შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rainbow (5)


15-01-2017, 20:06
ავტორი Nude
ნანახია 1 771

(5)
გვიან ნიტას ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა. გაგკვირვებულმა დახედა აზუზუნებულ მობილურს და ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა.
- გისმენთ.
- მაქსიმე ვარ. - პირდაპირ უთხრა კაცმა. - შენ სადარბაზოსთან ვარ, გაბრიელი უნდა წავიყვანო.
- მჰჰ, - ამოიბლუყუნა გოგონამ. - ისა... ჩასაცმელია და დამელოდები? 15 წუთში გავამზადებ. - გაურკვევლად ისროდა ბგერებს.
- ჰო, - მოკლედ უპასუხა და ყურმილი გათიშა.
გაოცებულმა დახედა მობილურს, რომელზეც უცხო ნომერი სულ რაღაც წამებით შერჩა. მერე ეკრანი ჩაბნელდა. აივნის კარები სწრაფად გამოაღო და ლამის მთლიანი ტანით გადაეყუდა. გარემო მოათვალიერა და უცბად იპოვა მანქანაზე აყუდებული მაქსიმე, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. კაცმაც ზუსტად იმ წამს ამოიხედა. დაბნეულმა, უაზრო გამომეტყველებით გადაიტანა მზერა გვერდით, საკიდზე და სწრაფად შევიდა სახლში.
- გაბრიელ! - დაუძახა ბავშვს თბილადდა მანქანით მოთამაშემ სხარტად მიირბინა ძიძასთან.
- წამოდი, ჩაგაცმევ. ბიძაშენი გელოდება. - გაუღიმა და ოთახისკენ წაიყვანა.
სწრაფ-სწრაფად მოამზადა ბავშვი, ხელ-პირი დაბანა, ბარგი ჩაულაგა და კარებთან მივიდნენ.
- მეც წამოვალ ბარემ . - აესვეტა წინ დავითი.
უხერხულულად გაუღიმა, მხრები აიჩეჩა და თავი, თანხმობის ნიშნად დაუკრა. რადგან გრილოდა იმ საღამოს, გაბრიელს თხელი მოსაცმელი მოაცვა და სწრაფად დაეშვნენ კიბეებზე. როგორც კი დაინახა მანქანაზე მიყრდნობილი ბიძა ბავშვმა, მაშინვე გაქანდა მისკენ და ხელებში შეაფრინდა. კაცმაც, ღიმილით აიყვანა ხელში და მკაცრი მწერა მოავლო უხერხულად დაყუდებულ ნიტას, რომელსაც გვერდს ზემოთხსენებული დავითი უმშვენებდა. მერე, ცინიკურად გაუღიმა და ბავშვი ავტომობილში ჩასვა.
- დროებით! - თვალი ჩაუკრა მაქსიმემ იქვე დაყუდებულ გოგონას და მანქანა სწრაფად გაიყვანა კორპუსიდან.
- ნაახვამდიიიის?! - გაიცინა და დავითს მიუტრიალდა.
კაცი ღიმილით უყურებდა თვალმოუშორებლად. სიცილით აიჩეჩა მხრები და მომლოდინე სახით შეხედა ნიტამ. ,,ჰაა, ახლა, მითხარი რომ მიდიხარ, თორემ გავიყინე!’’ - გაიფიქრა და უკმაყოფილოდ დამანჭული სახის თანხლებით სიცივისგან დაყრილ მკლავებზე თბილი ხელისგულები აისვ-დაისვა.
- ხვალ გცალია? პირდაპირ აჯახა გოგონას.
- კი. - გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები და ფასუხი დაუფიქრებლად გასცა.
მერე კი იკბინა ენაზე, რატომ ვუთხარი ესო, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა.
- ძალიან კარგი! - აღფრთოვანება ოდნავ დაეტყო კაცის ხმას და გამომეტყველებას. - იქნებ, ხვალ გაგვესეირნა სადმე?
- მე და შენ? - საჩვენებელი თითი ჯერ თავის გულ-მკერდზე მიიტანა და მერე დავითისკენ გაიშვირა.
თავი ნელა დაუქნია და ინტერესით ჩააჩერდა თვალებში, თუმცა იქ დაბნეულობის გარდა ვერაფერი ამოიკითხა.
- ჰო, რა ვიცი. გავისეირნოთ. - თვითონაც იგრძნო მისი სიტყვები როგორ გავდა პირიდან ძალით ამოგლეჯილს და სიტუაციიდან თავის დახსნა სცადა. - წავიდეთ! - უფრო მონდომებით დაუქნია თავი, თან სითბოც დაუმატა ცოტა და მგონი ,,დანაშაულიც გამოისყიდა’’.
- გამიხარდა. - ხმით ჩაიღიმა კაცმა და მანქანისკენ წავიდა. - დროებით. - შუა გზაზე შემოუტრიალდა და რაღაცნაირი ხმით უთხრა, ცოტა უცნაური იყო ეს ყოველივე.
- დროებით. - მხრები ღიმილით აიჩეჩა და სადარბაზოში სწრაფად შევარდა. - გავიყინე! - დაიღმუვლა თავისთვის და კიბეები სულმოუთქმელად აირბინა.

***
- ეს ჩავიცვა, თუ ეს? - ტუჩებდაპრუწულმა ჰკითხა თავის საძინებელში, თავისივე ლოგინზე წამოკოტრიალებულ სალომეს.
- ის! - დაღლილმა გასცა პასუხი.
- თუ ეს? - წარბი მაღლა დაკვირვებით ასწია და ახლა მეორე მაისური აამოძრავა ხელში.
- ცემა! - სიცილით გაააგდო ბალიშზე თავი გოგონამ.
- ეგრე, საერთოდ ვერ მეხმარები! - გაჯავრებულმა დაუქაჩა თვალები.
- დამშვიდდი, ცოლად არ მოყავხარ იმ კაცს და ჯობს სადად ჩაიცვა! - ცინიკურად შეხედა და გამომწვევად ააფრიალა მარჯვენა ხელი ჰაერში.
- ნეტა, შენ რა გაგეგება, მეც გკითხე,რა!
- რა მნიშვნელობა აქვს რას გეტყვი, მაინც იმას იზამ, რაც შენ გინდა და პირდაპირ შენ რომ აარჩიო, არ გიცდია? - ირონიულად გაუღიმა და ხახამშრალი დატოვა ნიტა.
- ჯანდაბა, შენ! - მიაძახა კარებიდან გასულს და ბუზღუნით დაეცა ლოგინზე, იქ, სადაც წამის წინ სალომე კოტრიალობდა. - ლოგინს გასწორება უნდა! - დაუწყვირა გამწარებულმა.
საერთოდ, ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებასაქცევდა ჩაცმას. არ უყვარს, როცა ქალები მოუწესრიგებლები დადიან და სულ მაგას ეუბნება თავის დას. ხანდახან ცოფდება კიდეც, ასე აჯაჯულს, როგორ შეგიძლია ნახევარი თბილისი შემოიარო-ო. სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს აცვია სალომეს ცუდად, როგორც ამას ნიტა აღნიშნავს, უბრალოდ, არ უყვარს კლასიკურად ჩაცმა დასულ ,,აჯაჯულ -მიჯაჯულ’’ ტანისამოსს არჩევს, ასე უფრო თავისუფლად ვარო!
აი, ნიტა, სულ სხვაა. მიუხედავად იმისა რომ კაბებზე არ არის გადამკვდარი, მაინც სულ ისე უნდა ეცვას, როგორც დახვეწილ ქალს შეეფერება და სულაც არ თვლის რომ აჭარბებს!
- მზად ვარ! - კმაყოფილი გავიდა სამზარეოში დასთან და დედასთან.
იქვე ფეხმორთხმით ჩამოჯდა და წარბაწეულმა გახედა მოხითხითე სალომეს.
- ახლა შენ! - გაკაპასებულმა წამოიყვირა.
- ნუ იქცევით პატარა ბავშვებივით. არ გიხდებათ. - ჩაურთა ,,დედური’’ ნინომ და შვილს თვალი შეავლო. - რა ლამაზი მყავხარ დე! - გაცისკროვნებული თვალები მიანათა ნიტას.
- გმადლობ! - შეიფერასავით და იმ წამს აცეკვებულ ტელეფონს ღიმილით დახედა. - გისმენ! - ხმა გაინაზა და ფეხზე წამოდგა. - კარგი, ჩამოვალ. - თავი დაუქნია, თითქოს დაინახავდა კაცი.
კურტუმოს ქნევით წავიდა შემოსასვლელისკენ და პატარა ჩანთა მხარზე მოხდენილად გადაიკიდა.
- მაინც, პირველი პაემანია შენთვის და ძალიან არ აცერცეტდე. - დასცინა დამ და გაღიმებულ დედას თვალი ჩუმად ჩაუკრა.
- ჯერ ერთი, პაემანი არ არის, - თავი გამოყო სამზარეულოში ნიტამ.
- და მეორე? - გააწყვეტინა ირონიის მრქვეველმა დამ.
- და მეორე, მოგკლავ, დედას გეფიცები! - თვალები ლამის ბუდიდან ამოუყარა ნიტამ და იქვე დაუწყო.
- იი, ნაზი ხმა დაგეწვას! - გაიცინა სალომემ. - წადი ახლა, თორემ გადაგაგდო იმ ბიჭმა.
- გმადლობ, რომ რჩევა მომეცი! - დაგესლა და და კარები გაიჯახუნა გაცხარებულმა.
სადარბაზოდან ლამის ვიშვიშით გავიდა, მაგრამ თავიც და აწითლებული სახეც სანამ არ დაიწყნარა, მანამდე არ გაუდგამს ფეხი, შემდეგ კი ღიმილით, ყელმოღერებულმა დატოვა იქაურობა და დავითთან მივიდა. აწურული დაუდგა წინ და დაბნეულმა შეხედა.
კაცმა აიღო თავის თავზე ინიციატივა და ლოყაზე ნაზად მიაკრა ტუჩები. ხმით ჩაიცინა დაძაბულობის განსამუხტად და მანამდე, სანამ მამაკაცის მიერ გამოღებულ კარებს შეხედავდა, თავის ფანჯარას ახედა. დარწმუნებულია, რომ ახლა, დედაც და დაც ზემოდან აკვირდებიან. თავი აქეთ-იქნით ოდნავ გაღიზიანებულმა გაამოძრავა და მანქანაში მოხდენილად ჩასკუპდა. ჩანთა შეტყუპებულ მუხლებზე დაიდო, შემდეგ კი დაელოდა, როდის მოუვლიდა და ჩაჯდებოდა მანქანაში დავითი.
- როგორ ხარ? - თბილად მოიკითხა კაცმა.
- რა ვიცი, კარგად, შენ? - მხრების ჩეჩვით მიტრიალდა ოდნავ მისკენ ნიტა.
- კარგად!
მანქანა უხმოდ დაძრა დავითმა და მოპირდაპირე მხარეს სწრაფად გადავიტა. თავიდან იფიქრა, რამეს ვიტყვი, აბა, ასე ხომ არ ვიჯდებითო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ფანჯარაში გაიხედა და უკვე დაზეპირებული კონსტუქციის შენობებს თვალი მოავლო.
- სად წავიდეთ, მოიფიქრე? - ინტერესით ჰკითხა, თუმცა ქალისკენ არ გამოუხედავს.
- ვერა. - ცოტა არ იყოს და დადარდიანებულმა უპასუხა.
- არაუშავს, სამაგიეროდ, მე ვიცი. გეგმა ,,ბ’’ მქონდა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. - თვალი ჩაუკრა.
მერე აღარაფერი უთქვამთ, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდნენ.
ისევ ისე, ჯელტმენული მანერებით ამოძრავდა კაცი და კარები თავაზიანად გაუღო, როგორც მანქანის, ისევე კაფის.
- რას შეუკვეთავ? - ჰკითხა ინტერესით მამაკაცმა.
- ემმ, - მაინცდამაინც ახლა არ ახსენდება არაფერი, - ,,ალუბლის შიკი’’ - ბოლოს ძლივს მოიფიქრა.
ძალიან, ძალიან ბევრი ისაუბრეს ყველა თემაზე, ხანდახან, დავითი, პირადულ საკითხებსაც ეხებოდა, მაგრამ ისე ოსტატურად ნიღბავდა, ცოტა რომ არ დაფიქრებულიყო, უცბად უპასუხებდა, თუმცა... ასევე ოსტატურად არიდებდა თავს კითხვებს. ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც იცნობს და სავსებით არ აქვს სურვილი იმის, რომ ისეთი დეტალები გაუმხილოს, რომელიც არ უნდა იცოდეს. ისევ ნიტამ გადააჭარბა თავისებურად, თორემ ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულევრივი, ნორმალური და ადეკვატური კითხვები იყო იმ კაცისგან, რომელსაც მეგობრულად არ დაპატიჟებია გოგონა.
თქვენ წარმოიდგინეთ და ზომაზე მეტად მოიხიბლა ნიტა კაცით. არა, ძალიან მოეწონა, ძალიან, ძალიან, მაგრამ თავს არ მისცა იმის უფლება, რომ რაიმე ქცევაზე, თუ მოქმედებაზე ნათლად შეეტყო დავითს.
- ძალიან კარგი საღამო იყო! - ღიმილით აესვეტა წინ კაცს და თავის ფანჯარას ახედა, ხომ არ გვიყურებენო.
- მიხარია, თუ მოგეწონა. - თვითონაც გაუღიმა და ისევ ისე მიაკრო აღაჟღაჟებულ ლოყაზე ტუჩები, როგორც რამდენიმე საათის წინ.
- მეც! - ლაღად გაიცინა და რამდენიმე ნაბიკი უკან გადადგა, ისე რომ დავითის სახისთვის თვალი არ მოუშორებია. - ნახვამდის.
- დროებით! - წარბაწეულმა, თბილად შეუსწორასავით.
- ჰო, დროებით. - თავი კისკისით დაუკანტურა და სწრაფად მიტრიალდა უკან.
ემოციურად დატვირთულმა შეაბიჯა სახლში და მოვედიო, დაიყვირა. იმ წამსვე მის წინ გაჩნდნენ ნინო და სალომე. სიცილით, მაგრამ მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები და ხელი გამაფრთხილებლად ასწია ჰაერში, სტოპ-ო.
- არაფერს არ გეტყვით გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი იყო! - მკაცრად აზიდა ცალი წარბი ჰაერში და ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი ორივეს.
- შეგიყვარდა უკვე, თუ ჯერ პროცესში ხარ? - დასცინა დამ და ხელი ჩაიქნია, ,,შენ არაფერი გეშველება’’ -ს სახით.
- არც ერთი და არც მეორე! - ენა გამოუყო პატარა ბავშვივით.
- ძალიან კარგი. იმედი მაქვს, როგორც გიგას შემთხვევაში დაგემართა, ისე არ მოიქცევი ახლაც. - ,,ძველი ცოდვები’’ გაახსენდა და დის ენის გამოყოფას ირონიით შეხვდა.
- ოო. დამაცადეთ ამოსუნთქვა, ხომ შეიძება, არა? - ხელები გაასავსავა საწყლად.
- შეიძლება, როგორ არ შეიძლება. - თბილად, ღიმილით დაამშვიდა ნინომ შვილი და თეძოზე ოდნავ მიკრა ხელი. - შედი შენს ოთახში და დაისვენე, ნუ უსმენ ამ გადარეულს. - რჩევა მისცა.

***
გადაბრული იწვა ლოგინზე ვარსკვლავის ფორმით და იმ წამებს იხსენებდა, როცა ის და დავითი ერთად იყვნენ. რაღაც არის იმ კაცში ისეთი, რომელიც ,,აიძულებს’’, რომ დადებით ემოციებით დაიმუხტოს.
არასდროს ყოფილა, კაცზე დახამრებული ქალი, პირიქით, მის ცხოვრებაში იმდენს ჩაუვლია, მაგრამ ნიტა არავის აძლევდა გაჩერების უფლებას. არ იყო მზად და იმიტომ, ან უბრალოდ არ უნდოდა, სურვილი არ ჰქონდა ამის, შეიძლება, ერთიც და მეორეც! ვინ იცის...
ჩაეძინა. სიმზარი არ ახსოვს, როგორც უკვე წესია. დიდი ხანია ნიტას სიზმარი ახლოს არ გაკარებია, არა, როგორ არ გაკარებია, მაგრამ დილამდე არ მიჰყოლია. უხარია, ეზიზღება, როცა სიზმარს ნახულობს.

***
დილით, ცხრას აკლდა ოცი წუთი რომ ადგა და ყველა პროცედურის ფართხაფურთხით ჩატარების მერე ისე გავარდა სახლიდან, ყავაც კი არ დაულევია, რაც გამორიცხულია გოგონას მხრიდან, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა არც კი გახსენებია ყავა. სად ეცალა, სადარბაზოში იკრავდა ფეხსაცმლის ზმეიკას. ძლივს დაილაგა ყველაფერი და აფორიაქებული გავარდა მანქანით ეზოდან.
ისედაც ხომ ძალიან უყვარს სიჩქარე, მაგრამ ახლა საერთოდ, ზედმეტად სწრაფად იარა, თუმცა ამას დისკომფორტი არ შეუქმნია, პირიქით, ძალიან ნასიამოვნები სახით გადმოვიდა მანქანიდან, როცა ბორბლების ,,წუილით’’ გააჩერა ავტომობილი.
- ვააჰ, ზუსტად 9 საათია. - გაბადრულმა და თავისი თავით უაღრესად კმაყოფილმა დახეთა მაჯის საათს და სადარბაზოში შევიდა.
- როგორ ხარ? - მოიკითხა მარიტა და ლოყაზე სწრაფად აკოცა.
- კარგად, შენ? - ღიმილი არ დაიშურა გოგონამ.
- კარგად, როგორც ყოველთვის. - ღიმილით აიჩეჩა მხრები და დემეტრეც მოიკითხა.
მხოლოდ ხელების დაბანის შემდეგ მოეფერა გაბრიელს და მძინარე ნინის თბილად დახედა.
- დღეს მაქსიმე შემოივლის, რაღაც უნდა წაიღოს. - გააფრთხილა და მხარზე ხელი მოუთათუნა მარიტამ.
- აჰამ, კარგი. - თავი დაუქნია და წყვილი გააცილა.
სათამაშოებით მოთამაშე ფუმფულა ხალიჩაზე მჯდომ ბავშვს ჩუმად მიეპარა და გადაწეული ყელი იქამდე დაუკოცნა, სანამ ტუჩები არ ეტკინა. გაბრიელიც ბოლო ხმაზე იცინოდა და ძიძას ,,იგერიებდა’’.
საღამომდე, ხან რა ქნეს და ხან, რა. ახლა, ბევრად უფრო კარგად გრძნობს თავს, როცა გაბრიელი აღარ ,,უკერავს როჟებს’’. ხან რითი გაირთეს თავი სამმა მუშკეტერმა, ხან რითი, ბოლოს დაღლილები მიესვენნენ დივანზე.
- ასე აღარ შემომახტე ხოლმე, თორემ მეც დავეცემი და შენც წაგიყოლებ! - საჩვენებელი თითი, კისკისით, გამაფრთხილებლად დაუქნია სახესთან და აწითლებული ლოყები დაუკოცნა. - ბიძაშენი მოვიდა. - გაიცინა და აჩაჩული მაისურის სწორებ-სწორებით გავიდა შემოსასვლელში.
კარი უხმოდ გააღო და ასევე უხმოდ შეატარა სახლში, მასზე 2 თავით მაღალი კაცი.
-გამარჯობა. - მოკლედმიესალმა და მოსაცმელი იქვე დაკიდა.
- გამარჯობა. - გაუღიმა გოგონამ, თუმცა გაწბილებულმა ,,გაისწორა’’ სახე.
არც გაუღიმია, არც არაფერი... უკმაყოფილოდ დამანჭა ტუჩები ნიტამ და მხრებჩამოშვებული აეკიდა უკან. ,,თავხედი!’’ - გაიფიქრა და რომ არ იცოდა, რა ქნება, მძინარე ნინის დახედა, რომელიც საძინებელ ოთახში ლოგინზე წამოკოტრიალებულიყო. რამდენიმე წუთში კი მაქსიმესთან და გაბრიელთან გავიდა. ბავშვი ჩუმად ეტიტინებოდა რაღაცას. ნიტას არც ესმოდა და არც მოსმენა უცდია.
- ყავას, ან ჩაის, ხომ არ დალევ? - ზრდილობის გამო უფრო ჰკითხა მგონი.
რა ქნას, არ უყვარს ასეთი ხე კაცები.
- დავლევ. - თავი დაუქნია.
- რომელს? - მოუთმენლად ააბაკუნა ფეხი იატაკზე.
- ჩაის, შავს.
თავის კანტურით წავიდა სამზარეულოსკენ, თან რაღაცაზე გამალებით ბურტყუნებდა. შაქარი... რომ არ უკითხავს?
- შაქარი? - დაიკივლა და მერე იმაზე დაიკივლა ყურთან რომ იგრძნო მოფრქვეული ცხელი ჰაერი და მაქსიმეს ბგერები. - შემაშინე. - მწყრალად შეხედა და აჩქრებულ მფეთქავ ორგანოზე თითები მოიჭირა.
- უჰ! - ირონიულად გაიცინა და სკამზე ჩამოჯდა. - უშაქრო! - გასცა ბრძანება და ფეხი-ფეხზე არხეინად გადაიდო.
- მჰჰ, - ამოიზმუვლა და ადუღებულ წყალს მიუტრიალდა.
როგორ აკომპლექსებს ამ დავხედი კაცის მზერა! თან ისე გამომწვევად და ისე... ისე, უყურებს, იბნევა თავის-და უნებურად. ერთხელ ლამის ჭიქა წაექცა და მთლიანი წყალი ზედ გადმოესხა, მეორეჯერ შაქარი დაეპნა, რომელიც საერთოდ არ ჭირდებოდა და ვერ მიხვდა, რატომ გამოიღო კარადიდან...
- გაბნევ, თუ მეჩვენება? - ხავერდოვანი ხმით უჩურჩულა მის ზურგუკან მყოფმა.
ხელებიც და ფეხებიც ზუსტად ერთ წამში ისე გაუშეშდა, ადგილიდან განძრევა ვერ მოახერხა. ცივლა ოფლმა რომ დაასხა და სახეზე წამოახურა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ასეთ მდგომარეობაში, დიდი ხანი, ვერ იქნებოდა, ფიზიკურად. გვერდით დენდარტყულივით გახტა და ნაცრისფერ თვალებში უაზროდ ჩააშტერდა. კარგა ხანი, ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ მერე გაახსენდა რომ კითხვა უპასუხოდ დატოვა.
- ისა... - ამოიბლუყუნა და ცხვირის წვერზე თითი ნერვიულად გადაიტარა.
როცა ნერვიულობს, სულ ასე ემართება ხოლმე და სულ ამ ჟესტის გამოხატავს თავის მდგომარეობას.
- შენ, მე? - ისევ უაზრო, შუშის თვალებით შეხედა და კითხვა ჰაერზე დაუსვა, არც დაფიქრებულა ისე.
- ჰო. მე, შენ! - მტკიცედ დაუქნია თავი.
მაგიდაზე ისე დააწყო დახრილმა ხელები, შუაში რომ მოექცია დაბნეული, გაწითლებული ნიტა. სახე ახლოს მიუტანა, ისე ახლოს, რომ ოდნავი შერხევით ცხვირს-ცხვირზე მიადებდა.
- საერთოდ, აარა. - შეეცადა წელში გასწორებული, მაგრამ მიხვდა რომ მისი ახლა ერთი გამოძრავებაც კი ,,სავალალო’’ შედეგს გამოიწვევდა.
რას უშვრება, ეს კაცი?!
- მე ვფიქრობ, რომ კი! - გამჭოლი მზერა ესროლა გოგონას მაქსიმემ.
- კარზე ზარია! - გახარებული გახტა გვერდით და ლამის სირბილით წავიდა კარების გასაღებად.
გულში მადლობების კორიანტელი დააყარა მარიტას და ლამის გადაეხვია კიდეც. სწრაფად გაანალიზა გოგონამ, რაც ხდებოდა და რა მდომარეობაშიც იყო რამდენიმე წამის წინ. წარბაწეულმა გახედა მაყიდაზე მიყრდნობილ, ფეხებ და ხელებ გადაჯვარედინებულ მაქსიმეს, რომელიც არხეინად იღიმოდა და მის უკან მდგომ ნიტას შეხედა.
- გაუძელი! მესმის, მეც შენ მდგომარეობაში ვიყავი, სანამ დემეტრეს გავყვებოდი ცოლად. მამწარებდა, რასაც ჰქვია. - ჩუმად, სიცილით გადაულაპარაკა უარესად აფორაჟებულ ძიძას და მის გაოცებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია, ნაწილობრივ.
- ანუ? - თვალებდაწვრილებულმა ჰკითხა და თვითონაც შეხედა მაქსიმეს.
- ანუ, დაელოდე. - თვალი ჩაუკრა და ნიტას ჯიბეში ,,მოღრიალე’’ ტელეფონზე ანიშნა, უპასუხეო.
- ჰოუუ. - თითქმის ისევ ისე გაინაზა ხმა დავითის მისამართით.
- ჩამოდი, მოვედი. - თბილად უთხრა კაცმა და ნიტაც დაფაცურდა.
ბავშვებს და მარიტას სწრაფად აკოცა და მაქსიმეს დაბღვერილმა შეხედა. არც დაემშვიდობა ისე გავარდა სახლიდან. კიბეები სწრაფად ჩაირბინა და დავითთან ისე მივიდა, არც დაკვირვებულა, როგორ ფორმაში იყო. კაცი გადაკოცნა და მანქანაში ჩახტა.
თვალი შემთხვევით გაექცა მარიტას აივნისკენ და მაქსიმეს მოკრა თვალი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და თვალს არ აშორებდა ,,წყვილს’’.



№1 სტუმარი makukuna

უფ, კაი იყო. მე არ მომწონს დავითი, მაქსიმეს ვგულშემატკივრობ wink არ დააგვიანოო.

 


№2 სტუმარი გვანცა))

ხომ ორივე კარგი მაგარაამ
მე მაინცც მაქსიმეე მომწონსს..
კარგი გოგო ხარ და წამარმატებები

 


№3  offline მოდერი Nude

makukuna
უფ, კაი იყო. მე არ მომწონს დავითი, მაქსიმეს ვგულშემატკივრობ wink არ დააგვიანოო.

გვანცა))
ხომ ორივე კარგი მაგარაამ
მე მაინცც მაქსიმეე მომწონსს..
კარგი გოგო ხარ და წამარმატებები

❤️❤️
--------------------
bailey

 


№4  offline მოდერი bibo

lorive momwons marwyvis jemo magram maqsi upro momwons portoxlis wveno da atmis bususo

 


№5  offline მოდერი Nude

bibo
lorive momwons marwyvis jemo magram maqsi upro momwons portoxlis wveno da atmis bususo

Lollipop :))
კარგია. კარგია.კარგია!!!!! სასწაულად მომწონს. წერის სტილიც და ყველაფერი. პირველ პირში რო ყვებოდე უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ვისთვის როგორ. ყოჩაღ და მალე დადე შემდეგი❤წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent