავი.
გიორგი საკამოდ მზრუნველი შვილი იყო, ძალიან უყვარდა თავისი მშობლები, ამიტომ მამა მეორე დღესვე წაიყვანა ექიმთან და ყველა სახის გამოკვლევა ჩაუტარა. რამოდეჯერმე გული გაუხდა ცუდათ და შესაძლო იყო გულზე რამე ქონოდა, მამამისათან არ იმჩნევდა მაგრამ ნერვიულობდა. ჯერ კიდევ საავადმყოფოში იყო როდესსაც ბიძამისმა დაურეკა.
-გიორგი რას შვები არ მოდიხარ?
-საავადმყოფოში ვარ. გამოკვლევებს ვუტარებ მამაჩემს.
-რომ მორჩები მოდი.
-დღეს ვერ მოვალ. ხვალ მოვალ.
-კარგი მაშინ ხვალ ათზე აქ იყავი.
-კარგი.
გიორგის არ მოსწონდა ეს საქმე. ჟურნალი საერთოდ არ აინტერესებდა, მას თავისი პატარპატარა საქმეები ქონდა. საკუთარი ინეტერესები სულ სხვაგან იყო. ეს ჟურნალი კი მისთვის ძალიან მოსაწყენი იყო. მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. ყველაზემეტად კი ის აწუხებდა, რომ დავითთან ერთად მოუწევდა მუშაობა. მას არ უყვარდა ბიძამისის დამოკიდებულება ხალხთან. ამაყი ამპარტავანი, თავმაღალი და მკაცრი კაცი იყო. მაგრამ თუ რამის გაკეთება უნდოდა ყველაფერზე იყო წამსვლელი.
გიორგი ბევრ დროს მეგობრებთან ატარებდა ერთობოდა, სახლში გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან იშვიათად მარტო რჩებოდა, ეს მას ძალიან ბევრ რამეზე აფიქრებდა და მოწონდა მაგარამ ეს იშვიათად ხდებოდა. მას უნდოდა რაღაც უცხო და განსაკუთრებული. ყოველთვის იყო მისაბაძი ბიჭი, ყველას მოსწონდა მასთან ერთად დროის გატარება. მის აზრებს ყველა ეთანხმებოდა. მთავარი იყო სურვილი და ყველა მიზანს მიაღწევდ. ამისგან განთავისუფლება არ შეეძლო. ვერანაირ გზას ვერ ხედავდა. ისე მოხდა, რომ მისგან დამოუკიდებლად სამყარომ ის გამოკეტა ნაჭუჭში. ერთი შეხედვით ყველასათვის მისაღებ და მოსაწონში, მაგრამ მისთვის მიუღებელში.
რაც დრო გადიოდა მისთვის უფრო და უფრო რთული და ბუნდოვანი ხდებოდა საკუთარი მიზნები. ყველაფერი მარტივად ხდებოდა მის თავს. გრძნობდა, რომ ყელში უჭერდნენ ხელბეს და უნდოდა თავი დაეღწია ამ მარწუხებისაგან, მაგრამ ამ ყველაფერს ზედმეტად ღრმად ჩაეღწია მის სხეულში , უფრო მეტდაც სულამდე ჩასულიყო. მისი იმიჯი , ხასიათი , ქცევები, ყველაფერი ეზიზღებოდა, საკუთარი თავი აღიზიანებდა, მისი სრულყოფილება და იდიალურობა. მისი მოსაწყენი საუბრები გოგონებთან, არფრისმთქმელი ფრაზები, რომლებიც ატყვევებდა ყველა ქალს. გიორგის გულს ურევდა მისივე ცხოვრება. ახლა კი კიდევ უწევდა სხვების სურვილების დასაკმაყოფილებლად ფეხი შეედგა საქმეში სადაც მისი შესვლა აფსურდული იყო. როდის აღმოჩნდა აქ როდის დაიწყო სხვისი სურვილების მიხედვით ქცევა, რთული იყო ამის გარკვევა. რადგან რაც თავი ახსოვდა სულ ასე იყო, იდიალური ბავშვი , დამჯერი თბილი და მოსიყვარულე, ძალიან კეთილი. ნიჭიერი ახალგაზრდა, პერსპექტიული და მონდომებული. ახლა კი ყველა ქალი სასურველ კაცს ხედავს მასში. ოჯახი კი ბიზნესის გაგმაგრძელებელ და გვარისასაც რათქმაუნდა. თავად რას ხედავს კი არავინ იცის. უცნაურია მაგრამ ის ყველასათვის ფარულად ხატავს პორტრეტებს, ქალის პორტრეტებს ამის შესახებ არვინ არ იცის. მას ბინა აქვს ნაქირავები სადაც სახელოსნო აქვს მოწყობილი. სწორედ აქ მიდის გიორგი მაშინ როცა მარტო უნდა ყოფნა და ხდება ის რაც სინამდვილეშია. ხატავს საოცარ ქმნილებებს. ის ნამდვილი ხელოვანია და ყველაფერი დანარჩენი რაც გარეთ ჩანს მხოლოდ ფარსია. გიორგი შინაგანად ძალიან, ძლიერია და ამიტმ ახერხებს და არ აპროტესტებს მის ცხოვრებას. კარგად ხვდება რამხელა იმედებს ამყარებენ მისი ოჯახი მასზე.
5თავი
ანა ცდილობას გაარკვიოს ყველაფერი ბიჭზე , ვისი სახელითაც უნდა წეროს. ნახა ჟურნალებში ყველა სტატია მასზე, ინფორმაციები ინტერნეტში. გაარკვია ყველაფერი და ეშმაკურად ეღიმებოდა. რას მალავ გიორგი რას? შეუძლებელია ასეთი სუფთა იყო როგორი იმიჯიც გაქვს შექმნილი, გავარკვევ აუცილებლად გავარკვევ. რა ხდება შენს თავს.
ანა საოცარმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, რას მალავს ეს ბიჭი ვინაა სინამდვილეში რა ხდება მის თავს სინამდვილეში. მეორე დილით ზუსტად ათზე მივიდა და დათოსთან შევიდა.
-გამარჯობათ.
-გაგიმარჯოს, აბა როგორ მოერგე ახალ სამსახურს?
-იცით მინდა შევხვდე თქვენს ძმიშვილს. მინდა წერა დავიწყო და მისი აზრი მაინტერესებს.
-კი კი აუცილებლად, თავად შემოვა შენთან როგორც კი მოვა.
ანა თავის კაბინეტში შევიდა და კმაყოფილი იყო. ახალი საქმე, საინტერესო იქნებოდა მამაკაცის ქერქში უნდა შესულიყო და ასე ეწერა. უნდა გაცდენილყო საზღვრებს, ყველაზე მთავარი კი სიახლის განცდა იყო. მისი ჩვეულებრივი მოსაწყენი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო.
დახეული ჯინსები ყვითელი კეტები და ყვითელი ზედა ეცვა. თმა მაღლა ქონდა აწეული. სახეზე არაფერი არ ესვა. მისი ნუშისებრი თვალები ანათებდა. ძალიან თეთრი კანი კიდევ უფრო თეთრი ჩანდა საოცარად ასხივებდა ამ დღეს ანა. ანა ძალიან ძლიერ გოგოს იმიიჯს ამოფარებული სუსტი ქალი იყო. რომელსაც თავდასაცავად მოერგო ძლიერი ქალის იმიჯი სინამდვილეში კი ძალიან ნაზი იყო და მსხვრევადი, მისი გარეგნობა გავდა მის შინაგან სამყაროს.შესახედავად არ იყო საოცრება მაგრამ მასში რაღაც სხივი იყო, რაღაც ძლიერად მანათებელი ისეთი რაც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს აქვთ. არ შეიძლებოდა მის სულთან მიახლოება, ისც არავის უშვებდა. საოცრება იყო მისი ბედნიერი თვალების დანახვა და მოლოდინის ამოკითხვა მის თვალებში. ელოდებოდა ბიჭს ვის ტყავშიც უნდა შეეღწია. ელოდებოდა როგორც მეთევზე ელოდება ანკესზე თევზის ჩაჭიდებას. რაც დრო გადიოდა უფრო ფორიაქდებოდა. სუნთქვა უხშირდებოდა და გული ყელში ებჯინებოდა. ეს ამაღელვებელი წუთებიც დადგა. კარზე კაკუნის ხმა და ახლგაზრდა ბიჭმა შეამოაღო კიდეც.
-გამარჯობა, შეიზლბეა?
-გამარჯობათ, რა თქმა უნდა.
გიორგი შემოვიდა და ინტერესით უყურებდა მის წინ ეგზოტიკური გარეგნობის გოგონას, რომელიც ძალიან ბავშურად გამოიყურებოდა მისი ნაცნობი ქალებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ანაც აკვირდებოდა თავის ნადლვას და წარმოედგინა, რომ ის თავად იყო.
-გავიგე ჩემთან შეხვედრა გინდოდა.
-თქვენ?
-რა მე?
-თქვენ არ გინდოდათ? მე ხომ თქვენი სახელთ უნდა დავწერო?
-კი, მაგრამ სიმართლე, რომ გითხრა საერთოდ არ მაინტერესებს ეს.
-ვერ მიგიხვდით.
-ანუ რაც გინდა ის დაწერე.
-მართლა?
-ხო მართლა, ისე ნუ იზავ რომ საზოგადოების მტრად გამომიყვანო მაგრამ სხვა მხრივ რაც გინდა ის დაწერე.
-კარგი
-ისე გაქვს მოფიქრებული რას აპირებ?
-კი.
-მითხარი.
-ისტორიებს. პორტრეტებს საინტერესო ამბებს, განსხვავებულ მამაკაცურ ხედვებს.
-შენ მამაკაცურ ხედვებს?
-კი რათქმაუნდა.
-კარგი როგორც გინდა.
-კარგი.
-სანამ ჩაუშვებ მაილზე გამომიგზავნე ხოლმე მაინც.
-კი რათქმაუნდა.
ანას ძალიან მოეწონა ადმიანი ვის მაგივრადაც უნდა ეწერა. კეთილი თვალები ქონდა და ალბათ ხალხი რასაც ამბობს მართალია. ტყუილად მქონდა ეჭვები. ლეპტოპი გახსნა და წერას შეუდგა. მთელი გულისყურით დაიწყო წერა, მთელი ემოციებით. მან იცოდა რა ჭირდებოდა ჟურნალს. ის რაზეც თავად ფიქრობდა და ეს იდიალური დამთხვევა იყო. ანა შეძლებდა გადაეკვეთა საკუთარი და ჟურნალის ინტერესები.
6 თავი
დილით გიორგი ბიძამისმა ზარით გააღვიზა
-გისმენ
-რას შვები სომ მოხვალ?
-ხომ გყავს მანდ ჩემ მაგივრად ის გოგო.
-რა? ის შენს მაგივრად დაწერს მაგრამ შენს საქმეს არ გააკეთებს და ვერც გააკეთებს. შენ არ აპირებ სამსახურში სიარულს?
-მოვალ მაგრამ ცოტა გვიან პასუხებზე უნდა მივიდე სავადმყოფოში.
-კარგი მიდი და არ დააგვიანო ძალიან. რამე უნდა მოვიფიქროთ , უნდა გავაპიაროთ შენი შემოსვლა ჟურნალში.
ტელეფონი გათიშა , წყალი გადაივლო და წავიდა პასუხების გასაგებად. 28ის ხდებოდა და კიდევ ვერ გაეგო რა უნდოდ ამ ცხოვრებაში, ყველაფერი უშლიდა ხელს, რომ საკუთარი თავი ეპოვნა. როგორ უნდოდა ყველანაირ პასუხიმგებლობაზე უარი ეთქვა და წასულიყო ძალიან შორს . თავისუფლების შეგრძნება უნდოდა, ყველა მის ცხოვრებაში ერეოდა. ბავშობიდან ასე იყო, რომ დაეცემოდა წამოდგომის საშუალებას არ აძლევდნენ. უნდოდა ზოგჯერ მაინც ქონოდ პრობლემა რომელსაც თავად გაუმკლავდებოდა მარტო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანი ეხვია თავს ასე აწუხებდნენ ზედმეტი ყურადღებით, ძალიან მარტო იყო არავინ ყავადა ისეთი ვისაც ენდობოდა და ყველაფერს ეტყოდა ყველაფერს რაც მის სამყაროს ასე ტანჯავდა.
ექიმთან მისულმა პასუხები გამოიტანა და მთავარ ექიმთან შევიდა.
-გამარჯობათ, გიორგი ვარ მამაჩემის გიორგი ბელინსკის პასუხებით მოვედი.
-აა გიორგი, დიახ მე უკვე ვნახე პასუხები და კიდევ ერთი კვლევა უნდა ჩავატაროთ.
-რატომ? ხომ მშვიდობაა?
-იცით, გული ტყულად გვეგონა, არანაირი პრობლემა არ აქვს.
-მართლა?
-კი, მაგრამ ცუდი ამბავი. დაზუსტებით ვერ ვიტყვი კიდევ ერთხელ უნდ ჩავატაროთ კვლევა, მაგრამ ამ პასუხებით კიბო აქვს, ფილტვში და უკვე ტვინამდე აქვს წასული. ახლა კიდევ უნდა გავაკეთოთ გამოკვლევა, რომ მკურნალობის სწორი მეთოდი დავნიშნოდ და სიცოცხლე გავუხანგძლივოდ.
გიორგის არაფერი არ უთქვამს უბრალოდ ადგა და წამოვიდა, საშინელება ტრიალებდა მასში. ახსენდებოდა მამასთან გატარებული სხვადასხვა მომენტები და ვერ იჯერებდა, რომ კაცი რომელიც ბავშვობაში უძლეველ ეგონა, ახლა რაღაც დაავადებას დაესუსტებინა. ჩიხში იყო მამა რომელიც მისთვის ასეთი ძვირფასი იყო, ასე ვერ დანებდებოდა, მაგრამ თავი ძალიან უსუსურად იგრძნო. სახელოსნოში ავიდა ყველაზე დიდი პალიტრა გადმოიღო ტელეფონი გათიშა და ხატვას შეუდგა. ხატავდა მთელი დღე და მთელი ღამე, დრო ისე გავიდა, რომ ვერც კი შენიშნა. გამთენიისას კი დაიძინა.
7თავი
ანა წერდა გაუჩერებლად და ძალიან კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, როდესაც წერას მორჩა, მთლიანი მასალა გადაუგზავნა გიორგის.
შვება იგრძნო, ახალა მთელი კვირა თავისუფალი იყო , ჯერ მხოლოდ სამშაბთი იყო მასალები ფაქტიურად უკვე ქონდა და ამიტომ მორჩა ასე სწრაფად. შეეძლო თავისუფლება გამოეყენებინა, დავითმა უთხრა შეგიძლია სახლშიც იმუშავოო ხოლმეო მთავარია კარგი მასალა მომიტანოვო.
წყალი გადაივლო და გარეთ გამოვიდა , დილა იყო და ცოტა გრილოდა. ფიქრობდა სად წასულიყო და როგორგაეტარებინა მთელი დღე, თავში ათასი იდია უტრიალებდა რაზეც წერა შეეძლო, აკვირდებოდა ადამიანებს და თუ საინტერესო სახეს წააწყდებოდა მიყვებოდა დაახლოებით წარმოიდგენდა სად ეჩქარებოდა , დახატავდა მისი ცხოვრების მოკლე აღწერას გონებაში. მის თავში ყველაფერი ლოგიკურად ებმოდა ერთმანეთს. უნდოდა სამყაროსთვის ახლი სუნთქვა მიეცა. ერთი შეხედვით უკმეხი, გოგოს უკან ძალიან თბილი შინაგანი სამყარო იდგა. ყველას ისტორია რომელსაც ის იგონებდა ძალიან თბილი და კეთილი იყო. ანა მიდოდა ქუჩაში და არსად არ ეჩქარებოდა არც არავინ ელოდა და არც არვინ ფიქრობდა მასზე. ყველაზე უცნაური ამ გოგოში ის იყო , რომ არასოდეს არ ოცნებობდა და არ ფიქრობდა საკუთარ თავზე. მას შეეძლო ყველას ცხოვრება დაეხატა ლამაზ ფერებში , მაგრამ საკუთარ ცხოვრებას არასოდეს უღრმავდებოდა არასოდეს საერთოდ არასოდეს არ ოცნებობდა და არ ხატავდა თავის ცხოვრებას. რთული ცხოვრების ფონზე ხალხს სჩვევია საკუთარი მომავლის ლამაზად წარმოდგენა, მაგრამ ანა ასე არ იყო, რთული სათქმელია რატომ, რადგან ეს თავადაც ვერ გაერკვია. იქნებ იმედგაცრუების ეშინოდა ან არაფრის იმედი არ ქონდა, მის ცხოვრებაში ხომ თითქმის არ ყოფილა ბედნიერება. მხოლოდ ერთხელ მაშინ როდესაც ბებიამ მიაკითხა და თავისთან წაიყვანა, ბებია უვლიდა ეფერებოდა , მას ანა უყვარდა და ანასაც ძალიან უყვარდა ბებია მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უთქვამს ეს მისთვის და ვერც გამოხატავდა. ბებიის დაკარგვის შემდეგ ანა სრულიად მარტო დარჩა.
ინტერესი კლავდა რას ეტყოდა გიორგი , როგორ მოეწონებოდა მისი ნაწერი, შესაძლოა არანაირი ემოცია არ გამოეხატა ის ხომ სწორედ ასე მოიქცა მათ პირველ შეხვედრაზე. ანას გაეღიმა მიხვდა რა წარმოდგენას ტოვებს ადამიანებზე. ვერ ვიტყვი მასთან ურთიერთობას გაურბიან მეთქი რადგან თავადაც არ აქვს ვინმესთან დაახლოების სურვილი. უჩვეულო და ამოუხსენლი გოგოა, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს საკუთარ მომავალზე, ყველაფერზე ფიქრობს რაზეც შეიძლება და არ შეიძლება, მაგრამ საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად. რას ფიქრობენ სხვები მასზე ამაზე არასოდეს უფიქრია მაგრამა ახლა გააცნობიერა, გიორგი ხომ მას ასე უღიმღამოდ და უინტერესოდ ელაპარაკა. ალბათ მხოლოდ ანას მიმართ გამოიჩინა ასეთი უნიათობა თორემ ისე ასეთი არ იქნება ანამ ყველაფერი იცოდა მასზე იცოდა როგორ უყვარდა საზოგადოებას ის, მიხვდა რომ დიდად არ იყო დაინტერესებული გიორგი იმ ამბებით რაშიც ჩართს ანა. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ბიჭს რომელიც ახალი აზრების დასაწყისი იყო ანასთვის. ხვდებოდა, რომ გიორგიში იმალებოდა რაღაც ბევრად ღრმა ვიდრე ის ფასადური შეხედულება რასაც საზოგადოება ასე ამტკიცებდა.
8თავი
გიორგის გვიან გაეღვიძა, ამიტომ სამსახურში კიდევ ვერ წავიდოდა. მიხვდა დავითი ძალიან გაბრაზებული იქნებოდა ტელეფონი არ ჩართო და ისე წავიდა სახლში. სახლში მისულს არავისთან ულაპარაკია. არ უთქვამს პასუხები შესახებ არაფერი, ოთახში ავიდა და კარები ჩაკეტე, ბევრს ფიქრობდა რა უნდა ექნა თითქოს მის ცხოვრებას მიზანი დაეკრგა. ძალიან სჭირდებოდა ვიღაც ვინც დაამშვიდებდა და ეტყოდა ყველაფერი რიგზეა ნურაფერზე ნუ ინერვიულებ. მამაშენი კარგად იქნება, იცოდა გამოსავალი თავად უნდა მოეძებნა. ინტერნეტში ყველა ონკოლოგიური საავადმყოფოს მისამართი მოიძია, პასუხები აიღო და წავიდა . იმედი არ უნდა დაეკარგა ეს იქნებოდა დამარცხება ახლა ის ერთადერთი იმედი იყო მამამისთვის. იმაზე არც კი ფიქრობდა, როგორ უნდა ეთქვა ეს ამბავი მშობლებისთვის.
პირველ საავადმყოფოში სადაც გიორგი მივიდა ასაკიანი აშკარად დიდი გამოცდილების მქონე ექიმი დახვდა. პასუხები გადასცა. ექიმი დიდიხანს აკვირდებოდა ფურცლებს სურათებს, არაფერს ამბობდა ოთახში გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. თითქოს განაჩენს ელოდა გიორგი. ეს პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა მაგრამ გიორგის ალბათ რამოდენიმე საათად მოეჩვენე. ბოლოს ექიმმა სათვალე მოიხსნა და გიორგის ახედა.
-ოო ცუდათაა საქმე.
-ვიცი, ეს ვიცი, მაგრამ რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ?
-მკურნალობა, ოპერაცია ამ შემთხვევაში, მკვლელობის ტოლფასია. მკურნალობა სახლის პირობებში. გამაყუჩებლები ცოტახანში დასჭირდება თანაც ძალინ ძლიერი. სავადმყოფოში რაიმე მკურნალობის დაწყება მისი დატანჯვა იქნება. ბოლო თვეები ჯობია სახლში ოჯახთან ერთად გაატაროს.
-რა? ამას რას ამბობთ?
-ხო სამწუხაროდ მე ხშირად მიწვს მწარე სიმარტლის თქმა.
გიორგი კიდევ ორ საავადმყოფოში მივიდა მაგრამ იმედის მომცემი არაფერი ჩანდა. სული ეხუთებოდა აღარაფერი აღარ უნდოდა. სახლში მისვლაც არ უნდოდა არ იცოდა როგორ შეეხედა თვალებში მამამისისთვის. მანქანით დიდხანს დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში. არაფერზე ფიქრი არ უნდოდა მაგრამ ყველაფერზე ფიქრობდა. თავისდაუნებურად აღმოჩნდა ირიშკას სახლთან არც დაფიქრებულა მანქანა გააჩერა და კარზე დააკაკუნა, კარები ხალათში ჩაცმულმა გოგონამ გააღო. ირიშკა იშვიათი სილამაზის გოგო იყო ძალიან ჭკვიანი და კეთილი, მას მთელი გულით უყვარდა გიორგი. მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა ძალიან გაუხარდა.
-ღმერთოჩემო გიორგი. როგორ გამახარე, შემოდი.
-მარტო ხარ?
-კი მარტო ვარ, მოდი რა ხდება აბა?
-არ ვიცი აქეთ ვიყავი და ვიფიქრე შევუვლი მეთქი.
-ხო და ძალიან კარგი რომ ასე ი ფიქრე.
-დალევა მინდა, გაქვს რამე.
-კი კი ახლავე მოვიტან.
გიორგი საერთოდ სასმელს იშვიათად სვავდა, მაგრამ ახლა თავს არ ზოგავდა. ბევრი დალია და მერე დაეძინა, გვიან ღამით გაეღვიძა. ირიშკას გვერდით ეძინა. მოუნდა ჩახუტებოდა და ძილი გაეგრძელებინა მაგრამ ვერ შეძლო. კომპიუტერი გახნა და სიახლეებს გადაავლო თვალი. ანას გამოგზავნილი სტატია ნახა. სათაურით
“შეაფასე:) ?!”
დააინტერესდა და გახსნა.
“ ავტოპორტრეტი”
მე ვარ გიორგი ბელინსკი. ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს, თითქმის ყველა . არსებობს საზოგადოებრივი აზრი ჩემზე, მაგრამ ეს აზრი ყოველთვის როდი წარმოადგენს სიმართლეს. გადავწყვიტე ჩემი თავი მთლიანად წარმოგიდგინოდ. ის თუ ვინ ვარ სინამდვილეში.
ხომ შეიძლება ჩემი კეთილშობილური იმიჯის მიღმა , მანკიერი მხარეებიც იმალებოდეს?...........
მე მაქვს გატაცებები, საქმიანობები, რომლის შესახებაც არავინ იცის. ჩემი სამყარო ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე გარედან ჩანს. ვერავინ ხედავს ჩემს სულს . ის რაც ცემს შიგნითაა სულ სხვაა. ...................................................................................................................................
გიორგის თვალები გაუფართოვდა არ იცოდა საიდან წერდა ეს გოგო მასზე ასეთ იმფორმაციებს. გიორგი ზუსტად ასე ფიქრობდა, მაგრამ ამას არავისთან ამბობდა. რაც უფრო მეტს კითხულობდა მით უფრო უმძაფრდებოდა შეგრძნება, რომ მის სულში ჩაიხედეს. ანას ნომერიც იყო მითითებული. მაშინვე ტელეფონს მოძებნა და დარეკა, შუა ღამე იყო ამიტომ რამოდენიმე წუთი დააგვიან ანამ , ბოლოს ნამძინარევი ხმით უპასუხა.
-გისმენთ.
-ანა ხარ?
-ვინ ხარ, ამ შუაღამისას რომ რეკავ გაგიჟდი.
-გიორგი ვარ. შენი სტატია ვნახე ჩემზე.
-აა გასაგებია. მერე რას ფიქრობ?
-შენი მისამართი მითხარი უნდა მოვიდე.
-მშვიდობაა.
-მინდა პირადად გნახო.
მისამართი ჩაიწერა და მაშინვე გავარდა ისე რომ ირიშკასთვის არაფერი უთქვამს. გული საშინლად ქონდა აჩქარებული ვეღარ ითმენდა საშინელი მოლოდინი ქონდა იმ ადამიანთან შეხვედრის ვინც მის ცხორებას ისე იცნობდა როგორც არავინ მთელ სამყაროში, თავადაც კი არ იცნობდა ასე კარგად. მისი საიდუმლო ყველა ის დეტალი რაც აქმდე ყველასათვის უცხო იყო. ახლა ერთ გოგოს უნდოდა მთელი კაცობრიობისათვის გაემხილა.
9 თავი
რამდენიხანია ანასთან არავინ აღარ მისულა სტუმრად, ახლა კი მისთვის უცნობი მამაკაცი უნდა მისულიყო გაუგებარი მიზეზით. ჯერ აფორიაქდა და ნერვიულად დაიწყო სიარული. უწესრგოდ დაყრილი წიგნები გაასწორა, ოთახში ისედაც სისუფთავე და წესრიგი იყო მაგრამ მაინც რაღაცეები შეასწორა, მერე გაეღიმა და დამშვიდდა გაეხარდა კიდეც, მისთვის კიდევ ერთი სიახლე იყო, სტუმარი.
ანა კიდევ ერთხელ დააფიქრა გიორგიმ საკუთარ თავზე, მიხვდა, რომ სხვანაირი იყო და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა ამიტომ არვინ არასოდეს სტუმრობდა. ძალიან მოუნდა ანას რაღაც შეცვლილიყო , წარმოიდგინა, რომ მისი სახლი ხშირად ივსება ბევრი სტუმრებით და კეთილგანწყობილი ხალხით. წარმოიდგინა, რომ ძალიან ბევრი ბედნიერი დღე აქვს , ამ ფიქრებში იყო გართული კარზე ზარის ხმა გაისმა. დილის ხუთი საათი იყო, ანა შეკრთა, მერე გაიღიმა და კარს მიუახლოვდა , გააღო და ოთახში შემოუშვა ახლგაზრდა მამაკაცი.
-გამარჯობა ანა.
-გაგიმარჯოს. რამ შეგაწუხა?
-სასაცილოა. ვერ ხვდები?
-ვერ ვხვდები, დილამდე რატომ ვერ მოიცადა იმან რამაც აქ მოგიყვანა.
-ახლა წავიკითხე შენი სტატია.
-მერე?
-საიდან დაწერე ამდენი სისულელე?
-სისულელე? მე ის ჩემი ფანტაზიით მოვიგონე, სრული ჭეშმარიტება არ იქნება, მაგრამ ხალხს მოეწონება.
-არა ცდები.
-დარწმუნებული ვარ.
-არ დაიბეჭდება ეს სტატია.
-სულელი არ ვარ. ამ ყველაფერს სისულელედ , რომ თვლიდე ასე არ გაბრაზდებოდი. ალბათ არ მოგეწონა შენი შინაგანი სამყარო, რომ ასე აღვწერე, რეალურად.
-შენ რა იცი ჩემი შინაგანი სამყარო.
-იმაზე მეტი ვიცი ვიდრე გგონია, ამას ვხვდები. შენი ცხოვრებიდან გამომდინარე, გეტყობაა, რომ კარგი ადამიანი ხარ რადგან ყველას უყვარხარ, მაგარამ ყველაფერი იდეალურად არავის არ აქვს.
-სიმართლე გითხრა აქამდე ასე არავის დაუფიქრებივარ ჩემს თავზე. არასოდეს არავის არ ჩაუხედია ჩემს შიგნით.
-ვიცი.
-ხო ზედმეტად ბევრი იცი. მითხარი ამას როგორ ახერხებ.
-მე ბევრი ინფორმაცია ვნახე შენზე. მივხვდი, რომ შინაგანადაც კარგი ადამიანი იქნებოდი, მაგრამ ასევევ გექნებოდა რაღაც რასაც ძალიან მალავ. არ ვიცი რა შეიძლება იყოს ეს, მაგრამ შენგან სრულიად განსხვავებული იქნება.
-და ამ თეორიაში ისე იყავი დრაწმუნებული, რომ დაწერე კიდეც.
-მე ჩემი აზრი ესე ვთქვათ ვარაუდი დავწერე და შესაძლოა ის არ ყოფილიყო მართალი მერე რა.
-იცი ძალიან რთული პერიოდი მაქვს ახლა, არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა ეს ყველაფერი სულ მინდოდა მეთქვ მაგრამ ვდუმდი არავინ მყავად ვისაც ველაპარაკებოდი ახლა კი მგონია, რომ შენ ჩემს შიგნით ჩაიხედე.
-ჩაის დალევ თუ ყავას?
-ყავას.
ანა სამზარეულოში გავიდა და ცოტახანში ორი ფინჯანი ყავით დაბრუნდა. სავარძელში მოკალათდა და გიორგის მიაშტერდა.
-ასე ნუ მიყურებ, მგონია ჩემს აზრებს ხედავ.
-შესაძლოა ვხედავ კიდეც.
-ეგ ჟურნალი მე სულ ფეხებზე , არასოდეს მომწონდა მანდ მოსვლა, რაღაცნაირი ირონიული დამოკიდებულება ქონდათ ხალხის მიმართ, მე კი ყველა მიცინოდა. მე არ შემიძლია იმ საქმის კეთება რაც არ მომწონს. ჟურნალი კი ისეთი საქმეა , თუ მთელი გული არ ჩადე არაფერი არ გამოვა. ბიძაჩემმა და მამაჩემმა აიტეხეს ჩემი მანდ შემოსვლა ესე ვთქვათ მამაჩემის საქმის გადმობარება უნდათ ჩემთვის. მე და დათოს ისედაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს ადერ ვიჩხუბეთ მერე კი შეგვარიგეს მაგარამ, მოკლდე ყველაფერი რაც გარედან ჩანს ფასადურია. იდიალური ოჯახის ცნება. მე ყოველთვის მიწევს მათ ჭკუაზე ვიარო და ის გავაკეთო რაც მათ უნდათ.
-ოჯახს ეს მინუსი აქვს.
-ხო და კიდევ ყველაფერთან ერთად ახლა ძალიან მიმძიმებს სულს ერთი ამბავი , მამაჩემი, ის ექიმთან მყავად გვეგონა გული აწუხებდა , მაგრამ სულ სხვა პასუხები აქვს, ამის შესახებ არავინ არ იცის არც დედაცემმა, არც მეგობრებისთვის არ მითქვამს. ფილტვის კიბო აქვს თან ისეთ მდგომარეობაში რომ უკვე მეტასტაზები ტვინამდეა წასული. გუშინ ყველა საავადმყოფო შემოვიარე და ასე მითხრეს ჯობია სახში გყავდეს და ბოლო დღეები სახში გაატაროსო.
-სამწუხაროა.
-ძალიან ცუდათ ვიყავი მართლა არ მეგონა ამას თუ შევეგუებოდი ჯერ კიდევ აქ მოსვლამდე. ახლა გიყურებ და იცი რას ვაცნობიერებ, ეს ნორმალურია შვილები უნდა გლოვობდნენ მამაებს, ვიბრძოლებ ყველაფერს გავაკეთებ , რომ მამა არ დავკარგო მაგარამ გლოვით და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნით ვერაფერს ვუშველი.
-ძალიან ძლიერი ხარ, აფსოლიტურად მართალი ხარ, მაგარმ ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა ძალიან რთულია.
-არ ვიცი.
-მე ამას ვერ შევძლებდი.
-ხო მაგრამ , აბა რას იზავდი.
-დავწერდი.
-რას დაწერდი?
-ყველაფერს რასაც ვგრძნობდი. ძლიერ ემოციებს ჩემში ვერ ვიკავებ.
-დაწერდი? ამ სახით ავლენ ემოციებს?
-მეტი გზა არ მაქვს.
-როგორ არა, შეგიძლია იტირო, როგორც ამას ხვა გოგოები აკეთებენ.
-მერე რა ტირილი ვერაფერს შეცვლის, ვიტირებ თუ რაღაც ძალიან მეტკინება ფიზიკურად.
-უცნაური ხარ.
-შენც.
-ამაზე დაწერ? ჩემზე?
-ალბათ.
-რას დაწერ.
-თუ მოგიყვები აზრს დაკარგავს წერა. ბევრ რამეს დავწერ ძალიან ბევრ რამეს.
-მაჩვენებ?
-ძალიან გულწფელი ვარ წერისას ამიტომ ალბათ ვერა.
-მაპატიე, აქ შემოვიჭერი ალბათ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩება.
-სულაც არა.
-წავალ დაგღალე ალბათ.
-არა არ დავღლილვარ.
-გმადლობ , რომ მომისმინე.
ანა გიორგის წასვლის შემდეგ დიდხანს ფიქრობდა მასზე, გიორგის ყოფნისას ანას მუდმივათ ქონდა სურვილი მისთვის კალთაში თავი ჩაედო და თავადაც მოეყოლა საკუთარი ისტოია, მაგრამ ამას ვერ გაბედავდა. გული ჩაეწვა ძალიან შეეცოდა, ამავდროულად დაფიქრდა და მიხვდა რომ მარტო ყოფნასაც ქონდა თავისი პლიუსები. ანამ ჩათვალა, რომ გიორგი თავისი საუკეთესო მეგობარი იყო და წარმოიდგინა, რომ ის ხშირად მოდიოდა მასთან, უყვებოდა ყველ;აფერს და ეკითხებოდა ანას რჩევებს. ანაც გიორგის უყვებოდა ყველაფერს. ანა თავს ბედნიერად თვლიდა ის აღარ იყო მარტო , ყავადა მეგობარი და მესაიდუმლე, ამიერიდან გიორგი ყოველღამით მოვიდოდა ანასთან და მოუყვებოდა საინტერესო ამბებს, ერთ დღესაც ანა გაბედავდა და ჩაუდებდა თავს კალთაში, გიორგი ნაზად მიეფერებოდა თმაზე და კითხავდა, შენც მომიყევი რამე შენზე. ანა კი ყველაფერს მოუყვებოდა იტირებდა ძალიან ბევრს მის კალთაში, მხოლოდ გიორგი გაიგებდა რა მარტო იყო ანა და როგორ სჭირდებოდა გიორგი.
10თავი
მთელი კვირის განამავლობაში გიორგი მამამისის პასუხებით ხელში დადიოდა, ერთმა ექიმმა პასუხების გერმანიაში გადაგზავნა ურჩია და ცოტა დააიმედა კიდეც, ამიტომ გადაწყვიტა სამსახურში მისულიყო. დავითთან შეხვდერა არ უნდოდა, მაგრამ ამას მაინც ვერ აცდებოდა და არჩია თავიდანვე მოეშორებინა ეს ამბავი.
-გამარჯობა, შეიძლება.
-შემოდი. აბა გისმენ?
-რასთან დაკავშირებით.
-დამცინი? მთელი კვირა არ გამოჩენილხარ. გირეკავ და არ მპასუხობ ასე უპასუხისმგებლოდ განგებ იქცევი?
-არა, ამიტომ მოვედი უნდა აგიხსნა.
-ძალიან კარგი იმედია სერიოზული მიზეზი , არ მინდა ჩემი ძმისშვილი მდიდარი მამიკოების იმ შვილს დაემგვანოს ვისაც თითის განძრევა არ უნდა.
-ხომ იცი მამაჩემი ექიმთან მყავდა. მოკლედ ცუდი პასუხებია.
-რას გულისხმობ?
-არც დედამ და არც მამამ არაფერი იციან და არც მინდა, რომ გაიგონ სანამ ბოლომდე არ გავარკვევ ყველაფერ
- რა ხდება?
-კიბო აქვს ფილტვზე და საკმაოდ რთულადაა საქმე.
-რამდენად რთულად, ღმერთო ჩემო ვერ ვიჯერებ.
-ხო ასეა. ახლა წავალ საქმეებს მივხდეავ.
-არც კი ვიცი რა ვთქვა. მე რა შემიძლია გავაკეთო?
-არაფერი მე ყველაფერს ვაკეთებ რაც შეიძლება, უბრალოდ არავისთან არაფერი თქვა არ მინდა სხვისგან მიაღწიოს ამ ამბავმა გიორგის ყურამდე.
-რათქმაუნდა.
-კარგი რამე ხომ არ გინდა გავაკეთო?
-მინდოდა პიარს შეხვედროდი რეკლამისთვის მაგრამ სხვა დროს იყოს ამ ამბებმა ჩაიარო და.
-კარგი მაშინ გავალ.
-იმ გოგომ სტატია დაწერა? ნახე? დღეს უნდა ჩავუშვათ.
-კი ვნახე და რაღაც შესწორება ვთხოვე, ალბათ შეასწორებდა.
კაბინეტიდან გამოსულ გიორგის ანა შეხვდა , მიესალმა და გაიარა ანა დაედავნა.
-უკაცრავად ერთი წუთი.
-გისმენ
-ახალი სტატია დავწერე ნახე?
-ჩემზე ხომ არაა?
-არა, 10 უცნაური ადამიანი. ასე ქვია.
-ხო, არ აქვს მნიშვნელობა.
-კარგი.
გიორგი კაბინეტში შევიდა და ოთახი მოათვალიერა. ეზიზღებოდა ეს გარემო გული ერეოდა სივრცეზე რომელიც მის წინ გადაშლილიყო. არ უნდოდა აქ მუშაობა მაგრამ ხვდებოდა, რომ აქ ძალიან დიდი დროის გატარება მოუწევდა. გამოსავალი საერთოდ არ ჩანდა.
11თავი
ანა ღრუბლებიდან მალევე დაეშვა ძირს. მიხვდა გიორგი მასთან მეგობრობას სულაც არ აპირებდა და ის დღე მისთვის სულაც არ იქნებოდა ისეთი მოგონება, როგორიც ანასთვის. ნაწყენი და იმედგაცრუებული იყო, მაგრამ არაფერს იმჩნევდა და აგრძელებდა ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. სტატიებს წერდა იგივე ფორმატით როგორც ძველ სამსახურში. პორტრეტებს კი რომლის წერა ასე მოწონდა კვლავ თავისთვის წერდა ისე რომ არავინ არ ნახლობდა მათ.
ანა გამუდმებით უყურებდა გიორგის ფოტოებს აკვირდებოდა მის თვალებს, ტუჩებს ხედავდა მასში ძალიან ახლობელს ნაცნობს. ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ გიორგი ასე უჩვეულოდ მოექცა თითქო ანას მოლოდინი ქონდა, გიორგი მისთვის აღარ იყო უცნობი. ის კარგად მოერგო მის ტყავს და უნდოდა გიორგიც აყოლოდა ამ ამბავში. დრო გადიოდა გიორგი არანაირ კონტაქტზე არ გამოდიოდა ანასთან, აღარც სტატიებს ამოწმებდა და თუ შემთხვევით შეხვდებოდა უბრალო ნაცნობივით ესალმებოდა მხოლოდ. ანა კი არ თვლიდა მის უბრალო ნაცნობად თავს.
ანა რაღაც სტატიებს კითხულობდა გიორგიზე, რომ აღმოაჩინა რამდენიმე დღეში დაბადებისდღე ქონდა 20 აგვისტო. გიორგის სტატიაში ეწერა რომ დაბადებისდღეს ყოველთვი მარტო აღნიშნავდა და სადმე იკარგებოდა. ანაც ასე იყო მარტო, სახლში არ ატარებდა ამ დღეს სადმე გადაკარგულ სოფელში წავიდოდა წაიღებდა საინტერესო წიგნს და ისვენებდა. რაღაცნაირი მსგავსება იყო მათში საინტერესო იყო სად მიდიოდა გიორგი და რა მიზნით. ანას ეშმაკურად გაეღიმა და გაიფიქრა, რადაც არ უნდ ადმიჯდეს გავარკვევ. ჟურნალისტური გამოძიებები ყოველთვის უყვარდა და ეს ამბავიც გავდა გამოძიებას. სამი დღე იყო დარჩენილი გიორგის დაბადებისდღემდე რაც ანასთვის სრულიად საკმარისი იყო. ყველაფრის გასარკვევად.
12 თავი
გიორგის არ უყვარდა საკუთარი დაბადებისდღე. ბავშობაში ის სულ ყურადღებისცენტრში ეხვეოდა, იღებდა საჩუქრებს, მაგრამ როგორც კი დამოუკიდებლად დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება მისმა დაბადებისდღემაც სახე იცვალა. გიორგი მიდის ქალაქგარეთ და დროს მარტოობაში ატარებს ზოგჯერ კი ის თავის სახელოსნოში რჩება და ხატავს. 19ში საღამოს ასეც მოიქცა წავიდ სახელოსნოში და დაიწყო ხატვა უფროსწორად განაგრძო რადგან უკვე დაწყებული ქონდა, რაღაც დეტალები შეუსწორა, ძალიან კმაყოფილი იყო. საათს შეხედა რამდენიმე წუთი აკლდა 12ს ტელეფონი გათიშა და ჩაილაპარაკა. უკვე 28ის.
კარგად გამოიძინა დილით კი გზას გაუდგა და 12საათისთვის ერთერთი ძალიან ლამაზ სოფელს მიაღწია. წინასწარ ქონდა ერთი საოჯახო სასტუმრო დაჯავნილი სწორედ იქ მივიდა.
სახლი ორ სართულიანი იყო მეორე სართულზე კიბე ადიოდა შუაში პატარა ჰოლი იყო რაც მეორე სართულს ორად ჰყოფდა სწორედ მეორე სართულის ერთ ოთახში უნდა გაჩერებულიყო. მეორე სართულს მთელ გაყოლებაზე აივანი ერტყა ავნიდან კი ულამაზესი ბუნება მოჩანდა.
-გიორგი ჩემო კარგო ვიცი მარტო გინდ ხოლმე ყოფნა მაგრამ მეორე ოთახიც იქირავა ვიღაცამ და უკვე ჩამოვიდა. იმეიდა პრობლემას არ შეგიქმნით. მიმართა სახლის პატრონმა.
-არა არაუშავს.
ოთახში შევიდა სიძველის სუნი იდგა. ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს დაღლილი იყო და დაძინება გადაწყვიტა , რომ გაიღვიძა უკვე სამი საათი იყო, აივანზე გავიდა ძალიან ცხელოდა, მოშივდა კიდეც. სახლში შევიდა და კარები გააღო ამ დროს გვერძე ოთახის კარეი გაიღო და გიორგიმ თვალი მოკრა ახალგაზრდა გოგონას სილუეტს.
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს. გოგონა მოტრიალდა და გიორგის ნამდვილად დიდი მოულედნელობა დაატყდა თავს.
-შენ
-მე სახელი მაქვს , ანა მქვია.
-აქ რას აკეთებ.
-შენთითონ რას აკეთებ? მე ვისვენებ.
-მეც ვისვენებ.
-ძალიან კარგი. უთხრა და კიბეზე დაეშვა უცებ გაჩერდა ამოიხედა , გიორგი ისევ კართან იყო და თითქოს თავი სიზმარში ეგონა თვალებს არ უჯერებდა. ანამ გაუღიმა და უთხრა
-დაბადების დღეს გილოცავ.
გიორგი ოთახში შევიდა და ვერ ხვდებოდა რა მოხდა, ანა შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა ამ გადაკარგულ სოფელში თანაც ზუსტად იმ სხლში სადაც გიორგი იყო და თუ ასე არ იყო აბა რა უნდოდა გიორგისგან. ვერ ხედავდა ვერანაირ ლოგიკას ამ ყველაფერში. არავისთვის არ უთქვამს სად მიდიოდა და საიდან უნდა გაეგო, ნუთუ ანას მართლა შეეძლო აზრების კითხვა, საკუთარ თავზე თავადაც გაეცინა. ანა სულელი არ ჩანდა და გიორგი მშვენივრად ხვდებოდა ხვდებოდა რომ მას ქალური სიმპატიების გამო არ გამოეკიდებოდა აბა რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი.
ბევრი ფიქრის მერე მიხვდა, რომ ანასთვის უნდა ეკითხა და პასუხიც უნდა გაეგო.
კიბეზე ჩავიდა და ეზოში გავიდა ანას წყაროსთან მოკრა თვალი ეზოს ბოლოში. ნელნელა გაემრთა მისკენ. ანამ დაინახა და არ შეაიმჩნია.
როდესაც გიორგი მიუახლოვდა ანამ აღტაცებით უთხრა.
-თევზები , შეხედე თევზები.
-ვიცი.
ანას სახიდან ღიმილი მოსცილდა წამით შეხედე გიორგის მერე ისევ თევზებს დაუწო ცქერა.
-არაფერს მეტყვი ანა?
-არა.
-აქ რას აკეთებ. ოღონდ არ მითხრა, რომ შემთხვევითობააო.
-არ გეტყვი.
-კარგი მაშინ მითხარი რა გინდა ჩემგან.
ანას ირონიულად გაეღიმაა. მერე ძალიან უცნაური გამომეტყველება მიიღო მოწყენილი და დადარდიანებული. ალბათ ფიქრობდა რა უნდოდა აქ.
-არ ვიცი
-აბა ვინ იცის?
-ალბათ პასუხი მხოლოდ მე ვიცი, მაგრაამ..
-რა მაგრამ.
-ჯერ არ მიპოვია.
-დამცინი.
-არა
-აბა რატომ დამდევ. სულელი გგონივარ? დაწერე სტატია რომელშიც ისეთი რაღაცეები გეწერა რაც არავისთვის მითქვამს , არც ის მითქვამს ვინმესთვი სად მივდიოდი და აქ მხვდები. რა ვიფიქრო შეგიძლია მითხრა.
ანამ შიში იგრძნო მას ისედაც ყოველთვის აშინებდა ადამიანები და სწორედ ამიტომ ახლოს არავის უშვებდა ახლა კი კედელთან აღმოჩნდა მიმწყვდეული .
-მე უკვე გაგეცი შენს პირველ კითხვაზე პასუხი , მეორე კითხვაზე კი როგორც უკვე გითხარი პასუხი თავადაც არ მაქვს.
მაშინვე მოწყდა ადგილს და სახლისაკენ გაემართა. გიორგიმ უცნაური სიბრალილი იგრძნო, გული დაეწვა. ძალიან მოუნდა დადევნებოდა და ბოდიში მოეხადა გულში ჩაეკრა და ეთქვა მე მესმის შენიო. ანა თვალს რომ მოეფარა გული მოეწურა. ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ამ გოგოს მისგან მაგრამ ხვდებოდა რომ კარგი ადამიანი იყო. ის არავის არ გავდა არც ერთ გოგოს აქამდე მის ცხოვრებაში არსებულ არც ერთ გოგოს. პირველად შეხედა ანას როგორც ქალს.
13 თავი
ანი ოთახში აფორიაქებული დადიოდა ჯერ ჩანთის ჩალაგება დაიწყო წასვლა მოუნდა მერე ამოყარა, გადაიფიქრა. საშინლად მოუნდა წერა ემოციები ახრჩობდა. შეშინებული დაბნეული და აფორიაქებული იყო. გიორგის კალთაში მოუნდა თავის ჩარგვა და უსასრულოლდ მოეყოლა თავის ცხოვრებაზე. ყველაფერ იმაზე რაც ადრე თუ გვიან უნდა გაემხილა ვინმესთვის, მის გულში დაგროვილ ამბებზე რომელიც კლავდა და ანადგურებდა მას. მასთან კვლავ არავინ იყო მარტოსული და უმწეო ანა შიშმა შეიპყრო საოცრად შეეშინდა იმ ადამიანის ვინც პირველად გახდა მისთვის ახლობელი. ადამიანის რომელსაც დაედევნე და ადამიანის რომელიც ასე უხეშეად მოექცე რამოდენიმე წუთის წინ. აღარ გაგრძელებდა ის ასე ძველი და ძლიერი ანა უნდა მოეძებნა , რომ არავის უშვებდა მის სიახლოვეს. გიორგი ხომ ყველასთან თბილი და კეთილი იყო. ანასთან კი სულ სხვანაირი, ალაბათ ბრაზობდა მასზე, მის საიდუმლოებებს რომ იცნობდა, რომელ ადამიანს მოეწონება აბა მისი სულის სიღრმეებში ხელების ფათური. ანა წამით გამოერკვა მის ირგვლივ არსებული ილუზიიდან, ფეხის ხმა მოესმა რომელიც გვერძე კარში მიწყდა, სუნთქვა შეეკვრა კარი ჩაკეტილი არ ქონდა . გრძნობდა გვერძე ოთახში ადამიანის არსებობას იმ ერთადერთი ადამიანის ვისიც ასე ეშინოდო. წერა უნდოდა ეს სურვილი ახრჩობდა მაგრამ გაყინულიყო ერთ ადგილას ვერ ინძრეოდა შიში უფროდაუფრო უძლიერდებოდა, ყოველ წამს ელოდა თავდასხმას, ყველა ხმა რაც კი გაისმოდა ანას უფროდაუფრო აშინებდა. რა უბედურია ადამიანი ფიქრობდა ანა. ორივე შემთხვევასი მაშინაც როდესაც ყველაფერი აქვს , როგორც გიორგი და მაშინაც როდესაც არაფერი აქვს როგორც მე. ჩვენ ორივე მარადიული უბედურებისთვის გაგვწირეს, არ ვიცი რატომ ვინ ან როდის მაგრამ ეს ასეა და ჩვენ ვერაფერს გამოვასწორებთ მხოლოდ შეგვიძლია ერთმანეთი გავამხნევოთ და ვუსმინოთ იმას რასაც სხვასთან ვერასოდეს მოვყვებით. ანას უნდოდა როგორღაც მისი ფიქრები მიღწეულიყო გიორგიმდე უნდოდა გიორგის წარმოედგინა რაზე ფიქრობდა ანა და გაეგო ყველა ანას საიდუმლო მისი გულის და სულის სიღრმეში დამალული საიდუმლო. რაზე ფიქრობდა ახლა გიორგი? ანა წამით შეკრთა პირველად ვერ შეძლო წარმოედგინა რაზე ფიქრობდა გიორგი ეს მისთვი ძალიან უჩვეულო იყო, ყოველტვის შეეძლო ამის წარმოდგენა მაგრამ ახლა ვერ შეძლო. ანა გაოცებული იყო, თითქოს მთელი ცხოვრება რაღაც მაგიურ ძალას ფლობდა ახლა კი ეს უნარი დაეკარგა. წარმოიდგინა რომ გიორგი ახლა იწვა გულაღმა და მხოლოდ ერთ წერტილს უყურებდა ის არაფერზე ფიქრობდა, ძალიან უჭირდა ძალიან სჭირდებოდა ანა მაგრამ ვერ ბედავდა მისთვის რამის თხოვნას. ანა დადარდიანდა სინანული იგრძნო წეღან წყაროზე როგორ უცხოსავით ელაპარაკებოდა თავის ერთადერთ მეგობარს.
ანა ფრთხილად ადგა კარი გააღო და გიორგის კარს მიუახლოვდა, რამოდენიმე წამი იცდიდა კარითან ძალიან ახლოს იდგა და ფიქრობდა დაეკაკუნებინა თუ არა, მოულოდნელად კარი გაიღო.
-შემოდი.
ანა შევიდა გიორგისთვის მზერა არ მოუშორებია.
-მაპატიე წეღან ავღელდი, მარტლა შემაშინე,
-არაუშავს ჩემი ბრალია.
-კარგია, რომ მარტო არ ვარ რას იტყვი რომ ერთად ავღნიშნოთ ცემი დაბადებისდღე.
-შესანიშნავი იდიაა.
- აქვე ავღნიშნოთ კონიაკი მაქვს.
-მაგრამ მე არ ვსვავ.
=ცოტას დალევ. ჩემი ხათრით.
-ცუდათ გავხდები.
-მე გიშველი.
-კარგი, მაგრამ მერე არ თქვა არ გაგიფრთხილებივარო.
გიორგიმ კონიაკი ჩანთიდან ამოიღო საწოლზე მოკალათდა.
-მოდი ამმ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს, ორ მარტო სულ ადამიანს.
გირგიმ სწრაფად დალია სასმელი ანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დალია.
-ახლა შენი ჯერია, ანა შენ თქვი.
-ჩემს ერთადერთ მეგობარს გაუმარჯოს, რომელიც ახლა იუბილარია.
გიორგი ანას თვალები მიაშტერდა მისთვის მოულოდნელი სიტყვები იყო ერთადერთი მეგობარი.
-კარგი ასე იყოს. ჩემს ერთადერთ მესაიდუმლეს და ჩემი დაბადებისდღის ერთადერთ სტუმარს შენ გაგიმარჯოს.
თქვა და ორივემ დალიეს.
-იცი ანა შენ მართლა ერთადერთი ხარ ვინც ჩემზე ყველაფერი იცის, ერთი რაღაცის გარდა.ღორონდ ვერ გეტყვი რის გარდა რაღაც ჩემთვისაც ხომ უნდა დავიტოვო. ახლა შენ მომიყევი შენზე.
-მოსაყოლი არაფერია.
-რაც არის ის მოყევი.
-წერა მიყვარს, შემიძლია ვწერო გაუჩერებლად მუდმივად, ყველაფერზე და ყველაზე. ესაა საქმეც რომელსაც ვაკეთებ , ერთადერთი გატაცებაც და მთელი ჩემი ცხოვრებც.
-ოჯახი? მარტო ცხოვრობ?
-კი მარტო ვცხოვრობ.
-რამდენი წლის ხარ?
-19ის გავხდი.
-ასე პატარა მარტო რატომ ცხოვრობ?
-ეს.., ეს გრძელი ისტორიაა.
-კარგი თუ არ გინდა ნუ მეტყვი.
სინამდვილეში კი ანა ძალიან უნდოდა რომ ყველაფერი ეთქვა , მოეყოლა თავისი ყველა ფიქრი , ის რასაც წერდა უნდოდა გიორგითვის გაეზიარებინა.
-ხო არ მინდა.
-მოდი ჩვენს საიდუმლოებს გაუმარჯოს, იმეებს რასაც ერთმანეთსაც არ გავუმხელთ.
-გაუმარჯოს. სევდიანად ჩაილაპარაკა ანამ. დალევის შემდეგ გიორგი ანას მიაშტერდა ანაც დაბნეული უყურებდა, გიორგიმ ხელებშორის მოიქცია მისი სახე და კვლავ მის თვალებს მიშტერებოდა, ანა კი საშინელ ამღელვებელ წუთებს ითვლიდა ვერ ხვდებოდა რას მოიმოქმედებდა გიორგი. გიორგი ტუჩებით ნაზად შეეხო მის ტუჩებს . ანას გულისცემა აუჩქარდა სუნთქვა გაუხშირდა , მოახერხა მისი ხელებიდან თავი იხსნა და გარეთ გაიქცა.
ერთბაშად ბევრი რამ უტრიალებდა თავში ანას საოცარი წამები, რომელიც მეგობართან ერთად გაატარა და ბოლოს ნიშანი რაღაც უფრო მეტის ვიდრე უბრალო მეგობრობის. ანამ თაბროს ხვევა იგრძნოდა კედელს მიეყუდა მერე ნლნელა ჩაიმუხლა და კედელს მიესვენა, ნელნელა გონებას კარგავდა და თავსი უამრავი აზრი რომელიც დააწერად მოდიოდა სადღაც ქრებოდა.
14 თავი
გიორგი თავს თითქოს დამნაშავედ გრძნობდა ანასთან დაკავშირებით. ამ გოგოს მიმართ უამრავ რამეს გრძნობდა ეს იყო შიში, მიზiდულობა, ინტერესი მოწონება, მასთან სიახლოვე ისე ეsიამოვნა დღეს როგორც არასოდეს არავისთან. მისი გარეგნული სიძლიერე და შინაგანი სისუტე. თითქოს ამოუცნობი და იდუმლოებებით მოცული გოგონა, რომელიც მისთვის რაღაც ახალის დასაწყისი იყო. თითქოს ანამ მას გადმოსდო ის მუხტი რაც ანას ახასიათებდა, ფიქრები მოდიოდა და მოდიოდა რაღაც ახალზე რაღაც ამოუცნობზე რაც ადერ,ა არასოდეს ყოფილა გიორგის ცხოვრებაში. საშინლად მოუნდა მასთან ჩახუტება და მისთვის იმ უცნაური ემოციების გადაცემა რასაც გრძნობდა. ოთახიდან გავიდა მის კარზე დააკუკნა მაგრამ კარი არავინ გაუღო, ოთახში დაბრუნება გადაწყვიტა როდესაც მის ფეხებთან ახლოს რაღაც გაინძრა გიორგი შეკრთა და უკან დაიწია, მერე დააკვირდა ეს ადამიანის სხეული იყო. გიორგიმ ტელეფონი მაანათა და ანა იცნო, მაშინვე ხელში აიყვანა და თავის ოთახში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა, ანა ცოცხალი იყო მაგრამ ძალიან ცუდი ფერი ქონდა. მთელი ღამე თავთით უჯდა გიორგი ეჭირა მისი ხელი და დარაჯობდა სუნთქვას რომელიც ამდენად მნიშვნელოვანი გამხდარიყო მისთვის.
გამთენიისას ანას გაეღვიძა.
-რა ხდება?
-არაფერი დამშვიდდი.
-აქ რა მინდა?
ცუდათ გახდი და მარტო ვერ დაგტოვებდი?
-შეგეშინდა? ირონიულად კითხა ანამ.
-ხო შემაშინე.
-არაფერია, ხომ გითხარი საერთოდ არ ვსვავ ალკოჰოლს.
-ხო ახლა გასაგებია.
-მადლობა.
-ანა დავრჩეთ აქ რამოდენიმე დღე.
-კარგი.
გიორგი ანას მიუწვა ჩაეხუტა და ძილს მიეცა. ანა კი უყურებდა გიორგის სხეულს და ტანში უცნაური ჟრუანტელი უვლიდა, ეშინოდა კიდეც მაგრამ ეს ბევრად მეტი იყო ვიდრე შიში, მას შეეეძლო ყველაფერი გაეწირა ყველაფერი დაეთმო წერის უნარიც კი ოღონდ გიორგის ვეღარ დათმობდა ვერასოდეს, ფიქრები ნელნელა გაქრა და ანასაც დაეძინა. ოთახში მდუმარება სუფევდა ეძინა ორ ადამიანს რომლებსაც ერთმანეთი და საკუთარი თავები აღმოეჩინად. მათ იდილიას ვერანაირი ძალა ვერ დაარღვევდა. რაც არ უნდა მომხდარიყო. ამაის მერე ანა გაწირავდა საკუთარ ცხოვრებას იმ ერთადერთი ადამიანის გამო ვისაც პირველად ჩაეხუტა თავისი სურვილით, ვისაც პირველად გადაუშალა გული და ვინც პირველად აკოცა მას.
ასე იძინებდნენ და იღვიძებდნენ ანა და გიორგი, დრო თითქოს ძალიან ლამაზი ახალი ცხოვრებით მიედინებოდა, ანა ეხუტებოდა და კოცნიდა მისთვის ყველაზე საყვარელი ადამინის სხეულს, შეეძლოთ არც კი ამდგარიყვენენ საწოლიდან ასე გაეტარებინად მთელი დღეები და ღამეები. ანა გრძნობდა, რომ მის გარეშე ვეღარეაფერს შეძლებდა. საერთოდ ვეღარაფერს გიორგი მისი მაცოცხლებელი წყარო გახდა.
-გიორგი
-რაო?
-მიყვარხარ.
ანამ გული ღრმა კუნჭულიდან ამოხეთქილი სიტყვები წარმოთქვა, გიორგი დაბნეული გამოხედვა ესროლა შუბლზე აკოცა და არაფერი უთხრა. ანა შეყვარებული იყო მაგრამ არა სულელი, მშვენივრად მიხვდა რა ავის მომასწავლებლად დადუმდა გიორგი, შიში იგრძნო საშინელი ყოვლისმომცველი შიში და ძლიერად მოეხვია გიორგის, თითქოს მის მკლავებში გამომწყვდევას ფიქრობდა ასე არასოდეს არფრის დაკარგვის არ შეშინებია ანას..
ყველაფერს დათმობდა, ყველანაირ შეგრძნებას, უსიცოცხლო უემოციო ადამიანად გადიქცეოდა მაგრამ გიორგის ვერა.
ერთ დილით გიორგიმ ძალიან ჩვეულებრივად უთხრა.
-ანა ძალიან კარგი აქ ერთად ყოფნა, მაგრამ ასე რამდენხანს გაგრძელდება უკვე ერთი კვირაა აქ ვართ და მგონი დროა დავბრუნდეთ, მამაჩემის პასუხებიც გერმანიში მაქვს გაგზავნილი ასე ვეღარ დაველოდები აქედან რა იქნება.
-ხო მესმის.
-შენ რა მოიწყინე?
-არა აქ კარგია მაგრამ სამუდამოდ აქ ხომ არ ვიქნებით?
-კარგი ნუ იტყუები მოიწყინე ხო?
-ხო მაგრამ არაფერია.
-დამშვიდდი.
-ვნერვიულობ დავითი შენ არაფერს გეტყვის მისი ძმიშვილი ხარ ხარ მე კი ალბათ გამომაგდებს
-არა შენ არ დაურეკო დავითს, მე დაველაპარაკები და მე გეტყვი როდის დაბრუნდე კარგი.
-კარგი.
ბარგი ჩაალაგეს და უკან დაბრუნდნენ. თითქოს ყველაფერი მთავრდებოდა ანას გული ეწურებოდა ვერ გაერკვია როგორ მოქცეულიყო. გიორგი ხვდებოდა როგორ ძალიან განიცდიდა ანა მაგრამ ასე ვერ გააგრძელებდა. მერე თავში ერთი გენიალური აზრი მოუვიდა და გაეღიმა. სახლში მისულმა ინატრა ანას ადგილას ყოფნა მას ხომ არავინ დაუწყებდა გამოკითხვას.
-საინტერესოა სად იყავი, მთელი კვირა გიორგი უკვე ვეღარ გცნობ ასეთი უპასუხისმგებლო არასოდეს ყოფილხარ. მამშენი გიჟს გავდა, დავითიც განუწყვეტლივ რეკავდა. არაფერს იტყვი? ნუთუ პასუხსაც არ გაგვცემ.
-გიორგი შვილო ჩვენ ბევრი ვინერვიულეთ ტელეფონზე მაინც დაგერეკა, იქნებ აგვიხსნა ყველაფერი.
-კი რათქმაუნდა, მაგრამ ახლა უნდა წავიდე მეჩქარება, დღეს არ მოვალ, ხვალ კი ჩემს საცოლეს გაგაცნობთ, სახლში მოვიყვან და დავითსაც უთახრით მოვიდეს.
-რა საცოლეს? ირიშკას გულისხმობ?
-არა დედა გაიცნობ, მას ანა ქვია.
-კი მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ.
-არა უნდა წავიდე მეჩქარება ყველაფერს ხვალ გაიგებთ.
გიორგი სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა ისე რომ მშობლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ბედნიერი იყო და გრძნობდა, რომ ყველა უყვარდა. სახელოსნოში ავიდა თვალი თავის ბოლო ნახატს მოავლო ქაღალდში გადაახვია და ანასკენ გაემართა.
15 თავი
ანა ყავას სვავადა და ფანჯრიდან გზას უყურებდა, არ ფიქრობდა გაზაზე მოსიარულე ხალხზე, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე და გიორგიზე ფიქრობდა. არც მონატრება იყო და არც სიყვარული ეს იყო შიმშილი , ეშინოდა , რომ გიორგი ისევ ისე დაიკარგებოდა როგორც მაშინ როდესაც პირველად მოვიდა მასთან, ეგონა რომ გიორგი კვლავ გაუცხოვდებოდა და დაავიწყდებოდა მასთან გატარებული დღეებს. დღეების რომლის დავიწყებას ანა ვერასოდეს შეძლებდა. ანამ დაინახა გიორგის მანქან და თვალებს ვერ დაუჯერა, ასე სწრაფადარ ელოდა, ეს ნიშნავდა, რომ მანაც ვერ გაძლო მის გარესე ანა მაშინვე კარს მივარდა და გააღო, ელოდებოდა მის ამოსვლას კიბებზე. გიორგის ხელში დიდი ქაღალდში გადახვეული ანასთვის გაურკვეველი მნიშვნელობის ნივთი ეჭირა. გიორგი ძალიან ბედნიერი იღიმებოდა.
-ეს შენი საჩუქარია?
-რა არის?
-ნიშნობის საჩუქარი.
-რა?
-ხვალ ჩემებთან წაგიყვან და ოჯახს გაგცნობ.
-ხუმრობ?
- ისინი გელოდებიან. მალე ცოლად მოგიყვან. ნახევრად იყვირა ანას მივარდა ხელში აიყვანა და დააბროწიალა.
-ანა მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
-ახლა ჩემი საჩუქარი გახსენი.
ანამ ფრთხილად დაიწყო ნახატიდან ქარალდის მოცილება. უზარმაზარ ტილოზე ქალის პორტრეტი იყო, ძალიან ლამაზად შესრულებული. ეს ანა იყო.
-ღმერთო ჩემო გიორგი ეს რა არის?
-შენ ხარ.
-ეს ვინ დახატა.
-ხომ გითხარი პატარა საიდუმლო მაქვს მეთქი
-პატარა? ეს საოცრებაა.
-არა საოცრება შენ ხარ.
-არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოციები. მეგონა მხოლოდ მე ვგრძნობდი ამ ყველაფერს.
-მე ვერ აგიხნი რას ვგრძნობ, მგონია, რომ ჩემი ნაწილი ვიპოვე. ნაწილი რომელიც მთელი ცხოვრება სულს მიფორიაქებდა, შემთხვევითი არაფერია, შენ ბედის საჩუქარი ხარ, ჩემი საჩუქარი.
***
ანა და გიორგი იმ წუთებში აფსოლიტურად გულწრფელები იყვნენ, ისინი ამბობდენენ იმას რასაც გრძნობდნენ, ფიქრობდენენ. არ უთქვამთ არც ერთი ტყული ერთმანეთისთვის. ანა დიდიხანს არჩევდა სამოს ნიშნობაზე ჩასაცმელად, პირველად თავის ცხოვრებაში უჭირდა არჩევანის გაკეთბა. გული რაღაც არაამქვეყნიურად უფეთქავდა შეეძლო ყველაფერზე ფიქრისათვის თავი დაეღწია და ეფიქრა მხოლოდ ერთადერრთზე, გიორგიზე.
16თავი
გიორგი და ანა დილიდან შეუდგნენ მზადებას, გიორგიმ სახშიც დარეკა 12ისთვის დაგველედოდეთო. ორივე აფორიაქებული იყო, თუმცა ერთმანეთეს ამხნევებდნენ.
-შენი აზრით მოვეწონები შენს ოჯახს?
-რა თქმა უნდა, აი ნახავ ისინი ძალიან კარგები არიან.
-დარწმუნებული ვარ, შენი მშობლები არიან ბოლოსდაბოლოს.
-დავითიც იქნება.
-მეშინია.
-დავითის?
-ხო დავითისაც.
-კარგი რა , მე შენს გვერდით ვიქნები არვის მივცემ შენთვის რაიმეს წყენის უფლებას.
-ხო ვიცი, და ეს მამშვიდებს.
-მზად ხარ?
-თითქმის.
-მორჩი მალე.
-მოვრჩი მაგრამ მზად არ ვარ.
-ვერ მივხვდი?
-შინაგანად.
-გეყოფა, გზაში შეემზადები.
***
სახლში მისულებს დავითი უკვე ადგილზე დახვდათ, სუფრა გაშლილიყო და მოუთმენლად ელოდნენ, მათ გამოჩენას.
-გამარჯობათ, აი ჩვენც მოვედით, გაიცანით ეს ანაა, ჩემი საცოლე.
-აი თურემ სად გაქრით ორივე. მრავლისთქმელად ჩაილაპარაკა დავითმა.
-ძალიან კარგი, მობრძანდით და დაბრძანდით. მაგიდასთან მიიპატიჯა დედამ.
-ესიგი დავითი უკვე იცნობს ანას?
-კი მამა, ანა ჟურნალისტია.
-კი გიორგი, ანა ჩვენთან ახლახან მოვიდა, გიორგის მაგივრად სტატიებს სწორედ ის წერდა.
-მართლა? ძალიან კარგი შენი საქმიანობაც გავიგეთ.
-მწერალი რძალი ძალიან კარგია. ჭკვიანი იქნება.
-კი ნამდვილად ძმაო. ანა იქნებ შენს ოჯახზეც მოგვიყვე? იკითხა დავითმა ირონიანარევად.
ანა დაიბნა და გიორგის შეხედა მისგან დაცვას ელოდა, მაგრამ გაახსენდა რომ გიორგიმ ბევრი არაფერი იცოდა მის ოჯახზე, თავად გიორგიც ინტერესით უყურებდა.
-მშობლები არ მყავს, ბებია მზრდიდა, რომელიც რამოდენიმე წლის წინ დაიღუპა.
-ო ღმერთო რა სამწუხარო, ძალიან ვწუხვარ.
-ანა ბებია რა ასაკიდან გზრდია? კვლავ დავითი ჩაერია.
-10 წლიდან.
-მანამდე სად იყავი.
ოთახში გამაყრუებელი სიჩუმე იდგა ანას ხელისგულები დაუბუჟდა, მოუნდა ამდგარიყო და გაქცეულიყო. მაგრამ გიორგის შეხედა და ამოილუღლუღა.
-ბავშვთასახლში.
-შენს მშობლებზე არაფერი გსმენია? ამოსუნთქვა არ აცადა დავითმა.
-არა.
-დავით მე მგონი ზედმეტი მოგდის შეაწყვეტინა გირგიმ.
-მაპატიეთ უბრალოდ დავინტერესდი. აღარაფერს აღარ ვიკითხავ. მაპატიე ანა.
-არაუშავს.
ანა სადღაც გადაეშვა, თავის სამყაროში მოუნდა დაბრუნება იქ სადაც არავინ არაფერს ეკითხებოდა, სადაც არავის ადრდებდა და აინტერესებდა მისი ცხოვრება. არასოდეს მოუყლია არავისთვის, გიორგისაც კი ვერ მოუყვა ახლა კი მისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მოუწი ისეთი კითხვებისათვის პასუხის გაცემ, რასაც თავადაც გაურბოდა.
-მე უნდა წავიდე, მეჩქარება.
-ასე მალე?
-ალბათ ჩემი ბრალია. ბოდიში ხომ მოგიხადე.
-არა არა ახლა გამახსენდა სხვა საქმე მაქვს.
-ანა არ წახვიდე გთხოვ.
-არა უნდა წავიდე, მაპატიეთ.
ფეხზე წამოდგა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა, გიორგი დაედევნა,
-რა მოგივიდა ანა?
-მაპატიე, არ შემიძლია.
-რა არ შეგიძლია?
-შენ მიყვარხარ და შენთან ყოფონა მომწონს, მაგრამ დანარჩენები ეს ხალხი ისინი კითხვებს მისვავენ, კითხვებს რომლებსაც თავადაც არ ვუსვავ ჩემს თავს.
-მესმის ის სპეციალურად განგებ შეეხო ამ თემებს ალბათ იცოდა.
-არ ვიცი . მაგრამ ეს საშინელება იყო.
-წაგიყვან სახლში და დაველაპარაკები დავითს გავარკვევ რა უნდა.
17 თავი
გიორგიმ ანა დატოვა და სახლში დაბრუნდა, დავითი არ წასულიყო.
-კარგია, რომ დამხვდი. საინტერესოა რა თამაშს თამაშობ.
-მე? მე თუ შენ. ეგ მდაბიო გოგო გინდა შემოიყვანო ჩვენს ოჯახში?
-ანაზე წესიერად ილაპარაკე.
-იცი მაინც ვინ არის?
-ვიცი.
-ცდები, არაფერი არ იცი. დედამის ერთი იყო და ვიღაც ლოთისგან გააჩინა ანა, მერე მიაგდო და თითონ საზღვარგარეთ წავიდა. ათი წლის იყო ბებიამისმა ბავშვთასახლიდან რომ წამოიყვანა, არც ერთი სკოლა არ იღებდა ძალიან უცნაური და აგრესიული ბავშვი იყო. ბებია 15 წლის ასაკში დაეღუპა და მას მერე მარტო ცხოვრობს.
- მერე რა ანა არაფერ შუაშია მისი ბრალი არაა..
-გეყოფა რა ეს იდიოტური არგუმენტები. შეხედე შენს მშობლებს, რა დღეში არაინ.
-მე მათ არაფერს ვუშავებ.
-შენ მათი ერთადერთი ვაჯი ხარ და ვიგაც გომბიოს მოყვანას აპირებ დაფიქრდი. არაფერს უშავებ?
-შვილო იქნებ დაფიქრდე. რად გინდა თუ ასეთი უბედური ცხოვრება აქვს ამ გოგოს?
-დედა მე ის მიყვარს.
-ღმერთო ჩემო გიორგი ერთი კვირა მასთან ერთად იყავი წასული. ვერ გცნობ, ვიცოდი რომ ფეხებზე გეკიდა სამსახური, მაგრამ ასე? ეს კიდევ არაფერი მამშენიც ფეხებზე დაიკიდე.
-გაჩუმდი დავით.
-არ გავჩუნდები მათ ეს არ იციან ხომ ასეა?
-გაჩუნდი მეთქი.
-რა არ ვიცით?
-იმის მაგივრად რომ მამაშენს მიხედო და გვერდში დაუდგე. ვიღაც გომბიოსთან გარბიხარ, მისი მდგომარეობა ფეხებზე გკიდია.
-რა მდგომარეობა რას ამბობს დავითი შვილო? რას მიმალავ.
-უთხარი მიდი უთხარი გიორგი რის ფონზე მოგყავს ის გოგო ცოლად. მე წავალ ჩემი სათქმელი გითხარი, დანარჩენი შენზეა. მოიქცევი როგორც კაცი, თუ როგორც სულელი იდოტი.
დავითი ოთახიდან გავიდა.
-შვილო რაზე ლაპარაკობდა დავითი.
-იქნებ აგვიხსნა მე მჭირს რამე, ჩემ პასუხებზე არაფერი გითქვამს.
-ჯერ არაა პასუხები უფროსწორად გერმანიაში გავგზავნე და იქიდან ველოდები პასუხს.
-გერმანიაში იქ რატომ გაგზავნე?
-ეს , ისეთი არაფერი
-სიმართლე მითხარი.
-პატარა ეჭვია ფილტვები არ მოეწონათ რაღაც შენიშნეს.
-რაღაც? რა შენიშნეს?
-არ ვიცი კიბოზე აქვთ ეჭვი, მაგრამ დარწმუნებით არ იციან.
-რატომ მიმალავდი? გეგონა შემეშინდებოდა, ცოდო ხარ ამისთანა დარდი მარტომ ატარო შვილო.
- არა უბრალოდ მინდოდა ყველაფერი ბოლომდე გამერკვია.
-ღმერთო ჩემო მამაშენს ასეთი რამ შჭირს და შენ იმ გოგოს დაათრევ აქეთ იქით.
-დედა არაფერი არ სჭირს მამას.
-მომისმინე იმ გოგოს თუ კიდევ ერთხელ შეხვდები თავს მოვილკლავ, მაგ გაუგებარი წარმომავლობის არსებას სახში არ შემოუშვებ. მამშენიც მოკვდება.
-მართალია დედაშენი, რად გინდა ასეთი ცოლი.
-თქვენ არ გესმით.
-არა მშვენირად მესმის, ეგზოტიკა მოგინდა, განსხვავებული გოგო ნახე და მოგეწონა, შენ კიდე სიყვარული გგონია. შენ ძლიერი ხარ დაფიქრდი კარგად აწონდაწონე შეაფასე შენი ცხოვრება და იმისიც მიხვდები რა სულეურდა ჟღერს ყველაფერი. რამდენიმე დღე მოიცადე არ დაურეკო არ ნახო და მიხვდები ყველაფერს, დამპირდი რომ ასე მოიქცევი.
-გპირდები მამა.
-ყოჩაღ შვილო.
18თავი.
ანა თავს საშინლად გრძნობდა უკვე ერთი კვირა არ დაერკა გიორგის მის. ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა , როგორ მოქცეულიყო, თავიდან იფიქრა ვაცლი ალბათ პრობლემები აქვს და დაველოდებიო. მასაც ხომ ისე ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს და აუცილებლად გამოჩნდებაო. გიორგის ლოდინში ანა აღამებდა და ათენებდა ფანჯარაში, წერის უნარიც დაეკარგა აღარაფერს აღარ წერდა. რაც გიორგი გაიცნო წერას თითქმი თავი ანაება, მისთვის გიორგი გახდა საყვარელი საქმეც და გატაცებაც . აღარ შეეძლო სულ მთლად გამოიფიტა. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ტელეფონზე დაურეკა.
-გისმენ ანა.
-მოდი თორემ მოვკვდები.
-რას გულისხმობ? სახში ხარ?
-ხო.
-კარგი ახლავე მოვალ.
ანამ ღრმად ჩაისუნთქა, ჯერ გაეხარდა გიორგის სიტყვები, მერე კი მოიწყინა ესიგი გიორგის შეეძლო მოსვლა, მაგრამ არ მოდიოდა , რას ნიშნავდა ეს ანასთვის ალბათ დასასრულს, მართლა მოუნდა არ დალოდებოდა მას და სუიციდისთვის მიემართა, მაგარმ ძალიან ენატრებოდა და მასთან შეხვედრა ანასთვის ყველაფერს ნიშნავდა დაელოდა, მაგრამ მისთვის ყოველი წამი უასრულოდ იწელებოდა. ანას არც წარსული ქონდა, რომ მონატრებოდა, აწმყო კი უსასტიკეს რეალობასთან აყენებდა პირისპირ, მომავალი საერთოდ არ ჩანდა, უფსკრულის პირას იყო მისული , ცოტაც და ხელს კრავდა მისთვის ერთადერთი საყვარელი ადამიანი.
***
გიორგი სახში შემოსვლისთანავე მივარდა ანას.
-რა გჭირს?
-რას აპირებ გიორგი?
-არ ვიცი
-არ იცი?
-ხო არ ვიცი
-წასვლას აპირებ? უკან დახევას?
-არა არა
-მაშინ მითხარი რას აპირებ?
-დროებით ჯობია ასე.
-დროებით? კარგი გიორგი ასე არ მოიქცე გთხოვ.
-არ შემიძლია სხვანაირად.
-შეგიძლია დამიჯერე. არ დანებდე გთხოვ.
-ახლა ასე უკეთესია
-ვისთვის?
-შენთვისაც ასე აჯობებს. უნდა წავიდე.
-არ წახვიდე გთხოვ. გემუდარები არ მიმატოვო. ანა მუხლებზე დადგა და ფეხებზე მოეხვია
-რას აკათებ. გიორგი შეეცადა აეყენიბან.
-არა არა გთხოვ, ნუ მამშვიდებ, თუ მიმატოვებ მოვკვდები ხომ იცი რომ ეს დროებითი არაა, თუ წახვალ სულ წახვალ.
-შეწყვიტე გთხოვ. მოიცილა ხელებით, უნდა წავიდე.
-არა არა გთხოვ არ წახვიდე.
-ანა ტირილით ვერაფერ გახდები, ახლა ჩემს ოჯახს ყველაზე მეტად ვჭირდები.
-მეც მჭირდები , შენ იცი მე როგორ მჭირდები, მე არ გაყენებ არჩევანის წინაშე.
-მაგრამ თუ შენ აგირჩევ მათ დავკარგავ.
-კარგად იცი რომ ასე არ იქნება.
-მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია.
-არა გიორგი ამას ნუ ამბობ.
-მაპატიე.
გიორგი შეტრიალდა და წავიდა კიბეზე სწრაფად დაეშვა. უკან არ მოუხედია ანა კი შეშლილივით იმეორებდა არა არა გთხოვ არ წახვიდე არ მიმატოვა არა გთხოვ არ მიმატოვო .
20თავი
გიორგი მანქანაში იჯდა და ფიქრობდა, რომ სწორად მოიქცა, არ შეიძლება ვიღაც ქალის გამო ყველაფერს ხაზი გადუსვა, მე ამ გრძნობაზე ძლიერ ვარ, მასზე ძლიერიც ვარ. ის ჩემთვის ყველაფერს გააკეთებს რადგან ჩემს მეტი არავინ ყავს, მე კი ბევრი ადამიანი მყავს . აბა ის იყო ჩემს მდგომარეობაში და მე მის ადგილას ვიყო, ალბათ ზედ არ შემომხედავდა. ქალები სულელები არიან მე კი არ ვარ სულელი, რაც არ უნდა ქნას მე არ ვიქნები დამნაშავე მისი ცხოვრება მის ხელშია, თუ ჭკვიანად იქნება შეხვდება ვინმე თავისნაირსს გააჩენს ბავშვებს და აღარ იქნება მარტო. მე კი ვინმეს მოვნახავ მაგრამ ახლა არაა ამის დრო. გიორგი არ გრძნობდა არც სიბრალულს და არც დანაშაულის გრძნობას თითქოს თავს ირწმუნებდა რომ ის არაფერ შუაში არ იყო.
სახლში დაბრუნებლი მამასთან შევიდა.
-როგორ ხარ შვილო?
-კარგად შენ როგორ გრძნობ თავს?
-კარგად ვარ კარგად.
-ძალიან კარგი.
- გერმანიიდან პასუხები მოვიდა.
-მერე რაო? მალე მოკვდებაო?
-არა მამა რას ამბობ. კარგი პასუხებია, რაღაც მკურნალობის კურსია, რომელიც იმედით მავსებს. ახლა ბათუმში უნდა წავიდე იქ ერთ პროფესორს უნდა შევხვდე ის მირჩევს სად ჯობია შენი მკურნალობა, რომელ ქვეყანაში.
-სადმე უნდა წამიყვანო?
-აუცილებლად, მამა მე შენ ამ მდგომარეობიდან გამოგიყვან, გპირდები ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ.
-ვიცი, მაგრამ ისიც მინდა იცოდე, რომ თუ ამ ბრძოლაში დავმარცხდებით არ იდარდო ძალიან.
-კარგი რა, ამას ნუ ამბობ.
-დამპირდი. ცხოვრებას ჩვეულ რიტმში გაგრძელებ, დედაშენს გვერდით დაუდგები, დამპირდი .
-გპირდები, მაგრამ პირველიგში იმას გპირდები, რომ აქედან გამოგიყვან.
-შვილო ანასთან მოაგვარე?
-კი მამა , ამაზე არ იდარდო.
-დღეს ვფიქრობდი შეემეცოდა ეგ გოგო.
-ხო ცოდოა.
-მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ შეცოდება არ კმარა. ასე აჯობებს შენთვის და ვინ იცის შესაძლოა მისთვიაც.
-არვიცი მამა, მისთვის არამგონია. ისეთი სასოწარკვეთილი დავტოვე მეშინია რამე არ დაუშავოს თავის თავს.
-ნუ ნერვიულობ გადაუვლის. ცოტა გაუჭირდება მაგრამ ყველაფერი მოგვარდება.
-მას დასაკარგი არაფერი არ აქვს, ეს მაფიქრებს.
- ხო შვილო ასეა, მაგრამ ამაზე ფიქრს ჯობია თავი დაანებო და გახსოვდეს, რომ შენ ბევრი გაქვს დასაკარგი ძალიან ბევრი. ყველაფერი რაც შენ გეკუთნის მე წლების განმავლობაში ვაშენე და მინდა ამ ყველაფერს ძალიან მოუფრთხილდე.
-ვიცი მამა და გპირდები რომ ასე იქნება. უნდა წავიდე საღამოს მაქვს იმ ექიმთან შეხვედრა დანიშნული ხვალ დილით დავბრუნდები უკან.
-კარგი შვილო აბა შენ ციც ფრთხილად იარე.
21თავი.
ანა გიორგის წასვლის შემდეგ სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებდა და ფიქრობდა, ასეთი სულელი რატომ იყო რატომ ეგონა, რომ გიორგისაც ისევე უყვარდა როგორც თვითონ. ბებია გაახსენდა ძალაინ მოუნდა მის კალთაში, მოუნდა ყველაფრის დავიწყება.
ტირილი დაიწყო ეს მისთვის უჩვეულო რამ იყო, ბავშვთა სახლში მიეჩვია , რომ არ ეტირა არაფრის გამო არანაირი ტკივილის გამო მა სულის ტკივილი ტანჯავდა და ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო რომ ტიროდა, წერა მოუნდა ამდენიხნის მერე პირველად. გადაწყვიტა გიორგისთვის მიეწერა .

მონატრება სულს აწამებს...
მინდა მჯეროდეს რომ შენც გიყვარვარ და უბრალოდ ახლა ძალიან რთული პერიოდი გაქვს. წარმოვიდგენ ხოლმე , რომ ყველაფერი ძველებურადაა და არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ შემდეგ მარადისობად იქცევა სიმართლეში დაბრუნება.
ვიცი, რომ ზედმეტად ბევრს ვითხოვ იმ ადამიანისგან ვისთვისაც არაფერს ვნიშნავ და ალბათ არც არაოდეს ვნიშნავდი.
ამ წერილით უნდა დაგემშვიდობო სამუდამოდ. გპირდები , რომ აღარასოდეს შეგაწუხებ ჩემით.
არ მინდა დანაშაულის გრძნობა გქონდე ჩემი სიკვდილის შემდეგ , ეს არჩევანი მე თავად გავაკეთე. ჩემი სხეული სიცოცხლეს აგრძელებდა იმის მიუხედავად, რომ განადგურებული ვარ და არაფერს არ ვნიშნავ. შიგნით ყველაფერი მკვდარია დიდიხანია, ამიტომ ეს არის ჩემი ლოგიკური დასასრული.
ახლა ერთადერთი ვინც მახსენდება შენ ხარ.
როგორ მიმატოვე ეს არაფერია იმასთან როგორც დაიწყო ყველაფერი. შენ რომ გამოჩნდი , მეგონა ყველაფერი დასრულებული იყო. მეგონა არაფერი აღარ გამახარებდა და ბედნიერებას აღარაფერი მომგვრიდა. რაღაცნაირად მოახერხე და ჩემი ცხოვრება კვლავ სინათლით შეავსე. შენ ნამდვილი სასწაული იყავი. მნიშვნელობა არ მიმიქცევია რა გამოძრავებდა ვინ გიყვარდა. არც არასოდეს მიმქცევია ყურადღება იმისთვის , რომ დაგლოდებოდი, დამეცადა რას იგრძნობდი, რომ გეთქვა. მე თავად გითხარი მიყვარხარ მეთქი. უსაზღვროდ მიყვარდი და ბედნიერი ვიყავი ამას, რომ ვგრძნობდი. სულელივით მოვედი და გითხარი სახეზე იდიოტის ღიმილი დამთამაშებდა ალბათ. ვანათებდი ვასხივებდი ამ გრძნობას. უცებ გული ამიჩქარდა დავინახე შენი გაყინული სახე არაფრის მთქმელი თვალები. არაფერი არ გითქვამს უბრალოდ გაგეღიმა. მერე რაღააცები თქვი მაგრამ არაფერი გამიგია. მხოლოდ შენმა სახემ და გამოხედვამ დამაბრუნა რეალობაში. არ მახსოვს გამომეტყველება ერთბაშად შემეცვალა თუ ნელნელა. მახსოვს როგორ გავიყინე. თვალებში ცრემლი მომადგა მაგრამ არ ვიტირე .
ვცადე არ მეფიქრა, ვცადე ყველაფრის დავიწყება, მაგარმ ვეღარ ვუძლებ დავიღალე ძალიან დავიღალე ვგრძნობ როგორ დამღალა არსებობამ . ხოდა გემშვიდობები.
შენ თავს ნუ დააბრალებ ყველაფერს, მე ადრეც ბევრჯერ მიცდია სუიციდი . პირველად რვა წლის ასაკში. ბავშვთა სახში ვიყავი მაშინ, ძალიან ცუდათ ვგრძნობდი თავს, ყველასგან მიტოვებული, რომელსაც არავინ აკითხავდა არასოდეს. ეს საშინელება იყო სულ ველოდებოდი დედას რომელიც არასოდეს არ გამოჩნდა. მაშინ წყალში გადავხტი მაგრამ მეთევზეებმა შემნიშნეს და ამომიყვანეს. მეორედ 13 წლის ვიყავი, სკოლაში დამცინოდნენ ჩემი უცნაური ხასიათის გამო, ის პერიოდი ისედაც ცუდათ ვიყავი და ამიტომ თავის ჩამოხჩობა ვცადე ჩემს საძინებელში, ბებია სახში არ იყო მაგრამ ბედად დაბრუნდა და ჩამომხსნა. მესამედ კი ბებიის გარდაცვალებისას ვცადე მაშინ მთელი შეკვრა წამლები დავლიე, მაგრამ არ ვიცოდი რა წამლები იყო, მხოლოდ ცუდათ გავხდი სიკვდილამდე არ მივსულვარ, ახლა ამ შეცდომას გამოვასწორებ.
ანამ გიორგის მიერ დახატულ სურთს შეხედა და წარმოიდგინა, რომ მისგან ამ სუარათის გარდა არაფერი დარჩებოდა, კოლოფი გახსნა და მთელი მუჭა გაივსო წამლებით. მეერ წერილს შეხედა. წარმოიდგინა, რომ გიორგი ჩაიხედავდა მის სულში, რაც არ უნდა ყოფილიყო გიორგიმ მას ბედნიერი დღეები აჩუქა შეეცოდა ვერ გაიმეტა წერილისთვის და ერთი ხელის მოსმით წაშალა, მერე კვლავ შეხედა გიორგის მიერ დახატულ მის თავს, სიბრალული იგრძნო გიორგის მიმართ წარმოიდგინა რა სუსტი იყო მასთან შედარებით. მას საკუთარი გატაცების შესახებ რომელიც გატაცებაზე მეტი იყო ვერავისთვის ვერ გაემხილა, ფეხზე წამოდგა , სუიციდი ეს მოოცდის მთელი მუჭი წამლები ნაგვის ურნაში ჩაყარა. თავში გენიალური იდეა მოუვიდა. ახლა ამ იდეის განხორციელების გზეები შეეძლო მოეძია. ის აღარ გრძნობდა ტკივილს პირიქით საოცარ სიმშვიდეს მოეცვა მთლიანად.
22თავი
გიორგის ბათუმში ჩასვლა ძალიან სასიამოვნოდ დასრულდა, შეხვდა ქვეყვნის ყველაზე ძლიერ ექიმს რომელმაც საკმაოდ დააიმედა.
-ბატონო ზურა მე უკვე უიმედოდ ვარ, ექიმება მითხრეს აზრი არაფერს არ აქვსო.
-აზრი ყოველთვის აქვ სანამ ჯერ კიდევ სუნთქავს ადამიანი, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო აქ ექიმებს სჩვევიათ საკუთარი იმედგაცრუებების პაციენტებზე მოხვევა, სამწუხაროდ ჩვენ უამრავი ადამიანის სიკვდილს ვუყურებთ ზოგჯერ გადარჩენაზე ხშირი სწორედ სიკვდილია ამიტომ ყველაზე უიმედოდ ჩვენ ვართ, მე კარგად ვნახხე მამშენის მდგომარეობა და ვფიქრობ სხივურმა თერაპიამ შესაძლოა შედეგი მოგვცეს, თუ დავიწყებთ ნელნელა გზაც გამოჩნდება, გააჩნია რა შედეგამდე მივალთ. დამიჯერე უიმედო სიტუაცია არ არის.
-თქვენ ვერ წარმოიდგენტ როგორ გამახარეთ, თითქმის იმედი მქონდა გადაწურული.
-რაც მალე დავიწყებთ მით უკეთესი.
-დიახ რათქმაუნდა ჩვენ მზად ვართ . მაინც როდიდან?
-ხვალიდან, თუ რათქმაუნდა მოახერხებთ,
-რათქმაუნდა ხვალიდან დავიწყოთ.
გიორგი ღამე იქ დარჩა მეორე დილითკი მამაისთან გამოემართა თავს მხნედ გრძნობდა შეეძლო დამაიმედებელი პასუხი ეთქვა მამაისთვის რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ანაზე ფიქრი კი საერთოდ არ ქონია წამით გაახსენდებოდა გაუელვებდა მაგრამ ახერხებდა და იწყებდა ფიქრს სხვა რამეზე, ხეებზე ფოთლებზე ბუნებაზე ცაზე წყალზე ყველაფერზე ანას გარდა.
სახლში დაბრუნებულმა საოცარი სიმშვიდე იგრძნო თითქოს ანა ძალიან შორს მოიტოვა, ძალიან შორეულ წარსულში , პირველი სიყვარულივით რომელიც ბავშობაში რჩება.
23თავი.
ანა საოცარ სიახარულს მოეცვა, მან ძალიან აქტიურად დაიწყო საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება, რკავდა ყველაგან სადაც ხელი მიუწვდებოდა და აკეთებდა ყველაფერს რათა საკუთარი ჩანაფიქრი განეხორციელებინა. თითქოს თავისი როლი დაინახა ყველაფერში რაც მის გარშემო მოხდა. გაარკვია და მიაგნო გიორგის სახელოსნოს. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მისი ცხოვრება ნათელი ამბებით აივსო. სახლში დაბრუნებულს კი კართან ვიღაც მისთვის უცნობუ ქალბატონი დახვდა.
-გამარჯობათ
-გამარჯობა, შენ ანა ხარ?
-კი , თქვენ ვინ ბრზანდებით?
-მე, მე მინდა რაღაც მოგიყვეთ.
-შემოდით.
-მე დედაშენის მეგობარი ვიყავი.
-დედაჩემს იცნობდი?
-კი ბავშვობის მეგობარები ვიყავით
-ალბათ თუ მასთან მეგობრობდით თქვენც მასსავით ძალიან საშინელი ადამიანი ხართ?
-არა ამას ნუ იტყვი.
-აბა როგორ გაამართლებთ შვილის მიტოვების ამბავს?
-ყველაფერს მოგიყვებით, თუ მომისმენთ. სიმართლე უნდა იცოდე.
-კარგი ახლა თავსუფალი დრო მაქვს, მომიყევი.
-რთულია ყველაფერი ტავიდან დავიწყო და გავიხსენო. ეს ისეთი საოცარი იყო . დედაშენი ძალიან ლამაზი და პოპულარული გოგონა იყო, ამავდროულად თამამიც, მაგრამ როგორც ზოგს გონია ნამდვილად არ იყო. მას სიგიჟემდე შეუყვარდა მამაშენი. ნიკასაც უყვარდა მარიკა, მაგრამ მშობლები წინააღმდეგები იყვნენ. ნიკა ღარიბი ოჯახიდან იყო მარიკას მშობლებს, მხოლოდ მარიკა ყავდათ ყველაფერს აძლევდნენ რაც შეეძლოთ ნიკას არ გააყოლებდნენ, ამიტომ ისე მოხდა რომ მარიკა ნიკასგან დაორსულდა, პაპაშენი ძალიან ძველმოდური კაცი იყო მოკლავდა რომ გაეგო მისმა შვილმა რომ ასეთი რამ ჩაიდინა, ბებიშენი ეხვეწებოდა დედაშენს რომ მოეცილებინე, მაგრამ დედაშენმა ეს არ გააკეთე, მალავდა ორსულობას, მაგრამ როცა გაჩნდი რამოდენიმე დღეში პაპაშენის ყურამდე მიაღწია ამ ამბავმა, მარიკას მოსაკლავად დაეძებდა, ბებიაშენმა ჩუმად გგაზავნა მარიკა საზღვარგარეთ შენ კი ბავშვთა სახში დაგტოვა. მხოლოდ ქმრის სიკვდილის შემდეგ მოგაკითხა შენ, მარიკა კი ვერ ჩამოდიოდა რადგან ხვდებოდა რომ არ მიიღებდი ასე ადვილად.
ანა გაკვირვებული უცქერდა ქალს რომლის თვალებში დიდი ტკივილი იკითხებოდა.
-მამაჩემზე რა იცი?
-მამაშენმა რომ გაიგო მარიკას ამბავი სმა დაიწყო გალოთდა, მოგვიანებით მის ყურამდე მიაღწია მარიკას ადგილსამყოფელმა და მანაც ჩააკითხა თავის სიყვარულს, ახლა ისინი ერთად არიან შენ დაც გყავს. აქ იმიტომ მოვედი, რომ ძალიან უნდათ მათთან ჩახვიდე. ფული და ბილეთი გამოგიგზავნეს აი გამომართვი, უნდათ რომ აპატიო ის რაც ბავშვური შეეცდომით მოუვიდათ და მათთან ჩახვიდე.
-სად ცხოვრობენ?
-შვეიცარიაში.
-და მათ გონიათ რომ ასე ადვილად ვაპატიებ?
-ერთი კვირა გაქვს ფრენამდე. შეგიძლია გადაწყვეტილებამდე ბევრი იფიქრო, იმედი მაქვს სწორად მოიქცევი. მე უნდა წავიდე და წარმატებებ გისურვებ ნებისმიერ შემთხვევაში.
ანა საოცრად ბევრ რამეს გრძნობდა, მანამდე რომ ასე ეზიზღებოდა საკუთარი მშობლები ახლა სიბრალული იგრძნო წარმოიდგინა თავი დედამისის ადგილას, როგორ უჭირდა ალბათ ყველაფრის დატოვება და წასვლა. ანა ბედნიერებამ მოიცვა. ბართი გახსნა შიგნით ფული ბილეთი და ფურცელი იყო მისამართით. ორი ფოტოც იყო. ერთი პატარა ბავშსვის ძველი ფოტო იყო, უკან ეწერა ჩემი ანა ჩემი ოცნება, მეორე ფოტოზე კი ახლაგზრად ლამაზი ქალი მამაკაცი და გოგონა იყვენენ უკან ეწერა ნიკა მამაშენი მარიკა დედაშენი და შენი დაიკო ანაბელი.
ანა დიდხანს უყურებდა ფოტოს და მიხვდა რომ მარტო არ იყო მისი ტკივილი ძალიან შორს ვიღაცას ძალიან სტკიოდა. ისინიც იტანჯებოდნენ ანას მზგავსად. ანამ ღრმად ჩაისუნტქა და ფანჯარასთან მივიდა, ყველაფერი ძალიან ნათელი და სუფთა იყო, მისი ფანჯრიდან არასოდეს ასეთი ნათელი სურათი არ დაუნახია. მას მთელი კვირა ქონდა თავისი გეგმის დასამთავრებლად შემდეგ კი თვითფრინავში ჩაჯდებოდა და წავიდოდა იქ სადაც ელოდნენ.
24 თავი
მკურნალობა კარგად მიდოდა რამდენიმე დღის მერე ექიმმა იმედები კვლავ მისცა გიორგის. არაფერზე აღარ ფიქრობდა ის, თავს მშვენივრად გრძნობდა რადგან ხელჩასაჭიდი ქონდა.
მამას დაპირდა რომ მის საქმეს ხელს მოკიდებდა და სამსახურში სიარულსაც მოუხშირა მართლია დავითთან შეხვედრა არ მოსწონდა, მაგრამ იტანდა და ყველაფერს მოთმინებით ხვდებოდა. ხნადახან ანაზე ფიქრები მოდიოდა თავში , მოუნდებოდა მამამის კარგად ყოფნის შესახებ ეთქვა მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს არ იქნებოდა სწორი და გადაიფიქრებდა ხოლმე.
გიორგი ჩვეულ რუტინას დაუბრუნდა იმედიანად ესახებოდა მომავალი . კვირის ბოლოს კი ერთმა ზარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა ან პირიქით ყველაფერი თავისადგილზე დააბრუნა.
-გამარჟობათ ბატონო გიორგი.
-გამარჯობათ.
-დღეეს 11 საათზე გაიხსნება თქვენი გამოფენა. ყველა ტეელვიზია მოდის, უამრავი ხელოვნების მოყვარული მოიყრის თავს.
-ვერ გავიგე რას გულისხმობთ?
-მოსაწვევი გამოგიგზავნეთ თქვენმა თანაშემწე გოგომ გვითხრა ეს ფორმალობა დაგვეცვა. არ მიიღეთ იქ წერია ყველა დეტალი.
-კი მივიღე.
-კარგით გელოდებით.
გიორგიმ ბარათი გახსნა. გეპატიჯებით გიორგი ბელინსკის გამოფენაზე. სადაც რამოდენიმე მისი ნახატი იყო წარმოდგენილი. გიორგიმ საათს დახედე ჯერ 10 იყო. მაშინვე თავის სახელოსნოში გაემართ თავში ათასი აზრი მოსდიოდა მაგრამ ვერაფრით ვერ ხსნიდა ამ ყველაფერს. სახელოსნოში მისულს არც ერთი ნახატი ადგილზე არ დახვდა. მხოლოდ ფურცელი იპოვა სადაც ეწრა:
მოვა დრო და მადლობას იტყვი ეს შენი საუკეთესო მხარეა. არ უნდა დამალო რაც შეენშია. მე კი არ მეძებო მივდივარ სამუდამოდ.
გირგი კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში გაეხვა მხოლოდ ანამ იცოდა მისი ეს გატაცებაა. საგამოფენო დარბაზისკენ წავიდა. გული უცემდა ვერ გაეგო ეს კარგი იყო თუ ცუდი თითონ ვერასოდეს გაბედაბდა ამის შესახებ ხმამაღლა თქმას ახალა კი გამოფენა, რომელიც არავის გამორჩებოდა. დაბნეულუი და შეშინებული იყო ვერ გაეგო უნდა გაბრაზებულიყო თუ მადლობა ეთქვა..
გამოფენაზე მისულს უამრავი ჟურნალისტი მივარდა კითხვებს უსვავდნენ მაგრამ პასუხები არავისთვის გაუცია დარბაზში შევიდა, ირგვლივ მისი ნახაატები იყო, უამრავი ხალხი რომლებიც საოცარი ინტერესით აკვირდებოდა სურათებს. დავთიც იქვე ტრიალებდა გიორგის დანახვაზე მაშინვე გამოემართა მისკენ.
-გიორგი ამას მიმალავდი? აი ჩვენი პიარიც. ყოჩარ აქ საოცრება ხდება ფასები აინტერესებთ, ყველა გაოცებულია ასეთი შემოქმედება აქმდე სად იყოვოო. ესენიც სხვას ხომ არ დაახატინე?
-ორგანიზატორი სადაა?
-იქითაა აი ის გოგოა. გიორგი მაშინვე იმ გოგოსკენ წავიდა.
-გამარჯობათ ბატონო გიორგი როგორ მოგწონ, როგორც თქვენმა თანაშემწემ გვირჩია ყველაფერი ისეაა, სადაა თვითონ არ მოვა?
-ვინ?
-ის გოგო, ანა .
-არ ვიცი.
გიორგი გარეთ გამოვიდა ანას სახლისაკენ გაემართა. კარები დაკეტილი დახვდა აბრახუნებდა მაგრამ არავინ აღებდა. მეზობელი კარები გაიღო.
-არაა სახში ტყუილად აკაკუნებთ.
-სადაა ხო არ იცით?
-არა არ უთქვამს მაგრამ ძალიან ბევრი ბარგით წავიდა, აშკარად დიდიხნით რაღაც ნივთები მეც მომცა ასე მითხრა შეიძლება აღარ დავბრუნდეო და ესენი გმოიყენეთო.
-კი მაგრამ არ უთქვამს სად მიდიოდა?
-ხომ გითხარით არაფერი უთქვამს მეთქი.
ქალმა კარი მოხურა გიორგი კი საშინელმა შეგრძნებამ შეაწუხა.
25 თავი
ანა თვითფრინავშია ყავას მირთმევს გემრიელ კროასანს აყოლებს და წერს თავისი შეგრძნებების შესახებ, როგორ უხარია, რომ ძალიან მალე აღარ იქნება მარტო. აღარც თავისი წარსულის დამალვა მოუწევს, ყველა მათქანი ანაც და მისი ოჯახიც საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვერპლნი იყვნენ, ყველანი იტანჯებოდნენ და ეს დღე მათ ტანჯვას დაასრულებდა. ერთადერთი რასაც დამალავდა და არ მოყვებოდა ანა არასოდეს ეს იყო გიორგი შესახებ ამბები. თავადაც უკვირდა რატომ ან როგორ შეძლო მისგან ასე შორს წასვლა, რამოდენიმე დღის წინ ხომ მის გამო სიკვდილს აპირებდა. მიხვდა რომ გიორგი სულაც არ უყვარდა ისე როგორც ეგონა არა უყვარდა მაგრამ ადამიანურათ, საოცარი მადლიერების გრძნობაც ქონდა მის მიმართ. ასევე სიბრალულს გრძნობდა, მას ხომ არავინ ყავდა. გიორგი ხომ ასეთი უსუსური და სუსტი იყო.ანამ მას მაინც გაუკეთა რაღაც რასაც ზუსტად იცოდა, რომ გიორგი ვერასდოეს გაბედავა, ამიტომ მიდოდა ძალიან მშვიდად. თავს ბედნიერად გრძნობდა , რომ გიორგის დახმარება შეძლო. საოცარ სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა.
*****
დასასრულის შემდეგ.
საშინელი დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა გიორგის თავს საშინლად გრძნობდა, მან დიდი აღიარება მოიპოვა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მოსაწყენი იყო მისთვის, ხვდებოდა, რომ ანა იყო მისი ერთადერთი სიყვარული ერთადერთი ადამიანი რომელმაც სწორად ჩაწვდომა მოახერხა მის შინაგან სამყაროში და ბოლოს გამოფენით დააგვირგვინა კიდეც. ანა იყო ყველაზე ძლერი ქალი ვისაც გიორგი შეხვდეროდა და ალბათ ვერასოდეს შეძლებდა ეპატიებინა საკუთარი თვისთვის მის დაკარგვა, ერთადერთი რაც იმედს აძლევდა იყო ფიქრი იმაზე რომ კარგად იყო და თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ ეს თითქმის აფსურდი იყო იმ მდგომარეობის გათვალისწინებით რაშიც დატოვა. გიორგი ფიქრობდა და აცნობიერებდა, რომ თითქმის არაფერი იცოდა ანაზე, მიუხედავადა იმისა, რომ თავად ბოლომდე ენდო და ყველა საიდუმლო გაუმხილა, თავად არაფერი არ იცოდა ანაზე. ეს ახალგაზრდა გოგონა,დარჩებოდა მისი ცხოვრების დიდი ამოუხსნელ სიყვარულად. ყველაფრის მიუხედავად მადლობელი იყო, რომ ცხოვრების გზაზე შეხვდა ანას, რადგან ეს მი ცხოვრებაში იყოპ გარდამტეხი ეტაპი. ანა მისთვის იქნებოდა სიძლიერის, სიყვარულის და მეგობრის მაგალითი.



№1 სტუმარი ია

საინტერესო ისტორიაა

 


№2 სტუმარი eto

gagrdzeleba mouxdebida iqneb gaagrdzelo?! dzalian momewona <3 saocari weris stili gaqvs da mati momavali saintereso iqneba :*

 


№3  offline წევრი kaatoo

eto
gagrdzeleba mouxdebida iqneb gaagrdzelo?! dzalian momewona <3 saocari weris stili gaqvs da mati momavali saintereso iqneba :*

Albad gavagrdzeleb, ogond mogvianebit. Madloba ))

 


№4 სტუმარი Me

Bravooooo

 


№5  offline წევრი kaatoo

Lollipop :))
ანას ადგილას რო ვიყო გიორგი შემძულდებოდა . როგორ შეიძლება ადამიანმა შვილს უთხრა ან მე ამირჩიე ან შენი სიყვარულიო . დებილივით მოიქცა გიორგი . ვერ ვიტან მშობლებზე დამოკიდრბულ ბიჭებს . და ვერც ასეთ მშობლებს. იმის მაგივრად რო მშობლების თვის ეთქვა ნუ ატრ:აკებთო გოგო მიატოვა და იცოდა რო თავს რაღაცას დაუშავებდა, მაგრამ იმ დონემდე ეკიდა რო მაინც მიაგდო. მერე გაახსენდა,როცა მობეზრდა ყველაფერი . საყვარელი ადამიანი გასართობად კი არაა. ანა უკეთესს იმსახურებს და ვსო)))

Dzalian mixaria rom sworad gaige. Samwuxarod esti mshoblrbi yavda giorgis.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent