შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია. (1)


20-01-2017, 21:33
ავტორი DevilGirl
ნანახია 3 419

ბრაზისგან ადგილს ვეღარ ვპოულობ...ოთახში ბოლთას ვცემ. ცრემლები მისველებენ სახეს და მინდა ამ წუთას მოკვდეს ყველა ვის გამოც ასეთ დღეში ვარ. მაგარი არჩევანი მაქვს ძალიან...მიდი და გაარკვიე ვის გაყვები ცოლად: ახალგაზრდა, სიმპათიურ, საოცრად სიმპათიურ, არაამქვეყნიურად სიმპათიურ , ცნობილ და მდიდარ ბიჭს რომელსაც ასევე არ უნდა შენი ცოლად მოყვანა თუ?! თუ ბიჭს რომელიც გიყვარდა....ერთ დროს ძალიან გიყვარდა თუმცა არჩევანი არ დაგიტოვა და ისეთი რამ გააკეთა რომელმაც ყველაფერი შეცვალა, რაღაც რამაც ზიზღი აღგიძრა მის მიმართ. რას იზამ ? ხო, ეს ჩემ თავთან ლაპარაკი მაგრად გამომდის რა!!!! რატომ არ მაქვს უფლება გავაკეთო არჩევანი?! იქნებ არ მინდა გავყვე საერთოდ ვინმეს ცოლად? იქნება საერთოდ არავინ მჭირდება! აუ, რომ გავიპარო? მიპოვნიან? ნუ ეხლა ის ბიჭი თუ მასეთი მდიდარია მიყრი-მოყრის ყველგან დაცვებს და აპოვნინებენ ჩემ თავს და მე ეგ არ მაწყობს რამე უარესი პრობლემები არ შემექმნას მერე რაა! ჯანდაბას! გავყვები ცოლად ახალგაზრდა ბიჭს! ხო ნუ სხვა გზა მაქვს? ! არა არ მაქვს ჩემო კარგო! ჩვენი ურთიერთობა იქნება ისეთი როგორიც სხვა ცოლ-ქმრებს აქვთ ხოლმე ... ვერაფერს დამიწუნებს ის ვაჟბატონი და ცოლ-ქმრულ მოვალეობებზე კიდევ არ მაქვს მე პრობლემა! თან რამდენი წელი უნდა იყოთ ერთადო? 6-იო ხო?! აუ მთელი 6 წელი...-ისევ მისველებდა ფიქრები თვალებს და უკვე ჩასისხლიანებული მქონდა. იმდენად ჩასისხლიანებული, რომ ცრემლების ნაცვლად უკვე სისხლი მომდიოდა. არვიცი...როდის აირია ყველაფერი ასე?რატომ აირია? რა დავაშავე? რამე ცუდი გამიკეთებია? რაც კი ოდესმე გამიკეთებია ყველაფერი უკან მიბრუნდება, მაგრამ რა გავაკეთე ცუდი? არასდროს არაფერი მინანია ერთადერთის გარდა და ისიც იმ ბიჭთან ურთიერთობა იყო რომელიც ზემოთ ვახსენე ჩემი ყოფილია თქო. მახსოვს მასთან დაშორების დღეს ორი ადამიანი დავკარგე რომლებიც მაშინ ჰაერივით მჭირდებოდნენ . ჩემი ყოფილი და საუკეთესო დაქალი ერთად გაქრნენ. აი ასე გაქრნენ, აორთქლდნენ. ნდობა დავკარგე ახლა კი არავინ მყავს ვისაც ჩამოვადებ თავს და მოვუყვები ყველაფერს რაც გულს მიღრღნის...იქნებ ის ბიჭი ვიზეც ვთხოვდები მასეთი აღმოჩნდეს? იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც? არვიცი...მე...მე უბრალოდ უკვე ვეღარავის ვენდობი..მეშინია გულის ტკენის. ხო, შეიძლება ეგოისტი ვარ , მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ეგოისტი სანამ ამ ასაკამდე მოვაღწევდი და გადავხედავდი ჩემს განვლილ დროს...ყველაფერი როგორ კარგად დაიწყო და რა დონემდე მივაღწიე...-მწარედ მეცინება აქ.-რა იქნებოდა ყოფილს და დაქალს ცუდი არაფერი გაეკეთებინათ და როგორც სხვები ისინიც უბრალოდ დამეგობრებულიყვნენ? არაა! მაინც ინება ნიტამ და წამართვა ადამიანი რომელიც ყველას მერჩივნა და ადამიანი რომლის გამოც ოჯახს დავუპირისპირდი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. ადამიანები მიდიან და ბრუნდებიან, ჰო, ბრუნდებიან , ოღონდ ძალიან გვიან. როდესაც დაბრუნდნენ მე არცერთს არ ვაპატიე ჩადენილი. ალბათ განმსჯით, როგორ თუ არ აპატია , ღმერთმა თუ ჯვარცმა აპატია შენ რა სისულელეს ვერ პატიობო? ხო, ადვილია განმსაჯოთ მანამდე სანამ ისტორიას გაიგებთ. უმეტესობა ისტორიის გაგების შემდეგაც განმსჯის , მაგრამ ადვილია განსაჯო როგორც ვთქვი, მაგრამ არ არის მარტივი მის ადგილას იყო...აი ასე ვიყავი მეც სულ იმას ვიმეორებდი ყველას ყველაფერი აპატიეთ თქო და ერთ დღეც ცა ჩამომენგრა თავზე და იმის შემდეგ ის დაწყევლილი სიტყვები აღარ მიხსენებია. ჩემი ყოფილი სიყვარული და მეორე, ყოფილი დაქალი არიან ადამიანები რომლებმაც ჩემი სისუსტე გამოავლინეს. ხო, აი ასე ადგნენ და ყველაფერი დაიკიდეს იმის ჩათვლით , რომ მე ისინი მიყვარდა და რამე მაინც უნდა აეხსნათ ჩემთვის. ალბათ ვერასდროს ვაპატიებ მათ ამას...მაგრამ რა გავაკეთო აი ასეთი ვარ მე. ხოდა როდესაც მშობლებმა მითხრეს უნდა გათხოვდე და ან შენი ყოფილი აირჩიე ან ის ახლაგაზრდა სიმპათიურიო მეც ყველაფერი ამერია თუმცა რა გასაკვირია ის სიმპათიური ავირჩიე რომლის სახელიც კი არ ვიცი. ხვალ არის ქორწილი. ალბათ გიკვირთ თუ ახალი გაგებული აქვს ეს ამბავი რანაირად უნდა მოასწროს ხვალამდე კაბის შეკვეთა და მთელი ამბებიო. ხო, რაც შეეხება ამას ჩემებმა ეგეც მოაგვარეს თურმე 4 კვირით ადრე მე კი არაფერს მეუბნებოდნენ ყოჩაღ მაგათ! მაგრები არიან ძალიან! თავი კიდევ უფრო შემაყვარეს , რომ იძულებით ქორწილში კაბაც კი არ ამარჩევინეს ჩემით. აუ ყველა როგორ მეზიზღებაა.
არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ თავს...ყოველთვის სხვებზე ვფიქრობდი და აი ღმერთის სამაგიეროც ამისთვის! მადლობააა! დიდი , დიდი მადლობა! ყველაზე მეტად მრწამს მისი...მაგრამ ხანდახან თავს ვერ ვაკონტროლებ და უნებურად რამოდენიმე სიტყვას ისეთს წამოვიძახებ რითაც შეიძლება ვაწყენინო მას თუმცა მეც ბევრი მაწყენინეს. დავწექი და ძილი ვცადე მაინც ხვალ ქორწილი მქონდა და იმის მიუხედავად , რომ არ ვიცნობდი ქმარს მაინც ვნერვიულობდი. მთელი ცხოვრება კარგ მომავალს ვგეგმავდი და აი ესეც შენი მაგარი მომავალი, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით ხომ არ ხდება არა?! ხო მე ერთადერთი დაქალი მყავს ვისაც მართლა ვანდობ სიცოცხლეს რადგან ყველასგან განსხვავდება ჩემი მარიამო! მარიამი არის გოგო რომელსაც მართლა ყველანაირად ვენდობი და ერთადერთია იმ ბო*ი ელენეს მერე ვინც მოახერხა ჩემი ნდობის სრულიად მოპოვება და ვიცი , რომ იმედებს არასდროს გამიცრუებს.
დილით ვიღვიძებ და მარიამი მხვდება საწოლთან გაღიმებული:
-რას იღრიჭები?
-თხოვდები სიხარულოოო-წამოხტა ჩემი გიჟი მარიამო.
-აუ შენ თხოვდები თუ მეე? რა უბედურებაა რა გიხარია ნეტავი!-თავი არ ამომიყვია ბალიშიდან ისე ველაპარაკებოდი.
-შემახედე შენი ულამაზესი თვალებისთვის შავგრემანო პრინცესავ! თან მოვა მალე შენი პრინციც.-აკისკისდა ვირი!
-თხაჯანა ხარ მარიამოოო!-გავყვირე და თავი წამოვყავი და მარიამის შეშინებულ თვალებს მოვკარი თვალი.
-რა იყო ვკვდები და მიმალავ მარიამ?!
-თვალები რას გიგავს! დედა ჩემი სიკვდილი!-ლოყებზე ხელი იტკიცა და გაექანა ეგრევე იქით საითაც მაკიაჟი მედო.
-აუუუ!-გავბრაზდი ახლა უკვე მე.
-რა გაწუწუნებს ერთი! ადექი დროზე ჩაიცვი კაბა!
-ხო კაი, კაი .-ბუზღუნით შევედი სააბაზანოში, გამოვედი გავემზადე ჩავიცვი თეთრი ულამაზესი , მოშვებული კაბა აი ფარფატა, რომ არ არის ისეთი მეზიზღება ფარფატა და ფურფუშელა კაბები! ხოდა სარკისკენ მივდიოდი და ისეთი ლამაზი ვიყავი კინაღამ პირი ღია დამრჩა. გარეგნობას აღგიწერთ, რომ დაახლოებით წარმომიდგინოთ:შავგრემანი ოღონდ აი მართლა შავგრემანი რასაც ქვია შავგრემანი ძალიან შავი თმა მაქვს ნავთივით შავი!, დიდი ძალიან, ძალიან ლამაზი ცისფერი თვალები, დიდი ლამაზი ტუჩები, მაღალი, ულამაზესი ტანით რასაც ჩემი სიგამხდრე ხელს უწყობს და ეს კაბა კიდევ მაკვდება ზედ! აუ რა ლამაზი ვაარ! ყველანაირი ბრაზი დამავიწყდა და სარკეში მომტირალი დედაჩემი დავინახე:
ასეთია ჩვენი პატარძალი ოღონდ კაბის გარეშე.
-აუ მაკა რა გატირებს?
-თხოვდები დედიკო!
-ყველას რატომ გიხარიათ ჩემი გათხოვება ჩემს გარდა?-დავიწყე ჩვეული წუწუნი.
-არა რაა, ესეთი ლამაზი და ესეთი უჟმური არვიცი მე მაკუ! რანაირი გოგო გვყავს!-მარიამო.
-მარიამო გაჩერდი!
სიგნალიც გაისმა , ოჰ მომაკითხა თეთრ რაშზე ამხედრებულმა პრინცმაო?!
-ფატა!!!!!!!!-დაიღრიალა მარიამომ სახლიდან გასვლისას და იმხელაზე შევხტი კინაღამ ამოვფრინდი ამ კაბიდან.
-იდიოტო! გული გამიხეთქე.
მანქანისკენ წავედი და შევათვალიერე ყველა...ოჰ სულ კარგი ბიჭები, რომ არიან არაა?? საქმროს ძმაკაცები ნახე შენ! მაგრამ ნეტა საქმრო რომელია? ერთი ბიჭი განსაკუთრებით მომეწონა:მაღალი, შავგრემანი, თითქოს სერიოზული გამომეტყველებით, მაგრამ ეტყობა როგორი საყვარელიცაა.
-აბა, საქმრო რომელი ხართ?-დაინტერესდა მარიამო და ბიჭებიც გამხიარულდნენ.
-მე ვაარ! ის ბიჭი იძახდა მე, რომ ასე შევათვალიერე.
ხელი გამომიწოდა:
-ალექსანდრე.
-მარიამიიი.-ხელი ჩემს მაგივრად ჩამოართვა მარიამომ.
-რატომ ხარ ჩემი მეჯვარე მაინცდამაინც შენ!-კბილი გავკარი მარიამოს.
-უი მართლაა? ჩამოგვეყვანა მაშინ ნიტა იმაზე ხომ გიჟდები.-ნიტას ხსენებაზე გამომეტყველება შემეცვალა და მარიამიც მიხვდა , რომ არ უნდა ეხსენებინა , მაგრამ უნებურად წამოცდა...ნიტა ის ჩემი ყოფილი დაქალია ბიჭი , რომ ამახია. ნიტაზე ლაპარაკს ყველას ვუკრძალავ ჩემთან. ყველამ შეამჩნია როგორ წამიხდა ხასიათი ამ სახელის გაგონებისას და ეგრევე სხვა თემაზე დაიწყეს ლაპარაკი:
-შენს სახელს არ გვეტყვი?-იკითხა ერთმა სიმპათიურმა.-ნუ პრინციპში ყველა სიმპათიური იყო!!!!!!
-ჯერ თქვენ გამეცანით.
-რა გქვია მასეთი , რომ მალავ? ჯუნა?-გადაიხარხარა .
-შენც რამე მასეთი გერქმევა ალბათ რადგან სახელს არ მეუბნები. მხრები ავიჩეჩე და ისევ ფანჯრისკენ მივაბრუნე თავი.
-ეეე კაი რაა, ჩემი ცოლის სახელი არ უნდა ვიცოდე?
-ნინი.-თავის შემოუბრუნებლად ვუთხარი.
-ამ სახელს მალავდი?-გაუკვირდა იმას წეღან , რომ ცდილობდა ჩემს ნერვებზე თამაშს.
-არ მითქვამს ვმალავდი თქო.-მხრები ავიჩეჩე და მანქანიდან გადმოვედი რადგან უკვე ადგილზე ვიყავით.
-ისე...მსახიობობა არ გამომდის.-ვუთხარი ალექსანდრეს როდესაც ხელკავი გავუყარე.
-ნინი ხო?
-ალექსანდრე ხო?
-სანდრო. ხო, რაც შეეხება მსახიობობას, არ ინერვიულო, არც მე გამომდის დიდად.
-ნეტავ ვის იმედზე ვართ.-ჩავიბურტყუნე უფრო ჩემთვის ვიდრე სანდროსთვის და გზა განვაგრძე.

აბა ბავშვებო მგონი 1 თავისთვის საქმის კურსში ხართ. ჩემმა ნინიმ ბევრი გადაიტანა და ეხლა ვფიქრობ მომავალის მოწყობაზე. ხოდა შევეცდები სხვა ასეთი ბანალური შინაარსის ისტორიებისგან მაინც ორიგინალური შევქმნა. ანუ რის თქმას ვცდილობ , სანდრო არის ძალიან რომანტკიული და ნინის მაგრად გაუმართლა . დიდი იქნება სავარაუდოდ ეს მოთხრობა და ყოველდღე დავდებ ხოლმე აუცილებლად. უპასუხისმგებლო არვარ დარწმუნებული ვარ იცით ვისაც გაქვთ ჩემი მოთხრობები წაკითხული თუ ვიტყვი, რომ ყოველდღე დავდებ მაშინ მართლა ყოველდღე დავდებ და ისიც თვეში ერთხელ შეიძება 1 დღით დავაგვიანო. მიყვარხართ ყველა ჩემო კარგებო. აბა ველოდები კრიტიკებს და შეფასებებს.



№1  offline აქტიური მკითხველი neneusi

ბავშვებო აი ესეთია ნინი თქო, რომ მიწერია იქ ფოტო მქონდა ჩასმული და არ ჩამისვეს! ამიტომ შეცდომად გამოდის და ბოდიში რაა არ ვიცოდი თორემ რედაქტირებას გავუკეთებდი 3ჯერ :D

 


№2 სტუმარი Shore shore

ukve momcons ineresit veli shemdegbtavs

 


№3  offline აქტიური მკითხველი neneusi

Shore shore
ukve momcons ineresit veli shemdegbtavs

მადლობა<3

 


№4  offline წევრი isterichka123

of qors magaria gagrdzele

 


№5 სტუმარი kusa13

cota mshralia mara mainc dzan momewona yochag ❤❤

 


№6  offline წევრი ღიმილაკი❤

ძალიან კარგია ❤ ყოჩაღ მაგარიგოგოხარ ^^^

 


№7 სტუმარი A

ძალიან დამაინტერესა იმ ფაქტმა რომ ქორწილამდე ერთმანეთის სახელიც არ იცოდნენ.... საკმაოდ მხიარული სიტვაცია იყო... ველოდები შემდეგს...

 


№8  offline წევრი DevilGirl

isterichka123
of qors magaria gagrdzele

მადლობა ჩემო საყვარელო! <3

kusa13
cota mshralia mara mainc dzan momewona yochag ❤❤

მალევე შევიჭრები როლებში და სიმშრალეს ვეღარსად ნახავ გპირდები! მადლობა ჩემო საყვარელო <3

ღიმილაკი❤
ძალიან კარგია ❤ ყოჩაღ მაგარიგოგოხარ ^^^

დიდი მადლობა ჩემო ღიმილაკო! <3

A
ძალიან დამაინტერესა იმ ფაქტმა რომ ქორწილამდე ერთმანეთის სახელიც არ იცოდნენ.... საკმაოდ მხიარული სიტვაცია იყო... ველოდები შემდეგს...

ხო გადავწყვიტე ბევრი რამ იყოს ამ მოთხრობაში განსხვავებული ამიტომ მხიარულ გარემოში წერა დავიწყე... <3 მადლობა <3

 


№9  offline წევრი Everything

ეხლა დავიწყეე კითხვაა ჩემო ჰოფელეეს !! კარგ აღაცას ველიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent