ყაზბეგის უცნაური 10 დღე (თავი N2)
დილით რომ გავიღვიძე მეგონა სიზმარი იყო გასული ღამე, ვისაუზმეთ რაც შეიძელბოდა თბილად ჩავიცვით და გარეთ გავედით.. სახლის პატრონს ცხენები ჰყავს ამიტომ 5 ცხენი ვითხოვეთ და გზას გავუდექით,თუმცა არც კი ვიცოდით სადმივდიოდით.. მთელი დღე ჯირითში,ყაზბეგის თვალიერებაში სურათების გადაღებაში და ერთმანეთის გუნდებით ცემაში გავიდა.. მოსაღამოვდა შოთოს ტყის გადაღება უნდოდა ამიტომ ყველანი გავყევით,რაც უფრო ღრმად შევდიოდით ტყეში მით უფრო ჭირდა უკან დაბრუნება,ფრინველების ხმა,ცივი სიო,ნისლი და უამრავი ხე უფრო და უფრო საინტერესო და ამავდროულად საშიშ გარემოს ქმნიდა. იქვე ახლოს პატარა ჩანჩქერი მოდიოდა სადაც გაჩერება და წახემსება გადავწყვიტეთ,იქვე იყვნენ მონადირეები რომლებსაც როგორც ჩანს ცხოველები გავუქციეთ.. -ბავშვებო ასე შორს რატომ წამოსულხართ? -ტყის გადაღება გადავწყვიტეთ და ვერც კი შევამჩნიეთ რა შორს წამოვსულვართ(შოთო) -ეჰ,მოდით მოდით დაგვეწვიეთ რაც მოვინადირეთ იმაზე მაინც,თორე გაგვიქციეთ ცხოველები -უკაცრავად,არგვინდოდა უბალოდ იმდენად მძაფრ შეგრძნებებს ტოვებს აქაურობა,ძნელია გულმა უკან გაგიწიოს (მე) -მართალი ხარ,რამეს ხოარ დალევთ აბა სტუმრებო -დავლევთ,შევჭამთ და თქვენ ისტორიებსაც მოვისმენთ (ლაშა) -ძალიან კარგი,რამდენი ხნით ხართ აბა ყაზბეგში? როგორ მოგწონთ აქაურობა? -შთამბეჭდავია,გასაოცარი (ანი) -სიტყვებით ცოტა ძნელია აქაურობის აღწერა (მე) 10 დღით ვართ აქ -მართალია ძნელია აღწერა და 10 დღეც ცოტაა აქაურობის გასაცნობად.. ნაცნობი ხმა იყო ისეთივე ბოხი და მკაცრი ხმაა -აი მაქსიმეც მოსულა,აბა მოინადირე რამე? მაქსიმემ ნანადირევი ხორცი იქვე დადო და შესაცვავად გაამზადა -ცოტახანს რომ დაგეცადათ 2კვირაში ისევ სანადიროდ მივდივართ მთებში და წაგიყვანდით ბიჭებო -დიდი მადლობა,სიამოვნებით მაგრამ უნდა დავბრუნდეთ 10დღეში აუცილებლად (ლაშა) ვუყურებდი მაქსიმეს მაგრამ არცერთხელ გამოუხედავს ჩემკენ,თითქოს არც კი მიცნობდა,აჩრდილს ვგავდი რომელსაც მის გარდა ყველა ხედავდა.. მონადირეებთან ერთად დავლიეთ,მოვილხინეთ და ძალიან ბევრი სასიამოვნო ისტორიაც მოვისმინეთ,თუმცა ეს არიყო საკმარისი მინდოდა მეტი გამეგო ამხალხის შესახებ,ჩემდა საბედნიეროდ ერთ-ერთმა მონადირემ გვკითხა რას ვსაქმიანოდით,იქიდან გამომდინარე რომ კითხვების დასმა მემინდოდა შემდე გადავწყვიტე ყველას მაგივრად მელაპარაკა -მე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ,შოთო ფოტოგრაფია,ლაშა არქიტექტორი,ანი ფინანსებზე სწავლობს და ნინი საერთაშორისო ურთიერთობებზე.. ღრმად ამოვისუნთქე და მაქსიმეს მოშტერებული მზერა ვიგრძენი,მეც მეტი რამინდოდა დროა მეტი გავიგო ამ ღრმა შავი თვალების უკან რას მალავს -შენ მაქსიმე ? რას საქმიანობ? -მე ვნადირობ,ვჯირითობ და ვმუშაობ სახლში -უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ამბობს,მაგრამ ნაკლებს ლაპარაკობს,ხო მართლა რამდენი წლისები ხართ ბავშვებო ? -20 ისეთი თბილები და გულახდილები იყვნენ ეს ადამიანები,ისე გველაპარაკებოდნენ გულში სითბო მეღვრებოდა თუმცა ამ სითბოს მაქსიმეს თვალები ისე ყინავდა,თითქოს არ ყოფილა.. ანი ჩემსკენ მოიწია და ყურჩი ჩამჩურჩულა -საიდან იცნობ ამ მაქსიმეს? ანის ვუთხარი რომ მივალთ სახლში მოგიყვებითქო,ისეთი სახით გამომხედა მაშინვე მივხვდი რომ დილით უნდა მომეყოლა ყველაფერი.. -ჩვენი წასვლის დროა (შოთო) -მართალია ხვალაც ადრე უნდა ავდგეთ,კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი (ლაშა) -ნახვამდის და მადლობა მშვენიერი საღამოსთვის (ნინი) -ნადხვამდის ვთქვი და ჩემდა უნებურად თვალებში შევხედე მაქსიმეს,მანაც თავისი მომაჯადოებელი ღიმილით დახარა თვალები და ერთ-ერთ მონადირეს ღვინო დაუსხა.. წამოვედით,რაცუფრო ვტოვებდით ტყეს მითუფრო ქრებოდა ყველა საოცარი გრძნობა ჩვენში,დავბრუნდიტ სახლში დალევა გავაგრძელეთ,ცოტა ვიმღერეთ,შოთას დღის Dემოქმედებას გადავხედეთ,და დასაძინებლად გავეშურეთ,ოთახში არვიყავი შესული კითხვები რომ დამაყარეს გოგოებმა,მეც ყველაფერი პატიოსნად მოვყევი და თბილ ლოგინში დასაწოლად მოვემზადე,როდესაც ნინიმ დამიძახა -ადექი და გამოიხედე ფანჯარაში სწრაფად წამოვხტი,მეგონა.. რამეგონა მეთვითონაც არვიცი ფანჯარაში გავიხედე და არაფერიც არიყო -პროსტა უყურე რა სილამაზეა რა,აქედან წასვლა ცოდვაა ნამდვილად -დაიძინე ნინი,დაიძინე გამთენიას სიცივემ გამაღვიძე,ნინის ფანჯარა დარჩენია ღია,არ შემძლო წამოდგომა მაგრამ სიცივის ატანა უფრო არ შემეძლო ამოვდექი ფანჯარა უნდა დამეხურა როდესაც ქვევით მაქსიმე დავინახე,როგორ იყურებოდა როცა ფანჯარაში შემამჩნია ხელით მანიშნა ქვევით ჩავსულიყავი,ჯერ გაკვირვებული ვუყურებდი შემდეგ აზრზე მოვედი სწრაფად ჩავიცვი და ქვევით გავემართე.. -რამოხდა ამ გამთენიას აქ რამ მოგიყვანა? -რამ არა ვინ -ვინ მაშინ ბატონო მაქსიმე? -შენ,როგორც გავიგე ჟურნალისტი ხარ,თქვენ მარტო თქვენ სიუჟეტებზე ზრუნავთ ამიტომ გამოვიჩენ სიკეთეს და სანადიროდ წაგიყვან,თან ნადირობას გასწავლი,თან კიდევ რომ დაბრუნდები თბილისში ბევრი გექნება საწერი.. -როგორი ცინიკური და ამავდროულად კარგი შემოთავაზებაა, დიდი მადლობა ასეთი სულგრძელობისთვის მაგრამ რამდენიმე საათში გერგეტის ტაძარი უნდა მოვინახულოთ ამიტომ ჯობია ძილი გავაგრძელო -არა,დღეს ვერ მოინახულებთ ნისლია,ყინვაა თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებთ ხვალ ჯობია წასვლა -კარგი გავაღვიძებ იმათ და ყველა ერთად წავიდეთ,სანადიროდ.. ისევ მისი ღიმილი -მარტო წამოსვლის გეშინია? -მე არაფრის მეშინია, როგორც შენთქვი მე ბევრი მექნება თბილისში რომ ჩავალ საწერი, ხოდა შოთოს ბევრი საინტერესო ფოტო დარჩება ყაზბეგიდან,რადგან ასეთი კეთილი ხარ ერთი გადაწყვეტილებით ორ ადამიანს დაეხმარები.. -როგორც გინდა,მიდი გააღვიძე ოთახში ავბრუნდი გოგოები გავაღვიძე მაგრამ არც ერთმა ინებეს თავის აწევა,შოთომ და ლაშამ გამომიცხადეს "პახმეელის" დღე გვაქვს და გვაცადე ძილიო,ვაი ანასტასია კილაძე მოგიწევს მარტო წახვიდე სანადიროდ მაქსიმესთან ერთად.. ქვევით იმედგაცრუებული ჩამოვედი მაქსიმეს შევხედე და უკმაყოფილო სახით ვუთხარი -არ მოდიან -არაუშავს,მიდი მოიყვანე ცხენი და წავედით ცხენი გამოვიყვანე საჯინიბოდან,ცხენზე შევჯექით და შევედით ნისლით მოცულ ტყეში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.