შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათვალე (1)


21-01-2017, 22:54
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 181

უყურო ყველაფერს განსხვავებულად, ეს ჩემთვის პიროვნულად არ განისაზღვრება. განსხვავებულად ჩემთვის სათვალის გარეშეა. თვალებს რომ ახელ და ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს, მხოლოდ სილუეტებს რომ ხედავ, სახის გარჩევა რომ გიჭირს და ფეხს რომ რაღაცას კრავ. მერე ეს იცვლება, იკეთებ რაღაც მოწყობილოვას რომელსაც სათვალე ჰქვია და ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება. დაბადებიდან ასე რომ ხარ ეჩვევი ადამიანი, თან 22 წელია ვეჩვევი, პრობლემას აღარ წარმოადგენს ჩემთვის. ამ მოწყობილობის გამო ბევრჯერ გავმხდარვარ დაცინვის ობიექტი, თუმცა ეს უკვე აღარ მადარდებს, ან უბრალოდ მადარდებს და ვერვხვდები. რა აზრი აქვს, მთავარია ეს მოწყობილობა მეხმარება რომ უკეთ დავინახო, საშვალებას მაძლევს რომ ჩემი საყვარელი წიგნები წავიკითხო, ოსკაროსან ფილმებს თვალი ვადევნო და მეგობრები დავინახო. მეუბნებიან, ლინზები როსთვის არსებობსო, მაგრამ არაა ლინზა ერთადერთი რამაა რასაც თვალზე ვერ ვიგუებ. ოპერაციისაც მეშინია, 17 წლის რომ ვიყავი თურქეთში გამიკეთეს მაგრამ 2 წლის შემდეგ მაინც „ბრუციანი“ გავხდი. თურმე მომატყუეს, არცმიკვირს მეხომ მხოლოდ დედაჩემი მახლდა თან, სხვა ოჯახისწევრები არ მყავდა გვერდით. ბებიები ბაბუები სოფელში, მამაჩემი კი, ჰო რთულია მაგრამ დაღუპულია და ეს გახდა იმის მიზეზი რომ არ იყო ჩემს გვერდით. სასამართლოში გავაპროტესტეთ რომ ყველაფერი რაც თურქეთში გამიკეთეს სრული სისულელე იყო, თურმე ხელიც არ გაუნძრევიათ, თუმცა ასე რატომ მეტკინა. სასამართლო მოსმენები გაიწელა, ადვიკატი კი ძალიან ღორმუცელა კაცი აღმოჩნდა, ფინანსები კი საერთოდ აღარ გვქონდა. სხვა გზა აღარ იყო, ყველაფერი დავთმეთ და ცხოვრება გავაგრძელეთ. იმის შემდეგ წლები გავიდა, აღარ მიცდია არც უცხოეთში და არც საქართველოში ჩემი თვალის შეკეთება, ერთადერთხელ ვცადე მაგრამ არ გაამართლა. ექიმთან ყოველ 6 თვეში ერთხელ დავდივარ კონტროლზე და მთხოვს რომ ოპერაცია გავიკეთო, დაპირებით არ მპირდება რომ დაზუსტებით ისევ გაწმენდილი მხედველობით ვივლი მაგრამ პატარა იმედებს მაძლევს. ნუ რაც არის არის, ვიყო ასე, სათვალის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ჩემი საუკეთესო მეგობარია. დილას როგორც ყოველთვის ფოსფორისფრად შეღებილ ვარსკვლავებს ავხედე ჭერზე. მაინც ვერ ვხედავ წესივრად. სწრაფად დავწვდი სათვალეს და ცხვირზე მოვირგე. აი ახლა ვხედავ.კმაყოფლმა ჩავილაპარაკე და წამოვჯექი. ოჰ მოიღრუბლა, როგორ მახარებენ ხოლმე ეს ღრუბლები, მთელი 2 კვირა გადაბმულად მზე იყო და ახლა როგორც იქნა ნაცრისფერმა მატერიამ გადაფარა ცისფრად შეღებილი ცა. ფეხზე წამოვხტი, სარკესთან დავტრიალდი და კალენდარს დავხედე. დროა ლია ექიმს ვეწვიო. შავი შარვალი, შინდისფერი გრძელმკლავიანი სარი“ჩ“კა მოვირგე და შავი კეტები ჩავიცვი. თმა როგორც ყოველთვის მხრებზე გადმოვიყარე და სამზარეულოში გავედი. ცარიელ სახლს თვალიი რომ მოვავლე ღრმად ამოვისუნთქე და საკიდიდან თბილი ღაჯეტი ჩამოვხსენი. ჩანთა გვერდულად გადავიკიდე და კარი გადავკეტე. ლიფტიც როგორც იქნა მოღოღდა, სწრაფად შევაბიჯე ფეხი რომ არ დახურულიყო და ერთიანს მივაჭირე თითი. 5 სართულის ჩავლის შემდეგ ახალგაზრდა ქალი შემოვიდა და მომესალმა.
-გამარჯობათ, თქვენ ამ კორპუსსში ცხოვრობთ?.თან მე მესაუბრებოდა თან კი სარკეში თმას ისწორებდა.
-დიახ.თავი დავუქნიე და მერეღა გამახსენდა ჩანთაში ჩამალული ქუდი, ამოვიღე და თავზე ჩამოვიფხატე.
-კარზე თქვენთანაც აკაკუნებენ?.მოულოდნელად დამისვა კითხვა.
-რას გულისხმობთ?.
-ვიღაც ლოთები და ქურდები დადიან, ამასწონად კარზე მიკაკუნებდნენ, კარი გავუღე და შემოსვლა დააპირეს, კიდევკარგი ჩემი ქმარი იყო სახლში.
-ქურდები?.გაოგნებულმა გადავხედე.
-ხო ხო ქურდები, თქვენთან არ ამოდიან ხოლმე?.
-არა რასამბობთ, არავის არ დაუკაკუნებია, მითუმეტეს ლოთს და ქურდს.
-მთელი სამეზობლო მაგას ლაპარაკობს.
-ალბათ ძალიან მაღლა რომ ვცხოვრობ ეზარებათ ამოსვლა.ჩემი ჭკუით ვიხუმრე.
-ბრთხილად იყავი შვილო, კარები კარგად ჩაკეტე ხოლმე.
-რასაკვირველია, მადლობა რომ გამაბრთხილეთ.ლიფტის კარიც გაიღო და მეც სწრაფად გავაბიჯე გარეთ. სადარბაზოში ბიჭებიი იყვნენ ჩამწკრივებულები, ზოგი სიგარეტს ეწეოდა, ზოგიიც კი ლუდს სვავდა. ჩემი გასვლისას ოვაციები შემოსცხეს.
-სათვალიანს უყურე ერთი.ჩემს გასაგონად უძახდნენ ერთმანეთს.
-ბრუციანი.უკნიდან მომესმა ერთ-ერთი ბიჭის ხმა, ზიზღმა ერთიანად გაატანა სხეულში და ქვედა ყბა ამოკანკალდა. გავჩერდი უკან გავიხედე და შავებში გამოწყობილი ბიჭი დავინახე. ტყავის ქურთუკი შეიკრა, შავი ქუდი გაისწორა და სიგარეტის ბიჩოკი უმისამართოდ მოისროლა.ეს ის ბიჭი იყო, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში რომ მეუცნაურება. ყველა ბიჭს განსხვავებული თვალით ვუყურებ, ამას კი, არვიცი, უბრალოდ ისეთი განსხვავებულია, რატომღაც ისე არ მეჯავრება როგორც მისი ძმაკაცები. არვიცი ეს რის გამო მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს რომ ეს სათვალე მაჩვენებს მას ასეთად, ასეთ განსხვავებულად. როგორც ჩემი მეზობლები ამბობენ ყველაზე აუტანელია და ყველაზე მეტად მისი დანახვა უნდა მზარავდეს.-ბრუციანოო.ისევ იგივს ამბობს, ყურში ცუდად მხვდება და მაღიზიანებს მაგრამ შეხედვისას ეს ზიზღი მიქრება. ყველანაირად შევეცადე ამრეზიით შემეხედა და მგონი გამომივიდა კიდეც.
-ბრუციანი შენთვიითონხარ!.კაპასი ხმით შევჩხავლე და ცხვირ ავიბზუე. ჩემგან ძალიან შორს იდგა თუმცა მაინც დიდ სიმხურვალეს ვგრძნობდი.
-ამას უყურე ერთი.ყველას სიცილი აუტყდა მეკი სწრაფად წამოვედი იმ ტერიტორიიდან და გაჩერებაზე დავდექი. მალე მარშუტიც მოვიდა, ძლივს ავეტენე და ცალი ფეხით მდგარმა ჩემი ბედი კვლავ დავიწყევლე. ძლივსძლივობით მიღოღდა მარშუტი სასურველ ადგილას და ხმამაღლა შევყვირე გააჩერეთთქო მაგრამ თქვენცარმომიკვდეთ, კილომეტრის იქით გააჩერა. ფული გადავუხადე და ბუზღუნით დავადექი გზას. 15 წუთში ახლა მზერასთან ვიდექი და კარს „ვეჯაჯგურებოდი“ ჩემსკენ ვწევდი რაც ძალა მქონდა და მანამდე ვიბრძოლე სანამ შიგნიდან არ გამიღეს. თურმე უნდა შემეღო. რადებილივარ!. მიმღებში ექიმის სახელი ვუკარნახე და მესამე სართულზემმიმითოთეს. ლიფტი აქაც როგორც იქნა მოღოღდა, სწრაფად შევაბიჯე ფეხი კარიდორში და ჯანდაბა! რიგია დაუსრულებელი. მოსაცდელში დასაჯდომი ადგილი ძლივს ვიშოვე, სკამზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე. ოო როგორ ვერვიტან ლოდინს. ზუსტად 1 საათიანი ბუზღუნის მერე წარმოთქვეს ჩემი გვარი.
-ჯიშკარიანი ექიმი გელოდებათ.დამხმარე ექიმის ხმა შემომესმა, მეც ძლივს წამოვეყუდე და კართან ავიზუტე. ოფთალმოლოგი ლია ნადირაშვილი, სწრაფად ამოვიკითხე ნაცნობი სახელი და კარზე დავაკაკუნე. ფეხი რომ შევდგი გამიღიმა.მიცნო.
-ანასტასია ჩემო გოგო.ხმამაღლა ჩაილაპარაკა და კალამი გვერდით დადო.
-გამარჯობათ ლია ექიმო.მორცხვად გავუღიმე და მის წინ მოვთავსდი.
-აბა ჩავიჭყიტოთ?.
-ჩავიჭყიტოთ.გავუცინე და რაღაც დღემდე გაურკვეველი მოწყობილობის წინ მოვთავსდი.ნიკაპი სპეციალურ „ჩამოსადებზე“ მოვათავსე და თვალი ერთ წერტილს გავუსწორე.
-ესიგი ეხლა ჩვენ ვატარებთ რქოვანას ტოპოგრაფიულ გამოკვლევას, ეს ისე რომ იცოდე.სასაცილოდ მიხსნის ჩემთვის ნაცნობ პროცედურებს და მოწყობილობას რთავს.წითელი შუქი ჯერ მარჯვენა თვალზე მანათდება ისიც წამიერად, თვალი მებურდება მიჭირს თეთრი და შავი ზოლების ხედვა, წრიულად რომაა დაყოლებული, 1 ორად მეჩვენება და თავი საშინლად მტკივდება.-თვალი გაახილე, არ დაახამხამო.მითითებას მაძლევს და რაღაცას აწკაპუნებს.-ახლა შეისვენე და მეორე თვალზე გადავიდეთ. მოწყობილობა ჩერდება და ამასთანავე თავისტკივილიც. მეორე თვალზეც იგივე განმეორდა, ეს ნაცნობი მომენტებია რომელიც დიდად არმიყვარს. -მორჩა.თავისთვის ჩაილაპარაკა და თავი გვერდით გავწიე.რაღაცეებს ისევ ამოწმებდა, მთლად კმაყოფილი არ ჩანდა.-რაიყო ანასტასია თევზს საერთოდ არ ჭამ?.განაწყენებულმა მითხრა, თან ხუმრობით თუმცა მაინც შევატყე რომ უკმაყოფილო იყო.
-თევზე შემზიზღდა.ენა გამოვყავი და გავიცინე.
-საქმე უფრო ცუდადაა ჩემო გოგო.მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-ასტიგმატიზმი არა?.
-ხო ისევ და ისევ ასტიგმატიზმი.
-ამდენიწელია ასტიგმატიზმიმაქ ბოლობოლო ვერგავიგე რა უბედურებაა.თავი გადავატტრიალე და ნაწყენმა ჩავილაპარაკე.
-რქოვანას გარსის სხვადასხვა მერიდიანში სხვადასხვა სიმრუდის გამო სინათლის სხივების თავმოყრა ერთ ფოკუზურ წერტილში ვერ ხერხდება, ამიტომ უჩივი მხედველობის გაძნელებას, და თავის ტკივილებიც ამიტომ გაქვს.
-ბოლოს -6 მქონდა და ახლა მოიმატა თუ დაიკლო?.
-ახლა -9 გაქვს მარჯვენაში და მარცხენაში -3,5.
-კიმაგრამ რატომ?.
-რქივანა არის სფერული აი როგორ გითხრა კვერცხს გავს, და ეს წვეტი ძალიანაა წამოწეული ეს კი იზრდება და იზრდება.
-კარგი მაშინ ოპერაციაზე რას მეტყვით?.
-ახალი გაკეთებული გაქვს და 1 წელიწადში ისევ ვცადოთ.
-ახლა რავქნა რამე წვეთებს არ გამომიწერთ? თვალი რომ ცოტა დამშვიდდეს.
-დაგიწერ რაღაცეებს და ის იწვეთე დღეში სამჯერ 2-2 წვეთი.გამოწოდებული ფურცელი გამოვართვი და ჩანთაში ჩავიკუჭე.-ჩემი ნომერი იცი, თუ რამეა მირეკავ და კონტროლზე 6 თვეში მოდიხარ.თბილად გამიღიმა და ჩემს ანკეტაში რაღაც ფურცელი ჩადო.
-ნახვამდის.მეც გავუღიმე და გარეთგავედი. გასვლისთანავე გამოიარა მარშუტმა და მეც უცებ შევხტი.უკან ერთი ადგილი მოვლანდე, ძლივსძლივობით გადავბობღდი და ფანჯარასთან მოვთავსდი. ტელეფონში მუსიკები ჩავრთე ყურსასმენები მოვირგე და თვალები დავხუჭე.20 წუთში უკვე ნაცნობ ტერიტორიაზე ავღმოჩნდი. აფთიაქთან ჩამოვედი და სირბილით შევარდი. სულ 3 ჩასაწვეთებელი გამომიწერა, მეც ამაყად ვუკარნახე მათი საშინლად ენისგამტეხი სახელები და ანგარიშს დაველოდე.
-75 ლარი და 55 თეთრი.თვალები შუბლზე ამივიდა ფასი რომ მითხრა.
-მაშინ თუ შეიძლება აი ეს ამოაკელით.თითით ვანიშნე საწვეთებელზე და უხერხულად შევიშმუშნე.
-მაშინ45 ლარი და 10 თეთრი.მაინც მიღიომდა.
-კარგით.50 ლარიანი გავუწოდე და სიმწრით ჩავკუჭე საფულეში ხურდა. საჭმლისთვის ფული უნდა გადავინარჩუნო, ამიტომ დღეის ჩემი გმერიელი ვახშამი და ტორტი შემდეგი თვისთვის გადაიდო. მაღაზიაში ჩემთვის 1 პური და 5 კვერდი ვიყიდე ბოლოს კი დამწუხრებულმა შევაბიჯე პადიზდში.ლიფტიც რომ მოვიდა უხასიათოდ მოვლანდე სარკეში ჩემი თავი და ღრმად ცავისუნთქე. მეცამეტე სართულზე წამებში ავიდა. გასაღებიც მოვიმარჯვე და კარი გახარებულმა შევგლიჯე. სახლს მაინც არაფერი ჯობია.პროდუქტები სამზარეულოში გავიტანე და კარმასთან მივარდი რომ ჩამერთო. ბოლოს როგორც იქნა ჩემთვის მდივანზე მოვიბუზე და დედაჩემს დავურეკე.
-როგორხარ დედიკო?.თბილად ჩავძახე და მოლოდინში გავიტრუნე.
-კარგად შვილო შენ როგორ ხარ?.ყურთ მომწვდა მონატრებული ხმა.
-მეც კარგად.
-იყავი დედიკო ექიმთან?.
-კი დე ახლა მოვედი.
-რაო მერე რაგითხრა?.
-ახლა -9 მაქვს მარჯვენა თვალში, ექიმმა რაღაც წვეთები გამომიწერა.
-მერე გქონდა დედიკონა ფული?.
-კი დედა მქონდა როგორ არა.
-შენ მოგიკვდეს დედაშენი, მანდ რომ მარტო ხარ, გშია? გწყურია? წვნინას თუ ჭამ ნეტა.შეწუხებული დედაჩემის ხმა გავიგე.
-დედა წვნიანს ვჭამ როგორ არა, ამასწინად გავაკეთე სუპი.გავუცინე.
-მერე ეგ წვნიანია შვილო? ბევრი ვიტამინებით უნდა იკვებო, ახლა ბებიაშენი გამოგიგზავნის ყველს და რაღაცეებს.
-მართლა? როგორ მომენატრა მანდაური საჭმელები.
-ხვალ არადა ზეგ გამოვატან, ნუგზარის ბიჭი მოდის ახლა და იქნებ დახვდე ოკრიბაში თან წამოგიღებს.
-უი ლაზარე ჩამოდის? რაკაია გასართობი მეყოლება.გახარებულმა შემოვცხე ტაში.
-არიცის მანდ არაფერი და მიეხმარე ხოლმე ცოდოა, კოლეჯში უნდა ისწავლოს იქნებ გამოიყენოს თავისი ტვინი.
-უი რამდენი წლისაა? ეხლა რატო იწყებს სწავლას.
-შენი ტოლაა შვიილო, 23 წლისაა.
-მერე მე 23 წლის ვარ დედა?.ვითომ გავუნაწყენდი.
-1 წელი არც აქეთ არც იქით რაიყო ნუ მომაჭამე თავი.
-მაგ კაი ბიჭია ბებია ისეთი მშრომელიაა, სულ ოჯახი აკერია პირზე, მაგისთანა ბიჭი სანთლით საძებარია.უცებ მომესმა ბებიაჩემის ხმა.
-ბებოს უთხარი რომ ლაზარე ჩემი მეგობარიათქო.
-გაიგე ქალო რაგითხრა? მეგობარიაოო.ყურმიში ჩასჩხავლა დედაჩემმა.
-მეგობარი არვიცი მე, კაი ლაზათიანი ბიჭია.
-კარგი დედა წავედი ახლა მე დაგირეკავ მერე.სიცილით დავემშვიდობე დედაჩემს.უსაქმურად ვიყავი, არვიცოდი რა მეკეთებინა, ტელევიზორი ჩავრთე მაგრამ დიდი ვერაფერი გადიოდა, ერთადერთი რაც იმ წუთას მინდოდა ყავა იყო რომელიც თურმე სახლში აღარ მქონია. საფულეში ხურდები ამოვხიკე და ჩუსტებით ჩავირბინე კორპუსის მაღაზიაში. უკან მობრუნებისას ისევ ის ბიჭები შევნიშნე. დამცინავი მზერით შემამკეს და ჩუმად რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს. არ შევიმჩნიე, წინ ამაყად გავიჭერი და შესასვლელისკენ წავედი.უცებ წინ გადამიდგნენ.ვცდილობდი თვალებში არცერთისთვის შემეხედა ამიტომ უმისამართოდ ვიყურებოდი.
-აჭკარიკა.დამცინავად მიჩურჩულა ჩემზე ერთი თავით მაღალმა ბიჭმა და ამაზე მთელი „სასტავი“ ახარხარდა.
-გამატარე.არა ვერ მოვითმინე, სახეზე უნდა შემეხედა. რომ ავიხედე ის მოვლანდე. ახლა ქუდი მოეხსნა და წეღანდელთან შედარებით უფრო ახლოს იდგა. შიშის, ზიზღის, გაღიზიანების და გულისრევის შეგრძნება ჯანდაბაში გადაფრინდა. ღმერთო რატომ მემართება ასე!.ჩემს თავს ვუჩურჩულე და უპასუხოდ დავრჩი.
-ყავაზე არ დამპატიჟებ?.ხელში მოჭმუჭნულ ყავისკენ მიმითითა და აი ისევ სიცილი.
-ყველას გვეყოფა.უკნიდან საზარელი ხმა მომესმა. აი ამ ხმამ ის საშინელი შეგრძნებები დამიბრუნა წეღან ჯანდაბაში რომ გადავუძახე. ამას პლიუს მოკვლის სურვილი.
-კარგი წადი.ეს აშკარად ჩემი ბიჭის ხმა იყო.ჩემი? ჰომმმ, ალბათ ასე იმიტომ ვეძახი რომ მისი სახელი არვიცი მეტი არაფერი.მისკენ მივიხედე და კვლავ გავთბი.მგონი სათვალე უნდა გამოვცვალო. განზე გადგა, მეც სწრაფად შევარდი სიბნელეში და ხახლს შევერიე რომლებიც ლიფტს ელოდნენ.
-გამარჯობათ.მორცხვად მივესალმე მეზობლებს.
-გამარჯობა ანასტასია, შვილო.თბილად მომესალმენ ქალებიც.-როგორ ხარ აბა? რამდენიხანია არდაგვინახიხარ.
-მადლობთ არამისავს, ვმუშაობდი და დღეს დასვენების დღე მაქვს, თქვენ როგორ ბრძანდებით?.
-ეჰ რაგვიჭირს შვილო ჩვენ.
-ამასწონად ქალო, კარზე მიკაკუნებენ.ნაცნობ ისტორიას ვისმენ.-ვინარისთქო, დავუძახე ხოდა, არავინ გამცა პასუხი, გავბრაზდი, კიდე დავუძახე და არც მაშინ გამაგონეს, მერე გავიხედე და რასვხედავ ვიღაც ნიღბიანი ბიჭები დგანან, დედა გადმომიქანდა გული, პოლიციას დავურეკეტ და ჩვენება ჩამომართვეს.ამგვარ ისტორიებს ყოველდღე ვისმენ ჩემს უბანში ამიტომ ყურადღება არ მივაქციე.
-ჩემთანაც აკაკუნებენ ქალო.მხარი აუბა მეორე ქალმა.
-კიდეკაი ჩემი ქმარია სახლში თორე ისე ვინ გამაჩერებს მარტო სახლში.
-შენ ქმარი მაინც გყავს, მეკიდე 2 შვილიშვილი მყავს და საღამოს 9 საათამდე არმოდის ჩემი შვილი, მანამდე რომ მოვიდნენ სადწავიდე, გასაქცევად მაქვს საქმე.
-მერე ქალო ხოიცი ჩემი ნომერი, დამირეკე და ჟორა ხელად გამოქანდება და გიშველოს.
-უხ შერაგითხარი მარინა.სიცილი დაიწყო ქალმა.-ჟორა ქე მოვა მარა ჩემთან ამოსვლა არგინდა? რომელი ახლა კაი ლიფტი გვაქვს.ამაზე ორივე ახარხარდნენ. მეც წამსკდა სიცილი და თავი გავაქნიე.
-შვილო, ანასტასია, შენ რომ მარტო ხარ არგეშინია?.ახლა მე მომიბრუნდნენ.
-არა მანანა დეიდა არმეშინია.თავი გავაქნიე და ლიფტში შევედით.
-თუ რამეადა შვილო ერთი დაიძახე მანანა დეიდათქო და როავკრიფავ მთელი კორპუსის ქალებს, შენ იმათ არ დააჩაგვრინო თავი.
-დიდი მადლობა მანანა დეიდა, აუცილებლად დავიყვირებ.სიცილით ვუთხარი და ჩემს სართულზე ჩამოვედი.სახლში შესვლისთანავე სათვალე დამეორთქლა, არც მიკვირს, ეს იმიტომ რომ თბილ სახლში შევაბიჯე. ყავა რომ გავიკეთე ერთ-ერთ არხზე გადავრთე და ჩემი საყვარელი კინო „ჯონ ქიუ“ მოვლანდე.გახარებულმა დავაწყებინე თავიდან და გემრიელად ჩავუჯექი. დროც ისე უცებ გავიდა ვერ მივხვდი როგორ გამეპარა. სწრაფად წამოვხტი, თვალის წვეთები დიდი წვალებით ჩავიწვეთე და მდივანზე გავწექი. 8 საათი იყო, ბნელოდა, საშინელი სიწყნარე იყო. საშინელი კი არა აუტანელი, ტელეფონში მუსიკები ჩავრთე,თვალები დავხუჭე და როგორც ყოველთვის ფიქრი დავიწყე. ჩემი ცხოვრება როგორც ყოველთვის ერთი დიდი უაზრობაა, 24 წლის გოგო ვარ და თავი ბებერი ქალი მგონია. სწავლა 1 წლისწინ დავამთავრე და ჩემი მეგობრის კაფეში ვმუშაობ. აი ისეა მოწყობილი როგორც „შაქრო ბაბუ“ ჩემთვის მართლაცრომ საოცნებო ადგილია. ხელფასი 400 ლარი მაქვს, მართალია მარტო ვცხოვრობ მაგრამ ავადმყოფ ბებოსაც ვუგზავნი ხოლმე ფულს, თან კომუნალურები, საჭმლისთვისაც მჭირდება გარკვეული თანხა, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და გზის ფული. ყველანაირად ვცდილობ ვიმყოფინო და მგონი გამომდის კიდეც. ამ თვეში ძალიან გამიჭირდა. ბებოს 200 ლარი გავუგზავნე, ახლა ეს წამლებიც თან სტუმრებიც მყავდა ამიტომ 20 ლარი 2 კვირა უნდა ვიკმარო, ეს ორი დღე დასვენების დღე მაქვს და გზის ფული აღარ დამჭირდება მაგრამ აი შემდეგ დღეებში დიდი ვაი ვაგლახით მომიწევს ცხოვრება. უკვე შეჩვეული ვარ ასე ყოფნას და აღარც მიჭირს. კიდევკარგი ეს ბინა თავისდროზე ვიყიდეთ თორემ ახლა მომიწევდა ქირაში ფულის ყრა ან კი სოფელში ყოფნა. არა სოფელში ცხოვრება ჩემთვის გრეხი ნამდვილად არ არის, პირიქით, რომ დავბერდები აუცილებლად უნდა წავიდე სვანეთში და იქ უნდა გავატარო დარჩენილი დღეები. ლამარიასთან ახლოს, ის ქადაც სიმშვიდე და მთებია. რაც შეეხება მამაჩემის გარდაცვალებას, ის 8 წლის წინ გარდაიცვალა, მაშინ 16 წლის ვიყავი და ძალიან განვიცადე, სახლში ჩავიკეტე, დამეწყო უამრავი კომპლექსი, ყველასი მეშინოდა, არავის ვიკარებდი, თუმცა მალეევე გადამიარა. ის მსმელი კაცი იყო, ნუ უნდა ვთქვა, მამაჩემი ლოთი იყო. ერთდღეს ბევრი დალია იმდენი რომ გონზე ვერ იყო, მისმა მეგობარმა დაურეკა დედაჩემს რომ სოფელში ქუჩს გადაღმა იყო, დედაჩემი ცუდად იყო, ბებიაჩემსაც წნევა ჰქონდა, ამიტომ მე მომიწია წასვლა, როდესაც მისი თავი გადმომილოცეს გზაზე გადავდიოდით. მითხრა არმინდა დახმარება მეთვითონ გადმოვალო, დიდხანს ვეძალავე მაგრამ მაინც თავისი ქნა, ხელი მკრა და მეორე მხარეს სულ ბარბაცით მომიწია გადასვლა. მანაც ნელა დაიწყო სიარული, მიშველებას ვაპირებდი მაგრამ ჯიუტად მეუბნებოდა ჩემით წამოვალო. ვხედავდი მანქანა მოდიოდა, ვუძახდი რომ მალე გადმოსულიყო, მას კი არ ესმოდა. მერომ მისკენ გავიქეცი უკვე გვიანი იყო, რამოდენიმე მეტრში უსულოდ ეგდო და სისხლის გუბეში იწვა. ეხლაც ჩამესმის ჩემი განწირული ხმა როგორ ვუყვიროდი მამაჩემს, ამაოდ ვცდილობდი მის გონზე მოყვანას სააბოლოოდ კი ისე დამთავრდა რომ ის გარდაიცვალა. ეხლაც ძალიან მტკივნეულია ეს ყოველივე ჩემთვის თუმცა მივეჩვიე. ვაღიარებ რაღაც კვალი დატოვა, წარუშლელი კვალი, ეს ლოთი კაცებია. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ლოთი მამაკაცების მეშინია. სასიყვარულო ურთიერთობებს რაც შეეხება, არავინ არასოდეს მყვარებია, უბრალოდ მოწონების დონეზე მომწონდა ადრე ჯერ ჩემი სოფლელი ნიკოლოზი და შემდეგ ჩემი კურსელი ერეკლე, ნუ თაყვანისცემლებს არვუჩივი თუმცა არასოდეს მიტრაბახია იმით რომ აი ამას მოვწონვარ და ვსო თავში მაქვს უკვე ავარდნილი. პირიქით რაც უფრო ჩემთვის ვიქნები მით უკეთესი, დიდად არვარ იმის მოყვარული სხვადასხვა ნაირნაირი, ფერადი ბიჭები რომ დამყვებოდნენ. მირჩევნია ერთი იყოს და ნამდვილი. ეჰ ანასტასია უკვე 24 წლის ხარ და ერთი და ნამდვილი ვერგიპოვია. მთელი 1 წელია ასე უინტერესოდ გრძელდება ცხოვრება, მარტო ვცხოვრობ ვმუშაობ და ხანდახან მეგობრებს ვნახულობ, სხვა საინტერესო არაფერი, ისიც თვალები თუ ამტკივდება ხოლმე და ბიჭები თუ დამიწყებენ „ღადავს“ჩემს სათვალეზე. სიმართლე გითხრათ ერთფეროვნება ჩემთვის საშინლად დამღლელია, შესაძლოა მშვიდი ადამიანი ვჩანვარ მაგრამ ყველაზე მეტად ხიფათი მიზიდავს, თუმცა ახლა ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაში ვარ, რას არ ვაკეთებდი ხოლმე ცხოვრება რომ შეფერადებულიყო მაგრამ ამაოდ. ბოლოს დავნებდი, ხო ვიცი ეს არაა კარგი საქციელი მაგრამ დავნებდი, ერთფეროვნებასთან ბრძოლა ჩემთვის არაფრისმომცელი რამ იყო. ახლა კი ასე უაზროდ წამოწოლილივარ და ჭერს ვუყურებ თან კი Gabrielle Aplin-ის Please Don’t Say You Love Me-ს ვუსმენ. მარცხენა ფეხს რითმულად ვაყოლებ და რაც კი სიტყვები ვიცი ვყვები. საათს რომ გავხედე უკვე 10 იყო, მალე დავიძინებ და ხვალ... ხვალ რა? ისევ არაფერი, ისევ ერთფეროვნება, მე და სათვალე. 2 საათი ნელნელა გადავაგორე და დასაწოლად მოვემზადე, ჩემი საყვარელი პანდებიანი პიჟამოები გადავიცვი კბილები გამოვიხეხე და თმა გავიშალე. სათვალის მოხსნას ვაპირებდი როცა კაზე კაკუნის ხმა გავიგე. თვალები ვჭყიტე, ამდროს ვინ უნდა ყოფილიყო. ფეხაკრეფით წავედი კარისკენ და შევძახე.
-ვინარის?.საპასუხოდ დუმილი მვიღე. წამებში გამახსენდა ჩემი მეზობლების ნალაპარაკები და ტანზე ეკლებმა დამაყარა.ნელა მივედი და გავიხედე.-ღმერთოჩემო.ჩურჩულით ვთქვი როცა 2 ნიღბიანი მამაკაცი დავინახე.-ანასტასია კარები არ გაუღო და ვსო, ბოლობოლო რკინის კარია კიარ შემოამტვრევენ.ჩემს თავს ვამხნევებდი და სამზარეულოსკენ მივდიდი. ყველაზე დიდ დანას ხელი დავავლე და ძლიერად ჩავეჭიდე. კვლავ კაკუნია, დანას უკან ვმალავ და მერეღა ვხედავ რომ კარი არ გადამიკეტია. აი დებილი რომ დაიბადები ადამიანი. ეხლა რომ მივიდე და გადავკეტო? ორჯერ მომიწევს გადატრიალება და მიხვდებიან მერე კი შემომივარდებიან და ვაი შე საწყალო რასგიზავენ.ჩქარა ტელეფონი, სწრაფად ავიღე ტელეფონი და 112 ავკრიფე თუმცა ზარი არ გამიშვია, იქნებ წავიდნენმეთქი ვფიქრობდი. მისაღებში დავბრუნდი და კედელს ავეზუტე. ასე ვიყავი 2 წუთი და მერე კარის სახელურის გარახუნების ხმა გავიგე. ეკრანი ჩამქვრალი იყო მეკი ვიდექი და დანას ზურგსუკან ვმალავდი.ვსო დაგერხა. ესეც ჩემი ხიფათი, ნეტა რა ძალა მადგა რას ვნატრობდი ამ მრავალფეროვნებას. რახან ასეა იყოს, არსადაც არ დავრეკავ და ყველას ვაჩვენებ რომ არაფის მეშინია მაგრამ ვის ატყუებ შე უბედურო. კარიც გაიღო დავინხახე 3 ბიჭი შემოვიდა. ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული, ნიღბები ეკეთათ მაგრამ მაინც ვარჩევდი რომ მე მიყურებდნენ. მკრთალი შუქი მალევე აანთეს და მომიახლოვდნენ. ვცდილობდი უკან წავსულიყავი მაგრამ რა უკან მეხომ კედელზე ვიყავი ატმასნილი.
-ერთი ამას შეხედეთ.აგდებული მზერით მითხრეს და სიცილი დაიწყეს.ოო არაა! ესენი ხომ ისინი არიან! ჩემი უბნელი ბიჭები. მათ ინტონაციაზე მივხვდი.
-რაგინდათ?.სახე დავალაგე და მკაცრად ვუთხარი.
-ოჰ ნახე გვეკითხება.
-ჩემს სახლში რაგინდათმეთქი.ამჯერად უემოციო გამომეტყველება მოვირგე.
-ბიჭები მიხედავენ რაღაცეებს.2 ბიჭი ოთახებში დანაწილდა ერთი კი ჩემთან დარჩა. მწველი მზერით მიყურებდა და იარაღს ხელში ათამაშებდა.
-ცნობისთვის ეგ იარაღი მე უნდა დამიმიზნო.ნიშნისმოგებით გადავხედე და მის გაოცებულ მზერას წავაწყდი.
-და სასხლეტს გამოვკრა არა?.სიცილნარევი ხმით მიპასუხა.
-თუნდაც.მხრები ავიჩეჩე.
-აქ არაფერია.დაიძახა ერთმა.
-არც აქ.გამოსძახა მეორემ.
-თქვენი არ მეშინია.მარცხენა ხელი პირთან მივიტანე და დავამთქნარე მარჯვენა ხელით კი დანა მოვიმარჯვე.
-თავს ისე ნუ გვაჩვენებ თითქოს სულერთი იყოს რასაც ვაკეთბთ, მაინც უდა მოკვდე და.
-ხოდა მომკალი.
-20 ლარი ვიპოვე.გამოსძახა მეორემ და მისაღებშ შემოვიდა.
-რაიყო დაიკო მზითვები ვაფშე არგაქვს?.
-რომ მქონდეს ხომ ნახავდით.
-კარგი წავიდეთ აქ მაინც არაფერია, სიგარეტის ფულის გარდა.შემოსძახა პირველმა რომელმაც ვერაფერი იპოვა.
-ეგ სიგარეტის კიარა 2 კვირის ფული იყო.ღრმად ჩავისუნთქე და თავი ჩავხარე. ახლა მშიერი დავრჩები, ვერც სამსახურში ვივლი თავის დროზე ან საერთოდ თუ ვიცოცხლე ხო კაი.
-წადით ბიჭებო და მერე მოვალ მე ამას მივხედავ.ვგრძნობდი მე მიყურებდა. ის ორი გარეთ გავიდა, კარიც დაკეტა და მარტო დამტოვა ამ მანიაკთან ერთად.ცრემლებმა ნელა დაიწყეს დენა თვალებიდან. თავჩახრილი ვცდილობდი მას არ დავნახებოდ მაგრამ ამაოდ.ვიგრძენი როგორ დადო იარაღი მაგიდაზე და მე მომიახლოვდა.საჩვენებელი თითით სახე ამაწევინა და თვალებში ჩამაჩერდა.-რაგატირებს?.გაოგნებული ხმით მკითხა.
-მომკალი რომ ეს 2 კვირა მშიერი აღარ ვიყო.თვალით იარაღისკენ ვანიშნე.
-კარგი.სწრაფად მოკიდა ხელი გადატენა და დამიმიზნა.თვალები მჭიდროდ დავხუჭე და ბოლოჯერ ჩავისუნთქე ჰაერი.ასე ვიდექი რამდენიმე წუთი და ველოდებოდი როდის გამომასალმებდა სიცოცხლეს.-არშემიძლია.იარაღი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა და თავზე ხელი მოისვა.ჩამეღიმა, ვგრძნობდი რომ ჩემი ბიჭი იყო, აი ის წეღან რომ ვყვებოდი, შავებში გამოწყობილი ბრუციანს რომ მეძახდა.
-მაშინ არც მე.დანა წინ გამოვწიე და იარაღის გვერდით დავდე.
-ეს რა არის?.გაოგნებულმა შეხედა ორმეტრიან ბასრ საშვალებას.
-თავის დასაცავად ავიღე.
-მაშინ რატომ არ დაიცავი თავი? მეხომ შენს მოკვლას ვაპირებდი?.
-მე მკვლელი არვარ.თავი გავაქნიე და ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოვაქციე.
-არც მე.
-მაშინ ვინხარ?.
-მე მევარ.მხრები აიჩეჩა და დარწმუნებულივარ გაიღიმა. გულმა რომ ვერ გამიძლო ხელის სწრაფი მოძრაობით მოვხსენი ნიღაბი და აი ისიც. წეღან ხომ ვამბობდი ჩემი ბიჭიათქო. ალბათ ამიტომ არ მეშინოდა მისი.-რასაკეთებ გოგო.ხმამაღლა დამიღრიალა.
-სახელს ვერმეტყვი?.ინტერესით შევხედე.
-რა სახელს? მერე რომ პოლიციაში წახვიდე?.
-პოლლიციაში არწავალ.
-კი როგორ არა, თავის დაძვრენა გინდა მეტი არაფერი.
-მე მხოლოდ შენი სახელის გაგება მინდა.დიდხნიანი ფიქრის შემდეგ რაღაც მითხრა.
-ანდრონიკე.თავისი სახელი ამოილუღლუღა.
-შენ უვარდები არა ხალხს სახლში?.
-პასუხი ისედაც იცი.გამომცდელად წარმოთქვა ეს სიტყვები და მე მომიახლოვდა.ჩემთან ისე ახლოს იყო, სუნთქვა შემეკვრა. სიმხურვალემ მოიცვა ჩემი მთელი სხეული, გული ამიჩქარდა, სუნთქვა შემეკვრა. მისი სიახლოვე თან ისე მსიამოვნებდა, თანკი გონებას მაკარგვინებდა. მალევე ამოვიცანი ნაცნობი სუნამოს სუნი, Chanel-ის Bleu. სასიამოვნო სურნელი იმდენად მათრობელა აღმოჩნდა კინაღამ იქვე დავიფერფლე.ახლა შევძელი და თვალებში შევხედე.გაოცებისგან პირი ღია დამრცა, ასეთი სილამაზე პირველად მენახა. ჩამითრია, თითქოს შიგ ჩამიტანა და ემოციებისგან დამაღრჩო. ჰაერის უკამარისობამ შემომიტია. არვიცოდი რატომ მაგრამ გული დამწყდა ასეთი თვალების პატრონი რატომ უნდა ყოფილიყო ქურდი და ლოთი.
-ამ ზღვისფერთვალებს როგორ ანაგავებ შენი საქციელით.ენაზე ეს სიტყვები მომადგა და ამოვისუნთქე როცა ვთქვი. გულმა ვერ მომითმინა,გული მეტკინა მართლა როგორ აუფერულებდა და როგორ საშინელს ხდიდა მისი ამაზრზენი საქციელი ამ ლამაზ ზღვას რომელიც მის თვალებში უმარავ ტალღას ქმნიდა. ბობოქარი იყო ეს ზღვა, თან საოცრად ბობოქარი, ვერა და ვერ წყნარდებოდა, რაღაც ისეთი ხდებოდა მის ირგვლივ რომ ღელვას იწყებდა და თვალის ფსკერზე ნაღველად ილექებოდა.
-შენ ჯობია სათვალე გაიწმინდო.გაბრაზებულმა მომახალა და სწრაფად დატოვა ჩემი სახლი, თან კი იარაღი გაიყოლა. აბა მეხოარ დამიტოვებდა. წამებში ვიგრძენი საშინელი სიცარიელე. არმეგონა მისი წასვლა ასე თუ იმოქმედებდა ჩემზე, თუმცა რასვიზავთ, სამუდამოდ ვერ დარჩებოდა. კარები რომ ჩავკეტე უკან გამოვბრუნდი და დასაძინებლად წავედი.საწოლში რომ შევწექი სათვალე მოვიხსენი და ტუმბოზე დავდე.დავიჯერო ამ სათვალის ბრალია ასე რომ ვხედავ?.ანდრონიკეს როგორ განსხვავებულად ვხედავ ამ სათვალით. აჰა სახელიც ხომ გაიგე ანასტასია ანდრონიკე რქმევია, მეტი რაღა გინდა. ახლაკი აღარ გაბედო და ჩემი ბიჭი აღარ დაუძახო. ის ანდრონიკეა! ა ნ დ რ ო ნ ი კ ე!. 1 საათში დამეძინა თან ძალიან ტკბილად, დილას კი ნაადრევად გამეღვიძა. როგორც ყოველლთვის ჩემი საყვარელი სათვალე და ყავა. გარეთ კი რაღათქმაუნდა ღრუბლიანი ამინდი. როგორ კარგად დაიწყო არა ესდღე? თუმცა რა საშინელება იქნება მომავალი დღეები საჭმლის და ტრანსპორტის გარეშე. ამხელა გზის გავლა ფეხით მოგიწევს ხოლმე ანასტასია.მწუხარებისგან ჩავილაპარაკე და ფანჯარას ავეზუტე. მალევე კარზე კაკუნის ხმა გაისმა, წუხანდელი ამბავი გამახსენდა, უცანურად ჩამეღიმა. როგორც ყოველთვის გავძახე ვინარისთქო მაგრამ არავინ მიპასუხა. რომგავჭვრიტე არავინ ჩანდა. ინტერესმა მძლია კარი გავაღე და ქვემოთ დავიხედე. შოკოლადი და კონვერტი იდო. სადარბაზო შევათვალიერე თუმცა ამაოდ, ვერავინ დავინახე.ბოლოს ეს ყველაფერი ავიღე და სახლში შევიპარე. ალპენ გოლდი თან რძიანი, უი ხო წერილი. სწრაფად გავხსენი კონვერტი და რასვხედავ ოცლარიანი. გაოცებულმა ამოვიღე და თან ფურცელიც გავხსენი.“იმედია მშიერი აღარ დარჩები, ბრუციანო.“ ამაზე მწარედ გამეცინა. ეს სიტყვა ახლა ისე სასაცილოდ მომხვდა თვალში როგორც არასდროს. სწრაფად გავიხედე აივანზე და ქვემოთ ანდრონიკე მოვლანდე. როგორ მინდოდა დამეძახა და უბრალოდ რამე მეთქვა.მაგრამ რა? მადლობას ხომ არ ვეტყოდი? ეს ხომ ჩემი ფული იყო თან თვითონ ამვიდნენ და შემაშინეს. მადლობა რომ არ მომკალითთქო ეგ მეთქვა? რა სისულელეა, მადლობა თვითონ უნდა მომიხადოს რეაგირება რომ არ მოვახდინე.ჯანდაბა გავიყინე.ჩემთვის მოვიბუზე და კანკალი დავიწყე, იქამდე ვიყურებოდი სანამ თვითონ არ ამოიხედა. ჩემი დანახვისას უკან დაიხია და ხელი დამიქნია.მისმა ასეთმა რეაქციამ ჭკუიდან გადამიყვანა. სწრაფად მოვცილდი აივანს და ტელევიზორის წინ მოვიკეცე, თან ყავა და შოკოლადი ვიგდე ხელთ. სწორედ ის რძიანი შოკოლადი კართან რომ დამიტოვეს. ანდრონიკემ რომ მომიტანა აი ზუსტად ის.



დავბრუნდიიი.. უთქვენოდ ვერ გავძელი და რავქნა... იმედია მოგეწონებათ, მომიტევეთ შეცდომები და ველი თქვენგან შეფასებას..დიდი სიყვარულით, მეე!



№1 სტუმარი Guest ანი

ახლა დავიწყე წაკითხვა,ძალიააან მაგარიაა ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent