შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rainbow (7)


20-01-2017, 23:40
ავტორი Nude
ნანახია 1 539

(7)
არ იცოდა სად მიდიოდნენ. როგორც ყოველთვის ძალიან დიდი სისწრაფით მიაქროლებდა მაქსიმე მანქანას და არხეინად იყურებოდა ჰორიზონტზე. ავტომობილი საკუთარი სახლის წინ გაჩერდა. ზუსტად ისეთი სახლი იყო, როგორზეც გიჟდებოდა ნიტა. დიდი და გრაციოზური!
- გადმოდი. - უთხრა მაქსიმემ და კარები გაუღო.
არა, ახლა, ხომ მაინც შეიძება მუდამ შეკრული კოპები გახსნას. მაგრამ აარა... ხანდახან ისეთი სიმკაცრით უყურებდა ნიტას, ფიქრობდა, რამეს ხომ არ ვაშავებო, მაგრამ მერე შეეჩვია. მიხვდა, რომ კაცს ასეთი გამოხედვა აქვს სულ.
- აქ რა გვინდა? - ღიმილით, მაგრამ მაინც დაბნეულმა ჰკითხა და გვერდით ამოუდგა.
არაფერი უპასუხა, სამაგიეროდ, თვალები დააკვესა და მიახვედრა, გაჩუმდი და იარეო. ბუზღუნით გაასწრო.
ეზო სწრაფად მოათვალიერა, მაგრამ ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ აღფრთოვანების ზენიტში ასულიყო. ულამაზესი ბაღით იყო შემორტმული იქაურობა. გაცისკროვნებული თვალებით შეხედა გაღიმებულ მაქსიმეს. კაცმა ქალი შეატარა სახლში და შემდეგ მიყვა მას თვითონაც.
- რა ლამაზია! - გაოცებულმა დააღო პირი შესვლისთანავე.
ლამაზ, ხვეულ კიბეებს მეორე სართულზე აყავდი, მაგრამ ზედა საეთულით არ დაინტერესებულა ნიტა. საოცარი გრაცია იგრძნობოდა სახლში. არც მაინცდამაინც ,,ძალიან მდიდრულის’’ შეხედულება ჰქონდა, რადგან როგორც ჩანს, დიზაინერს იმისთვის არ უზრუნია, რომ მაქსიმეს ავლა-დიდება გამოჩენილიყო, გემოვნება უფრო ჭარბობდა ვიდრე ოქრო-ვერცხლი.
თუმც, ურთიერთგამომრიცხავია!
- მოგწონს? - ღიმილით ჰკითხა მაქსიმემ, ნიტას უკნიდან აეკრო მაქსიმალურად და მუცელზე ხელები მოხვია.
- ძალიან! - ცოტა ხნის შემდეგ შეტრიალდა და კაცის ხელებს დახედა, რომელიც სუროსავით შემოხვეოდა წვრილ წელზე.
გაშეშდა. ნიტასთვის, ყველაზე სასიამოვნოს წარმოადგენს მაქსიმეს ღიმილი. თითქოს, ხვდება ამას კაცი და სწორედ ამ ხერხით უტევს. რომ ჰკითხოთ მამაკაცი საიდან მოვიდა, როდის მოგხიბლა ასე და საერთოდ, რატომ გაქვს ასეთი რეაქცია, რატომ თმობ ყველაფერს მისთვისო, ვერ გიპასუხებთ, არ იცის და იმიტომ. კი არ უყვარს, რა სისულელეა! 1-2 კვირაში არ შეუყვარდება კაცი, ბუნებრივია. უბრალოდ ძალიან მოსწონს, თავს მასთან ყველაზე კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს. სულ ეს არის!
- რატომ მომიყვანე აქ? - ინტერესით ჰკითხა და თვითონაც წელზე მოხვია ხელი, როგორც შეძლო ისე.
- სალაპარაკო მაქვს, რაღაც-რაღაცეები გასარკვევი. - მკაცრად დაიბუბუნა და ნიტას ისე გახედა, სული განუტევა კინაღამ გოგომ.
თითების მტვრევით წავიდა სავარძელზე და სწრაფად დასკუპდა. ნერვიულობისგან ოდნავ აკანკალებულ მუხლებზე, ისევ ისე დაიწყო ხელის გულები და მომლოდინე სახით შეხედა მაქსიმე.
- საერთოდ, ვფიქრობ რომ დავითი არანაირად არ უნდა იყოს შენ ცხოვრებაში. - პირდაპირ უთხრა მამაკაცმა.
- ბატონო?! - თვალები დაჭყიტა სწრაფად და ინსტიქტურად მიეყუდა საზურგეს.
კი იცოდა, დავითზე საუბარი რომ არ ასცდებოდა, მაგრამ რას იფიქრებდა ასე პირდაპი თუ აჯახებდა ამას. წამში დაიძაბა.
- რა იყო? - ირონიულად გაუღიმა და ვისკი დაისხა ჭიქაში. - არ შემოგთავაზებ, ვიცი, არ სვამ.
- ჰო... დავითი... საერთოდ ეგ ცოტა რთული შემთხვევაა. - უხერულად გადაისვა თითი ცხვირის წვერზე და იმავე გამომეტყველებით გახედა მაქსიმეს. - დაველაპარაკები.
- დაელაპარაკე, ან მე ვიზამ ამას. - ისევ იმ ნაგლი ღიმილი მიაგება გოგონას და ერთი ხელის მოსმით ჩაისვა კალთაში.
საერთოდ, ყოველთვის ასეთი იყო ნიტა. ძალიან მარტივად იღებდა სულ გადაწყვეტილებებს. არ ეშინია მაქსიმესთან ურთიერთობის. იცის, რომ კაცი იმაზე ღირსეულად მოიქცევა, ვიდრე შეიძლება ნებისმიერს ეგონოს. მასში იმდენ თვისებებს ხედავს, უკვირს, როგორ შეიძლება მასთან დაკავშირებით, რამე ცუდზე იფიქრობს. თანაც, უკვე საკმაროდ დიდია სერიოზული ურთიერთობისთვის. არც დამარცხების, ანუ მისი და მაქსიმე განცალკევებით ყოფნის ეშინია. სულ ტოცათი მხოლოდ, მაგრამ უმნიშვნელოდ.
კაცს არაფერი უთქვამს ჯერ, მაგრამ იცის, რომ ნაკანი სხვანაირად არ მოიქცეოდა იმ ქალთან, რომელზეც მთელი თავისი ოჯახი გიჟდებოდა. ყოველ მის გამოხედვაში გრძნობს გოგონა რომ ყველაფეფერი სხვაგვარადაა და მაქსიმე, საკმარისზე მეტად სერიოზულადაც აღიქვამს გოგონას.
საერთოდ, ნიტა ფიქრობს, რომ დროს მნიშვნელობა არ აქვს! მერე რა რომ ჯერ სულ ცოტა ხანი არის, რაც ერთმანეთი გაიცნეს? ურთიერთობის დასაწყებად არც ერთს მიაჩნია წლები. დიახ! ერთმანეთზე ერთმანეთთან უნდა შეიტყონ უფრო მეტი! სწორედ ასეა!
- არა, მირჩევნია მე დაველაპარაკო. არ არის შეუგნებელი კაცი და მიხვდება რომ მე და ის, ორი უკიდურესობა ვართ! - გაიკრიშა და გულზე მიადო თავი.
- ძალიან კარგი! არ მიყვარს ორის, ვითომ, მაგრამ მაინც დაწყებულ რაღაც ურთიერთობაში ჩარევა. - კურნოსა, პატარა ცხვირზე საჩვენებელი თითი დაკრა და შუბლზე მიაკრა ტუჩები.
შუბლიდან ყელს ჩაუყვა, მერე ლავიწზე აკოცა. დარწმუნებული ვარ, ამას არ დაჯერდებოდა, ნიტას რომ არ გაეჩერებინა და მავედრებელი თვალებით არ ეთხოვა გაჩერება. ასე, უსახელოდან არ უნდა რომ დაიწყონ, მერე რა რომ, მერეც არაფერს მოითხოვს?! მაინც. ურჩევნია, ჯერ ილაპარაკონ, გარკვიონ, ჩამოყალიბდნენ. ორივე ზრდასრული არიან. ასე უფრო კომფორტულად იქნება, თან ბევრად!
- ჩვენ გასარკვევი გვაქვს ბევრი რამ. - სერიოზული გამომეტყველებით გამოცალა ვისკის ჭიქა და ნეტარედ მინაბა თვალები, ტუჩებით რომ დაიწყო ნიტას ყელში ბოდიალი!
- ჰო-ოო. - ტუჩი მოიკვნიტა უშიკიშვილმა, მისი პირის ღრუდან წამოსული სიამოვნების ბგერები რომ დაეხშო.
- ცოტას მოგეფერებოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ჯერ ვისაუბროთ.
გვერდზე გადასვა ქალი, რადგან ასე მაინცდამაინც კონცენტრაციას მოხდენას ვერ ახერხებდა. ნიტა, მასზე ისეთ გავლენას ახდენდა და ისე მოქმედებდა, ვერავინ ახერხებდა ასე. თუმცა, უნდა აღიაროს, რაც უშიკიშვილი დაინახა, მას შემდეგ დიდად ვეღარ იღებს იმ გართობებში სიამოვნებას, რასაც ადრე მთელ ღამეს უთმობდა.
- შევთანხმდეთ იმაზე, რომ დავითს იმაზე ადრე დაელაპარაკები, ვიდრე მე! - მკაცრად გადახედა და მის მუხლებზე დადო თავი.
- შევთანხმდეთ. - ღიმილით დაიჩურჩულა.
ძალიან, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ მაგრად მოხვეოდა კაცს და მთელი სახე დაეკოცნა, მაგრამ ჯერ ვერ შეძლებდა ამას. არ იყო კომფორტულად ამ მხრივ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ. ეუხერხულებოდა, თუმცა ვინაირად და რადგანაც მაქსიმე ხვდებოდა ყველაფერს და მეტიც, მშვენივრად ესმოდა ვითარების, არაფერს იმჩნევდა, ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ დაძაბულობა სულ გაქროდა ნიტას.
- ახლა, გადავიდეთ მეორეზე! - წარბები აუთამაშა და საყვარლად გაუღიმა.
არა, ეს მეტისმეტი იყო ნიტასთვის, ჯერ გასაოცარი, რადგან ასეთი მხიარული და თბილი პირველად დაინახა მაქსიმე. უზომოდ უხაროდა მისი ასეთი ცვლილება, მერე რა, რომ მაინც გამოურევდა თავის სიმკაცრეს, მაგას აიტანდა როგორმე!
- როგორ მაგიჟებ! - კოცნით ტუჩებამდე მივიდა და ისე სწრაფად დააცხრა ბაგეებზე, თვალების დახუჭვის მაგივრად, უფრო ფართოდ გაახილა გაოგნებისგან.
ღიმილით აკოცა კიდევ ერთხელ, ველურულად, მთელი ვნებით და ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა. ვერაფერს იაზრებდა ნიტა, იმდენად სასიამოვნო და კარგი იყო მისთვის ეს მომენტი, იმდენად გასაოცარი და ამაღელვებელი. მერე რა რომ როგორც ფილმებშია, ისე ნაზად არ აკოცა მაქსიმემ, სამაგიეროდ ეს უფრო ესიამოვნა, მიუხედავად იმისა რომ არც კი იცის, ,,ისეთი’’, როგორია.
- მაქსიმე... ჩვენ... - დაბნეულმა დაიჩურჩლა, მაგრამ მამაკაცმა გააწყვეტინა.
- ჩშშშ! - ტუჩებზე თბილად მიადო ხელი. - მე არაფერზე დაგავალდებულებ, ეგ ნუ დაგაბრკოლებს. ზოგადად, ვერ ვიტან ჩარჩოებში ჩასმულ ურთიერთობებს. თავისუფლების, სილაღის და უფრო მეტი სიამოვნების მოყვარული ვარ. ვერ ვხვდები, რა საჭიროა ეს ოფიციალურობა, როცა უფრო მოხერხებულად შეგვიძლია ვიყოთ?!
- გეთანხმები, მაგრამ არ ვარ მიჩვეული ასეთ ყოფას კი არა, საერთოდ არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია. მეტიც, პირველად ვაკოცე მამაკაცს და გამიგე, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. ჯერ, ეს ყოველივე ჩემთვის უცხოა, თუმცა სასიამოვნოა ძალიან! - ღიმილით ახედა ზევიდან დაჩერებულ, ნიტას სიტყვებით უაღრესად კმაყოფილ კაცს და თვალი ჩაუკრა.
მერე... ისეთი არაფერი მომხდარა, ცოტ-ცოტა ისაუბრეს, მეტი და მეტი ინფორმაცია გაცვალეს, ეს კი კიდევ უფრო არწმუნებდა ნიტას, რომ მაქსიმესთან ყოფნით, არაფერს არ კარგავდა, პირიქით, ბედნიერება იგრძნობოდა თითოეულ უჯრედში, ორგანიზმში, ხმაში, თვალებში, გამოხედვაში... საერთოდ ყველაფერში! შექმნილი სიტუაცია, თავის მხრივ, ნაკანზეც მოქმედებდა, დადებითად, რა თქმა უნდა, დადებითად, სხვანაირად შეუძლებელიც კი იყო!
ჩახუტებულები ისხდნენ.
ნიტა, მაქსიმეს გულ-მკერდზე ხაზავდა გაურკვეველ ფიგურებს, ხოლო მაქსიმე, ნიტას გლუვ, რბილ და გრძელ თმებში ხლართავდა გრძელ, ნატიფ თითებს.
ღამე, დაახლოებით თერთმეტ საათზე გაიყვანა სახლში მაქსიმემ. მანამდე, ტუჩები გემრიელად დაუკოცნა და დაუბარა, რომ ახვალ აივნიდან გამომხედეო. უშიკიშვილის ბედნიერი ავარდა სახლში და ელვის სისწრაფით გაქანდა აივნისკენ. ისე გადაეყუდა ლამის გადავარდა იქიდან, თუმცა თავისი წონასწორობის დაცვის წყალობით, გადარჩა აივნიდან ფრენის სწავლას. ღიმილით დაუქნია ხელი და მაქსიმემაც ჩაცინების შემდეგ დაძრა ავტომობილი. ბოლოს, საბურავების ღრჭიალი მოესმა და სახლში ფარფატით შევიდა. ოჯახს, ძილი ნებისა უსურვა და სწრაფად მომზადების შემდეგ, ვარსვკლავის ფორმით გაწვა თავის დიდ და ფუმფულა ლოგინზე.
ჯერ არაფრის თქმას აპირებს თავისებთან. დავითთან აქვს მოსაგვარებელი საქმე დარჩენილი და მანამდე ვერ იქნება მშვიდად, სანამ ყველაფერს არ დაალაგებს, თავის ადგილს არ მიუჩენს.

***
დილით ისევ ისე, ჩვეული ენერგიით წამოხტა, თუმცა ვის ვატყუებ?! აღარაფერი იყო ჩვეულებრივად. ნიტაც და მაქსიმეც, უნდა ვაღიარო, რადიკალები იყვნენ. მათ იპოვის ერთმანეთი ყოველგვარი დრამის გარეშე, ოფიციალურობის გარეშე, ერთმანეთის მშობლების გარეშე. არა, ჯერ ისედაც ადრეა ამაზე საუბარი. მხოლოდ ერთი ღამეა, რაც ერთად არიან, მაგრამ მგონი, ამ მოკლე დროშიც კი მიხვდნენ რომ ,,რაღაც’’ არის მათ შორის!
სახლიდან რომ გავიდა გაკვირვებულმა შეხედა მანქანაზე აყუდებულ დავითს. მისკენ წავიდა ღიმილით, ძალით ღიმილით. რაღაც, ძალიან გაცივდა ნიტა. ბუნებრივია, მაგრამ მაინც უცხო. არ არის ეს ,,ნიტასეული’’.
- დავით?! - მამაკაცი გადაკოცნა და წინ დაუდგა. - როგორ ხარ? - მოიკითხა მან.
ამდენი საერთოდ არ უჭიკჭიკია მგონი ამ კაცთან. არ ჰქონია სურვილი, არც ახლა აქვს დავითთან საუბრის ნერვები, მაგრამ რა ჰქნას? ამ საქმეს ასე ვერ დატოვებს. ბოლოს და ბოლოს ამხელა ხალხი არიან, როგორ შეიძლება ასეთი უპატივისმცემლობა მამაკაცისადმი.
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ამას არაფრიტ არ იზამს.
ჯერ თავის თავს არ გადააბიჯებს და მერე, დავითს.
- კარგად. შენ, როგორ ხარ? - ინტერესით იკითხა, თუმცა მაინც შეამჩნია მის ხმაში გოგონამ დაძაბულობის ნოტები.
- კარგად. რაიმე სასწრაფო საქმე ხომ არ გქონდა? - დავითის ავტომობილს მიეყუდა წუთით და ხელებგადაჯვარედინებულმა შეხედა.
- მე... არც ისე სასწრაფოა, სიმართლე გითხრა. უბრალოდ, სალაპარაკო მაქვს და ტელეფონით არ მინდოდა ამის თქმა. - უხერხულად მიმოიხედა ირგვლივ.
- ძალიან კარგი. მეც მინდა, რაღაც-რაღაცეები გავაკრვიოთ ერთად. საღამოს გნახავ სამსახურის მერე, ახლა, ძალიან მეჩქარება. - საათს მოუთმენლად დახედა, დროებითო, მიაძახა და სწრაფად ჩახტა თავის ,,ბეემვეში’’.
ეს ყველაფერი კარგი, ერთი პრობლემა გადადო საღამოსთვის, მაგრამ ახლა, რა უნდა ქნას? მარიტასთან და დემეტრესთან ძალიან რცხვენია, რაც და როგორც არ უნდა იყოს. ერთულება ამ ყველაფრის აღქმა, გაგება, შემდეგ კი შეთვისება. მაინც უჭირს, მთელი ღამის ფიქრის მიუხედავად.
ნერვიულად გაუხახუნა გაოფლილი ხელისგულები ერთმანეთს და ტუჩის კვნეტით ახედა აივანს. მას შემდეგ რაც საათს დახედა, ლამის სირბილით ავარდა ზემოთ, სულ დაავიწყდა მარიტას უნივერსიტეტი და დემეტრეს სამსახური. კარები სულ ღია არის ხოლმე დილით, რადგან ნინის სულ ძინავს იმ დროს, როცა ნიტა მიდის ხოლმე მათთან. ძალიან ფხიზელი ძილი აქვს ამ ჭინკას და რამდენჯერაც დაკაკუნებით შევიდა უშიკიშვილი სახლში, იმდენჯერ მოაღო პირი, შემდეგ კი გაუჩერებლად დაიწყო ტირილი.
- როგორ ხართ? - ღიმილით, მაგრამ მაინც უხერხულად მოიკითხა ცოლ-ქმარი და პერანგი იქვე დაკიდა.
- შენ, გოგონი, რომ მოვალ, ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები! - თითი, სიცილით, გამაფრთხილებლად აუფრიალა თვალებთან და მოხარხარე დემეტრეს შეხედა. - რა იყო, შენ?! - თვალების ბრიალით მიაჩერდა და გვერდზე მწარედ უბწკინა.
- აუ! მეტკინა! - ერთი კარგად შეუბღვირა და მერე ნიტას მიუტრიალდა, რომელიც სიცილს ვერაფრით იკავებდა. - ნიტუშ! ნუ უჯერებ ამას და ნუ დაფრთხები, არაფერი არაა დიდი. - გამოაჯავრა ცოლი და სადარბაზოში გახდა. იცის კისკისით გაეკიდა, თან, გცემო, გაიძახოდა.
ღიმილით მიკეტა კარი და ცოტა ხანი მოიცადა, სანამ დაწყნარდებოდა, მერე ნინის და გაბრიელის ოთახში შევიდა. ორივეს გატრუნულებს ეძინათ, თან ისე საყვარლად, დიდი სიამოვნებით მოაჭამდა ორივეს იმ სიცხისგან აღაჟღაჟებულ ლოყებს, მაგრამ გაღვიძება არცერთის უნდოდა.
სამზარეულოში გავიდა, ყავა მოამზადა თავისთვის, საყვარელი წიგნი ამოაძვრინა ჩანთითად და ნეტარედ დაიწყო კითხვა, მაგრამ ერთი გვერდის წაკითხვაც ვერ მოასწრო, კარებზე კაკუნი რომ ატყდა, ჩუმი, მაგრამ მაინც ხმამაღალი. ასე იცის ხოლმე მაქსიმემ დაკაკუნება, უკვე ცნობს. ფარფატით წამოხდა და ლამის ფრენით მივარდა კარებს.
კარს იქით მომღიმარი ნაკანი შერჩა. ვერ გადაწყვიტა, რა შეიძლება ექნა, არა, კი იცოდა, რაც უნდოდა ყველაზე მეტად, მაგრამ ვერ გაბედა. ხელები რო გაშალა მაქსიმემ, იმის ნიშნად, რომ ჩახუტებოდა, გახარებული შეაფრინდა და კისეზე მოხვია ხელები. განაბულმა მაქსიმემ ნეტარედ ჩარგო ნიტას სურნელოვან ყელში ცხვირი, შემდეგ კი მისი წვერი ოდნავ გაუხახუნა ლავიწს.
- შემოდი. - გაიკრიჭა უშიკიშვილი, როცა ძლივს მოსწყვიტა საკუთარი სხეული ნაკანისას.
- ცოტა ხნით შემოგირბინეთ, სანამ სამსახურში წავალ. ყავა გამიკეთე, რა, გთხოვ. - მავედრებელი თვალებით შეხედა და მისაღებში შეყო ბავშვებს. - ძინავთ? - გაკვირვებულმა იკითხა.
- ჰო, ძირითადად, ამ დროს, უკვე ღვიძავთ ხოლმე. - მხრები აიჩეჩა მომღიმარმა გოგონამ და სამზარეულოში შევიდა. - ალბათ, გუშინ გვიან დააწვინა მარიტამ, რა ვიცი.
არც უსმენდა ნიტას ტიკტიკს ნაკანი, ისე ამოუდგა უკნიდან. დაძარღვული ხელები მუცელზე მოხვია, ცხვირი კი ისევ ყელში ჩარგო. როგორ უყვარს ამ გოგოს სურნელი! გიჟდება! ყელში რამდენჯერმე აკოცა, შემდეგ კი ცალი ხელი ფაფუკი თმებისკენ წაიღო ხელი, მუჭში მოიქცია და თვალებ დახუჭულმა დასუნა.
- ჩემი გემრიელი! - დაიჩურჩულა და სწრაფად შემოატრიალა ნიტა თავისკენ.
გოგონამ კისერზე დააწყო მკლავები და საყვარლად გაუღიმა. მეტი ვეღარ ,,გაქაჩა’’ მაქსიმემ და ისევ ისე, ველურივით დაუკოცნა ბაგეები. სიცილით მოშორდა გაბრუებულ ნიტას, რომელსაც ჰაერი აღარ ყოფნიდა, მაგრამ ამას ვერც კი ხვდებოდა, რადგან ძალიან იყო გადართული მაქსიმეს მხურვალე და ვნებიან ბაგეებზე, რომელიც იმ მომენტში მის ტუჩებს ლაშქრავდა.
- თავი აკონტროლე, თორემ გაიგუდები. - დასცინა იორნიული სახით და არხეინად დაჯდა სკამზე. - გმადლობ! - უთხრა მას შემდეგ, რაც ყავით სავსე ფინჯანი წინ დაუდო ნიტამ.
- უტაქტო! - დაუბღვირა გოგონამ და ისიც დაჯდა, მაქსიმეს პირდაპირ. - დღეს სახლთან დამხვდა დავითი. - დაძაბულმა ჩაილაპარაკა და თითები ერთმანეთს მყარად გადააჭდო.
ბოლომდე ახლაც არ იცოდა, სწორად მოიქცა, თუ არა, რომ უთხრა, მაგრამ სხვანაირადაც არ უნდოდა. ასე, მართალი ვერ იქნებოდა კაცთან, ის კი არ უნდოდა რამე დაემალა მისთვის. ასეთი ურთიერთობა არ უნდოდა, მითუმეტეს არც დაწყება უნდა ასე.
- მერე? - ჩვეულებრივად ჰკითხა ნაკანმა, მაგრამ ხომ შეატყო თვალებზე, როგორ აკიაფდნენ შიგნით ,,რაღაცეები’’.
- მერე არაფერი, უნდა ვნახო დღეს საღამოს. არ მინდა, კიდევ დიდი ხანი გავწელო ეს. არ ვიქნები მასთან მართალი. არ აქვს იმ ფაქტორს მნიშვნელობა, დავითი რანაირია.
- ჩემი მეამიტი. - სიცილით აკოცა ბაგეებზე.
- ოო, ნუ დამცინი. - ბუზღუნით გადმოატრიალა ქვედა ტუჩი და ქვემოდან ახედა მაქსიმეს.
- არ დაგცინი! ამ კვირის ბოლოს მივდივართ წყნეთში. მოდიხარ. იცოდე. - გაუცინა და ფეხზე წამოდგა.
- ჰო, მოვდივარ. - გაცისკროვნებული თვალებიტ ახედა თავისზე ორი თავით მაღალ კაცს.
- ჩემი კნაჭა! - ცხვირზე ოდნავ მოსდო კბილები.
- აუუ... - დაიგმინა და თითის წვერით დაიზილა ნატკენი ადგილი. - ველურო! - გაბუტულმა უთხრა და მხარზე ოდნავ მიკრა ხელისგული.
- შენ ეგეთი ველური მოგწონვარ! - ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და მისაღებში დადებული ჩანთა მხარზე გადაიკიდა. - ჭკვიანად იცოდე და დამირეკე დავითს რომ ნახავ. გამოგივლი და წაგიყვან.
- კარგი. - თავი ღიმილით დაუქნია და კარების ჩარჩოს მიეყრდნო.
- ჭკვიანად! - ისევ გაუმეორა, ტუჩები გემრიელად დაუკოცნა და სიცილით გავიდა კარში. ახალისებდა ნიტას გამოშტერებული სახე, როცა კოცნაზე მიდგებოდა საქმე.
გაბადრულმა მიკეტა კარი და ისევ ისე გაბადრული მიეკრო ცივ კარს.

^^^
იმედი მაქვს, კატასტროფა არ არის :დდდ



№1 სტუმარი გვანცა))

ნუ ღელავ არა არის კატასტროფა ;დდ
ძალიან კარგია
მაქსიმე ყველას მირჩევნია ❤კარგი გოგო ხარ ჰოიციი ^^

 


№2  offline მოდერი Nude

გვანცა))
ნუ ღელავ არა არის კატასტროფა ;დდ
ძალიან კარგია
მაქსიმე ყველას მირჩევნია ❤კარგი გოგო ხარ ჰოიციი ^^

გვანცულიი❤️❤️
--------------------
bailey

 


№3 სტუმარი Mtvareula

Katastrofa ara, dzalkan kargi iyo :dd.
Dzalian momwons es istoria da shen ufro <3
Vuimee maqsimesnairi minda vinme, tan saxeli miyvars dzalian <3
Nita ra sayvarelia ^^
marita da demetrec, bavshvebic <3
Vaimee, ai yvelaze sayvarlebi arian sul yvelani <3 <3 :*
Yvelaze kargi xar sheeen <3 <3
Luv, luv <3

 


№4  offline მოდერი Nude

Mtvareula
Katastrofa ara, dzalkan kargi iyo :dd.
Dzalian momwons es istoria da shen ufro <3
Vuimee maqsimesnairi minda vinme, tan saxeli miyvars dzalian <3
Nita ra sayvarelia ^^
marita da demetrec, bavshvebic <3
Vaimee, ai yvelaze sayvarlebi arian sul yvelani <3 <3 :*
Yvelaze kargi xar sheeen <3 <3
Luv, luv <3

შენც ძალიან, ძალიან კარგი მყავხარ მეე!
--------------------
bailey

 


№5  offline მოდერი bibo

vaime shen ra marwyvis qula myavxar jemo alubalo rogor momwons es wyvili vgijdebii vafren me maqsze chemi baltyi bultyi imedia daviti chkviani kacia da ar unda dazelva chemi atmis busui da aluchis kurka vafren shenze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent