შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ გხედავ, გგრძნობ! (ნაწილი 2)


20-01-2017, 22:21
ავტორი chica sol
ნანახია 4 839

8
ისევ მძღოლის გვერდით სავარძელზე მსვამს და გვერდზე უხმოდ მიჯდება. სავარძელს ძალა გამოცლილი ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ, სახის დალაგებას და აბობოქრებული სულის წყნარებას ვცდილობ. დაძაბულობისგან ლამის გული წამივიდეს. ყველა კუნთი და ძვალი მტკივდება. ნიკაპი და ფეხები საგრძნობლად მიკანკალებს, ვცდილობ ფეხების კანკალი როგორღაც შევიკავო, ტერფებს მტელი ძალით ვაჭერ დაბლა და ზედ ხელებს ვილაგებ.
მანქანაში დაძაბული ატმოსფეროა, დუმილი უარესს შვება, რეზის დაძაბულობას მთელი სხეულით ვგრძნობ. ასე მგონია მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო და მის მრისხანებას შევეხები.
-ანნა... -მისი ტონი ისეთი გაურკვეველია, გული შიშით მევსება. თითქოს არც ის სითბო იგრძნობა, რასაც აქამდე ვგრძნობდი, არც ის სინაზე, რომლითაც აქამდე მეპყრობოდა...
-სახლში წამიყვანე, რა. - ჩემდაგასაკვირად უემოციოდ ვამბობ და თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. ფიქრი მჭირდება, ფიქრი და დაცლა, ამ ყველაფრისგან განთავისუფლება. ვიცი, ერთადერთი რაც შვებას მომგვრის და შემდეგ ფიქრის საშუალებას მომცემს ცრემლებია, მაგრამ აქ არ შემიძლია, რეზის თვალწინ არა...
უხმოდ ძრავს მანქანას. საოცარია, მაგრამ წამითაც კი აღარ მაშინებს მანქანის წინა სავარძელზე ჯდომა. ნეტავ იმიტომ, რომ რეზიმ შეძლო და ეს დაბრკოლება გადამალახინა, თუ იმიტომ, რომ ახლა უარესის გადალახვა მიწევს?
დაღლილობა მერევა, დაძაბულობისგან კისერი მტკივდება. ემოციებმა მომქანცა. მარცხენა ხელის თითებს კისერზე ვიჭდობ და ხერხემლის პირველ სამ მალაზე ვისვამ. თითქოს ოდნავ მეშვება. თვალებს ვხუჭავ და თავს უკან ქშენით ვწევ.
-ანნა!-რეზის რბილი ხმა იძულებულს მხდის მანქანის სალონს დავუბრუნდე. უცებ ვიაზრებ რომ მანქანა აღარ მოძრაობს. გავჩერებულვართ. -გესმოდა, ვიცი! -ვერ ვხვდები მის ემოციებს ამ სიტყვის წარმოთქმის დროს, თოთქოს მის გონებაშიც ისეთ ქაოსს დაესადგურებინოს, როგორსაც ჩემს გონებაში დაუდევს ბინა.
-გოგაზე არ უნდა გაბრაზდე, შენთვის კარგი უნდა! -ვცდილობ ხმაში და სახეზე არანაირი ემოცია არ გამომესახოს.
-ანნა! -ახლა აშკარად ვიჭერ მის ხმაში შეშფოთებას. გული მწყდება, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია ამაზე ლაპარაკი.
-რეზი, გთხოვ, დავიღალე და სახლში მინდა წასვლა!- უნდა დავფიქრდე. ზუსტად თავადაც არ ვიცი რაზე, მაგრამ უნდა ვიფიქრო და ამისთვის ჩემი ოთახი მჭირდება.
ისევ უხმოდ ძრავს მანქანას და ასე უხმოდ ვმგზავრობთ ჩემს ჭიშკრამდე.
-მოვედით!- ისევ რეზის ხმა მირღვევს გულის ამრევ მყუდროებას. მინდა მანქანიდან გადავხტე და ამ დაძაბულობას გავექცე, მაგრამ მეშინია სიმარტოვის, მეშინია, რომ ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება რეზისთან დამაშირებს. თუმცა აქ გაჩერებაც აღარ შემიძლია...
-უნდა შევიდე... -ნაჩქარევად ვამბობ და კარის გასაღებად ხელებს ვაფათურებ. ტუჩებს გამწარებული ვაჭერ ერთმანეთს და სუნთქვას ვიკავებ, რომ ამ ოხერმა ცრემლებმა ჩემი სისუსტე არ გაამჟღავნონ. ყელი მეწვის. ვგრძნობ, ვიხრჩობი...
-ანნა!- უეცრად ჩემსკენ გადმოხრილი რეზი ხელებს მიკავებს და მისკენ მაბრუნებს. არა, არ შემიძლია! მინდა ხელები გავაშვებინო, მაგრამ არ გამომდის. მაჯებზე თითქოს ბორკიდებად მედება მისი თითები და მისკენ მეწევა, ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა ხელის გულზე ორ-ორჯერ მკოცნის.
გული მიჯდება, ჩემს ყელში საბოლოოდ ბატონდება სასტიკი ბურთი და ცრემლებიც კისერს მიგრეხს. რეზი თითები უდუნდება, მე კი ხელებს ლოყებზე ვაჭდობ და ოდნავ გაუპარსავ სახეზე ცერა თითით ვეფერები. როგორ არ მინდა მოვწყდე ამ ყველაფერს... თითებზე მისი მოზრდილი თმა მეთამაშება. ისევ მიტივტივდება თავში გოგას ირონიით გაჟღენთილი სიტყვები „დავიფიცებ, შენი თმა უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე ის გოგო.“ და მაშინვე სახე მევცლება.
არ შემიძლია...
-უნდა წავიდე!- ვამბობ მტკიცე ხმით, სახიდან ხელს ვაშორებ და მარცხენა ხელზე ჩაჭიდებულ მის თითებს ვიშორებ. ვბრუნდები და მანქანიდან უხმოდ გადმოვდივარ. არ შემიძლია, ახლა სიტყვის თქმაც კი არ შემიძლია. ისე გავდივარ მანქანიდან ჭიშკრამდე გზას წამითაც არ ვჩერდები.
სახლში შესვლისთანავე სამზარეულოდან ლულუს ხმა მესმის.
-ანა, სამზარეულოში ვარ. მოდი ვივახშმოთ,
-არ მშია დედა! დასაძინებლად მივდივარ.-უკვე კიბის საფეხურებიდან ვუბრუნებ პასუხს.
-შენ გელოდებოდი, მოდი!- ისევ მესმის დედას ხმა.
-არ მშია-მეთქი, ლულუ! -ტონს ვუწევ და მოაჯირს ჩაბღაუჭებული შეძლებისდაგვარად სწრაფად მივიწევ ზემოთ.
-რა გჭირს?რა ხდება? -შეშფოთებული ხმით უკან მომყვება დედაც. ჯანდაბა!
-არაფერი. შემეშვი რა, გთხოვ!-ვყვირი.
საძინებლამდეც ვერ ვაღწევ, კართან მისულს უკვე სველი მაქვს სახე. რა მწარეა სიმართლე და რა სასტიკია ცხოვრება, რა უსამართლოა. ოთახში შესული მაშინვე აბანოში გავრბივარ, მხოლოდ ფეხსაცმელს ვიხდი და ცივი წყლის ქვეშ ვდგები. ასე მგონია აგიზგიზებულ ცეცხლს დაასხეს წყალი, ნელ-ნელა ვცხრები, ვწყნარდები, ვდუნდები და ახლაღა ვამჩნევ რომ წყალი საშინლად ცივია. წყალს ვაზავებ და ნელ-ნელა სველი ტანსაცმლისგან ვთავისუფლდები, რომელიც სხეულზე მთელი ძალით მომწებებია.
შედარებით დაწყნარებული გამოვდივარ აბაზანიდან. თმას პირსახოცით ვიმშრალებ და საწოლზე გულაღმა ვეხეთქები. ახლა რა უნდა ვქნა? რა უნდა ვქნათ? თუმცა, ყველაფერი ხომ ცხადია? ასე ვერ გაგრძელდება. არ ვიცი, რა არის ეს, მაგრამ უნდა დამთავრდეს!
კარზე ფრთხილი კაკუნი მესმის და კარი იღება. ხელის გულებით თვალებს ნაჩქარევად ვიწმენდ და თავს კარისგან საპირისპირო მიმართულებით ვაბრუნებ. ახლა ლულუს დაკითხვის თავი არ მაქვს.
-რომ შემოვიდე, რამე დაშავდება?- ლელას ხმა მესმის, საწოლიზე ნაჩქარევად ვჯდები და თავს უარის ნიშნად ვაქნევ.
კარს უხმოდ ხურავს, ჩემთან მოდის და გვერდით მიჯდება.
-ახლა ირაკლისთან ერთად არ უნდა იყო?-სრუტუნით ვეკითხები და თავს მხარზე ვადებ. ღმერთო როგორ მჭირდებოდა ახლა მისი გვერდით ყოფნა...
-არა, ახლა შენთან უნდა ვიყო.- უარის ნიშნად თავს აქნევს.- ლულუმ დამირეკა...
-ჰო, რა თქმა უნდა!- სევდიანად მეღიმება და თავს დანაშაულის შეგრძნება მატყდება.
-ნერვიულობს!- ღრმა სუნთქვას აყოლებს ლელა და თმაზე ხელს მისვამს.
-ვიცი, ხვალ ბოდიშს მოვუხდი.
-დავრჩები რა დღეს შენთან.- თხოვნით მიწელავს სიტყვებს და მეც მეცინება.
-დარჩი!
-ამაღამ გათენება მოგვიწევს...- საწოლიდან დგება და სააბაზანოსკენ მიდის. -გამოვალ და ყველაფერი მომიყევი!-ბრძანება გასცემს და ოთახში მარტო მტოვებს.


_______________

საწოლის საზურგეს მიყრდნობილი ვუყვები დღევანდელი საღამოს ამბებს ლელას და ვცდილობ ხმა არ ამიკანკალდეს.
-დაარტყა?- გაოცებული მეკითხება ლელა.
-არ ვიცი, მგონი კი.-მხრებს დაუდევრად ვიჩეჩ და შუბლზე ხელს ვიტარებ.
- ძალიან კარგი. ახლა?
-არ ვიცი!
-რას ჰქვია, არ იცი? -ტონს უწევს ლელა.
-ჰო, არ ვიცი რა ვქნა.
-მოგწონს რეზი, ხომ ასეა?-თავს უხმოდ ვუქნევ.- ხოდა, ვფიქრობ რეზისაც მოსწონხარ, შენ კი დგახარ და ვიღაც ნაბი*ვრის სიტყვებზე ნერვიულობ.
-ლელა, ვერ ხვდები? ასე არ შემიძლია, გესმის? მე მის ცხოვრებას ვამახინჯებ. რამეც რომ მოხდეს მომავალში. რომც შევუყვარდე, მე მისი ტვირთი ვიქნები და არა მეორე ნახევარი. მთელი ცხოვრება ზურგით სათრევი ვეყოლები. არ მინდა ასე უთითებდნენ ჩემზე, არ მინდა რეზი შეეცოდოს ვინმეს, მის გვერდით რომ დამინახავენ...
-ანა!
-რა, ანა? ასე არაა? რამდენი პროცენტი არსებობს იმის რომ მართლა დავინახავ? წესით ახლაც უნდა ვხედავდე, მაგრამ ვერ ვხედავ. არ მინდა ცხოვრება გავურთულო, ამიტომ ყველაფერი მორჩება, ასე სჯობს!
-ნეტავ ამ სიტყვებით ჩემს მოტყუებას ცდილობ თუ საკუთარი თავის?- გაბრაზებული მიღრენს ლელა.
-მთავარია რეზი მოტყუვდეს. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.- საწოლში ვძვრები იმის ნიშნად რომ თემა დახურულია. მერე რა, რომ ლელა არ მეთანხმება?ასეა საჭირო და ასე უნდა მოვიქცე. ვერ ვიქნები ეგოისტი, სჯობს მალე დასრულდეს ყველაფერი.
ლელაც საწოლში ძვრება და გაბრაზებული ჩემგან ზურგით წვება. არა უშავს, გაუვლის, ახლა მის შემორიგებაზე ფიქრი არ შემიძლია, ჩემი გადაწყვეტილების გამო გული ისე მტკივა, ლამის გამისკდეს. ცხვირით ნელა და ღრმად ვსუნთქავ, რომ ემოციებს არ ავყვე და ბოღმის ბურთი, რომელიც ყელში მაქვს გაჩხერილი, ცრემლებად არ ვაქციო.
ტელეფონის ზარი იძულებულს მხდის თვალები გავახილო. ლელაც იწევა საწოლიდან, ტუმბოსკენ იხრება და ჩემს ტელეფონს იღებს.
-რეზია. -შეთქმულივით ჩერჩულებს.
-გაუთიშე! -ცივად ვამბობ.
-რა?
-გაუთიშე, ლელა, გთხოვ და საერთოდ გათიშე ტელეფონი!- სხეული და ხმა ერთნაირად მიცახცახებს.
ლელა ტელეფონს თიშავს და ისევ ტუმბოზე აბრუნებს, მე კი ტირილი მივარდება და მთელ დარდს ცრემლებს ვაყოლებ. საწოლში შემძვრალი ვიკუნტები და ვცდილობ აუტანელი ფიქრები დავბლოკო.
ძლიერი უნდა ვიყო, თავი უნდა მოვთოკო!


მთელი ორი დღე რჩება ლელა ჩემთან. ლულუც უფრო მშვიდდება და სამსახურშიც აუღელვებლად აგრძელებს სიარულს. ტელეფონი გათიშული მაქვს, მაგრამ რამდენჯერაც ჩავრთე რეზის აუარებელი ზარები და შეტყობინებები მხვდება. ლელა ჩემი თხოვნით წაკითხვის გარეშე შლის მესიჯებს და ტელეფონს ისევ ვთიშავ. ყურადღებას არ ვადუნებ. მალ-მალე ვამოწმებ, რომ სახლის კარი მუდმივად ჩაკეტილი იყოს, არ მინდა რეზი მოულოდნელად თავს წამომადგეს. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. ვიცი რომ უნდა დაველაპარაკო და ისე დავასრულო ეს ყველაფერი. ამის ძალას ვეძებ ამ ორი დღის განმავლბაში, მაგრამ გამბედაობას ვერ ვიკრებ. არ მემეტება გასაშვებად...
მესამე დღეს, დილით ტელეფონს ვრთავ და ცოტა ხანს ველოდები რომ რეზის შეტყობინებები ბოლომდე შემოვიდეს. მერე კი მის ნომერს ვკრეფ და ზარის გასვლას ველოდები.
-ანნა?-მონატრებული ხმა სწვდება ჩემს სმენას, თვალებს ვხუჭავ და მეღიმება, სიმწრით მეღიმება.
-რეზი!- რამდენიმე წამი არც ერთი ხმას არ ვიღებთ. სიჩუმეს გონს მოვყავარ, ხმას ჩახველებით ვიწმენდ.- შენი ნახვა მინდა, გცალია?
-მოვიდე?-სიტყვის დამთავრებას ძლივს ვასწრენ, რომ კითხვა მესმის.
-არა!- ვცდილობ ხმაში სიმტკიცე გავურიო.- მე მოვალ... ბუკიას ბაღში შევხვდეთ.
-15 წუთში ვიქნები. - მესმის პასუხი რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ და ზარი წყდება.



9
უხმოდ ვზივარ ტაქსის უკანა სავარძელზე და ნერვიულობისგან თითებს ვიფშვნეტ. გული ისე მიცემს ლამის ამომიხტე საგულედან. წინასწარ მომზადებულ ტექსტს გონებაში ვატრიალებ და არანაირ საპირისპირო აზრს არ ვუშვებ ჩემამდე. გადავწყვიტე და მორჩა! ვიცი, ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება და მირჩევნია ეს ახლა მოხდეს. ლელა გვერდით მიზის და დროდადრო უკმაყოფილო ბუტბუტით მიკლებს, თუმცა არც მას ვაქცევ ყურადღებას.
-მოვედით!-მესმის ტაქსისტის ხმა და წელში ვიმართები. ლელა ანგარიშს ასწორებს და მანქანიდან გადასვლაში მეხმარება. ბაღში შევდივართ. ლელას ჩემთვის ხელკავი აქვს გაკეთებული და მიმართულებას მიჩვენებს.
-ოჰოო...- გაოცებას გამოხატავს ლელა.
-რა? რა მოხდა?-ვცბები, სხეული მეძაბება.
-არაფერი, ჩვენს პირდაპირ ზის, 5-6 ნაბიჯზე. მეუბნება ჩემსკენ დაგმოხრილი. -დავრჩე? -ჩუმად მეკითხება ლელა.
-კი, დამელოდე, გთხოვ. დიდხანს არ გავჩერდები. -თავს ვუქნევ, მისი ხელებიდან ვთავისუფლდები და რეზის მიმართულებით მივდივარ.
ანნა!- მეგებება, წინ გაბზეკილი ხელის მაჯაზე მკიდებს ხელს და მასთან ახლოს მწევს. მის შეხებაზე დენი მარტყამს, მაჯა მიხურდება, პულსი მიჩქარდება და სისხლი არანორმალური სისწრაფით იწყებს ძარღვებში მოძრაობას. სხეული ისევ მიცოცხლდება. რეზი მოულოდნელად მეხვევა, მეხვევა და ვგრძნობ, აქამდე ასხმული ფარხმალი, როგორ მიცვივა ხელიდან, დაწყობილი გეგმები მენგრევა და მოფიქრებული ტექსტი ტუჩებიდან და გონებიდან მიფრინდება.
ის კი მთელი ძალით მიკრავს გულში, მეც ინსტიქტურად მსუბუქად ვხვევ მკლავებს წელზე.
-რას აკეთებ, ანნა, რას აკეთებ!-მესმის მისი ბუტბუტი და ყელში მკოცნის.
ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ, სასოწარკვეთილებას ვგრძნობ. თავადაც ვერ ვაცნობიერებ ამდენი დღის ნაგროვებ-ნაკოწიწები გადაწყვეტილება როგორ იფანტება. არ მინდა მისი დაკარგვა, მინდა მისი მკლავები მუდამ მეხვეოდეს, მისი ტუჩები მეჩურჩულებოდეს, მკოცნიდეს... არ მინდა მისი გაშვება.
-ასე აღარ მოიქცე. ანნა, გესმის? -სხეულიდან მიშორებს, სახეზე ხელებს მავლებს და ვგრძნობ, როგორ მაშტერდება. -შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ. გაიგე ეს! -ჩუმად მეუბნება.
-რეზი...- არ ვიცი რა ვთქვა, როგორ მოვიქცე... ის სიმტკიცე და გამბედაობა რასაც უკანასკნელი სამი დღე ვაგროვებდი, გაქრა. დაზუთხული ტექსტიდან ერთი სიტყვაც აღარ მახსოვს და წინა დღეებთან შედარებით, ახლა აღარც სურვილი გამაჩნია რეზისგან შორს ვიყო. ეს არც მინდა და არც შემიძლია. - მაპატიე.-მხოლოდ ამას ვჩურჩულებ და ხელს მისი სახისკენ ვაპარებ.
ისევ ისეთია, ისევ ძველებურად მელამაზება. ცხვირსა და ტუჩემზე გაშლილ ხელისგულს ვატარებ, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის და მეღიმება. ღმერთო, რა იდიოტი ვარ. როგორ გავძელი სამი დღე ამ შეგრძნების გარეშე? მარცხენა ლოყაზე თითებს ვატარებ და მანამდე ვეხები თმაზე, სანამ რეზი მისი სახიდან ჩემი ხელის მოშორებას მოასწრებს.
-ეს რა არის? -გაკვირვებისგან ლამის თვალები გადმომცვივდეს.-თმას რა უქენი?-ჩემს ხელზე ჩაბღაუჭებულ მის ხელს ვიშორებ და თმაზე ვეხები, რომელსაც თითებით ძლივს ვგრძნობ, თმა ხიშტებივით აქვს, ოდნავ მჩხვლეტს.
-შევიჭერი, დიდი არაფერი.- უდარდელად მპასუხობს.
-შეიჭერი?- უაზროდ ვეკითხები და უცებ გოგას ნათქვამი სიტყვები მახსენდება და სიცილი მივარდება.- ღმერთო, რა სულელი ხარ...- ხმამაღლა ვკისკისებ და ვხვდები ისიც იღიმის.
უხმოდ მივყავარ და სკამზე მსვამს. მე კი ისევ სიცილს ვაგრძელებ, წარმოუდგენლად გადარეულია.
-გაიგე, ანნა. არავინ და არაფერი მაინტერესებს, როცა შენ არ ხარ ჩემს გვერდით.-ძალიან სერიოზული ხმით მეუბნება და მეც წამში ვსერიოზულდები. ნეტავ, თმის შეჭრით ვინმესთვის რამის დარწმუნებას ცდილობს? უნდა გოგას აჩვენოს რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ? თუ ამით მე მიმტკიცებს რაღაცას? იქნებ თავის თავს? თუმცა, არ მაინტერესებს, მთავარია მისთვის მნიშვნელოვანი ვარ, მთავარია მისთვის ცარიელი ადგილი არ ვარ.
ვგრძნობ, როგორ ეყრდნობა ძელსკამს, მეც უხმოდ ვეყრდნობი საზურგეს და თავს მხარზე ვადებ.
-მაპატიე. -ღრმა ამოსუნთქვას ვაყოლებ სიტყვას და ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობ, რამდენიმე წუთიანი დუმილის დროს, ლამის დამეძინოს.





________

მომდევნო ერთი თვე სრული საგიჟეთია ჩემს ირგვლივ. ირაკლიმ ლელას ხელი სთხოვა და ახლა ქორწილის სამზადისში ვართ. შეძლებისდაგვარად ვცდილობ მათ დახმარებას. ლელამ მთხოვა მისი ხელისმომკიდე ვიყო, მაგრამ ვარჩიე მიწვეული სტუმრის სტატუსით დავკმაყოფილდე, განრისხებულ ლელას კი იმით ვაშოშმინებ, რომ პირველი ბავშვის ნათლია აუცილებლად მე ვიქნები.
ქორწილის სამზადისი სიგიჟეში გადადის. ვცდილობ ლელას დავეხმარო ყველაფერში, კაბის შერჩევაში, ერთად ვარჩევთ მოსაწვევების დიზაინს , ტაძარს ჯვრისწერისთვის, რესტორანს, სალონს... რეზიც შეძლებისდაგვარად გვეხმარება, მაგრამ ისიც დაკავებულია, ამ ერთი თვის განმავლობაში სამჯერ მოუწია ქალაქიდან გასვლა.
ლელას ხელისმომკიდე თეკლა, ირაკლი და მისი ხელისმომკიდე ლევანი, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია და უკვე მეგობრადაც კი მივიჩნევ, ჩვენთან ერთად დარბიან ქორწილის სამზადისზე.
თვალის დახამხამებაში დგება ქორწილის დღე. სალონში, სავარძელში ვარ მოკალათებული და ძალიან ვნერვიულობ, გვერდით სავარძელზე ლელა ზის და მისი ცქმუტვით ვხვდები, რომ არც ისაა კარგ დღეში.
რეზი ისევ არაა ქალაქში. დამპირდა, რომ ქორწილში კავალერობას გამიწევს, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ ჩამოსულა, არც დაურეკავს. ნუთუ დაავიწყდა? არა, არ მჯერა!
მობილურს ხელში ნერვიულად ვატრიალებ და ცალი ყურით ლელას წუწუნს ვუსმენ, რომელიც მაკიაჟში საკუთარი შტრიხების შესატანად იბრძვის. მეცინება, აი რა პლიუსი აქვს სიბრმავეს, ვერ დავიწუნებ ვერც მაკიაჟს და ვერც ვარცხნილობას.
-იმ ვაჟბატონს არ დაურეკავს?-ისეთი ტონით მეკითხება ლელამ, ვხვდები რომ რეზის გულისხმობს. ასე მხოლოდ მას მოიხსენიებს.
-არა.-ვცდილობ ხმაში იმედგაცრუება არ შემემჩნეს. -ალბათ ვერ ასწრებს ჩამოსვლას. -მხრებს ვიჩეჩ და გულში პირჯვარს ვისახავ, რომ ასე არ მოხდეს.
-გეფიცები, ანა, ჩემს ქორწილში მარტო რომ დაგტოვოს, მოვკლავ!
-გეყოფა რა, გირჩევნია იმაზე იფიქრო, ირაკლიმ არ მიგატოვოს საკურთხეველთან, ბოლო წუთს არ მოეგოს გონს.- ვიცინი, მგონი თემის შეცვლა არც თუ ისე მხატვრულად გამომდის.
-ენამ არ გიყივლოს გოგო, გაჩუმდი!- იცინის ლელა და ხის ზედაპირზე სამჯერ დაკაკუნების ხმა მესმის.
-ოჰ, დააფრთხე ეშმაკები?- ენას ვუყოფ ლელას, მაგრამ დარწმუნეული არ ვარ მიყურებს თუ არა.
-ვეღარ ვიგებ მე ვარ ენამწარე მეგრელი თუ შენ?-უკმაყოფილოდ ბურტყუნებს ლელა.



სალონიდან გასულმა მანამდე ვიგრძენი რეზის იქ ყოფნა, სანამ ჩემთან ახლოს მოვიდოდა და ხელს ჩამკიდებდა.
-ასეთს პირველად გხედავ.- მეჩურჩუბება და ყბის ძვალზე ორ წამიანი ინტერვალით ორჯერ მკოცნის. სიხარულისა და სიამოვნებისგან ფარფატს ვიწყებ.
-როგორს?-ვცდილობ მისი გამოჩენით გამოწვეული სიხარული დავმალო, მაგრამ მოუსვენარი ხელები მაინც გამირბის მისი სახისკენ და ლოყაზე ვეფერები. თითებს მისი ყურისკენ ვაცოცებ და შემდეგ ყურთან ზუსტად იმ ადგილას ვატარებ, სადაც წუთის წინ თავად მაკოცა. ვგრძნობ, როგორ უბუსუსდება კანი ჩემი ბალიშების ქვეშ და გული სიხარულით მევსება. მეც ისე ვმოქმედებ მასზე, როგორც ის ჩემზე.
-ასე გამოპრანჭულს, სასწაულად ლამაზი ხარ, მართლა, ძალიან გიხდება. -ხელს მიჭერს და ხელის გულზე მკოცნის.
ყველანი ლელას სახლში მივდივართ. პატარძალსა და მის მეჯვარეს ლელას მამა აკითხავს და მას მიყვებიან მანქანით. მე კი რეზის მივყავარ.
ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, ან მე აღვიქვამ ასე. ჯერ ირაკლი მოდის ლელას სახლში და დიდი დალოცვისა და ხელის თხოვნის ფორმალური ცერემონიის შემდეგ, ხელის მოსაწერად და ჯვრის დასაწერად მივდივართ.
საღამოს უკვე რესტორანში ვართ, ყველაფერი დიდებულად მიდის. ლელა ძალიან ბედნიერია, რა თქმა უნდა ირაკლიც. რეზი გვერდიდან არ მშორდება. რამდენჯერმე ვალსიც ვცეკვავთ ერთად. ისეთი სასიამოვნოა მასთან ასე ახლოს ყოფნა, რომ ოცნებებში გაფრენილი ძლივს ვუბრუნდები რეალობას. მიუხედავად ყველაფრისა ხმაურზე თავი მტკივდება, რატომ ვერ ვუძლებ ხმაურს? ჩემს თავზე ნერვები მეშლება. ნორმალურად არაფერი მერგება.
-ქორწილის პროგრამას წინასწარ გავეცანი. ცოტა ხანში თამაშს შემოგვთავაზებენ და მინდა ორივემ მივიღოთ მონაწილეობა.- მეჩურჩულება ერთ-ერთი ცეკვის დროს რეზი.
-რა თამაში?- თავს მისი მხრიდან ვწევ და გაოცებული თვალებს ვახამხამებ. ვცდილობ გავიხსენო, რა თამაში შეიძლება იყოს ასეთი, რომ მე შევძლო თამაში.
-თამაშს შეძლებ. უბრალოდ მეწყვილე უნდა ამოიცნო ხელების საშუალებით.- ისე ეპასუხება ჩემს გაუხმოვანებელ კითხას, თითქოს ხმამაღლა მეთქვას. -მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ პირობებზე.
თამაშის იდეა მომწონს, პარტნიორის თითებით ამოცნობა? ნეტავ რატომ ვფიქრობ რომ ეს თამაში ჩემზეა გათვლილი? იმიტომ, რომ ასეა!
-რა პირობებზე?
-მოკლედ აგიხსნი: მოკლედ, თუ მე ამოგიხნობ შენ რამდენიმე გოგონაში, მაშინ ერთ სურვილს შემისრულებ. - ამთავრებს წესების ახსნას.
-კარგი, -თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. - მაგრამ მე თუ ამოგიცანი და შენ ვერა? ან თუ ორივენ ამოვიცნეთ ერთმანეთი?
-აზრი არ აქვს, ამ შემთხვევაშიც მე ვიგებ ერთ სურვილს. - მხრებს იჩეჩს ჩემი მკლავების ქვეშ. მეცინება.
-ეს რანაირი წესია?- ვცდილობ სახეზე აღშფოთება გამოვისახო, მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებ.
-ეს ჩემი წესია! ეს სურვილი მჭირდება და აუცილებლად უნდა მოვიგო. -მეჩურჩულება ჩემსკენ გადმოხრილი.
-კარგი. - ვიცინი ისევ.


___

-მოკლედ, ანა, მგონი თამაშის წესები გასაგებია-მესმის თამაშის წამყვანი მამაკაცის ხმა და მეც დიდი სამბით ვისწორებ თვალებზე აკრულ შარფს, რომლის გაკეთებაც რეზის თავად ვთხოვე, რას ვიზამთ? თამაშის წესებს ყველა უნდა დავემორჩილოთ. - შენს წინ შვიდი მამაკაცი დგას და შენ მათში უნდა ამოიცნო შენი მეწყვილე რომელია. წარმატებებს გისურვებ.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ხელს წინ ვიწვდი. გოგონებიდან მეოთზე ვარ რიგით, რომელიც თავისი მეწყვილის ამოცნობას ცდილობს. პირველი სამიდან მხოლოდ ერთმა შეძლო და წარმატებით გაართვა თავი დავალებას.. მკლავზე ხელს მკიდებენ და რამდენიმე ნაბიჯით წინ მივდივარ. საერთოდ არ ვღელავ იმაზე, რომ რეზის ვერ ვიცნობ, ამის შანსი ერთი პროცენტიც კი არაა, მე ის უფრო მაღელვებს თვითონ ამომიცნობს თუ არა გოგონებს შორის.
ხელით პირველ მონაწილეც ვეხები ხელზე. მკლავს ზემოთ მივუყვები რომ სახეზე შევეხო, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ ეს რეზი არაა, მასზე აშკარად დაბალია სიმაღლით. სახეზე ხელი მაინც ჩამოვატარე და ჩემს სიმართლეში დავრწმუნდი. მეორე მონაწილეს თმა გადაპარსული აქვს, მესამეს სუნამოს სუნი და რეზის სუნამოს სუნი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მომდევნო ამოსაცნობი ობიექტი ზედმეტად მაღალი და გამხდარია...
მაშინვე ვგრძნობ, რომ მომდევნო მონაწილე რეზია. ჯერ სუნამოს სურნელი და შემდეგ მისი დაჟინებული მზერა მეხმარება ამაში. ხელი სახისკენ მიმაქვს და ლოყაზე ვატარებ, მეღიმება. თითებ თვალ-წარბზე ვატარებ და უკვე საკმაოდ მოზრდილ თმაზე ვეხები. ოდნავ ვუახლოვდები მისკენ ვიხრები და მაცდურად ვუღიმი.
-თმა ძალიან სწრაფად გეზრდება. -გაღიმებული ვეუბნები და სანამ პასუხს დამიბრუნებს, მანამდე ვეხვევი. თვითონაც ხელებს მხვევს და მიხუტებს. აპლოდისმენტების ხმა ჩემს სმენას ბუნდოვნად სწვდება.
-ყოჩაღ, ანა! -თამაშის წამყვანის ხმას გონზე მოვყავარ. -გილოცავთ!
ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები და მორჩილად ველი როდის გავხდებით გოგონები ამოსაცნობი ობიექტები. სიმართლე ითქვას ძალიანაც მომწონს ეს თამაში, მგონი ყველასთვის კარგი გასართობი უნდა იყოს.
მომდევნო ორი გოგონას მცდელობაც წარმატებული აღმოჩნდა.
და აი, დადგა იმის დრო, რომ ბიჭებმა ამოგვიცნონ მეწყვილე გოგონები. როგორც სჩანს რეზიმ ჩემსავით მეოთხეა. ადგილზე ვერ ვისვენებ და მოუსვენრად ვცქმუტავ.
გოგონების მწკრივში მეოთხე ვდგავარ. გული მიფანცქალებს, საშინლად ვღელავ და ფეხების ბაკუნს ვერაფრით ვიოკებ. ბიჭები მორიგეობით მიახლოვდებიან და სახეზე მეხებიან. არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს ვღიზიანდები მათ შეხებაზე. მართალია, მათ ვერც მე ვხედავ, მაგრამ რა თქმა უნდა ვხვდები, რომ არც ერთი იმ ხუთთაგანი, რომელმაც გოგონებიდან მისი მეწყვილის ამოცნობა სცადა, რეზი არ იყო. როგორ შეიძლება ის სხვაში ამერიოს? მიახლოვდება და ხელს მხარზე მადებს. ვცდილობ ზედმეტი მოძრაობისგან თავი შევიკაო. ტუჩებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ, ღიმილი რომ შევიკავო, არ მინდა ჩემი რეაქციით ამომიცნოს.
რეზის ხელი მხრიდან ლოყაზე გადმოაქვს. მისი თითები მეხება თუ არა კანზე, ჩემი სხეული მაშინვე რეაგირებს, მისი თითების ქვეშ მიბუსუსდება და ტანში უცნაურად მცრის. თვალებს ვხუჭავ და რეზიც ხელს მატარებს ერთდროულად შუბლსა და თვალ-წარბზე. მისი თითები იმდენად ნაზად მეხება რომ ჩემში მასთან ჩახუტების დაუოკებელ სურვილს ვგრძნობ, თუმცა თავის შეკავებას მაინც ვახერხებ, რეზი ჩემი სახის მეორე მხარესაც იგივე გზას გადის და ღრმა ხვნეშით მშორდება და მომდევნო გოგონასთან მიდის.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
ვერ მიცნო! როგორ? ასე როგორ შეეძლო? როგორ შეიძლებოდა ვერ ამოვეცნე მხოლოდ 6 ადამიანში? იმდანად აღშფოთებული და გაოგნებული ვარ ამით რომ მგონი პირდაღებული ვდგავარ. სასწრაფოდ სახის ვასწორებას ვცდილობ და თავს ვხრი, რომ ჩემი რეაქცია ყველას არ მოხვდეს თვალში. მკერდთან ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გული კი არ მიცემს, ურის მირტყამენ მთელი ძალით, თანაც ისე, ლამის მკერდის ძვალი გამომინგრიოს. ასე არ შეიძლება, არ შეიძლება. ნაბიჯებით გამოწვეულ ვიბრაციაზე, სუნამოზე, ჩემი სხეულის რეაქციაზე, მის კანზე... ჩემთვის აბსოლიტურად ყველაფერი გასცემს მის ვინაობას და თვითონ როგორ ვერ მიცნო?
„ეს ხომ უბრალოდ თამაშია და მეტი არაფერი?“- საკუთარი თავის დამშვიდებას ვცდილობ და ოდნავ შეღებული ცხვირით ღრად ვიწყებ სუნთქვას. ამას ამხელა ყურადღებას არ უნდა ვაქცევდე, ვიცი, მაგრამ... ჯანდაბა! ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გულმა რამდენიმე სანტიმეტრით დაბლა დაიწია.
ისევ მის ნაბიჯებს ვგრძნობ, ჩემსკენ ნელა მოდის. ნუთუ დრო ისე გამომეპარა, რომ წამყვანის ხმამაც ვერ გამომაფხიზლა? ალბათ უკვე თქვა, რომ რეზი „ჩაფლავდა“.
მხრებზე რეზის შეხებას ვგრძნობ, ჩემსკენ იხრება და ხელებს მხვევს.
-აღიარე, გაები! -მეუბნება სიცილნარევი ხმით და მეხუტება. სანამ აზრზე მოსვლას მოვახერხებ ჩემს ყურთან ჩუჩულს აგრძელებს. -გეგონა ვერ გიცანი,არა?
-რა, აუტანელი ხარ!- ვცდილობ შებოჭილი ხელები ჩვენს შორის ავაცურო და კარგად ვუთავაზო მუჯლუგუნი, მაგრამ დიდად არ გამომდის არაფერი და ამ უაზრო ჭიდილსაც ვეშვები.
თამაში დასრულდა და ის წყვილები გაგვიწვიეს საცეკვაოდ რომლებმაც ერთმანეთი ამოიცნეს. მე და რეზი ერთმანეთზე მიხუტებულები ნელა ვირწევით. ისეთ კმაყოფილებას ვგრძნობ, ასე მგონია ეს შეგრძნება სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.
-გამოდის, ჩემი სურვილი მოვიგე.- რეზის ხმაში კმაყოფილებას ვგრძნობ.
-უფრო მიითვისე, ვიდრე მოიგე.- დავცინი.
-და მაინც, სულვილი მოვიგე!-მიცხადებს ამაყად.
-კარგი. გამიმხელ?
-აქედან პირდაპირ სოფელში მივდივართ და სამი დღით იქ დავრჩებით, დავისვენებთ.
-სად სოფელში? გადაირიე? გაგიჟდება ლულუ... - ცეკვას ვწყვეტ და წელიდან რეზის ხელებს ვიშორებ.
-დედაშენმა ყველაფერი იცის და არც გაგიჟებულა.-მიცინის, ხელებს ისევ წელზე მხვევს და ისევ წინანდელ პოზაში მაბრუნებს.
-ტანსაცმელიც არ მაქვს. სამი დღე ამ კაბით ხომ ვერ ვიქნები? სახლში გავიაროთ მაშინ. -გული სიხარულით მევსება. მთელი სამი დღე ერთად ვიქნებით...
-შენი ტანსაცმელი ციცო ბებომ გაამზადა და ჩემი მანქანის საბარგულშია.- ლოყაზე ძალიან ნაზად მკოცნის და ჩემში არაამქვეყნიურ რეაქციებს იწვევს. აი თურმე რატომ დაიგვიანა დღეს...




____

-ანნა, გაიღვიძე, მოვედით! -ძალიან ფრთხილად მარხევს რეზი.
-კარგი...-ვბუტბუტებ, მაგრამ თვალებს ვერაფრით ვახელ. ძილი მთელი ძალით ჩამფრენია სხეულზე და თავის დამფლობელოში მატყვევებს.
-ანნა!-სადღაც შორიდან მესმის რეზის სიცილნარევი ხმა.
-ჰო...- დიდი ძალისხმევის შედეგად თვალებს ვახელ, მაგრამ რა შეღავათი? ისევ უკუნში ვარ, რაც ძილისკენ უარესად მიბიძგებს.
რეზი კიდევ მეუბნება რაღაცას, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ. მგონი ისევ ძილში მივდივარ, ჩემს გვერდით კარი იღება და ვგრძნობ, რომ რეზის ხელში ნელა ავყავარ. მინდა ვთქვა „ დამსვი, თვითონ წამოვალ“, მაგრამ პირში ენას ვერ ვიბრუნებ. ასე იცის უძილო ღამეებმა, ერთხელაც კისერს მოგიგრეხს. მხოლოდ რამდენიმე წამით ვიბრუნებ აზროვნებას და მერე ისევ ძილში ვეშვები.


10
დილით ყავის სასიამოვნო სურნელი მაღვიძებს. თვალებგაუხელლად ვძაბავ სმენას და ოთახში ჩუმად შემოპარული რეზის ნაბიჯების ხმა მესმის. მეღიმება სიხარულისგან.
-დილა მშვიდობის.- მესალმება რეზი და საწოლზე გვერდით მიჯდება.
-დილა მშვიდობის.- ვიღიმი უაზროდ და მისი მიმართულებით გავცქერი უკუნს.
-წამოჯდები? -ხელზე ხელს მისვამს და ოდნავ მექაჩება. მის ნებას უხმოდ ვყვები და საწოლში ვჯდები. რეზი ზურგს უკან ბალიშს მისწორებს და მასზე მაყრდნობს.- ფეხები გაასწორე... -მოხრილ მუხლებზე ხელს მაჭერს და გაშლილ ფეხებზე ლანგარს მიდებს.
-სასიამოვნო სურნელი აქვს. -ვუღიმი და მის სახეს თითებით ვეფერები. ის კი ტრადიციულად ხელს მიჭერს და ხელის გულზე მკოცნის. -ჩემს გაზარმაცებას თუ აპირებ არაფერი გამოგივა, უკვე არაფრისმაქნისი ვარ.
-შენს განებივრებას ვაპირებ.- ჩემს კომენტარს არ იმჩნევს და ყავის ფინჯანს ხელში მაჭერინებს.- თუ მოუხერხებლად ხარ სამზარეულოში ჩავიდეთ.
-არა, კარგად ვარ.-სულად არ მინდა სიტუაციის გაფუჭება. ღმერთო, ამ წუთას რეზიმ საძინებელში საუზმე მომართვა, ეს ხომ ძალიან, ძალიან რომანტიკულია. მანქანაშიც ისე ჩამეძინა... ოთახშიც მან მომიყვანა, საწოლში ჩამაწვინა... წამიერად ისე ვფორიაქდები, სუნთქვა მერევა. მგონი გავწითლდი, ისე ამიხურდა სახე, თითქოს გახურებულ ბუხართან ზედმეტად ახლოს და დიდხანს მომიწია ყოფნა.
-აბა გამოტყდი, რაზე ფიქრობ?!-მის ტონში ღიმილსაც ვიჭერ და ეჭვსაც. ნეტავ თუ ხვდება რომ „ჩამავლო?“
-არაფერზე. -ვხვდები რომ ჩემი ტყუილის მე თვითონაც არ მჯერა, ამიტომ თემას სწრაფად ვცვლი.- სახლს როდის დამათვალიერებინებ?
-საუზმეს მოვრჩეთ და მერე. -მპასუხობს დაფიქრებული ტონით. -კრუასანს მიაყოლებ?
-კი. -მიხარია, რომ არ ჩამაცივდა. მგონი ადვილად გამოვძვერი


სახლი ორსართულიანი კია, მაგრამ დიდი არაა. პირველ სართულზე მოზრდილი მისაღები,სამზარეულო და საპირფარეშოა. მეორეზე - სამი საძინებელი, აბაზანა და საპირფარეშო. ისეთი სასიამოვნო აურაა სახლში, სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ. ყველა ოთახის კუთხე-კუნჭილს ხელის ცეცებით ვსწავლობ. აქ სამი დღის გატარებას ვაპირებთ და ნამდვილად არ მინდა კისერი მოვიტეხო. რეზიც მოთმინებით მელოდება როდის შევისწავლი სახლს, უხმოდ დავდივარ ოთახებში და ნაბიჯებს ვითვლი სამზარეულოდან მისაღებამდე, მისაღებიდან კიბემდე, კიბიდან ჩემს საძინებელ ოთახამდე, საფეხურების რაოდენობას...
-წამოდი, რაღაცას გაჩვენებ...- ხელს მკიდებს და მისაღებში მივყავარ., ოთახს ჭრის და კედელთან მივდივართ. -კედელზე რაღაცაა, შენთვის.
-რა, რაღაც? -არ ვიცი რატომ მაგრამ ცოტა ავფორიაქდი.
-შეტყობინება.- ხმაში ღიმილს ვამჩნევ და ცოტა ვმშვიდდები. -ნახავ?
-კი. -ხელებს კედელს ვუსვამ და უეცრად ცივ ლითონს ვეხები. ჯერ სურათი მგონია, მაგრამ რკინის ჩარჩო მეუცნაურება.
ვცდები, ეს სურათი არაა. კედელზე რკინის დიდი დაფაა ჩამოკიდებული. ხელებს ნელა ვუსვამ მის ზედაპირს და პატარა დაბრკოლებას ვაწყდები. თითებს ზედ ვატარებ და ვცდილობ ამოვიცნო რა არის. მისი მოყვანილობა თითქოს ასო „კ“-ს ვამსგავსებ. შემდეგ კიდევ ერთი დაბრკოლება, შემდეგ კიდევ ერთი, კიდევ და კიდევ... ეს ასოებია. ღიმილით „ვკითხულობ“ ყოველ მომდევნო ასოს და ვიმახსოვრებ.
-„კეთილი იყოს შენი მოსვლა“ - ვჩურჩულებ ღიმილით და ჩემდაუნებურად გული მიჩუყდება.
-მიხარია რომ წამომყევი და აქ ხარ. -სახეზე მეფერება. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ჩავეხუტო.
-მეც მიხარია. - ვიღიმი ისევ. ლამის გული გამისკდეს...
-წამოდი, ეზოც მოვიაროთ.- გვერდით მიდგება და ხელს წელსა და მხრებს შორის მთელ ზურგზე მხვევს.
არც ეზო აღმოჩნდა დიდი. ხეხილიანი, მაგრამ პატარა ეზოა . ორ ხეს შორის ჰამაკის აღმოჩენა, კიდევ ერთი ბედნიერებაა ჩემთვის. სანამ რეზი ეზოს ასუფთავებს გამხმარი ყვავილებისგან და ფოთლებისგან მე ჰამაკში ვწვები და თავს ფიქრებს ვაძლევ. ჯერ ის მიკვირს, ლულუ ასე მშვიდად როგორ დათანხმდა ამ ყველაფერს? ხომ ვიცი, რომ რეზი გულზე დიდად არ ეხატება, და ჩემს აქ ჩამოსვლას ისე როგორ იტანს რომ ტელეფონზეც არ მირეკავს? პირდაპირ საოცარია...ეზოდან სახლში ვინაცვლებთ,რეზი სამზარეულოში ტრიალებს, მე კი სკამზე ვზივარ და გაუჩერებლად ვლაქლაქებ. არადა წესით პირიქით უნდა იყოს. არა, არა! რაც არ უნდა მოხდეს ეს სამი დღე ჩემია, ჩემი და რეზისი. არ მივცემ არაფერს იმის უფლებას ხასიათი წამიხდინოს. ისეთ ენერგიაზე ვარ, ასე მგონია მთებს გადავდგამ. საოცარია, გარემო როგორ მოქმედებს განწყობაზე...
გემრიელი სადილის შემდეგ სამზარეულოს ერთად ვალაგებთ. რეზი ჭურჭელს რეცხავს, მე ვამშრალებ. მერე ისევ ეზოს ვუბრუნდებით და რეზიც დაწყებულ საქმეს ამთავრებს. მალე ბნელდება, რეზი კოცონს ანთებს, ჰამაკის წინ და ნაკვერჩხალზე სიმინდს წვავს. ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია... რეზის ბოკლებით ღვინოც გამოაქვს და პლედმოფარებულები, ნელ-ნელა ვცლით ორ ბოკალ წითელ ღვინოს. ფონად კი რეზის მიერ წაკითხული წიგნია. ისეთ სიმშვიდეში ვიკარგები ძილიც კი მერევა,
სახლში გვიან შევდივართ. უცებ თავში აზრი მომდის და კიბისკენ მიმავალი მისაღებისკენ ვუხვევ.
-საით? -გაკვირვებული მეკითხება რეზი.
-მოდი რა, შენც დამეხმარე.-ხელზე ვექაჩები და მისაღებში მიმყავს. კედელზე ჩამოკიდებულ დაფასთან მივდივარ და მასზე მიკრულ ასოებს ვხსნი.
-რას დავწერთ?
-ასოები მომაწოდე, რა...- ისეთი ხმით ვთხოვ, თოთქოს უკანასკნელ სურვილს ვამბობდე.
-კარგი.-უყოყმანოდ მთანხმდება.
ასოებს ერთმანეთის მიყოლებით ვკარნახობ და რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ დაფაზე მთელ წინადადებას ვწერ. თითქოს გულიდან რაღაც დიდი ამოვიღეო, ისეთ შვებას ვგრძნობ და ოთახში დასაძინებლად ისე ავდივართ, რომ დაფაზე წარწერას ვტოვებთ: „საუკეთესო დღე ცხოვრებაში“.


____
მომდევნო ორ დღეს სრულ სიმშვიდესა და ბედნიერებაში გადის. დილით ისევ ყავის გემრიელი სურნელი მაღვიძებს. საუზმის შემდეგ სამზარეულოში ვინაცვლებთ, სენდვიჩებს ვამზადებთ და პიკნიკზე მივდივართ. თან წიგნი მიგვაქვს და დღეც სასიამოვნოდ ილევა. საღამოს რეზი საწოლთან მიჯდება სარწეველა სკამზე და „ სიამაყე და ცრურწმენა“-ს მიკითხავს. მისი ხმის მოსმენა ისეთ სიმშვიდეს მგვრის, ძილი მერევა და რამდენიმე წუთში ღრმა ძილს ვაძლევ თავს.
მესამე დღე ისევ ყავის არომატით იწყება, მაგრამ წვიმიანი ამინდის გამო გარეთ გასვლას ვერ ვახერხებთ. რეზი გუშინდელის ჩაძინების გამო მთელი დილა ნერვებს მიშლის. ვფიქრობ როგორმე ყურადღება გადავატანინო, ბევრი ფიქრის შემდეგ როგორც იქნა ჩემს მეხსიერებაში ამოვქექე ერთ-ერთი ნამცხვრის რეცეპტი და მისი მომზადებაც ერთად დავიწყეთ. მე ჯამში მოთავსებულ მასას ვურევ, რეზი კი ინგრედიენტებს მიმატებს. ფირფიტრბის გამოცხობა რეზის ევალება. საკუთარ თასვს დასცინის, ასეთი უფირმო ნამცხვარი არავის დაუმზადებიაო.
რეზი ჩაიდნით წყალს დგამს გაზზე ყავისთვის, მე კი მაგიდასთან ვზივარ და ჩვენს ნახელავ ნამცხვარს უსწორმასწორო ნაპირებს ფრთხილად ვაჭრი.
- ხვალ დილით წავალთ? -რაღაცნაირი სევდიანი ხმით ვამბობ.
- შეგვიძლია ხვალაც დავრჩეთ, თუ დარჩენა გინდა. - ღიმილნარევი ხმით მეუბნება და კარადიდან ფინჯნებს იღებს.
-ლულუ გაგიჟდება. -თავს უარის ნიშნად ვაქნევ.
-შეგვიძლია, მაშინ ჩამოვიდეთ როცა მოგვინდება. ნელა მიახლოცდება და მარცხენა ლოყაზე თითებს მისვამს.
-ჰო, შეგვიძლია.- ღიმილით ვაბრუნებ მისკენ თავს.
რეზი ფინჯნებში წყალს ანაწილებს, მე კი ნამცხვარს ვჭრი და თეფშეზე გადმომაქვს. მიუხედავად იმისა რომ ერთი ფირფიტა ცოტა დაგვეწვა, ნამცხვარი მაინც გემრიელი გამოვიდა.
-ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს. - რეზის ნასიამოვნები ხმა მესმის და მეცინება.
-რა აფერისტი ხარ! - მისკენ ვიხრები და მხარს მხარზე ვკრავ.
მოგვიანებით მისაღებში ვინაცვლებთ და ორივე დიდი დაფის წინ ჩაფიქრებულები ვდგებით.
-ბოლო შეტყობინებაა, იდეა გააქვს?- ჩაფიქრებული მეკითხება რეზი.
-არანაირი.- თავს ვაქნევ უარის ნიშნად. წასვლა არ მინდა, არ მემეტება აქაურობა დასატოვებლად.
-მე მაქვს.- იხრება რეზი და ასოების ამორჩევას იწყებს. ერთი წუთიც არ გასულა, რომ ხელზე ხელს მკიდებს და შეტყობინების წასაკითხად დაფაზე ერთად ვუსვამთ თითებს. ასოებს ერთმანეთის მიყოლებით ვსწავლობ, ვკითხულობ და რეზიც ჩემთან ერთად იმეორებს ჩემს მოძრაობებს...
„დავბრუნდებით“
ბედნიერებისგან გული მიჩქარდება. მეღიმება.
-როცა დავბრუნდებით, მერე შევცვალოთ. -რეზიც მიღიმის, მე კი ბედნიერი, თავს დასტურის ნიშნად ვაქნევ.


____

საღამოს ჩემს საწოლზე ვარ წამოგორებული. რეზი სარწეველა სკამზე ზის და ისევ კითხულობს წიგნს, ჩემთვის...
„დარსის არასოდეს მოუწვევია ვიკჰემი ფემბერლიში, თუმცა ელისაბედის ხათრით პროფესიული წარმატების მიღწევაში დაეხმარა. ლიდია იშვიათად სტუმრობდა ფემბერლის და თანაც მაშინ, როცა მისი ქმარი ლონდონში მიდიოდა. ბინგლისთან კი იმდენაად ხშირად რჩებოდა, რომ ბინგლის მოთმინებაც ამოეწურა და მიახვედრა, რომ წასულიყვნენ.“
( ჯეინ ოსტინი „სიამაყე და ცრურწმენა“)
მიკითხავს წიგნის ბოლო წინადადებებს, ხმაურით ხურავს წინგს და ღრმა სუნთქვა აყოლებს.
-არ მითხრა, რომ ისევ ჩაგეძინა! - ნუთუ ჯერ ისევ ახსოვს ჩემი კრახი?
-არა, მღვიძავს!- წარბს ვკრავ და თვალებს ნელა ვახელ.
რა ვქნა? როცა მისი ხმა მესმის ასეთ სიჩუმეში, როცა ასეთ სითბოს ვგრძნობ, როცა მის გვერდით ვარ როგორ შეიძლება სიამოვნებისა და კმაყოფილებისგან თვალები არ მეხუჭებოდეს?
-მინდა, მეც შენსავით ვიყო!- ისეთ ტონს ვიჭერ მის ხმაში, თითქოს ეს უბრალო წინადადება კი არა - ნატვრა იყოს.
-ვერ გავიგე?- მაშინვე უარვყოფ ჩემს ჰარმონიულ მდგომარეობას და საწოლზე ვჯდები.
-მინდა თვალებდახუჭულმა გისმინო, გიმზირო, გეძებო... უსამართლობაა ასე რომ ხარ... მინდა, დილით გაახილო შენი ლამაზი თვალები და დაინახო. მეც დამინახო და სამყაროც. -სასოწარკვეთილებას ვგრძენობ მის ხმაში და სასწრაფოდ მისკენ ვიწვდი ხელს.
-მეც მინდა.- ვჩურჩულებ და მის ჩაკიდულ ხელს ჩემსკენ ვექაჩები.
სარწეველა სკამიდან დგება და ჩემს საწოლზე გადმოდის, ხელებს მხრებზე ვხვევ და გულზე ვეკვრები. თვითონაც მხვევს ცალ ხელს წელზე, ცალს კისერზე და მთელი ძალით მიხუტებს.
-როგორც სჩანს არასაკმარისად გინდა.- ძალიან ჩუმად მეუბნება, თუმცა მე მაინც მესმის. მესმის, მაგრამ... მაგრამ ვერაფერს ვცვლი!
ნეტავ შემეძლოს და ჩემი გულის სრულად გადახსნა მისთვის. ნეტავ მას შეეძლოს ჩახედვა ჩემს გულსა და გონებაში, ნეტავ იცოდეს როგორ მინდა მეც იგივე, რაც მას. ერთმანეთს ვშორდებით, მე მარჯვენა ხელს მის სახეზე გადამაქვს, ყელიდან ნელა მივუყვები მარცხენა ყბის ძვალს, რომელიც დაძაბულობისგან საოცრად დასჭიმვია. ნელა ვაყოლებ თითებს ლოყაზე, დახუჭულ თვალებსა და წარბებზე გადამაქვს, შეკრულ შუბლსა და სწორ ცხვირს დაბლა მოვუყვები, ტუჩის კონტურს ვუხაზავ...
-ნუ მოიწყენ, რა...-მხოლოდ ამას ვამბობ და თითებს წარბებს შორის ორ ხაზზე ვუსვამ. რეზი მხოლოდ თავი მიქნევს დასტურად. -იცი რა? -ვყვირი უცებ ხმამაღლა, ჩემივე იდეით აღტაცებული.
-რა?-გააოცა ჩემმა უეცარმა ხასიათის ცვლილებამ.
-ხომ გინდა ჩემსავით იყო? ჩემსავით შეიგრძნობდე?-ვეკითხები და ორივე ხელს სახეზე ვავლებ, მიღიმის. თავს დასტურის ნიშნად მიქნევს...-ხოდა, ახლა კარადიდან ჩემი შარფი მომიტანე და მე დაგეხმარები ამაში.
-თვალები უნდა ამიხვიო?-უფრო მეტი გაოცება ისმის მის ხმაში.
-არა მხოლოდ... მიდი მოიტანე შარფი.-ხელს ვკრავ და საწოლიდან ვაგდებ.
რეზი სწრაფად ჭრის ოთახს, მერე კარადის კარის გაღება-დახურვის, ისევ ფეხის ხმა და ჩემი საწოლი იზნიქება. ხელებში შარფს მიდებს.
-ზურგით დაჯექი! -ვიძლევი განკარგულებას და შარფს რამდენჯერმე ვკეცავ, რომ ლანდი არ გაატაროს.
-უკვე ზურგით ვზივარ, ანნა!
-ძალიან კარგი!- ნელა, წვალებით და მისივე დახმარებით ვუხვევ თვალებს.- აი ასე, ხედავ რამეს?
-ვერაფერს.- დაფიქრების შემდეგ მპასუხობს.
-რეზი, იცოდე, არ იმაიმუნო! მართლა ვერ ხედავ?-ვამოწმებ.
-შემიძლია ბიბლიაზეც დავიფიცო! - მარწმუნებს სიცილით.
-კარგი. ახლა ვითამაშებთ მე და შენ. წესებსაც აგიხსნი: მოკლედ, მორიგეობით ვიმალებით მხოლოდ ამ ოთახში და მეორე ეძებს... გაიგე?- ვეკითხები და მოუსვენრად ვცქმუტავ. რატომღაც ეს სასაცილო თამაში და ჩვენი მდგომარეობა ძალიან მამხიარულებს.
-ეს თამაში ვიცი. თბილა, ცხელა, ცივას ძახილი არ იქნება?-როგორც ჩანს არც რეზია სიტუაციით უკმაყოფილო. ხმაში მხიარული ნოტები დაუხტის.
-არა. ოთახი არაა დიდი, ვერც ერთი ვერ ვხედავთ ერთმანეთს და ეს არ გამოვა. როგორმე უნდა მიპოვო, ამ პატარა ოთახში. გეზარება? -გულდაწყვეტილი ვეკითხები.
-არა, რა თქმა უნდა, ვითამაშით.- მისი მხიარული ხმა უფრო მახალისებს.
ორივე ფეხზე ვდგებით. მე მაშინვე ვიხდი ფეხებიდან წინდებს და შიშველ ტერფებს ვაჭერ იატაკს.
-პირველი ქალბატონები იმალებიან. -იცინის.
-კარგი! ტაში დაუკარი, რომ ფეხის ხმა ვერ გაიგო...-ხელს ვკარავ.
რეზი ტაშის დაკვრას იწყებს, მე ფეხაკრეფით გავდივარ ოთახს და კარადასთან ვიტუზები.
-კარგი, მოვდივარ! -ამბობს რეზი და ნელა დგამს რამდებიმე ნაბიჯს ოთახის სიღრმისკენ. - სად იმალები პატარა ქალბატონო? მოგიგდებ ხელში, ახლავე, ორ წუთში...-ნელა დააბიჯებს ოთახში, მაგრამ მაინც ვგრძნობ ტალღებს იატაკიდან. ვხვდები, რომ ჩემგან მარცხნივ მოძრაობს, ამას ხმაც მოწმობს...
რამდენიმე წუთიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, რეზი ნებდება, მე კი გულში ვზეიმობ.
-მორჩა, 1:0 ქალბატონო ანნა, თქვენს სასარგებლოდ. გამოძვერით ახლა სამალავიდან.
-როგორი მარცხია, რა დასანანია.-სიცილით, ნელა მივდივარ მისი ხმის მიმართულებით ხელებგაშვერილი და როდესაც მის მუცელს ვეხები თვითონაც მავლებს ხელს. -ახლა ჩემი ჯერია. - ვამბობ და ტაშის დაკვრას ვიწყებ. ტერფებს მთელი ძალით „ვამუშავებ“, რომ მისი ფრთხილი ნაბიჯები არ გამომეპაროს, თანაც რეზის მაგარძირიანი კეტიც როგორ მეხმარება ამაში? ჯერ მარჯვენა ფეხით შევიგრძნობ ვიბრაციას და შემდეგ მარცხენით. ვხდები, რომ ჩემგან მარჯვნივაა, თანაც საკმაოდ ახლოს. ხელები წინ ვწევ და პირდაპირ მისკენ მივდივარ. ერთი წუთიც არ მჭირდება და ვპოულობ.
მისი ყველა მცდელობა იმისა, რომ ვეპოვნე, კრახით მთავრდება. მე კი მინიმუმ 5-ჯერ ვადგები სამალვში.
-იქნებ გამიმხილოთ, თქვენი ესოდენ უცნაური საიდუმლო?-სიცილით მეკითხება.
-გაგიმხელ! ვიბრაცია მეხმარება. შიშველი ფეხით შევიგრძნობ, საიდან მოდის ტალღები. იატაკმა გაგცა. -დავცინი.
-ახლავე გავარკვევთ ამ ამბავს. -რამდენიმე წამში, მისი ფეხსაცმელები იატაკზე ცვივდება. მე კი ისევ ვიმალები..
- ვიგრძენი, ანნა! გეფიცები.- წამოიძახა გახარებულმა. -აი, აქეთ ხარ.-სავარაუდოდ მითითებს კიდეც „საით“ ვარ, მე კი ვერ ვხედავ, ამას და სიცილის შესაკავებლად პირზე ხელებს ვიფარებ.
ნაბიჯები... ის ჩემსკენ მოდის... ვგრძნობ ვიბრაციას, ტალღები უფრო და უფრო ძლიერდება...
არ ვიცი რატომ, მაგრამ სწრაფი მოძრაობით ვიცვლი ადგილსამყოფელი... ხვდება, ადგილზე ჩერდება.
-გარბიხარ არა? მაცალე... -ისევ ჩემსკენ იწყებს სვლას, ერთი წამით იმასაც კი ვფიქრობ, რომ არ მოიხსნა შარფი თვალებიდან-მეთქი, მაგრამ მაშინვე უკუვაგდებ ამ აზრს. ჩემთან მოახლოვებულს როგორც კი ვგრძნობ, ნაბიჯს ვდგამ გასაქცევად, მაგრამ არაფერი გამომდის, უწესრიგოდ მავლებს ხელს გვერდიდან და მკლავებში მიქცევს.
-დაგიჭირე, ახლა სად გამექცევი?- მის საქციელს ხმამაღალი სიცილ-კისკისით ვეგებები და ისევ ვიწევი გასაქცევად, თუმცა ცალ ხელს მაგრად მავლებს მუცელზე, მკერდზე ზურგით მიკრავს, სწრაფად მწევს ზევით და სავარაუდოდ საწოლოსკენ მივყავარ.
-დამსვი... დამსვი... -სიცილ-კივილს ვაჩაღებ და ჰაერში ვიქნევ ორივე ფეხს. - დავეცემით რეზი!
-ნუ ღელავ, ცალი ხელით მივიკვლევ გზას!-ისიც იცინის და უცებ.. ჰოპ! და ჩემიანათ ენარცხება საწოლზე. - მშვიდობითაც დავბინავდით!
მე სიცილს ვერ ვწყვეტ. ამასობაში კი რეზიმ თავისკენ მაბრუნებს, ხელი სწრაფად ვიწვდი მისკენ და სახეზე ვუსვამ, მისი ხასიათისა და განწყობის შესამოწმებად, ალბათ!
იღიმის, თვალები ისევ ახვეული აქვს...
-ანნა!-ისევ ისე მომმართა... მომაკვდინებლად...-მიყვარხარ! მთელი, გულითა და არსებით მიყვარხარ!- ნელა მისვამს სახეზე ხელს და თითს ქვედა ტუჩზე მატარებს...
თითქოს... გული მისკდება... ასე უბრალოდ სკდება და მთელი სილამაზე და ბედნიერება იფრქვევა, რაც კი დედამიწაზე არსებობს, იფრქვევა და სწრაფად ვრცელდება. მედება ორგანიზმში და ვივსები, ისე ვივსები მგონია ვინმეს რომ არ გავუზიარო ეს, მეც გავსკდები...
საწოლზე ვიწევი, მისკენ ვიხრები, თითების დახმარებით ვპოულობ მის ტუჩებს და ჯერ ტუჩის კუთხეზე ვკოცნი, მერე კი... მერე...
ვაზიარებ ბედნიერებას, გადავცემ რეზის, მასაც „ვუწამლავ“ორგანიზმს... ერთმანეთზე მიხუტებულები ვწევართ. მე თავი მის ყელში მაქვს ჩარგული და მის სუნს ვსუნთქავ, ის მაისურის ზემოდან მკლავზე მეფერება და დროდადრო თავზე მკოცნის.
-შარფს რატომ არ იხსნი თვალებიდან?-უცებ ვწევ თავს.
-იმიტომ, რომ ჩემს ხილულ სამყაროში ისეთი ბედნიერება არ მწვევია, რაც სიბნელეში. შენ აქ ორი წელი გაატარე და შენ ამ წყვდიადშიც კი იპოვე ნათელი... ასე მგონია აქ, ამ სიბნელეში შენი ღირსიც კი ვარ, თითქოს, აქ შენსავით სუფთა ვარ...
-ასე რატომ ამბობ?- გული მიჯდება, ტირილს ცოტა მიკლია. ასე რატომ ფიქრობს? ის ხომ ასეთი კარგია?..
-დაივიწყე, დავიძინოთ. -საბანს ნელა მახურავს და მეხვევა. მისი სურნელის შეგრძნებისთანავე, წამში მავიწყდება ყველაფერი, თვალები ვხუჭავ და თავადაც ვერ ვხვდები, როდის მეძინება...


________________

დილით საოცარი კმაყოფილების გრძნობა მაღვიძებს. ისევ ვგრძნობ ემოციების მოზღვავებას გუშინდელის შემდეგ და იმდენად ვარ ამით სავსე, ვერც კი ვიაზრებ, რომ რაღაც ისე არ არის როგორც აქამდე, რომ რაღაც შეიცვალა...
თვალებდახუჭული ვაფათურებ ხელებს მეორე მხარეს, თუმცა რეზი არ მხვდება, შუბლი თავისთავად მეკვრება...
თვალებზე გადაკრული თეთრი ლიბრი ისევ უმნიშვნელოა ჩემთვის. იმდენად მივეჩვიე გარესამყაროს აღქმას თითებით, სურნელით, ხმებით, რომ თვალების ფუნქცია თითქმის დავიწყებული მაქვს, მაგრამ მაინც,,, ადამიანი ასეა მოწყობილი... იღვიძებ და თვალები უნდა გაახილო!
ვახელ...
არა სიბნელე...
არა ნაცრისფერი...
ყველაფერი თეთრია... გამჭირვალედ თეთრი... ბურუსივით გამჭირვალე...
ისევ ვხუჭავ და ვახელ... იგივე... არ ბნელდება, არც ნაცრისფერდება...
არა... სიზმარია?
მთელი ძალით ვჩქმეტ საკუთარ ხელს... მტკივა, სახე მემანჭება, თვალები მეჭუტება და ბურუსიც ვიწროვდება. ისევ ფართოდ ვახელ თვალებს. დახამხამების მეშინია... არ მინდა გაქრეს სინათლე, სითეთრე, სისუფთავე...
გასუსული ვწევარ და თეთრ ბურუსს შევცქერი. ძალიან ნელა იკრიფება ჩემი თვალებიდან თეთრი... სივრცე ფერს იძენს, საგნები ფორმას... მეშინია, ძალიან მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაკვირვების დროს ვასკვნი, რომ ეს სიზმარი არაა, რომ მე მართლა ვხედავ, მაინც მეშინია, სულისშემძვრელად...
-რეზი! -მთელი ხმით ვყვირი და საწოლზში ვჯდები. -რეზი!- კიდევ ერთხელ ვყვირი ბოლო ხმაზე და ვდგები. ძირითადი ისევ თეთრი ფერია, მაგრამ მაინც ვხედავ ოთახდან გასასვლელ კარს. არეული ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ. ვხედავ როგორ ვუახლოვდები ყავისფერ კარს, მაგრამ ჩვევისამებრ ხელებს მაინც წინ ვწევ და სახელურს ცეცებით ვეძებ.
ისევ ხელებს ვენდე, თვალებს ვერა!
კარს სწრაფად ვაღებ და დერეფანში გავდივარ, აქ შედარებით სიბნელეა ვიდრე ოთახში. კიბისკენ ვდგამ ნაბიჯს, რომ რეზის ფეხის ხმა მესმის. საფეხურებზე მთელი სისწრაფით ამოირბის. მხედავს თუ არა დერეფანში ჩერდება.
-ანნა!- შვებით სუნთქავს საღ-სალამათს რომ მხედავს.-რა მოხდა?-ნელა მოდის ჩემსკენ.
მე კი გაშეშებული ვდგავარ ერთ ადგილას და ვუყურებ. ჯანდაბა! მე მას ვუყურებ, ვხედავ! მიახლოვდება და თითებს ლოყაზე მავლებს. ისეთია, ზუსტად ისეთი, როგორსაც თითებით „ვხედავდი“
მელამაზა...
ისევ...
ხელს ვწევ და სახეზე თითებს ვატარებ, ჯერ კიდევ მიჭირს, ფერები მერევა, რეზის კონტურები მეთხაპნება. თვალებს ვხუჭავ და ვახელ, მინდა უკეთ დავინახო...
-ანნა, რა დაგემართა? რა გჭირს?-წარბები კრავს... როგორ უხდება... მეღიმება.
რაღაც ამოუცნობს ვაწყდები მის თვალებში, იმედს?
-ანნა? -დიახ, იმედია. თვალებში სიხარული უბრიალებს და მე ამას ვხედავ, ღმერთო... ვიცი რომ ხვდება, ვიცი რომ იცის...
სხეული მიკანკალებს. რაც უფრო ვიაზრებ სინამდვილეს, მით უფრო მეცოტავება ჰაერი. ვგრძნობ მის ნაკლებობას, სისუსტეს ვგრძნობ, ცხელ ცრემლებს ჩემს ლოყებზე, რეზის თითებს როცა ცრემლებს მწმენდს, მისი ხმაც მესმის , მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ, თვალებში შევცქერი, ბედნიერ, მოცინარ თვალებში და უცებ...
მუქდება...
ვვარდები, ვენარცხები...




_____

მეორე ნაწილს ვტვირთავ ჩემო ძვირფასებო. იმედი მაქვს ისიამოვნებთ.
მადლობა, რომ გამოხატავთ აზრს.
სიყვარულით, მარიამი.



№1 სტუმარი გვანცა))

ვტირი და ესბედნიერების ცრემლებიია,
არ ვიცი რა ვთქვა,ზედმეტად ემოციური იყო ჩემთვის,
უძლიერესი ისტორიაა,
ძალიან ძალიან მიყვარს,
საოცრად მოგაქვს მკითხველამდე ყველა ემოცია,
კარგი გოგო ხარ მარიამ,
სულ მოუთმელად გელოდები,
ერთისულიმაქ მესამე ნაწილს როდის წავიკითხავ ❤

 


№2  offline მოდერი chica sol

გვანცა))
ვტირი და ესბედნიერების ცრემლებიია,
არ ვიცი რა ვთქვა,ზედმეტად ემოციური იყო ჩემთვის,
უძლიერესი ისტორიაა,
ძალიან ძალიან მიყვარს,
საოცრად მოგაქვს მკითხველამდე ყველა ემოცია,
კარგი გოგო ხარ მარიამ,
სულ მოუთმელად გელოდები,
ერთისულიმაქ მესამე ნაწილს როდის წავიკითხავ ❤

გვანცა, მახარებ ძალიან ჩემო კარგო. მიხარია რომ მოგწონს. მესამე ნაწილი ხვალ საღამოს იქნება <3 <3

 


№3  offline წევრი მეDina

აუ მარიამ, მაინტერესეებს, ისევ რატომ 'მუქდება' ეს რა იყო ხედვა დაუბრუნდა და ისევ კარგავს?
--------------------
☆NaT☆

 


№4  offline მოდერი chica sol

მეDina
აუ მარიამ, მაინტერესეებს, ისევ რატომ 'მუქდება' ეს რა იყო ხედვა დაუბრუნდა და ისევ კარგავს?

დინა, ძვირფასო, მაპატიე, მაგრამ ხვალამდე ვერ გაგიმხელ... ხვალ საღამოს დავდებ ახალ თავს. ბოდიში <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Vaime sa magari xar. Ise chamitria ro ar vici. Bolo nawili shoki iyo ra ar megona tu jer dau runebdi mxedvelobas. Magar8 xar male dade ra shemdegic da mere is bolo iqneba xo? anu mesame tavi ra.


Velodebi shemdegs miyvarxar!!!!

 


№6  offline მოდერი chica sol

nawkas12345
Vaime sa magari xar. Ise chamitria ro ar vici. Bolo nawili shoki iyo ra ar megona tu jer dau runebdi mxedvelobas. Magar8 xar male dade ra shemdegic da mere is bolo iqneba xo? anu mesame tavi ra.


Velodebi shemdegs miyvarxar!!!!

მახარებ. heart_eyes
კი ის ბოლო ნაწილი იქნება და ხვალ საღამოს ავტვირთავ აუცილებლად.

 


№7 სტუმარი Guest Darina

Chemi tkbili gogooo rogor miyvarxar gavtbi davdni da gavbednierdi es ra emociebit daxundzluli tavi iyoooo jer kidev emociebis qvesh var

 


№8  offline მოდერი chica sol

Guest Darina
Chemi tkbili gogooo rogor miyvarxar gavtbi davdni da gavbednierdi es ra emociebit daxundzluli tavi iyoooo jer kidev emociebis qvesh var

დარი, დიდი მადლობა ჩემო გოგოვ heart_eyes kissing_heart

 


№9  offline წევრი karma

როგორი ემოციური და თბილი ისტორიაა ♡♡♡ რომ ვკითხულობ გულში სითბო მეღვრება...
ძალიან კარგად გადმოსცემ ემოციებს. ♡♡♡

 


№10  offline მოდერი chica sol

karma
როგორი ემოციური და თბილი ისტორიაა ♡♡♡ რომ ვკითხულობ გულში სითბო მეღვრება...
ძალიან კარგად გადმოსცემ ემოციებს. ♡♡♡

მიხარია რომ მოგწონს, დიდი მადლობა heart_eyes

 


№11 სტუმარი Shore shore

oo ar velodi zalian zalian kargi iko marikuna chemi tkbili tbili da gemrieli gogo xar shen

 


№12  offline მოდერი chica sol

Shore shore
oo ar velodi zalian zalian kargi iko marikuna chemi tkbili tbili da gemrieli gogo xar shen

რას არ ელოდი შორე?
მადლობა ჩემო ტკბიტი გოგო

 


№13  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი მარიამიიიი...
აი რა გითხრა ახალი დაბგასაოცარი არ ვიცი...
ვგიჟდები მე ანაზე და რეზიზე...
ეს რეზის საიდუმლო საქმიანობა და მისი სიტყვები რაღაც საეჭვოდ მეჩვენება და იმედია მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია...
ბოლო ეპიზოდი მეცნო... მეცნო და გამიხარდა, ლამის ფრენა დავიწყე...
კარგი ხარ მარიკუნა კარგი და რა გავაკეთო?
მიყვარხარ გულში...

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

გოგონი, ძალიან ვისიამოვნე მართლა. ჰო ეს პატარა ნაწყვეტები ვიცანი ახლა და მთლიანობაში როგორი კარგი წასაკითხი იყო. ქორწილის თამაში არ ვიცოდი და ძალიან მომეწონა, მეც გავერთე რეზისთან და ანასთან ერთად ^_^
გრძნობების გადმოცემაში ძალიან კაი ხარ დაძალიან მაინტერესებს ბოლო ნაწილი ^_^

პ.ს. რაღაც უზუსტობები იყო და მაგას მერე მოგახსენებ ქალბატონო :დ ;)

 


№15  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ჩემი მარიამიიიი...
აი რა გითხრა ახალი დაბგასაოცარი არ ვიცი...
ვგიჟდები მე ანაზე და რეზიზე...
ეს რეზის საიდუმლო საქმიანობა და მისი სიტყვები რაღაც საეჭვოდ მეჩვენება და იმედია მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია...
ბოლო ეპიზოდი მეცნო... მეცნო და გამიხარდა, ლამის ფრენა დავიწყე...
კარგი ხარ მარიკუნა კარგი და რა გავაკეთო?
მიყვარხარ გულში...

სალო❤❤
მიხარია რომ ბოლო ნაწილი გეცნო.
მიხარია რომ მოგწონს და კითხულობ და... დაერთოდაც შენ მიხარიხარ❤

lullaby
გოგონი, ძალიან ვისიამოვნე მართლა. ჰო ეს პატარა ნაწყვეტები ვიცანი ახლა და მთლიანობაში როგორი კარგი წასაკითხი იყო. ქორწილის თამაში არ ვიცოდი და ძალიან მომეწონა, მეც გავერთე რეზისთან და ანასთან ერთად ^_^
გრძნობების გადმოცემაში ძალიან კაი ხარ დაძალიან მაინტერესებს ბოლო ნაწილი ^_^

პ.ს. რაღაც უზუსტობები იყო და მაგას მერე მოგახსენებ ქალბატონო :დ ;)

მიხარია, რომ მოგწონს მარ. მე ის მაფიქრებს ახლა ამის თავი გაქვს შენ? შეეშვი და თავს მიხედე, ვაახ...
ბოლო ნაწილსაც დავდებ დღეს თუ გადავრჩი :დდდ
პ.ს. გელოდები, ქალბატონო

მარიამ ზაქარაშვილი
უცნობი ქ
ჩემი მარიამიიიი...
აი რა გითხრა ახალი დაბგასაოცარი არ ვიცი...
ვგიჟდები მე ანაზე და რეზიზე...
ეს რეზის საიდუმლო საქმიანობა და მისი სიტყვები რაღაც საეჭვოდ მეჩვენება და იმედია მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია...
ბოლო ეპიზოდი მეცნო... მეცნო და გამიხარდა, ლამის ფრენა დავიწყე...
კარგი ხარ მარიკუნა კარგი და რა გავაკეთო?
მიყვარხარ გულში...

სალო❤❤
მიხარია რომ ბოლო ნაწილი გეცნო.
მიხარია რომ მოგწონს და კითხულობ და... დაერთოდაც შენ მიხარიხარ❤

lullaby
გოგონი, ძალიან ვისიამოვნე მართლა. ჰო ეს პატარა ნაწყვეტები ვიცანი ახლა და მთლიანობაში როგორი კარგი წასაკითხი იყო. ქორწილის თამაში არ ვიცოდი და ძალიან მომეწონა, მეც გავერთე რეზისთან და ანასთან ერთად ^_^
გრძნობების გადმოცემაში ძალიან კაი ხარ დაძალიან მაინტერესებს ბოლო ნაწილი ^_^

პ.ს. რაღაც უზუსტობები იყო და მაგას მერე მოგახსენებ ქალბატონო :დ ;)

მიხარია, რომ მოგწონს მარ. მე ის მაფიქრებს ახლა ამის თავი გაქვს შენ? შეეშვი და თავს მიხედე, ვაახ...
ბოლო ნაწილსაც დავდებ დღეს თუ გადავრჩი :დდდ
პ.ს. გელოდები, ქალბატონო

ლავიუ ❤❤

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი ტკბილი შოკოლადი ხარ შენ.ვაიმე აი ძალიან მაგარი თავი იყო,ძალიან.მეც ისე ვიგრძენი ყველა მომენტი როგორც აღწერე.საოცრება ხარ
--------------------
ლანა

 


№17  offline მოდერი chica sol

La-Na
ჩემი ტკბილი შოკოლადი ხარ შენ.ვაიმე აი ძალიან მაგარი თავი იყო,ძალიან.მეც ისე ვიგრძენი ყველა მომენტი როგორც აღწერე.საოცრება ხარ

ლანა, მადლობა ჩემო საყვარელო ❤

 


№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ამას ველოდი ამდენ ხანს და მე კი დრო ვერ გამოვნახე წასაკითხად.
ძალიან სასიამოვნო იყო რეზისა და ანას მომენტები, ქორწილის ამბავი, თამაში, შეტყობინებები და ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი, თვალების ახელა.
ოოო, ახლა რომ სიტუაცია იზაბება ვიცი და სულმოუთქმელად ველი ახალ ტავს.
რა კარგი გოგო ხარ რომ იცოდე.
ნაწყვეტები ვიცოდი, მაგრამ მთლიანობასი უფრო გემრიელი იყო.

 


№19  offline მოდერი chica sol

ლორელაი
ამას ველოდი ამდენ ხანს და მე კი დრო ვერ გამოვნახე წასაკითხად.
ძალიან სასიამოვნო იყო რეზისა და ანას მომენტები, ქორწილის ამბავი, თამაში, შეტყობინებები და ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი, თვალების ახელა.
ოოო, ახლა რომ სიტუაცია იზაბება ვიცი და სულმოუთქმელად ველი ახალ ტავს.
რა კარგი გოგო ხარ რომ იცოდე.
ნაწყვეტები ვიცოდი, მაგრამ მთლიანობასი უფრო გემრიელი იყო.

ლორე❤

მახარებ ძალიან.
რა აზრი აქვს როდის წაიკითხავ? მიარია რომ მოგეწონა,რომ ელოდი...
მახარებ, მახარებ, მახარებ და მიყვარხარ ❤

 


№20 სტუმარი kio

Dges dadeb?

 


№21 სტუმარი Guest nasia

Vaimee yovel wams velodebi dadebas.ise gamixarda ro daasrule verc avgwer, madloba shen ro ase mabedniereb amis wakitxvit ♥♥♥ imedia kidev bevr shens daweril istorias wavikitxav :)

 


№22  offline მოდერი chica sol

kio
Dges dadeb?

კი რამდენიმე წუთში <3

Guest nasia
Vaimee yovel wams velodebi dadebas.ise gamixarda ro daasrule verc avgwer, madloba shen ro ase mabedniereb amis wakitxvit ♥♥♥ imedia kidev bevr shens daweril istorias wavikitxav :)

ვაიმე, როგორი კარგი ხარ შენ. რამდენიმე წუთში დავდებ ახალ თავს <3

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე რა იყო ეს...
გადავირიე..
გადმოვირიე
გავშრი
Aღვფრთოვანდი
ვაუუუ ვაუუუუ ვაუ
აუ რა მაგარი იყოოო
კიდევ კარგი დაწერილი გაქვს და მიყოლებით ვკითხულობ.

ვაიმე წავედი წAვიკითხეეე

 


№24  offline მოდერი chica sol

terooo
ვაიმე რა იყო ეს...
გადავირიე..
გადმოვირიე
გავშრი
Aღვფრთოვანდი
ვაუუუ ვაუუუუ ვაუ
აუ რა მაგარი იყოოო
კიდევ კარგი დაწერილი გაქვს და მიყოლებით ვკითხულობ.

ვაიმე წავედი წAვიკითხეეე

ტეროო, მიხარიხარ. მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent