ცანკარაშვილის პირადი ნარკოტიკი #5
კატეგორიულად მქონდა გადაწყვეტილი თბილისს მოვშორებოდი და დამესვენა. ბარგი იმ ღამესვე ჩავალაგე ეკამ მომწერა არგინდაო რაც არ უნდა იყოსო, ვერა მეთქი:) გათენდა თუ არა, ანაკლიის გზას დავადექი. დეიდას ჰქონდა იქ სასტუმრო, ვიქნებოდი იმ შენობაში გამოკეტილი, ნორმალურად ვიძინებდი,ყავას დავლევდი,წიგნს წავიკითხავდი,მუსიკას მოვუსმენდი და იქნებოდა წყნარი,ტკბილი დასვენება, მათ გარეშე. მალევე ჩავედი. დავბინავდი, ბარგი ამოვალაგე და მამიდაჩემი პასუხების გარეშე დავტოვე. ვანდა მოგვარებული იყო,მამიდაჩემმა მე დავურეკავო. მეძინა, ისე კარგად მეძინა ყველაზე ბედნიერი ალბათ მე ვიყავი იმ დროს. ზედმეტად არ მიყვარდა ანაკლია, ამიტომ სასტუმროში ვიყავი გამოკეტილი. საღამო იყო. წიგნს ვკითხულობდი. მესიჯი მომივიდა. "Romeli sastumroa mitxari tore avawriale mteli anaklia" გამცრა. რამდეს ბედავს?! გული ბუშტივით გასკდომაზე მქონდა. არ მიპასუხია, უფროსწორედ ვერ! მერე კიდევ აწკაპუნდა ტელეფონი, არც დამიხედია ლოგინის ქვეშ მოვისროლე და კითხვა განვაგრძე. საერთოდ ვერაფერი გავიგე,რაც წავიკითხე. სულ სხვაგან ვიყავი მე სულ სხვაგან იყო ავტორი სულ სხვაზე ვფიქრობდი მე სულ სხვაზე ფიქრობდა ლინა. მერე ? კიდევ დავიძინე, უფრო გვიან. მერე გამეღვიძა. შუა ღამე იქნებოდა. აივნის კარი გამოვაღე. პუფში ჩაჯდომას ვაპირებდი, უკან რომ ვიღაცამ მომაბოლა. ადგილზე შევხტი, ლამის გადავვარდი და მოვკვდი ანაკლიაში,სასტუმროს წინ. -აქ რა გინდა ?! ამოვიკნავლე, ამოვიკნავლე და ვერაფერი. აივნის მოაჯირს მიეყუდა მოწევას აგრძელებდა -აღარ ამოიღებ ხმას ? -ხო ხვდები არა,ნიაკო? -ვერ ვხვდები -შენ ხოარ გგონია ვიღაცეებივით ორი დღით მიყვარხარ,ცოტა მოტვინე რა_თვალებმოჭუტული დამაკვირდა და ამათვალიერა. მე ახლა ვიაზრებდი,რომ უმოკლესი შორტი მეცვა,მაგრამ მეკ*იდა. არაფერი მითქვამს. ის ეწეოდა,მე ვუყურებდი. -რაიყო მოწევა ხო არ გინდა,ნიაკო? -რა სისულელეა. ღრმა ნაპასი დაარტყა. -ნუ ეწევი! -აღარ მოვწიო ? -არა -არ მოგწონს მე,რომ ვეწევი ? -არა, შეეშვი! -ბაზარი არაა,ნიაკო ჩააქრო,ჩაწვა და მოისროლა. მერე ? მაკვირდებოდა ვაკვირდებოდი იმ ღამეს არ მეძინა არ ეძინა არ გვეძინა მე და მათეს მათეს და მე რას ვაკეთებდით ? არაფერს ისეთს. მახსოვს, სავსე მთვარე იყო მაშინ. სავსე იყო მთვარე,ჩემსავით მე მათეთი ვიყავი მთვარე თავისით... მერე წავიდა 1 კვირა ვიყავი ანაკლიაში. მომაკითხა ისევ და დავბრუნდი თბილისში:) სახლში დაბრუნებულს შერიგებული მშობლები დამხვდნენ, უბრალოდ უტა ცოტახნით არ იცხოვრებს აქო ვანდამ, აი ასეთები იყვნენ რა,ზედმეტად გაუგებრები და თავისებურები. მერე იცით,რაიყო ? მე და მათე იყო. იყო მართლა. იცით,როდის გავრცელდა მე და მათე თბილისში ? ზუსტად მახსოვს 17 მაისს. მე როდის გავიგე ეს გავრცელება ? როცა უტა დაგვადგა თავზე დავინახე მამაჩემის მანქანა და მაშინ გავსკდი ბუშტივით. მათემ? მოგვარდებაო, ჩამჩურჩულა. გველნაკბენივით მოვშორდი,უტას სახეზე. მოვკვდი. ვხვდებოდი,რა საშინელება იქნებოდა მამაჩემისთვის. თავისი ქალიშვილი და მეორე შვილად აღიარებული ერთად იყვნენ:) მაშინ მივხვდი,რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. არ გაინტერესებთ,რამოხდა ? მიღრიალა, სახლში წადი დროზეო. დავინახე,როგორ დაეჭიმა ძარღვები მათეს, ტირილით გავაჩერე ტაქსი და მისამართი ვუკარნახე. წამოვედი და დავტოვე ჩემი ცხოვრების ორი უმნიშვენლოვანესი ადამიანი,ერთმანეთის პირისპირ. ვსლუკუნებდი და ვეღარ ვჩერდებოდი, მეშინოდა მეშინოდა,რომ მორჩებოდა რომელიმესთან ყველაფერი. სახლში მისულს, უარესად გავხდი. ვანდა მაიგნორებდა, ჩვეულებრივად 3 საათი გავიდა ტელეფონს ვიყავი ჩასაფრებული ეგეც ტყუილად:) საღამოს 6 საათი იყო, კარის მიჯახუნების ხმა გავიგე. გული გაფლითდა მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა ოთახში უტა. თავჩახრილი ვიდექი მის წინ, მისი ნელი სუნთქვა მეგონა კარგის მანიშნებელი იყო. მეგონა, ჩამიხუტებდა და მეტყოდა,ისევ ჩემი პრინცესა იქნებიო მეგონა,ჩამეხუტებოდა და არაფერს მეტყოდა მეგონა, ჩამეხუტებოდა და მორჩებოდა ყველაფერი. ვერ მოხდა ან არ მოხდა:) -დაჯექი! გამაჟრიალა ის სკამზე დაჯდა მე ლოგინზე ჩამოვჯექი,იმასაც ჩამოჯენა თუ ერქვა. -ლონდონში მიდიხარ -კარგი,მამა,კარგი -წესიერად,ნია! აქ შენი ასაგდები არავინაა! -რას მეუბნები ხვდები ?! -ვხვდები და სწორედაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. -კარგი და რის გამო მივდივარ ეგეც წარმოსახვაში? -სასწავლებლად! -ხო,მაგარი მიზეზია,ბრავო უტა დანელია! და სხვა მიზეზიც რომაა მანდ ვერა,ხო მა ?! -ნია! წესიერად! -ოღონდაც, ზღაპრებს ნუ თხზავ რა, მივდივარ არა, ტოროლა! -მიდიხარ! -მამი, ხოიცი არა?! ყველაფერი რაც გვინდა, ვერ ხდება! "Chemtan modi" გავაგზავნე შეტყობინება. 10 წპუთი არ იყო გასული, დამირეკა. კისრის ტეხვით ჩავირბინე კიბეები, აღარ მიმიქცევია ყურადღება არც უტასთვის და არც ვანდას კივილისთვის. დაიკივლა, ნია მოგკლავს უტაო:) ჩავირბინე კიბეები და ჩავეხუტე. -ყველაზე მეტად მიყვარხარ_ჩავჩურჩულე და გამაჟრიალა. თავზე მაკოცა, წავედითო. მიყვარდა, ყველაზე მეტად მიყვარდა. მტკიოდა უტა,მაგრამ გამაცეცხლა. ვერ ვიჯერებდი,რომ 10 წუთის უკან მამაჩემი მელაპარაკებოდა. და მაშინ იცით რას ვფიქრობდი ? ვიზე ? აი გვერდით რომ მეჯდა იმაზე. მთაწმინდაზე ავედით, ჩვენს ადგილას. -ძაან ცუდად ჩაიარა ხო ? ფრთხილად მკითხა. -ხო, ლონდონში გიშვებ,სასწავლებადო გაეცინა -მერე მიდიხარ,ნიაკო ? -ცანკარაშვილო, მაგ ცინიკურობის გამო ერთხელაც იქნება და მოგკლავ! -მოდი ჩემთან რა, ჩემი გოგო ჩემთაან! იყვირა ჩამიხუტა შემისუნთქა და მერე ისევ მ'იყვირა. -გაიწიე! -რა ? -გაიწიე გეუბნები! -რა ? რატომ ? -გაიწიე სანამ გვიანი არაა! -მაინც რატომ! -აი ვსიოო! უფრო შემიყვარდი! მორჩა! შენი ბრალია! -აუ რადებილი ხარ! *** უტასთან ისე ვეღარ ვიყავით:) მაგრამ მოგვარდა, ბექამ მოაგვარა... ეჭვიანობდა მათე. დავადგინე,რომ საშინლად ეჭვიანი იყო უნივერსიტეტში მივყავდი,მოვყავდი ყველგან მამოწმებდა,რაც ნერვებს მიშლიდა. ბევრჯერ გვიჩხუბია,გვიკამათია და დაგვიხოცავს ერთმანეთი. ერთხელ 1 კვირაც კი ვიყავით გაბრაზებულები მერე ისევ შევრიგდით სიგარეტს თავი დაანება,ანაკლიის მერე აღარ მოუწევია, დამპირდა:) დღეს ქორწილისთვის ვემზადებოდით მე და ეკა. აი იმ გოგოს, ჩვენი კურსელის ქორწილზე მივდიოდით. ერთად ვუყიდეთ საჩუქარი გუშინ. 4 საათისთვის გაგვაფრთხილეს მოდითო. დილიდან სალონში ვიყავით დარჭობილი, წითელი კაბა და შავი მაღლები,მართლა საშინლად მიხდებოდა. ეკამ, იისფერი,ბარხატის კომბინიზონი მოირგო. გამოპრანჭულები,უტამ მიგვიყვანა. -ნახე რა,მათე რომ არაა ალბათ უკვირთ,როგორ იყურებიან_დუდღუნებდა ეკა. -კაი,გაჩერდი. -ძედა,ამ გოგოს თვალებში რა აქვს? ფუ, რა ბანძია ბიჭი -საშინლად ბანძი,თვითონ კიდე რა ლამაზია ნახე, ისე მგონი სულით შეუყვარდათ მარტო ერთმანეთი. -ვაიმე, ნია! -რაიყო ? -სიძე კია მახინჯი მაგრამ მეჯვარეზე დადუმდები,ისეთი სიმპატიურობაა. -სად ხედავ, ერთი. -აი იქ, ბურჯანაძესთან რო დგას. -უი, მართლა კარგი ბიჭია,რაიყო მერე -უიმე, არაფერი გრანდიოზული ქორწილი ვერა,მაგრამ დიდი კი იყო. აბა,როგორ იქნებოდა ?! ერთადერთი ქალიშვვილის გათხოვება. გავერთეთ. კარგი იყო ყველა ცეკვავდა,მღეროდა და გიჟობდა. მერე Lana Del Rey - Young and Beautiful ჩაირთო. -შეიძლება ერთი ცეკვა ?_ღიმილით მომიახლოვდა მეჯვარე. ისეთი სიტუაცია იყო,უარს ვერ ვეტყოდი,ანდაც რატომ უნდა მეთქვა ? ვგიჟდებოდი,ამ სიმღერაზე. ვცეკვავდით. კარგი პარტნიორი აღმოჩნდა. ვგრძნობდი მზერას სახეზე,არც თუისე სასიამოვნო იყო ეს:) -რა გქვია ? -ნია -მე ბექა -სასიამოვნოა -ჩემთვისაც ძალიან,იცი,კარგად ცეკვავ -ხო,დავდიოდი ადრე ცეკვებზე -კარგია მუსიკა დამთავრდა. დავემშვიდობე და ჩემი ადგილი დავიკავე. და იცით,რა ?! მე კიდევ ვგრძნობდი იმ აუტანელ მზერას,რომელიც უკვე საშინლად მაღიზიანებდა... ___ მდახ:)) საერთოდ ავირიე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.