"სიყვარული ჰეროინის წესებით" გაგრძელება. (ნაწილი 1)
1თავი 1 წლის შემდეგ. "თავიდან დაბადება." *** -გამარჯობათ. -გამარჯობა, პირველად ხარ ხომ? -კი. -სახელი? -ეკა. -აბა გისმენ? -არც კი ვიცი როგორ გითხრათ. -მომიყევი ის რისი მოყოლოც გსიამოვნებს, რთულ ნაწილზე კი მერე გადავიდეთ. -ძალიან მიყვარს, ძალიან, მეგრამ მას არ ვუყვარვარ, მგონი მატყუებდა. ორსულად ვარ და რომ ვუთხარი აბორტი გაიკეთეო. ზე ვფიქრობ. -რას ამბობ აბა, ბავშვი გააჩინე და ცხოვრებით დატკბი , ცოტა დრო გინდა ძალიან ცოტა და ყველაფერს მიხვდები. ბედნიერი უნდა იყო რომ გიყვარს, ყველა როდი არის ამით განებივრებული. შენი კი ეს ნიჭი გაქვს. -არა იცით მე მის გარეშე არ შემიძლია. ჩემი თავი გამახსენდა და ალბათ მისი სასოწარკვეთილება ძალიან კარგად მესმოდა. მაგრამ არ შემეძლო საკუთარ ფიქრებს დავბრუნებოდი. მე ყველაფერი დიდი ხნის წინ მოვიტოვე უკან, ყველაფერი დავტოვე და გავანადგურე აღარაფერი დამრჩა ამ გრძნობიდან. საკუთარ თავს იმ ადამიანის სახელის გახსენების უფლებას არ ვაძლევდი ვინც ასე მიფორიაქებდა სულს, ძალიან მეშინოდა , რომ ოდესმე შემთხვევით შეიძლებოდა შევხვედროდი. **** სამსახურიდან გამოსულმა მარის გაუარე. -რას შვები როგორ ხარ? -არ ვიცი. -გიორგისთან რა ხდება? -არაფერი. -რა არაფერი? -რა ვიცი შევხვდი რამდეჯერმე. -კარგი ბიჭია ძალიან მომეწონა სურთებში. -ხო ამის გარდა ძალიან კარგი ადამიანური თვისებები აქვს. -რა კარგია. -არ ვიცი, არ ვარ მზად. -რისთვის? გეყოფა რა, შენც არ იცი რა გიმდა. ანასტასიას დაბადებისდღეა ხომ იცი შაბათს. -ხო როგორ არ ვიცი. -ხოდა მოიყვანე და მოდი. გავიცნობ. -არა , ასე არ ვართ. -არა უნდა მოიყვანო აუცილებლად. -არ ვიცი მეუხერხულება ამის თქმა. -რატომ? -სხვანაირად გაიგებს -არა არაფერს არ გაიგებს ხვანაირად, ეს შენ ფიქრობ ყველაფერზე ზედმეტად ღრმად. -არ ვიცი ვეტყვი მაგრამ რა იქნება არ ვიცი. -შენ უთხარი და დაგთანხმდება აბა რას იზავს. -ხო, ვეტყვი. მაგრამ რაღაცნაირად არ მომწონს ძალიან სერიოზულია და კიდევ რაღაცაა. -გეყოფა რა, რა რაღაც? -აი ზედმეტად ყურადღებიანი და ზრდილობიანია და მგონია, რომ თამაშობს. -ღმერთო ჩემო არაფერი შენ არ მოგწონს, გამაგიჯებ რა. -ძალით ხომ არ მომეწონება, ყველაფერი თავისით უნდა მოხდეს. -ხო ასეა. კატო რაღაც გავიგე. -რა? -მირჩევნია გითხრა ვიდრე მოულოდნელად გაიგო. -რა მოხდა? -დათოზე. -რა მოუვიდა? -არაფერი, ცოლი მოყავს, ვიღაც გოგოსთანაა როგორც ვიცი. -ვაა კარგია, ვინ არის? -არ დარდობ? -არა, კარგია, გამეხარდება თუ კარგად იქნება -არ ვიცი ვინაა. არ მომეწონა უშნოა. -რა სასაცილო ხარ, ნუ გეშინია თავს არ მოვიკლავ. მარისგან გამოსულმა ფეხით გავიარე ქალაქი , საღამო იყო და გრილოდა სასიამოვნო ნიავი იყო, საოცრად მომინდა ვინმეს ჩავხუტებოდი და მეტირა, მაგრამ თავი მაღლა ავწიე და ყველა ფიქრი გვერძე გავწიე. აღარაფერი აღარ მადარდებდა. 2თავი. "ახალი ცხოვრება." *** -გიორგი როგორ ხარ? -კარგად კატო, შენ როგორ ხარ? -კარგად -რას მიირთმევ? -ყავას. -მხოლოდ ყავას? -კი -აბა რას შვები როგორ მიდის საქმეები? -კარგად, მშვენივრად. -ძალიან მიხარია. -შაბათს ჩემი ნათლულის დაბადებისდღეა. წამოხვალ ჩემთან ერთად? -თუ შენ გინდა სიამოვნებით. -კი მინდა. -ძალიან გამეხარდა. მეც მინდა ჩემს ოჯახში დაგპატიჯო, ძალიან უნდათ შენი გაცნობა ჩემს ოჯახს. -ეს ნაჩქარევია, მე მეგობრებთან გპატიჯობ და ამას ძალიან მნიშვნელოვნად ნუ მიიღებ. -როგორც შენ გინდა კატო, მაპატიე შენი გაბრაზება არ მინდოდა. -არა არ გავბრაზებულვარ და ბოდიშსაც ნუ მიხდი. გიორგი ძალიან წარმოსადეგი განათლებული ახაგაზრდა ყმაწვილი იყო. ძალიან მომწონს მისი პიროვნული მახასიათებლები. მაგრამ როგორც მამაკაცი არ მომწონდა. . არ ვიცი როგორ და რანაირად განვითარდება მოვლენები მაგრამ, ახლა ამაზე ფიქრი არ მინდა, მომავალი ბუნდოვანია. სიმშვიდეს მივაღწიე და გიორგი ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს სიმყუდრევეს არ დაარღვევდა, ის არც ზედმეტად შემოიჭრებოდა და არც მოულოდნელად მიმატოვებდა. ის იყო მამაკაცი ვისი იმედიც ყველა ქალს შეუძლია ქონდეს. არც კი ვიცი რა მოეწონა ჩემში. -კატო რაღაც , რომ გკითხო შეიძლება? -მეც მაქვს შენთან კითხვა. -ჯერ შენ მკითხე. -არა ჯერ შენ. -არა გითმობ. -კარგი. რა მოგეწონა ჩემში. ასე სწრაფად რა დაინახე? მე და გიორგი ერთმანეთს ჩემი თანამშრომლის დაბადებისდღეზე შევხვიდით სამი თვის წინ. -ადვილი და რთული კითხვაა ერთდროულად. ვიცი რაც, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ გადმოსაცემად რთულია. ძალიან სწრაფად მომხიბლე შენი მანაერებით, მიმიკებით რაც უფრო გიცნობ უფროდაუფრო მომწონხარ. შენი სიცივეც კი მომწონ ზოგჯერ ეს უფრო მიმძაფრებს შენი მოპოვების სურვილს. -ვერფერს იტყვი, კარგად ჩამოაყალიბე. -ეს მხოლოდ ნაწილია. -შენ რისი კითხვა გინდოდა? -არც კი ვიცი , არ მინდა გაგაბრაზო. -ასეთი რა არის? -წარსულიდანაა. -დაახლოებით ვხვდები, არ გავბრაზდები, მკითხე. -გავიგე თვითმკვლელობა გიცდია ერთი წლის წინ, დეტალები არ გამომიკითხია, ისიც კი არ ვიცი როგორ და რატომ. მინდოდა შენგან გამეგო. -ამაზე ლაპარაკი არ მიყვარ. თითქოს ამოვშალე თავიდან ეს მომენტი. -თუ გინდა არ მითხრა ახლა. -ხიდიდან გადავხტი. -ღმერთო ჩემო რატომ? -გონს სასწრაფოს მანქანაში მოვედი, ვიღაცეებმა დამინახეს და წყლიდან ამომიყვანეს. -კიდევ კარგი ღმერთო ჩემო კატო ეს რატომ ჩაიდინე? -არც კი ვიცი, ახლა აღარ ვიცი. -ალბათ არ გინდა, რომ მითხრა. -მინდა მაგრამ ახლა არა რა გთხოვ. -კარგი კატო. -გმადლობ. მკითხველთა თხოვნით ვაგრძელებ ადრე დადებულ ისტორიას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.