ყველაფერი ისევ შენთვის (სრულად)
ეს ისტორია არის მაშას და ირაკლის შესახებ. მათ ერთმანეთი სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს და სიგიჟემდეგ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ისინი დაშოდნენ. მაშა ამის მერე კი ფეხმძიმედ დარჩა. კოტეს და მაშას ერთმანეთის გარდა არავინ ყავდათ, მათი მშობლები მოხუცები იყვნენ და სოფელში ცხოვრობდნენ. კოტეს უკვე ყავდა ოჯახი, ულამაზესი ცოლი რომელსაც ევა ერქვა და ვაჟი. ბავშვს ლუკა დაარქვეს, ის 2წლის იყო. ევა და მაშა ერთმანეთს ძალიან კარგად უგებდნენ და დაქალობდნენ კიდეც. მაშას უნივერსიტეტი დამთავრებული არ ჰქონდა, მხოლოდ პირველი სამი წელი ისწავლა და მერე დაანება თავი, ახლა კი უბრალოდ მუშაობდა. *** -მაშ! მაშკა! იცოდე თუ არ ჩამოხვალ ჩამოგათრევ-უყვიროდა ქეთა დაქალს. ერთად უნდა წასულიყვნენ ძველი მეგობრების დასახვედრად-მაშა სამამდე ვითვლი!! ცოტახანში მაშას ძმა გამოვიდა ოთახიდან. -მაშა პარასკევი საღამოა და ვიღაც გეხვეწება რომ გარეთ გახვიდე?? მაშა? ხმას გაგვცემ?-ბოლოს კოტეს შეეშინდა რამე ხო არ დაემართაო და ზევით ავიდა-მაშ, კარს ვაღებ, გესმის?-კოტემ ნელა გაარო კარი და დაინახა მაშა რომელიც იატაკზე ეგდო უგონოდ. -მაშ!მაშა-ანჯღევდა კოტე მაშას, როგორც იქნა გამოფხიზლდა-მაშ რა მოგივიდა? კარგად ხარ? -კი, კარგად ვ..არ. უბრალოდ არ მიჭამია მთელი დღე-ნელა წამოიწია მაშა-მართლა კარგად ვარ კოტე, არ ინერვიულო-გადაეხვია მაშა ძმას და ნელა ადგა. -დარწმუნებული ხარ?-ოთახში ქეთა შემოვიდა და მაშას წამოდგომაში დაეხმარა. -კი, კი. კოტე გადი ორი წუთი გამოვიცვლი და წავალ-კოტემ გადაკოცნა მაშა და გავიდა ოთახიდან. -მაშ, ესე აღარ შეილება უნდა უთხრა ირაკლის. -ვერ ვეტყვი, დავშორდით გახსოვს? არ მინდა ბავშვის გამო შემირიგდეს-მაშამ ტანსაცმლის მოზომება დაიწყო. -და სუსტად რომ ხარ? ექიმთან არ წავიდეთ? უკვე 4კვირაა ესე ხარ. დროა ჩაგწერო. მაშა, ჯერ 21წლის ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქ, ესე ცუდ რამეს დაიმართებ. ხვალვე ჩაგწერ ჩემ გინეკოლოგთან!-ქეთამ ტვინი გაუხვრიტა მაშას თავისი უაზრო ლაქლაქით. -კარგი, გავიგე. როგორ გგონია იქ იქნება? ერთი თვეა არ მინახავს, თუ უფრო მეტი. -მემგონი მანდ იქნება. მაშ, ტეხავს მიშკასთან რომ არ მივიდეთ თან მაგრა. ბევრჯერ დაგვპატიჟა და არ მივედით ეხლა უეჭველი უნდა მივიდეთ. -კარგი, კარგი. ჩვეულებრივ შავ კაბას ჩავიცმევ და წავედით. -რა შავ კაბას? დასაფლავებაზე ხო არ მიდიხარ? -აუ რა გინდა ქეთა, რაც მოხვედი ნერვებს მიშლი. მოკეტე რა!-გაეცინა მაშას. -ოჰ ეს შენი ჰორმონები! კაი მიდი მალე ჩაიცვი-ქეთამ კარი მიხურა და ცოტახანში მიშასთან წავიდნენ. მიშა და ქეთა გაუჩერებლად ლაქლაქებდნენ ერთმანეთთან, ხოლო მაშა კი ხესავით იყო და გაუნძრევლად იჯდა სკამზე. ცოტახანში ბიჭებიც მოვიდნენ. თემომ და ანდრომ გადაკოცნეს მაშა და მიშას მიუჯდნენ. ირაკლი მაშას წინ იდგა და ზემოდან უმზერდა. -მე არ მომესალმები?-წინ დაუდგა ირაკლი მაშას. -გამარჯობა-უხეშად უთხრა მაშამ ირაკლის და მიშკასთან განაგრძო საუბარი. -გაგიმარჯოს-ირაკლი ქეთას გვერდით დაჯდა. -აბა შევუკვეთოთ პიცა?-წამოიძახა ანდრომ. პიცის გაგონებაზე მაშა ტვალეტში გავარდა და აღებინა.ქეთა გაეკიდა და კარი ჩაკეტა. -მაშ, მაშ ამოისუნთქე. მოდი წყალი დალიე-ონკანი მოუშვა და წყალი დაალევინა. -ქეთა, არ შემილია. ვერ გავაჩენ ბავშვს-ცრემლები წამოუვიდა მაშას თვალებიდან. -არა, ნუ ფიქრობ ეგრე. აბორტი გამოსავალი ნამდვილად არ არის მაშ! ცხოვრებას დაიმახინჯებ და ბავშვსაც მოკლავ. -აბა რა ვქნა?-ბოლო ხმაზე ქვითინებდა მაშა. -მაშ კარგად ხარ?-კარზე აკაკუნებდა მიშკა. -კი, კარგად არი. გამოვალთ ეხლა -ქეთ, წავიდეთ რა-ევედრებოდა მაშა ქეთას. -წავალთ ოღონდ ნახევარი საათი მაინც დავრჩეთ თორე მართლა ტეხავს. -კარგი-ქეთამ მაშა წამოაყენა-მაკიაჟს რა ვუყო? სუ ჩამომეთხაპნა მიხვდებიან რო ვიტირე. -მოიცა მოვალ-ქეთა ტვალეტიდან გავიდა და მისაღებში შევიდა. -რა მოუვიდა?-იკითხა ანდრომ. -არაფერი, მოიწამლა-ქეთამ აიღო ჩანთა და ისევ ტვალეტში გავიდა. -გენიოსი ხარ ქეთ, ყველგან როგორ დაგაქ მაკიაჟი?-გაეცინა მაშას. -მოკეტე, დამაცადე თორე აითხაპნები-ქეთამ მაკიაჟი გაუსწორა და გამოვიდნენ ისევ მისაღებში. -მაშ, როგორ ხარ? -კარგად, მოვიწამლე. შეუკვეთეთ პი.. ცა. -აღარ გვინდა-გაეცინა ირაკლის. -ბოდიში თუ მადა დაგიკარგეთ-ნაწყენი ადგა მაშა და კარისკენ გაემართა. -დაჯდა!-დაიჭექა ირაკლის ხმამ ოთახში. -უკაცრავად?-შემობრუნდა მაშა-მე ძაღლს ვგავარ? დაგავიწყდა რომ შენი შეყვარებული აღარ ვარ?-გამომწვევად უთხრა მაშამ. -მაშიკო, დროზე ადგილზე თორე მიცნობ მე შენ-წამოხტა ირაკლი. მაშა თვითონაც ვერ მიხვდა ისე დაბრუნდა ადგილზე. -დაგვტოვეთ რა-სკამზე დაჯდა ირაკლი და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. -დაგტოვოოთ?-მიშა წამოენთო-კარგად დაფიქრდი სად ხარ ირაკლი ეს შენი სახლი არ არის. -ეს რა საკაიფო ტიპი გაჩითეთ, მიშკა ხო? ირაკლი და მიშა ერთმანეთთან კარგად არ მეგობრობდნენ, უბრალოდ მხოლოდ მას ჰქონდა მანქანა და ზუსტად ამის გამო იყო ის მიშკასთან. მან მიიყვანა ანდრო და თემო მიშკასთან. -მიშკა, ორ წუთს წაგართმევ. მაშასთან მინდა უბრალოდ საუბარი-გაუღიმა ირაკლიმ. ყველა გავიდა და ოთახში მარტო ირაკლი და მაშა დარჩნენ. -მაშა, რამდენი ხანია არ გვილაპარაკია ხო? -ეს პიცის გამო ატეხე? -არა, რა პიცა. - ირაკლი სცენების მოწყობას თუ დაიწყებ წინასწარ გაფრთხილებ არ მეშინია. -არ ვაპირებ არაფრის მოწყობას. მაშა, ვინმე გყავს? -კი. -მატყუარა. მაშა, აი წარმოიდგინე რა სისულელეზე ვიჩხუბეთ მაშინ ჰა? კაი ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ვიცი რო კიდე გიყვარვარ. -და რა მერე? გადაგიყვარებ რამდენი შენზე უკეთესი დადის ამ ქვეყნად-მისი გამწარება სცადა მაშამ. -გადამიყვარებ აბა შენ იცი. მაშა, როცა რაღაცას მიმალავ ხო იცი რო მაშინვე ვხვდები? როცა იტყუები სუ მარცხნივ და ქვევით იყურები აი ეხლა ზუსტად ეგრე აკეთებ-ოდნავ ქვემოთ ჩაწია თავი და თვალებში ჩახედა. -ირაკლი... რა გინდა?-დაიბნა მაშა. -შენთან ყოფნა მინდა მაშ, არასწორად მოვიქეცი მაშინ. შემირიგდი რა-ირაკლი ნელა წამოდგა და მაშასთან მივიდა, მაშა კი წამოხტა და უკან დაიხია. -არ გაბედო! სუ ესე აკეთებ, ამჯერად არ გამოგივა. ვერ დამაშტერებ ირაკლი. -მაშ, დაწყნარდი, არაფერს არ ვაპირებ. მოვა დრო და შენთითონ მოხვალ ჩემთან-ირაკლი ისევ ადგილს დაუბრუნდა. *** მეორე დღეს ქეთა და მაშა ექიმთან წავიდნენ. მაშა ნერვიულობისგან ცახცახებდა, ეშინოდა მაგრამ თვითონაც არ იცოდა რისი. ცოტახანში მაშას დაუძახეს და იგი ქეთასთან ერთად შიგნით შევიდა.ექიმმა მუცელზე ცივი გელი წაუსვა და დაიწყო ეხოსკოპიის გაკეთება. -მეოთხე კვირაზე ბევრს ვერაფერს დავინახავთ, ახლა ყალიბდება ყველაფერი. ფაქტიურად ბავშვი ამ პერიოდში იწყებს სიცოცხლისთვის ბრძოლას. ნელ-ნელა თვალების და ყურების ფორმაც გამოიკვეთება. ტოქსიკოზი გაქვთ. -კი, მაგრამ არც ისე ხშირად. -თქვენ ერთად ხართ?-გახედა ექიმმა. -არა, მე მისი დაქალი ვარ. ბავშვის მამამ არაფერი იცის-ისევ ლაქლაქი დაიწყო ქეთამ. -ქეთა!-გაუბრაზდა დაქალს მაშა. -კვებაზე ალბათ იცით ხომ ყველაფერი? მხოლოდ ჯანსაღი საკვები და არანაირი ქიმიკატები. მძიმის აწევა არ შეილება, ასევე გადაღლაც. ზედმეტად სუსტი და გამხდარი ხართ, ეცადეთ რომ ხშირად დაისვენოთ, თუ მუშაობთ კარგი იქნება თუ დაანებებთ თავს ცოტახნით მაინც.ყავა თქვენ შემთხვევაში სასურველია წნევის დასარეგულირებლად. თუ რაიმე გართულება იქნება მაშინვე დამირეკეთ. -მადლობა-ექიმმა მოწმინდა გელი მუცლიდან და მაშა და ქეთა ოთახიდან გავიდნენ. -მაშ, ირაკლის უნდა უთხრა. -ქეთა, ნუ დაიწყე. -შენ მოხედვა გჭირდება, კოტეს ცოლი ფეხმძიმედ არის შვილო ჩემო, ტყუპებით. ამათ პლიუს ლუკა, ბავშვი რო გაუჩნდება მაშინ რას იზამ? სამი ბავშვი რო დაიწყებს ღამით ტირილს მერე რა ჯანდაბას იზამ? -ქეთა, ტვინს ბურღავ. არ ვიცი რას ვიზამ, შეილება... არ ვიცი. არაფერი არ ვიცი, ალბათ ჩემ მშობლებთან წავალ სოფელში სანამ ბავშვი გაჩნდება და მერე ვნახოთ. -რა მერე ვნახოთ გოგო, ეს ბავშვია და არა საგანი, წინასწარ უნდა იცოდე როგორ მოუვლი. მაშ, უთხარი ირაკლის სანამ სხვისგან გაიგო. -არ ვეტყვი. -მალე მუცელი დაგეტყობა. -მაგიტო მივდივარ მშობლებთან. გთხოვ ქეთა არაფერი არ გააკეთო. -მაშ, უზარმაზარ შეცდომას უშვებ. აუცილებლად უნდა უთხრა ირაკლის, ბავშვი მამის გარეშე ვერ გაიზრდება. -ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.. საერთოდ არაფერს არ ვეტყვი ირაკლის!!! -შშ! ნუ ყვირიხარ. მაშა და ქეთა სახლში მივიდნენ. კარებში ლუკა და ევა შეეგებნენ. -ეე სახლში ხართ?-ხელში აიყვანა მაშამ ლუკა. -არაა-ქეთამ მაშას ლუკა გამოართვა, რის გამოც ბავშვმა ტირილი დაიწყო-ისა, მეც მომენატრა ჩემი ლუკიტო-გაიცინა ქეთამ და ბავშვი ძირს დასვა. ატირებული ბავშვი დედას მივარდა და კაბაზე დაუწყო ქაჩვა. ევამ ლუკა ხელში აიყვანა და მისაღებში გავიდა. ქეთა და მაშაც მას გაყვნენ. -ეეე, მოხვედით გოგოებო?-მიესალმა კოტე. -არაა. -ჩემი იაზვა მაშიკო. ლუკა ხედავ ვინ მოვიდა? მამიდა მოვიდა მა. ლუკა ისევ მაშას მივარდა, მაშა დაჯდა და ლუკა კალთაში ჩაისვა. -მაშ, იმ დღეს ირაკლი შემხვდა. სულ ჩამოვიდა?-კითხა ევამ. -არ ვიცი... ალბათ. რა მნიშვნელობა აქვს. -ისევ ერთად ხართ?-არ გაჩერდა ევა. -ევა, ბოლოს მოგკლავ-გაბრაზდა მაშა. -არ არიან ერთად-მაშას მაგივრად უპასუხა ქეთამ. -ევა მიდი რა ლუკა დააძინე-თხოვა კოტემ. -ვაიმე ერთხელ შენ რო დააძინო მოკვდები კოტე? -ღამე სუ მე ვაძინებ, თან მიხვდე ეხა მაშასთან მინდა ლაპარაკი და ქეთ შენც თუ გაყვები ცუდი არ იქნება. -მოვდივარ ევაა დაგეხმარები მეც-ქეთა და ევა ბავშვის ოთახში გავიდნენ. კოტემ სიგარეტი ჩააწვა საფერფლეში და მაშას გახედა. -რაო? -არაფერი, შემირიგდიო. -მერე? -რავი... არა მეთქი და წამოვედი. კოტე რაღაც უნდა გითხრა. -გისმენ? -კოტე, მეე... ირაკლისგან ვარ ფეხმძიმედ. -კაი ერთი. მერე? -იცოდი? -აბა? მეორეს ველოდებით, მაგას ადვილად მივხვდებოდი. ამ ბოლო დროს ძროხისავით იკვებებ, სულ დაღლილი და ნერვებმოშლილი დადიხარ. -ჯანდაბა... -და გეგონა ამას დამალავდი? რას აპირებ? -არ ვიცი. -მოგილოცო და მოგისამძიმრო? -ეგეც არ ვიცი-გაეცინა მაშას-ვერ დავიტოვებ. -რას ქვია ვერ დაიტოვებ? -ვერ ავღზრდი. ირაკლის სულ რომ ვუთხრა მაგდენი ფული არ აქვს რომ ბავშვისთვის იყიდოს რაღაცეები. მთელი ოჯახი მას აწევს, და, ძმა, დედა და მამაზე ლაპარაკი არ მაქ. -აბორტს იკეთებ? -არა... არ არსებობს. ალბათ.. გავაშვილებ? -არ ქნა, ცოდოა. რო მოგძებნოს? -არ მომძებნის, შესაბამის მშობლებს ავურჩევ, ისე რომ ვერც მიხვდება ნაშვილები რომაა. -შენი არჩევანია. -კიდე სეილება დედა და მამასთან წავიდე სოფელში, გავაჩინო ბავშვი, გავაშვილო და წამოვიდე. -მაშ, არასწორად იქცევი. -რატო? -ცოდოა ბავშვმა რა დააშავა? -ხო, მართლა რა დააშავა ბავშვმა რომ ირაკლისნაირ ოჯახში გაიზარდოს? -მაშა, ირაკლი ძაან კაი ადამიანია, კარგად ვიცნობ და ნუ ლაპარაკობ მაგაზე ეგრე. ეხლა დაბოღმილ კაპარჩხანას გავხარ. რამხელა გოგო ხარ უკვე ნორმალური გადაწყვეტილების მიღება უნდა შეგეძლოს. -და რა გავაკეთო? -ეგ შენი გადასაწყვეტია. -კოტე დამეხმარე. -ამაში ვერავინ დაგეხმარება. -მადლობა, ძმაც ამას ქვია. -მაშ, მე ფინანსებში ყველანაირად დაგეხმარები რასაც შევძლებ, გვერდში დაგიდგები მაგრამ გადაწყვეტილება შენი მისაღებია. -მაგარია! ძალიან მაგარია!დიდი მადლობა! -მაშა, გეყო იაზვობა და ჩუმად ევა ბავშვს აძინებს. -დამერხა. დამერხა ხო? -გააჩნია რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებ. მიდი დაისვენე, გაერთე რამე ქენი ოღონდ არ დალიო და მოგაფიქრდება. -ეგ სულ დამავიწყდა, მოწევა აღარ შეილება. -ხო, აბა რატო ჩავწვი სიგარეტი დებილო, შესუნთქვაც არ შეილება ამ ბოლის. ექიმთან იყავი? -ხო აბა? -რამდენი კვირისაა? -4, თითქმის 5. -მე უფრო ბევრი მეგონა. -შეილება არის კიდეც, 4-5იო რა მნიშვნელობა აქვს. -ხო რავი. -ევა მერამდენე თვეზეა? -მერვეში გადავიდა, ადრე ელოდებიან მაშინკა. -ბავშვი აღარ ააწევინო. -როდის აწია? -წეღან ლუკა, რო მოვედი. -უი, არ მიმიქცევია ყურადღება. მისმინე დაისვენე მე გავალ დავეხმარები, დაიღლება ფეხზე დგომით. მაშ აბა შენ იცი მე არ უნდა მოგიყვე მგონი როგორ ფეხმძიმობის დროს. -ვიცი, ვიცი. მადლობა კოტე-კოტემ შუბლზე აკოცა მაშას და ევასთან გავიდა. მაშამ ტელეფონზე მესიჯი მიიღო. ,,დროზე გამოდი შენ სახლთან ვარ’’-ირაკლი ,,მეტი საქმე არ მაქვს. ლუკას უნდა მივხედო’’ ,,ლუკას მშობელბიც მიხედავენ’’ მომინდომა ვაჟკაცმა. ნეტა რა უნდა ესეთი სიყვარული ხო არ უნდა ამიხსნას. ,,რა არის ესეთი საჩქარო რო ვერ მოიცდის’’ ,,მაშა მეთითონ ხო არ დაგეხმარო ცამოსვლაში?’’ ,,ცუდი არ იქნებოდა. ვღადაობ ჩამოვდივარ უიმე ხოო’’ ჯანდაბა ჩემზე ჯიტუი როგორ არის ეს ადამიანი. უცებ ჩავიცვი და ჩავედი ქვემოთ. სადარბოზსთან იდგნენ ეგ და ლეო. ლეო მაგის ბავშვობის მეგობარია. ირაკლი კედელს მიყუდებოდა და სიგარეტს ეწეოდა. ჩემ დანახვაზე რატომღაც გადააგდო, ეხლა ვიფიქრე აი სად დამერხა თქო. რომ მივბრუნებულიყავი გამომეკიდებოდა, სხვა გზა არ მქონდა და მაინც მივედი. -პრივეტ ლეო. -პრივეტ მაშ, მე ავალ დანარჩენებთან და მოდით მერე თქვენც-ლეომ დაგვტოვა ესე იგი რაღაც სერიოზული ხდება. რა ხდება ვინმე მოკვდა? რა სახეები აქვთ? -ირაკლი დიდხანს მალოდინებ?-უკვე მოთმინება ამომეწურა. -შენ რამდენი ხანი აპირებდი ბავშვის დამალვას ჩემგან?-ნელ-ნელა მომიახლოვდა და მეც ინსტიქტურად უკან გავიწიე. -ვინ გითხრა? -რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ შენ არ მითხარი და ვიღაც სხვამ მითხრა. -ან ქეთა ან კოტემ... რათქმაუნდა ქეთამ... დედა მოვკლავ ამ იდიოტ გოგოს. -ეხლა დიდხანს ილაქლაებ?-იმხელაზე დაიყვირა გული გამისკდა მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია-ჩემ ბავშვს არ დავთმობ. ჩემი შვილია და არა მარტო შენი. რას აპირებ? -დედაჩემთან გადასვლას და ბავშვის მარტო გაზრდას. -არ არსებობს. -უკაცრავად? -არ გაგატან ბავშვს, თუ გინდა გააჩინე დამიტოვე და თავში ქვა გიხლია. -გაიმეორე?!!!!-მორჩაა დაერხაა ამ გამოთაყვანებულს! ბავშვს ნამდვილად არ წამართმევს. -მოკლედ თუ გინდა მთელ თბილისს ჩამოუარე და ყოველ მეორეს გაეკიდე,ეგ მართლა მარა ჩემი სვილის წაყვანის უფლებას არ მოგცემ. დღესვე გადმოდიხარ ჩემთან და ჩემ მშობლებთან საცხოვრებლად სანამ ახალ ბინას არ ვიშოვი. -ირაკლი სიხარულო შენ სულ ხო არ გააუშტვინე? -მოკლედ მოდიხარ და მორჩა. მიდი ადი გელოდები-ჩემგან ოდნავ მოშორებით დადგა და მოწევა დაიწყო, თან ყოველ ორ წუთში ერთხელ მე მიყურებდა-კიბეებზეც მე აგიყვანოა? ბაზარი არაა-ჩემკენ წამოვიდა და მე უცებ უკან წავედი. -არ მოვდივარ არსად-ვეცადე უფრო თავდაჯერებულად გამომსვლოდა მაგრამ რაღაცნაირად მხოლოდ ბლუყუნი გაისმა. უცებ ისეთი თვალებით შემომხედა რომ ტელეფონს დავავლე ხელი ვიფიქრე დავურეკავ კოტეს და რამეს მიშველის თქო მარა ის ისევ ამას დაუჭერს მხარს. -მოკლედ მაშა ან შენ ახვალ ან მე ავალ და ჩავალაგებ შენ ნივთებს. -დღესვე ვერ წამოვალ. -კარგად წამოხვალ, ისე როგორც დაგიბარებია. -ვერ დავეტევი. -დაეტევი, ჩემი და საფრანგეთშია სასწავლებლად და მიუხედავად მაგისა კიდე ჩემ ოთახში წვები, ვაფშე ხვალ ცოლად მომყვები. -მოიცადე რააა?-ბოლო წვეთი იყო, ბოლო! ისე ახლოს მივედი რომ ლამის ვაკოცე, ხელი ჰაერში ავწიე და ის იყო უნდა გამერტყა რომ ხელი დამიკავა და ნელა ჩაწია ქვემოთ. -მაშა, დროზე ზემოთ-ბოლო სიტყვები ისე გამოცრა რომ მართლა შემეშინდა და ზევით ავედი. ბევრი ვეცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა, სამწუხაროდ ახლა დავმარცხდი მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ვნახოთ ვინ მოიგებს შემდეგზე. ავედი სახლში და უცებ შევვარდი ოთახში, ევა და კოტე გამომეკიდნენ. -რა ხდება გოგო?-გაკვირვებული შემოვიდა კოტე და მხარზე ხელი დამადო, ჩემ გაჩერებას ეცადა. -ირაკლიმ ბავშვზე გაიგო, ცოლობას მთხოვს და მის სახლში გადასვლას. ეხლა ქვემოთ მელოდება და არ წავა სანამ არ გავყვები. -მოიცადე ნელა. რაა?-ახლა ევამ დაიწყო სულელური კითხვების დასმა! ხალხო გეყოთ დავიღალე! -გინდა წასვლა?-მომაყარეს კითხვები რაა -არა. -გინდა დაველაპარაკო?-თვითონაც არ ჯერა რასაც მეკითხება, ეჰ კოტე ნეტა ლაპარაკი ჭრიდეს მაგასთან და მეტია არაფერი არ მინდა. -არა, არ მინდა. არაუშავს მხოლოდ 9თვე ამ 9თვის მერე ბავშვს ჩუმად წავიყვან და გადავიხვეწები. მანამდე კი მოვატყუებ რამეს. -მაშ... იტყვი რატომ დაშორდი ირაკლის?-ბოლო კითხვა დამისვა კოტემ. ეს საიდუმლო არავინ არ იცოდა ჩემ და ირაკლის გარდა. ქეთასთვისაც არ მქონდა ნათქვამი. არც ისეთი დიდი რამ მომხდარა მაგრამ... მოდი არ გვინდა ამაზე. უცებ დავავლე ჩანთას ხელი მარა კოტემ შემაჩერა ისევ, გამომართვა ჩანთა ჩამატანინა ქვევით და ირაკლისთან მივიდა. -ეხლა ჩემ დას ერთი თმის ღერიც ჩამოვარდება თავიდან და ყველაფერს დავივიწყებ და ისე ვიჩხუბებთ მე და შენ რომ...-სიტყვის დამთავრებაც არ დაამთავრა ირაკლიმ. -ნუ დარდობ კოტე, გეფიცები ცივ ნიავსაც არ მივაკარებ მაგას და ეგ მე არ მიმიკარებს. კოტე გადამეხვია მითხრა თუ რამე მოგინდება პირველი მე დამირეკეო, კიდე ერთი ორი რაღაც უთხრა ირაკლის და წავიდა. მეც გავყევი ამ იდიოტს სახლში. მისი მშობლები (ლადო და ირმა)თბილად დამხვდნენ რაც ძაალიან გამიკვირდა. ირმამ თურმე ყველაფერი იცოდა, საიდან მოასწრო ამან ესე მალე თქმა? მისი ძმა სახლში არ იყო, მაშინვე მის ოთახში შემიყვანა, ჩანთა საწოლზე დააგდო და კარი მიიხურა. -რა იყო უნდა მცემო?-ირონიით გადავხედე. -ისე საცემი კი ხარ. მოკლედ რაღაცა გავაიასნოთ დედაჩემს გონია რომ გიყვარვარ და ითამაშე საყვარელი ცოლის როლი თორე ყველაფერს ვფიცავარ ბავშვი რო დაიბადება ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას. -ესაა შენი სიყვარული ირაკლი? -სიყვარული მე უკვე შემოგთავაზე და შენ უარი მითხარი. -გაიხსენე რის გამო დავშორდით?!! გაიხსენე ირაკლი?!რამხელა ტკივილი მომაყენე, რამდენი რამ გადავყლაპე, აქ წამოგყევი, ისიყვარულოდ გათხოვებაზე დაგთანხმდი და.. -რა უსიყვარულოდ გათხოვება, ლუკა შეგილია დააბოლო ზღაპრებით მარა მე ვერ ადამაბოლებ. ორივემ კარგად ვიცით რომ გიყვარვარ და უბრალოდ მაგარი ჯიუტი რო ხარ მაგ პონტში არ გინდა აღიარო. -მე ვერ შეგირიგდები. -პრინციპების გამო... ქეთას ხო არ უსმინე ზედმეტად? -ქეთა კაკრას ისაა ვინც მოსაკლავი მყავს. -ქეთასთან მერე გაერკვიე ეხლა გამოდი და ივახშმე. -არ მშია. -რაა? -რაც გაიგე, არ მშია. -მაშა რატო ცდი ჩემ მოთმინებას? -არ მშია შე ველურო და დამანებე თავი-ისედაც სპორტულები მეცვა და მაშინვე საწოლში შევწექი-ტოქსიკოზი მაქვს, გადი. -დაგღუპავს ეგ სიჯიუტე და მეყოლე მერე კარგად. -დიდხანს აქ ვერ გამომკეტავ. ადრე თუ გვიან გავიქცევი. -მაგასაც ვნახავთ, ეს 9თვე აქ იქნები და მერე სადაც გაგიხარდება იქ წახვალ. -და ვისაც მინდა იმას გავყვები, გაგშორდები. -აი მაგას ვერ შეგპირდები სიხარულო-გამიღიმა ამ იდიოტმა და გავიდა ოთახიდან. როგორ ვერ ვიტან..თან მიყვარს მაგრამ ამ მომენტში სიძულვილს უფრო ვგრძნობ მის მიმართ. ვერ გამომკეტავს გალიაში, არა ამას ვერ გადავიტან. მოვკვდები. ცოტახანში ჩამეძინა, ვიფიქრე ჯერ 7ია და ერთი 12მდე გავიღვიძებ და მერე ამას რო ეძინება გავერთობი თქო, მაგრამ როცა გავიღვიძე ღამის 4საათი იყო. ირაკლის ჩემ გვერდით ეძინა, ფუ როგორ გაბედა პროსტა. ნელა ავდექი, ხალათი ამოვიღე ჩემოდნიდან, ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. მიუხედავად იმმისა რომ მისი მშობლები არ იყვნენ მდიდრები, მაინც მაგარი სახლი ჰქონდა. ყველაზე მაგრად მისი სამზარეულო მიყვარდა, იქ ერთი კედელი თითქმის მთლიანად შუშაში იყო და ულამაზესი ხედი იყო გადაშლილი. მთელი მთაწმინდა მოჩანდა იქიდან. უცებ ოთახში შუქი აინთო და რო გავტრიალდი ირაკლის ძმა შემრჩა ხელში. -გიორგი, გული გამიხეთქე. -ბოდიში, როგორ ხარ მაშ? -კარგად. ესე გვიან რატო არ გძინავს?-გიორგი 18წლის არის, თითქმის დაამთავრა სკოლა, ფორმალურად მაგრამ მთელი წლის განმალობაში რამდენჯერაც სახლიდან გამოვდივარ მეგობრებთან ერთად ბირჟაზე დგას. -იგივე კითხვას დაგისვამდი შენც. -მე ადრე ჩამეძინა და ეხლა გავიღვიძე. -რა გჭირს? -რა მჭირს? -რაღაცნაირ ხასიათზე ხარ. -რა ხასიათზე უნდა ვიყო იმის მერე რაც შენმა ძმამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა. -მაშ, გაუგე მაგასაც ბავშვი მისიც არის. -არ წავართმევ უბრალოდ აქ არ მინდა ცხოვრება და საერთოდ ქმარი არ მინდა. -ეგ ირაკლის უთხარი, კაი მაშ არ დაიღალო, მე წავალ დავწვები... ხო... ისა... არ თქვა რომელზე მოვედი რა. -კაი-მე კი არ ვიტყვი შე საცოდავო მარა წლის ბოლოს შენი დირექტორი იტყვის ყველაფერს და ატესტატი რომელიც არ გექნება. ეჰ... ოთახში დავბრუნდი და ფეისბუქზე შევედი. შემდეგ დავპოსტე ჩემ თაიმლაინზე ,,რა ცუდია როდესაც ისეთ ადამიანს კარგავ რომელსაც ბავშვობიდან იცნობ და ყველაფერი ერთად გაქვთ გამოვლილი და შემდეგ აღმოაჩენ რომ ის ისეთივე მატყუარა, თვალთმაქცი და ჭორიკანა ადამიანია როგორც დანარჩენები’’-მეზიზღება ესეთი ბანალური ტექსტების დაპოსტვა მაგრამ ქეთასთან ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა. გამოვრთე ტელეფონი და დავიძინე. ზუსტად 4საათში ირაკლის ფაჩუნმა გამაღვიძა. ამდგარი იყო უკვე ლოგინიდან და იცმევდა, ეტყობა სამსახურში მიდიოდა. მე დამეზარა ადგომა, დავეთხოვე უკვე და თვალები დავხუჭე ვითომ მეძინა. -დილა მშვიდობისა მზეო. -მძინავს. -როგორც გინდა. -სად მიდიხარ. -ქალებში. -ირაკლი. -სამსახურში სად უნდა მივდიოდე, რა ეჭვიანობ? -მდივანი გყავს? -არა. -მაშინ არა. -და რომ მყავდეს? -მახინჯი იქნება და მაინც არა. -იქნება და ლამაზია? -ხოდა ის მოიყვანე ცოლად მე რატო მოგყავარ. -ჯერ ფეხმძიმედ მარტო შენ ხარ. მაშა მემგონი გიყვარვარ ხო? -არა. დაჟე ჯერ? ანუ სხვებისგანაც გინდა ბავშვი? -არა. -კაი ვიძინებ. -არ მოუშალო დღეს ჩემებს ნერვები. -ჩემთან გავდივარ, სხვა ნივთებიც უნდა წამოვიღო და ევას დავეხმარო. მალე მეორე ბავშვი ეყოლება. -მალე ბავშვი შენ გეყოლება და ეგდე აქ, მოვალ მე შესვენებაზე და გაგიყვან მერე. -აუუ ინვალიდი კი არ ვარ. -ვიცი. ნუ მეწუწუნები და დაიძინე თუ იძინებ-ეს მითხრა და გაღიმებული გავიდა ოთხიდან. დამპალი. ფუ მეზიზღება. არა როგორ ბედავს ჩემთან ესე ლაპრაკს... კარგი წყნარად მაშა, რა ყველაფერზე ნერვიულობ, ან ის ეჭვიანობის სცენა რა იყო მაინც არ გიყვარს და მოკლედ დებილი ვარ. შევიბრუნე ძილი მარგამ ვინ დაგაცდის ესე 12ისკენ ირმა შემოვიდა ფოდნოსით ხელში. -აი შვილო საუზმე შენ,არ ადგე ლოგინიდან თუ გინდა. დედოფლისავით გვეყოლები-თავიდან მეგონა მეღადავებოდა მარა ისეთი თბილი ღიმილით შემომხედა რომ მესიამოვნა, მადლობა გადავუხადე და შემდეგ გავიდა. ეხლა კი მივხვდი რომ დრო იყო ჩემებისთვის დამერეკა და მეთქვა რომ ფეხმძიმედ ვარ. ხელში ავიღე ტელეფონი, ღრმად ჩავისუნთქე და დავრეკე. -დე? როგორ ხარ?-მაშინვე დედაჩემის თბილი ხმა ჩამესმა და დავწყნარდი. -კარგად დე შენ? -მეც. დედა როდის ჩამოხვალ? -არ ვიცი, ალბათ შაბათ-კვირას. -რას შვები რა არის ახალი? ცუდად ხომ არ ხარ? -რავი... დე ფეხმძიმედ ვარ. -რა გოგოო? -ხო... ირაკლისგან. -რა ქენი გოგო ეს? -დედა უკვე 21წლის ვარ და არ მინდა ეხლა ვიშვიში. -ცოლად ქე მაინც მიყვები?-გაგიჟდა დედაჩემი ესე მეგონა გული წაუვიდოდა. -მივყვები. -კიდე კაი, ვაიმე გული. რა გააკეთე ეს, აგეწყო ჯერ კარიერა. -ვაიმეე დაწყნარდი დედა, რა ვქნა ეხლა ბავშვი რაღა შუაშია, თუ ესე ინერვიულებდი საერთოდა რ გეტყოდი რა. -ვაიმე...-აგრძელებდა ვაი ვუის ძახილს, მიშველეთ რამეეე. -უნდა ჩამოვიდე, უნდა გავიცნოთ მაგის მშობლები სასწრაფოდ. -დედა ხო იცნობ უკვე ირმას და ლადოს? -საკმარისად არა რომ შვილი ვანდო! ხვალვე ჩამოვალ! -დედა კახეთიდან აქამდე დიდი გზაა იყავი მანდ. -ნუ მასწავლი შენ! როგორ ხარ ის მითხარი. -აუ რავი ტოქსიკოზი მაქვს მარა არც ისე ცუდი. მარა თავბრუ მეხვევა ხშირად. -ეგ ცუდია, ექიმმა რაო. -არაფერი უბრალოდ სუსტი ხარო. -მოგიკვდეს დედა შენ 1000წლის მერე. ჩამოვალ და მოგხედავ. -დედა, გაჩერდი არსად არ ჩამოხვალ, მანდ მისახედ გაქ ყველაფერი, გპირდები როგორც კი მოვახერხებ პირველი მე წამოვალ. -კაი, კაი ამაზე მერე ვილაპარაკოთ. დედა ირაკლის შეურიგდი? -არა, ჩემი ბავშვია და მაგიტო ჩემთან იცხოვრებ და ბავშვს ნორმალური ცხოვრება რო ჰქონდეს კარგი იქნება თუ ხელს მოვაწერთო, არანაირი ქორწილი და რაღაც. -დედაა... როგორ არ მინდოდა ესე ადრე რომ ოჯახი შეგექმნა. -დედა 21ის ვარ, არ ვარ ისეთი პატარა რომ ბავშვის გაზრდა ვერ შევძლო. -კაი დე, უნდა წავიდე ეხლა მამაშენი სამსახურში მიდის და უნდა გავუმზადო საუზმე. -კაი დე მიყვარხარ. -მეც-და გამითიშა, ძლივს. ეხლა ფოდნოსი ავიღე და საუზმის ჭამა დავიწყე, გვერდით სტაფილოს წვენი იდო და ფოდნოსზე წერილი. ხელნაწერს ეტყობოდა რომ ირაკლისი იყო ,,დალიე ეს წვენი თორე გეფიცები რომ მოვალ ძალით ჩაგასხამ’’ აბა კიი. ავდექი, წვენი ხელში ავიღე და აბაზანაში გავედი,(იქ ჩემი ოთახიდან შეილებოდა გასვლა, მე და ირაკლის ცალკე აბაზანა გვქონდა) და იქ ჩავასხი. შემდეგ ჩემი დედამთილი შემოვიდა ოთახში. -შვილო მე მივდივარ სამსახურში და ლადოც მიდის. სახლში არავინაა მარა სადილი გავაკეთე, გასაღები საკიდზე კიდია თუ წასვლა მოგინდება, გუშინ გააკეთა ირაკლიმ სპეციალურად შენთვის. ყველას აქვს სახლის გასაღები ეხლა შენც, თუ ვინმეს მოყვანა მოგინდება მაცივარში ნამცხვარიცაა. -დიდი მადლობა-ვუთხარი და გავიდა. რა კაი ქალია ეს... მოიცა... არ არსებობს... მარტო ვარ სახლში და მაქვს გასაღები... დავიჯერო ისეთი დებილია ირაკლი რომ კარი არ ჩაკეტა? გავიფიქრე ჩმთვის, წამოვდექი და გავედი ზალაში. უცებ ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე და უცებ გიორგის ხმა გავიგე. -მაშ შენ ხარ?-ნახევრად შიშველი გამოვიდა გიორგი, ქვევით პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და ტანზე არაფერი არ ეცვა. -გიორგი ჩაიცვი რამე-ეს დებილი ხო არაა, ჯერ ერთი სკოლაში რატო არ არის, სავარძელზე ხელების ფათური დავიწყე და მაიკა ვესროლე გიორგის, შემდეგ კი გამოვიხედე-სკოლაში რატო არ ხარ? -რა გამცემ?-ამ წუთას ზუსტად ირაკლის გავდა ოღონდ სკოლის წლებში, ისეთივე სარკასტული და სიმპატიური. -არ ვიცი, მე რო გავიქცე გამცემ? -სად გაიქცევი რო? -ამ სახლიდან შორს, დამღალა ირაკლიმ. -წადი. -კაი.. მადლობა.. -პროსტა არ მინდა რომ ირაკლი ბავშვს არ იცნობდეს, თუ სულ მიდიხარ როცა ბავშვი დაიბადება გააცანი მაინც. -ვეცდები-გავუღიმე და წავედი, დროზე სახლში უნდა მივსულიყავი რომ მომესწრო ნივთების წაღება და მანქანის გარაჟიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რომ ჩანთები 20კილომდე იყო და სიმძიმეს ვერ ავწევდი, გადავწყვიტე ტაქსი გამეჩერებინა, კიბეებზე ჩასვლისთვის სადღაც 20წუთი დამჭირდა. როგორც იქნა ჩავედი და ლოდინი დავიწყე ტაქსის. ცოტახანში ტაქსი დავინახე და სანამ ხელს დავუქნევდი იქამდე გაჩერდა ჩემთან და იქიდან ირაკლი გადმოვიდა. აი აქ დამერხა, რატომღაც ჩანთა ძირს დავაგდა და მთელი სისწრაფით გავიქეცი, მაგრამ რათ გინდა ზუსტად ორ წუთში დამეწია და ისე ჩამავლო მკლავში ხელი რომ კინაღამ ვიტირე ტკივილისგან. სანამ რამის თქმას მოვასწრებდი ჩანთასთან ერთად მიმათრევდა ისევ სახლში. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. -ირაკლი გამიშვი რა, გეხვეწები, გეფიცები ბავშვს გაგაცნობ ცუდს არაფერს ვიზამ. -ბავშვს გამაცნობ არა, ბავშვი ჩემიც არის-გაცეცხლებულმა მიპასუხა. -ირაკლი მტკივა-ცხარე ცრემლებით ვტიროდი, უცებ შემაგდო სახლში, შემდეგ ოთახში და კარი ისე მიაჯახუნა რომ ოთახი აზანზარდა. როგორც იქნა ხელი გამიშვა და უხეშად მიმაგდო საწოლზე-მოკლედ მეორეჯერ უბრალოდ გაბედავ სახლიდან ფეხის გადგმას და ყველაფერს ვფიცავარ მწარედ განანებ, გასაგებია?!!!-იმხელაზე დაიყვირა რომ გული გამისკდა. -გასაგებია-ძლივს ამოვღერღე და შემდეგ გავარდა ოთახიდან და ახლა ხელში გიორგი მოხვდა-შენ რატო არ ხარ სკოლაში? -აუ გადი დამანებე თავი რა-გიორგიმ მისი მოშორება სცადა მაგრამ ირაკლიმ ისეთი მზერა ტყორცნა რომ გიორგი გაჩერდა. -ეხლა დროზე სკოლაში შე გამ****ო სანამ ისე მიცემიხარ რომ გარეთ გასვლის შეგრცხვება!!! დროზე!!-ისე ძლიერად წამოარტყა თავში ირაკლიმ გიორგის რომ ის მაშინვე ოთახში შევიდა ჩანთა აიღო და ბუზღუნით წავიდა სკოლაში.ირაკლიმ სიგარეტი ამიოღო და მოწევა დაიწყო, ისეთი გაბარაზებული ჩანდა რომ შემეშინდა გასვლა, საწოლზე წამოვწექი და ტელეფონი ავიღე, ამ მომენტში მეგონა რომ ყველაფერი თავდაყირა იდგა. უცებ კარის ჭრაჭუნის ხმა გაისმა, გავიხედე და ირაკლი შედარებით დაწყნარებული იდგა 3ღერი მალბოროს მოწევის შემდეგ, უხერხულად იდგა კარებში მაგრამ ისევ ისეთივე სერიოზული სახით იყურებოდა. ფოდნოსი შემოიტანა და გვერდით დამიდო, ხელი რომ არ მოვკიდე ხელით ახლოს მომიწია. ისევ პირი არ დავაკარე და უფრო ახლოს მოწია. -არ მშია. -არ მიკითხავს-ჩუმად თქვა და გვერდით ჩამოჯდა. -არ მინდა. -ბავშვის გამო მაინც. -გამიშვი. -მერამდენეჯერ გიპასუხო ამ კითხვაზე გინდა ისევ ვიღრიალო? გევასება როცა გეჩხუბები გოგო მანიაკი ხარ? -არა-მოკლედ ვუპასუხე და როდესაც მივხვდი რომ მასთან ომს აზრი არ ჰქონდა გავჩუმდი, მაგრამ როგორც ვამბობ ომი ჯერ არ დამთავრებულა. -ჭამე, ბავშვის გამო მაინც. -ცოტახნის უკან ვისაუზმე, აღარ მინდა არაფერი. -თუ გინდა ვინმე მეგობარი მოიყვანე-ისევ უხერხულად მითხრა და მეორე მხარეს გაიხედა. -9თვის მერე ვნახავ. შენთან არ მოვიყვან არავის. -როგორც გინდა, ხოდა იჯექი აქ მარტო მთელი დღე-გავიდა და კარი გიჟივით მიიხურა და წავიდა. მეღირსა, ცოტახანი დავიძინებ თქო ვიფიქრე რადგან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვინ გაცდის ქეთამ დამირეკა. დიდხანს ვფიქრობდი ამეღო თუ არა... მოიცა მოვიფიქრე. -ხო ქეთ?-ისე ვუპასუხე ვითომც არაფერი. -ისა... მაშ როგორ ხარ? -კარგად, აუ იცი მე და ირაკლი შევრიგდით და ფეხმძიმობაზე ვუთხარი. -რა მართლა? რა მაგარია. -ხო ქეთ, არ მოხვალ დღეს? მაგასთან ვიკრიბებით, ირაკლი, მე, შენ, ანდრო და მიშკა. -თემო? -თემოს არ ცალია. -კაი... როდის? -საღამოს ესე 5ისთვის(ზამთარში ეს უკვე საღამოდ ითვლება) -ოქეიი. და გათიშა. მე განახებ შენ მაგ ოქეის როცა მოხვალ. როგორ გაბედა და ესეთი რამე გამიკეთა, ჩემი ნებართვის გარეშე უთხრა ირაკლიკს ყველაფერი და ეხლა ზუსტად მაგის გამო ვარ ჯოჯოხეთში. მიიღებს ეგ ჩემგან ყველაფერს. მთავარია საღამოს დაველოდო. მივწერე ანდროს და მიშკას, შემდეგ კი დავიძინე. აუ რა კაი სიზმრები მესიზმრებოდა სანამ ეს ველური არ შემოვიდა და გამაღვიძა, იმდენი იბრაგუნა ოთახში, საბანი როგორც კი გადამაფარა დამფრთხალი ქათამივით წამოვხტი. -რას აკეთებ? -შენი აზრით?-უხეშად მითხრა და ტანსაცმლის გამოცვლა დაიწყო. -დღეს მიშკა, ანდრო და ქეთა მოვა. -ქეთას შეურიგდი? -რა შენი საქმეა? -მოიყვანე მე რა. -ხოდა ძალიანაც კარგი. -კარგი. ესე იგი როცა ამასთან მინდა კამათი მაინც და მაინც მაშინ არ გამომდის, მოიცა, მოიცა. -შენც იყავი ჩვენთან ერთად გავერთობით. -ვნახოთ. -მადლობაა-ლოყაზე ვაკოცე ამ ველურს და გავედი ოთახიდან. საათს რომ დავხედე გული გამისკდა უკვე 5ის ნახევარი იყო, ცოტახანში მოვიდოდნენ. დროზე შევედი აბაზანაში გადავივლე, გამოვიცვალე ტანსაცმელი და ჯინაზე გამომწვევად ჩავიცვი. ამ შუა ზამთარში მოკლე შორტები და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაიკა, კეტები ამოვიცვი და გამოვედი აბაზანიდან. ირაკლიმ წამით შემავლო თვალი და გაიხედა. ჯანდაბა, ვერაფრით ვერ ავუშლი ნერვებს ჯერ დავიჯერო? არაუშავს კიდე 9თვე მაქვს წინ, ყველაფერს ვფიცავარ ჯოჯოხეთად გადავუქცევ ცხოვრებას. ცოტახანში მიშკა მოვიდა, მაშინვე მეორე მისაღებში შევიყვანე და კარი გამოვიხურე. -აბა რა სასწრაფო შეკრებაა?-გაიცინა მიშკამ და სიგარეტი ამოიღო-გინდა? -წეღან მოვწიე დაკიდე. სადაა ანდრია? -ცოტახანში მოვა, ქეთას გაუვლის და. -კაი ისეთ ამბებს გეტყვით გააფრენთ-თან თითზე დედაჩემის ბეჭედი მეკეთა, რომელიც ძალიან გავდა ნიშნობისას. უცებ გიორგი შემოვიდა ვიღაც მეგობართან ერთად. -მაპატიე გიო ვიღაც თუ მოგყავდა არ ვიცოდი. -ა დაიკიდე გარეთ გავალთ-ჩემ ტანსაცმელს რომ შეხედა რაღაც უხერხულში ჩავარდა. -შემო თუ გინდა. -არა იყოს-მიპასუხა დაბნეულმა და გავიდა. -ეს რა საცოდავი ბავშვი იყო ესე რო დაგაშტერდა, გინდა მივტყეპო? -არა, ირაკლის ძმაა. -ხო ისე მიკვირს ირაკლისთან რატომ ვიკრიბებით. -რატომ და რო მოვლენ ისინიც გეტყვი. და აი ისინიც, speak of the devil and it will appear ქეთიზეა ნათქვამი რა. გადავეხვიე და დაველოდე ირაკლის შემოსვლას. ეხლა რაღაცნაირად უნდა შემომეტყუებინა შიგნით, მაგრამ როგორ?... -რამე დასალევი გაქვთ?-მკითხა ანდრომ. -მემგონი ხო-წამოვდექი და ოთახიდან გავედი, სამზარეულოში იჯდა ირაკლი, ეწეოდა და თან ტელეფონში ვიღაცას წერდა. როგორც იქნა შემომხედა. -რას გავხარ გოგო რა გაცვია?-თვალები გადმოუცვივდა. -რა მაცვია?-ვითომ ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა. -ბარემ ეგეც გაგეხადა რაც გაქ ტანზე-ოჰ გაბრაზდა ბიჭი. -როგორც მინდა ისე ვივლი. -შენ ცოტა ხო არ უფრიკინებ, ბ**ი ხარ? იქ 2ბიჭი ზის წადი დროზე გამოიცვალე და რა არი ეს ყველაფერი გიჩანს! -რასაც მინდა იმას ჩავიცმევ. -ა დაჟე დაგეხმარო? თუ გინდა გამოგაცვლევინებ-ისე გაიღიმა რომ შემეშინდა. -ირაკლი დამანებე-უცებ ხელი დამავლო და ოთახში შემაგდო-დროზე გამოიცვალე. -რო არა? -რო არა ბოლოჯერ გეუბნები დაგეხმარები. -გადი და გამოვიცვლი. -აბაზანაში შედი. -ცხოველო!-ვუყვირე, შარვალი ავიღე და უცებ გამოვიცვალე, შემდეგ კარი გამიღო და ღიმილით გამომყვა მისაღებში. შევედით შიგნით და როგორც კი დავჯექი გადავწყვიტე გეგმა ამემუშავებინა. -მოკლედ, ირაკლიმ ცოლობა მთხოვა-უკნიდან ბეჭედი გამოვიღე და ყველას ცხვირწინ ავუფრიალე-და დავთანხმდი!!!-ირაკლის მივეხუტე და გავაგრძელე-და მალე ბავშვი გვეყოლება!!! ჩემი ცხოვრება-სახეზე ვეფერებოდი ირაკლის, ის კი გაშტერებული მიყურებდა, ისევე როგორც დანარჩენები. ქეთას სახეზე ფერი არ ედო, ცოტაც და ალბათ იტირებდა. კიდე კაი სინდისი მაინც აწუხებდა-რათქმაუნდა ჩემგან არ გაუგია ბავშვზე და ვიღაცამ უთხრა მაგრამ არ მეუბნება მაგას. ნეტა დამაჭერინა ის ნა*****ი ვინც ეს გააკეთა-აიი ვსოოო, ქეთას ცრემლები წამოუვიდა, ირაკლი გაცეცხლდა და უხერხულში ჩაავარდა ისევე როგორც მიშკა და ანდრია-დავლიოთ?-და სანამ ყველა უხერხულში იყო მე ჭიქებში ღვინო ჩამოვასხი. ქეთა კი ოთახიდან გავარდა და სახლიდანაც წავიდა. -მაშ, რატო მოექეცი ესე?-პირველი სიჩუმე მიშამ დაარღვია. -მან ხომ უთხრა ირაკლის ბავშვზე და. -და მაგიტო უნდა მოქცეულიყავი ეგრე? გააფრინე გოგო?-არ ცხრებოდა მიშკა. -გილოცავთ ალბათ-თქვა ისევ დაბნეულმა ანდრომ. -მიხვდე შე დებილო მოიტყუა ეს ყველაფერი რო ქეთისთვის აეშალა ნერვები-აუხსნა მიშკამ. აი რატო მიყვარს ეს ადამიანი ერთხელ ახსნაც არ არის საჭირო რომ რამე გაიგოს. -დამპლურად მოიქეცი-გამლანძღა მიშამ. -წესიერად ცოტა მიშიკო-საუბარში დამცველი ჩაერთო. -შენც გეკუთვნის კაი ლანძღვა, ეხლა დამტოვე-ვუთხარი ირაკლის. -არა, მოიცა ქეთა ჩვენ მოვიყვანეთ ესე გვიან მარტო ვერ წავა-ადგა მიშა. -აუ კაი მიშ არ გაგიტყდეს რა-ავდექი და ჩავეხუტე. -მაშ მე კი არა შენ უნდა გაგიტყდეს-დამარიგა როგორც დედაჩემმა, გადამკოცნა და გავიდა ოთახიდან, ანდრო კი შედარებით თბილად დამემშვიდობა. -ჯანდაბა, ჩაიშალა ჩემი სპექტაკლი-გაღიმებულმა გადავხედე ირაკლის და დოინჯი შემოვირტყი. -აუ როგორ გაკლიააა, აი იმენა დარტყმული ხარ-სრული სერიოზულობით მითხრა ირაკლიმ-რატო მოექეცი ეხლა ქეთას ეგრე. შემეცოდა. -ხოდა ის მოიყვანე ცოლად. შენ კიდე ვერ გაიგე რომ შენ კი არ მიქცევ ცხოვრებას ჯოჯოხეთად არამედ მე ჩემო ირაკლი, მე-ვუთხარი და გავედი მისაღებიდან. ცოტახანში ყველა სავახშმოდ დავჯექით მაგიდასთან, ესენი თავისთვის ლაპარაკობდნენ, ფულზე, სკოლაზე და ა.შ. -მაშა, სწავლას რას უპირებ?-მკითხა მამამთილმა :დ -არაფერს, მეტს აღარ ვაგრძელებ, სამსახური მქონდა, ივენთებს ვაწყობდი და მოსავლიანი სამსახური იყო. მერე ჩემმა სიყვარულმა მთხოვა ცოლობა, დავრჩი ფეხმძიმედ და დავანებე თავი-ღიმილით გადავხედე ირაკლის. -ხო ჩემო ცხოვრება-ირაკლიმაც გამიღიმა. ფუუ რას მაკეთებინებს. -დედა რა საყვარლები ხართ ერთად-არ მოგვეშვა ირმა. -ხო აბა-სულ დამავიწყდა რომ გიორგიმ იცის ჩვენ რომ ერთმანეთი არ გვიყვარს და ირაკლის მშობლებმა არა. -გიორგი-ისე გადახედა ირაკლიმ ძმას რომ მაშინვე ჩააგდებინა ხმა. როგორც იქნა ეს ვახშამიც დამთავრდა და ორივე ოთახში შევედით, ის ტელეფონში იყო და მე ჩემთვის ვწერდი რვეულში რაღაც მოთხრობებს. ირაკლის წამითაც არ შემოუხედავს ჩემთვის, ვერ ვხვდები რატომ არის ესეტი ცივი ჩემ მიმართ, ბოლოს ვიღაცამ დამირეკა, უცხო ნომერი იყო. -ალო? -მაშ, მე ვარ. თემო, ანგარიშზე გამითავდა და მეგობრის ნომრიდან გირეკავ. -ხო ჩემო ცხოვრება. -რას მეძახი გოგო?-გადაბჟირდა. -დაიკიდე. -კაი.. ეტყობა ვინმესტან ერთად ხარ... აა ირაკლია მანდ? -ხო. -კაი ჩემო სიყვარულო, შეიკრიბეთ დღეს? -აუ ხო, რა სცენები ჩავატარე მერე მოგიყვებიი. კაი წავედი მეჩქარებაა. -მიყვარხარ-სიცილს ძლივს იკავებდა თემო. -მეეც ძაან მიყვარხარ-და გავუთიშე. ირაკლიმ ნელა შემოატრილა თავი და მკვლელი მზერა მტყორცნა. -მოკლედ დღეს საკმარისად დამღალე-მოვიდა ხელში ამიყვანა საწოლზე დამაგდო და ტელეფონი წამართვა, მერე დარეკილებში შევიდა-თემო? სერიოზულად? -მეზიზღები. -კაი რა მაშ, ვიზე მაეჭვიანებ-მერე გვერდით მომიწვა და ჩემ მესიჯებში შევიდა-ხო გინდოდა რომ ნერვები ამშლოდა ეხლა მე აგიშლი შეენ-გამიღიმა, ხელი გადამხვია და კითხვა დაიწყო, წართმევა ვცადე მაგრამ მხოლოდ უკან გაწია და გაიცინა-უუუ ქეთასთან მესიჯები ,, აუ ქეთა არ მინდა დღეს იმ დებილი ირაკლის ნახვა და არსადაც არ მოვდივარ’’-ესე იგი მე დებილი ვარ... ჰაა! არ გიყვარვარ სიხარულო?-გადაბჟირდა და მესიჯების კითხვა გააგრძელა-,, ნეტა ირაკლის ნაირი სიმპატიური შეყვარებული მყავდეს და ხმა თუ ამოვიღო’’-უუ ქეთის ვევასები?-წარბები აათამაშა და ბოროტულად გაიღიმა. აბა ვნახოთ-,, სიმპატიური როგორც კვახი! დებილი ქათამი და ცარიელი ძვალი. უტვინო და უგულო.’’-უტვინო და უგულო? სერიოზულად? მაშა, გული რომ არ მქონდეს შეგიყვარებდი?-გაეცინა და მერე ერთი ბიჭის მესიჯებში შევიდა-მოიცა ვინაა ეს სანდრო?მაშა? -რა? -ვინაა სანდრო?! -ჩემი კურსელი. -რა მესიჯებს გწერს ეს რა არი? -არანაირს რა გინდა? ეგ ერთადერთია ვიზეც არ უნდა იეჭვიანო და სულ რო მომინდეს ვერ გაეჭვიანებ, დახლოებით შენნაირია ოღონდ კიდე უფრო ყველაფერზე ჭედავს, ერთი პერიოდი მევასებოდა მარა რო ძაან გაჭედა დავანებე თავი. -ესე იგი გევასები რადგან ჩემნაირებს ეძებ-ისევ ხითხითი დაიწყო და ლამის შემოვარტყი. -დამანებე რა. -კაი ხო მიდი დაიძინე. ირაკლის მივაშტერდი და ლოდინი დავიწყე, ის კი არ გადიოდა. როგორ ფიქრობდა მის წინ გამოვიცვლიდი? -რას აკეთებ? -უნდა გამოვიცვალო. -მერე? -მერე გადი-ისე უხეშად ვუთხარი რო მეთითონ გამიტყდა, ირაკლიმ ტელეფონი საწოლზე დატოვა და გავიდა. გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი გაყინული ვიყავი. ღამე ირაკლის ბოდვამ გამაღვიძა, სულ ოფლიანი იყო და სიცხე ჰქონდა. მაშინვე წამოვდექი და ხალათი შემოვიცვი. ჩუსტებში გავყავი ფეხები და ჩუმად გავედი სამზარეულოში, იქიდან თერმომეტრი წამოვიღე და ირაკლის ჩავუდე, ამაზე გაეღვიძა და დაფეთებულმა შემომხედა. -რას აკეთებ?-ძლივს წარმოთქვა. -სიცხე გაქვს, მემგონი. -გადაგედება, გავალ ოთახიდან. -არა, ეგდე სადაც ხარ. 10წუთში ამოვუღე თერმომეტრი და 38,4 ჰქონდა. დამწევი მივეცი და მთელი ღამე გავათენე მის გვერდით, თან პირბადე მქონდა აფარებული და ხელებზე ხელთათმანები მეკეთა. როგორც კი ჩამეძინებოდა ირაკლის სიცხე უწევდა, ამ დებილს ხო არ შეუძლია მის თავს მიხედოს და ალაბათ არც გაიზომავდა სიცხეს. ცოტახანში ჩამეძინა, მაგრამ იმდენს მივხვდი რომ ირაკლიმ საბანი გადამაფარა და უკნიდან მომეხვია, შემეცოდა და აღარც შევეწინააღმდეგე. დილას გაფართხალდა, ჩუმად ადგომა სცადა მაგრამ ისევ გამეღვიძა და მკვლელი მზერით გადავხედე. -ბატონო ირაკლი, მთელი ღამე რომ სიცხე გქონდათ ეხლა სამსახურში მიერეკები? -12საათია და დღეს შაბათია-საათი გაიკეთა ხელზე და შემობრუნდა. -ხო და სიცხე? -აღარ მაქვს, უკეთ ვარ მადლობა-ესე ჩვეულებრივად მელაპარაკება? და ღამე რო მომეკრო? დებილი!-მე ისევ დავიძინებ მაშინ. -იძინებ შენ?-მომიბრუნდა. -ხო-ეტყობოდა რომ რაღაცის კითხვა უნდოდა მაგრამ ისევ გავიდა. ღმერთო დავიჯერო უკვე აღარ ვუყვარვარ? სახლში მემგონი გიორგის გარდა არავინ იყო, ირაკლის მშობლები შაბათ-კვირასაც მუშაობდნენ. სამზარეულოში გავედი და ორივე ძმა საუზმობდა. ტელეფონზე ქეთამ დამირეკა. -ალო?-ისე უხეშად ვულაპარაკე რომ ორივემ გამომხედა. -მაშ... მოდი ვილაპარაკოთ. -ჰმმმ... მოდი ვიფიქრებ, არა. ჩათლახ ადამიანებს ვერ ველაპარაკები-ვუთხარი და გავუთიშე. -მაშ, სიტყვები-დაბრუნდა მისტერ სერიოზულობა და გაბრაზებულმა გამომხედა. -ხო, კაი. მე ჩავიცმევ და გავალ სადმე კაფეში. -არსადაც არ გახვალ-ისევ მეტლიკინება! -რატო? -იმიტო.. არ გენდობი. -აუ თუ გინდა ბრასლეტი მიმამაგრე ფეხზე მარა მე მალე გავგიჟდები აქ. -მე გაგიყვან. -ეხლა მარტო სიარულიც არ შემილია? -რატო მეკამათები დილიდან? არ შეილება ერთხელ წყნარად ვილაპარაკოთ? -კაი არსადაც არ გავალ. -მაშინ იჯექი აქ-გამიღიმა და საუზმეს მელოდება. -კაი რატო ექცევი ესე, გავიყვან მე ისედაც უნდა გავსულიყავი-ჩემი დახმარება სცადა გიორგიმ. -გიორგი ჩემ ცოლს მეთითონ მივხედავ. აბა შენ იცი გაეხვიე ისევ რამე შარში ამ დღეებში. -აჰა, ვეცდები-წამოდგა მაგიდიდან-მაშ, ვეცადე ეხლა დაგტოვებ ამ ტირანთან-მითხრა და გავიდა.მშიოდა და სხვა გზა არ მქონდა დავჯექი მაგიდასთან და ჭამა დავიწყე. ადგა და სტაფილოს წვენი დამიწურა,შემდეგ კი ჩემ წინ დადგა და დაჯდა. მე ზიზღით გადავ~ედე, მან კი ხელით მანიშნა დალიეო. მე ვიცოდი რომ ან მეთითონ დავლევდი ან ის ჩამასხამდა ძალით, ამიტომ აღარც შევეწინააღმდეგე და დავლიე. სახე დამემანჭა, რაზეც გაეცინა და საუზმობა გააგრძელა. მე უცებ ტოქსიკოზი დამეწყო და აბაზანაში გავვარდი, ირაკლი წამოხტა და გამომეკიდა, მე კიდე კარი ცხვირწინ მივუჯახუნე და ღებინება დამეწყო. ცოტახანში მთლიანად თეთრი გამოვედი და კარგი შესახედიც არ ვიყავი. -კარგად ხარ?-დაბნეულმა მკითხა -ისე რა-მერე სახეზე წყალი შევისხი და სამზარეულოში გავედი. -ექიმთან წავიდეთ? -არა, ნორმალურია ტოქსიკოზი ფეხმძიმე ქალისათვის. -რამე ხო არ გინდა? -არა, არაფერი. -კაი...-მერე ისევ მაგიდას მიუჯდა და ცოტახანში ვიღაცამ დაურეკა-ალო? -.... -კი. -.... -ბაზარი არაა, დღეს ხელს ვაწერთ მე და მაშა და მერე ჩემთან დააწექით. -.... -კაი, აბა თქვენ იცით-მერე გათიშა და მე შემომხედა-სულ დამავიწყდა რომ მეთქვა დღეს ხელს ვაწერთ-ამის გაგონებაზე ისევ ტოქსიკოზი დამეწყო და გავიქეცი აბაზანაში, ირაკლიმ კი გაკვირვებულმა შემომხედა. -შეგეძლო გეთქვა რომ არ გინდოდა უბრალოდ!!-დაიყვირა ნაწყენმა. მე ამის გაგონებაზე გადავბჟირდი. -შენ ვინმე ოდესმე არას გეუბნება? -შენ გარდა არავინ ჯერ. -ხოდა მე რო გეუბნები უცებ არ მისრულებდე რა. -აბა რა გინდა ცალ-ცალკე გავზარდოთ ბავშვი? ხან შენთან ხან ჩემთან? მემგონი ერთ კონტრაქტზე გთხოვ ხელის მოწერას და არანაირ მოვალეობას არ გაკისრებ. ბავშვი გავზარდოთ ერთად, ერთ სახლში და სხვა არაფერს არ გავალებ. -აუფ, ეხლა მადლობაც გადაგიხადო? -ეხლა ნერვებზე ხარ ათხრილი დაისვენებ და მიხვდები რო სწორს გეუბნები. -აბა რა... -მაშ, მიყვარხარ მარა უკვე მეც მწყინს რაღაც-რაღაცეები-თქვა და ნაწყენი გავიდა ოთახიდან. მივხვდი რო ცოტათი ზედმეტი მომივიდა... ღმერთო რა მალე ხდება ყველაფერი! *** ჩვეულებრივად წავედით, მოვაწერეთ ხელი, ჩემი მეჯვარე ჩემი მეორე დაქალი თამთა იყო. მასთანაც ახლოს ვიყავი მაგრამ ძირითადად მე და ქეთა დავდიოდით ხოლმე... მაგრამ მაგის სახელი აღარც ახსენოთ ჩემთან. ირაკლიმ შემდეგ რესტორანში წამიყვანა. იქ მისი ძმაკაცები იყვნენ, ანდრო, თემო, ნიკა, ოთო და საბა. ამათგან ოთო იყო მისი მეჯვარე. თამთა იჯდა ჩემ გვერდით, ევა ვერ მოვიდა რადგან მერვე თვეზე იყო. კოტეს ვუთხარი რა უნდა გააკეთო დარჩი სახლში თქო და დარჩა ევასთან. თამთას გარდა კიდევ ორი ჩემი დაქალი ლიკა და კატო იყვნენ. ეგენიც მაგრა ერთობოდნენ და მე უბრალოდ ვიჯექი და ველოდებოდი როდის დამთავრდებოდა ყველაფერი, უცებ ლიკამ დაუფიქრებლად სასმელი შემომთავაზა და ირაკლიმ მკვლელი სახით გადახედა, შემდეგ უცებ შეცვალა გამომეტყველება, გაიღიმა და ლიკას გამოართვა ბოთლი. ის ჩემ მარცხნივ იჯდა და დრო და დრო მეკითხებოდა ხომ კარგად ხარო. ცოტახანში გიორგი მოვიდა, ძალიან გამიხარდა რატომღაც მისი მოსვლა. ავდექი და ისე გადავეხვიე როგორც არავის არ ჩავხუტებივარ, ირაკლი კი გაგიჟებული მიყურებდა, შემდეგ თამთას გვერდით სკამი დავდგი და ისიც ჩემთან დავისვი. იქ ყველას იცნობდა მარა მე მელაპარაკებოდა,რატომღაც გიორგის კარგად ვუგებდი. -აუ გიო ცვეტში სუ მაგ თემაზე მეკამათებიან ხოლმე. -არა, მე მაგრა მევასება ეგ წიგნი მარა მართლა საკამათო თემაა რამდენად იყვნენ გმირები და რამდენად არა. -ხო, ნუ სხვადასხვანაირი ჭორები დადის რო ტერორისტები იყვნენ და მიაბრიდეს ვიღაც თვითმფრინავში, ის გააკეთეს, ეს გააკეთეს და არ ვიცით რა არის სიმართლე და რა არა. იქ ვინც იყო მარტო იმან იცის და უნდა იტყვის სიმართლეს უნდა არა. -მარა წიგნი მართლა ძააან მაგარი გამოვიდა. -მაგაში გეთანხმები, ზუსტად 2საათში დავამთავრე მაშინ კითხვა და ორასჯერ წავიკითხე თავიდან. -მეც ზუსტად ეგრე ვიყავი, მაგრა დამევასა წიგნი, მერე პერსონაჟები და ვაფშე პირველი წიგნია რომლის აღწერებიც მაგრა დამევასა. იმენა რეალურად ჰქონდა გადმოცემული ყველაფერი. ვაფშე გეგა და თინა ხო ძაან მაგარი ტიპები იყვნენ. მარა მაგ თემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ ხოლმე იმიტო რო მე იქ არ ვყოფილვარ და არაფერი არ ვიცი, თავს ვიკავებ ხოლმე აზრის გამოთქმაზე. -მეც. კიდე რა გაქ წაკითხული? უცებ გიორგის ტელეფონზე დაურეკეს. -მოვალ ეხლავე-მითხრა და გავიდა *** -ალო? -გიორგი სად ხარ ტო?-გიორგის ძმაკაცი ურეკავდა. -ჩემი ძმის ასე ვთქვათ ქორწილში. -ვა გილოცავ, მისმინე კაროჩე ბარბარე გაიჩითა ვიღაც ტიპთან უბანში. -რაა? ვისთან? -ვიღაც ყ**სთან ერთად, აი მემგონი სანდრიკას ბიძაშვილთან. -მერამდენედ!! მაგას მ****ავ დედის მ****ლს! მოვდივარ *** ნეტა სადაა ამდენხანს, აი მოვიდა. -გიო? რა მოხდა? -რაღაც საქმე მაქ-გიო იმდენად გაბრაზებული ჩანდა რომ ირაკლიზე უარესად გამოიყურებოდა. გიო გიჟივით გავარდა და ირაკლიც გაეკიდა, რატომღაც მეც გავყევი, შემეშინდა რამე არ მომხდარიყო. -სად მიდიხარ?-ჰკითხა ირაკლიმ. -შენი საქმე არაა!-დაუყვირა გიორგიმ. ირაკლი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა გიოს და გააჩერა. -გიორგი, რა მოხდა?-ისეთი წყნარი ხმით უთხრა რომ კინაღამ გავაფრინე. -გოგო რომელიც მაგრა მევასება გაიჩითა ვიღაც ს***თან და ეს პირველად არაა რა. -ვინ გოგო? -ბარბარე. -რომელი ბარბარე? -აი თემოს ბიძაშვილის დაბადების დღეზე რო იყო ძაან ლამაზი გოგო. -აა, მაგის დაქალი. ეგ გევასება? მერე რა იყო? -მივაბრიდავ იმ ს***ს. -კაი დაწყნარდი არ გინდა არ წახვიდე ეხლა, საღამოს მეც გამოგყვები. -არ მინდა მეთითონაც მოვაგვარებ. -კაი რა გიო, არ მინდა მარტო გაგიშვა, რამე შარს აიკიდებ. -არ ავიკიდებ! გიორგი გიჟს გავდა, ირაკლიმ სახეზე მოკიდა ხელები და შემდეგ ჩაეხუტა. -არ ღირს ვიღაც გოგო ამდენ ნერვიულობად, საღამოს გპირდები გამოგყვები და ერთად მივაბრიდოთ. -კაი, ეხლა ბიჭებთნ გავალ ცოტახანი რა. -ჩემი მოტყუება რაღად გინდა გიო? ძაან კარგად გიცნობ მე შენ. გიორგი უსიტყვოდ გაეცალა ირაკლის. ირაკლის სხვა გზა აღარ ჰქონდა და ჩემკენ შემობრუნდა. ისევ დასერიოზულდა და გაუხეშდა. -შედი შიგნით გაცივდები-ხელი გადამხვია და შიგნით შემიყვანა. რატომღაც გიორგის გამო ნერვიულობა დავიწყე, ყველა ისევ ერთობოდა ბოლო დონეზე და მე გაყუსული ვიჯექი. რაღაც არ მასვენებდა, მაწუხებდა, გული მიგრძნობდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა და ზუსტად ვიცოდი რომ ირაკლიც იგივეს გრძნობდა უბრალოდ ამას არ მანახებდა. ცოტახანში ვეღარ მოვითმინე და ყურში ჩავჩურჩულე. -ირაკლი ცუდად ვარ-ეს სიტყვები საკმარისი იყო იმისთვის რომ ირაკლის ყველა გაეყარა. -ერთი წუთით მომისმინეთ, მართლა მადლობა რომ მოხვედით ყველა, ძაან დაგვიგვიანდა და თან მაშა ცოტა ცუდადაა, როცა გინდათ მერე ისევ შევიკრიბოთ ყველაფერი ჩემზე იყოს პროსტა ეხლა დავაი სახლებში რა-ფული დატოვა, ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა-რა მოხდა -არ ვიცი, გიოზე ვნერვიულობ. -გიო დიდი ბიჭია და მიხედავს თავის თავს. -ძაან გთხოვ დაურეკე რა-ანერვიულებულმა ავხედე ირაკლის. -კაი, ჩაჯექი მანქანაში არ გაცივდე-მანქანაზე მიმითითა და მეც უხმოდ დავემორჩილე. გიორგის 3ჯერ თუ 4ჯერ დაურეკა და რომ არ აიღო მანქანაში ჩაჯდა და მე შემომხედა. -რა? -არ იღებს. -იქნებ რამე დაემართა. -არ ვიცი, მოკლედ სახლში დაგტოვებ და უბანში გავალ გავიგებ რა ხდება. -არა, მეც შენთან ერთად წამოვალ. -არა, საშიშია შენი იქ წამოსვლა. -გთხოვ. -ვერ გაიგე რაც გითხარი? -გევედრები გიორგი ძალიან მიყვარს. -მანქანიდან ფეხს არ გადმოადგამ. -მადლობა. უცებ დაქოქა მანქანა და უბანში გამიყვანა. ცოტახანში ერთ ბნელ ეზოს მივადექით, ბესეტკასთან ბიჭები იდგნენ და ვიღაცას გამეტებით ურტყამდნენ, უცებ ირაკლი გიჟივით გადავარდა მანქანიდან, მე ვერ მოვწვი რა ხდებოდა. ირაკლიმ დანა გააძრო და ერთ-ერთს მოარტყა მუცელში, მაშინვე სახეზე ავიფარე ხელები და დავიყვირე. ვიღაცა ჩემკენ გამოიქცა და მანქანის კარი გააღო მაგრამ უკნიდან სროლის ხმა გაიგო და გაიქცა. ყველა მოშორდა ირაკლის და მხოლოდ დასისხლიანებული გიორგი გამოჩნდა რომელიც უგონოდ ეგდო მიწაზე. ირაკლი ჩაიკუზა და თავი ხელებში ჩარგო. მაშინვე გადავედი მანქანიდან და გიორგის მივვარდი. -ირაკლი! დამეხმარე ავაყენოთ! -რატო გადმოხვედი მანქანიდან-მემგონი ცრემლი მოიწმინდა და წამოდგა. გიორგი ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა, მაშინვე საავადმყოფოში წავედით, გიორგი რეანიმაციაში შეიყვანეს. გიორგის 1ძმაკაციც დაჭრილი იყო (ლაშა) ორივე რეანიმაციაში იყო. ირაკლი უბრალოდ სკამზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ზუსტად 3საათი ესე იჯდა, რა არ ვცადე, ყავა მოვუტანე, საჭმელი მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. უბრალოდ იჯდა და არაფერს არ ამბობდა, მე არ ვიცოდი რა გამეკეთებინა დამერეკე თუ არა გიორგი მშობლებისთვის, ვინმესთვის და ბოლოს მეც ჩამოვჯექი და ექიმის გამოსვლას დაველოდე. როგორც იქნა ისიც გამოვიდა და ირაკლი წამოხტა. -ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ გიორგი გადაგვერჩინა, დანარჩენი უკვე ღმერთზეა დამოკიდებული. მისი ტრამვები ძალიან ძლიერია, ორ ადგილას არის დაჭრილი, სხეულზე უამრავი სინიაკი აქვს, ნაკაწრები, სისხლჩაქცევები... მოკლედ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, იგივე ლაშაზე. ორივე უგონოდ არის. -რამე გადარჩენის შანსი არის? -გიორგისი 30პროცენტი სამოცდაათზეა. ლაშასი კი ორმოცდაათი ორმოცდაათზე. ექიმი წავიდა. ირაკლი შოკში იყო, ხმა არ ამოუღია. გარეთ გავიდა და სიგარეტი ამოიღო. მე არ გავყევი რადგან მივხვდი მანქანსთან არ მიდიოდა. ვიღაცას დაურეკა. -ოთო? -ირაკლი რა მოხდა? -გიორგი მაგრა ცემეს ვიღაც ყ***მა საავადმყოფოშია... გეხვეწები მოდი და წაიყვანე მაშა რა, არ უნდა ინერვიულოს და მე ნამდვილად არ მაქვს მაგის სიჯიუტის თავი. უცხოსთან არ დაიწყებს ჯიუტობას და მოდი რა. -რაზეა ლაპარაკი ეხლავე გამოვდივარ, არ ინერვიულო შენ. დანარჩენებსაც დავურეკავ რო მოვიდნენ-თქვა და გათიშა. ცოტახანში მართლაც მოვიდა ოთო. ჯერ ირაკლის ელაპარაკა და მერე ჩემთან შემოვიდა. -მაშ, წავედით. -გიორგის არ დავტოვებ. -გიორგი ჯერ არ გამოფხიზლდება, წამო რა თან ირაკლის ნერვები აქვს აშლილი, ნუ დაუმატებ რა. ეხლა შენ აქ ვერაფრით დაეხმარები, ვიცი უყვარხარ მაგრამ ეხლა არაფერზე არ შეულია ფიქრი. ჩვენ აქ ვიქნებით და მივხედავთ. -მაგრამ -მაშ, ნუ გაჯიუტდები ეხლა ნამდვილად არ აქვს მაგას შენი თავი. -კაი-ოთომ ხელი გადამხვია და მანქანაში ჩამსვა. სახლში მიმიყვანა და ბოლომდე ამაცილა. ოთახში რომ შევედი მაშინვე ლოგინზე დავეგდე და ტირილი დავიწყე. არ უნდა წასულიყო, არ უნდა გაეშვა ირაკლის, რომ მოკვდეს... ღმერთო გევედრები არ მოკვდეს... *** ირაკლი აქეთ-იქით დადიოდა და ვერ წყნარდებოდა, გიჟს გავდა. არ ჭამდა, არც სვამდა... უკვე ზომბს გავდა. გიორგის გვერდით იჯდა და მორჩა, ეს იყო რასაც აკეთებდა. რა არ სცადეს მაგის ძმაკაცებმა და ვერაფრით ვერ გაიტყუეს საავადმყოფოდან. გიორგის მდგომარეობა კი უცვლელი რჩებოდა, ის უბრალოდ აპარატზე იყო შეერთებული, ექიმებმა შესთავაზეს მის ორგანოებს ამოვიღებთ და სხვას გადავუნერგავთო რადგან ის უკვე ფაქტიურად გარდაიცვალაო, მაგრამ ირაკლიმ გინებით გაისტუმრა. მაშას კი უბრალოდ სახლში ტოვებდა, მალე გიორგის და ირაკლის და უნდა ჩამოსულიყო. მაშა სახლში იყო გამოკეტილი რადგან ირაკლი არ აძლევდა მის მშობლებს მაშას სახლიდან გაშვების უფლებას, ისიც იტანჯებოდა და მაშაც. ოთოს შეეცოდა მაშა და ირაკლის დის დასახვედრად წაიყვანა აეროპორტში. ანი ირკალიზე ერთი წლით დიდი იყო, 24ის. თბილი გოგო იყო... ახლობლებთან. მაშას იცნობდა მაგრამ საუკეთესო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. -ოთო როგორ არიან?-გზაში ეკითხებოდა ანი. -არ ვიცი რა... შენი მშობლები ჭკუიდან იშლებიან, ირაკლი ვაფშე ცუდადაა. არ ჭამს, არ სვამს... კაროჩე მალე ეგეც მიუწვება გიორგის რა... ვერ ვშველით ვერაფერს. მაშა კიდე ხო ხედავ რა დღეშია... -მივხედავ მე... ირაკლისაც გამოვიყვან და მშობლებსაც. გიორგი მალე გამოჯანმრთელდება. -ექიმებმა უკვე ოცი პროცენტია ოთხმოცზე რომ გამოფხიზლდესო. -თმებით სათრევია ის ბარბარე. -მოსული იყო საავადმყოფოში მაგრამ ირაკლიმ ლამის ცემა ის გოგო. არ ვიცი რა... გოგოს გამო ესეთი რა იჩხუბა გიორგიმ, ეტყობა მაგრა უყვარდა. -არა ვიპოვი იმ ბარბარეს და მაგრა დავბრიდავ! მაშას გადმოსახედიდან. ცოტახანში მე გადმომხედა უკან. -შენ როგორ ხარ? -რავი. -ექიმთან იყავი? -ჯერ მეორე თვეზე ვარ. -შენთვის ნერვიულობა არ შეილება, ოთო მე საავადმყოფოში მიმიყვანე და მაშა თავისიანებთან მიიყვანე, თავის სახლში. მარტო არ მინდა იყოს ჩვენთან. მაშა არც გაბედო შეწინააღმდეგება. არც მიცდია რადგან ვიცოდი ჩემი აზრი აღარავის აინტერესებდა. შიგნიდან მთლიანად გაუბედურებული ვიყავი, გიორგის სიკვდილს ვერ გადავიტანდი, ირაკლის ნერვიულობაც მკლავდა, მენატრებოდა. მის გარეშე ამდენი ხანი არ შემეძლო გაძლება. ცოტაც და ალბათ მალე მე, ირაკლის და გიორგის გვერდიგვერდ დაგვმარხავდნენ. ბავშვი მეცოდება, ვერ ვჩერდები, ყოველდღე ვტირივარ. მუხლებზე დამხობილი ვევედრები ღმერთს რომ გიორგი გადაარჩინოს, უშველოს რამე, მაგრამ არაფერი არ გამოდის... რა გავაკეთო აღარ ვიცი... კოტეშემომთავა წავსულიყავი, ევა საავადმყოფოში მიყავდა, მალე ელოდებოდნენ უკვე ბავშვს. მეც დიდი სიამოვნებით გავყევი, გულს გადავაყოლებდ... თან იმავე საავადმყოფოში იწვა გიორგი. ლუკამ ტვინი წაიღო მეც წამიყვანეთო და ჩვენც დავთანხმდით. იქვე დააწვენდნენ, კოტეც რჩებოდა და მე ალბათ დამაბრუნებდნენ სახლში და ისვე მარტო დავრჩებოდი, მაგრამ ისევ მოაწყობიდა კოტემ რომ ყველა დავეტეოდით პალატაში. ირაკლიმ არ იცოდა იქ რომ ვიყავი. საავადმყოფოს ეზოში გავედი და ინსტიქტურად სიგარეტს დავავლე ხელი, მოვუკიდე და უბრალოდ შევხედე, შემდეგ კი ჩაქვრა, ისვე როგორც იმედი იმისა რომ გიორგი გადარჩებოდა. ძალაუნებურად ცრემლები წამომივიდა თვალებიდან, რომ შევბრუნდი და პალატასთან მივედი ლუკა დამხვდა, ცრემლები მოვიწმინდე და მის წინ ჩავიკუზე. -რას აკეთებ აქ?-ძლივს დავილაპარაკე ნორმალური ხმით რომ ის არაფერს მიმხვდარიყო, მან კი8 მისი პაწაწინა ხელი დამადო სახეზე. -რატო ტირიხარ?-ისეთი ხმით მითხრა რომ ვერ შევიკავე ცრემლები და ავტირდი. ლუკა ჩამეხუტა, იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ჩავიხუტე. იქვე ჩამეძინა, ვიღაც მოვიდა და ჯერ ლუკა შეიყვანა ოთახში და შემდეგ ჩემი ჯერი რომ დადგა მე გამეღვიძა და ფართხალი და ყვირილი დავიწყე, ჰორმონები უკვე მაგიჟებდნენ, კოტემ პირზე ამაფარა ხელი და ჩამიხუტა. -დაწყნარდი, არ იტირო. ყველაფერი კარგად იქნება-ისე მაგრად ჩამეხუტა რომ ვერ ვმოძრაობდი, ვეღარც ვკანკალებდი, ცოტათი დამაწყნარა და შემდეგ შიგნით შემიყვანა. გვერდით დაწვა და ესე დამეძინა, ჩემი ხელები ეკავა რადგან სულ ვკანკალებდი, მიუხედავად იმისა რომ მციოდა, ვერ წარმომედგინა ირაკლი რას გრძნობდა მე თუ ესე ვიყავი. რატომ მქონდა ესეთი რეაქცია გიორგის ინციდენტზე ვერ ვხვდებოდი, მემგონი ირაკლის გამო უფრო ვიყავი ესე. დილით ყველა თითისწვერებზე დადიოდა რომ მე არ გავეღვიძებინე. მალევე ავდექი, შედარებით კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ თვალები სულ ჩაწითლებული მქონდა, ყავის აპარატთან მივედი და ყავა ავიღე. ისევ საავადმყოფოს ეზოში გავედი და ცოტახანში მიშკამ დამირეკა. -ალო? დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი და 10წუთში ჩემთან გაჩნდა. ეზოში ვიჯექით, ესე უბრალოდ ჩუმად. მაგრამ მალე ლაპარაკი ისევ მიშკამ წამოიწყო. -როგორ ხარ? -რა გითხრა, არ ვიცი. გიორგიზე ვინერვიულო, ირაკლიზე, ბავშვზე თუ ევას ბავშვზე... ლუკაზე... მოკლედ ყველაფერზე. -და შენ თავზე რო ინერვიულო არა? ბოლოს როდის ჭამე ვაფშე? -არ ვიცი... ალბათ გუშინ წინ. -და მერე ეგ ნორმალურია ბავშვისთვის? უცებ ირაკლი, ანი, ოთო და საბა დავინახე რომლებიც ახალი მოსულები იყვნენ საავადმყოფოში.მანქანიდან გადმოვიდნენ და მე შემომხდეს, ისეთი გაკვირვებულები მიყურებდნენ... მხოლოდ მერე მიხდი რატომ, იმიტომ რომ თვალები და მთლიანი სახე ტირილისაგან დასიებული მქონდა. ირაკლი ჩემკენ წამოვიდა. -რას აკეთებ აქ? მე ხო გითხარი სახლიდან არ გახვიდე თქო-თავი მეორე მხარეს მქონდა მიბრუნებული არ მინდოდა დავენახე ესეთ მდგომარეობაში. მიშკას ეკავა ჩემი ხელები და ჩემ დამშვიდებას ცდილობდა, მაგრა მიჭერდა და გამოუვდა კიდეც. -მაშა?-ირაკლიმ სახე მისკენ შემაბრუნებინა და შეკრთა. მიშა დამემშვიდობა და წავიდა. ირაკლიმ ჩემ წინ ჩაიკუზა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია-რა განერვიულებს ჩემო ცხოვრება? -გიორგი.. შენ.. ლუკა... ყველაფერი... -ჩემო სიცოცხლე... მაპატიე... ეს დღეები ყველანაირად ჩაგკეტე და მეთითონაც ჩავიკეტე, მაგრამ გპირდები ყველაფერი შეიცვლება. მალე ყველაფერი გამოკეთდება მაგრამ მე დრო მჭირდება. რომ შევეგუო... -არაფერს არ უნდა შეეგუო! გიორგი არ მოკვდება. -რას აკეთებ აქ? -ევას მალე ბავშვი ეყოლება. -ვაა, რა მაგარია. -ხო... ირაკლი ჩამეხუტა, აი მაშინ დავწყნარდი ყველაზე მეტად. ეს მჭირდებოდა, ეს იყო ჩემი წამალი, ამან დამამშვიდა, მიშველა, ირაკლი ჩემი ტკივილგამაყუჩებელი იყო და მე მისი. ცოტახანში შიგნით შევედით და ექიმების ჯგრო დაგვხვდა გიორგის პალატასთან, ირაკლი მაშინვე მათკენ გაიქცა, გული კინაღამ გამისკდა. ცოტახანში კი ისე შემოირტყა ხელი თავში რომ მეგონა გიორგი მოკვდა მაგრამ გახარებული გამოტრიალდა, ანისკენ გაიქცა და ხელში აიტაცა სიხარულისგან, რაღაც უთხრა ანის და მან სიხარულისგან ლამის კივილი დაიწყო. შემდეგ ირაკლი ჩემგან გამოიქცა და გიორგის პალატაში შემათრია, გიო გამოფხიზლებულიყო. ანი და ირაკლი მაშინვე მას ეცნენ და ჩაეხუტნენ. შემდეგ გიომ ჩემკენ რომ გამოიხედა თვალები გაუფართოვდა. -მაშაა... ეხლა... არ მითხრა რომ ჩემ გამო იტირე-ძლივს გაეცინა გიორგის, მე მასთან მივედი და ჩავეხუტე. -ძაან მიყვარხარ გიო-ჩავჩურჩულე ჩუმად, რათქმაუნდა როგორც ირაკლის ძმა. -მეც მაშინკა-ისიც ჩამეხუტა. -დაგბრიდავ გიორგი მეორეჯერ ესეთი რამე რო გაგვიკეთო-უთხრა ირაკლიმ. ცოტახანში ექიმიც შემოვიდა. -არ ვიცი რა ვთქვა, არავის არ ჯერა რომ შენ ცოცხალი ხარ გიორგი. რაღაც საოცრება ხარ, მოსიარულე საოცრება!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ექიმი. -როდის წავიყვანთ?-ჰკითხა ირაკლიმ. -არ ვიცით ჯერ, ალბათ ერთი კვირა მინიმუმ აქ უნდა იყოს, ნდა შევამოწმოთ მისი მდგომარეობა, სიარული შეულია თუ არა და... ზოგჯერ პაციენტები სიკვდილამდე უცებ უკეთ ხდებიან და... -ეგ მეორეჯერ რო გაიმეოროთ ბატონო ექიმო, თქვენ მოკვდებით-თითი დაუქნია ირაკლიმ ექიმს და ის გავიდა. -კაროჩე დამტოვეთ ეხლა გიოსთან ყველამ-ყველა გაგვაგდო ირაკლიმ და მარტო თვითონ დარჩა. ცოტახანში კი ლაშას პალატაში შევიდა. ირაკლი. -ლაშ, გიორგი არ მეუბნება ვინ გცემათ. -გამოფხიზლდა? -კი. -თვითონ თუ არ გუებნება მეც ვერ გეტყვი-აუ რა ჯიუტები არიან, თუ დაშინებულები. ვინ დააშინა ესე -რა გოგოა ესეთი რომ ამდენი ადამიანი გადაგგკიდათ ერთმანეთს, ან შენ რაღას დაიწყე ჩხუბი. -რა რატო, გიო ჩემი ძმაკაცია. -კაი, მიდი გეხვეწები მითხარი ვინები იყვნენ რა და ბავშვს გეფიცები გიო ვერაფერს გაიგებს. -ირაკლი, როგორ წარმოგიდგენია ეხლა რომ მე მაგას გეტყვი -არ მეტყვი და ჩაგასიკვდილებ, კაი რა გოგოსავით იქცევი საიდუმლობანას თამაშობთ შენ და გიო? მიდი რა კაცი ხო ხარ? დაგაშინეს? -არა რა დამაშინეს... ისა, მაშა იცნობს ერთ ტიპს სანდრო ქვია, ხოდა მაგის ბიძაშვილის ჩადენილია რა და მაგის ძმაკაცების. იცოდნენ რო გიოს მაგრა ევასება ეს ბარბარე, გიო კაროჩე მთელ უბანში რაღაც ბალშაია შიშკა იყო და რო მობეზრდათ ამის ნერვების აშლა გადაწყვიტეს და ამ ბარბარეს მიადგნენ რა. ყველამ გავაფრთხილეთ გიო რო დაანაბე თავი ეს გოგო ბევრ კარგს არაფერს მოგიტანს თქო და არ დაგვიჯერა რა. -სანდრო რა გვარია? -მეტრეველი. მაგის ბიძაშვილს კიდე ლუკა ქვია. -ვიცი ეგ ტიპი, ეგ ის არაა სვასტიკასთან რო იყო ქორწილში? -ეგაა. რო დათვრა გიჟივით და ყველას თავი აცემინა, კაკრას გიომ ცემა მაშინ და ეტყობა შური იძია. -კაი მადლობა ლაშა, დაისვენე.წავედი მოკლედ. მაშა. როგორც იქნა ევა სამშობიაროში შეიყვანეს. მე კიდე ლუკა მყავდა დატოვებული კოტე მას შეყვა. მე და ლუკა ვთამასობდით, ის სახეზე იფარებდა ხელებს და ვითომ აღარ ჩანდა. ამაზე სიცილისგან ვიხრჩობოდი ხოლმე. -ლუკა, ისაუზმე დილით? -არა... არაფერი. -უი... გშია? ბავშვმა ძაღლივით დამიქნია თავი. -ეხლავე, მოვალ. საავადმყოფოს კაფეტერიაში ჩავალ და რამეს ამოგიტან კაი? -კაი. -არ წახვიდე!-კარი გამოვიხურე და ექთანს ვთხოვე სულ 5წუთით მიაქციეთ ყურადღება თქო. ჩავედი ქვემოთ და წამოვუღე ფაფა და ხაჭაპური, ზა ადნო წვენიც ვუყიდე. ამ დროს თამთამ დამირეკა. -ხო თამთა? -გოგო, როგორაა? -აუ რავი გამოფხიზლდა. -რა კაია, რაო ექიმებმა? -აუ არ ვიცით საოცრებაა ან კიდე ეს ის შემთხვევაა როდესაც პაციენტი უკეთ ხდება სიკვდილმადე და მერე ისევ.... მოკლედ მთლიანად წყვეტს სხეული მოქმედებას და მოკვდებაო რა. არ ვიცით მოკლედ ისევ მაღალია რისკი იმისა რომ შეილება მოკვდეს. -კაი არ დაუჯერო, რაღაცეებს ბოდავენ. -სამაგიეროდ ეხლა ევა არის სამშობიაროში და მალე ბავშვი ეყოლებათ. -ეე რა მაგარია, მოვიდეთ? -ხო, თორე უკვე დეპრესია მემართება ირაკლის ოჯახის გარდა ვერავის რო ვერ ვხედავ, ეგ კი არა ჩემ მშობლებთან უნდა ჩავიდე კახეთში, ვერ მოვაბი თავი. -მაშინ ხო უნდა ჩამოსულიყო დედაშენი? -არა, მერე გიოს ამბავი რო მოხდა დავურეკე აღარ გინდა თქო და მერე ჩამოვალო. -კაი, არ ინერვიულო მთელი კამანდა მოვდივართ! მიშკაც მოგვყავს! -ხო, აბა მიშკას გარეშე თქვენ მოკვდებით და ზა ადნო მეც. -მოვდივაართ!-და გამითიშა. ჩემი გიჟები. გამეცინა და ზემოთ რო ავედი ირაკლის შევეჯახე, გაცოფებული იყო. -შენ სად დაეთრევი გოგო ხო არ გააფრინე? მთელ საავადმყოფოში გეძებ!!!! -რა იყო რა გაყვირებს?-მკლავში ჩამავლო ხელი და გარეთ გამიყვანა. -სად იყავი დროზე მითხარი? -სად უნდა ვყოფილიყავი, კაფეტერიაში ვიყავი ლუკას საუზმე ამოვუტანე, იმდენს იზამ გამაგდებინებ! -ვინაა სანდრო მეტრეველი? -შენ რაში გაინტერესებს? -მოკლედ ვინაა მეტყვი? -ჩემი ბავშვობის ძმაკაცი. -გაქვს ურთიერთობა? -კი. -მაგის ბიძაშვილი? -ლუკა? ძაან მაგარი ტიპია, ვგიჟდები. ძმასავით მიყვარს. რათ გინდა? -არა ისე... სად ცხოვრობენ? -ეგ რაღათ გინდა? -მაშა, მითხარი სად ცხოვრობენ. -არა. -რა არა? -არა, რადგან დაგაინტერესა მაგ ადამიანებმა ესე იგი რაღაცას უზამ. არ არსებობს. -მაშა ლუკამ ცემა გიო. -არ არსებობს, შანსი არაა. -არი. -არა, გეშლება. ლუკა ეგეთი ტიპი ვაფშე არაა. -გამოდის რო არ იცნობ ეგრე კარგად. -მაცადე, ჯერ მე დაველაპარაკები. -ლაპარაკით რას იზამ? გიორგის გამოაჯანმრთელებ? -ჯერ გავიგებ სიმართლეა თუ არა და მერე ბავშვს ვფიცავარ მოგცემ მისამართს. -არა, ეხლავე მეტყვი მისამართს. მივხვდი რომ ვერაფერს ვერ გავხდებოდი და აუცილებლად უნდა გამეკეთებინა რამე. ტყუილი მისამართი ვუთხარი. -ზუსტად არ ვიცი მარა პეკინზე ბუკიას ბაღთან რაღაც გოლიათებია და მანდ დადიან ხოლმე, იოსებიძეზე. -კაი. შენ აქ იყავი. -ისედაც აქ ვარ, ევას მალე ბავშვი ეყოლება. -ვა, რა მაგარია. მიულოცე ჩემგან, მოვალ მერე მე-მაკოცა და წავიდა... მოიცა მაკოცა? გააფრინე? სულ გაგიჟდა? აქ რომ ყოფილიყო სახეში გავარტყამდი. დამპალი... ამის დედა მ****ნ. უცებ უკნიდან თამთა და გოგოები მომახტნენ. -რას აკეთებთ კინაღამ გამაგდებინეთ ხელიდან ყველაფერი-გამეცინა ძალაუნებურად. -მოგვენატრე გიჟოო-ხტუნვა-ხტუნვით მოვიდა ჩემთან ლიკა. -ცანცარა. -მე ბავშვს ვასწავლი როგორ უნდა იცანცაროს. -აბა კიი. -დაიბადა უკვე?-მკითხა თამთამ. -არა, ჯერ. მალე დაიბადება ალბათ. უკვე 2საათია შესულები არიან. -ლუკა? -ვაიმე ლუკა!-დავიყვირე და გავიქეცი პალატისკენ მაგრამ იქ ლუკა აღარ დამხვდა. სად წავიდა! ბავშვი როგორ დავკარგე!!! ღმერთო ჩემო! ყველა ექთანს ვკითხე მაგრამ არსად არ უნახავთ... ცოტახანი კოტე გამოვიდა სამშობიაროდან და მას შევეჩეხე. -ლუკას პატარა ძმა დაებადა. -აუ რა მაგარიაა. -ლუკა სადაა? -აუ კოტე... არ მომკლა.. -რა? -ლუკას ვერ ვპოულობ ვერსად. -რაააა? -სულ ორი წუთი კაფეტერიაში ჩავედი რო საუზმე ამომეტანა და აღარსად არააა... -აუ ჩემი!-მაშინვე გიჟივით გავარდა დაცვასთან და კამერების ოთახში შეიყვანეს. ამის მერე რა დედა უნდა ვიყო... ღმერთო... 4წლის ბავშვს ვერ მოვუარე და ახალდაბადებულს როგორ მოვუვლი... უცებ ტირილი დავიწყე, ისტერიული სიცილიც მივაყოლე... უკვე გიჟს ვგავდი. უცებ ავდექი და მთელი სიჩქარით გავიქეცი სააავადმყოფოდან. რამდენი ხანი ვირბინე ვერ გეტყვით მაგრამ უცებ დავეცი, არა იმიტომ რომ გული წამივიდა ან იმიტომ რომ ნრამეს წამოვკარი ფეხი... არა ეს რაღაც სხვა იყო. უცებ დავინახე სისხლი. მემგონი მუცელი მომეშალა, არა ოღონდ ეს არა. უცებ გავითიშე... თითქოს მიწა გამომაცალეს და უსასრულობაში გადავვარდი. ვეღარაფერს ვერ ვხედავდი,არ მესმოდა, ვხედავდ ირაკლის სახეს რომელიც მეხვეწებოდა არ დამტოვოო, მაგრამ ვერ ვპასუხობდი,მანჯღრევდა და ვერ ვინძრეოდი. შემდეგ... საშინელი ტკივილი ვიგრძენი და გავითიშე. ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიყავი გათიშული, მაგრამ რამდენჯერაც თვალს გავახელდი ვხედავდი ირაკლის, დედაჩემს, მამაჩემს, კოტეს და ლუკას ჩემ გვერდით, ხან მხოლოდ ირაკლის. ბოლოს როგორც იქნა გავახილე თვალები და ყველა მე შემომეხვია. უცებ ექიმი შემოვიდა, რაღაცა უთხრა ჩემებს და შემდეგ ჩემთან მოვიდა. თვალებში რაღაც ჩამანათა, რატომღაც თვალები დავხუჭე.ექიმმა ისევ რაღაც გაიმეორა და ყველა გავიდა. -გე...ს ჩემ..?-სიტყვები ნაწილ-ნაწილ მესმოდა. მე მივხვდი რისი თქმაც უნდოდა და თავი გავაქნიე. მან ჩემი საწოლი რაღაც პულტით ოდნავ წამოწია და თითქმის ვიჯექი. -როგორ ხარ?-ეხლა რატომღაც უკეთ გავიგე. -ცუდად ვხედავ... სუსტად ვარ. ბავშვი ცოცხალია? -ჯერ დანამდვილებით არაფერი ვიცით... -როდის გაიგებთ? -ცოტა მოძლერდით და გაგიკეთებთ ექოს. -არ მინდა მოძლიერება, ეხლავე გამიკეთეთ. -მაგრამ... -არანაირი მაგრამ! ჩემი ბავშვი შეილება მკვდარია და თქვენ აქ დ******ლ ძალაზე მელაპარაკებით? მოიყვანეთ წესიერი ექიმი!!-იმხელაზე დავიყვირე რომ მემგონი ირაკლის ვაჯობე ღრიალში. ისიც გიჟივით შემოვიდა შიგნით, ექიმს ყურში რაღაც ჩაჩურჩულა და გვერდით დამიჯდა. სანამ ექიმი კარს დახურავდა დავინახე ჩემები რომლებიც ტიროდნენ, ლუკას სახე მთლიანად აწითლებული ჰქონდა, დედაჩემიც ეგეთ დღეში იყო. ირაკლიმ შეამჩნია რომ მათი ყურების გამო ტირილს ვიწყებდი და კარი მიხურა. -არ გინდა. ნუ იტანჯავ თავს, ყველაფერი კარგად არის. -არ არის, 4წლის ბავშვს თუ ვერ მოვუარე ახალდაბადებულს როგორ მოვუვლი?!!! -მე დაგეხმარები. -არა, ვერ მოვუვლი. არ გამოვა.. წაიყვანე... შენ მოუარე, გენდობი. მე არ მიმაკარო. -ნუ ლაპარაკობ ეგრე მაშა თორე შემოგცხებ-გვერდით მომიწვა და ხელები დამიკავა-არ გაიმეორო ეგ მეორეჯერ, ორივე კარგად მოვუვლით. -კოტე ჩემზე გაბრაზებულია? -არავინაა გაბრაზებული შენზე, პირიქით შენები კახეთიდან ჩამოვიდნენ როგორც კი გაიგეს. -როგორ გაიგეს? რამდენი ხანი ვიყავი გათიშული? -6საათი თუ ცოტა ნაკლები. დაღლილი იყავი და არც გიჭამია დიდი ხანი, ჰემოგლობინი დაბალი გაქვს. რო მოგიყვანეთ ვაბშე ეჭვი ეპარებოდათ ცოცხალი გადარჩებოდი თუ არა. -რატო? -ჯერ ერთი სუსტად იყავი თან ძაან, ბევრი სისხლი დაკარგე, ნერვების გამოც და მერე ბავშვი იყო ძაან ცუდად. -იყო? -ჯერ არ ვიცით, ეხლა როგორც კი შემოვა ექიმი გავიგებთ ცოცხალია თუ არა. და მართლაც შემოვიდა ექიმი. დაიწყო ექოსკოპიის გაკეთება, ირაკლის ვთხოვე დარჩენილიყო და ასეც მოიქცა. -ბავშვის გულის ცემა ძალიან სუსტია, ისევე როგოც შენი. შენი ადგომა ბავშვსაც მოკლავს და შენ კიდე უფრო დაგასუსტებს. დიდიხნის განმალობაში მოგიწევს ლოგინში წოლა, თუ გინდა რომ ბავშვი გადარჩეს. -რამე ნაკლით ხო არ დაიბადება? -არა, ყოველ შემთხვევაში ეგეთი რამ არაფერი არ ჩანს ეხლა. -როგორ გირჩევნიათ კლინიკაში რომ იყოთ თუ სახლში?-რას მეკითხება, ნეტა კლინიკაში თქვან, ნეტა კლინიკაში!მოიცა მე დავასწრებ. -კლინიკაში! -სახლში-არ დამაცადა ირაკლიმ. -კლინიკაში! -მოილაპარაკეთ, აი გამოწერის ფურცელს აქ დავდებ-თქვა ექიმმა და გავიდა. -ირაკლი სახლში არ მინდა, ჩემი სახლი კოტესთანაა. -რომელსაც მეორე შვილი შეეძინა. მორჩა ამაზე ლაპარაკი, ზეგ შენ და გიორგი მოდიხართ სახლში. -არა! -უკაცრავად შენ ვინმემ გკითხა? ისევ ჩხუბს ვიწყებთ? -არა-ჩუმად ვთქვი და გავჩუმდი. ამ დროს მიშკა შემოვიდა და გადამეხვია-გული გამიხეთქე დედას ვფიცავარ, ცუდად გავხდი. როგორ ხარ? -რავი ვარ რა, გამოკეტილი ვყავარ ამას როგორც რაპუნზელი. -მე გავალ სახლიდან რაღაცეებს გამოგიტან და მოვალ. მიშა აბა შენ იცი-თქვა და გავიდა ოთახიდან. მთელი დღე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ხან ვინ შემოდიოდა, ხანაც ვინ. ბოლოს დედაჩემი დარჩა ჩემთან. -დედა, რამე თუ მოგინდება მითხარი. აქ კარგად გამოგკვებავენ, შენ არაფერზე ინერფვიულო. ყველ;აფერი კარგად იქნება. ბავშვისთვის რაც კარგი იქნება ის უნდა გააკეთო, ირაკლი კაი ადამიანია. ნუ ეჩხუბები ხოლმე ესე ხშირად. -გავიგე დედა მაგრამ თვითონ რომ მეჩხუბება კარგია ხოლმე? -დედა უყვარხარ და იმიტო გეჩხუბება, რო ეჯიუტები სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა რომ გეჩხუბოს და მხოლოდ ესე შეგაგნებინოს რამე. მე ვხედავ რომძალიან უყვარხარ და შენც არ ხარ მის მიმართ გულგრილი, აბა რაღარტო ეჯიუტები ესე სასტიკად? -დე მართლა ძალიან დავიღალე და ხვალ რო ვილაპარაკოთ ამაზე არა? -კარგი დე, ჩვენ კოტესთან და ევასთან ვრჩებით ღამით, სანამ ესენი სამშობიაროში იქნებიან. -ისე რა მაგარია ყველა აქ რო წევს, ირაკლის ოჯახიც, მეც, ევაც... -რაა გოგო მაგარი ხო არ გააფრინე?! -ვიღადავე დე, კაი მიდი. -ძილინებისა-გადამკოცნა და წავიდა. მეორე დღეს დილით ისევ გოგოებმა გამაღვიძეს, ჩემოცვივდნენ გიჟებივით და ჟრიამული ატეხეს, თან მიშკა და სანდრო ახლდათ. ღმერთო სანდროს დანახვაზე ყველაფერს ვფიცავარ შევხტი, ისე შემეშინდა... მეგონა ირაკლიმ რამე გაუკეთა ლუკას და ისიც აქ შურის საძიებლად მოვიდა, გადასაკოცნად რომ მოვიდა რატომღაც უკან გავიწიე. -რა ხდება?-მკითხა გაკვირვებულმა. -არაფერი...-ძლივს ამოვიბლუყუნე. -არა რაღაც მოხდა სახეზე გეტყობა-მითხრა სანდრომ. -გოგოებო ორი წუთით დაგვტოვეთ მე და სანდრო. -რა იყო?-მკითხა ცნობისმოყვარე ლიკამ. _გოოგო ყველაფერში ცხვირი კი არ უნდა ჩაყო ცხვირი-დაუცაცხანა თამთამ ლიკას, შემდეგ კი სამივე გავიდნენ ოთახიდან. -სანდრო ეხლა არ მომატყუო და სიმარტლე მითხარი შენ გიორგის ინციდენტთან რაიმე კავშირი გაქვს? -ჰა?-გაიკვირვა სანდრომ. -გიორგი რო ცემა შენმა ბიძაშვილმა ლუკამ. არანაირი კავშირი გაქვს მაგასთან? -ლუკამ ცემა გიორგი“? ერთი წუთით ამიხსნი რაზეა ლაპარაკი? -მოკლედ გიორგიმ და ლკუკამ იჩხუბეს ვიღაც გოგოს გამო, გიორგი მაგიტო მოხვდა საავადმყოფოშიუ კიდე არ იცი რაზე ვლაპარაკობ? -მაშ, შენ თავს ვფიცავარ პირველად მესმის ეგეთი რამე. დარწმუნებული ხარ რომ ჩემ ლუკაზეა საუბარი? -კი, ზუსტად ვიცი. -არ ვიცი რა გითხრა, მოვკლავ ჩემი ხელით მაგ იდიოტს, როგორ გაბედა. როგორაა გიორგი? -სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ცუდადაა ჯერ კიდე. არ ვიცით სიარულს შეძლებს თუ არა. -მაშ, მე მართლა ბოდიშს ვიხდი ლუკას მაგივრად არ ვიცოდი.. -ირაკლი მთხოვს თქვენი მისამართის მიცემას. -მე დაველაპარაკები აქაა? -კი გიოს პალატაში, ექიმებს კითხე და გეტყვიან სადაა. -კაი... მარა შენ როგორ ხარ? -მე კარგად ვარ. -დარწმუნებული ხარ? -ალბათ... ერთი ის ვიცი რო ირაკლი 24/7ზე მაკონტროლებს რა. -რატო? -თავიდან ბავშვზე დავუმალე და ქეთასგან გაიგო, ხოდა მაგის ემრე ეტყობა ეშინია რომ ბავსვს დაკარგავს, ორასი რამ შევთავაზე ლიჟბი ერთად არ გვეცხოვრა, მან კი ხელი მომაწერინა და ახლა მისი ცოლი ვარ, ზა ადნო მაგასთან ვცხოვრობ და სუნთქვაც არ შემილია მისი ნებართვის გარეშე. -კაი ეგერე საშინლადაც არ იქნება ყველაფერი. -დამიჯერე არის. -კაი უყვარხარ. -ყველა მაგას რატო ამბობს, რო ვუყვარდე ისეთ რამეს არ ჩაიდენდა... -რას? -არაფერს.... -რის გამოც დაშორდით? -შენ იცი? -არა, უბრალოდ მივხვდი მიზეზს. -აა. სან, დამიჯერე ირაკლისთან გარიგება ძალიან ძნელია როდესაც საქმე მის ოჯახს ეხება შეილება ყველა მოკლას. ხო ხდევას მე რას მიშვება, ფრთხილად იყავი -მეც არ ვიხევ უკან როდესაც საუბარი ჩემ ოჯახზეა-თქვა სანდრომ-შეილება ლუკამ დააშავა, მაგისთვის მოხვდება კიდეც გპირდები , მაგრამ ირაკლის არ მივცემ იმის უფლებას რომ რამე დაუშავოს. -რო არ ჩაერიო? -ირაკლი რატო ერევა? -იმიტო რო გიორგი ვერ ჩაერავ დაინვალიდდა!! -მაშ, მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. -გვიანია. -რათქმაუნდა...-სანდრო ადგა და კარი გაიჯახუნა. გოგოები შემოცვივდნენ და სათითაოდ მომაყარეს კითხვები. -რა მოხდა? -რა ელაპარაკე? -რატო გაიქცა ესეთი გაბრაზებული? -არაფერი ისეთი, მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. -ბავშვის სქესზე-ინტუზიაზმით წამოხტა ლიკა. -გამარჯობა, ბავშვი ჯერ მეორე თვეზეა, ძლივს. -ხო... მაშინ... შენ და ირაკლი რას აპირებთ ბავშვზე? ერთად ზრდით?-ღმერთო რა საშინელ კითხვებს მისვამენ. -არ ვიცი. ბავშვი ჯერ არ დაბადებულა. -აუ გოგო ეს ნიკა რა სიმპატიურიაა, შეყვარებული ყაავს?-იკითხა თამთამ. -და ვაფშე ოთო? ოთოც რა მაგარიააა. ან ლეოო, ძაან სიმპატიური ძმაკაცები ყავს მას-არ გამორჩეთ ამათ არავინ. -არ ვიცი ყავთ თუ არა შეყვარებულები რა იყო თქვენები აღარ გყოფნით?-რატომღაც უხეშად გამომივიდა. -მე დავშორდი კეკეს-მაშინევ სახე შეეცვალა თამთას. -რატო? -ნინიმ ამახია, ბ***-გაბრაზდა თამთა. -კაი დაიკიდე, გავიგებ ლეოზე და ოთოზე, ან ნიკაზე-ვუთხარი და ვცადე გამომესწორებინა ჩემი უხეში პასუხი. -აუ ჩვენ რო გვეჩქარება? უნდა ავიდეთ მიშკასთან, ვირუსი აქვს. -მაგასთან ეხლა ანუკი იქნება(მიშკას შეყვარებული) აცადეთ ცხოვრება-მოკლედ ესენი ისე ეკრობონიან მიშკას რომ მემგონი ეგეც ევასებათ. -აუ არ მევასება ეგ ანუკი, მემგონი მიშკა კიდია-თქვა ლიკამ. მემგონი საცოდავად იჯდა კატო და ხმას არ იღებდა რადგან მას თავისი ლევანიც ყოფნიდა ბედნიერებისთვის. ლევანი ირაკლიზე კატასტროპა იყო, აბსოლიტურად ყველაზე ეჭვიანობდა ვინც ბიჭს გავდა ან ბიჭი იყო :დ -კატ, რას შვებით შენ და ლევანი? -რავი აბა, ვიჩხუბეთ. -რაზე? -დამღალა, გუშინ მიშკასთან ერთად დამინახა და მეჩხუბა რას აკეთებ მაგასთანო? მაგიტო გაგიშვი საავადმყოფოშიო? მოკლედ ერთ ამბავს ტეხავს რა. ამომივიდა ყელში და დავშორდი. -კაი რა შერიგდებით, ხო იცი როგორ უყვარხა-თამთა და ლიკა არ მისმენდნენ, მათ კატო დიდად არ ეხატებოდათ გულზე, ვერ ვხვდებოდი რატომ. ცოტახანში ესენიც წავიდნენ დავრჩი მარტო. ველოდებოდი ირაკლის, ან ჩემ მშობლებს, ან თუნდაც კოტეს. მათი შვილი ხო მაინც ვერ ვნახე. გახსოვთ სანდრო? რომელზეც ირაკლიმ მკითხა და მოვატყუე ჩემი კურსელია თქო, ეს ის სანდროა ლუკას ბიძაშვილი. რო გაიგოს დაბრიდავს მაგ საცოდავს. ძაან დავიღალე წოლით და უნდა გავსულიყავი სადმე, ექთანს დავუძახე და ეტლში ჩამსვა, შემდეგ კი გიოს პალატაში გამიყვანეს. -როგორ ხარ?-გიოს ჩემ დანახვაზე თვალები გადმოუცვივდა. -რატო ადექი?!! -ესე შეილება. -ირაკლი ან მე დამბრიდავს ან შენ. -დაიკიდე. რას შვები? -რავი კარგად ვარ, ერთი სული მაქვს როდის წავალ აქედან. -იგივენაირად ვარ მეც. არავინ არ მაკითხავს და საცოდავად ვზივარ ოთახში-სევდიანი სახე მივიღე, მაგრმა სიმართლეში არ მადარდებდა რომ არავინ მნახულობდა, უბრალოდ მოწყენილი ვიყავი და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი-აუ მიდი აბა გამართე. -გიცეკვებდი პროსტა მერე ირაკლი გვამღერებს ნოტებზე. -აუ ხოო, იმენა ირაკლი არის ჩვენი მამა. -მომენტი დამაჭერინა რომ მეც ეგრე ვუბრძანო რაღაცეები-გადაბჟირდა გიო. -თან რო ტიპობს ეგ მაგარია ხოლმე. მოკლედ შენ ხო ყველაფერს გეუბნები, ხოდა ერთი ტიპია რა რომელსაც მაგრა ვევასები და ირაკლიმ პროსტა სახელი იცის მაგ ტიპის, ზუსტად 2თვეა დამსდევს და არ მანებებდა თავს, ეხა რატომღაც გაჩერდა. მოკლედ ნახა გუშინ და ისე მიესალმა როგორც არაფერი და ეს გაშტერებული იდგა. -ვინაა ეგ ტიპი? -არა მგონია იცნობდე. მისმინე აქ კარგად გაჭმევენ? მაინტერესებს ამათი საუზმე. -გესაუზმა და გაიგებდი. -დამეზარა. -მაშ, მართლა მიხარია რო შემოიარე მარა ცვეტში გათიშული ვარ და ეხლა რო არ დავიძინო მემგონი შუა საუბარში ჩამეძინება რა. ხო გესმის არა? -კი, შენც დამაპაშოლე ხო-ისევ სევდიანი სახე მივიღე-არავის ვუნდივარ მე-ბოლოში ენა გამოვუყავი და ისე დავბრუნდი ოთახში. მთელმა დღემ ისე ჩაიარა რომ არავის არ დაურეკავს, ერთადერთი საღამოს შემოვიდა ცოცხალმკვდარი კოტე ისიც დედამ თხოვა სუპი მიუტანეო. აი სუპი და კოტე ყველაზე საშინელებაა რაც შეილება დაგატყდეთ თავზე, დამიჯერეთ. კოტე იმ მასწავლებელს გავს ვინც ბაღში სადილის დროს შემოდის და სუპს გაძალებს, არ დაუჯერებ და გადაგასხამს თავზე. ეხლაც ეგ მომენტი იყო, დაეზარა დეეჩემს ჩემთან ომი და გამოაგზავნა რთული არტილერია. შემოვიდა და გვერდით დამიჯდა, უსიტყვოდ ამოიღო სუპი და დამიდო. ეტყობა მელოდებოდა როდის შევჭამდი, თან სკამზე ეძინებოდა. -როგორაა ლიკა? -ლიკა ვინაა? -ფუ.. ევა... -კარგად. -კოტე? -რა? -ცოცხალი ხარ? -აუ მაგარი დაღლილი ვარ. -გინდა დაიძინე? -ივახშმე თუ რაც არის და ბაზარი არაა. -შენ არ გშია? -ვჭამე. -ააა... კაი დაიძინე აქ თუ გინდა. -არა, ლუკა მყავს ბაღიდან გამოსაყვანი. -რომელზე? -6ზე. -მერე ეხლა რომ 7ის ნახევარია? -რააა? დედა შ****. გავიქეცი მაშ-უცებ მაკოცა და გაიქცა. ღმერთო როდის გაიზრდება :დ ორი შვილის მამაა უკვე და კიდე თინეიჯერს გავს. ეხლა სუპის გადასხმა რო მინდოდა? როგორ გადავასხა თუ ადგომა არ შეილება.... ოო დედიკო ჯერ არ დაბადებულხარ უკვე პრობლემებს მიქმნი...ჯანდაბა. მშია. ოხრობა... მშიააა... ოჰ... მობრძანდა ვაჟბატონი. ოთახში შემოვიდა თუ არა ისევ ის უაზრო გამომეტყველება მიიღო როგორიც ყოველთვის ეკერა ხოლმე, ვითომ და სერიოზული. -როგორ ხარ?-მარტო ამას მკითხავ? ეხლა მე გეტყვი კარგად შენ? შენ იტყვი მეც კარგად და რას შვების მკითხავ მე გეტყვი არაფერს შენ? შენც არაფაერს მიპასუხებ და ამით დამთავრდება ჩვენი ლაპარაკი. რატო შემოვიდა ვაბშე? ისევ ნერვები რო ამიშალოს?.. ჰმ.... ჩემ თავთან დებატებისგან ისევ ირაკლიმ გამომიყვანა-რთული შეკითხვა დაგისვი? -არა... ისა... რა გინდა? -რა არ მაქ უფლება ჩემი ცოლი ვნახო? -როდის გამომწერენ? -ხვალ დილით, შენ. ზეგ გიორგის. -დადის? -ჯერ ჭრილობების გამო სიარული არ შეილება მარა ფეხს ამოძრავებს. -კარგი. -ივახშმე? -არა, რაღაც სუპი მომიტანეს მარა ტოქსიკოზი მაქ და არ მინდა. -მიდი, მიდი. ბავშვს ესიამოვნება ცხელი სუპი. -არ ესიამოვნება. მე მყავს ბავშვი მუცელში და ვიცი რა უნდა. აი შენ რო გააჩენ ბაზარი არაა რაც გინდა ის აჭამე, ვაბშე კაცები რატო არ აჩენთ? -აუ რა მოწიე დედას გაფიცებ, იმენა დარეხვილი ხარ. -დარეხვილი მე რატო ვარ უკაცრავად? -კაი მართლა ცოტა მიდი რამე ჭამე რა ბავშვზე მაინც ინერვიულე შენი თავი თუ გკიდია. -მოკლედ ბავშვი როცა დაიბადება მე თავს დამანებებ სუ რო ვკვდებოდე? -არ გიპასუხებ იმიტომ რომ ორივე პასუხის შემთხვევაში რაღაცას მესვრი. -არა, მართლა გეკითხები. -ბავშვი რო დაიბადება ორივეს მოგხედავთ, არცერთს არ დაგიკიდებთ. გაწყობს ესეთი პასუხი? -არა, რაღაც სრულ პასუხს არ გავს. -კაი კითხვა გაიმეორე? -ბავშვი რო დაიბადება მე თავს დამანებებ თქო? ანუ ისე კი არა რო ყურადღებას არ მომაქცევ და რაღაცას აი ძაან ცუდ რამეს რო ჩავდიოდე ან შემჯდარი ვიყო ნარკოტიკებზე, ეგრე დამიკიდებ? -იასნია რო არა. -აბა რეაბილიტაციის ცენტრში შემჩურთავ რო მერე პოლიციაში წამიყვანონ? -ერთი წუთით თუ ნარკომანობას აპირებ პირდაპირ მითხარი რა ნამიოკებით მელაპარაკები. -პროსტა მაინტერესებს. -არ წაგიყვან რეაბილიტაციაზე, თავიდან ვეცდები ტვინი გამოგირეცხო, ორგანიზმიანად და ერთი 3დღე საწოლს მიგაბავ და მერე გავა ნელ-ნელა ორგანიზმიდან ნარკოტიკები და მე გიმკურნალებ. არ გამოვა და რა ვქნა წაგიყვან ექიმთან. -ჰმ... ანუ ეხა მარტო ბავშვის გამო არ ზრუნავ ჩემზე? -აი რატო მეკითხები? -პროსტა. -არ იცი რო მიყვარხარ? -ვიცი. -ხოდა რაღა მეტი პასუხი გინდა? მაშ, რამე თუ ხდება დროზე მითხარი რა. -არა, არაფერი არ ხდება პროსტა მინდოდა რაღაცეები დამეზუსტებინა იქამდე სანამ ბავშვი დაიბადებოდა რომ მორალურად მოვმზადებულიყავი რა , ხო ხვდები. -ვერ მივხვდი, კაი დაიკიდე. ეს საუბარი წამოვიდა სუპიდან. -და მაინც ვერ დაგავიწყე ეს დე**********ი სუპი? ჯანდაბას თუ ესე ძაან გადარდებს ეს სუპი შევჭამ. ოღონდ ერთი პირობით. -მე არ უნდა მადარდებდეს ეგ სუპი, შენ არ შეჭამ და გახსოვდეს რო პირველ რიგში ჩვენ ბავშვს ვნებ რა. ამის მერე თუ კიდე მოგინდება სიჯიუტე ბაზარი არაა თავში ქვა გიხლია. -კაი, ხო. უიმეე. გამიფუჭე ხასიათი-მოვკიდე კოვზს ხელი და ჩავიტენე პირში ეს დებილი სუპი. არადა გემრიელია... :დ ეს დებილი კიდე აქ რატომ ზის ვინმე ამიხსნის? სანამ ბოლომდე არ დავამთავრე იქამდე გვერდით მეჯდა. მერე გვერდით გადავდე და რომ შევხედე მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ მიყურებოდა. ისე მაშტერდებოდა რომ ახლა ადგომის უფლება რომ მქონოდა გავიქცეოდი. შემეშინდა რასაც ქვია. -მაშა... გამახსენე იმ სანდროს გვარი რომელიც შენი კურსელია და შენ ევასები?-ოპააა, ცვეტში ისეთი სახე მიიღო რო დამერხააა. იქით რო ვეღარ ვატერორებ... კარგი მაშინკა შეინარჩუნე სიწყნარე. -არ ვიცი, რა ვიცი. ბევრს სანდროს ვიცნობ, ბევრს ვევასები და ბევრიც კურსელი მყავს. -აი მე რო მგავს, რო გევასებოდა, შენი კურსელი როა და სანდრო რო ქვია. -ააა... ვერ ვიხსენებ ეგეთს. -ტელეფონი მომეცი შენი და უცებ გაგახსენებ. -არა იყოს. -მაშ, რამეს ხო არ მიმალავ შემთხვევით? -საიდან გაარკვიე?-პირდაპირ ვკითხე, აღარ შემეძლო უკვე ესე ტანჯვა, უეჭველი აღარ მომეშვებოდა. -რაც არ უნდა დამიმალო მაინც გავიგებ რა, დროის საკითხია ეგ უფრო. -კაი და რა შეიცვალა იმით რომ ჩემი კურსელი არაა? -ბევრი! ის ტიპი შენ გკერავდა გუშინ რო მოეთრა და მე საყვარლად გამარჯობა ვუთხარი!!!თ**** ტიპი. მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა აქ მოსვლა და ჩემი ცოლის კერვა! მაგას გავუპობ მაგ თავს!!!(გახსედებათ ეს სიტყვები? :დ ჩცდ). -ვაიმე რა დაგემართა, აღარ მოვა. ვიჩხუბეთ. -რაზე იჩხუბეთ?! -არაფერი, გიორგიზე ვკითხე. -ერთი წუთით რატო კითხე ხო გითხარი გააჩუმე ენა თქო? აუ ჩემი. ენა დააყენე ვააა, ეხლა გადამალავენ იმ ლუკას ცხრა მთას იქით დედა****ლ რუსეთში და მიდი და სდიე მაგას და მაგის თ*** ოჯახს რაა. -კაი, ირაკლი ნუ იგინები ყოველ მეორე სიტყვაზე. -როდის ელაპარაკე? -გუშინ საღამოს. -მოკლედ მე წავედი და შენ უბრალოდ საწოლიდან არ ადგე თორე რო დავბრუნდები მიგაბრიდავ!!!-დაიღრიალა და მთელი სიმწრით გაიჯახუნა არი. ამჯერად რაღა გავაფუჭე, ჩვენი საუბარი სულ ჩხუბით როგორ უნდა მთავრდებოდეს, ან ისე რომ რომელიღაცა ჩვენგანი ნაწყენი რჩებოდეს? *** ირაკლი იმ დღეს აღარც დაბრუნებულა, მემგონი ამჯერად ძალიან ვაწყენინე. საღამოს დედაჩემი იყო შემოსული, შემამოწმა ვივახშმე თუ არა. შემდეგ მამაჩემი მოვიდა და ბოლოს კოტე ახალდაბადებულ ბავშთან ერთად. ლუკას ევასთან ერთად ეძინა ოთახში. -აუ რა საყვარელიააა, რა დაარქვით?- -მათე. -დედა სულ შენ გგავს-ბავშვს აღარ უბრუნებდა კოტეს დედაჩემი. -ევას ნაკვთები აქვს-აყვა მამაჩემი. -თვალების ფერი კოტესი-ისევ ბავშვის აღწერას განაგრძობდნენ. -დაღლილი იქნება ძაან ევა ხო? -კი, ეხლა მაგის მშობლები მოვიდნენ. -მერე წადი დაელაპარაკე-მიუბრუნდა მამა კოტეს. -რატო? დაისვენოს ბავსვი მე მყავს, ვაბშე რას დაადგნენ ძილს აპირებდა. -მაშა, დე შენ რაღაც ჩუმად ხარ რამე ხო არ მოხდა? -არა უბრალოდ დავიღალე. -კაი დე, წავალთ ჩვენ აბა, მოვემზადებით ხვალ დილით ადრე მივდივართ კახეთში, რო რამე დაგვირეკე ხო?-ორივე გადამეხვია და წავიდნენ. -შენი ქმარი სადაა?-მკითხა კოტემ. -არ ვიცი. -ესე უნდა იაროს სადაც უნდა და შენ აქ მარტო უნდა იწვე? -კოტე ხო გითხარი არ ვიცი. ვიჩხუბეთ. -მაგას ხო არ უნდა მივაბრიდო? -არა. არ უნდა, იქით მიგაბრიდავს. -მე გოგო? ჩხუბში მაინც არ გყავდე ნანახი შე საცოდაო. -ვიღადავე, არ მიაბრიდო. სანდროზე არ იცოდა რო ვევასებოდი, მაგის ბიძაშვილმა ცემა გიო და მემგონი მაგანაც და გაბრაზდა რა. -შენ იცოდი სანდრომ რო ცემა და არ უთხარი? -სანდრო არ ყოფილა, ლუკა იყო ეგ. -იცოდი? -არა, მერე მითხრა ირაკლიმ. -აუ არ ვიცი როგორ დაგეხმარო. -არანაირად, ვერ დამეხმარები. კიდე 6-7თვე გავძლებ რაღაცნაირად. მერე რამეს მოვიფიქრებ, აუცილებელი არაა ერთად ცხოვრება, ბავშვი ხან ირაკლისთან ერთად იცხოვრებს ხანაც ჩემთან, არ ვიცი... -მისმინე და სამსახური? სულ დაანებე? -საწოლით მივალ სამსახურში. აუცილებლად წავალ ხვალ. -უი ხო... მემგონი შია, ტირილს იწყებს. ევას მივუყვან. -რა იყო შენ ვერ აჭმევ? რა აუცილებელია ქალებმა ვაჩინოთ ეს ბავშვები ვააა. -სიცხე გაქ მემგონი, ექიმს გაესინჯე-გაეცინა და გავიდა. დავრჩი ისევ მარტო. არაუშავს ირაკლი ხვალინდელი დღე მოვა და ხო მაინც მოგიწევს ჩემი წაყვანა სახლში. ნეტა როდის მოვა, ან საერთოდ რატო ველოდები ესე ძაან? რატო მენატრება? არ არსებობს, ნუთუ ისევ შემიყვარდა, არააა ესეთი უგულო და ცხოველი ადამიანი როგორ უნდა შეგიყვარდეს? -ნუთუ გავგიჟდი და ისევ ეს იდიოტი შევიყვარე? -მემგონი-ჯანდაბა! ოხრობა! არგადარჩენა! ეს დებილი კართან იდგა და მომისმინა?!!!! F*CK!!-რაო მაშინკა?-ჯანდაბა აი ის ღიმილი, ისევ ის ღიმილი რომლის გამოც ვდნები. არ შეხედო. ვაიმე ჩემკენ მოდის1 ისე შევხტი თითქოს სანტა კლაუს ვხედავდე ნიჩბით ხელში. -არ მომეკარო შე... შე ცხოველო. -მე? ხო გიყვარვარ და რატო არ მოგეკარო? -არ მიყვარხარ, სანდროზე ვთქვი...ნუთუ გავგიჟდი და ისევ ეს იდიოტ შევიყვარე თქო მაგიტო ვიკითხე... -ანუ მე არ გიყვარვარ? -მხოლოდ როგორც გიოს ძმა და ჩემი ბავშვის მამა. -გასაგებია. -ელაპარაკე სანდროს? -ეგ უკვე შენი საქმე აღარაა. -ირაკლი ეხლა დიდი იმედი მაქვს სანდროს მოსაკლავად არ წახვალ, შენ ხო თქვი შენგან მხოლოდ ბავშვი მინდა და სხვა რაც გინდა ის ქენიო. -მე გითხარი ბავშვი გააჩინე და შემდეგ რაც გინდა ის ქენი და არა ვიღაც პრ*****თან ერთად იცანცარე ქუჩაში თქო. შენ არ დაგავიწყდეს რომ ჩემი ცოლი ხარ და ვერავისთან ვერ გექნება ურთიერთობა. -რას ქვია ურთიერთობა ვერ მექნება ვერავისთან? -იმას რომ ვერც სანდროს და ვერავის ვერ გაეკარები ჩმო ცხოვრება, გაგიხარდა? -ჯანდაბაშიც გზა გქონიაა. -რატო იწყევლები ეე? კაი წავედი რადგან ჩემი ნახვა არ გინდა აღარ მოგაწყენ თავს. -აუ არა, ირაკლი დარჩი გთხოვ. -რა თქვი? -დარჩი.. ვერაფერს ვაკეთებ, ყველამ დამღალა უკვე. შემოტრიალდა და ჩემ გვერდით სკამზე დაჯდა. -მ-მადლობა... -აჰამ. -ისა... ამ ერთი თვის განმალობაში შეყვარებული გყავდა? -ნა*ა კი და შეყვარებული არა. -ვინ? არა არ მინდა რო ვიცოდე... მოიცა ქეთა ხო არა? -არა. რა ქეთა ვაფშე. -რავი აბა რატო გითხრა ჩემზე? -მე დავადექი. -რა? -კაროჩე იმ დღის მერე რაღაცნაირად ვინერვიულე რა, ვიცოდი რო რაღაცას მიმალავდი და ქეთას მოვუწყე დაკითხვა, 1საათი სახლში გამოვკეტე ჩემთან ერთად სანამ არ მითხრა რას მალავდი. -ანუ შენი ბრალია? -კი და სულ ტყულია ეჩხუბე. -არა, მაინც არ უნდა ეთქვა. -მაშა, ვინმეს თუ გინდა დააბრალო ერთადერთი ადამიანი ვარ მე. -ჯანდაბა... -კიდე გინდა რო დავრჩე? -არა..უშავს. დაიკიდე...-არაა გონზე ვერ მოვდივარ, რა ტყულიად ვეჩხუბე ქეთას... აუუუ. შანსი არაა ბოდიში როგორ მოვუხადო? რა ვუთხრა? -მაშ ჩამოფრინდი დედამიწაზე-გამომაფხიზლა ირაკლიმ-კარგად ხარ? -კი. აუ იკაა,გახსოვს მაშინ ბაბუაშენთან რო ვიყავით სოფელში და ჭაჭა რომ მოიპარა ლეომ, ღვინო რო ეგონა, მთელი ღამე რომ სვამდა და დილას დარბოდა პახმელია მაქვსო. აუ იმ ღამეს მეც რამდენი დამალევინააა. -მოიცა რა? შენ და ლეო ღამე ჩემთან სოფელში მარტო დარბოდით ბაბუაჩემის ჭაჭით და მე სად ჯანდაბაში ვიყავი? -აუ შენ მემგონი... აა მაშინ ვიჩხუბეთ და გვერდით ვიღაცა ბ***ი იყო სალი და მაგასთან გადახვედი ჯინაზე, ვითომ დასალევი აღარ გვქონდა. -აა მახსოვს, აუ რა კაი გოგო გამახსენე, მაგარი ტანი აქვს-მე ხელი ვკარი და მას გაეცინა.’ -რა და კიდე იტყვი რო არ ეჭვიანობ მაშ? -არა როგორ არ ვეჭვიანობ ოღონდ ბ****ე ნამდვილად არა. -აბა ვიზე? -აღარავიზე. -ეხა არ თქვა ქეთიზეო. -... -შანსი არაა-გადაბჟირდა ირაკლი, მე კიდე სახეზე სულ გავწითლდი... რა მე ვერ დამადანაშაულებთ... სერიოზულად მეგონა რომ ირაკლი და ქეთი... ნუ... და მაგიტო უთხრა ქეთამ ჩემ ორსულობაზე ირაკლის..-კაი ერთხელ გეტყვი და გიოს ვფიცავარ აღარ გაგიმეორებ ამას იქამდე სანამ ერთად არ ვიქნებით. ჩემო ცხოვრება მე შენ მიყვარხარ და რო მეცოდინება რო ვიღაცასთან არ გევასება რო მაქვს ურთიერთობა მაშივნე გავწყვიტავ ყველანაირ კავშირს. -კაი.. როგორც გინდა. -როგორც მინდა... აი რა მაშ გამაგებინე რაშინ გინდა ეს სიჯიუტე? ეხა ორივემ კარგად ხო ვიცით რო შენ გიყვარვარ? -მიყვარხარ? -ხო რო გიყვარვარ -არ ვიტყვი. -კიდე ვერ მპატიობ? -ვერა. -შენი არჩევანია-ისევ ნაწყენი ადგა და გასვლა რო დააპირა დავუძახე. -ირაკლი არ წახვიდე-უხმოდ შემობრუნდა-ადგომა არ შემილია იქნებ მოხვიდე?-ძაღლივით დამემორჩილა :დ-კიდე ახლოს-ჩემკენ დაიხარა, კისერზე ხელები შემოვხვიე და ჩემკენ მივიზიდე-ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ-ვუთხარი და ვაკოცე. მანაც არ გამაჩერა, ჩემი ცხოვრება, როგორ მომნატრებია, როგორ ველოდი ამ წუთს... მთელი ძალით ჩავიხუტე, აღარ მინდოდა გამეშვა. ჩემი იყო, ჩემია და ჩემი იქნება. არასდროს გავუშვებ. გვერდით მომიწვა და მხარზე თავი დამადო. -ძაან მომენატრე. -მეც-შემომხედა და ისევ მაკოცა. -გიო მოდის ხვალ? -კი. -გამოჯანმრთელდა? -არა, უბრალოდ ფული არ გვაქვს საკმარისი რომ აქ დარჩეს. -სახლში რამე სერიოზული რომ მოუვიდეს? -ექიმმა ერთადერთი რაც შეილება მოხდეს და მაგის შანსებიც ძალიან დაბალია ის არის რომ ვეღარ გაიაროს და მაგის მკურნალობაც შეილება. -აუ რა კაიაა, ევასაც ხვალ წერენ. -ხოდა მერე 1-2კვირაში ყველა რო მაგრა იქნებით სახლში მოიყვანე ვინც გინდა მაგათი ჩათვლით და მაგრა გავერთოთ. -კი, საწოლში მომიწექით ყველა და წვენი დავლიოთ. -მაგას მერე მოვიფიქრებთ. -აუ იქნებ რამე მოიფიქროს ექიმმა ისეთი რომ სულ წოლა არ მომიწიოს? -ვერაფერს მოიფიქრებს, ექიმია ჯადოქარი კი არა. -აბა ადგომა რო მინდა? -მოიცა რაა. 6თვე და მორჩა მერე. დაიძინე ეხლა, დაღლილი ხარ გეტყობა. -სანდროს რა უქენი? -არაფერი. -რას ქვია არაფერი? -დაველაპარაკე როგორც კაცი კაცს. -დავურეკავ მაშინ თუ ყველაფერი მოგვარდა არ მიდნა ცუდი ურთიერთობა მქონდეს მაგასთან. -არა, არ დაურეკავ. -რატო? -ჩათვალე რო ჩვენი ოჯახის მტერია. -ოჯახები გადაამტერე ერთმანეთს? ვიღაც ცინგლიანი ბარბარეს გამო?!!! -ნუ ყვირიხარ, ეგ შენი საქმე არაა. დაიძინე და ნუ ცანცარებ-შუბლზე მაკოცა და გადამაფარა საბანი, შემდეგ რაც არ უნდა მეთქვა ხმას აღარ მცემდა, დამპალი. ამიტომ ძილი მომიწია. დილით შემოვიდა კოტე მათესთან ერთად. ნელა მომკიდა ხელი მხარზე და შემანჯღრია, თვალებიდან ძლივს გამოვიხედე, სასტიკად მეძინებოდა და გული მერეოდა. -აუუუუ რა გინდა? -შშშ, გინდა მე წაგიყვანო ჩვენთან? თუ ირაკლისთან ერთად აღარ გინდა. -არა, ერთად ვართ მე და იკა ისევ. -ერთად? რამე მოწიე? -არა. -აბა შენ არ გაყვიროდი აღარ შევურიგდებიო? ის ერთი თვე რა დრო გვატარებინე. -ხო, რავი. მოიქცევა ცუდად და პირველი შენთან გამოვიქცევი. -მაშ, პროსტა არ მინდა რო ისევ გატკინოს გული რა. ჩემი პატარა და ხარ ბოლოს და ბოლოს რამდენი წლისაც არ უნდა გახდე. დარწმუნებული ხარ? -კი, კი. მადლობა კოტე, დაიკიდე მიდი წაიყვანე მათე და ევა და რო მოძლიერდება ევა მოიყვანე ჩემთან. -კაი, მოგაკითხავ ხოლმე მე-ჩამეხუტა და წავიდა. ტელეფონი ავიღე და საათს რომ დავხედე 11იყო, ესე ძაან რატო მეძინება... ირაკლი აგვიანებს? 12მდე უნდა წავიდეთ. სად არი ამდენხანს... ღმერთო ეხლა ავდგები და ძებნას დავუწყებ!! ირაკლიიი! მოიცა ეხა ხო ჩემ გონებაში ვყვირივარ და ისე სიმართლეში უნდა დავუძახო. რო დავურეკო არაა? მისი ნომერი ავკრიფე და დავურეკე. ტელეფონი დედამისმა აიღო. -ალო? ქალბატონო ირმა ირაკლი სახლშია? -არა, თქვენ წამოსაყვანად წამოვიდა შვილო. -როდის? -1საათის უკან რა იყო? -არა, არაფერი. მადლობა ქალბატონო ირმა. -არაფერს, გაიხარე შვილო. როგორ ხარ? -რავი უკეთესად. -კარგი, რამე ხო არ დაგახვედრო? -არა, რო რამე ირაკლის ვეტყვი. მადლობა დიდი-და გავუთიშე. 1საათი არ უნდა მაგის სახლიდან აქამდე, უკვე ვნერვიულობ, ეგ სულ შარში ეხვევა ეხლაც რო რამე მოხდეს? აი ძლივს ირაკლიმ ინვალიდის ეტლით გიორგი შემოიყვანა, რატომღაც მეორეც შემოაგორეს. -გიოო, როგორ ხარ? -კარგად შენ? -რავი. -მაშ, რა სახე გაქ?-მაშინვე შემამჩნია ირაკლიმ რომ ვინერვიულე. -ჩვეულებრივი. -რამე მოხდა?-ჩამაცივდა. რა უნდა მომხდარიყო დამპალო! რამდენი მანერვიულე. -არა. მე ამით მივდივარ?-ინვალიდის ეტლზე მივუთითე. -ხო. -სხვანაირად არ შეილება? -რა არ მოგწონს ინვალიდების სკამში?. -არ ვიცი, არ ვაყენებ არავის შეურაცყოფას მაგრამ ჯერ ფეხები მაქვს და შემილია ისე წამოვიდე, მანქანამდე დიდი გზა არაა. -ექიმმა ან ესე ან კიდე სახლში არ წამოვაო. -ჯანდაბა-დავუჯერე და ჩავჯექი. კარიდორში რომ გაგვიყვანა ირაკლიმ, მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ რომ გასწრობანა გვეთამაშა, მაგრამ ვინ დაგაცდის როგორც კი ბორბლებს ხელები მოვკიდეტ, ირაკლიმ ორივეს სახელურს ჩაავლო ხელი და არ დაგვაცადა გართობა, გვითხრა ეგღა მაკლია ორივე თავიდან დაილეწოთ და კიდე აქ ეგდოთო. ესე იგი ეს ხე ადამიანია რა, იმას კი არ იტყვის რამე არ მოიწიოთ ბავშვებო, ცუდად არ გახდეთ ან რამე ეგეთი, არა! როგორ შეილება! ხე! ფუ. მოგარჯულებ მე შენ. დარწმუნებული ვარ შენც ეგრე ფიქრობ რო მომარჯულე მარა ვააიიი, ვინ ვის მოარჯულებს მაგასაც ვნახავთ. ცხოველი ორივე პირდაპირ ოთახებში შეგვათრია, დაისვენეთო და ორივეს ოთახში დაგვიტოვა ინვლიდის სკამები, თვითონ კი წავიდა. დებილი, ინვალიდის ეტლი ხო აქაა თავისუფლად გავალ აქედან, გიორგისაც დავუძახე და სამზარეულოში გავგორდით. -ყავა გინდა გიო? -კი. ძლივს მივგორდი მადუღარამდე და ისევ დავგორდი, დაქანება იყო. კიდე კარგი გიორგიმ დამიჭირა. ორივეს სიცილი აგვიტყდა. რაღაცნაირად ისევ მივედი და მოვადუღე ყავა ორივესთვის. -აბა მოყევი ვინაა ესეთი ეს გოგო? -აუ რავი, გოგოა რა. -გოგო როა მეც ვიცი-ძლივს შევიკავე სიცილი-კიდევ კარგი ბიჭი არაა. -ფუ კაი რას ამბობ. -კაი ვინააა თქვი. -უბანში გავიცანი, ძაან წყნარი და რაღაცნაირი გოგოა რა. რო არ ეწევა, არ ლოთობს, დამჯერია და საერთოდ არ ჯიუტობს. ისეთი გოგოა ყველას რო უყვარს, მოკლედ 2კვირის უკან ცოლობა ვთხოვე, დამთანხმდა... -მერე საავადმყოფოში რატო არ მოვიდა? -იყო, ერთი-ორჯერ უბრალოდ მე ვთხოვე ჩემებმა არ დაგინახონ, ჯერ არ მინდა ესე რო გაიცნო თქო. -დაჟე ცოლიი? გიორგი ირაკლიმ რო გაიგოს ხო იცი რო თავში გირტყამს რაღაცას, 18ის ხარ! -თითქმის 19ის. აღარ ვარ პატარა, ცოლს მოვიყვან თუ არა ეგ ჩემი საქმეა. ერთ უნივერსიტეტში ვაბარებთ ორივე. -გაგიჭირდებათ, პატარები ხართ.... გიო ფეხმძიმედ ხო არაა? -არა, მაშა გააფრინე? დებილი ხო არ ვარ. ბავშვისთვის ნამდვილად არ ვართ მზად. -არც მე ვარ... კაი არ ვეტყვი არაფერს ირაკლის. ვიცი რას ნიშნავს როდესაც ახლობელი გღალატობს. -შეურიგდი ქეთას რა, შენც ისტერიჩკა ხო არ ხარ. რა გინდა შენ და ირაკლი მაინც ერთად ხართ და. -მოიცა.. რა? შენ.. საიდან? -რა უნდა მაგის გაგებას, ერთმანეთის დანახვაზე... -კარგი! კარგი. გასაგებია, ვიცი რო იცი-გავწითლდი-არ გამაცნობ? -კი, ეხლავე გავგორდეთ მე და შენ გინდა? -აუ ხო. დაურეკე, შენებიდან მაინც არავინაა აქ. -რავი.. ნაღდად? -არა ტყუილად, მიდი დროზე რო რამე ვიტყვი რო ჩემი დაქალია. -კაი-ტელეფონი აიღო და დაურეკა. -ბარბარე? ამო რა ჩემთან ჩემი ძმის ცოლს უნდა მაგრა შენი გაცნობა. -ვინაა? -ძაან კაი გოგოა, თითქმის ჩვენხელაა, მიდი რა. -კაი. 5წუთში ამოვალ-და გაუთიშა. -და ლუკასთან ერთად რა უნდოდა ქუჩაში? -ის ლუკა დასდევს, მევასებიო, იცოდა რო ცოლად მომყავს და სპეციალურად ამიშალა ნერვები. -კაი, დაიკიდე დაველაპარაკები მე ლუკას. -არა, მაგას მე მოვაგვარებ. -როგორც გინდა. მემგონი კარზეა, რომელიც მიასწრებს ის გააღებს. -კაროჩე, მე ეხლა ავდგები და შენ არაფერს ეუბნები იკას. -რო წაიქცე? -არ წავიქცევი, ვცადე ადგომა საავდმყოფოში და გამომივიდა. -კაი როგორც გინდა. გიორგი წამოდგა და ისე გაიარა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. კარი გააღო და ბარბარეს აკოცა. -რატო დგახარ გიო არ შეილება. -ბაბუს შენ მაინც არ დაიწყო რა-ხელი შემოხვია წელზე, კარი მიხურა და სამზარუელოში შემოიყვანა, თვითონ მოვიდა და გადამკოცნა. კაი ტიპი ჩანს. მომეწონა, განსხვავებულია და ორიგინალური, ისეთი კი არაა დღეს გოგოები ჩაცუცქულები რომ დგანან ქუჩებში და სურათებს იღებენ, ბიჭებს იქით რო აჩმორებენ, ფუ რა ვუთხარი ეგეთ გოგოებს. გოგო ნაზი უნდა იყოს და არა ლოთი და სიგარეტის სუნით აქოთებული, დღეს დამიჯერეთ ბევრი ეგეთს აღარ მოიყვანს ცოლად. ჩემს წინ დაჯდა, გიოც სკამზე დაჯდა ისევ. -ბარბარე მორჩა მომწონხარ, მე თქვენკენ ვარ. ყველაფერში დაგეხმარებით. -მადლობა, მთავარია ჯერ არავინ გაიგოს. გაპარვას ვაპირებთ, ჯვარი უნდა დავიწეროთ. -რამდენი ხანია ერთად ხართ? -1? თუ 2? მემგონი 2წელი. -კი, 2წელი და 1თვე-მიპასუხა გიორგიმ. -ამდენი ხანი... ერთმანეთისგან შორს ყოფილხართ? -მარტო ზაფხულობით, 3თვე. -მეც ხო წამიყვანთ ჯვრისწერაზე? -აბა რაა. -ბარბარე, სად გაიცანი გიო? -უბანში დაქალებთან ერთად ვსეირნობდი ხოლმე საღამოობით, ერთხელ გამოვედი მარტო და ჩემი ყოფილი შეყვარებული დამადგა, ჩხუბი დამიწყო, მკლავში ჩამავლო ხელი გინდა თუ არა გიტაცებ და ცოლად მომყავხარო, მაგ დროს გიო მოვიდა და ისეთი ჩაარტყა რო ის გაითიშა. მერე გარეთ ვხვდებოდი ხოლმე, ჩემ ერთ დაქალს დაევასა მაგის ძმაკაცი და კიდე უფრო გახშირდა ჩვენი შეხვედრები, მერე უკვე შემიყვარდა და დაველოდე გიოს, ვიცოდი რო ვუყვარდი და ბოლოს მაინც ვათქმევინე. -რამდენი შეყვარებული გყავდა? -2, ჩემი ყოფილი იოანე და ეხა გიო. -ძაან ბევრს უყვარხარ? -კი. -ყველაფერს ვფიცავარ თბილისში ვინც არსებობს ყველა ვცემე რო მეორეჯერ არ მიეკარონ. -კაი გიო რათ გინდოდა-ეს მუშტი კრივით მოგვარება რა ჯანდაბაა. კაი დავიჯერო ამდენი იყვნენ რო ყველას ცემა მოუწია? :დ -შენ რას ლაპარაკობ იკამ მთელი თბილისი კი არა მემგონი ნახევარი საქართველო ცემა. სადაც არ უნდა წასულიყო დასასვენებლად იკა სულ დაყვებოდა ხოლმე, ერთად დიდიხანი იყვნენ ძაან, ხოდა სადაც დადიოდა სულ ვიღაც ეკიდებოდა და იკა მიდიოდა და ცემდა. -დედა რა საყვარელია-თქვა ბარბარემ და დაიმორცხვა. მე ძალაუნებურად გამეცინა, ამ გოგოს იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს. -არ არსებობს, მე გახევ ცოლს გიოოო. მოკლედ მე მარტო დაგტოვებთ რა, ძაან დავიღალე. ხო ბავშვებო არ იცუღლუტოთ აქ თორე ხო ხედავ ბარბარე-ჩემ მუცელზე დავიდე ხელი, გამეცინა და გავედი. -რა საყვარელიაა. -ვიცი, მალე იკასაც გაგაცნობ. პროსტა ჯერ ჯვარი დავიწეროთ. -ჩემი ძმები მოგკლავენ. -არ მეშინია. -ისინი სამნი არიან შენ ერთი. -მე ყველას მოვერევი შენ გამო. *** მეორე დილით ირაკლი ისევ არ დამხვდა სახლში, ისევ სამსახურში იყო. ხშირად ვეღარ ვნახავდი ალბათ. წამოვჯექი, ინვალიდის ეტლში ჩავჯექი და სამზარეულოში გავედი, სახლში ირაკლის დედა დამხვდა. მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა. -ქალბატონო ირმა სამსახურში არ ხარ? -ეხლა უნდა წავიდე, რატო ადექი? -მომშივდა. -დაგეძახა, მოიცა ეხლავე გამოგიტან ყველაფერს. სქესი არ იცით ხო ჯერ? -არა. -ალბათ ბიჭი იქნება, ირაკლის დაემსგავსება და წარმატებული ბიზნესმენი გამოვა, ახლა კომპანიის შექმნაზე მუშაობენ ირაკლი და ლადო. -იქნება და ბიზნესმენობა არ მოუნდეს? -შენ საიდან იცი. შვილო შენ იქნები აქ როდესაც ბავშვი დაიბადება? -ხო აბა მე უნდა გავაჩინო. -არა, გეუბნები ბავშვი რომ აქ იქნება მასთან ერთად იცხოვრებ? -რაა? ჩემ შვილთან თუ ვიცხოვრებ? ჩემი შვილი ჩემთან ერთად და ჩემ მშობლებთან ერთად გაიზრდება კახეთში. -სოფელში? -რა გართულება გაქვთ სოფელთან? -შვილო... კილო... -რა კილო? ლ ს ნამდვილად არ ჩაარტყამს თუ მაგაზე ნერვიულობთ, არც მე ვურტყავ ლ-ს და ვერ ისწავლის. -რატომ არ გინდა აქ ცხოვრება? -რატო უნდა მინდოდეს? -შენი ქმარია აქ. -მერე ირაკლი ვერ წამოვა? -აქ სამსახური აქვს. -ქალბატონო ირმა არ მინდა გაწყენინოთ მაგრამ მემგონი მე და ირაკლი გადავწყვეტთ ბავშვის მომავალს. -რა? ეს ბავშვი ჩემი შვილიშვილია!!! ჯაფარიძეების გვარს ატარებს! ყველა იმ ქონების მემკვიდრე იქნება რაც გაგვაჩნია, ამასთან ერთად ახალი კომპანიის. -როგორ მიყვირიხართ?!! -შენ როგორ წევ ტონს ჩემთან ლაპარაკისას?!!! ოთახიდან გიორგი გამოვიდა. -რა გაყვირებთ?!!- გაგიჟებული გამოვიდა ოთახიდან, ამ წამს ზუსტად ირაკლის გავდა. -შენ რატო ადექი?!!-დაუყვირა ირმამ გიორგის. დედა რა დაემართა? აქამდე სულ მიღიმოდა. -ექიმს ველაპარაკე და იმიტო ავდექი! რატო უყვირიხარ მაშას? -შენ! შენ... როგორ მელაპარაკები. დედა წნევა მაქვს... ესე გაგზარდეთ ხოო-დაჯდა და ქოთქოთი დაიწყო. -დედა არ გინდა რაა-გიორგი არ მივარდნია და არ დაუწყია დედა როგორ ხარო, დედა დაწყნარდი და ასე შემდეგ, როგორც ჩანს ეს მისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო. -წავედი მე, წავედი თორე მაინც არ მაფასებთ-თქვა და კარი გაიჯახუნა. დედააა, მთლიანი ოჯახი რა ჩაციკლულია კარების ჯახუნზე, რა ევასებათ კარების ჩამოგდება და მერე კეთება? უეჭველი კარების ბიზნესი ექნებათ. ხალხთან მივლენ ჩამოუნგრევენ კარს და შეთხრიან მათ კომპანიას. -მადლობა. -არაფერს-თქვა და ოთახში შევიდა. ამ ჩხუბის მერე ყველაფრის სურვილი გამიქრა. ეს რატომღაც ირაკლის ლექციებს გავდა, რომ ბავშვმა აუცილებლად აქ უნდა იცხოვროს და ბლა ბლა ბლაა... ალბათ დედამისსაც ესე ელაპარაკა. შანსი არაა მე აქ აღარ გავჩერდები. ნელა წამოვდექი და ფეხზე ჩავიცვი, შემდეგ კურტკა მოვიხურე და კარისკენ წავედი, მაგრამ გიორგიმ შემაჩერა. -სად მიდიხარ გოგო დაჯექი როგორ შეილება? -მე აქ აღარ გავჩერდები, ამდენ დამცირებას აღარ ავიტან, შენი ძმა და დედაშენი ბოლოს მომიღებენ. -რას ამბობ მაშა სულ გააფრინე? ირაკლი სახლში რო მოვა ყველაფერს ააფეთქებს. დარჩი და დაწექი რა. ნუ მაიძულებ რო დავურეკო. -რაა? -არ შეილება შენთვის ნერვიულობა, გეხვეწები მიბრუნდი, დაწექი საწოლში და გეფიცები ირაკლი რო მოვა მეთითონ დაველაპარაკები. -რო წავიდე ეტყვი? -ნუ მაიძულებ. -გარისკე. -მაშა, გთხოვ ისტერიკებს ნუ მოაწყობ -გამიშვი!-და ზუსტად ამ დროს მოვიდა ირაკლი. -რა ხდება აქ? რატო დგახართ თქვენ? ორივე საწოლში უნდა იწვეთ. ამიხსნით აქ რა ხდება? -მე აქედან მივდივარ. -რაო?-გაეცინა ირაკლის-გიორგი რა მოაწევინე ამას ფეხმძიმედ არის როგორ შეილება. -არ ვღადაობ, მე აქედან მივდივარ. ცოტათი დასერიოზულდა. -სად მიდიხარ გოგო! თავი რას მიარტყი? -მე აღარ ავიტან ამდენ შეურაცყუოფას ჯერ დედაშენისგან მერე კიდე შენგან! როგორ მელაპარაკები საერთოდ! -გიორგი ოთახში შედი. -იკა დაანებე.. -გიორგი!!-გიო ოთახში შევიდა და აბა გამოიცანით რა... კარი მიიჯახუნა. ღმერთოოოო სახლი მაინც შეეცოდოთ-დროზე ოთახში. -არა. ხელში ამიყვანა და ძალით დამაწვინა, მერე გვერდიდან მომიწვა და მის მკლავებში მომიქცია. -ეხლა კარგად მომისმინე, მე შეურაცყფას ცხოვრებაში არ მოგაყენებ, არ გატკენ და საერთოდ არც შეგაგინებ. დედაჩემმა რა გითხრა ნამდვილად არ ვიცი, მომიყევი და მერე გადავწწვიტოთ ვინ სად წავა და რატო, კაი? ცოტა არ იყოს დავიბენი, შედარებით სხვანაირ რეაქციას ველოდებოდი... მაგალითად ღრიალს და ყვირილს, კარების მეტ ჯახუნს. ირაკლის ესეთმა ლაპარაკმა გული მომილბო. -არაფერი, მეჩხუბა. თავიდან მკითხა ბავშვი რომ გაჩნდება და აქ იცხოვრებს შენ სად იქნებიო? არ აპირებ ბავშვის მიხედვასო? მერე გინდა თუ არა ჩემი ერთადერთი შვილია და ჯაფარიძეების კომპანიას გაუძღვებაო. -აუ რამხელა ენა აქვს ამ ქალს. კაი გპირდები მოვაგვარებ. -არ გაჩერდება, ირაკლი მთელი დღე სახლში მარტო ყოფნა არ მინდა, ვერაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვწევარ და მორჩა. -აბა რა გავაკეტო სამსახურს დავანებო თავი და დებილივით ვეგდო სახლში? კარგი მაშინ ესე ვიზამ, რადგან კომპანის მე და მამაჩემი ვაკეთებთ, მამაჩემი დილით იმუშავებს და მე ღამით. -და მერე ღამეები ათენო? -მამაჩემი 7მდე იმუშავებს, მე მერე 9დან დილის შვიდამდე და მოვალ და დავიძინებ. მერე 9ზე ისევ მამაჩემი. გაწყობს? -ჩემ გამო... -დაწყნარდი, შენ გამო არა ესე მომინდა. -აუუ ირაკლი როგორ იცი მომენტების გაფუჭება. -მაპატიე ჩემო ცხოვრება, დედოფლისავით გაცხოვრებ, არაფერი არ მოგაკლდება, კომპანის ფეხზე დავაყენებ და ჩვენ სახლს ვიყიდით-მითხრა და მაკოცა, ვაიმმეე დავდნი, გავშრი, მივიყინე-და კიდე არ ადგე საწოლიდან რა, ბავშვს გაუფრთხილდი. -კაი. მისმინე მიდი რა გიოს დაელაპარაკე. -რაზე? -აი იმ გოგოზე. -რატო -რა რატო ქვა ხარ ადამიანი კი არა, გოგო უყვარს, არ გინდა იკითხო ვინაა? -რო ვიპოვო თავს ვერ შევიკავებ და ვაგინებ, მაგ გოგოს გამო მოხვდა გიორგი საავადმყოფოში. -სიყვარულის გამო. შენ არ იზამდი იგივეს ჩემ გამო? -ვიზამდი მარა მე წესიერად მივბეგვავდი, ნიჭიერად და იმან უნიჭოდ იჩხუბა, თან მარტო წავიდა კაი რა 20კაცთან შანსი მეც არ მექნებოდა. შევთავაზე დაიცადე და ერთად წავიდეთ თქო, ლეოს გავიყოლებდი და დანარჩენებს, იქნება და ვაბშე ცივილურად ვაგვარებდით. -მაინც, ძმა ხარ ირაკლი ხესავით ხარ, დაელაპარაკე როგორც კაცი კაცს. -რამე იცი და არ მეუბნები? -არა. -აბა რა ძმობას მასწავლი? გიოს ვიცნობ ისე როგორც ჩემ თავს. -ირაკლი. -კარგი ეხლავე მივდივარ და დაველაპარაკები. *** ირაკლიმ კარზე დააკაკუნა და შიგნით შევიდა. -ვთქვი შემოდი თქო? -გიო ნუ იქცევი თინეიჯერი ქალაჩუნასავით-გვერდით ჩამოუჯდა გიოს. -რა გინდა? -მომიყევი აბა ბარბარეზე, ვინაა ესეთი რო თავს წირავდი მაგის გამო. -გოგოა რა. -კიდევ კარგი რომ მითხარი თორე გული შემიღონდა. -მაშამაც იგივე თქვა. -ხო იგივე უთხარი და, კაი წესიერად მითხარი. -უბანში გავიცანი, 2წელი და 1თვეა ერთად ვართ. -ამდენი ხანი? მერე? -მერე ცოლად უნდა მოვიყვანო. -რა ეხლა?! ჯერ სწავლა არ დაგიმთავრებია. -რო დავამთავრებ, ჯერ არ ვიცი. -რა გეჩქარება, თუ 2წელი გაძელით 3ის და 4იც გაძლებთ. -და აზრი? ადრე დავქორწინდებით თუ გვიან. -რამდენისაა ბარბარე? -ჩემხელაა. -ერთ სკოლაში სწავლობთ? -არა. -არ გაგვაცნობ? -დედას? დედას მაშა არ მოსწონს და ბარბარე მოეწონება? -მოეწონება, როგორია? -აუ ძაან განსხვავებულია. არ ეწევა, არ სვამს, ძაან წესიერია, მოკლედ ძაან ნაზი და დამჯერია რა. არანაირი პრობლემა პირადად მაგასთან არ მაქვს და აი რაც მე მაგის თაყვანისმცემლები მყავს ნაცემი. -იმიტო მოდიოდი სუ დაბეგვილი სახლში-გადაბჟირდა ირაკლი. -ისინი ჩემზე უარესად იყვნენ. -გიო, შემდეგზე მითხარი მეც და წამოვალ. ისე ყოველთვის ჩხუბი არაა აუცილებელი, ცივილურადაც შეილება მოგვარდეს ყველაფერი. -კაი. -ხვალ მოიყვანე სახლში, მე დედას გავაფრთხილებ. -აუ რავი.. კაი. -აუ რავი კაი რა არი ისწავლე წესიერად ლაპარაკი თუ შეილება. ჭკვიანად და ნუ იტვირთებ ესე ძაან რა, შენც მაშა ხო არ ხარ რო შენ თავს ვერ მიხედო. -ექიმს ველაპარაკე. -და რაო იარე ბევრიო? -არა... -ხოდა კაი *** დილით ირაკლიმ გამაღვიძა, ხელზე მკბენდა ძაღლივით. მეორე ხელით თავზე მივაწექი და გავაწევინე სახე. -აუუ მტკივაა. -გაიღვიძე? -არა. -კიდე გიკბენ. -რომელია? -2, რომელზე დაიძინე? -4? 5? არ მახსოვს -ყოჩაღ. დღეს ბარბარე მოდის. -ანუ ელაპარაკე? -ხო, თურმე ცოლად მოყავს. -როდის? -სკოლას რო დავამთავრებო. -ააა-ოხ გიო რაა, მთლიანი სიმართლე მაინც გეთქვა. -შენც გამოდი. -და ინვალიდის ეტლში ვიჯდე. -ნამდვილ სკამზე დაგსვამ ჩემო ცხოვრება-მითხრა და ისევ მაკოცა. -აუ კააიიიი, ეხა არა. მერე ვერ ავდგები. -მომენატრე და. -მერე რა. -როგორც გინდა, დგები? -ეს ეხა ხუმრობა იყო? როგორ ავდგე. -ხო... გინდა მანქანით გაგასეირნო. -არა, იყოს. რამე გემრიელი მომიმზადე. -კაი-დამჯერი ძაღლივით გავიდა. -ვინმეა სახლში? -არა-გამომძახა სამზარეულოდან. ირაკლის გრძელ საროჩკას დავავლე ხელი, ჩავიცვი და ეტლში ჩავჯექი. შემდეგ გავედი სამზარეულოში. ირაკლიმ წამით გამომხედა და გაშრა. ხმა ვერ ამოიღო. -რას მიკეთებ მაშა კაი რაა. გამომწვევად შევხედე და მისკენ გავგორდი. -არაფერს გიკეთებ, ამ ეტლში მიმზიდველი ვინ უნდა ჩანდეს, პროსტა ჩაცმა დამეზარა. -აჰაა, დროზე ჩაიცვი თორე შევიშლები. ნელა ავდექი და მას დავეყრდენი, შემდეგ ვაკოცე. -მაშაა! -მომწონს როცა გაწვალებ, შენ ხო მიშლი ნერვებს. -კაი, კაი დაჯექი და გავაკეთებ ეხლა ტოსტებს. -აუ ფაფა მინდა. -რა? -ფა-ფა. დაგიმარცვლო კიდე? -არა გავიგე მარა ფაფა რათ გინდა. -აუ ბავშვს უნდა. -რომელს შენ? თუ ჩვენ შვილს? -აჰჰაჰა, დროზე. -ეხლავე-მაშინვე გააკეთა ფაფა და წინ დამიდო. ვიფიქრე კიდე გავაწვალებ თქო-აუ გადავიფიქრე, კარტოფილი მომინდა. -აუუ კაი რაა. -ვღადაობ-თავისთვის ყავა გაიკეთა და წინ დამიჯდა. ჯიბიდან რაღაც წამალი ამოიღო და დალია. -ეგ რა დალია ეხა? -აუ დამანებე თავი რაა. -რა დალიე ირაკლი?!! შენ რა იჩხირები? გადაბჟირდა. -ეს იჩხირები რას ნიშნავს ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რა, თქვი პროსტა ნარკომანი ხარ? მე კი გიპასუხებ არა. -აბა რა წამალია? -ნერვოზის. -ნერვოზი გაქ? -შენ ხელში. -არა, მართლა. ექიმთან ნამყოფი ხარ? -მაშა, ჩემი საქმის მე ვიცი. -კაი... რომელზე მოვა ის გოგო? -წესით ეხლა ცოტახანში. ჩემებიც მოვლენ. -და მე რას ვგავარ!!! გააფრინე?-უცებ წამოვდექი და ჯინაზე გიო გამოვიდა. -ოჰოო... თქვენ დროს ტყუილად არ ხარჯავთ-გაეცინა გიოს. -გიორგი პატივი ეცი მაშას და შეეგდე ოთახში. მაშინვე ოთახში გავიქეცი, გამოვიცვალე, დავეგდე ლოგინში და ირაკლის დაველოდე. აი ისიც შემოვიდა ჩემკენ დაიხარა და მაკოცა, შემდეგ მანაც გამოიცვალა. გვერდით დამიწვა და ტელეფონში ჩაძვრა. -იკა, შენი ფეისბუქის პაროლი მომეე. -რა? -შენ ხო აიღე მაშინ ჩემი ტელეფონი, ეხა მე მინდა. -მე ტელეფონი ავიღე, ფეისბუქში ხო არ შევსულვარ? -ხო, მარა მე ფეისბუქი მინდა. -რატო, არ მენდობი? -შენ არ მენდობოდი როცა ტელეფონი აიღე? -არა და სწორიც ვიყავი, აბა ის ყ*** სანდრო ვინაა. -კაი ხო, მარა იქნებ შენც გყავს ვინმე ეგეთი. -აუ კაი თუ ეგრე გინდა ბაზარი არაა, აი შესული ვარ ყველაფერი გადაიკითხე-ტელეფონი დააგდო და აბაზანაში შევიდა. კარგი, როგორც გინდა. ავიღე ტელეფონი და შევედი მესიჯებში. უი აი ლეოს და მაგის ნაწერები. ,,აუ გუშინ რა ნ**ები დავითრიეთ მე და ნიკაამ, წამოსულიყავი შენც და გაერთობოდი’’ .,კი, გიოს და მაშას საავადმყოფოში დავტოვებდი და წამოვიდოდი აბაა’’ ,,მაინც არ იყავი საავდმყოფოში და’’ ,,ხო, მეტრეველის ოჯახს ავაკითხე’’ ,,ჩვენ რატო არ დაგვირეკე შე ყ***’’ ,,ცივილურად მინდოდა მომეგვარებინა და ამ სოფლელებმა ხელ=ფეხის ქნევა დაიწყეს, ორივეს ვხიე და წამოვედი. იმ სანდროს ჩემი ცოლი ევასება და იმ ლუკას გიორგის. რა ვერ ნახეს სხვა ქალი მთელ დედამიწაზე?’’ ,,აუ რა შ*** ააქვთ. რას იზამ’’ ,, რა უნდა ვქნა ევასებოდეთ და იყვნენ, უცებ არ მივათხოვო მაშა მაგათ, გიოსაც უყვარს ის ბარბარე და ყავდეს’’ ,,კაი, ეხაც არ ამოხვალ?’’ ,,ვერა, ის გოგო მოდის უნდა გავიცნოთ’’ აუ კაიიი აღარ მაინტერესებხართ, მოსაწყენებო. აბა, აბა... ეე ეს ნუცა ვინაა? მოდი თაიმლაინზე გადავიდეთ.. არაა!!! ყველგან იკას ფოტო რატო უდევს? -ირაკლი!!!!!!-იმხელაზე დავიყვირე ირაკლი აბაზანიდან წვერის საპარსი კრემით გამოვარდა. -რა მოხდა გოგო რა გაწივლებს?!! -ეს ნუცა ვინაა! -ვინ? აუ შენ შ*** ხო არ გაქ გოგო ამ ბ***ე ეჭვიანობ? -ვინაა! -ნა*ა აბა შენ ხო არ გეგონა ის ერთი თვე არავის მივეკარებოდი. -და ნა*ა როა მაგიტო უდევს ყველგან შენი ფოტოები? -რა ფოტოები უდევს? ეგ რო შევხვდეობდი მაგ პონტში იღებდა და უხაროდა, მე მეკიდა პროსტა ნა*ა იყო და მორჩა, არანაირი ნიშანი არ მიმიცემია რო შეყვარებული იყო და რას მეკაჩავები აქ, შენ არ იყავი ეს სანდრექსააა რო გევასებოდა? -ჯერ ეს ერთი წესიერად მელაპარაკე, მეორეც სანდრექსასთან არ დავწოლილვარ. -რატო ჭედავ ტოო? ვერ ვხვდები, ეხლა ხო არ მაქ ურთიერთობა მაგასთან? -ეხლაც დებს შენ ფოტოებს! -და რა ვქნა ფოტოები არ დადო თქო ვუთხრა? -მთელ უბანს ეგონება რო შენი საყვარელია და მე უბრალოდ ქალი რომელსაც შენი შვილი ყავს. ვაფშე სუ თავიდან რო მომიყვანე ცოლად ამ გოგოსთან იწექი? -არა, მაშა ძაან ნერვებს მიშლი უკვე! -აი რატო არ გინდოდა რო წამეკითხა ნაწერები ხო?!! მოდი ვნახოთ რეებს გწერს -ნახე და ჩემ პასუხებსაც დააკვირდი და ვაბშე არ მევასება გოგო რო პრავებს მიკაჩავებს და დაყენდი რა სანამ მე დაგაყენე! მეორეჯერ ხმას რო აუწევ ჩემთან მაგრა მოგხვდება რა!! გაგივიდა სულ-დაიღრიალა და შევარდა უკან აბაზანაში. ამის დედა მ****ნ ვინაა ეს ნუცა!! დაერხა ამ გოგოს. ამ დროს გიორგი შემოვიდა. -მოვიდა ბარბარე, შენ რომეოს უთხარი ნუ ღრიალებს. -აუ მოიცა მოაგორე ეს ეტლი თუ რაცაა და გამოვდივარ-გიო ჩაჯდომაში დამეხმარა და გამიყვანა ოთახიდან. ცოტახანში იკაც გამოვიდა და მისაღებში დავჯექით. -ბარბარე ხო? სასიამოვნოა-ეს ისეთი ტკბილი ხმით უთხრა რო ვიეჭვიანე, ნელა წამოვდექი ეტლიდან და სავარძელზე გადავინაცვლე -ჩემთვისაც. -დამაინტერესა სერიოზულად რამ შეგაყვარა ჩემი ძმა, ოღონდ ცვეტში. -რავი, ვერ ავხსნი, მიყვარს თან ძაან. აი ყველაფერი, იუმორი და აგრესია ყველაფერი გაწონასწორებულად აქვს, ჩხუბით ხშირად არ ვჩხუბობთ. ძაან კარგად ავეწყეთ ერთმანეთს. -ხშირად არ ვჩხუბობთ? და საერთოდ როდის გეჩხუბები?-გაბრაზდა გიორგი. -როცა მთვრალი ხარ. -დაჟე როცა მთვრალიო? გიორგი ხშირადაა მთვრალი? გიორგის რაღაც უნდა ეთქვა მარა ირაკლიმ კისერზე შემოხვია ხელი და ლამის მისრისა. -რავი, ხშირად არა მარა ზოგჯერ. ლოთიც არ ქვია. -მაინც ბოლოს როდის დალია? -მემგონი თქვენი ქორწილის დღეს, ჩხუბამდე. -და შე დებილო მთვრალი წახვედი საჩხუბრად? აი თურმე რატო მიგბეგვეს ეგრე საყვარლად -ირაკლი შევცვალოთ თემა-რატომღაც მეჩვენებოდა რომ ირაკლი გიორგის ამცირებდა და გავბრაზდი. -ბარბარე რომელ უნივერსიტეტში აბარებთ? -ჯავახიშვილში. -ჯავახიშვილში.. დაფინანსება გინდათ? -მე კი, გიოს არ ვიცი. -გიოსაც უნდა, თუ წესიერად ისწავლის. -გიო ჩემზე მილიონჯერ უკეთ სწავლობს. -რაა? გიო მართლა?-გაუკვირდა ირაკლის. -ჰო, რავი აბა. -რა რავი პირველად მესმის რო ეს სწავლობდეს, ვაბშე სკოლაში დადის? -კი, ყოველთვის. -არ არსებობს, გიო ვერ წარმომედგინა საღოლ. -ბარბარე ყავა გინდა? -კი. -შენ არ დალიო!-გამომძახა ირაკლიმ. ისევ ეტლში გადავჯექი და ორივე სამზარეულოში გავედით. -აბა როგორ მოგწონს? -რავი, ნარმალნა. პროსტა ძაან ჩმორი ხო არაა? -არა, მარა რომც იყოს მაგას რა ჯობია. -არ ჯობია, ძაან ჩმორს თუ შენ აჩმორებ სხვებიც დააჩმორებენ, ცოტა შეაფართხალე რა. -ხო, მარა აღიარე, ძაან ლამაზია. -ეგ ხო. გიო მაინც არ იჩქარო რა, მესმის დიდიხანია ერთად ხართ მარა, რა იცი. აი მე და მაშასაც გვინდოდა ადრე დაქორწინება მარა ხო ხედავ მერე რამდენი ხანი არ გვილაპარაკია. -გინდოდათ? -უი წამომცდა, მაშას არ უთხრა მომკლავს. დამმარხავს. არ მაცოცხლებს. -როდის? -მაშინ. რაში გაინტერესებს, ბარბარეს მიხედე, დარწმუნებული ვარ ყველა მაგას დასდევს. -აღარავინ უკვე. -რო რამე ჯერ მე მითხარი. ისევ დავბრუნდით ოთახში მე და ბაბი. -უი, იკა შენ ხო არ გინდოდა?-სულ დამავიწყდა ეს ორი. -არა ჩემო ცხოვრება მოდი ჩემთან-მივედი და გვერდით დამისვა. კარზე კაკუნი გაისმა. -მემგონი დედა და მამაც მოვიდნენ-თქვა გიომ და კარის გასაღებად გავიდნენ. -როგორი ქალია შენი დედამთილი?-მკითხა ბარბარემ. -გააჩნია როგორ მოეწონები. -ვაი-გოგო სულ გაფითრდა. -კაი ნუ ნერვიულობ ეგრე, სატანაც არაა სანამ საქმე ფეხმძიმობას არ ეხება. -კიდევ კარგი ჯერ ფეხმძიმედ არ ვარ. -რაზე ლაპარაკობთ?-დაინტერესდა ირაკლი. -შენი საქმე არაა. -დაჟე უკვე ეგრე? -ხო. -გიორგი რა მიქენი ეს! წამართვეს ცოლი! უცებ ოთახში შემოვარდნენ მასკიანი ბიჭები, ხელში იარაღები ეკავათ. -დედა შ****-ირაკლიმ წამში ამოიღო იარაღი ჯიბიდან და მათ დაუმიზნა, მე და ბარბარე კი მის უკან დაგვმალა-დროზე იარაღები დააგდეთ!!!-დაუღრიალა ირაკლიმ, მაგრამ იმათმა პირიქით გადატენეს. -დროზე თქვენ დააგდეთ თორემ ვისვრით-უკნიდან გიორგი გამოჩნდა, ხელში ლამპა ეკავა, ღმერთო ძაან მეცინებოდა, ამას იმედი ქონდა რომ ლამპით რამეს უზამდა ამ ხისთავიანებს? გვანიშნებდა არაფერი ქნათო, ირაკლიმ ყურში ჩამჩურჩულა-დაგვერხაო-იუმორის შემოტანა სცადა და არ გამოუვიდა, მე მართლა ვიცოდი რო დაგვერხა. -ბარბარე გაგვატანეთ და არავინ დაშავდება!! -რაო? ბარბარე? ბარბარეს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ირაკლის უკან დაიმალა, ჩამოებღაუჭა, მეც ირაკლის გვერდით დავდექი რომ ბარბარე დამეცვა, გიორგიმ უცებ იარაღი დაინახა და ერთს ესროლა, საპასუხოდ კი ამას 2გასროლა მოყვა და ორივე გიორგის მოხვდა, ირაკლიმ ერთს ესროლა... ისეთი ამბავი ატყდა რომ ბოლოში ვერც მივხვდი ვინ ვის ესროდა, მაგრამ როცა ყველაფერი დამთავრდა ოთახში ჩემი, ირაკლის და გიორგის გარდა აღარავინ იყო. გიორგი ძირს ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. *** -დროზე! სასწრაფო გამოიძახე, მე ვეცდები დავედევნო!-იარაღი დამიტოვა და გაიქცა, რას აკეთებს! მაშინვე დავრეკე სასწრაფოში, 5წუთში მოვიდნენ და გიორგი წაიყვანეს, მე თან გავყევი. ტელეფონი და არაფერი თან არ მქონდა, ღმერთო მერამდენეჯერ უნდა მოუვიდეს ამას ბარბარეს გამო რამე, ან ირაკლი სად გაეჩხირა ეხლა, რამე რო მოუვიდეს? ექიმებიდან ერთ-ერთს ვთხოვე ტელეფონი რომ მოეცა და დამერეკა. პირველი ვინც თავში მომაფიქრდა მიშკა იყო, აღრიალებულმა დავურეკე, დარწმუნებული არ ვიყავი რომ ყველაფერი გაიგო მაგრამ საავადმყოფოში მოვიდა. გიორგის პალატასთან ატირებული ვიჯექი და ვკანკალებდი, ირაკლიზე ვნერვიულობდი, რამე რომ მოსვლოდა... ჩემი ხელით მოვიკლავდი თავს. არცერთი არ წაიყვანო ვევედრებოდი ღმერთს, მე წამიყვანე, მე და მხოლოდ მე. ისინი დატოვე, ორივე თავისი სიყვარულისთვის იბრძვის, არ წაიყვანო. მიშკა მოვიდა, მისი ქურთუკი მომახვია და გვერდით დამიჯდა, ჩამეხუტა და აღარ მიშვებდა. მალე ლეო, ანდრო და თემოც მოვიდნენ. ყველაზე ახლოს მაინც მიშკასთან ვიყავი და მის გვერდით ვიჯექი. ექიმებს უთხრეს ჩემი მდგომარეობა და პალატა გამომიყვეს, ჩემი ექიმი გამოაგზავნეს ჩემთან და მან მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა დამამშვიდებელი გამიკეთა. შუა ღამეს გამეღვიძა, გვერდით კოტე მეჯდა, ჩაძინებოდა, ჩემი ხელი ეკავა. ნელა წამოვდექი არ მინდოდა გაღვიძებოდა მაგრამ ამაოდ, მაშინვე შეფართხალდა. -როგორ ხარ? -არ ვიცი.. ირაკლი მოვიდა? -არა. -დავიღუპე.. აღარ მოვა, უეჭველი ესროლეს და სადმე დატოვეს... -ნუ ლაპარაკობ ეგრე, შენთვის ნერვიულობა არ შეილება. -და ყველაფერი ამ ყ*** სანდრო და ლუკას გამო!!! ამათი დედა შ****!! -შშშ, მაშ ხალხს გააღვიძებ. არ ინერვიულო, გამოჩნდება. -გიორგი როგორაა? -გიოს 2ოპერაცია ჩაუტარეს, ორივე ტყვია ისეთ ადგილას იყო რომ ადვილად ამოუღეს, ეხლა სტაბილურადაა, უბრალოდ ექიმები ამბობენ რომ კიდე ერთი ასეთი შემთხვევა და გიორგი გავლას ვეღარ შეძლებს. -ჯანდაბა, რატო იტანჯება ესე ამ გოგოს გამო. კიდევ კარგი ირმამ არ იცის თორე იმ გოგოს მისი ხელით მოკლავდა. კოტე კარგად ვარ მე, წადი სახლში ევასთან. -არა, მე შენ წასაყვანად მოვედი. -რა? -ხო აბა საავადმყოფოში კი არ ვაპირებ შენ დატოვებას. ხვალ დილით მიმყავხარ სახლში, იქ მოგივლი. -სად დავეტევი ხო არ გააფრინე? -დედას და მამას მეორე სახლში გადავედით. ის დიდია და გვითხრეს მაინც აღარ ჩამოვალთო და თქვენი იყოსო, პირველს შენ და ირაკლის გჩუქნიან. -ეხლა არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს, პოლიციაში წავიდეთ და განვაცხადოთ. -იყვნენ მოსულები, უბრალოდ გიო გათიშული იყო და შენთან შენმა ექიმმა არ შემოუშვა, იქით ეჩხუბა ესეთ მდგომარეობაში რა დაკითხვაზეა საუბარიო. -გასაგებია. -დაიძინე ცოტახანი, ხვალ დილით დასვენებულზე, დამშვიდებულზე ერთად გადავწყვიტავთ რა გავაკეთოთ. -არა... თუ ირაკლი არ დაბრუნდება მე აბორტს გავიკეთებ. -რააა? შენ თავი რას მიარტყი? -აბორტს გავიკეთებ. ბავშვს ირაკლის გარეშე ვერ გავძლებ. -გოგო გონზე მოდი რა აბორტი? ჯერ არ ვიცით რა და როგორ მოხდება. დაწყნარდი და ცხელ გულზე ნურაფერს ნუ გადაწყვეტ. დაიძინე რა გთხოვ მაშ, რატო ვარდები პანიკაში, იქნება და საერთოდ ხვალ გამოჩნდეს, ეხლა ვერ გპოულობთ, დაისვენებს და ხვალ გნახავთ. -ეგრე გგონია? -კი. დავუჯერე და ძილი ვცადე, მაგრამ ამაოდ. დილით მუმიას ვგავდი, თვალები ჩაშავებული მქონდა, სახე სულ აწითლებული, ცხვირთან ერთად. კოტე უკვე ამდგარი იყო და ოთახში ჩემი ტანსაცმელები ქონდა მოტანილი ირაკლის სახლიდან. -ჰმ...-გავიზმორე და წამოვდექი-მივდივართ? -რას იზმორები, არც გძინებია. -შენ დაიძინებდი ვაფშე ევა რო არ გცოდნოდა სადაა? -ვეცდებოდი თუ ეს საჭირო იქნებოდა, მე ორსულად არ ვარ. შენ ექიმს ველაპარაკე, ესე თუ გააგრძელებს მუცელი სულ მოეშლებაო. დღეიდან ოდნავაც არასწორად რო გაფართხალდე ბავშვს დაკარგავ. რაღაც ვიტამინები დაგინიშნა, წამლები რომლებიც მოგაძლიერებენ. -დამეხმარე ადგომაში. -არ ჩაიცვამ? გუშინდელი ტანსაცმელები გაცვია, გავალ თუ გინდა. -არა, გული მერევა საავადმყოფოებისგან, როდის მორჩება ეს ყველაფერი. -კარგი-მოვიდა, ხელში ამიყვანა და ეტლში ჩამსვა-დედამ არაფერი იცის და არც უთხრა. -როგორც მეტყვი. -სწორია, სახლში რო მოხვალ აბა გაბედე და შემეწინააღმდეგე, შენ ხო იცი რო მე ირაკლიზე უარესები ვიცი. -ვიცი, ვიცი. არც გავბედავ. -ხოდა ეგრე-მითხრა და პალატიდან გამიყვანა, იქ ლეო, ნიკა, თემო, ანდრო, მიშკა, ოთო და საბა იყვნენ. -როგორ ხარ?-პირველი მიშკა მოვიდა. -რავი. -მიშა, სახლში მიმყავს მერე ნახეთ გთხოვ რა. -კაი. აბა შენ იცი მაშ. ყველამ გზა დამითმო გეგონებათ სირცხვილის კარიდორიაო. რა სასაცილოები არიან როდესაც არ იციან როგორ მოიქცნენ, გაგამხიარულონ თუ შენთან ერთად იწუწუნონ. ცოტახანში სახლში მიმიყვანა, იქ ისეთი სიჩუმე იყო გამიკვირდა. ახალდაბადებული და 4წლის ბავშვი ყავდათ, ესეთი სიწყნარე როგორ არის.პირდაპირ ოთახში შემიყვანა და დამაწვინა. -ევას ძინავს, რო გაიღვიძებს შემოვა. ეხავე მოგიტან სუპს და წვენს. -აუ სუპი არ მინდა პური და კარაქი ან რამე ეგეთი მოიტანე. -სუპი და წვენი-კბილებში გამოცრა და მერე გამიღიმა, მეც დავთანხმდი, ამასთან წინააღმდეგობის გაწევა ძვირი ჯდება.ცოტახანში ვისაუზმე და ამჯერად დამეძინა. 1საათში მათეს ტირილმა გამაღვიძა. ამის გამო ლუკასაც გაეღვიძა და მანაც ტირილი დაიწყო. -დეე! დედაა-ყვიროდა ოთახიდან. კოტე შევიდა და დააწყნარა, ცოტახანში მათეც გაჩუმდა. რა ადვილად ამშვიდებენ ბავშვებს, ნეტა მე და ირაკლიც ამათნაირი მშობლები ვიყოთ. გადიოდა დღეები, ირაკლის შესახებ არაფერი არ ისმოდა,პოლიცია ეძებდა მაგრამ სულ ამაოდ. გიორგიც ჩემ დღეში იყო,ყველგან ეძებდა ირაკლისაც და ბარბარესაც, გიჟივით დადიოდა, საქართველოს ყველა კუთხე მოიარა, ყველა ადგილი, მაგრამ თითქოს მიწას ჩაეყლაპა ისინი. მე აბორტის გაკეთება ვცადე, მაგრამ ისევ გიორგიმ დამიჭირა, თან ორჯერ. შემდეგ უკვე სულ მაკონტროლებდნენ და დროც გავიდა, მუცელი გამეზარდა. რამდენჯერაც პოლიციაში ვრეკავდით ერთიდაიგივეს იმეორებდნენ, გინდა თუ არა ვეძებთ და კვალს მივადექითო. ბავშვი გავაჩინე, უკვე წლინახევრის იყო. ირაკლის ამბავი აღარავის ახსოვდა. მარტო მე და გიორგი ვიყავით საშინელ დღეში, ბავშვი ბიჭი დაიბადა. ლაშა დავარქვით. ირაკლის გავდა, თვალებით, სახის ნაკვთებით, თმის ფერით, მემგონი მარტო იკას შვილი იყო. ძალიან მიჭირდა მისი მარტო აღზრდა. ბავშვმა არ იცოდა მამა ვინ იყო. ირაკლიმ ყველაფერი გამოტოვა... მაგრამ მე იმედი მქონდა რომ მის ბაღში შესვლას, სკოლაში სწავლის დაწყებას ვერ გამოტოვებდა. ვიმედოვნებდი რომ ის ცოცხალი იყო, პოლიციამ საქმე დახურა და გამოაცხადეს რომ ისინი მკვდრები იქნებოდნენ. გიო სად არ იყო წასული, ყველაზე მივარდნილი ადგილებიც მოინახულა მაგრამ ვერაფერი. გიორგი ყველანაირად მეხმარებოდა ლაშას აღზრდაში, მე ჩემ ძველ ბინაში ვცხოვრობდი, სახლში ვმუშაობდი და თან ლაშას ვუვლიდი. დილით ისევ ჩემმა ცხოვრებამ გამაღვიძა, სახეზე მისი პატარა ხელები დამადო და დაიჭყავლა. -დეე -მ... დე ადრეა ჯერ. -დეეე-არ ცხრებოდა ლაშა. -შენც რა მამაშენისნაირი ხასიათი გაქვს. -დეეეეე!!! -ვაიმეე... კარგი ვდგები ხო-წამოვდექი, ბავშვმა რატომღაც სიცილი დაიწყო, ვერ მიხვდი რა აცინებდა. სარკეში რომ ჩავიხედე სახეზე ულვაშები მქონდა მიხატული-გიორგია დე ააქ? გიორგი ჯაფარიძე სადაც არ უნდა იყო დაგბრიდავ!!-ავდექი და გიოს გავეკიდე, ლაშაც გამოგვეკიდა უკან. მთელ სახლში დავსდევდი და დამიჯერეთ როცა დავიჭირე კარგი არაფერი დაემართა. შემდეგ ყველა მაგიდის გარშემო დავჯექით. ალბატ იკითხავთ რატომ იყო გიორგი დილით ჩემ სახლში, ესე იცოდა ხოლმე, მოვიდოდა ნერვებს ამიშლიდა და წავიდოდა, თან ლაშას მამამისზე უყვებოდა. -გინდა წავიყვანო ლაშა სადმე? -არა, პირიქით, მიყვარს როცა ჩემთანაა. -აბრაზებ დედას? -არა-ისე გააქნია თავი კინაღამ დაეცა. -თუ აბრაზებ იცოდე ახალ წელს საჩუქარს ვერ მიიღებ თოვლისბაბუისგან. -არ ვაბაზებ. -კარგი. -გიო, ვერაფერი? -შენ როგორ ფიქრობ. -სანდრო და ლუკა ისევ არ ჩანან? -არა, რათქმაუნდა მაგათმა გააკეთეს. სად ყავთ? რა წამებას გადაიტანდნენ ბარბარე და ირკალი. წარმოდგენაც არ მინდა. -ცოლად ხო არ შეირთეს? -არ გამოუვიდოდათ, ჩვენ ხელი გვაქ მოწერილი, მერე ჯვარი უნდა დაგვეწერა. ვერაფერს უზამენ. -იმედი მაქვს. -ეხა ირაკლის ნამდვილად ვერ შეირთავდნენ ცოლად და სხვას რას უზამდნენ-რატომღაც გამეცინა, ამდენი ხნის მერე. -კაი ნუ მაცინებ. ლაშა დე ჭამე. -მე რო აღარ მინდა? -იცი დე მამა რას მეუბნებოდა როცა ვეუბნებოდი აღარ მინდა თქო? -რას? -... არ შეჭამ და მოგხვდებაო. -მომხვდება? -კი და თოვლის ბაბუ საჩუქარს არ მოგიტანს-მაშინვე თქვლეფით დაიწყო ჭამა. -მისმინე, სანდროს და ლუკას მემგონი აქვთ რაღაც დაჩაა -კახეთში, ვიცი. ვიყავი. არავინაა, სახლიც მთლიანად ავუოხრე.მაშ, 2წელზე მეტი გავიდა, შენ კიდევ გაქვს იმედი რომ? -ბავშვთან გიორგი. მაქვს იმედი და შენც გაქვს. ვიპოვით. -და რომ ვიპოვოთ? 2წელია და კიდე უფრო მეტი რაც არ გვინახავს არცერთი, ზუსტად ისეთები ჩამოვლენ? როგორ გგონია? -რას გულისხმობ? -სულ შეცვლილები დაგხვდებიან, შეილება ვერც გავუგოთ. -რეებს ბოდავ, ირაკლის არაფერი შეცვლის და არც ბარბარეს. მერე რა რომ ორი წელი გავიდა, ის ცოცხალია! მე ვიცი. -დედა რატო ყვირიხარ?-ახლა გამახსენდა რომ ლაშა მეჯდა გვერდით, რომ გავხედე თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა. -არა დეე, არ იტირო. კაი აღარ ჭამო თუ გინდა, მიდი ითამაშე-ლაშა ჩამოფოფხდა სკამიდან და მის ოთახში გაიქცა. -კაცურად ირბინე ბიჭო!-გასძახა გიორგიმ-კარგი რა მაშა, გოგოსავით დარბის რა არის ეს. ფეხბურთზე უნდა წავიყვანო. -კიი, ბურთის ხელაა, ვიღაცას ბურთი ეგონება და გაიტანენ კარში. -რო გაიზრდება. -რო გაიზრდება ირაკლიც კარგად წაიყვანს-ვუთხარი და თეფში ავაცალე-ბატონო გიორგი სამსახურში არ გეჩქარება? -მივდივარ. ფული ხო არ გინდა? -რას მკადრებ, როდის მითხოვია ფული. -არასდროს და ზუსტად მაგიტომ გიტოვებ ხოლმე-უცებ დააგდო მაგიდაზე ფული, ლაშას აკოცა და გაიქცა. -მოგკლავ გიორგი!-ოთახში შევედი და ლაშა ხელში ავიყვანე-დე აბა მამას რა ქვია? -ირაკლი-სურათი ავიღე და მას დავანახე, სურათზე მე ლეო, მიშკა, ოთო, ნიკა, საბა და ირაკლი ვიყავით ჩვენ ქორწილში-აბა რომელია აქედან მამა? -ეს-ზუსტად ირაკლის დაადო ხელი. -ყოჩაღ დე-შუბლზე ვაკოცე და საწოლზე დავსვი, ტანსაცმელი ჩავაცვი, მეთითონაც გამოვიცვალე და მისაღებში გავიყვანე. -დე ეხლა ჩვენ გავისეირნებთ კოტე ბიძიასთან ხო? მათეს და ლუკას ეთამაშე და მერე მოვალ მე. -სად მიდიხარ? -მალე მოვალ. -კაი. ჩანთა გადავიკიდე ზურგზე, გავედი და კარი ჩავკეტე. კოტესთან მივედი, იქ როგორც ყოველთვის სისუფთავე იყო. ლუკა და მათე ზალაში თამაშობდნენ, მეც იქვე დავსვი ლაშა. -მისმინე ვიცი ძაან დაღლილები ხართ მარა 1-2საათით დაიტოვე რა. -რა დაღლილები მაშ, რამდენჯერ დაგვიტოვებია შენთან მათე და ლუკა. რათქმაუნდა დავიტოვებთ. სად მიდიხარ? -რაღაც საქმე მაქვს, ძილის დრო როცა ექნება მოვალ, ძნელად იძინებს ეგ, 2საათი უნდა სანამ დაიღლება ტირილისგან. -კაი, მიდი მაშ. ნაჭამია? -კი, რო რამე უბრალოდ ფაფა გაუკეთეთ, გიჟდება. -კაი. გადავკოცნე ლაშას და გავედი. -სულ ჩვენთან უნდა დატოვოს ხოლმე?-გამოვიდა ევა სამზარეულოდან. -ევა, გაჩუმდი. მაშა მარტო ზრდის ლაშას, შენ კიდე მე გყავარ. ისედაც იშვიათად მოყავს. -და სულ მარტო იქნება ამიტომ სულ დახმარება უნდა ითხოვოს? კოტე უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებელ ცხოვრებას. -მიეჩვევა! და მეორეჯერ ჩემ დაზე არ გაბედო ეგრე ლაპარაკი. -მაშა შენზე არანაკლებად მიყვარს მაგრამ უნდა მიხვდეს რას ნიშნავს მარტო ცხოვრება. -იცის, 2წელია მარტოა. *** გადავწყვიტე პირველად ამდენი ხნის განმალობაში მივსულიყავი ირმასთან და ლადოსთან. მათთან ერთადვე ცხოვრობდა ანი, რომელიც მალე გათხოვებას აპირებდა... რაღა მალე... უკვე 27ის იყო. კარზე რომ დავაკაკუნე ჯერ არავინ არ გამიღო, მერე ლამის ჩამოვიღე კარი და ანიმ გამიღო. -ვა.. მაშა? როგორ ხარ? ბავშვი როდესაც დაიბადა, მე და ირმას დიდი კონფლიქტი მოგვივიდა, მისი აზრით ბავშვს მის სახლში უნდა ეცხოვრა, მას გაეზარდა და მე ,,დავხმარებოდი’’. ბავშვი უნდა გამოსულიყო ბიზნესმენი და ა.შ. მე მინდოდა ამერიდებინა ლაშა ირმას გამოხტომებს, ამიტომ ლაშა არ გავაცანი ირმას და თავის დროზე გადავმალე ჩემებთან კახეთში. მხოლოდ გიორგიმ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი, შემდეგ კი ანისაც გავაცანი ლაშა. იმის შემდეგ ირმასთან არ მისაუბრია. ანიმ შიგნით შემიპატიჟა, მითხრა რომ ირმა სახლში არ იყო. ანიმ მთხოვა დავრჩენილიყავი რადგან გამოყრუებული იყო სახლშ. -რაც ირაკლი.. წავიდა იმის შემდეგ ოჯახმა დაშლა დაიწყო. გიორგი ან სულ მეგობრებთანაა, ან სამსახურში ან ლაშას ნახულობს. -ხო.. ვიცი. ძალიან უყვარდა ბარბარე. -შენ რას შვები? -რავი.. ონლაინ სამსახური მაქვს, ასე ვთქვათ. სასტუმროს მენეჯერი ვარ, მისვლა არ მჭირდება, ან თუ დამიძახებენ ისიც კვირაში 3-4ჯერ და ცოტახნით, მთელი დღით არა. -ბევრს გიხდიან? -საკმარისს რომ მე და ლაშას სახლი გვქონდეს, საჭმელი და ტანსაცმელი. -გიო ხო გეხმარება? -როდესაც სამზარეულოში ტოვებს ფულს და მირბის მაშინ კი და ისე არ ვართმევ. -კარგი რა მაშა, ლაშა ხო ჩვენი ირაკლის შვილია, მე მისი მამიდა ვარ გიორგი კი ბიძა. ორივე უნდა დაგეხმაროთ. -ხო რავი... იცი დღე-დღეზე იმედი მაქვს რომ ირაკლი გამოჩნდება. -მეც. ველოდები რომ ამ კარიდან ღრიალით შემოვარდება და მიაჯახუნებს, მერე კი ჩხუბს დამიწყებს შენ ს*** შეყვარებული სადააო-გაეცინა ანის. -გეჩხუბებოდა? -სუ მი****აკებდა ყველაფერს ვფიცავარ ესე მეგონა ჩემზე ბევრად უფროსი ადამიანი მელაპარაკებოდა. ვერ ვეწინააღმდეგებოდი ვერაფერში, რაღაცნაირად მაჩმორებდა. 1-2საათის შემდეგ ისევ კოტესთან მივედი. ლაშას უკვე ეძინა ისე წამოვიყვანე. სახლში ავიყვანე და ლოგინში ჩავაწვინე. შემდეგ სამზარელოში გავედი და ტელეფონი ავიღე. უცხო ნომრიდან მესიჯი დამხვდა. ,,დღეს... არ ინერვიულო... მიყვარხარ, უნდა წავიდე. -ირაკლი’’ არ არსებობს, ეს რა ნომერია? დავრეკო.. უნდა დავრეკო... არ არსებობს ეს ირაკლია? მაგრამ.. როგორ... ის? გამოიქცევა? ახლავე პოლიციაში უნდა დავრეკო.. ჯერ გიოსთან. სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი. გიო მაშინვე მოვიდა, ყველაფერი მოვუყევი და მასაც უხაროდა ეს ყველაფერი. -უნდა დავრეკოთ პოლიციაში. -არა, არ დაგვიჯერებენ, იტყვიან რომ ვიღაც გვეხუმრა, რადგან ისინი დიდიხნის უკან გარდაიცვალნენ ან კიდე იმიტომ რომ ყველანაირად სცადეს მათი ძებნა. -აბა რა ვქნათ? ესე ვიჯდეთ? -არა, იდეა მაქვს. მომეცი შენი ტელეფონი და წავიღებ ჩემ ერთ მეგობართან, ის ეცდება გაიგოს საიდან გამოგიგზავნეს ეს მესიჯი, უბრალოდ 5-6საათი იქნება საჭირო. -მოიცა იქნებ რამე მოუვიდეს. -ამდენი ხანი არაფერი მოუვიდათ 6საათიც როგორმე გასტანენ, მისმინე მეც შენნაირად მინდა რომ ირაკლი და ბარბარე ვიპოვოთ მაგრამ პოლიცია ვერანაირად დაგვეხმარება. შენ დარჩი სახლში, მიხედე ლაშას, მე საღამოს მოვალ. სხვა გზა არ მქონდა, გიორგის უნდა დავთანხმებულიყავი. წავიდა გიორგი და მეც მისი ლოდინი გადავწყვიტე. ლიკას დავურეკე და ისიც მაშინვე მოვიდა. მას ყველაფერი მოვუყევი და ისიც ჩემსავით გახარებული იყო. -მაგრამ წინასწარ არ გაგიხარდეს არაფერი, მერე გაგიტყდება სიმართლე რო არ აღმოჩნდეს ეს. -არა, ვიცი გული მიგრძნობს რომ ეს ირაკლია. ვიცი რომ ცოცხალია,ვიცი რომ კარგად არის. -დამშვიდდი მაშა. რაო გიომ? -არ ვიცი, ვნახავ რისი გაკეთება შემილიაო და თუ რამე გამოვა ირაკლის და ბარბარეს მაშინვე ვიპოვით. -როგორ მოახერხა ეხლა და აქამდე რატომ ვერ მოიფიქრა ამდენი? -არ ვიცი, ეტყობა ადრე სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. -მაინც უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. -მეც, მაგრამ რას ვიზამთ. თუ გამოვა, ვიპოვი და თუ არა გავაგრძელებ ძებნას. -როგორ შეხვდება ამ ყველაფერს ლაშა? -ჯერ რათქმაუნდა არაფერს არ ვეტყვი. მერე ვნახოთ. -იცნობს მამამისს? -სურათებზე იცის, ცნობს და აი სიმართლეში მერე ვნახოთ. ლიკაც მალევე წავიდა, ძალიან დაღლილი ვიავი და დასაძინებლად წავედი. როდესაც გავიღვიძე საღამოს 8საათი იყო, ამ დროს ლაშა უკე ფხიზლად უნდა ყოფილიყო თუ არადა დაერღვეოდა რეჟიმი. წამოვჯექი და ხალათი შემოვიცვი. მერე ნელა დავიხარე და ლაშას თავზე გადავუსვი ხელი. -ლაშა, დე. -მმმ... -დეე, მიდი ადექი და ფაფას გაგიკეთებ. ლაშამ საბანი თავზე გადაიფარა, რა ვქნა უნდა გამეღვიძებინა თუ არადა ღამით მერე ვერ დაიძინებდა და რეჟიმიც აერეოდა. ნელა დგადავხადე საბანი და ხლში ავიყვანე, ჩემ საწოლზე დავაწვინე და ტანსაცმელი გამოვუცვალე. შემდეგ სამზარეულოში გავიყვანე და მის სკამში ჩავსვი. მისი სკამი ჰქონდა, სადაც ვსვამდი და იკეტებოდა, რომ არ გადავარდნილიყო. ფაფა დავადგი გაზზე და ლაშას წინ დავჯექი. -მეძინება. -დე მერე დაიძინებ, ეხა უნდა ივახშმო. -აუუუ. ლაშა ცუდ ხასიათზე იყო რადგან ძილი არ იყო, ჩვეულებრივად კიდე მის ძილზე უდიდეს პრობლემა. ცოტახანში გიორგი მოვიდა და კარი თავისი გასაღებით გააღო. -აბა რა ქენი? -ვიპოვეთ, გუდაურში არიან ეგ სი*ები. მე, ლეო და დანარჩენები მივდივართ. პოლიციას უკვე იქ გამოვუძახებთ. -მოიცა, მეც მოვდივარ. -არსად არ მოდიხარ, ლაშას ვისთან ტოვებ? -გთხოვ. -არა, მეთქი. ირაკლი როგორც კი გნახავს დამბრიდავს რო წამოგიყვანე. -მაშინ მეთითონ წამოვალ. გიომ ირაკლისავით დამიბრიალა თვალები და გაბრაზდა. -შენ ერთხელ არ გესმის? არ მოდიხარ და მორჩა-დაიღრიალა და სახლიდან წავიდა. ლაშა გამოფხიზლდა და ტირილი დაიწყო. გონზე მოვედი და ლაშა ხელში ავიყვანე. -არ იტირო დე, ყველაფერი კარგად იქნება-ვავახშმე და მერე მისაღებში მასთან ერთად გავედი-დე გინდა ვითამაშოთ? -მამა-გავშეშდი, მეგონა მომესმა და ყურადღება არ მივაქციე-მამა-იმეორებდა, აი აქ უკვე სერიოზულად შემეშინდა, უკან გავიხედე მარა არავინ არ აიდგა. რატომ იძახდა მამას? -დედა რა იყო? -მამა. -ლაშა, არ არის აქ მამა. -მამი. ლაშას ხმა აღარ ამოუღია და აგრძელებდა თამაშს. რატო იმეორებდა მამას? -დე მამა გინდა ნახო? ლაშა აღარ მპასუხობდა და მეც აღარ ჩავაცივდი. ალბათ მოენატრა. ერთი სული მქონდა თუ როდის დაბრუნდებოდა გიორგი კარი ამბით.კოტემ დამირეკა და მთხოვა მათე დამეტოვებინა ცოტახნით, რადგან ლუკას სიცხე ჰქონდა და არ უნდოდათ გადადებოდა. ცოტახანში მათეც მომიყვანეს და ორივე გამიხდა მოსავლელი.მათე უკვე 3წლის იყო და კარგად ლაპარაკობდა. სულ ლაშას ეთამაშებოდა ხოლმე. -მათე, ხო არ გშია? -არა. -რამე გინდა? -არა. -კაი-სამზარეულოში გავედი, ტელეფონი ამოვიღე და იმ ნომრის მესენჯერში ძებნა დავიწყე, ეს ლუკას ძმაკაცის ნომერი იყო, რათქმაუნდა. ხომ ვიცოდი რომ იმათმა მოიტაცეს ბარბარე, ღმერთო რა გოგოა ესეთი რომ მის გამო ამხელა უბედურება დამატყდა, ოჯახი დამენგრა. 2წელი ქმარი ვერ ვნახე, შვილი მარტო გავზარდე... რატომ? რატომ გამოჩნდა ირაკლი ჯაფარიძე მეორეჯერ ჩემს ცხოვრებაში? თუ ბედი იყო რატომ არ არის ჩემ გვერდით და არ მეხმარება ლაშას აღზრდაში? თუ ბედია მე რატომ არ ვარ მის გვერდით იქ გამომწყვდეული? აღარ მინდა ამდენი ფიქრი, დავიღალე... მხოლოდ ჩემი ქმარი მინდა და გიორგის და ბარბარეს მართლა ბედნიერებას ვუსურვებ, ოღონდ დამიბრუნონ ის რაც მე მეკუთვნის, რაც ჩემი სულის და გულის ნაწილია. მის გარეშე სიცარიელეს ვგრძნობ, მხოლოდ ის თუ შემივსებს იმ გამოტოვებულ ადგილს გულში და მხოლოდ მაშინ ვიცხოვრებ ბედნიერად. ახლა მხოლოდ ლაშას გამო ვცხოვრობ, მაშინ ლაშა რომ არა ალბათ გავგიჟდებოდი და თავს მოვიკლავდი. ცოტახანში ოთახიდან ტირილის ხმა შემომესმა, შემეშინდა და მისაღებში გავედი, ლაშა დაცემულიყო და ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. მათე კი მსი აყენებას ცდილობდა, გული კინაღამ გადამიტრიალდა, ლაშა მაშინვე ხელში ავიყვანე და აბაზანაში გავაქანე, პირი მოვბანე და მთელი ძალით ჩავიხუტე, მათე ადგილიდან ვერ ინძრეოდა ისეთი შეშინებული იყო, ეტყობა რამე სათამაშო მოუხვდა რის გამოც დაეცა ლაშა. -ყველაფერი კარგადაა დე, არ იტირო. მემგონი თქვენი ძილის დროა-მათეს ხელი მოვკიდე და ჩემ ოთახში შევიყვანე. გავხადე და ლაშას საწოლში ჩავაწვინე, ლაშა კი ჩემ ლოგინში დავაწვინე. შემდეგ გავედი ისევ სამზარეულოში და მთელი ღამე არ მიძინია, ველოდებოდი გიორგის დარეკილს, მაგრამ არაფერი. მის ნომერზე გადარეკვა ვცადე მაგრამ გათიშული დამხვდა. ძალიან შემეშინდა, ამდენი ხანი არ დაბრუნდა, პოლიციის გამოძახებაც სარისკო იყო. ბავშვები ანის დავუტოვე და მეთითონ გუდაურში წავედი. ზუსტად იმ ადგილას მივედი სადაც ბარბარე და ირაკლი ყავდათ გამომწყვდეული, ეს იყო საადღაც უდაბურ ტყეში, ერთსართულიან ხის სახლში. ჯერ პოლიციას დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი შემდეგ ფანჯარაში რომ შევიხედე დავინახე ირაკლი, ბარბარე, გიორგი და დანარჩენები ხელ-ფეხ შეკრულები იჯდნენ იატაკზე. სანდრო და ლუკა კი იარაღებს ატრიალებდნენ ხელებში და იცინოდნენ. მე ირაკლის იარაღის გარეშე სასაკლაოზე ნამდვილად არ წავიდოდი, იარაღი ხომ დამიტოვა მაშინ, იმის მერე სულ ვინახავდი. ეს დიდ ავტომატს უფრო გავდა ვიდრე პისტოლეტს. ახლა მხოლოდ და მხოლოდ გეგმა მჭირდებოდაა... უცებ უკნიდან ვიღაცამ წამავლო ხელი ყელში და მე გავისროლე, ჩემ უკან ლუკას ერთ-ერთი ძმაკაცი იდგა. გული ამიფანცქალდა, უცებ შევხედე და ფეხში იყო დაჭრილი, ცოტათი ამოვისუნთქე, მეგონა მოვკალი. უცებ სახლიდან 4კაცი გამოვიდა. მე სახლს უკნიდან მივეფარე, ირაკლიმ დამინახა და ხელებით მანიშნებდა რაღაცას, მე ვერაფერს ვერ მივხვდი და ისევ ვიღცამ ხელი დამავლო და შიგნით შემათრია. -ნახე ვინ ვიპოვე?-ლუკამ შემიყვანა შიგნით და ძირს დამაგდო რაზეც ირაკლი გადაირია, მაგრამ პირი ჰქონდა აკრული და ვერაფერს ვერ იტყოდა. -უუუ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო სახალისო ხდება, მთლიანი ოჯახი შეიკრიბა-დაიწყო სანდრომ-ისე სიმართლე გითხრა მაშა, ესე არ მინდოდა ყველაფერი დასრულებულიყო, თავის დროზე რომ გეფიქრა, მე და შენ ახლა ერთად ვიქნებოდით, ირაკლი არ დაშავდებოდა, ლაშას ავღზრდიდი ისევე როგორ საკუთარს. ირაკლიმ როგორც იქნა მოიხსნა პირიდან სკოჩი და გინება დაუწყო. -შენი კარგი მ***ან აბა ამიხსენი ხელები და ვნახოთ იარაღის გარეშე რომელი უფრო ძლიერია!! შე ნაბო*არო! -მე ისედაც ვიცი რო ძლიერი ვარ!-დაიყვირა სანდრომ რაზეც ყველას გაეცინა-მოდი! გაუხსენით ხელები ამ ჩმორს, რა ძალა უნდა ქონდეს ამდენი ხანი არ უჭამია. უცებ გაუხსნეს ხელები, მე მივხვდი რა ჰქონდა ჩაფიქრებული, უცებ ვესროლე იარაღი და მან სანდრო და ლუკას ესროლა, შემდეგ დანარჩენებს უცებ გაუხსნეს ხელ-ფეხი,მაგრამ უცებ სანდრო წამოდგა და ირაკლის ეცა. სანდრო კარგად ვერ დადიოდა ამიტომ იკამ ზუსტად იმ წერტილში დაარტყა ფეხი და წააქცია, ოთახში 7კაცი შემოვარდა, იქიდან 2-ს იარაღი ჰქონდა, დანარჩენებს არაფერი. ჩვენებიც არ იყვნენ ცოტანი, უბრალოდ ერთი იარაღი გვქონდა და არ გვინდოდა დაგვეჭრა ბევრი ადამიანი.მე და ბარბარე გარეთ გაგვაქცი საბამ. მან უცებ მანქანაში ჩაგვსვა და ჩაგვკეტა. ჩვენ ვუყურებდით რა ხდებოდა შიგნით, ნერვიულობისგან ვკვდებოდი, იქიდან საზარელი ყვირილის ხმები გამოდიოდა. თან უკვე ბნელოდა, მანქანის კარის გაღება ვცადე მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. -ბარბარე რამე უნდა გავაკეთოთ, ესე ვერ დავტოვებთ. -ვერაფერს ვერ იზამ, იარაღი არ გაქვს... -პოლიციას უკვე დავურეკე, უბრალოდ ჯერ ეტყობა ვერ მოაგნეს, სანამ პოლიცია არ მოვა დრო უნდა გავწელოთ, ისე რომ არავინ დაშავდეს. ბარბარემ უცებ ფანჯარა ჩაამთვრია და გადაძვრა, მეც გადავყევი მაგრამ გადაძრომის დროს ხელი გამეჭრა, მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე და შიგნით შევედით. -გნებდებით!-დავიყვირე მე, რაზეც ყველა გაჩუმდა. ირაკლი ჩემკენ გამოიქცა. -რას აკეთებ გოგო? -გამანებე ირაკლი, მე ვნებდები. გამოდის რომ სანდრო ჩემი ბედია,რადაგნ ამდენი ხანია გეძებ და ვერ გიპოვე, ახლაც როდესაც გნახე მაინც ვერ მივდივართ წყნარად, ესე იგი ეს არის ის ვისთანაც უნდა გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება. -მაშა, რა მოწიე გოგო?!!-იღრიალა ირაკლიმ. -მაშა, სერიოზულად ამბობ ამას?-მომიახლოვდა სანდრო რაზეც ირაკლიმ სილით უპასუხა. ისეთი გააწნა რომ ის ძირს დაეცა, იმ ორმა ავტომატები ირაკლის დაუმიზნეს. -ჩაწიეთ! დროზე!-რატომღაც ყველამ მომისმინა-მორჩა მე სანდროს მივყვები. -მე კიდე ლუკას-თქვა ბარბარემ. -რაღაცას გვაღადავებენ ტო-ლუკა ბარბარეს მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა-რა მოწიეთ ოღონდ მართლა? რატომ დაგარტყათ თავში უცებ ამ იდეამ? -ესენი რომ გვიყვარს მაგიტომ ვაკეთებთ ამას, არ გვინდა დაშავდნენ-დაუყონებლად გასცა პასუხი ბარბარემ. გიორგიმ მისკენ სცადა წასვლა მაგრამ ავტომატიანი გადაეღობა. -მოიცა, მოიცა-წამოდგა სანდრო-ხო არ გვატყუებთ? რაღაც ჩაიფიქრეს, მაშას რომელსაც მე ვიცნობ ესე ადვილად არასდროს დანებდება. -მართალი ხარ მაგიტომ ვიბრძოლე ორი წელი და რომ მივხვდი რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს დავნებდი. -მეც-მხარი ამიბა ბარბარემ. -მაშინ, გაუშვით-თქვა სანდრომ-ჩვენ მოვიგეთ, ხედავ ირაკლი? შენი ცოლი მისივე ფეხით მოვიდა ჩემთან და მეხვეწება მასთან ყოფნას. სადამდე დაეცი! ირაკლიმ კიდევ ერთხელ გაარტყა, სანდრომაც შეუტრიალა და ის იყო ჩხუბი უნდა გაჩაღებულიყო რომ პოლიციის სირენების ხმა გაისმა, ვერავინ ვერ მოასწრო თვალის დახამხამება რომ ატყდა სროლა, სპეცრაზმელები შემოვარდნენ ოთახში, ყვიროდნენ დაწექითო. ცოტახანში გარეთ გაგვვიყვანეს და მაშინვე ამოიცნეს ვინ იყო დამნაშავე და ვინ მსხვერპლი. ისინი მანქანაში ჩასვეს და ჩვენ დაკითხვაზე დაგვიბარეს. როგორც კი წავიდნენ, მე ირაკლისკენ გავიქეცი და მთელი ძალით ჩავიხცუტე, მთელი სახე ჩავუკოცნე და კინაღამ გავჭყლიტე. -ჩემი ჭკვიანი, მამაცი, ულამაზესი ცოლი. როგორ მოახერხე შე სულელო... აუ როგორ მომენატრე მაშააა!!!-მანაც ლამის გამჭყლიტა, შემდეგ თვალებში ჩამხედა და თითი დამიქნია-მეორეჯერ ესეთ რაღაცას აღარ იზამ თორემ მიგასიკვდილებ, გაიგე? -გავიგე-ისევ ჩავეხუტე და ჩავკოცნე. შემდეგ ბარბარე და გიორგი მოგვიახლოვდნენ. -მაშა, მოგკლავ, მე რა გაგაფრთხილე?-თვალები დამიბრიალა გიორგიმ. -ჩემი ქმარი გახარებულია, რა გინდა შენ-დავეჯღანე გიოს. -უვლიდი ამას?-ირაკლი გიოს მიუბრუნდა. -კი, მარა ხო იცი რა ჯიუტია. -კაი, აბა წავედით რა, დავიღალე, მშია, ბანაობა მინდა, მორჩა რა. ყველა მანქანაში ჩავჯექით, სახლში რომ მივედი ჩემი ბიძაშვილები გავუშვი. ირაკლი ჩუმად შევიდა ლაშას ოთახში და მის საწოლთან დადგა. მეც შევეყევი. -სიმპატიურია, შენ გგავს. ირაკლიმ ჩუმად აიყვანა ხელში და ჩაიხუტა. -რომ გაიღვიძებს გიცნობს, სულ შენ სურათებს ვაჩვენებდი. ცოტახანი ესე ყავდა შემდეგ ისევ ლოგინში დააწვინა და სამზარეულოში გავიდა, უცებ გავუკეთე რაც უყვარდა და დავუდე მაგიდაზე. -გაგიჭირდა? -ცოტა, გიო მეხმარებოდა. -ჩემ გარეშე ყოფნა? -მაგაში ვერავინ მეხმარებოდა. -ავანაზღაურებთ მაგას, სანდროს ციხეში ამოვალპობ. -იქ რას გიკეთებდნენ? -კარგს არაფერს. -ირაკლი, ძაან მომენატრე, მეორეჯერ ეგეთი რაღაც აღარ გააკეთო. -კარგი. -ძაან გამხდარი ხარ. -არა, საიდან მოიტანე. -გეტობა, იქ არ ჭამდი? -აუ რავი აბა. -იმიტო რო არ მოგწონდა რასაც გაძლევდნენ თუ უჯიუტდებოდი? -მე შენ არ ვარ, მაშ მეც ძაან მომენატრე მაგრამ ორი წუთი მაჭამე და გპირდები ეს ღამე არ დაგავიწყდება-გამიღიმა და ჭამა განაგრძო. მე გავწითლდი და ოთახში შევედი. ცოტახანში ირაკლიც შემოვიდა, მე საწოლზე ვიჯექი, მან ნიკაპზე მომკიდა ხელი და ნელა ამაყენა, შემდეგ მაკოცა... *** დილით ძალიან ადრე სახლში გადავბარგდით, შემდეგ დავიძინეთ და ისევ დილით ლაშას ბღავილმა გამაღვიძა. ირაკლი ადგა და ლაშას ოთახში გავიდა, ლაშამ მაშინვე შეწყვიტა ტირილი, მეც თან გავყევი. ირაკლის ლაშა ხელში ყავდა აყვანილი და ისიც განაბული უყურებდა მამამისს, გაშტერებული იყო. გამიკვირდა ესე ადვილად რომ გაჩუმდა, შეილება შეეშინდა კიდეც უცხო ადამიანის დანახვა მაგრამ არა, არასწორი აღმოვჩნდი. -მამა-დაიძახა ლაშამ. მომესმა? მამაო? ესე მალე? როგორ... იცნო? ირაკლის ღიმილი ყურებამდე წვდებოდა. -მა, გაბრაზებდა დედა? ლაშამ არაფერი უპასუხა სულ მამა, მამას იმეორებდა. შემდეგ ირაკლიმ ჩააცვა და სამზარეულოში გამოიყვანა. სკამში ჩასვა და თვითონ ფაფის მომზადება დაუწყო. -არ გეზარება? მეთითონაც კარგად ვიზამ. -არა, დაისვენე შენ. -კარგი.. ლაშა დე, არ ქნა ეგ!-ლაშა კოვზს ათამაშებდა და კინაღამ თავი გამიპო როდესაც უცებ ხელიდან გაუსხლტა და თავი რომ არ დამეხარა მომხვდებოდა შუბლში. -მა, რას აკეთებ-გაბრაზდა იკა. ლაშამ ირაკლის ესეთი რეაქციის გამო ტირილი დაიწყო. -კაი, რატო აატირე ეხლა. -ლაშა, მომხედე, არ შეილება ესე, კოვზით არ თამაშობენ-თითი დაუქნია ირაკლიმ. ლაშა განაბული უცქერდა ირაკლის და არაფერს ამბობდა. -როგორ ახერხებ? -მამა-შვილი სულ სხვა თემაა მაშინკა. -არა, რაღაცნაირად მოქრთამე ხო? -წლინახევრის ბავშვი? ისე ახალწელს ერთად ვხვდებით, წინა გამოვტოვე მაგრამ ეხლა არ გამოვტოვებ. -ხო. -ნაძვის ხე რატომ არ გიდგას გოგო? დღეს ხომ 30ია! -წინა ახალი წელი გავატარეთ კოტესთან და ევასთან ერთად და მაშინაც არ დამიდგამს ნაძვის ხე. -ხოდა, როგორც კი ლაშა მორჩება საუზმეს ვაწყობთ ნაძვის ხეს. -როგორც გინდა. -ხო გინდა შენ მა? ლაშა ვერ ხვდებოდა რაზე იყო ლაპარაკი და უბრალოდ დაუქნია თავი. -არ მჯერა, მემგონი სიზმარში ვარ. ესე ადვილად ეს ყველაფერი არ დამთავრდებოდა. -ადვილად? 2წელია არ მინახიხარ მაშ. -მაინც მე მგონია რომ კიდევ რაღაც საშინელება მოხდება, შენ აღარ დაბრუნდები, ვეღარ გნახავ და..-მომიახლოვდა და მხრებზე მომკიდა ხელი და ოდნავ შემანჯღრია რომ გავჩუმებულიყავი. -აღარაფერი არ მოხდება, მე და შენ ერთად ვიქნებით, ლაშასთან ერთად. ლაშამ ტირილი დაიწყო რადგან შიოდა. -ირაკლი ფაფა!-ირაკლიმ მაშინვე გამორთო გაზი-ნუ ოდნავ დამწვარია, არ გინდა მა? ლაშამ თავი გააქნია. -ჯანდაბა, ეხლა თავიდან უნდა გავუკეთო-გაზთან მივედი და ფაფა გადმოვიღე. -მოიცა რა მაინც და მაინც ფაფა უნდა ხეთქოს, რამე სხვა არ შეილება? -არა, დილას საღამოს მაგას ჭამს. -რა ფაფა, მა კაცი არ ხარ? აი კარაქიანი პური აჭამე. -გაგიჟდი? პურს როგორ შეჭამს კბილები ბოლომდე არ ამოსვლია ჯერ. -ხო... კაი, გაუკეთე. ნუ ტირიხარ მა-ირაკლიმ ლაშა ხელში აიყვანა. -ხედავ რა რთულია მამობა? -შენ გაჩუმდი ეხლა. მე გადასარევი მამა ვარ, ხო მა?-ლაშას უნიჭოდ არწევდა ირაკლი. -ხედავ? ლაშაც არ გეთანხმება. -ჩემ შვილს ნუ განაწყობ ჩემ წინააღმდეგ!-როგორც იქნა გავუკეთე ფაფა და ლაშაც გაჩუმდა. შემდეგ საბანაოდ შევედი, მე დიდიხანი ვბანაობ ხოლმე, როდესაც გამოვედი, ხალათი შმოვიცვი და ზალაში გავედი. იქ ირაკლი და ლშა ნაძვის ხეს აწყობდნენ, თითქმის დამთავრებული ჰქონდათ აწყობა. -ჩემ გარეშე რატო დაიწყეთ? -ყველაზე მთავარი არ გაგვიკეთებია, ვარსკვლავი არ დაგვიდია ნაძვის ხის თავზე. -მადლობა. -კაი ნუ იბუტები, ლაშას ვერ ვაწყნარებდი-ლაშა სათამაშოებით ხელში დარბოდა აქეთ-იქით. -არა დე! დაეცემი! ირაკლი მიხედე ბავშვს-ლაშასკენ წავედი როცა ირაკლი მომიახლოვდა და წელზე ხელი შემომხვია. -რატო ხარ დაძაბული? ნერვებ აშლილი? რამე მოხდა? -არ...არაფერი, ბევრი რამ მოხდა ამ ერთ დღეში და უბრალოდ დრო მინდა რომ გადავიტანო. -სხვა ნაღდად არაფერი არ გაწუხებს? -არა. -ხო გიცნობ? -რა მოხდება სანდრო და ლუკა დამნაშავეებად რომ არ ცნონ? -გაგიჟდი გოგო? ჩემო ცხოვრება ადამიანები გაიტაცეს და 2წელი სახლში არ დააბრუნეს, მაგის გამო არავინ რა ჩასვამს? ადგილიც იციან და ჩვენც აქ ვართ და ყველაფერს მოვუყვებით. -უბრალოდ სულ რაღაც ცუდს ველოდები, გიორგი ორჯერ მოხვდა საავდმყოფოში ბარბარეს გამო, ზუსტად მაგ გოგოს გამო დაგკარგე 2წლით. მე... -ნუღა ფიქრობ მაგაზე, დანარჩენს მე მოვაგვარებ კაი? -კაი-მაკოცა და ლაშა აიყვანა ხელში, ორივემ ერთად მოვკიდეთ ხელი და ვარსკვლავი დავადგმევინეთ ნაძვის ხეზე, რის შემდეგაც მან ტაში დაუკრა. -რას ვაკეთებთ ხვალ? -კაროჩე, ჯერ 12ზე მე, შენ და ლაშა შევხვდებით ახალ წელს, მერე დედაჩემს ვუტოვებთ ლაშას, მაინც უნდა ეძინოს და დავაწვებით ვინმესთან ფართიზე რა. -და მოიცა რა ლაშა მარტო დავტოვოთ? -დედაჩემთან. -არა, იყოს. შენ თუ გინდა სადმე წადი. -რა მოხდა? შენ და დედაჩემი რაღაც ვერ ეწყობით. რა მოხდა? -არაფერი, მას თავისი გეგმები აქვს ლაშაზე და მე ჩემი. მას უნდა ლაშა ბიზნესმენად აქციოს, ლაშას კი აქვს არჩევანი. არ მინდა პატარაობიდან რაღაცას უნერგავდნენ. -მე დაველაპარაკები დედაჩემს, ეხა დაწყნარდი? -არ ვიცი.. -მაშ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, არ გინდა ერთად გავერთოთ სადმე? -კაი, წავალ რამეს გავაკეთებ სადილად-მაცივარი გამოვაღე და სადილის კეთება დავიწყე. 1საათში ირაკლი გამოვიდა. -აუ ლაშა უნდა დავაძინო. -დავაძინე. -რა? როგორ? ტირილის ხმა რომ არ გამიგია? -მაშ, მამის და ვაჟის ურთიერთობა... -ვიცი სულ სხვაა, კაი. გავიგე. -არ მომწონს შენი ხასიათი. -გადაიტან. -მაააშ, უკვე ნერვებს მიშლი. ბავშვი მშობლებს რო აბრაზებს რას უკეთებენ? ა ხო, მაშა, დაისჯები. -რას ქვია დავისჯები? -დაისჯები-უცებ წელზე შემომხვია ხელები და ისე ამიყვანა, აბაზანაში შემიყვანა, წყალი მოუშვა და შიგნით ჩამაგდო. -ირაკლი მოგკლავ!!!-კიდევ კარგი ირაკლიმ კარი დახურა თორემ ლაშა გაიღვიძებდა. -ჩუმად თორე უარესი მოგივა. ამოსვლა ვცადე მაგრამ ირაკლიმ ისევ შიგნით ჩამაწვინა, ვეღარ მივხვდი რა ჯანდაბა უნდოდა და გავბრაზდი. -რა გინდა რაა!!! -ჩემი ცოლი ხასიათზე რომ მოვიდეს-კართან მიყუდებული იდგა და იხრჩობოდა სიცილისგნა. -ჯანდაბა და ოხრობა, სულ დავსველდი ირაკლი!-ისევ ადგომა დავაპირე მაგრამ ამჯერად მეთითონ დავეცი და მეც სიცილი ამივარდა, შემდეგ ირაკლიმ ამომიყვანა იქიდან და პირსახოცი შემომახვია. -აი ზუსტადაც რომ ეს მინდოდა. -იკა, გადი ორი წუთით, გამოვიცვლი და გამოვალ. -და ჩემ თვალწინ ვერ გამოიცვლი? -ბანაობას ვაპირებ და უნდა მიმზერო? -რო შემოგიერთდე? -ლაშას ვინ მიხედავს? -ძილის ფერია. -ძილის ფერია ვერ აიყვანს ხელში როცა ის გაიღვიძებს. -მაშინ ღვიძილის ფერია დაეხმარება. -ირაკლი. -კარგიი-გაბუსხული ირაკლი გავიდა აბაზანიდან და მეც ბანაობა დავიწყე. საღამომ ჩვეულებრივად ყველანაირი გართულების გარეშე ჩაიარა, ირაკლიმ თითქმის მთელი სანათესაო მოინახულა და გვიან მოვიდა სახლში გადაღლილი. მე ყველაფერი მზად მქონდა შემდეგი დღისთვის, კამფეტებიც ნაყიდი გვქონდა. ღამე დავწექი თუ არა ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა. ავდექი და სამზარეულოში გავედი. -ხო ალექს? -მაშ, მისმინე ხვალ ვიკრიბებით ჩემთან, მე, მიშკა, შენი დაქალები და ვიღაც-ვიღაცეები რა... ამოხვალ? -ახალწელს? -ხო. -აუ რავი, ჩემ ქმარს ვკითხავ და. -ისა... იკას? -ხო, რა იყო? -არა, არაფერი. სულ დამავიწყდა რომ ამათ ირაკლი არ ევასებოდათ, მიშკას ხო ვაფშე ნერვებს უშლიდა. მე არ მინდოდა იმ ხალხთან ყოფნა ვისაც არ ევასებოდა ჩემი ქმარი. -მოვიფიქრებ რამეს, კაი მიდი ალექს. -კაი მაშ-და გათიშა. -ვინაა ალექსი?-კართან მიყუდებული დამხვდა ირაკლი და გული გამიხეთქა. -ჩემი ძმაკაცია, რატო არ გძინავს? -ღვიძილის ფერიამ მომაკითხა. რა უნდოდა? -არაფერი, ფართიზე დამპატიჟა. -რა ფართიზე? -ვიკრიბებითო, მე, მიშკა და შენი დაქალებიო და მოდიო რა. მამამისი რედისონ ბლუს მენეჯერი თუ რაღაც ეგეთია მანდ და ყველაფრის უფლება აქვს. -მერე? -არ მივდივარ. -რატო? -პროსტა. -წადი. ჯერ ლაშასთან შევხვდეთ, მერე სადაც გინდა გავიდეთ, ცოტახანში გადი თუ გინდა მაგათთან და აბრატნა 1საათში. -მადლობა რო გამიშვი. -ვერ გავიგე? -არაფერი, დაიძინე. *** წინა ღამის გამო ირაკლიზე ნაწყენი ვიყავი. მას სერიოზულად ეგონა რომ მე მისი თანხმობა მჭირდებოდა იმისთვის რომ ალექსთან წავსულიყავი. ან ეს დაკითხვები რაღა იყო? ბავშვობაში ჩარჩა? მესმის მისი ცოლი ვარ მაგრამ მეგონა ორივეს თანაბარი უფლებები გვქონდა და ირაკლის თანხმობის გარეშეც უნდა შემეძლოს გარეთ გასვლა. ეგრე? ხოდა მეც იგივენაირად მოვიქცევი. დილით ადრე ავდექი, ლაშას საუზმე მოვუმზადე და გამოვიყვანე ოთახიდან. შემდეგ მისაღებში გავუშვი სათამაშოდ და მეთითონ კატოს ვთხოვე მოსვლა. ისიც მაშივნე მოვიდა და სამზარეულოში დავჯექით, ყავას ვსვამდით და თან ვლაპარაკობდით. -აუ როგორ დამღალა ვატოომ. -კაი ნეტა სიყვარულისგან დამღალოს ირაკლიმ. -რეებს ბოდავ ირაკლი გიჟდება შენზე. -ხო მარა რაც დაბრუნდა რაღაცნაირად მექცევა, თითქოს მისი საკუთრება ვარ. -ეგრეც არი. -კატო! -რა? -არ ვარ მე არავის საკუთრება, მესმის მისი ცოლი ვარ მარა მისი გასაშვები არაფერი არ მჭირს. -მაშ, ეხლა ქმარი გყავს. ყველაფერი შეიცვალა, მოვალეობები დაგეკისრა. ირაკლის ნამდვილად აქვს იმის უფლება რომ გადაწყვიტოს სად წახვალ და სად არა. -შემეშალა, თამთასთვის უნდა დამერეკა, ის ირაკლის გალანძღავდა. -გამლანძღავდა?-ირაკლი თურმე ჩემ ზურგს უკან იყო, უკნიდან მოვიდე, მხრებზე დამადო ხელი და ლოყაზე მაკოცა-პრივეტ კატო. -პრივეტ იკა. -მადლობა რომ არ მლანძღავ. რა გინდა მაშა? დილიდან რატო ხარ ატეხილი? -არ ვარ. -აბა რა ხდება, რატო მესწერვები? არ გიხარია რო დავბრუნდი? გინდა უკან წავალ? -არა, ეგ არ მიგულისხმია. -კაი, მაშინ ყავა გამიკეთე რა, მე წავალ ჩავიცმეც-ისევ მაკოცა და გავიდა. -წავალ მე. -აუ არა რა კატოო, არ დამტოვო ეხა მარტო. -ქმარს მიხედე. -კატო! -კაი თან ვატოც უნდა ვნახო, მერე ჩემებს მივეხმარო სამზადისში. -კაი ხო. -მოხვალ ალექსთან? -გააჩნია ქმარი გამომიშვებს თუ არა!-იმხელაზე ვთქვი რომ ირაკლის გაეგო. კატო გადავკოცნე და გავუშვი. კართან ცოტახანი ვიდექი და შემდეგ სამზარეულოში ირაკლის ყავა გავუკეთე და მაგიდაზე დავუდე. -ლაშა დე! მოდი აქ-ლაშა სირბილით გამოიქცა ჩემთან-რა გინდა დღეს შუადღეს? -რო არ დავიძინო-გამეცინა ესეთ პასუხზე. -დე მერე გვიანობამდე რო ვერ გაძლებ? რამე ხო არ გინდა სხვა? -კატოფილი. -კაი გაჭმევ. მიდი გაიქეცი-ვაკოცე და გავუშვი. ირაკლიც გამოვიდა. -არ დაიძინოს შუა დღეს რა იყო. -და მერე შენნაირ ხასიათზე იყოს მთელი დღე? ეგღა მაკლია. -მაშა, რა გინდა?-ირაკლიც გაბრაზდა. -არაფერი ვაბშე. -არა, ვგრძნობ რომ გაბრაზებული ხარ. -როგორ? -აი სუპერძალა მაქვს ესეთი. -არ მესმის შენი თანხმობის გარეშე ვერსად უნდა წავიდე? -აუ შენ მაგაზე გაჭედე? -კი. -რა სისულელეზე მეჩხუბები გესმის? სადაც გინდა წადი მარა მე უნდა ვიცოდე სად ხარ. -რატო? -რა რატო? ჩემი ცოლი ხარ, ბ*იად შენ კიდე ვერ დაამუღამე ეგ მომენტი? -დავამუღამე მარა... -აბა რა მარა? მეც წავიდე ეხა საღამომდე და არ გითხრა სად ვიყო დაგევასება? რა სისულელეზე მეჩხუბები. მემგონი ძაან მიეჩვიე შენ თავისუფლებას და ძაან აცანცარებული ხარ ხო? -არ ვარ აცანცარებული, რა გინდა? -ხარ, დაყენდი თორე არსად არ გაადგამ ფეხს დღეს გაიგე? საშინლად გავბრაზდი და ოთახში გავედი, ისე მოვიჯახუნე კარი როგორც ჯაფარიძეების რძალს შეეფერება, ლამის ჩამოვიღე. რა უფლებით მეუბნება რა გავაკეთო და სად წავიდე, ან რეებს მიკრძალავს უკვე 24წლის ვარ, რასაც მინდა იმას ვიზამ. არც დედაჩემია და არც მამაჩემი, თავი ვინ გონია? მეც გავუკონტროლო? ცოტახანში შემოვიდა და ჩემ წინ ჩაიკუზა. -მომისმინე მაშა. შენ ხარ ჩემი ცოლი და უნდა მოიქცე წესიერად, ისე რო ხალხს უპატრონო ბო*ი არ ეგონო გესმის?!! ოჯახი გყავს უკვე მაშა!! ცოტა ტვინი დააყოლა სად,ვისთან და როგორ მიდიხარ! დამთავრდა უკვე ტრაშფანდური გესმის? და ნუ მეროჟები რა 2წლის აღარ ხარ, შვილი გყავს და ცოტა უნდა გესმოდეს რაღაცეები. -ვიცი ოჯახი მყავს, ქმარი და ბლა ბლა ბლაა.. მარა ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ცხოვრება დამთავრდა? სადაც მინდა იქ წავალ. -გააჩნია ეგ სადაც გინდა სად არის. -ალექსთან. -კაი წადი ალექსთან, თუ ახალი წელი გინდა გავატაროთ ცალ-ცალკე ბაზარი არაა მიდი. -ეგ რა შუაშია? ჯერ ერთად გავატაროთ, მერე ცოტახანი წავალ იქ და მოვალ ისევ და გავათენოთ ღამე ვერ ვხედავ აქ პრობლემას. -ხოდა წადი. -ხოდა წავალ. -ეხლა გამო და ნუ მეროჟები დავიღალე, ჩამოვედი და უკვე მეჩხუბები. -კაი. მაინც ისეთი გრძნობა მქონდა რომ მას მის საკუთრებად მივაჩნდი მაგრამ ვხვდებოდი რომ მისი ცოლი ვარ და მართლაც აქვს იმის უფლება რომ ამიკრძალოს სადმე წასვლა და იგივე უფლება მაქვს მეც. დადგა საღამო, მოვამზადეთ ფეირვერკები, სუფრა გავშალეთ. ლაშა აქეთ-იქით დარბოდა და ერთი სული ჰქონდა როდის გახდებოდა 12, შემდეგ კი თოვლის ბაბუ უნდა მოსულიყო. აი დადგა 12იც და ირაკლი შემოვიდა ოთახში ხურჯინით. როდესაც ხურჯინი ძირს დადო შიგნით რაღაც გაინძრა და შიშისგან შევკივლე და ლაშაც შევაშინე. -წყნარად გოგონი! თორე საჩუქარს ვერ მიიღებ. -მაპატიეთ, თოვლის ბაბუ-გამეცინა. -არაუშავს თოვლის ბებო. ლაშა, კარგი ბიჭი იყავი ამ წელს?-ლაშას რატომღაც რცხვენოდა და მე მექიჩავებოდა. -დე უპასუხე. -კი-უთხრა ლაშამ. -დედას არ აბრაზებდი? -არა. -დარწმუნებული ხარ? -კიიი. -ეხმარებოდი რამეში? -დე, უთხარი დალაგებაში ხო მეხმარებოდი? -დალაგებაში... ვეხმარებოდი-გაიმეორა ლაშამ. -ლექსები იცი? ლაშამ თავი გააქნია. -ხოდა უნდა ისწავლო! დედამაც უნდა გასწავლოს!-მომიტრიალდა და თვალები დამიბრიალა. -ეე, მამამ? -მამა გავიგე ეხლა ჩამოვიდა, მაგან სამსახური იპოვოს თორე გააფრენს სახლში. -იპოვის, თუ არადა საჩუქარი არ ექნება. -კაი. აბა არ გამოიხედო, გატრიალდი იქით და შენი საჩუქარიც მზად იქნება. ირაკლიმ უცებ ხურჯინიდან ლეკვი ამოიყვანა. ლაშა თავიდან შეკრთა ლეკვის დანახვაზე მაგტრამ შემდეგ ხელი დააავლო და ოთახში დაიწყო სირბილი. -იცოდე უნდა მიხედო აუცილებლად, უნდა აჭამო, დაბანო, მოუარო გესმის? თუ არადა მისი წაყვანა მომიწევს. -ხოო-თქვა ლაშამ და ლეკვთან ერთად განაგრძო სირბილი. -რა დავარქვათ?-ვკითხე ლაშას. -აილი. -აილი? -რ..რაილი-ძლივს თქვა ლაშამ. -რაილი რატო? ლაშამ აღარ მიპასუხა, ზედმეტად დაკავებული იყო ლეკვთთან თამაშით. ირაკლიმ გამოიცვალა და შემოვიდა. ლაშას ახალი წელი მიულოცა და დააძინა. შემდეგ ოთახში შევედი, შავი კაბა ჩავიცვი, ჩექმები ამოვიცვი და ირაკლის მაისური ჩავდე ჩანთაში. ჩემი ჯინსიც მივაყოლე და გამოვედი ოთახიდან. ლაშა ირაკლის დედას დავუტოვეთ და შემდეგ მთაწმინდაზე ავედით, ბარბარე და გიორგისთნ ერთად.მაგდენი ვეღარ გავთვალე რომ შემცივდებოდა. რა დებილი ვარ, ეხლა როგორც ფილმებშია ისე მომიწევს რომ მეცვას ირაკლის ქურთუკი. -რაღაც უნდა გითხრათ-დაიწყო გიორგიმ. -აუ კაი რა გიო-შეაჩერა ბარბარემ. -მოიცა რა, აბა რამდენი ხანი უნდა დამალო. კაროჩე მე და ბარბარე 1კვირაში ვქორწინდებით. -რააა? -რა ბიჭო?-გაჩერდა ირაკლი. -რა იყო ტო 20წლისები ვართ უკვე, გვაქ მემგონი ხო უფლება?-შემოუტრიალდა გიორგი. -ბაზარი არაა პროსტა დაგემთავრებინათ ჯერ უნივერსიტეტი, გილოცავთ ბაბი. -გილოცავ ბაბი-გადავეხვიე და გადავკოცნე. -მადლობა. -რა კაი ამბავია, მოდი ავღნიშნოთ-გაიკრიჭა გიო. -აგღნიშნავ ეხლა მე შენ, ვიცი შენი დალევის პრობლემებზე. არ გაბედო, წვეთი არ გაიკარო პირში. -აბა ლიმონათით დაგლოცოთ ახალ წელს? -რა დამლოცო შენ შ** ხო არ გაქ, იქ არავინ სადღეგრძელოების სმას არ აპირებს და გიო ნუ აგივარდა თავში ის რომ ვითომ დიდი ხარ. არ ხარ დიდი, არც იქნები სანამ არ მიხვდები რომ... -ირაკლი-შევაჩერე რადგან არ მინდოდა რომ ახალ წელს ესე დაეგრუზა საკუთარი თავი ან გიორგი. -კაი, ხასიათში მაქ ეს, სულ დაგრუზული უნდა ვიყო ეტყობა. დალიე,ვიყიდი ეხლავე-მართლაც მაღაზიაში შევიდა და ლუდი იყიდა. შემდეგ მაგან და გიომ სმა დაიწყეს. -აუ რა კაია რა, ეხლა ერთად ვართ და ვერაფერი დაგვაშორებს-ღმერთო ეს გოგო ბანალურობის პიკია, ეტყობა ჯერ ვერ ხვდება როგორი პრობლემები ელის ოჯახურ ცხოვრებაში. ამ დროს ალექსმა დამირეკა. -ხო ალექს? -სად ხარ ეე? ყველა აქაა, მიშკა გკითხულობდა. -მოვალ ნახევარ საათში ჯერ მთაწმინდაზე ვარ. -აუ კაი რაა. -ალექს ახლობლებთან ერთად ვარ. -კაი, კაი-მითხრა და გამითიშა. -რას გეჩალიჩება ვერ მოვწვი?-გაბრაზდა იკა. -ხო გაიგე რაც ვუთხარი? სანამ არ მოვრჩებით არ წავალ. -აუ სკოლა მომენატრა. -მაშა, რა სკოლა მოგენატრა ხო არ გააფრინე? 12წელი ყოველდღე 8საათზე ტყუილა აეთრიე, ისტერიჩკებს და ყ**ეებს უძელი და მეყოლე მაგრა. დავალება რატო არ დაწერე, ექსკურსიაზე რატო დალიე, გამოცდა რატო ვერ ჩააბარე, ცუდი ნიშანი რატო გამოგყვა? .. ეტა ად (ეს ჯოჯოხეთია). -პირველად ვეთანხმები გიორგის-თქვა იკამ-რა სკოლა მართლა, ყველაზე მეტად მეზიზღება ეგ ადგილი, მაგარი სისულელეა რო ამბობენ სკოლას რო დატოვებ მოგენატრებაო. -ვისთვის როგორ-ბარბარეც ჩაერთო. -რავი მე მენატრება, შატალოზე სიარული, მასწავლებლების გაცურება, ტესტების მოპარვა... -გააჩნია ვის როგორი ცხოვრება ექნება სკოლის პერიოდში. -ეგეც მარა, მაინც ამხელა ნაწილს იკავებს ცხოვრების . -რა ამხელა 12ს, მეტს არა, შენ კიდე 100წელი ცხოვრობ-რატომღაც ირაკლის და გიორგის არ ევასებოდათ სკოლა. -რა იყო გჩაგრავდნენ სკოლაში იკა?-ვკითხე გაკვირვებულმა. -მე ვინმე დამჩაგრავს ოდესმე შენი აზრით?-გაეცინა და მე გადმომხედა. -არ ვიცი, აბა რატო არ გიყვარს. -ხო აგიხსენი, ძაან დიდი სისულელეა. სწავლა წესიერი არასდროს არ ყოფილა, მაღალკლასელები ისედაც სულ აცდენენ, ტესტებს იპარავენ, საქართველოში განათლება ძაან დაბალ დონეზეა. ბავშვი ან ისწავლის ან არა, ატარე სკოლაში და რა მერე? თუ არ ისწავლა? დაძალებით უარესია. ეხა ლაშამ სწავლა რო არ დაიწყოს, რა უნდა უყო, ცემო? სწავლის მეთოდები აქვთ ბანძი, ძაან მოსაწყნეად უხსნიან ყველაფერს. -განათლების სამინისტროს ეხება ეგ პრობლემები, შენ ვერაფერს იზამ. -აუ ის მინისტრი ხო აკეთებს რა. რეებს ბოდავს ვაბშე, მეთოდები გამოასწორონ ჯერ ეგ ურჩევნიათ. ბაზარი არაა, სწავლით მეც ბევრი რამე ვიცი მარა ესენი მასწავლებლებს ცოდნაზე რო აბარებინებენ გამოცდას, იქნებ ფსიქოლოგთანაც გაავლევინონ სეანსი. მეთოდები შეუმოწმონ, ესეთი რთულია? იქნება ფსიხი შემოდის? -ეგრე არაა, მანდ შეილება ამოწმებენ კიდეც მონაცემთა ბაზაში, ფსიხი რო იყოს ვაბშე მიხვდებიან მაგას-მობოდა რაღაცა ბარბარემ. -არ არსებობს, ძაან ბანძი განათლებაა აქ, მასალა მართლა კაია მარა ვერ ასწავლიან. ჯერ მარტო ლიტერატურა გვაქვს ძაან მრავალფეროვანი და ესენი ისე ასწავლიან ბავშვებს რომ მაგრა წყინთ უკვე გაკვეთილზე ჯდომა და აღარაფერი აინტერესებთ. მეთოდი უნდა ჰქონდეტ ისე რომ საინტერესო და მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნან. -გამოიგონე და კი ბატონო, მეც არ მევასებოდა, მეთოდი რა შუაშია? თუ არ გაინტერესებს არ გაინტერესებს. -ეგრე არაა, მასწავლებელი იმიტოა რო ასწავლოს, რამე უნდა გამონახოს თუ არადა ეგ კაი მასწავლებელი არ გამოვა. -რამე გამონახოს ჯადოქარია? -იმისათვის რომ ბავშვი დააინტერესო ჯადოქრობა არაა საჭირო. მერე ეტყობა მანდ ეკონომიკის პრობლემაცაა, ფულს არ უხდიან საკმარისს. -აუფ, ახალი ამბავი. იმუშავონ კარგად და გადაუხდიან. -კაი რა სკოლაზე აგიტყდათ ლაპარაკი ამ ახალ წელს-დაიღალა გიო. -ხო მართლა, კაი წავალ მე ალექსთან, წამო იკა რა შენც. -არ მინდა მე რო მოვიდე გავხლიჩავ მაგ ს***ს შუაზე და არა მგონია შენ ეგ გინდოდეს-წელზე შემომხვია ხელი და მაკოცა-ფული გინდა? -როდის მითხოვია, სულ მაქვს. -გაგიყვანო? -არა მეთითონ გავალ, მანქანა არ წამომიყვანია იქ უნდა დავლიო, ამიტომ ტაქსით გავალ. -არაფერსაც არ დალევ-გამიბრაზდა ირაკლი. -აბა ახალ წელს ყველამ ვოდკა სვას და მე ლიმონათი დავლიო? -კოკაკოლა-იდეაში გაიღადავა გიომ. -ირაკლი! -კაი რაც გინდა ის ქენი, მეტი არ მინდა მანდ მოვიდე და აცანცარებული ამხვდე, ისე არ მოიქცე რომ მერე სახლში წასაყვანი გაუხდე ვინმეს, წესიერად და ზომიერად. -კაი-მეც ვაკოცე და ალექსთან წავედი. იქ ერთი ამბავი იყო, შუქი ჩამქვრალი ჰქონდათ, ვამპირებივით იჯდნენ და სვამდნენ, მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართული... სიგარეტის ბოლში იყო მთლიანი ბინა გახვეული, ამას ჩილიმის კვამლიც ემატებოდა, ვერ აგიღწერთ რა საშინელი ალკოჰოლის სუნი ახლდა ამ ყველაფერს. მემგონი მოასწრეს უკვე დათრობა... სად ამოვყავი თავი, მე მეგონა კარგი პონტი იჩითებოდა. სავარძელში ჩავეშვი და ვეცადე ყველანაირად გართობა რომ უზრდელურად არ გამომსვლოდა არაფერი. 2ჭიქა შამპანური და იგივე რაოდენობის ღვინო დავლიე. მთვრალი ნამდვილად არ ვიყავი, უბრალოდ ნასვამი, მაგრამ ვაინც ვაფრენდი. ყველაფერზე დებილივით მეცინებოდა.შემდეგ ჩილიმიც მოვწიე და უკვე ამათნაირად ვიყავი. მხოლოდ შემდეგ შევამჩნიე რომ ქეთიც აქ იყო. -რას შვები?-მომიახლოვდა ვიღაც ტიპი. -ვზივარ. -მაგარია-ეტყობოდა რომ დაბოლილი იყო. -ხო. -გინდა გავიდეთ სადმე? თვალებში დამიბნელდა, მაგრამ პრინციპში ამაზე მეტად როგორ უნდა დაგიბნელდეს ადამიანს. -მოიცა... -წამო, წამო. -არ უნდა-ქეთი წინ გადაუდგა. აი ამიტომ მიყვარს... მიყვარდა. იცის როცა უნდა დამიცვას და როცა უნდა დააყენოს ერთი ადგილი, ყოველ შემთხვევაში ადრე იცოდა,, ეცოდინებოდა კიდეც თუ იმ შეცდომას არ დაუშვებდა. -ნუ ეჭვიანობ დაო, წამო შენც. -არა, ძმაო. პლანი? დროზე გაა*ვი სანამ დაგერხა, მე მაგარი ნაცნობები მყავს, ორ წუთში აქ გაჩნდებიან და გამოგყვებიან კარგ ადგილას. იმ ტიპმა ზიზღით გადახედა ქეთის და გავიდა. -მადლობა. -არაფერს. -დაჯე რა, ვილაპარაკოთ-შემდეგ ყველაფერი მოვუყევი და როგორც იცის ხოლმე თავიდან გიზიარებო და მერე მითხრა დეპრესიში რომ ჩავარდნილიყავი მოგკლავდიო, ვიცოდი რომ აქვე მიმაბრიდავდა. შემდეგ ამ ყველაფერს ორი ჭიქა არაყი დაემატა და მორჩააა, აქ გავრეკე. უკვე გიჟს ვგავდი, რათქმაუნდა მაგიდაზე არ ვცეკვავდი, მაგრამ ნახევრად მეძინა, რაღაცას იტყოდნენ და მოვკვდებოდი სიცილით სულ რომ სასაცილო არ ყოფილიყო. ბევრი აღარაფერი მახსოვს, ერთადერთი ვიცი რომ ირაკლი მოვიდა, შუქი აანთო და ყველას მუღამი ჩაუშალა. -ეეე რას აკეთებ ტო-წამოხტა ალექსი. -მაშა, ადექი ჩაიცვი წავედით-სავარძელზე ვიწექი კაბით, მან მისი მანტო გამომიწოდა და მანიშნა ადექიო. ვერ მივხვდი რამ გააბრაზა ესე სასტიკად, მაგრამ მაინც მორჩილად ავდექი და გავყევი. -რა დაგემართა ირაკლი?-სწრაფად მიდიოდა და მე ლამის დავრბოდი, თან მთვრალზე მიჭირდა. -რამდენი დალიე? -ცოტა. -კი იმიტო დარბიდხარ ესე მაგრა. -ეხა დალეულზე უკაცრავად რო ვერ დავრბივარ კარგად. -არა, ვერ ხვდები შენ. ოჯახი გყავს, არ შეგეფერება შენ ესეთი რაღაცეები. გაიზარდე მაშა! -რატო მიყვირიხარ? -აზრი არ აქ ეხა შენთან ლაპარაკს, მთვრალი ხარ მაინც არაფერი გემახსოვრება. -ახალ წელს ჩხუბით ნუ დავიწყებთ. -არც ვიწყებთ. -სად მივდივართ? -სად უნდა მივდიოდეთ, საათს დახედე? 5ია უკვე. 1საათში თენდება, მე გავერთე, როგორც ხედავ შენც, ხოდა წამო სახლში. -აუუუ არ მინდა ჯერ. -მთვრალს მე ვერსად ვერ გაგიყვან, ვერ იგულავე? -კი, მარა რავი... -ხოდა მორჩა. ხვალ მაგრამ მოგხვდება, დღეს ღამე ლაშას დედაჩემთან ვტოვებ. -რატო? -მეც ნასვამი ვარ და მანქანას წესიერად ვერ ვატარებ არ მინდა ბავშვი დავლეწო. -და მე რომ დამლეწო გინდა?-მანქანის კარი გამიღო და მანიშნა ჩაჯექიო. თვითონაც მალე შემოუარა და დაჯდა. გამათბობელი ჩართო და დაძრა მანქანა. -ირაკლი, აბა მე მეჩხუბები დალევაზე? -შენ გოგო ხარ , გოგოებს არ შეეფერებათ. -მართალი ხარ, გოგოები მარტო კუხნაში უნდა ტრიალებდნენ და შვილებს უვლიდნენ. როგორ შეილება გართობა. -ვინ ლაპარაკობს რო არ უნდა დალიო და კუხნაში უნდა იდგე, მე ეგეთი რაღაც ოდესმე გითხარი? ეგ არი იმენა ღრუზინი კაცის წარმოდგენა, მე შენ რო პატივს გცემ მემგონი მაგაში ორი აზრი არაა ხო? მსუბუქად დალიე ბაზარი არაა მარა რა მდგომარეობაში გიპოვე? 25წლის ტიპებთან, კაცებთან ფაქტიურად კაბით წევხარ სავარძელზე, ყველაფერს ხო აქ თავის საზღვარი?! -ვაიმე, კაი ხო. შემეშალა, ვაღიარებ მარა არ გინდა რა. მართლა ხვალ მეჩხუბე. -აუ შენ კიდე ვერ მოწვი, მე საჩხუბრად არ გეუბნები ამას ჩემო ცხოვრება. მინდა რო შენთითონ ხვდებოდე რა ტეხავს საზოგადოებაში გათხოვილი ქალისთვის და რა არა, თან შვილი გყავს. რას იფიქრებენ რა ოჯახი ყავთ ამათო? -ბაზარი არაა, მივხვდი და გავიგე. -ხოდა კაი-მივედით თუ არა სახლში აბაზანაში შევედი და დავეგდე ლოგინში. აუ რა კაი იყო დასვენება. რა მაგარია როდესაც იცი რომ აღარ უნდა ადგე დილით ადრე და არ ამზადო ეს ფ-ა-ფ-ა! ყელში ამომივიდა უკვე უბრალოდ ლაშას არ მინდა ვაწყენინო. დილით... რაღა დილით 3საათზე გამეღვიძა და კიდე არ მეყო ამის შემდეგ ძილი. ირაკლი უკვე ამდგარი იყო და სამზარეულოში იჯდა ნიკა, ოთო, თემო და ანდროსთან ერთად. სპორტულები და გრძელსახელოებიანი უბრალო მაიკა ჩავიცვი, საერთოდ ხალათით გასვლას ვაპირებდი მაგრამ ვიფიქრე რომ ისევ გატრაკებას დაიწყებდა. გავედი და ყველა სათითაოდ გადავკოცნე. -ამოსულიყავი გუშინ შენც მაშ-მითხრა ნიკამ. მხოლოდ ეხლა მოვწვი რომ გუშინ ირაკლის ისიც გაუტყდა რომ მაგასთან 1საათი ვიყავი და იმათთნ მთელი ღამე გავატარე, როდესაც დავლიე იმდენი ვეღარც გავაცნობიერე რომ მალე ირაკლისთან უნდა დავბრუნებულიყავი. საერთოდ აღარც მახსოვდა ირაკლიმ რო მომაკითხა იმის გარდა არაფერი. იქნებ მარტლა ეწყინა. -ხო არ ვიცი რა დამემართა გუშინ, მემგონი ზედმეტი მომიმივდა. -ყავა გინდა?-ირაკლი ადგა და ყავა გამიკეთა. მე დავჯექი და სიგარეტი ავიღე-რას შვებოდა იკა ცუდად იქცეოდა? -არა, ვაფშე. -რა დამჯერი ქმარი მყავს-ამაზე არაფერი არ უთქვამს და ყავა წინ დამიდო. -როგორ ხარ? -აუ თავი მისკდება. -პახმელია-მოკლედ მიპასუხა. -ლაშა სადაა? -დღეს ისედაც გავდივართ, ვახშამზე დაგვპატიჟეს და მერე წამოვიყვანთ, იყოს ცოტახანი ბებიასთან. -ხო იცი რო დედაშენი უცხოა და მაგდენი ხანი იტირებს? -მიეჩვეოდა. -ვერ მიეჩვეოდა, ლაშა ვერ ეჩვევა ადვილად ხალხს. -იგრძნობს სისხლს და ხორცს და მიეჩვევა, რა გინდა მაშა? -არაფერი. არ მინდა რომ ლაშა იქ ცუდ ხასიათზე იყოს და ჩვენ აქ ვერთობოდეთ. -აუ ნუ შ***ი რა!!! რაც ჩამოვედი სუ მეროჟები თუ აღარ გიყვარვარ დავაი დროზე თქვი და გავშორდეთ, მართლა საცოდავი ხო არ გგონივარ მე და გამოგეკიდები?-მაგიდაზე მუშტი დაკრა და გავიდა. *** წავიდა, დამტოვა. აღარ ვუყვარვარ... მაგრამ ჩემი ბრალიცაა. რაც ჩამოვიდა არანაირად არ მიცდია ხელის შეწყობა. ახალი წელი ერთად არ გაგვიტარებია, მის ოჯახზე უარყოფითს ვლაპარაკობდი, მიუხედავად ყველაფრისა მასაც შეეძლო ცოტა ხელი შეეწყო. ჩემთვისაც რთულია, მეც მარტო ვიყავი 2წლის განმალობაში და ისიც. მეც გაბრაზებული ვარ და ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ. ეხლავე მივდივარ და ჩემი შვილი მომყავს სახლში. მაშინვე ჩავიცვი და წავედი ირმასთან. კარზე დავაკაკუნე და ირმამ გააღო. ისეთი სახე მქონდა ეტყობოდა რომ იცოდა მე და ირაკლის შესახებ. -ლაშა, დე! მივდივართ-დავუყვირე ლაშას და ისიც ჩემკენ გამოიქცა. -ლაშა არსად არ მოდის. -რას ქვია არ მოდის? ის ჩემი შვილია. -და ირაკლის, მას აქვს უფლება ბავშვი ყავდეს სახლში ღამით. -მაგას მე და ირაკლი მოვაგვარებთ, ლაშა წავედით. -არა მეთქი-ლაშას ხელი მაგრად მოკოიდა რაზეც ლაშამ ტირილი დაიწყო. ოთახიდან გიორგი გამოვიდა. -ირმა, ბავშვი გაატანე. -არა, გაეთრიოს დროზე. მას ეს ბავშვი არც უნდოდა, აქ ტოვებდა. -მე არ ვტოვებდი ლაშას აქ!! -შენ ის არ გიყვარს!! არც ირაკლი არ გიყვარს!-მიყვიროდა ირმა. -ირმა!!! დროზე გაუშვი ბავშვს ხელი სანამ ნერვები ამშლია-ირმამ არ გაუშვა ლაშას ხელი და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. ტირილი ამივარდა, ძირს დავემხე და ვერ ვდგებოდი. გიორგი გამოვიდა და ადგომაში დამეხმარა. -გპირდები, საღამოს მოგიყვან სახლში, წადი დაისვენე და საღამოს ლაშა შენთან იქნება. -არა, ეხლა... ჩემი შვილი-ტირილს ვერ ვწყვეტდი. -მაშა, სახლში წადი. მოგიყვან-გიორგისთვის არც მომისმენია ისე გავბრუნდი და გავედი სადარბაზოდან. სახლში განადგურებული მივედი, ვერ ვიჯერებდი რომ ირაკლი ესეთ რამეს მიკეთებდა. ბავშვს მართმევს.. თვითონ წავიდა მე ხო არა... ლაშას როგორ მართმევს. არ ვაპატიებ ამას. რამე უნდა გავაკეთო, ირმას ჩემ შვილს არ დავუტოვებ, ჩემი გაჩენილი და ჩემი გაზრდილია!! არა, არა... სახლში ავედი და კარი ჩავკეტე. გახდა 6საათი, 7საათი და ლაშა არსად არ ჩანდა. ორჯერ სახლში და 3 ჯერ ირაკლისთან დავრეკე. არავინ არ აიღო.ვიფიქრე ერთი დღეც დაველოდებოდი თქო. მეორე დღეს გა ღამის თორმეტ საათზე მივხვდი რომ უვკე ამდენს ვეღარ გადავიტანდი. -ხო მაშ? -კოტე... -რა ხმა გოგო რა მოხდა? ტირილს ძლივს ვიკავებდი. -ირაკლის ოჯახი... ლაშას არ მიბრუნებს. -რას ქვია ლაშას არ გიბრუნებს?!! -გუშინ დედამისთან დავტოვე... დღეს დილით მე და ირაკლიმ ვიჩხუბეთ... და ირმა აღარ მიბრუნებს ლაშას. -რააა? თავი რას მიარტყეს მაგათმა. ეხლავე მოვდივარ არ ინერვიულო-დაკიდა ყურმილი და მაშინვე ჩემთან მოვიდა. მე ტირილისგან თვალები სულ აწითლებული მქონდა, ზომბს ვგავდი. -წავედით. -სად? -მაგათთან. -12საათია, ეძინებათ. -ამ ჩემ ყ***ს სასამართლო როცა გადაწყვეტს რომ მათ უნდა ყავდეთ ლაშა მერე ყავდეს, მანამდე ლაშა შენთან იქნება!-ხელი დამავლო და გარეთ გამიყვანა. მანქანაში ჩავჯექით და ირაკლის სახლში წავედით. მთელი გზა მანქანას გიჟივით ატარებდა. ვიცოდი რომ კოტე ყოველთვის მიშველიდა, მისთვის ოჯახი ყველაფერს ნიშნავდა. მშობლებს ვერ დავურეკავდი რადგან მათ გული გაუსკდებოდათ. მივედით და კოტემ კარზე დააკაკუნა, 2ჯერ, 3ჯერ და შემდეგ უკვე ბრახუნი დაიწყო. კარი ლადომ გააღო, მის უკან ირაკლი და გიორგი იდგნენ. ირაკლის ხელში ლაშა ეკავა. -დროზე, დაუბრუნეთ ბავშვი ჩემ დას, თორე ჩემ ორ შვილს გეფიცებით ისეთ რაღაცას მოგიწყობთ მთელ ოჯახს რომ დაგერხევათ-კოტეს ისეთი ხმა ჰქონდა მეთითონაც შემეშინდა. -მე კიდე პოლიციას გამოვიძახებ, რას მივარდები ღამის თორმეტ საათზე სახლში!-დაიყვირა ლადომ. -თქვენ შვილი წაართვით ჩემ დას და პოლიციას რომ გამოიძახებ ზუსტად მაგას ვიტყვი, კიდე ბევრ რამეს და დამიჯერეთ სასამართლომდე მივიტან საქმეს და მერე ბავშვს ვის დაუტოვებენ მემგონი ვხვდებით ხო? დედას ენიჭება ყოველთვის უპირატესობა მითუმეტეს მაშინ როდესაც მამა დიდხანს არ უნახავს ბავშვს, მას არაა მიჩვეული და მან არ იცის მისი მოვლა. დროზე ბავშვი. -შენ ბიჭო შ** ხო არ გაქ?-წინ წამოიწია გაბრაზებული ირაკლი-ძმით მემუქრები? ყოჩაღ შენ? -ბავშვი მომიყვანე-ძლივს ვუთხარი. ახლა უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, არ უნდა დაენახა ჩემი სისუსტე. -არა. არ იმსახურებ ბავშვს. -დედა-ამოიკვნესა ლაშამ და ტირილი დაიწყო.კოტემ ირაკლის სახეში მუშტი გაარტყა და ბავშვი ხელში აიყვანა. მაშინვე გამოვართვი და სახლიდან გავედი. ირაკლი გამომეკიდა მარა კოტემ შეაჩერა. -ხელს ახლებ ჩემ ოჯახს და ვერ იცოცხლებ!! -რატომ ერევი?!! შენ ოჯახს მიხედე, მე და მაშა მეთითონ მოვგვარდებით!!-დაიყვირა ირაკლიმ. -ხოდა ბავშვის ჩარევის გარეშე გააკეთე ეს ყველაფერი,ლაშას ესეთ ტრამვას ნუ აყენებ. არ ვიცი რა მოხდა მარა ეს ლაშას გარეშე მოაგვარეთ გესმის?!-დაუყვირა კოტემ და გამოვიდა გარეთ. მანქანაში ჩაგვსვა და სახლში წაგვიყვანა. მთელი გზა ლაშა გულში ჩაკრული მყავდა. ღამით კოტემ ჩემთან დარჩენა გადაწყვიტა. მან დაიძინა და მე მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ლაშა მყავდა გულში ჩაკრული და ესე ვიწექი სანამ დილით 6სსაათზე არ ჩამეძინა. დილას 11ზე გავეღვიძე, ლაშასაც ეძინა. ღამე ეტყობა მანაც გვიან დაიძინა. ჩუმად ავდექი და სამზარეულოში გავედი. კოტე ყავას სვამდა. -ძინავს? -ხო, ეტყობა ძალიან დაიღალა. -ალბათ. ირაკლის არ დაურეკავს? -არა. არ ვიცი რა გავაკეთო. -რა ვიცი ვერაფერს გირჩევ, პროსტა ლაშა არ ჩარიოთ რა. -ევა სადაა? -ბაკურიანში, ბავშვები წაიყვანა და მე სამსახურის გამო ვარ აქ. დღეს მეც ავდივარ. წამო შენც. ცოტა დაისვენებ, გულს გადააყოლებ. -ცუდი არ იქნებოდა... ლაშა? -ლაშაც უნდა წამოიყვანო, გაერთობა მათე და ლუკასთან ერთად. -ხო, ფულს გამოვიტან ბანკიდან და წამოვალ. -1-2საათში გავდივართ, მერე ძაან მოყინავს. -კაი, ჩავალაგებ. ფაფას დავადგამ გაზზე და ორი წუთი უყურე არ დამეწვას რა-ოთახში შევედი და ჩალაგება დავიწყე როდესაც ლაშა მომახტა უკნიდან და ხელს არ მიშვებდა. -დეე გაიღვიძე?-ხელი მოვკიდე და კალთაში ჩავისვი. -ჰო-ეტყობა კარგ ხასიათზე იყო. -დე ეხლა წავალთ ბაკურიანში, იქ ბევრი თოვლია და მოგეწონება. -მამა მოვა? -არ ვიცი. ალბათ არა, იქ ბევრი თოვლია. -იეე-დაიყვირა ლაშამ და სამზარეულოში გაიქცა. მე ჩავალაგე ბარგი და გამოვიცვალე ტანსაცმელი. შემდეგ მეც ლაშას მივყევი.მას უკვე დამთავრებული ჰქონდა საუზმე, კოტეს ეთამაშებოდა. -დე, წამო გამოვიცვალოთ-ლაშასაც ჩავაცვი და უკვე მზად ვიყავით. შემდეგ ჩავჯექით მანქანაში და ჯერ კოტესთან გავედით და მისი ნივთები ავიღეთ შემდეგ კი ბაკურიანის გზას დავადექით. მე და ლაშა უკან ვიჯექით, ლაშა სპეციალურ სკამში იჯდა და სათამაშოებით თამაშობდა. მოულოდნელად ირაკლიმ დამირეკა. -ალო? -სად ხარ? -1-2დღით ლაშა ბაკურიანში მიმყავს. -ისე რომ მე არაფერი მითხარი?!! -მოგწერე, ტელეფონს თუ შეამოწმებ მიხვდები. -უნდა ვილაპარაკოთ. -რომ ჩამოვალ მერე, ეხლა დასვენება მინდა, მეც და შენც. -მე ჩემი შვილი მინდა. მინდა მქონდეს მისი ნახვის უფლება. -გთხოვ, ეს ორი დღე მაცალე, მოვალ გონზე და მერე ვილაპარაკოთ. შენ 2დღე გყავდა უკვე ლაშა, ახლა ჩემი ჯერია. მაცადე ჯერ. -მე ორი წელია შვილი არ მინახავს!! -მე ორ წელზე მეტია ვირივით ვმუშაობ, დასვენება მეკუთვნის მემგონი!!-ვთქვი და გავთიშე. ლაშა გაკვირვებული მიყურებდა. მე მის თანდასწრებით არ ვყვიროდი ხოლმე-მაპატიე დე... უბრალოდ გავბრაზდი. -რატო ყვირიხარ?-ისვე მკითხა ლაშამ. -აღარ ვიყვირებ, გპირდები-შუბლზე ვაკოცე და ფანჯრისკენ მივბრუნდი. -მაშა, მემგონი დროა ცოტა გონზე მოხვიდე-მითხრა კოტემ-არ მომწონს შენი მდგომარეობა. დახმარება გჭირდება. -არა, მალე კარგად ვიქნები. -იმედი მაქვს, თორე ეს ლაშაზეც მოქმედებს. -ხო... მართალი ხარ-კოტე მართალი იყო, ჩემი მდგომარეობაც მოქმედებდა ბავშვზე, რო ვერ ამბობდა იმას არ ნიშნავდა რომ ვერ ხვდებოდა. გრძნობდა რომ შინაგანად ვნადგურდებოდი. როგორც იქნა მივედით, კოტეჯი არც ისეთი პატარა იყო, სახლს სამი ოთახი გააჩნდა. ერთ საძინებელში კოტე და ევა იყვნენ, მეორეში ბავშვები, მესამეში კი მე და ლაშა უნდა დავბარგებულიყავით. ყველაზე მაგარი ჰაერი... ღმერთო როგორ მიყვარს ბაკურიანი. სიცივე, თოვლი, მოღუშული ამინდი... ეს ყველაფერი ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს და ამავდროულად მამშიდებს. ლაშასაც მოეწონა ბაკურიანი, ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდით გარეთ სასეირნოდ. შევპირდი ციგაზე დაგსვამ თქო. დავლაგდით და შუა დღეს ლაშა დავაძინე, მეთითონ კი 1საათით გარეთ გავედი. ცოტახანში კანატკასთან მივედი და ფეხზე თხილამურები ჩავიცვი. თხილამურებით სრიალი ჩემი საყვარელი საქმეა. კანატკას ავყევი ბოლომდე. -პირველად სრიალებ?-უკნიდან ბოხი, სასიამოვნო ხმა მომესმა. -უკაცრავად?-შევტრიალდი და დაახლოებით ჩემი ასაკის კაცი დამხვდა. ახოვანი, ქერა და კარგი შესახედაობის. ერთი სიტყვით ის იმ ადამიანს გავდა რომელიც ყველა გოგოს ოცნებაა. -მაპატიე, ალბათ შეგაშინე. -არა, არ შეგიშინებივარ. -მე იოანე მქვია. -მაშა. არა, საერთოდ კარგად ვსრიალებ მაგრამ ეხლა მეშინია. დამავიწყდა, 2წელზე მეტია ბაკურიანში არ ვყოფილვარ. -მე ოდნავ წინ წავალ და შენ მომყევი, 7წლიდან თხილამურებზე ვდგავარ, დაგეხმარები. -თუ 8ის არ ხარ, თანახმა ვარ. -არ ვარ, უკვე გავიზარდე. 11ის ვარ!-გაეცინა, მეც ზრდილობის გამო გავიცინე. მეც გავყევი და მთელი გზის განმალობაში იოანე არ მომშორებია. -მეორეჯერ შენთითონ? -ხო, ასე თუ ისე გამახსენდა. გინდა შევეჯიბროთ? -შანსი არ გაქვს. -ნუ... დამიჯერე მაქვს. წაგებული... -წაგებული პატიჟებს მოგებულს ვახშამზე ან რამე ეგეთზე, სადმე კაფეში. -კარგი. მე ტკბილეული მიყვარს-თვალი ჩავუკარი და კანატკას ავყევი. მალე ზემოთ ავედით და დავიწყეთ შეჯიბრი. მთელი სისწრაფე ავკრიფე, პირველად ვირგძენი თავი ესე მხიარულად. გავასწარი და რომ მივედი სტოლბას მივეყრდენი და მაცდური ღიმილით დაველოდე. რომ ჩამოვიდა თავი დახარა და გაეღიმა. -სად დაგპატიჟო? -სადაც გინდა, უბრალოდ დაიმახსოვრე რომ აქ მხოლოდ 2 ან მაქსიმუმ სამი დღით ვარ. -როგორ მოგძებნო? -ფეისბუქში მომძებნი და ისე. -არ მაქვს. -რა? -არ ვარ თანამედროვე ბიჭი, არ მიყვარს ეს სოციალური ქსელები. -კარგი, ნომერს ჩაგაწერინებ-და ჩემი ნომერი მივეცი. შემდეგ სახლში მივბრუნდი. 1საათზე მეტი იყო გასული. ლაშა ახალი გაღვიძებული იყო. შიგნით გაბადრული შევედი და ევა და კოტე გაკვირვებულები მიყურებდნენ. -რა მოხდა? -არაფერი, გავერთე. -მაგას ვხედავთ მაგრამ ვინმესთნ ერთად?-მკითხა ევამ. -ხო. -მაშა-მკაცრად მითხრა კოტემ და თითი დამიქნია-ქმარი გყავს. -ვიცი, არაფერი ისეთი. უბრალოდ გავერთე, არ მაქ უფლება? -კი, მაგრამ დაიმახსოვრე ქმარი გყავს. -ვიცი და ვეცდები არანაირად არ გადავიდე ზღვარს. -ეცდები არა, გააკეთებ. ლაშა წამოგაყვანინე მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერში მხარს გიჭერ, ქმარი არის ქმარი. სანამ არ გაშორდები არ უღალატო. -გავიგე კოტე. -სულ გაყინული ხარ, გამოიცვალე და ჩაის დაგალევინებთ-მითხრა კოტემ. ოთახში გავედი და გამოვიცვალე, შემდეგ გავედი და ჩაი უკვე მაგიდაზე დამხვდა. -მე და ევა გავალთ, 25იანებზე ვიქნებით, ბავშვებს ვაციგავებთ შენც მოდი რო დაისვენებ. ლაშაც მიმყავს. -მოიცა, პირველად მე მინდა ციგაზე დავსვა, დამიტოვე და 15წუთში წამოვალთ-ლაშა მოიღუშა მარა დამთანხმდა. მალე დავლიე ჩაი, მეორე კურტკა ჩავიცვი და ლაშა წავიყვანე. ციგაზე ერთად დავჯექით და ვსრიალებდით. -კიდე რაა!-ყოველი ჯერის შემდეგ მთხოვა ლაშა, ბოლოს კაფეში დავჯექით და ბავშვებს ნამცხვრები შევუკვეთეთ. -ამას ქვია დასვენება-თქვა ევამ. -მე არც დავღლილვარ, ლაშას აღზრდა ჩემთვის დაღლა არაა. -შენ ერთს ზრდი, მე კი ორს-მითხრა ევამ. -არც მეორე გამიჭირდება-უცებ გულისრევა ვიგრძენი და აბაზანაში გავიქეცი. სახე დავიბანე და შემდეგ დავბრუნდი. -კარგად ხარ?-შემომხედა ანერვიულებულმა კოტემ-ფერი არ გადევს, სახლში ხო არ წავიდეთ? -არა, კარგად ვარ. უბრალოდ მოვიწამლე, სახლში ძველი პური ვჭამე. -კაი, რო მივალთ რამეს მოგცემ-მითხრა ევამ. -მადლობა. -დე კაქად ხარ?-ამომხედა შოკოლადით პირმოთხუპნულმა ლაშამ. -კი, დე პირი მოიწმინდე-სალფეტკი მივეცი,მინდოდა ნელ-ნელა რაღაცეები ესწავლა. -დედამ დარეკა, როცა ჩამოხვალთ ბაკურიანიდან მე მოვალ თქვენთანო. საახალწლოდ ლაშასაც ვნახავ ბარემო. -კაია. ლაშასაც მოენატრა ბებო ხო დე? -კი-მიპასუხა ლაშამ და განაგრძო ნამცხვრით მოთხუპნა. -მემგონი დროა წავიდეთ, მალე ამათი ძილის დრო მოვა. ამ დროს ტელეფონზე უცხო ნომერმა დამირეკა. -ალო? -მაშა? -რომელი ხარ? -უკან გამოიხედე-ჩემ უკან იოანე იდგა ბავშვით ხელში. მე მისკენ წავედი-საიდან? -აქ დავდივართ ჩვენც, კაი საჭმელი აქვთ. ნიკას მოსწონს. -ნიკას? -ჩემ შვილს-ეხლა გასაგებია ეს ვინაა. -აა... რამდენი წლისაა? -2ის. -მეც მყავს შვილი, წლინახევრისაა. ლაშა ქვია. -და ბავშვის მამა? -თბილისშია. -იგივე შემილია ვთქვა ნიკას დედაზეც. -თქვენ გაყრილები ხართ? -არა. სამსახურშია ჩემი ცოლი, შენი ქმარი რატო არაა აქ? -რავი, ცოტა ვიჩხუბეთ და შვილთან და ძმასთნ ერთად დასასვენებლად წამოვედი. -აა, გადმოჯექი ცოტახნით ჩვენთან. ლაშა და ნიკაც გაერთობიან. -ეხლავე-ჩემ მაგიდასთან მივბრუნდი, სადაც გაბრაზებული კოტე დამხვდა. -მაშა. -ცოლი ყავს და შვილი. ლაშაზეც ვუთხარი, ქმარზეც იცის. უბრალოდ ცოტახნით გადავჯდები თქვენ მაინც მიდიოდით. კოტე ცუდად არ მიიღო მაგრამ ახლა ვინმე მჭირდება ზუსტად ისეთი გამოცდილებით როგორიც მე მაქვს. მას ჩემნაირი ცხოვრება აქვს, მასთან ლაპარაკი რატომღაც მამხიარულებს, ოჯახი ყავს, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგობარია. -კარგი, წადი. ლაშას ხელი მოვკიდე და იოანეს მაგიდასთან გადავჯექი. ნიკა და ლაშა მართლაც კარგად აეწყვნენ ერთმანეთს. -მომიყევი შენს შესახებ-მთხოვა იოანემ. -ნუ ქმარზე იცი, ირაკლი ქვია. 2წლის უკან ეგ და მაგისი ძმის ცოლი მოიტაცეს, ანუ ჯერ მისი ძმის ცოლი მოიტაცეს, შემდეგ კი ირაკლი მის მოსაძებნად წავიდა და დაიკარგა კი არადა მოიტაცეს. შემდეგ 2წელი არ გამოჩენილა, 1კვირის უკან ვიპოვე და უკვე ვიჩხუბეთ. იოანე გაშტერებული მიყურებდა. -ვიცი, შეგაშინე. -არა, უბრალოდ ესეთ ისტორიას არ ველოდებოდი. -ხო... მაგის ძმის ცოლს ბევრი გიჟი თაყვანისმცემელი ყავს და... -გასაგებია. -ეხლა შენ მოყევი შენზე. -მე ნარკოდილერი ვარ, მყავდა 3ცოლი. -მართლა? -არა, შენ ისტორიას მინდა ვაჯობო-ამაზე ორივეს გაგვეცინა-არა, ერთადერთი ცოლი მყავს, 21წლის რო ვიყავი მაშინ მოვიყვანე, 15წლიდან ერთად ვიყავით, ხან ვშორდებოდით ხან არა. ერთხელაც სახლში მივადექი და მისი მშობლების წინ დავუჩოქე და ცოლობა ვთხოვე. მერე ნიკა გაჩნდა. რაც ცოლად მოვიყვანე ერთხელ არ გვიჩხუბია. -საინტერესოა. რა ქვია? -ნატალი. ნატას ვეძახი მე. -შენხელაა? -2წლით პატარა. -მოიცა ანუ რო პირველად... 13ის იყო? -ხო, მაშინ ბევრი დამცინოდა კიდეც იმ აღუასგან რა გინდაო, მარა მე კაკრას ეგ მომწონდა რომ არ მალავდა თავის ასაკს და არ ითხაპნიდა თავს მაკიაჟით. -ხო, ბევრი არ არის დღეს ეგეთი. -თბილისსში გაგაცნობ. -დიდი სიამოვნებით გავიცნობ-მთელი საღამო სასიამოვნოდ ვილაპარაკეთ ბოლოს უკვე მივხვდი რომ გვიანი იყო და ლაშას ეძინებოდა, იოანემ კი სახლში მიგვიყვანა. ლაშა დავაძინე და სამზარეულოში გავედი. ევასაც ეძინა, ის უკვე ადვილად იღლებოდა და სულ წუწუნებდა. მალე მეც დასაძინებლად წავედი. შუა ღამეს გამეღვიძა, ძილის შებრუნება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა. იმ მომენტში ირაკლი გამახსნედა, მასზე დავიწყე ფიქრი, საშინლად მომენატრა. ავდექი, კოტეს მანქანის გასაღები ავიღე და 25იანებზე წავედი. ყველაფერი დახურული იყო, ირგვლივ არავინ ჩანდა. მანქანიდან გადმოვედი და რაღაცის ლოდინი დავიწყე, უცებ წინიდან მანქანის შუქი დავინახე, თან დანა მქონდა ამოღებული, მაინც მეშინოდა მარტო სიარული. მანქანიდან სილულეტი გადმოვიდა, მას დავუმიზნე დანა. -არ მომიახლოვდე! ხელში დანა მაქვს!!-შეშინებული ვუყვიროდი და იმასაც ვერ ვხვდებოდი რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, უცებ დანა წამართვა და მხოლოდ შემდეგ მივხვდი რომ ეს ირაკლი იყო. -და ბამ, შენ მკვდარი იქნებოდი. ამ დანით მტერს ვერაფერს დააკლებ თუ მისი გამოყენება არ იცი-მე ლაპარაკი აღარ ვაცადე და ჩავეხუტე. -მაპატიე.... მაპატიე-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მანაც წელზე შემომხვია ხელები და მთელი ძალით მიმიზიდა მისკენ. -არაუშავს, მეც მაპატიე-არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ესე, მაგრამ მალე მივხვდი რომ ვიყინებოდი-იქნებ წავიდეთ სადმე? -ხო. -მე ჩემ მანქანაში ჩავჯდები და შენ შენსაში-ესეც მოვიქეცით და ერთ კოტეჯში მიმიყვანა. მის ოთახში შევედით და დავწექით.... დილით... რაღა დილით... შუა დღეს ტელეფონს რომ დავხედე 20გამოტოვებული ზარი დამხვდა, კოტე... კოტე... კოტე... კოტე... კოტე... კოტე... იოანე... კ.. მოიცა რა? იოანე? კაი გავაგრძელოთ... კოტე... კოტე... კოტე... ევა... კოტე... ნუ მოკლედ კოტე, ევა და იოანე. კოტეს მივწერე კარგად ვარ და მოვალ თქო, შემდეგ ისევ საშინელი გულის რევა ვიგრძენი და აბაზანაში გავიქეცი. მერე ტანზე გადავივლე და ხალათი ჩავიცვი. როდესაც გამოვედი ირაკლის უკვე ეღვიძა. -რამე მოხდა?-მკითხა გაკვირვებულმა. -არა, არაფერი. -მოდი ჩემთან-მისკენ მიმიზიდა და გულში ჩამიკრა-როგორ მიყვარს შენი თმის სურნელი- ავხედე გაკვირვებულმა და მან მაკოცა. -ჩემი სენტიმეტალური-შემდეგ მეც ვაკოცე-ლაშა, კოტე, ევა მოკლედ ყველა მელოდება. -ჩავიცმევ და წაგიყვან. -არა, ძაან ნერვიულობენ. მე წავალ, შენ მოწესრიგდი და მერე მოდი. -კაი-დავემშვიდობე და სახლში დავბრუდნი, სადაც გაავებული მამიკო და ევა დამხვდნენ. -სად ჯანდაბაში ეგდე?-გამოვარდა საძინებლიდან კოტე. -არ მეჩხუბო, ჩემი ბრალი არააა... ღამე გამეღვიძა, შენი მანქანით წავედი პარკში... მერე ირაკლის შევხვდიი... მერე შევრიგდით, წავედით მის კოტეჯში და მერე... -მერე აღარ მომიყვე თუ შეილება!-მაინც გაბრაზებული მიყურებდა კოტე. -კაი მაპატიე, აღარ ვიზამ. -არ მესმის შენი... გიჟი ხარ მაშ, მეტს მართლა ვერაფერს ვერ გეტყვი. რაღაც დაუჯერებლად სხარტი ხარ, აი უცებ იღებ გადაწყვეტილებებს, სპონტანური. -ეს კომპლიმენტია, დიდი იმედი მაქვს. ლაშა სადააა? -ევა აცმევს. -ეხლა გაიღვიძა? -დილით ძაან ადრე გაიღვიძა და მერე დავაძინეთ. -მე 5ზე ვაძინებ ხოლმე. -მერე არასწორია, დააძინე 3ზე ან 4ზე. -ანუ ოთხჯერ ძინავს დღეში, დილით 9ზე იღვიძებს მერე იშვიათად მარა მაინც 1ზე ვაძინებ იღვიძებს 2-3ზე და მერე ისევ ხუთზე ან ექვსზე. -ხო რავი, როგორც გინდა. -ანუ აღარ ხარ გაბრაზებული? -ეგ არ მითქვამს. ამ დროს ირაკლი მოვიდა. -ვა, კოტე? როგორ ხარ?-კოტე გადაკოცნა ვითომც არაფერი. აა... სულ დამავიწყდა ესენი დიდხანს ხო არ აჩერებენ ტვინში არაფერს... -რას შვები? რატომ არ მოიყვანე გუშინ 12ზე? -3ზე წამოვიდა და იმიტო. -გასაგებია. ამ დროს ლაშა გამოვარდა ოთახიდან და ირაკლის ჩაეხუტა, მან კი ის ხელში აიყვანა. მე ისევ გულის რევა ვიგრძენი ტელეფონი და ჩანთა მაგიდაზე დავაგდე და აბაზანაში შევედი. როცა გამოვედი მისაღებში ირაკლი დამხვდა მკვლელის სახით. -რა მოხდა? -ვინაა იოანე? ჯანდაბა აი სად დამერხა... **** -ა.. ჩემი მეგობარია. აქ გავიცანი, იცი რა საყვარელი... -რა საყვარელია? არა ნამდვილად არ ვიცი! შენ ისევ დაიწყე ხო?!! აუ ძაან დავიღალე. -ირაკლი მომისმინე ორი წუთი-გიჟივით ღრიალებდა მე კიდე მინდოდა მეთქვა იცი რა საყვარელი შვილი ყავს თქო და არა ის რომ იოანე საყვარელია. -ძაან აცანცარდი, ამჯერად აქ აღარ დაგტოვებ, დროზე ჩაალაგე და მივდივართ, მერე იმ იოანეს მოვძებნი და მოვ***ნავ დედის ტრ*კს!!!!-ხელი ჩამავლო მაგრამ უცებ მომეშვა გაჩუმდა და უკან რომ გავიხედე ლაშა შემრჩა ხელში. ეს გინება მოისმინა... ის როგორ მომაყენა შეურაცხოფა. ბავშვი საცოდავად იდგა პიჟამოში კართან და ეტყობოდა რომ ტირილს ძლივს იკავებდა. -მა...-ირაკლი სულ დაიბნა-მისკენ წავიდა და ჩაიკუზა-მა, მაპატიე. მე და დედა უბრალოდ... -რატო უყვირე? -დედა... მე და დედა ზოგჯერ ვჩხუბობთ მარა მე ის მიყვარს მა. -აღარ უყვირო. -აღარ ვუყვირებ, მიდი ჩაიცვი და წავიდეთ სახლში. ლაშა უკან გაბრუნდა და ოთახში შევიდა. -დროზე ჩაალაგე თქო-როგორც ჩანს ლაშამ ცოტა მაინც მოულბო გული და აღარ მიღრიალებს. -15წუთში გარეთ იყავი-გავიდა ოთახიდან და მანქანა დაქოქა. არა ესე ნაღდად აღარ შემილია... სულ ჩხუბი და ჩხუბი... -მაშა, გაყევი-ახლა კოტე იდგა კართან და კედელს მიყუდებოდა/ -კოტე, დავიღალე იმით რომ 24საათი მეუბნები რა გავაკეთო. როგორმე მივხედავ ჩემ ქმარს და ბავშვს-კოტეს სახეზე დაეტყო რომ ჩემი ნათქვამი ეწყინა. გატრიალდა და მათე და ლუკასთან მივიდა. მაშინვე ოთახში შევედი და ჩალაგება დავიწყე. შემდეგ ლაშა ავიყვანე ხელში და გარეთ გავიყვანე, ირაკლიმ ბავშვი გამომართვა და უკან ჩასვა მის სკამში. მე წინ დავჯექი და მანქანა დაიძრა. -ვინაა ის იოანე მითხარი სანამ მეთითონ გავარკვიე. -ჩემი მეგობარი, აქ გავიცანი. ყავს ცოლი და შვილი. -აჰა, უკვე დაჟე ცოლიანთან. -რაა? შენ ხო არ გააფრინე?!! რეებს ლაპარაკობ? -აბა რა ვიფიქრო?!! რა გინდა ვიფიქრო? არა ამიხსენი. მემგონი საერთოდ ვეღარ გცნობ მაშა, სულ შეცვლილი ხარ. -და იქნებ არასდროს მიცნობდი, მხედავდი ისეთს როგორიც გინდოდა ვყოფილიყავი. არასდროს არ დაფიქრებულხარ რა მინდა მე. როგორ შეილება, ვინმე ოდესმე შეეწინააღმდეგოს ირაკლი ჯაფარიძეს. -ენა დაგიგრძელდა. -ბავშვთან ეგრე ნუ მელაპარაკები, შენნაირი ტერორისტი გაიზრდება. -ეხლა ტერორისტიც ვარ. როგორ მაინტერესებს ნამდვილი მიზეზი იმისა თუ რატომ მექცევი ესე? -სერიოზულად გინდა იცოდე?!! -დე-ამოიკნავლა ლაშამ უკანა სკამიდან. -კი. -აუცილებელი იყო ბარბარეს კუდში გაყოლოდი მაშინ?!!! აუცილებელი იყო დაგეტოვებინა შენი ფეხმძიმე ცოლი მარტო იარაღით ხელში? შენთვის იმ მომენტში ბარბარე უფრო მნიშვნელოვანი იყო გმირო?!!!-იმხელაზე ვყვიროდი რომ მეთითონ ვეღარ ვიცანი ჩემი თავი. ეს მაწუხებდა ორი წლის განმალობაში, ბარბარეზე და ირაკლიზე ვიყავი გაბრაზებული და ყველანაირად ვცდილობდი ეს გრძნობა ჩამეხშო. უცებ რაღაც მოხდა, მანქანა ძლიერად შეირყა... მე ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, თვალებში ვერ ვიხედებოდი, მხოლოდ ლაშას ტირილი მესმოდა, განძრევას ვცდილობდი მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. ისტერიული ტირილი დავიწყე, მეშინოდა ლაშას დაკარგვის, ირაკლი მანქანის კარს მთელი ძალით ურტყამდა ხელებს და ცდილობდა ჩვენ გადაყვანას მანქანიდან, მაგრამ ამაოდ. მანქანაში ჩვენთან ერთად ბო იყო,(ძაღლი რომელიც ირაკლიმ აჩუქა ლაშას) ბო საცოდავად წკმუტუნებდა. როგორც იქნა ირაკლიმ კარი გააღო და ლაშა და ბო გადაიყვანა. შემდეგ ჩემთან მოვიდა მაგრამ რემენი ძალიან ძლიერად მქონდა გადაჭიმული და მას ვერ ხსნიდა. -დროზე ლაშ...ასთან მიდი-უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა, ირაკლიმ დანა ამოიღო ჯიბიდან რომელიც სულ თან დაჰქონდა და რემენი გადაჭრა, ხელში ამიყვანა და მანქანას მომაშორა. ზუსტად 3წუთში ჩვენი და იმის მანქანა ვისაც შევეჯახეთ აფეთქდა. საბედნიეროდ ისინიც ძლიერად არ დაშავებულან... მაგრამ უცებ გავითიშე. როდესაც გამოვფხიზლდი პალატაში ვიწექი და ჩემ გვერდით ირაკლი იჯდა, მას ჩემი ხელი ეკავა. მე წამოდგომა ვცადე მაგრამ ფეხები ვერ გავამოძრავე. შემდეგ ირაკლის თვალებაცრემლებულმა ავხედე. -მე... მე... -არ ინერვიულო, ექიმი შემოვა და ყველაფერი კარგად იქნება. მართლაც ექიმი შემოვიდა, თვალებში ფანარი ჩამანათა და რაღაც ჩაწერა თავის ანკეტაში. -ფეხებს ვერ ვამოძრავებ. -არაა საშიში, ჯერ. ცოტა დაისვენე, ხვალ, ზეგ კი ისევ ცადე. ახლა არ გადაიღალო. -ლაშა სადაა? -ლაშა კარგად არის, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, ერთი-ორი სინიაკი და მეტი არაფერი. ახლა ძინავს, საუკეთესო პედიატრები არიან მასთან. -იკა ლაშა მომიყვანე. -ძინავს, თან რა შეილება. -მაშინ მე წამიყვანე, დროზე!! -მაშა, თქვენთვის არ შეილება ადგომა. -დროზე ჩემ შვილთან მიმიყვანეთ!-ცოტაც და საწოლიდან ადგომის გარეშეც ვისვრიდი ამ ექიმსაც და ირაკლისაც ფანჯრიდან. ლაშაზე საშინლად ვნერვიულობდი, რამე რომ მოსვლოდა... ექიმმა ნემსი აიღო ხელში და ის იყო უნდა გაეკეთებინა ჩემთვის რომ ირაკლიმ შეაჩერა. მან თხოვა მე მივხედავო, მაშინ ექიმმა ნემსი დაუტოვა ყოველი შემთხვევისთვის და ის გავიდა. აბა რა მე ფსიხი ვარ და ჩემმა ქმარმა ნემსით უნდა დაიცვას ჩემგან თავი. -არ ხარ ფსიხი. ვაიმე, მემგონი ხმამაღლა არაფერი მითქვამს. -ეხლა ჩემ აზრებშიც ჩაძვერი? -რთული არ არის იმის გამოცნობა თუ რას ფიქრობ. ეხა ან დაწყნარდები ან კიდე ნემსი აქაა. -ლაშა კარგადაა? -კარგად არის, შენ თავს გეფიცები სერიოზული არაფერი არ ჭირს. -კარგი,შენ როგორ ხარ? -მე არ დავშავებულვარ, 1-2სინიაკი, ძალიან ძალიან ძალიან მსუბუქი ტვინის შერყევა და მორჩა. -რათქმაუნდა, მოდი გამოვიცნო, ექიმს არ დაუჯერე და არ დაწექი საავადმყოფოში. -დღეს ღამე დავიძინებ და ხვალ უკეთ ვიქნები. -კაი, შეგილია გაყვე ექიმს თუ მეტი არაფერი მომხდარა. -კიდე გაბრაზებული ხარ? -არა, გადამიარა. -მაშა, რა გინდა? რა უნდა გამკეთებინა? -სერიოზულად, ეხლა გინდა ამაზე ლაპარაკი? კარგი, შენ მე დამტოვე, ფეხმძიმედ ვიყავი, შენ შვილს ვატარებდი მუცლით, პისტოლეტი შემაჩეჩე ხელში და დამტოვე შენ ნახევრად მკვდარ ძმასთან, ეხლა კი მითხარი სწორად მოიქეცი? -გიორგი იგივეს იზამდა შენ გამო. -იცი, დაივიწყე, მაინც ვერ ხვდები შენ ამდენს. -აუ სერიოზულად დავიღალე, ტვინი მომ***ნა უკვე, ძაან დიდი შეცდომა დავუშვი ცოლად რო მოგიყვანე, უბრალოდ ლაშა შემეცოდა-გავიდა და კარი გაიჯახუნა. უცებ ისევ გულის რევა ვიგრძენი, გვერდით ვედრო მედო, უცებ დავავლე ხელი და მუხლებზე დავიდე. მორჩა, ახლა ნაღდად ვიცი რომ არ მოვწამლულვარ. ბარბარეს დავურეკე და ისიც 15წუთში აქ იყო. -ეხლა არ თქვა რომ ფეხმძიმედ ხარ. -არ ვიცი, ძალიან დიდიხანია ესე ვარ. არც კი ვიცი რატომ არ ვაქცევდი ამ ყველაფერს ყურადღებას. შეილება ბავშვი მკვდარიც არის ამ ავარიის შემდეგ. -გინდა მოგიტანო ტესტი? -აქ ექნებათ, უბრალოდ რომელიმე ექიმს თხოვე ვითომ შენთვის გინდა და ეგაა რა-ბარბარე გავიდა და 10წუთში დაბრუნდა. -ინვალიდის ეტლი მოაგორე და აბაზანაში შევალ. ბარბარე ადგომაში დამეხმარა და მეც აბაზანაში შევედი. არ ვიცი რამდენად გადავიტანდი მეორე ბავშვს ახლა, ამდენი რამის შემდეგ, ყველფაერს თავი რომ დავანებოთ და ორსულადაც რომ არ ვიყო ეგ კიდე უფრო შემაშინებდა, ესე იგი რაღაც დაავადება მაქვს. აი თქვენი შედეგიც 20წუთში დაიდო. მე ფეხმძიმედ არ ვარ, კარგია თუ ცუდი? მეთვითონ არ ვიცი. ცოტახანში ექიმი შემოვიდა. -დამშვიდდით? -დიახ... იცით... რაღაც მინდა გკითხოთ. დაახლოებით... 2 თუ 3კვირაა, ან მეტი რაც თავბრუს ხვევები და ღებინებები დამეწყო. რისი ბრალი შეილება იყოს? -ბევრი რამის, რაიმე დაავადების... ან ფეხმძიმედ ხომ არ ხართ? -ტესტი გავიკეთე მაგრამ უარყოფითია. -მაშინ ანალიზს გაგიკეთებთ და იმის და მიხედვით გავიგებთ რისი ბრალია ეს ყველაფერი. -შესაძლებელია რომ მუცელი მომეშალა? -არ ვიცით, გინეკოლოგს გამოვგზავნით, ანალიზს აგიღებთ და მერე ნევროლოგთან კონსულტაციაც დაგჭირდებათ. -კარგი, მადლობა. ექიმი გავიდა. ყველანაირი ანალიზი ამიღეს, 200კონსულტაცია ჩამიტარეს და ბოლოს ნერვებიც მომითხარეს. პასუხები ხვალამდე არ იქნებოდა, ლაშას არავინ მანახებდა, ირაკლი არ შემოდიოდა, კოტე ჯერ არ ჩამოსულიყო და არც არაფერი იცოდა, სხვა გზა არ მქონდა უნდა დამეძინა... ან... სულ დამავიწყდა რომ ისევ ბაკურიანში ვარ და იოანეც აქ არის... ხომ არ გამებრაზებინა ჩემი ქმარუკა. არა... ცუდი იდეაა. მეზარება ირაკლის ჩხუბის მოსმენა. მაშინ გადავწყვიტე დამეძინა და ასეც მოვიქეცი. დილით ადრე გამეღვიძა, პალატის გარეთ ირაკლი იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ექიმი შემოვიდა, ირაკლიმ მაშინვე გათიშა ტელეფონი და ექიმს შემოყვა. -შეილება პირადად ვისაუბროთ?-საცოდავი სახით ავხედე ექიმს. -რათქმაუნდა. ირაკლი, ორი წუთით დაგვტოვეთ თუ შეილება-ირაკლი უკმაყოფილო სახით გავიდა ოთახიდან. -ანალიზებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე დაზუსტებით ვიცით რომ ფეხმძმედ ხართ. -რა? აბა ტესტი? -ზოგჯერ ტესტები ცდება ხოლმე, აი თქვენთითონ შეხედეთ. -არა,მე ვერ ვერკვევი ეგეთებში... და რამდენი ხანია? -4კვირა. ირაკლი ზუსტად მაგდენი ხანია რაც დაბრუნდა... ესე იგი... ჯანდაბა. -მაგრამ არის ცუდი ამბავიც. -ეგრე დაგეწყოთ. -მე თქვენ ძველ გინეკოლოგს ველაპარაკე, მან გვითხრა რომ პირველი ორსულობა ძალიან მძიმე იყო თქვენთვის, პირველივე ორსულობაზე როდესაც წოლითი რეჟიმი გიწევს, მეორეზე ლაპარაკიც არ არის. არის შესაძლებლობა რომ მეორე ორსულობას თქვენ... ვერ გადაიტანთ. -მოიცადეთ... რომ ვიწვე? ეგრე ვერა? -არ ვიცით, შესაძლებელია ნაყოფი მუცელს მოსწყდეს და.. მუცელი მოგეშალოთ. -რას მთავაზობთ? -რათქმაუნდა გაქვთ არჩევანი, მაგრამ მემგონი ჩემი აზრით... აბორტი საუკეთესო გამოსავალი. -აბორტი, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. რათქმაუნდა, ეს თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია, ჩემთვის? ბავშვისთვის? არა, სადამდეც გასტანს იქამდე იცოცხლებს, საერთოდ შესაძლებელიც არის რომ ბავშვი გადარჩეს. -მაგრამ მაშა ეს ხომ... -არა და ძალიან გთხოვთ ირაკლის ამის შესახებ არაფერი არ უთხრათ. -თქვენ სიარულიც არ შეგილიათ, წელს ქვემოთ მთლიანად პარალიზებული ხართ, თერაპია უნდა გაიაროთ და თქვენთვის სიარული და დატვირთვა არ შეილება. -მაშინ თერაპიას არ გავივლი სანამ ბავშვი არ გაჩნდება. -ეს ხომ სისულელეაა... მაშა, მე გირჩევტ რომ კარგად დაფიქრდეთ, არა მარტო ბავშვის სიცოცხლეზეა აქ საუბარი არამედ თქვენსაზეც. -გასაგებია, მაგრამ იცით ექიმო? რატომღაც არავის აღარ ადარდებს ჩემი სიცოცხლე ამიტომ მეც ბავშვზე ვიფიქრებ. -მე გავალ და თქვენ დაფიქრდით. -ექიმო, ირაკლის არაფერი არ უთხრათ. -როგორც ინებებთ-ექიმი ოთახიდან გავიდა. არ ვიცი რამდენად უნდა მიხაროდეს მაგრამ ერთი ვიცი რომ მე ბავშვს არ მოვკლავ. ცოტახანში ირაკლი შემოვიდა. -რაო ექიმმა? -არაფერი, თერაპიაზე მელაპარაკა. -როდის იწყებ? -ჯერ ძალიან სუსტად ხარ და სანამ შენთითონ არ მოინდომებ იქამდე არაფერი მოხდებაო. -რას ქვია შენთითონ არ მოინდომებ? -ფსიქოლოგიურადო, არ ვიცი ფსიხია ვიღაცაა. -სხვა ექიმთან წავიდეთ. -არა! ეს ძალიან კარგი ექიმია. -მაშა, აბა რას აპირებ რამდენი ხანი უნდა იყო მიწეპებული საწოლს? -როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი გამომივიდა, ეხლაც არამგონია გამიჭირდეს. -ხვალვე მოვძებნი საუკეთესო თერაპევტს და მასთან დაიწყებ ვარჯიშს. -არა, არ მინდა. არ ვარ მზად. -მაშა, რაღაცნაირად იქცევი. ეხლა საქმე შენ ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და არა ჩვენ ურთიერთობაზე. ორი წუთით ლაშაზე მაინც იფიქრე, როგორ იმოქმედებს ლაშაზე ის რომ დედამისი საწოლს იქნება მიჯაჭვული. -რამეს მოვიფიქრებ, არ ვიცი. ერთხელ ცხოვრებაში შეილება ჩემზე იფიქრო? -შენზე რომ ვფიქრობ იმიტომ მინდა რომ თერაპევტთან გაიარო კონსულტაცია. -მოდი მე ავირჩევ რა გავაკეთო. არც ექიმს და არც შენ გაქვს იმის უფლება რომ რამე მაიძულო. -რატო იქცევი ესე? ზოგჯერ სერიოზულად მგონია რომ აღარ გიყვარვარ. -მე კიდე ზოგჯერ მგონია რომ შენ ყველაზე ფიქრობ ჩემ გარდა. -ხოდა იფიქრე ეგრე, რაც გინდა ის იფიქრე მარა შენ მოგწონს თუ არა გაივლი კონსულტაციას თერაპევტთან. -ჩემი თანხმობის გარეშე არა. -მაშა, გევედრები. მიზეზი მაინც მითხარი რატომ არ გინდა? -ესე, უბრალოდ და მორჩა. ირაკლი სავარძელზე ჩამოჯდა და ტელეფონი აიღო. -ლაშა? -ექიმი ამოწმებს ეხლა, ადგები და მერე ნახავ. -ვერ ავდგები. -ეტლშიც ვერ ჩაჯდები? -ვერა. -რაღაცას მიმალავ და ვერ ვხვდები რას. -არაფერს არ გიმალავ. -მიმალავ, როცა მატყუებ სულ მარცხნივ იყურები და ხელს ნერვულად ათამაშებ როგორც ეხლა. ჯანდაბა, ხელი გავაჩერე და ისე გავუმეორე. -არაფერს არ გიმალავ-და ვეცადე ირაკლისთვის თვალებში მეყურებინა და ისე მელაპარაკა, მაგრამ არ გამომდიოდა. -კარგი, მეთითონ მოგიყვან ლაშას, მაგრამ ლაშას დღეს გამოწერენ და შენ აქ იწვები... დიდიხანი. აქ ვინ მოგიყვანს ყოველდღე? -ექიმს ვთხოვ და მეც დღეს გამომწერენ. -სისხლჩაქცევებით? პოსტ რაღაც სტრესით? შვილო ჩემო აქ მინიმუმ 1კვირა იქნები, სანამ მართლა არ გაივლი ამ თერაპიას. -რამეს მოვიფიქრებ აუ ყველაფერს ვფიცავარ თავს არ დამანებებ და დაცვას და ექიმებს დავუძახებ მაწუხებს თქო. მალე ექიმმა ლაშა შემოიყვანა, ირაკლის ვთხოვე და ის გვერდით დამისვა, მე კი საბანი გადავაფარე და ჩავეხუტე. -როგორ ხარ დე? -კაქად, მალე წავალთ? -შენ დღეს წახვალ, ოღონდ უნდა იწვე დე. -რატო? -იმიტო რო არ შეილება შენთვის სიარული, დაუჯერე ანის და ირაკლის კაი? ხო ირაკლი გთხოვ დედაშენთან არ დატოვო ბავშვი. -გთხოვ გაიარე თერაპია. -ირაკლი. მოდი ბავშვს ვკითხოთ. დე შენ როგორ გინდა ირმასთან დარჩე თუ ბებოსთან კახეთში? -ბებო. -მა, ირმასთან არ გინდა? იქ ანი იქნება, ბარბარე, გიორგი. -ბებოთან! -კაი, წავიყვან შენებთან კახეთში. -დედაჩემს დავურეკავ და გავაფრთხილებ. მანქანიდან ბარგი გადმოიღე? ბო სადაა? -ბო გიომ წაიყვანა. -გიო აქაა? -ხო, ბარბარეს წამოყვა. როგოც კი გაიგეს ავარიაზე.. -ბარბარეზე ვიცი. ველაპარაკე უკვე. -კაი ლაშას გავიყვან. -რატო აქ ვერ წევს? -უნდა ჩავაცვა და მოვამზადო წასაყვანად -კაი. დე კარგად მოიქეცი ხო? ბებო არ გააბრაზო-ჩავეხუტე ლაშას და ირაკლიმ ის წაიყვანა. შემდეგ გიორგი შემოვიდა. -როგორ გაბედე და საავადმყოფოსი ჩემ გარეშე მოხვდი? -უი, ჩვენი ტრადიცია დავარღვიე. მაპატიე. -აჰა. როგორ ხარ?-საწოლზე ჩამოჯდა ჭორიკანა გოგოსავით/ -რავი აბა. -რაღაცას მალავ. -რა? -სახეზე გეტყობა, რამდენი ხანია გიცნობ. აბა მითხარი. -მპირდები რო არავის ეტყვი?... არა, ვერ გეტყვი. ირაკლიზე ადრე ვერ გეტყვი, ეწყინება. -მოდი დაწერე. -შენ არ გაგიტყდებოდა ბარბარეს ირაკლისთვის რომ ეთქვა რაღაც და მერე შენთვის? -გააჩნია რას ეტყოდა. -რაც შენ და ბარბარეს გეხებათ. -არ ვიცი, მაინც კონკრეტულად უნდა მითხრა. -მაგალითი რომ მოვიყვანო მიხვდები და ამიტომ არა. -კაი მერე ბარბარეს ვკითხავ რამე ხო არ უთხრა ბარბარემ ირაკლის, თორე უკვე მგონია რომ ბარბარეზე მალავ რაღაცას. მოვკლავ ეხლავე. -არა, ბარბარე არაფერ შუაშია. დაანებე თავი. -კაი, გავჩუმდი. აბა კიდე ნაჩხუბრები ხართ? -კი. -რაზე ეჩხუბები? -რავი პროსტა. -როდიდან მიმალავ მე რაღაცეებს? -არ ვიცი, შენი ძმის ჩამოსვლამ იმოქმედა ჩემზე. -გასაგებია. მაშა, უნდა მოგკლა. გეტყობა რომ ხასიათზე არ ხარ, ეხა ისღა მაკლია რომ დეპრესიაში ჩავარდე. -მალე ჩავვარდები კიდეც, შენ კიდე იცი რა რთულია ჩემი გამოყვანა დეპრესიიდან. -ოო, მახსოვს, ნიკა და ოთო მიყვებოდნენ რა დღეში იყავი. -არ მოყვე ეხლა გთხოვ. -არაა, უნდა დავიწყო. პროსტა ჯინაზე. მემგონი მეშვიდე თვეზე იყავი მაშინ, კიდე დეპრესიაში იყავი და წახვედი ვიღაც ტიპთან, ბაითი ჰქონდათ ნაქირავები, ღამის 4საათზე. ოთო და ნიკა მაშინ შენთან რჩებოდნენ ხოლმე რიგრიგობით ღამე, ყოველი შემთხვევისთვის, ან ეგენი თუ არა მაშინ შენი დაქალები. ხოდა მაგათი მანქანა მოგიპარია და წახვედი სადღაც წყნეთში. ამ დროს იკაც შემოვიდა. -ლაშა სადაა? -ბარბარე ამზადებს. რაღაცას ყვებოდი ხო გიო? -კი, შენი ცოლი დეპრესიაში რო იყო მაგ დროს. -აი მეც მაინტერესებს-სავარძელზე ჩამოჯდა და სერიოზული სახე მიიღო-მიდი რა მოყევი. აუ ესღა მაკლდა. ორ ძმა ჯაფარიძეს ერთ ოთახში რა გაუძლებს. -მოკლედ შენი ცოლი ღამის 4საათზე ოთოს მანქანით გაიპარა წყნეთში, მეშვიდე თვეზე იყო მაშინ. ხოდა ეხა ნიკა და ოთო ვერაფრით ვერ ადიან წყნეთში რო უკან წამოიყვანონ, თან ყველას ძინავთ და 2მა ტაქსმა უარი უთხრათ მოსვლაზე. ტრასამდე რაღაცნაირად მიაღწიეს და მერე ავტოსტოპით ჩავიდნენ. იმ სახლში რომ მივიდნენ შენი ცოლი საყვარლად იჯდა სავარძელზე და ხელში წვენი ეკავა. სახეზე ფერი არ ედო და ეტყობოდა რომ მაქანის ტარებაც არ შეეძლო. ოთო მიუჯდა გვერდით და იმენა შენ რო როჟებს უკერავ ხოლმე და ამბობ (ირაკლის ხმის იმიტირება გააკეთა) ,, დროზე ადგა და მანქანაში ჩაჯდაა!’’-ამაზე გამეცინა რადგან ზუსტად გააკეთა ყველაფერი-მარა მაშამ გახედა და უთხრა რო მარტო ირაკლის გამოდის ჩემი მაგითი დაშინ...-ამ დროს პირზე ავაფარე ხელი გიორგის. -მოიცა, მოიცააა, რაო რა თქვა მაშამ?-ჩემთან მოვიდა და ხელები დამიკავა მსუბუქად რომ არ შემეშალა ხელი გიორგისთვის. -რაო და მარტო ირაკლის გამოდის ჩემი დაშინება მაგით და სანამ იკას არ დავინახავ იქამდე ვერავინ და ვერაფერი წამიღებს აქედანო. -მერე? -მერე, ნიკამ დავიღალეო, ხელი დაავლო მაშას და ან ეხა მოდიხარ ან კიდე ყველაფერს ვფიცავარ სულ დავივიწყებ იმას რომ ჩემი ძმაკაცის ფეხმძიმე ცოლი ხარ და წაგიყვან ძალითო. მაშამ თქვა მოვიწყინე მაინც და კაი ჯანდაბას წამოვალო და წაყვა. -ვაა, ანუ მაშინაც იცოდი ვინაა შენი პატრონი და ეხაც იცი. მიხარია რო გავლენა არ დამიკარგავს-ბოროტულად გამიღიმა ირაკლიმ. -გიორგი, როგორც კი ფეხზე დავდგები, შურს ვიძიებ. -მე წავალ ბარბარეს მივეხმარები-გიო ოთახიდან გავიდა. -ისე ცნობისთვის, მე შენი არ მეშინია. -აჰა,რათქმაუნდა. მაშ, სიმართლე უნდა მითხრა. -წინაზე ქეთიმ გითხრა. -რა მითხრა ქეთ...-ირაკლი გაშეშდა-მოიცა, ქეთიმ მე მაშინ მითხრა რომ ფეხმძიმედ იყავი. ეხა არ მითხრა რომ ფეხმძიმედ ხარ. -არ გეტყვი. -მოიცა, მართლა? მარა... ექიმმა რო თქვა ვეღარ გადაიტანსო წინაზე. -ხოდა ვერც გადავიტან. -ეხლა რა ხუმრობა იყო ეს? გინდა რომ არ გამიხარდეს? რას ქვია ვერ გადაიტან? -მე ვიცი რო ვერ გადავიტან, ნაყოფი ძაან სუსტია, მეც ძაან სუსტად ვარ. წინა ორსულობიდან გამომდინარე შეილება ბავშვი ვერ გადარჩეს. -რას მეღადავები ეხლა, რამდენი ხანია ეს იცი? -ნუ ვხვდებოდი რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ მეშინოდა შემოწმება. ავარიის მერე მეგონა მუცელი მომეშალა მარა ექიმმა მითხრა რომ ბრალოდ ძალიან დასუსტდა ნაყოფი. -და ამიტომ არ გინდოდა თერაპია. -ხო. -ბავშვს საფრთხე ემუქრება, საუკეთესო ექიმი გვინდა. -ველაპარაკე ექიმს, თუ საწოლში ვიწვები შეილება ბავშვი გადარჩეს. -შენ ხო არ გემუქრება საფრთხე? დავფიქრდი, მინდოდა სიმართლე მეთქვა მაგრამ... სიმართლე რომ მეთქვა 100%-ით დარწმუნებული ვარ ირაკლი აბორტს დამაძალებდა, მისი მშობლები ჩაერეოდნენ და ეცდებოდნენ ბავშვი შეენარჩუნებინათ და მერე მე თუ რამე მომივიდოდა ჩემი შვილი გადაიქცეოდა ირმას პროექტად ამიტომაც ვუპასუხე: -არა, მე არანაირი საფრთხე არ მემუქრება. *** -როგორ ფიქრობ ვუთხრათ დანარჩენებს? -არა, არ გაბედო. იკა არ მინდა ჯერ ვინმემ იცოდეს, შეილება გიომ მარა მეტმა არავინ. ნუ ალბათ ბარბარე და მორჩა. -და გენიოსო მუცელი რო გაგეზრდება? -მემგონი დიდიხანი მომიწევს აქ წოლა, ვინმე რო მოვა საბანს გადავიფარებ და თუ ვერ შეამჩნევენ არ ვიტყვი. -და რო შეამჩნიონ და არ გკითხონ? -ხოდა ძაან კაი, ჩვენც არ ვიტყვით რო რამე. -კაი, როგორც გინდა. მარა ლაშა 9თვე კახეთში იქნება? -არ ვიცი, მარა არ მინდა რომ ირმასთან იყოს. -დროა რომ შერიგდეთ, გთხოვ რა. ეხა გამოდის რო ლაშა ირმაზე ფიქრობს როგორც საშინელ ბებიაზე და საერთოდ არც იცნობს წესიერად. -არა, სანამ ირმა გონზე არ მოვა და არ შეწყვეტს ყველაფერზე კომენტარის გაკეთებას მე ლაშას არ დავუტოვებ. -ირმა დედაჩემია, რა უნდა ვუთხრა რო 9თვე ვერ ნახავს მის შვილიშვილს? -2წელია არ უნახავს, ეხლა როგორმე გადაიტანს. -მაშ... გულს მტკენ. -კარგი, ლაშა მიუყვანე ისიც დასარჩენად არა, 1დღე უბრალოდ სანამ სამსახურში ხარ და მერე სამსახურიდან ჩვენ სახლში რო გახვალ იქ გყავდეს, როგორმე მიხედავ. ჯერ 1-2კვირა იქნება ჩემებთან კახეთში. -კაი, გავალ მანქანას დავქოქავ. -მოიცა, მანქანით მიგყავს? -ხო. -იქნებ... დღეს დატოვო? -რატო? -რავი, ცოტა დიდხანს მინდა მყავდეს. ექიმს კითხე იქნებ ერთი დღით დატოვოს აქ, მაინც არ მინდა გადაიღალოს. -კაი. იმ ავარიის შემდეგ მეშინოდა ლაშას მანქანით გაშვება კახეთში. ამ დროს გიორგი და ლაშა შემოვიდნენ. -მზად არის. -არაო მაშამ, აღარ მიგვყავს დღეს. -რატო? -რავი. -რა უთხარი? -მანქანას დავქოქავ და წავიყვანთ ლაშას თქო. -გასაგებია. შე დებილო იმდენს ვერ მიხვდი რო კაკრას მანქანით მიდიოდით როდესაც ავარია მოხდა? -და? -ირაკლი დებილი ხარ თუ ხო? -აა... გპირდები ლაშას არაფერი მოუვა. -როგორ მაძლევ გარანტიას? -ნელა ვივლი და ჩავალ 6საათში. -არ ვიცი... კაი იდეაა ლაშას აქ დატოვება. -მაშ, ჩემო ცხოვრება. -ფუ, მოიცა გავალთ მაინც-გიორგიმ ლაშა აიყვანა ხელში და გავიდა. -დღეს დავტოვებ, ხვალ დავტოვებ, ზეგ, მაზეგ და სულ საავადმყოფოში ხო არ იქნება? გპირდები დაგირეკავ ყოველ 2საათში. -1საათში ჯობია. -და ნერვები არ მოგეშლება? -მთვრალი ხო არ ხარ? -არა. -დარწმუნებული ხარ? კაიფში ხომ არ ხარ? -არა, მაშ, დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება. -ვერ დავწყნარდები, ჰორმონები ჩემო ცხოვრება. -ხო... -მე როდის გადამიყვანენ თბილისში? -ხვალვე, სასწრაფოს მანქანით. -რამხელა პატივია. -წავალ ეხლა, თორე მერე ლაშას ძილის რეჟიმი დაერღვევა. -გეხვეწები რამე აუტანე რა ჩემებს. -მთელი თვის მარაგს ავუტან იქ და მაგრა გასახელებ. -მიყვარხარ. -მეც-მაკოცა და წავიდა.მაინც ვერ დამაწყნარა, უბრალოდ მეზარებოდა ამ ლექციების მოსმენა რომ ეს მეორეჯერ არ მოხდება. როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული რომ ესეთი სიახლის შემდეგ ორი წუთით ირაკლი არ დაფიქრდება ამ ყველაფერზე, აებნევა თავგზა და უცებ შეეჯახება მეორე მანქანას. ამდენს ნაღდად ვერ გავუძლებ. ყოველთვის ჩემ ცხოვრებაში 1დღის განმალობაში იმდენი რაღაც იცვლება რაც სხვა ოჯახებში 1წლის განმალობაში არ ხდება. ჩემ ცხოვრებაზე ფილმის გადაღებაც კი შეილება. ჯერ შუა დღეც არ არის და უკვე ნერვები მაქ მოშლილი. ყველაზე საშინელება რაც შეილება მოხდეს არის ის რომ ან ღმერთმა დაიფაროს ირაკლი და ლაშა მოხვდნენ ავარიაში ან ის რომ ირმამ ჩემ ორსულობაზე გაიგოს. ამ ქალს ყველაზე მეტად აწყობს ჩემი სიკვდილი და ახალი შვილიშვილი რომ ლაშასგან განსხვავებით კარგად მართოს. მიხარია რომ ლაშა პატარაობიდანვე სწავლობს ვის უნდა დაუჯეროს და ვის არა. ამ ფიქრებისგან ცოტაც და მოვკვდები. მე მინდოდა ოჯახი. ქმარი რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ, შვილი რომელსაც ყოველ ორ წუთში ერთხელ არ მართმევენ როგორც ბურთს. მე მჭირდება უბრალო ერთი ღამე, სადაც გავერთობი, განვიტვირთები, ადგილი სადაც არ გამომეკიდება ირმა ირაკლისთან ერთად სახლში დაბრუნდი ბავშვებს შიათო. მჭირდება მეგობარი რომელიც არავის არ იცნობს ჩემი ახლობლებიდან, მაგალითად იოანე. მასთან სერიოზულად ვერთობოდი, დიდი იმედი მაქვს ირაკლი არ დაბრიდავს, იმის საშუალებაც არ მომცა რომ ამეხსნა ყველაფერი წესიერად. ვერ ვიხსენებ დროს როდესაც მე რაღაც არ გამიკეთებია რაც სხვამ კი არ მთხოვა არამედ მიბრძანა. ამდენი ხნის განმალობაში ყველას ბრძანებას ვასრულებდი, 3წელი, ირაკლიდან დაწყებული დედამისით და კოტეთი დამთავრებული. ესე გავაგრძელებ და მალე მართლა დეპრესიაში ჩავვარდები. ეს მხოლოდ მოკლე ანონსია ჩემი ცხოვრების, მართლა ყველაფრის მოყოლა რომ დავიწყო. იმ დროს როდესაც ირაკლი არ იყო დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებაც კი არავინ მომცა. უნდა მეფიქრა ოჯახზე და მხოლოდ ოჯახზე, ჩემ თავზე მეთითონ არ ვფიქრობ და სხვებს როგორ მოვთხოვო ზრუნვა. უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ ამათ ყველას იმიტო არ ვუყვარვარ რომ მათი შვილის ან შვილიშვილის დედა ვარ, ანდა იმიტომ რომ მათ ოჯახში შევდივარ. მე მინდა ვუყვარდე ხალხს და ზრუნავდეს ჩემზე ისე როგორც მე ვზრუნავ მათზე. იდეაში ისე უნდა მოექცე ყველას როგორც შენ გინდა მოგექცნენ,მე ესეც ვიქცევი მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერს ვერ ვხედავ. ან დავბრმავდი ან კიდე... არ ვიცი, არასწორ გზას ვადგავარ. ცოტახანში კოტე შემოვიდა ოთახში. -როგორ ხარ? -რავი მომწონს აქაურობა, კარგად არის მოწყობილი. -სერიოზულად. -უკეთ ვარ, მაგრამ დიდიხანი ვერ გავივლი. -რატომ? -ჯერ ძაან სუსტად ხარო, სასწრაფოთი თბილისის რომელიმე საავადმყოფოში გადამიყვანენ. -ხვალ? -ხო. -და თერაპია? -ჯერ ადრეაო. -მაშ, საუკეთესო... -ხო, საუკეთესო თერაპევტს მომიძებნი. ირაკლიმაც იგივე მითხრა. როგორც კი ფეხზე დავდგები საშინელება დამემართება და შეილება სამუდამოდ ინვალიდი დავრჩე. -კარგი, ,მაგრამ... -კოტე, მართლა არაფრის გაკეთება არ შეილება ჯერ. -შერიგდით? -კი, მემგონი. -მემგონი? -ხო. რას შვებიან ევა და ბავშვები? -რავი, არიან რა. ხვალ ჩავდივართ ჩვენც. ლაშა სად გყავს? -წაიყვანეს, კახეთში დედა და მამასთან. -რატო გოგო? იმ სიშორეზე ამ სიცივეში. -ვინ მიხედავდა აბა,ინვალიდი მე თუ ირაკლი? -ჩვენთან მოგეყვანა. -არა, თქვენ საკმარისად შეგაწუხეთ. ალბათ ევა უკვე მლანძღავს კიდეც, ამ გოგოს გამო რა დაგვატყდაო. -არა, ევას ძაან უყვარხარ. -მათეს გაჩენის მერე აღარ ეტყობა. -უბრალოდ რთული პერიოდი გვაქვს. -რატო? -ფულთან. ევამ სამსახურს თავი დაანება და ჩემი... ხელფასი აღარ გვყოფნის. პრემია უნდა მოვითხოვო და ამისთვის ღამ-ღამობით მომიწევს ხშირად დარჩენა. -გინდა დაგეხმარო? მე ბევრს არასდროს ვხარჯავ და ეხა დამიგროვდა ანგარიშზე ფული. -არა, არა. ხო არ გაგიჟდი, ეხა ყველაფერი რეაბილიტაციაზე დახარჯე. პირიქით იქით უნდა გეხმარებოდე. -არა, ეხა ირაკლი დამეხმარება, მარა რო რამე ხო იცი პირველი ჩემთან მოდი. -რო რამე პირველი ზუსტადაც შენთან რომ არ მოვალ. -აი ძაან მაგრა მიყვარხარ. -მეც. -აუ რა ვაკეთო ეხა საავდმყოფოში ამდენი დღეეე... -გეტყოდი ყურებზე იარე. -ბოროტი ხუმრობაა. ვაფშე ვერ ვივლი. -ხო, მაპატიე. -აუ თან აქ რა ბანძად მაჭმევენ, მემგონი საჭმელიც სტერილური მოაქვთ ისეთი გემო აქვს. -ჩემი წუწუნა. -აუფ. ავდგები მე, მოხვალ შენ სახლში და ნახავ რაც მოხდება. -ჯერ ადექი-ორივეს გაგვეცინა და შემდეგ კოტე გავიდა. ირაკლის აღარც დავლოდებივარ ისე დავიძინე რადგან ვიცოდი გვიან მოვიდოდა. მეორე დღეს დილიდანვე გადამიყვანეს თბილისში და საავადმყოფოში დამაწვინეს. კიდე კაი ჩემი პალატა მქონდა, ირაკლის ვთხოვე ჩემი ანგარიშიდან ფული აიღე და ცალკე პალატაში გადამიყვანე თორე ვიღაც უცხოებთან გავაფრენ თქო. ის სამსახურში იყო მთელი დღე, მე კიდე დებილივით ვიწექი პალატაში და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. დედაჩემს თუ დაველაპარაკებოდი სკაიპით და ისიც ცოტახნით. მანაც არ იცოდა სიმართლე,მაგრამ ირაკლი მართალი იყო როდესაც მუცელი გამეზრდებოდა ვერანაირად ვეღარ დავმალავდი სიმართლეს. მერე ყველა დაიწყებდა ექიმთან მისვლას და კითხვების დასმას, იმ დებილსაც წამოცდებოდა და მე დამერხეოდა. სულ რაღაც სამი თვე მაინც უნდა გავიტანო თავი, შემდეგ აბორტსაც ვერ გამაკეთებინებენ. ვიცი ყველაფერს ვრისკავ, ეგოისტურად ვიქცევი მაგრამ სამაგიეროდ ლაშას დას ან ძმას დავუტოვებ. დიდი იმედი მაქვს რომ დას, რადგან ლაშა დაიცავს ხოლმე და ნერვებს მოუშლის. ისევე როგორც ირაკლი ექცევა გიოს ან კოტე მე. კოტე რასაც აკეთებს რათქმაუნდა იმას ნერვების მოშლას ვერ დავარქმევ, უფრო მზრუნველობას, ძალიან ძლიერ მზრუნველობას. სკაიპში რომ ველაპარაკე ლაშას ის საოცრად გახარებული იყო, დედაჩემს მისთვის სათამაშოები უყიდია და ისიც მაგრა ერთობოდა. კიდევ კარგი საწოლში მაინც იწვა თორე ვერ გამოჯანმრთელდებოდა. აუ როგორ მენატრებოდა, ერთი დღეც კი ბევრი იყო ჩემთვის, ბაღში რო დაიწყებს სიარულს წარმომიდგენია რა დამემართება. საღამომდე ჩემი მეგობრების და ნათესავების გარდა ორასი ექიმი შემოვიდა, ისევ გამოკვლევებზე დამაპორწიალებდნენ, ვიტამინებით მჟღენთავდნენ. მათ შორის იყო ერთი-ორიც რომელმაც აბორტი შემომთავაზა და ტვინი წამიღო, მეუბნებოდა შვილზე იფიქრე უდედოდ რო დარჩებაო. ამათ ფული გააკეთებინე და... დავიჯერო მართლა ჩემ სიცოცხლეზე ღელავდნენ ესენი თუ ფულზე რომელიც მე ანგარიშზე მედო... ისე ხო... აი. ანდერძი უნდა დავწერო. ბევრი არაფერი მაქვს, ნუ... ანგარიშზე ფული(დამიჯერეთ ბევრი ფული, 18წლიდან ვმუშაობ და მე მიყვარს ეკონომია, იმის შემდეგ 6წელი გავიდა... მაქვს მანქანა და ბინა, გარდა იმისა რომელშიც მე და იკა ვცხოვრობთ. არ მინდა ისე გამოვიდეს რომ ეს ბინები ორივე ირაკლის და მისი ოჯახის გამოვიდეს, ირაკლის არაფერი საწინააღმდეგო არ მაქავს მაგრამ... ბავშვი რომელიც დაიბადება, მასაც უნდა გააჩნდეს რაღაც. ესე იგი სასწრაფოდ ჩემ ადვოკატს უნდა დავურეკო... და ისე უნდა მოვასწრო ეს ყველაფერი რომ ირაკლიმ ვერ გაიგოს. უცებ კარი გაიღო და ქეთი შემოვიდა, მაშინვე ჩამეხუტა და ლამის გამჭყლიტა. -ხო კარგად ხარ? არ მითხრა რომ... -კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა. როგორ გაიგე? -კურიერში თუ რა ჯანდაბაცაა იყო თქვენი ავარიის შესახებ, იკას მანქანის ნომერი იცნო მიშკამ და... -ოოო, სულ დამავიწყდა შენ და მიშკაა... -მოიცა რა, ჯერ არც იფიქრო. -რა არ გითხრა რო უყვარხარ? -ჯერ 24ის ვარ, რა დროს ეგაა. -კაკრას რო მაგის დროა. ამ დროს მიშოც შემოვიდა და ისიც ჩამეხუტა. -როგორ ხარ? -რავი აბა. -რავი აბა არ მაწყობს. მე არ უნდა მკითხო როგორ ვარ? -როგორ ხარ? -მადლობა რო მკითხე. კარგად. -ქეთას ხო არ მიბრაზებ? -არა, მე რატო მეკითხები ქეთას კითხე ეგ. ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა და სისულელეებზე მებუტება. -ნეტა რატოო? -რატო? შეყვარებული ყავს და ჩემზე იყრის ჯავრს თუ? -აჰააა! გითხარი ქეთაა. -მაშა! -ვერ ვხვდები, ამიხსენით რააა რა ხდებაა?-ცანცარი დაიწყო მიშკამ. -მე კი აგიხსნიდი მარა ჯერ შენი ჯერია. -კაი, შევცვალოთ თემა-მიშკა ან მართლა ვერ მიხვდა რა ხდებოდა ან კიდე თავს იდებილებდა, რადგან უხერხულში ჩავარდა. -კარგი. ანდრო სადაა? ჩამოვიდა იტალიიდან? -კი, ცოლთან ერთად. -ცოლთან ერთად? -იტალიელი გოგო მოიყვანა. -ვაიმე მიშკა რას ბოდავ? ჩვენმა ანგელოზივით ანდრომ მოიყვანა ვიღაც იტალიელი? -ხო, მეც ძაან გამიკვირდა. ის გოგო რო ვნახე გუშინ გული კინაღამ წამივიდა. კი ლამაზია მარა ვაი თავში არაფერი არ უდევს. -ეე, რამე კითხე რო? -არა, ვიცი ეტყობა. თან ქერაა. -მოიცადე ქერებს რას გვერჩი-გაბრაზდა ქეთა. -არაფერს, ვიხუმრე ქეთა. -ხოდა ძალიანაც კარგი-გაიბუტა ისევ. რეებს აკეთებს ეს გოგო გამაგიჟებს. -ირაკლი არ მოვა? -არა, სამსახურშია. მე კიდე მთელი დღეები საცოდავად აქ ვწევარ. -მოდი ინვალიდის ეტლს მოვიტან და ეზოში მაინც გაგასეირნებ. -არა, არ მინდა. -მიდი რა, რას ქვია არ გინდა-მიშკამ ეტლი მოიტანა და ჩემ დასახმარებლად წამოვიდა. -მიშკა, მიშკა არ მინდა თქო!!-ამ დროს ირაკლი შემოვარდა ჩემ ყვირილზე,როდის მოასწრო მოსვლა არ ვიცი მარა მიშკას სახეში გაარტყა.ქეთამ დაიკივლა და მიშკას მივარდა. -ჩემ ცოლს მეორეჯერ არ მიეკარო შე ნაბო***ო!-მიშკამაც შეუბრუნა მუშტი. -გეყოთ! ქეთა ორი წუთი გაიყვანე რა. ირაკლი გეყო!-ქეთამ მიშკა პალატიდან გაიყვანა. -რატო დაარტყი შენ ხო არ გააფრინე? -რატო დავარტყი? რას აკეთებდა კარგად დავინახე! -ჩემი ინვალიდის ეტლში ჩასმა უნდოდა. -აბა რა გაკივლებდა? -ბავშვი სულ დაგავიწყდა? მიშკამ არ იცის, ოდნავი მოძრაობაც და ჩათვალე რომ ბავშვი მოკვდება. -რო უთხარი რო არ გინდოდა ეგ პასუხი არ ეყო?!! -აუ კაი რატო ა***კებ? ეგონა პროსტა მეზარებოდა. გთხოვ გადი და ბოდიში მოუხადე, მიშკა არის ადამიანი რომელსაც ჩემი მთელი ოჯახი პატივს ცემს და ფაქტიურად ჩემი მეორე ძმაა. მიშკას შეურაცყოფას არავის არ ვაპატიებ. -კიდე მე მოვუხადო ბოდიში? -ირაკლი, მე აგიხსენი მემგონი მიშკა ვინაა ჩემთვის. აქამდე ამ თემას არ ვეხებოდი, არ ვამბობდი რო ძაან ცივად ექცევი და ეხა გეუბნები. მე შენ მეგობრებს ეგრე არ ვექცევი, სახეში არ ვურტყავ. -რა შუაშია აქ ჩემი მეგობრები?! -თავში, მორჩა მე ჩემი გითხარი და დანარჩენი შენ იცი. -კაი, მაპატიე. ცოტა ავნერვიულდი, ზოგჯერ ზედმეტები მომდის ხოლმე-მე მეორე მხარეს გადავტრიალდი და ზურგი შევაქციე. ის მოვიდა და წელზე შემომეხვია-გპირდები ამიერიდან ერთად გადავწყვიტავთ ყველაფერს და აღარაფერს არ ვეტყვი ცივად მიშკას. ვაფშე ჩვენთან ერთად იდვიჟენიოს ხოლმე. -მართლა? -მართლა-მაკოცა და გავიდა და მიშკასთან მივიდა. ვაიმე ცხოვრებაში ერთხელ რაღაც დამიჯერა. დიდი იმედი მაქვს შემდეგზეც რამეს გაიგებს ტკბილი ლაპარაკით. ცოტახანში ექიმი შემოვიდა და მას ირაკლი შემოყვა. -თქვენი ანალიზის პასუხები მოვიდა. -ირაკლი მარტო ხომ არ დაგვტოვებდით? -არა ექიმო იცის უკვე ბავშვზე. -ა, კარგით. ბავშვის დატოვება თქვენთვის ძალიან სარისკოა, შეილება თქვენმა ორგანიზმა საერთოდ ვერ გაძლოს და... შემდეგ... -მოიცა რაა?!! რას ქვია ორგანიზმა ვერ გაძლოს? -არა, ექიმო... -მაშა ხმა ჩაიკმინდე! -მე.. დაგტოვებთ-ექიმი ოთახიდან გავიდა. -რას ქვია ორგანიზმმა ვერ გაუძლოს? დროზე ამოიღე ხმა!!! -აუ არაფერი, იგულისხმა როდესაც იმშობიარებო მემგონი. -მაშა მერამდენეჯერ უნდა მომატყუო?!!! ეხლავე აბორტს იკეთებ. -რა აბორტს შენ ხო არ შეიშალე?!! -რა მე ხო არ შევიშალე, სიკვდილი გინდა გოგო? ბავშვი მერეც გეყოლება, მოძლიერდები და 2-3წელში ვნახოთ. -მე ჩემ ბავშვს არ მოვკლავ!! -მაშინ შენი ბავშვი იზამს მაგას! -გაეთრიე და აღარ დამელაპარაკო, გაეთრიე!!!!-ცოტაც და ალბათ ყვირილისგან ხმა ჩამიწყდებოდა. -წეღან ბოდიშები გიხადე, ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც გინდოდა, მე ვიყავი დამნაშავე ვითომ რომ ყველაფერს შენ დაუკითხავად ვაკეთებდი. ეხლა კიდე შენ გადაწყვიტე ყველაფერი ესე ადვილად ისე რო მე არც მკითხე!! -და აზრი? მე ვიცოდი შენი პასუხი, ყველას პასუხი ზეპირად ვიცი. ნახევარზე მეტს პირზე აბორტი გაკერიათ მარა მე ამას არ ვიზამ თქო!! -მაშა, შენ რომ დაგკარგო მე თავს მოვიკლავ. -ბავშვებს ვერ დატოვებ. -და შენ რა გგონია როგორ მეყვარება ბავშვი როდესაც მეცოდინება რომ მის გამო მოკვდი? -ნუ ლაპარაკობ ეგრე!!! მე შეილება ავარიაში მომშლოდა მუცელი მაგრამ არ მომეშალა. ორი წუთით მაინც დაფიქრდი იქნებ ღმერთი მფარველობს? იქნებ არ უნდა მოკვდეს ეს ბავშვი?!!! არა, არა! გესმის ჩემი პასუხი?! მე ბავშვს არ მოვკლავ. -ყოჩაღ ბელა, გააგრძელე შენი თავის მსხვერპლად მოჩვენება, ვნახოთ სანამდე გასტანს. -შენ ბავშვი საერთოდ არ განაღვლებს ხო? სუ ფეხებზე გკიდია?!!! ეგრე რომ გვემსჯელა ლაშაც არ უნდა გაჩენილიყო!!! -ლაშაზე ექიმები არ ამბობდნენ ან ბავშვი მოკვდება ან დედაო!!! მაშ, გევედრები გონზე მოდი, გესმის? ლაშას ტოვებ, შენ მშობლებს, მე, შენ ძმას. მზად ხარ ამისთვის? მერეც გეყოლება ბავშვი, თუ გინდა 4,5... მაგრამ ეხლა არ არის მაგის დრო. ვერ გადაიტან. -და მერე გადავიტან?!!! -მაშ, ჩემო ცხოვრება... -არა, არ გაბედო! არც დაიწყო. მე არ შევიცვლი ჩემ აზრს-ოთახში მიშკა და ქეთა შემოვარდნენ. -რა გაყვირებთ მთელმა საავადმყოფომ გაიგო ყველაფერი თქვენ ცუდად ხომ არ ხართ? -გადით და მაცადეთ ორი წუთი!!-დაიღრიალა ირაკლიმ. -ირაკლი, მაშასთვის ნერვიულობა არ შეილება გავიდეთ ორი წუთი-მიშკამ ხელი მოკიდა ირაკლის და ახლა ესენი გავიდნენ. -ყველაფერი მოისმინე?-ცრემლები მოვიწმინდე და ქეთას შევხედე. -კი. რატომ არ მითხარი? -და რომ მეთქვა? რას იზამდი? შენც უეჭველი პირზე აბორტი გაკერია. -მაშ... ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი. -და შენ გგონია მე არ ვიცი. -არავინ არ დაგადანაშაულებს თუ შენ ბავშვს... -მე ჩემ შვილს არ მოვკლავ. -ჯერ ადრეა, ჩანასახიც ძაან პატარაა, სანამ დროა. ის და ვერც შენ ვერაფერს ვერ იგრძნობთ. -ქეთა, თუ კიდე რამეს იტყვი აბორტზე შეგილია ირაკლის გაყვე. სუ რო ქვების სროლა მომიწიოს და ყველასთან დაშორება მე ამ ბავშვს გავაჩენ. -და ლაშაზე არ ფიქრობ? -ლაშაზე რომ ვფიქრობ იმიტომ ვაკეთებ ამას. -არა, შენ შენ თავზე ფიქრობ. -აჰა, კიდე ჩემ თავზე ვფიქრობ. ჩემ თავზე რომ ვფიქრობდე პირდაპირ აბორტს გავიკეთებდი. -არა, შენ მოგწონს მსხვერპლად თავის მოჩვენება. -არა, სერიოზულად დავიღალე. შენ მოკლავდი შენ შვილს?!!! ქეთა აბა მიპასუხე, რას იზამდი ჩემ ადგილას, მოკლავდი?!!! -მე... არ ვიცი... -ხო, გამარჯობა. იგივეს ვაკეთებ მეც! ვიცავ ჩემ შვილს და ეს არავის არ ესმის. ქეთა ამაზე სიტყვაც რომ დაგცდეს კოტესთან არ გაპატიებ. -კოტემ არ იცის?!! -არა და კოტე ირაკლიზე უარესს გამიკეთებს, არ გაბედო. გევედრები არაფერი არ გააკეთო. 3თვე მაცადე, მხოლოდ 3თვე მერე ვისაც გინდა იმას უთხარი. -მერეც შესაძლებელია აბორტის გაკეთება. -მაგრამ სარისკოა და არავინ გარისკავს ჩემ სიცოცხლეს. -მაშ, მე კოტეს ვერ მოვატყუებ. -ერთხელ გაპატიე უკვე ეგეთი რამ, მეორეჯერ არ ვაპირებ. -და შენ გგონია კოტე გაპატიებს? -არც ირაკლი მაპატიებს. მაგრამ ლაშაც არ მაპატიებს რო გაიზრდება და გაიგებს რომ დედამ და ან ძმა მოუკლა. -არც არის აუცილებელი ლაშამ იცოდეს. -ქეთა, მესმის არ გინდა რამე მომივიდეს მარა ეს ჩემი არჩევანია.ვერავინ ვერაფერს მე ვერ დამაძალებს. სიტყვას დაძრავ ვინმესთან და ლაშას და ამ ბავშვს გეფიცები ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ. -კარგი. -დამპირდი. -გპირდები. -კაი. -მარა მაინც უნდა გეთქვა ირაკლისთვის. -ხო ნახე რეაქცია? ვიცოდი რო ესეთი იქნებოდა, ალბათ ბოლოს ჯანჯღარით მომკლავდა მიშკა რო არა. -ძაან უყვარხარ. -ვიცი. -შენ? -მეც მიყვარს. -აბა რატო შორდები ესე ადვილად? -როდესაც ბავშვი დაიბადება შევურიგდები. -იმედი გაქვს რომ... -მაქვს, ან თუ არადა ბავშვი მაინც იცოცხლებს. -და დაუშვად ბავშვი ვერ გადარჩა შენც მოკვდები და ისიც მერე აზრი? -ბავშვი შეილება აქამდეც მომკვდარიყო და ეს ირაკლიმაც იცოდა, უბრალოდ პატარა დეტალი დავუმალე. -პატარა დეტალს ეძახი ამას? 2საათზე მეტი მელაპარაკა ქეთამ და როდესაც მიხვდა რომ ვერაფერს ვერ გახდებოდა გავიდა. ირაკლის 2კვირა არ ვუნახივარ. არც მოდიოდა, არც მირეკავდა, არ მწერდა, რამდენჯერ ვკითხე ჩუმად ხომ არ მოდის ან რეკავს თქო მარა არაო მითხრა. ოთო ორჯერ ვნახე თუ სამჯერ ამ კვირაში, მე იმედი მქონდა რომ ირაკლის გამოგზავნილი იქნებოდა მაგრამ არაო. დრო გადიოდა, ნაყოფი უკვე ორი თვის იყო. ცოტაც და ალბათ უკვე მესამეზე ვიქნებოდი. ლაშა საშინლად მენატრებოდა მაგრამ ესეთ მდგომარეობაში... მე და ირაკლის გამო... ვერ ჩამოვიდოდა აქ. ბავშვიც ვეღარ ძლებდა იქ და სკაიფში უკვე ატირებული მელაპარაკებოდა. მალე მისი დაბადების დღე უნდა ყოფილიყო და მემგონი ვერც ვნახავდი. ამდენ ტანჯვას ვერ ვუძლებდი, დამლაპარაკებელიც არავინ მყავდა. ერთადერთი ვისაც ველაპარაკებოდი იყო ბავშვი. დილას, შუადღეს, საღამოს... ზღაპრებს ვუყვებოდი, მე და ირაკლის ისტორიებს... ბავშვი იმედს მაძლევდა და ერთადერთი იყო ვის გამოც ვცოცხლობდი, მის გარეშე საერთოდ მოვკვდებოდი ამ საავადმყოფოში მარტო. მაინც არ დავნებდები და გავაჩენ, მერე ყველაფერი თუ კარგად წავა ირაკლის შემოვირიგებ, მაგრამ მანამდე ესეა საჭირო, მესმის ცუდად არის. დრო საუკეთესო მკურნალიაო, შეილება ეს ასე არც არის. მე დრომ ის ტკივილი ვერ გამიქრო ამ სამი წლის განმალობაში რაც ირაკლის გამო. ვიცი რომ ყველაფერი ჩმი ბრალია, ჩვენი დაშორებაც და მას არც ვადანაშაულებ. ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ვფიქრობდი უბრალოდ დაბრუნდება და ყველაფერი დამთავრდება თქო მაგრამ... პირქით ნამდვილი პრობლემები ეხლა დაიწყო. არ ვიცი დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოგვარდება ყველაფერი, შემდეგ კი მე, ირაკლი, ლაშა და ჩვენი ბავშვი ვიცხოვრებთ ერთად როგორც ზღაპრებშია დიდხანს და ბედნიერად, რადგან მე მართლა მეშინია სიკვდილის. *** როგორც უკვე გითხარით ირაკლის ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემ პალატაში. გიორგი მოდიოდა და ირაკლიზე რომ ვეკითხებოდი ჩუმად იდგა და არაფერს არ მპასუხობდა. ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მას ვერ ვნახულობ. 3უსრულდება, უკვე დიდია. მე კიდე მას ვერ ვნახავ, სამაგიეროდ ირაკლი და ირმა ალბათ ჩავლენ. ღმერთო როგორ დავიღალე, მაგრამ ალბათ დავიმსახურე. ეს ყველაფერი დავიმსახურე. მალე გავიდეს დარჩენილი 6თვე. ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა, ირაკლის გარეშე ცხოვრება... შიში იმისა რომ ყველაფერს დავკარგავ კიდევ უფრო და უფრო ძლიერდება.. გვერდით კი არავინ მყავს. კოტეც მნახულობს და ვიცი რომ რაღაცას ხვდება მაგრამ არ მეუბნება. ღამე ესე თორმეტისკენ, გიორგი და ბარბარე შემოვიდნენ ჩემთან პალატაში, შემოვიდნენ კი არა შემოიპარნენ, უკან კი ვიღაცას ან რაღაცას მალავდნენ. სასაცილოდ მოგეჩვენებათ მაგრამ იმედი მქონდა რომ უკნიდან ირაკლი ამოხტებოდა. -აბა, დედიკო გამოიცანი ჩვენ ვინ მოვიპარეთ? -გრინჩი. -არა, კიდევ ერთი შანსი. -არ ვიცი. -მეე-ლაშა გამოხტა და ჩემ საწოლზე ამოძვრა. მაშინვე გულში ჩავიკარი-როგორ მოიყვანეთ? -დედაშენს მოვპარეთ. ჯერ გვეჩხუბა ეს ირაკლი რას უშვება ჩემ შვილსო, რატო უშლის ესე ნერვებსო და რაღაცეები, მაგასთან ხო არ მიგყავთ ბავშვიო მარა მერე მაინც წამოვიყვანეთ და ტორტიც მოვიტანეთ-მიშკა, თემო და ქეთა შემოვიდნენ ჩუმად ტორტით ხელში. -ვაიმე ამდენი როგორ შემოიპარეთ-გაკვირვებულმა შევხედე. -იქ ანდროს იტალიელი ცოლი აგიჟებს მორიგე ვინც არის, იტალიურად ელაპარაკება სისულელეებს და მოვასწარით გამოსვლა. ეხლა მოვლენ ეგენიც-და ანდრო და მისი ცოლიც შემოვიდნენ. მისი ცოლი ლამაზი, მაღალი, ტანადი, ქერა, კულულა და თაფლისფერთვალება იყო. არადა რას ერჩოდა ვერ გავიგე მიშკა. -ciao, come stai? Io sono camila. -ანდრო... საყვარელო გადამითარგმნე? -გამარჯობა, როგორ ხარ მე კამილა ვარო. -ა, უთხარი რო სასიამოვნოა მისი გაცნობა და კარგად ვარ-ღმერთო თავი კომედი შოუში მგონია, გამოხტება ეხლა ვინმე და ფარული კამერააო მეტყვიან. რაღაც ჩაიბურტყუნა იტალიურად ანდრომ და ორივე გაჩუმდა. -დეე, მოგენატრე? -კი. დე.. იქ აღა წავალ? -არ ვიცი დე, რა იყო არ მოგწონს ბებიასთან და ბაბუასთან? -მამათან მინდა. -დე... ისე მართლა ირაკლი მოვა? -მე ველაპარაკე და მოვა, ოღონდ მერე ალბათ წაიყვანს ლაშას სახლში-მითხრა გიომ. -არა, არსადაც არ წაიყვანს. -აბა შენ მოუვლი?-გაკვირვებულმა შემომხედა ბარბარემ. -ხო ბარბარე, ჩემი შვილია და მე შემილია მოვუარო-ეხლა მივხვდი რომ უხეშად გამომივიდა-მაპატიე. -არაუშავს. -კაი, არ დაიწყოთ ეხლა ჩხუბი როცა ირაკლი მოვა. ბავშვის დაბადების დღეა. -კაი, ხო. ერთად დაველოდეთ თორმეტ საათს და როდესაც 5აკლდა ირაკლი შემოვიდა. -მაა-ლაშა მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. -როგორა ხარ მა? -კაქად. -რას შვებით?-შემოვიდა და ყველა გადაკოცნა მერე კამილას მიადგა და გაშეშდა-ეს ვინაა ტო? -ეს ჩემი ცოლია. კამილა ირაკლი lui e mio amico(ირაკლი ჩემი მეგობარიაო) . -ცოლი? იტალიელია? -კი. -ciao camila-ირაკლიმ გადაკოცნა ეს შეღებილი ქერა და მასთან ახლოს დაჯდა ლაშათი ხელში. შემდეგ ის ძირს დასვა და ბავშვი ისევ ჩემთან მოვიდა. -აბა, დროააა. მოდი ვუმღეროთ ყველამ. ირაკლიმ ხელში აიყვანა ლაშა და ტორთან მიიყვანა, მე ოდნავ წამოვდექი ისე რომ დამენახა როგორ აქრობდა ლაშა სანთლებს. ყველამ სიმღერა დაიწყო და ლაშამ ჩააქრო სანთლები. -დეე, ყოჩააღ. აბა რამდენი წლის გახდი? ლაშამ სამი თითი აწია. დედას ცხოვრება. ბავშვს ლიმონათი დავუსხით და ამათმა შამპანური გახსნეს. მე ვერცერთს ვერ დავლევდი, ლიმონათზე საშინელი ტოქსიკოზი მეწყებოდა ამიტომ ჩუმად ვიჯექი. შემდეგ მიშკა მოვიდა ჩემთნ და გვერდით დამიჯდა. -მოგიტანო წვენი? -საფულე მომაწოდე და. -აუ მაშ, ენა. მოვალ ეხავე-მიშკა მაშინვე გავიდა. ირაკლი ზედაც არ მიყურებდა, დავიჯერო ესეთი გაბრაზებული იყო ჩემზე? ლაშა დაიღალა და მალევე დაიძინა. გოგოებს ვთხოვე და გვერდით დამიწვინეს. ცოტახანში მიშკაც შემოვიდა წვენით ხელში. ჩემკენ მომავალ მიშკას ისეთი თვალებით შეხედა ირაკლიმ რომ მაშინვე მივხვდი რაში იყო საქმე. მერე ჩემკენ წამოვიდა. -მადლობა მიშკა. -რა არი ეს? -წვენი. -მე რატო არ მითხარი? -რავი გამარჯობაც არ მითხარი შემოსვლისას-ირაკლიმ აღარაფერი მითხრა და გატრიალდა. -კაი დაანებე ცოტახანი, გაუვლის-დამამშვიდა მიშკამ. -ორი თვე გავიდა და როგორ ვერ გადაუარა? მეც ადამიანი ვარ და მეც ვიღლები. -მაშ, მეც გავბრაზდებოდი ქე.. ჩემ ცოლს რო ეს გაეკეთებინა. -ქე? შენ ცოლს ქეს ეძახი? -არა... თემას ნუ ცვლი შე ეშმაკო. -შენ შეცვალე. აუ კაი მე რას მიმალავ, შენ ყველა ჩემი საიუდმლო იცი და მე? -რა საიუდმლო უნდა გითხრა მაშ ორი წლის ხარ? -გევასება ქეთა? -კაი დაქალია. -არა, როგორც გოგო. -კი, ლამაზია. -აუუუ, ნუ იქცევი პიდ****ივით თორე გავაფრენ, ქეთა მოგწონს თუ არა? -შეურაცყოფაზე ნუ გადავალთ! ხო დაუშვად და მევასება მერე? -რა მერე? უთხარი. -რატო ვუთხრა, შენ ირაკლი როდესაც ჩამოვიდა მაშინაც გევასებოდა და მე რამე გითხარი? -აუუ, მე და ირაკლი სხვა ვართ, ჩვენ ადრეც ვიყავით ერთად და გოგო არ ეუბნება ბიჭს მიყვარხარო. -ირაკლის ჰქონდა ნათქვამი მაშინ რო კიდე ევასებოდი. -შენ რა გვისმენდი? -შენთითონ მოყევი თუ გახსოვს, თან მერე ირაკლისთან სახში მივხვდით რო კიდე ევასებოდი. -კაი... არგუმენტები აღარ მაქვს მაგრამ მაინც უნდა უთხრა. ქეთასაც მაგრა ევასები. -ვიცი. -მერე? -მისმინე, ქეთა არის ისტერიჩკა გოგო. ჯერ მარტო ეხლა მეჩხუბება როდესაც ერთად არ ვართ და ერთად რო ვიქნებით მერე ვერ წარმოვიდგენ რეებს იზამს. ცოტა წამოიზრდება და მერე. -აუ წამოზრდილი აგერ კამილაა და მიდი ჰე. -ძმაკაცის ცოლთან ვერა. -თორე ისე მოგწონს? -როგორც გოგო ლამაზია. -კაი, შეიცვლება შენთვის. -ვერ შეიცვლება, გაიზრდება და მერე. -როდის მერე? შენ რო დაგივიწყოს? -გამოვა რომ არ ვუყვარვარ და უბრალოდ ვევასები. -და შენ გიყვარს? -კი. -მოიცა ჰა?... რამდენი ხანია? -იმ დღიდან როდესაც ირაკლი მოვიდა ჩემ სახლში და დაშორების მერე შენ პირველად ნახე. -და.... მახსოვს რა კარგად ქაქანებდით თქვენ. -ხო... აუ არ მიყვარს რა ესეთ თემებზე ლაპარაკი გოგო ხო არ ვარ. -არა, სამაგიეროდ საყვარელი ხარ. -კაი. -ნუ მეიაზვები აქედან ან შენ ან ქეთას გელაპარაკებით. -თემო და ანდრო? -თემო შამპანურს ეხუტება ანდრო კიდე კამილას და ირაკლის. -ეჭვიანობ? -არა, ვიცი რო ჯინაზე აკეთებს. უცებ ჩემთან ქეთა მოვიდა. -აუ... მოკლედ...-ეტყობოდა რომ მთვრალი იყო და ქანაობდა-მაშა, მე წავედი და გნახავ მერე. -კაი. ამ დროს ირაკლი მოვიდა. -რა კაი მთვრალია სად უშვებთ. მიშკა გაყევი-აუ რა ჭკვიანი მყავს, ჩემი ეჭვიანა. ადვილად მოიშორა, მიშკას გაეცინა და ირაკლის ახედა. -ეს შენც გაწყობს ხო?-გაუღიმა იკას, ქეთას გასაღები გამოართვა და პალატიდან გავიდა. ანდრო, თემო და კამილაც დამემშვიდობნენ და წავიდნენ. -მე ლაშას სახლში წავიყვან. -ხვალ მოაკითხე დილას, ეხლა ჩემთან იქნება. -კაი-ის იყო უნდა გასულიყო რომ დავუძახე. -იკა... არ გინდა რა. -რაა არ მინდა? -არ დამტოვო ისევ. ირაკლიმ არაფერი მიპასუხა. -მესმის ჩემი არჩევანი არ მოგწონს მაგრამ... -რა მაგრამ? აბა რითი გაიმართლებ თავს? რომ ბავშვს აღარ მოკლავ? მართალი არ მე არ მომწონს შენი არჩევანი და აქ არანაირი მაგრამ არ არის. -თუ გიყვარვარ არ მიმატოვებ. -მე არ გტოვებ, შენ გვტოვებ. -მე ჯერ აქ ვარ. -და ხვალ აღარ. ესე ვიცხოვრო ეს 6თვე? ჯერ აქაა და მერე აღარ. ვაი თუ რამე მოუვიდა და ეს 6თვეც ვერ გასტანა. მე არ ვარ თანახმა, დარწმუნებული ვარ ლაშაც ცოტა დიდი რო იყოს ნაღდად არ დარჩებოდა ღამით აქ. -ლაშა გამიგებდა და არ დამტოვებდა.ირაკლი მეშინია. -ხოდა გაიკეთე აბორტი-კარი მიხურა და ჩემკენ წამოვიდა, მერე კი ჩემს წინ ჩაიმუხლა. -ვერ გავიკეთებ... ხო გესმის. მაგის არ მეშინია... უბრალოდ ეხლა მარტო ვარ და... -მაშ, მე არ შემილია შენს გვერდით ვიყო და ნელ-ნელა ხელიდან მეცლებოდე. მე ამას ვერ გადავიტან გესმის? და რაც უფრო მალე გააცნობიერებ ამას მით უკეთესი იქნება შენთვის. -ირაკლი... გევედრები, მეორე ბავშვი არ გინდა? იქნება და გადავრჩე? -ექიმებს ასწავლი. -მოდი ღმერთს ვენდოთ. -მაშა, შენ რა გგონია რადგან მუცელი მაშინ არ მოგეშალა ეს აუცილებლად იმას ნიშნავს რომ ღმერთმა გადაგირჩინა და მაგიტომ ეხლა დებილივით უნდა იჯდე და სიკვდილს ელოდო? -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. -ისევე როგორც შენთან. ბავშვს ხვალ დილით წავიყვან. -კახეთში როდის წაიყვან? -არ ვიცი. როცა მეტყვით თქვენო უდიდებულესობავ. შენ ხომ გიყვარს გადაწყვეტილებების ჩემ გარეშე მიღება. -იცი უსამართლოდ იქცევი. ლაშას მეშვეობით მანიპულირებ ჩემით. -მე? -ხო, მიგყავს და ხვდები რომ მის გარეშე ვერ გავძლებ. მერე მაიძულებ რომ აბორტი გავიკეთო და როდესაც სიარული შემეძლება მეთითონ მყავდეს სულ. -იცი მემგონი სულ გაგიჟდი. -მადლობა. არა, სერიოზულად. ეხლა ვხვდები ვის გავყევი ცოლად და ვის ბავშვს ვატარებ. -გვიან მიხვდი. -მართალი ხარ, გვიან მივხვდი, მაგრამ მე მაშინ არც დავთანხმებულვარ შენ ცოლობაზე. -და გინდა თქვა ლაშა თვითონ გამოვიდა? -იცი სულ რო ურჩხულს გაგაყოლონ ძალით, ისიც კი შეგიყვარდება როდესაც მასთან დიდიხანი იცხოვრებ. -ესე იგი ეხლა მე ვარ ურჩხული. -აბა რომელი წესიერი მამა კლავს თავის შვილს?!!! -ჯერ არის დრო მაშა, 6თვემდე ეს ჩანასახიც არ არის გესმის? -წადი. ირაკლი გავიდა და კარი მოიჯახუნა. არა ყელში ამომივიდა უკვე ამის ჩხუბი... იმედი მაქვს რომ მოვკვდები დაისვენებს, მაგრამ ჯერ ჯაფარიძეებს არ მოუგიათ. როგორმე მეც შემილია რაღაც გავაკეთო. ხვალვე დაველაპარაკები ექიმს ჩემს გადაყვანაზე სახლში. სადაც მომივლის... ხო აი ვინ მომივლის?... აააა, ვიციი. ზნაიუ.. ზნაიუ.. ზნაიუუუუ... ვინმეს დავიქირავებ და ის ივლის ხოლმე დილას საღამოს, აი ლაშასთვის ძიძას რომელიც მე მომეხმარება.აქვე იქნება საავადმყოფოში ვინმე. დილით ირაკლი მოვიდა ლაშას წასაყვანად და სანამ აცმევდა ექიმი შემოვიდა. ჯანდააბა... ირაკლიმ ლაშა გიორგისთან გაუშვა გარეთ და პალატაში დარჩა. -როგორ გრძნობთ თავს? -მოძლიერებულად. -მართლა? იმიტომ გეკითხებით რომ მე როგორც მითხრეს ბევრს არაფერს ჭამთ. -ტოქსიკოზი. -ხო, მაგრამ რაღაცით მაინც უნდა იკვებოთ. -დიახ... აუცილებლად. იცით კითხვა მაქვს... როგორ ფიქრობთ შეილება თუ არა რომ სახლში გამიშვათ? -დაუშვებელია-წამოიჭრა ირაკლი-ექიმო ხო არ გაუშვებთ? -იცით... აქ იქნება თუ სახლში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან დიდი რისკია. უბრალოდ იქ 24საათი ვინმე უნდა გედგეთ თავზე. -ვიცი, დავიქირავებ ექთანს ან ვინმეს. -მაშინ... მე ვიტამინებს გამოგიწერთ და... -ექიმო-არ გაჩერდა ირაკლი-ესეთ მდგომარეობაში როგორ უშვებთ? მაშამ არ იცის თავის მოვლა და შეილება რამე არასწორად გააკეთოს და აქ 24/7 სულ ვიღაც ადგას თავზე. -თუ ვიღაცას დაიქირავებს და თქვენ დაეხმარებით ყველაფერი კარგად იქნება. მე შემილია 2კვირაში ან კვირაში ერთი დღე მოვიდე და გავსინჯო. რაიმე გართულება თუ იქნება სასწრაფოში დარეკავთ. ეხლა კი დაგტოვებთ, 5წუთში შემოგიტანთ ფურცლებს და შეგილია წახვიდეთ. ექიმი ოთახიდან გავიდა. -რის მიღწევას ცდილობ? -ეხლა თავისუფლად შეილება ლაშა მყავდეს სახლში. -და გინდა რომ ბავშვმა ყოველ დღე ავადმყოფ დედას უცქიროს? -გადი ოთახიდან. შენთან ლაპარაკის არანაირი სურვილი არ მაქვს. ავადმყოფი ნაღდად შენ ხარ, ლაშა სახლში მიიყვანე, მე კიდე მიშკა გამომივლის. -ჩაიცვი და გიო გაგიყვანს ლაშასთან ერთად. -შენ სად მიდიხარ? -შენი საქმე არ არის? -კარგი. მეც ვისაც მინდა იმას მოვიყვან სახლში. -რაც გინდა ის ქენი, გიო არავის არ შემოუშვებს. -ეხლა გიო უნდა მეჯდეს გვერდით ოცდაოთხი საათი? -არა, შენი ექთანი. მანამდე სანამ ვინმეს დაიქირავებ გიოს მაინც საქმე არ აქ, ბარბარე სამსახურშია და ამას აღებული აქ შვებულება. -ოჰოო... მადლობა. გიო კარგი ქმარია ისე ბარბარესთვის. -და მე ცუდი. შენთვის. ზოგჯერ არ გიფიქრია რო შენ უშვებ შეცდომას? -ბევრჯერ, მაგრამ რამდენჯერაც ბოდიშს ვიხდი შენ ამ ყველაფერს მაყვედრი და თავიდან მახსენებ. -კიდე მე ვარ დამნაშავე?!!! შენ გამო რა დონეზე შევიცვალე? გუშინ უნდა მომეძრო თავი მიშკასთვის!!! -ვაიმე რატო იმიტომ რომ წვენი მომიტანა? ეხლა ვინაა ავადმყოფი?! -იცი კარგად რასაც ვგულისხმობ და თავს ნუ იდებილებ! -შენი პრობლემა იცი რა არი? ვერ ხვდები რა მაწუხებს. -ვიცი, ტვინის ნაკლებობა!! -ეხლა კი შეგილია წახვიდე. -დიდი სიამოვნებით. ირაკლი გავიდა და ისევ კარი მოიჯახუნა. ლაშა უცებ უხეშად აიყვანა ხელში და წაიყვანა. მეც მალევე შემომიტანეს ფურცლები და ისევ ირაკლი შემოვიდა. ამჯერად მშვიდი იყო და სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა. ძალიან გამიკვირდა ირაკლის ესეთი მდგომარეობა. -შენ რა მთვრალი ხარ? -არა. -აბა? -მშვიდი ვარ ნელზია? -რავი. გიო სადაა. -ხელში უნდა აგიყვანო პა დრუგომუ ვერ გაგიყვან და რა გიო გინდა? -ხო.. არა. ირაკლიმ ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამაწვინა. გიო და ლაშა წინ იჯდნენ. მე ირაკლის ვიყავი მიყრდნობილი და მას ხელი ჰქონდა შემოხვეული ჩემთვის. -დედა რატო არ დადის?-მკითხა ლაშამ. -კითხე მეც მაინტერესებს. -ირაკლი, ბავშვთან. -გავჩუმდი, ჩემო სიცოცხლე რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ-ეხლა უკვე სერიოზულად მაშინებდა. -დე... გავივლი მერე. -როდის? -არ ვიცი. ლაშას ხელში ბო ეკავა(ძაღლი) და ეფერებოდა. -ლაშა, დე ეგრე ატკენ. -არ ვატკენ. მიყვარს. -მეც დედაშენი მიიიყვაარს. -მორჩა, გიორგი მანქანა გააჩერე!-ცოტაც და ალბათ გული წამივიდოდა. -რა მოხდა? -არ ვიცი, მარა ირაკლი ვერ არის თავის მატორზე. გიო გეხვეწები მეშინია, დროზე. -კაი მივალთ ეხლავე, რისი გეშინია გოგო. -ბავშვთან ვერ ვიტყვი-სახლში რომ მივედით ცოცხალი თავით არ გადავაყვანინე მანქანიდან ირაკლის, ვერ გადავიტანდი და გული გამისკდებოდა, ეჭვი არ მეპარებოდა იმასი რომ მთვრალი იყო. არც გიორგის არ გადავაყვანინე ჩემი თავი და ამიტომ კოტე მოვიყვანე ამ სისულელის გამო. კოტე მალევე მოვიდა და ოთახში ამიყვანა. -რა მოხდა ამიხსნი?-საწოლში ჩამაწვინა და საბანი გადამაფარა. -არ ვიცი, ირაკლის რაღაცა დაემართა. რაღაცნაირი გახდა... -კაი დაწყნარდი, არ ინერვიულო. მაშ, სერიოზულად გეკითხები რა მოხდა? -კოტე, შენთვისვე უკეთესი იქნება თუ არ გეცოდინება. -რას ქვია არ მეცოდინება? -გთხოვ, მოვა დრო და გეტყვი ყველაფერს. -მაშა, ნუ მაშინებ. რამე სერიოზულია? უნდა ვიცოდე. მე საერთოდ ეჭვი მეპარება რომ შენი ამათთან დატოვება ნორმალური იდეაა. მეთითონ მოგიძებნი ზედამხედველს. -არა, არაფერი სერიოზული. ვიცი მარა, ირაკლი ხშირად აქ არ იქნება, მარტო მე და ლაშა. -კარგი, სიტყვაზე გენდობი. გინდა რამე თუ წავიდე? -წადი, ისედაც სისულელეზე მოგაცდინე. -კაი-ჩამეხუტა და წავიდა. ცოტახანში ირაკლი შემოვიდა, გვერდით დამიწვა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და სახეზე მიიდო. -ირაკლი, რა გჭირს? ბოლოჯერ გეკითხები მთვრალი ხარ? -არა, ერთი-ორი მოვწიე ჩემო ცხოვრება. -რა ქენი? ეხა ნარკომანიც ხარ?!!! -რა დღეში ხარ გოგო რა გაყვირებს! -კაიფში ხარ და ეგრე წამომიყვანე საავადმყოფოდან? მე რო დავვარდნილიყავი ბავშვს დავკარგავდი და შენ მე დამკარგავდი! ან როდიდან დაიწყე მოწევა? -რა გინდა ვერ გავიგე ნემსებს ხო არ ვირჭობ. პლანი მოვწიე ადამიანი ხო არ მომიკლავს? -გადი, დროზე გადი ოთახიდან. არ ვიცი სადაც გინდა იქ დაიძინე, ტახტზე თუ სადაც გინდა მარა გადი. -ესე იგი შენ თავს იკლავ და მე უნდა გაპატიო და მე უბრალო პლანს ვეწევი და ოთახიდან მაგდებ. -გადი. ირაკლი გაბრაზებული ადგა და კარი გაიჯახუნა გასვლისას. შემდეგ გიო შემოვიდა. -კაი რა მოხდა პლანს ადრეც ხო ეწეოდა. -ეხლა სისტემატიურად ეწევა და მემგონი არა მარტო პლანს. -მაშ, უნდა გაუგო. ვერ გადაიტანს შენ სიკვდილს. -მე ხო გადავიტან ირაკლისას. -პლანით არ კვდებიან. -შენ არ გესმის პლანს ესეთი მოქმედება არ აქვს!! სხვა რამეშია აქ საქმე!! ცოტაც და შენი ძმა ნარკომანი გახდება. -როგორ გინდა დამიმტკიცო ეხლა რომ ნარკომანია. -თავისუფლად, გაყევი ხვალ ჩუმად და ნახე. -მაშ, მემგონი სულ გააფრინე. -გთხოვ, მართალი თუ არ ავღმოჩნდები შენთვის უკეთესი. -მოდი ვკითხავ. გიორგი ოთახიდან გავიდა და ოთოს და ნიკას დაურეკა. -ალო? -ოთო, ნიკა შენთან ერთადაა? -კი, რა იყო? -აუ არ ვიცი, მემგონი ირაკლი შეჯდა... -რა შეჯდა? -არ ვიცი მემგონი იჩხირება. -რეებს ბოდავ, იკა? გიო ხო არ დალიე შენ? მოგკლავს შენი ძმა. -არა, არ დამილევია. -დარწმუნებული ხარ? მოვალ თუ გინდა სადაც ხარ. -ვიცი, მეც ვერ ვიჯერებდი მარა გეუბნები ეს 2თვე რაც მაშასთან იჩხუბა ძაან უცნაურად იქცევა. -კაი, მოვდივარ. -ნიკაც წამოიყვანე, მარტო ვერაფერს იზამ. -რა იყო ხო არ უნდა ვცემოთ, თან მარტო პლანს თუ ეწევა რა მოხდა მერე რა განერვიულებს. -საქმე მარტო პლანში არაა. -კაი, დამშვიდდი. გიორგიმ გათიშა ტელეფონი და ირაკლის მიუბრუნდა. -ეჰ ირაკლიი...-გვერდით დაუჯდა და სიგარეტი ამოიღო. ირაკლიმ გაკვირვებულმა გახედა. -შენ რა ეწევი? -ხო, 18ის აღარ ვარ თუ გახსოვს. -კი 19წლის ლაწირაკი ხარ. -20ის ვხდები. -კაი, მე მაინც ვერაფერს დაგიშლი. -მართალი ხარ. -აუ როგორ ატ***კებს ეს გოგო. -ნარკოტიკების გამო გიტ***ებს. -რა ნარკოტიკები შენც გააფრინე? -იკა, რამდენი ხანია ვამჩნევ და ჩუმად ვარ. საქმე ეხა უკვე მაშას ეხება. -მეც დიდიხანია რაღაცას ვამჩნევ. შენ მემგონი მაშა გევასება? -აუ როგორ გაკლია. მაშა, შენი ცოლია და ჩემი ცოლი ბარბარე. მაშა რომ მიყვარდეს ამდენ რაღაცას ბარბარეს გამო არ გავაკეთებდი. -რავიცი, აბა რატო განაღვლებს ესე ძაან ჩვენი ურთიერთობა. -იმიტომ რომ ჩემი ძმა ხარ ირაკლი, შენი გასაჭირი ჩემი გასაჭირია. მე დაგეხმარები ყველაფერში, შენ დაეხმარე ბარბარეს და მე. ეხლა ჩემი ჯერია დაგეხმაროთ შენ და მაშას. -რა სენტიმეტალური ხარ გიოო, არავის დახმარება მე არ მჭირდება ავადმყოფი არ ვარ და მითუმეტეს ნარკომანი. ხო გადავაჭარბე ერთი-ორჯერ მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ნარკომანი ვარ. უცებ კარზე კაკუნი გაისმა. -ღიაა-და ოთო და ნიკა შემოვიდნენ. ირაკლი გადაკოცნეს და დაჯდნენ. -დალევთ რამეს?-ჰკითხა იკამ. -არა , არა. დაჯექი ორი წუთი. -რამ მოგიყვანათ ესე გვიან? -შენმა ძმამ დაგვირეკა ანერვიულებულმა. იჩხირებაო. -ფანტაზიებმა შეაწუხეს. -დარწმუნებული ხარ? -კი, რა დედაკაცებივით მირჩევთ აქ საქმეს, პლანი არ მოგიწევიათ ვითომ? -პლანი ერთია, მაგრამ მარტო მაგაზე არ არის ლაპარაკი. -ნიკა, შენ ხო მაინც იცი რო ნარკომანი არ ვარ. -იკა, არ ვიცი გიომ დიდიხანია ვამჩნევო. -კარგი, იყო რაღაცეები პლანის გარდა მაგრამ რას შემეცით ვერ გავიგე?! რასაც მინდა იმას ვიზამ? -დამშვიდდი ტო, არავინ არ გეჩხუბება. უბრალოდ... ოთახიდან ლაშა გამოვიდა და მათ მიაშტერდა. -ლაშა, შედი ოთახში-უხეშად უთხრა ირაკლიმ. -ირაკლი, ლაშა რატო გგღვიძავს?-ჰკითხა ნიკამ. -მამა რატო ყვირის? ხო თქვ..აგარ ვიყვირებო. -ვერაა მამაშენი, წამო დავიძინოთ-გიორგიმ ლაშა ხელში აიყვანა და ოთახში წაიყვანა. -ირაკლი, შეწყვიტე ნარკოტიკების მიღება მოკლედ რომ ვთქვათ. -და გრძლად? -გრძლად რომ ვთქვათ დაგერხა. იმდენს გირტყავ რო ვერავინ ვერ გიცნობს-დაემუქრა ოთო. საერთოდ ძმაკაცებიდან ყველაზე მეტად ირაკლი ლეოს ან ოთოს ცემდა პატივს. ოთო ირაკლიზე უარესი ტიპი იყო. -ოთო, კარგად მიცნობ და მართლა დიდ პატივს გცემ მაგრამ მე კარგად ვარ და არანაირი პრობლემა არ მაქვს. -ნარკომანობა პრობლემა როდიდან არ არის?-ნიკაც ჩაერთო საუბარში. -აუ რატო შემე**თ ტო! -სიტყვები, ირაკლი, ცოლ-შვილი გყავს სახლში, მაშაზე და ლაშაზე მაინც იფიქრე. -ნუ მასწავლით ოჯახს როგორ უნდა მივხედო! -ირაკლი-ოთო სავარძლიდან წამოდგა და ირაკლის საყელოში ჩაავლო ხელი-დაგინახავ მეორეჯერ ესეთ მდგომარეობაში და არ გაცოცხლებ. ნიკა, წავედით-ოთო და ნიკა წავიდნენ ხოლო ირაკლი ოთახში შევიდა. -რატო უნდა ეპარებოდეს ხალხს ეჭვი იმაში თუ როგორ ვუდგავარ ოჯახს სათავეში? -იმიტომ რომ ნარკომანი ხარ? -მაშა, სერიოზულად დავიღალე ჩხუბით. მოდი გავშორდეთ. -რაა? -ეს ორი თვე ყველანაირად ვეცადე რომ შემეჩერებინა ჩემი თავი ისეთი გადაწყვეტილებებისგან რომლებსაც მერე ვინანებდი. -ირაკლი... მე... -რა შენ? შენ არ მოგწონს ის რომ მე ნარკომანი ვარ და მე კიდე ის რომ შენ თავს იკლავ. რას ვიზამთ? -იკა, გევედრები არ დამტოვო. ირაკლიმ კარი გამოაღო, მე წამოდგომა ვცადე და უგონოდ დავეგდე საწოლზე. როდესაც გამოვფხიზლდი, ირაკლი, ექიმი და ლაშა მედგნენ თავზე. ყველას გაკვირვებულმა გავხედე, ვერ მივხვდი რამე დამემართა თუ არა. ირაკლის სახეზე ფერი არ ედო, თავი ხელებში ჩაერგო და არ იხედებოდა. -რა... დამემართა? -გული წაგივიდათ. ორგანიზმი არის ძალიან სუსტი, როგორც ჩანს სათანადოდ არ იკვებებით. -ბავშვი? -არაფერი მოსვლია, მაგრამ ეს დროის საკითხია. თქვენც იმდენად სუსტი ხართ რომ არც კი ვიცით მიაღწევთ თუ არა... მეცხრე თვემდე. სანამ დროა მე აბორტს გირჩევთ... აი ამ ფურცელზე არის წამლები და ვიტამინები რაც უნდა დალიოთ და მოგაძლიერებთ. კვება აუცილებელია, ხილი, ბოსტნეული და ყველაფერი სასარგებლო. -აბორტს არ გავიკეთებ. -თქვენი არჩევანია. -აბოტი რა არი?-იკითხა ლაშამ. -ირაკლი! ლაშა გაიყვანე. ჯანდაბა... ლაშა ოთახიდან გაიქცა. ექიმიც გავიდა. -ირაკლი? -აღარ შემაშინო ესე გესმის?!-ძლივს გამომხედა და ჩახლეჩილი ხმით მითხრა. -შენ კიდე არ დამტოვო. -ბოლომდე ერთად ვიქნებით-ჩემკენ მოიწია, მაკოცა და ჩამეხუტა. -მიყვარხარ. -მეც. *** შერიგების შემდეგ ირაკლიმ ხელში ამიყვანა და მისაღებში გამიყვანა, შემდეგ იქ დამაწვინა და ლაშაც გამოიყვანა. -რატო გააღვიძე? -არც ეძინა, ამდენი ყვირილის მერე.ხო მა? ლაშა ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა. -მომიყვანე-ირაკლიმ ლაშა გვერდით მომიწვინა-დე, შეგეშინდა?-ლაშამ უხმოდ დამიქნია თავი-აღარ მოხდება ესე დე. მე და მამა შევრიგდით და აღარ ვიჩხუბებთ.... ვეცდებით რომ აღარ ვიჩხუბოთ. -კაი. -კაროჩე დღეს ჯერ კიდევ შენი დაბადების დღეა, ტორტი გვაქვს, ბო აქ არის. ბო მოდი აქ!-ძაღლიც ჩემთან ამოხტა სავარძელზე და ლაშა ხელებში გაჩერდა-გამოვიტან რაღაცეებს და ერთად ვივახშმოთ. -იეეეი-ლაშა ისეთი გახარებული იყო აქეთ-იქით დახტოდა. ირაკლიმ მაგიდა გაგვიშალა და როგორც ოჯახი ისე ვიყავით, პირველად ამდენი ხნის განმალობაში. -როდის შევიყვანოთ ლაშა ბაღში?-მკითხა ირაკლიმ. -აუ, არ მინდა ჯეერ. ცოტა კიდე გვყავდეს. -გოგო ცხოველი ხო არაა, გეყოლება უბრალოდ დროა თავის ხელებთან ჰქონდეს ურთიერთობა. -სამის არის. -მაშ, ლაშა ხო გინდა ბაღში? -რა? -ბაღში, იქ დაგაძინებენ, შენხელა ბავშვები იქნებიან და გაერთობი. -არაა, დედათან. -გითხარი? არ უნდა. -იმიტო რო მიიჩვიე, მაშა, დროა. თან კიდე სულ შენი ყურებით ესეთ მდგომარეობაში არამგონია კარგად იყოს... -კარგი, საუკეთესო ბაღი აურჩიე, სპეციალიზებული მასწავლებლებით. -აუცილებლად, ყველაზე მაგარ ბაღში წავიყვან. -არაა-ჩხაოდა ლაშა. -დე, მოგეწონება იქ, თან ცოტახანი იქნები და მერე ისევ ჩვენთან მოხვალ. როდესაც ირაკლიმ ლაშას შოკოლადის ტორტი დაუდო მაშინვე გაჩუმდა და სახეზე მთლიანად წაითხაპნა შოკოლადი. -კარგი მაა, მემგონი გეყოფა. წამო დაგბანო სახე და მერე შენ და ბომ დაიძინეთ-ირაკლიმ ლაშას პირი დაბანა და ლოგინში დააწვინა. მერე ისევ მე მომიბრუნდა. -მოდი ისე გავაიასნოთ რო მე ბავშს ვიტოვებ. -ვიცი. -და შენ ნარკოტიკებს ანებებ თავს. -ეგეც ვიცი. მარა შენ რაღას დათმობ? -რავი, დაგიჯერებ ყველაფერში აბორტის გარდა? -ვნახოთ. ეხლა იოანე. -იოანეს ყავს ცოლი და შვილი. ჩემი ესმოდა, მაშინ ბაკურიანში ბავშვები დავამეგობრეთ და ერთად ვერთობოდით. -მეტი არაფერი? -არაფერი. მენდობი? -კი. -ეხლა, ჩემი ჯერია. ეს 2თვე... შენ ვინმესთან... -არა. -კაია. -რა ეხა შენ არ მენდობი? -გენდობი. -მისმინე, რაც ექიმმა თქვა, ვიტამინებს მე გიყიდი. მერე კიდე მაგრა უნდა იკვებო. -რა ეხლა თანახმა ხარ ბავშვის ყოლაზე? -მე შენს გვერდით ვარ. -მე რომ რამე დამემართოს... ბავშვს ხომ მიხედავ? ირაკლიმ თავი დახარა და დაფიქრდა. -ირაკლი?! -მივხედავ, არ ინერვიულო. -ჩემი ფოტოები ანახე ხოლმე, ჩემზე მოუყევი და ოდესმე თუ ვინმესთან იქნები გევედრები არ მისცე იმის უფლება ბავშვს რომ მას დედა დაუძ... -მოკეტე. არავისთან არ ვიქნები, მერე კიდე არავის მივცემ იმის უფლებას რომ სხვა ქალს შენ გარდა დაუძახოს დედა. -მადლობა. -ნუ მიხდი მადლობას, არაფერი მოგივა. -აქამდე არ იყავი დარწმუნებული. -ეხლა იმედი მაქვს. -ილოცებ? -მაშ. -ხო დამავიწყდა, მაგრამ მონათლე ბავშვი. -არ მოგივა მეთქი არაფერი. -კაი... *** დღეები მიდიოდა და არაფერი არ იცვლებოდა. მე ჯერჯერობით კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი. მე და ირაკლი უკვე ისე ხშირად აღარ ვჩხუბობდით. გავიდა 5თვე და მე საავადმყოფოში წამიყვანეს, ლაშა კახეთში გავგზავნეთ რომ ამ ყველაფერს არ შესწრებოდა. თუ მე რამე მომივიდოდა 5-6დღე მაინც იქ იქნებოდა სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდებოდა. პალატაში ვიწექი და სიკვდილს ველოდებოდი, ირაკლი კი უბრალოდ გვერდიდან არ მშორდებოდა. სამსახურში სიარული შეწყვიტა, დადიოდა წვერგაუპარსავი და თვალებჩაშავებული. -დილა მშვიდობის ჩემო ცხოვრება. -ირაკლი, ყოველდღე აქ ყოფნა უკვე ავადმყოფობაა. წადი სამსახურში, თუნდაც დალიე ბიჭებთან ერთად. -ჩემი მოშორება გინდა? ხო იცი რო დალევაზე დიდად არ ვგიჟდები. -არ მინდა შენი მოშორება, მინდა ეხლავე რომ ისწავლო ჩემ გარეშე ცხოვრება. -ნუ ლაპარაკობ ეგრე, არ მოკვდები. -ხოდა თუ არ მოვკვდები, კეთილი ინებე და წადი. ხო ხვალაც მნახავ? -მშობიარობა რო დაგეწყოს? პირველად შენთან არ ვყოფილვარ, მეორეჯერ მინდა აქ ვიყო. -დაგირეკავენ რო რამე, გავაფრთხილებ ექიმებს. ამ დროს გიორგი შემოვიდა. -გიო, გევედრები შენი ძმა წაათრიე. -სად? -არ მშორდება. -წამოეთრიე ძმაო. -სად? -შენი ბოლო ღამეა წიოკის, ტირილის და პამპერსების გარეშე. ცუდი არ იქნება თუ დღეს მაგრა გაერთობი. -სწორს გეუბნება, უბრალოდ ბოლო დილაა. ღამამდე ვერ მივაღწევ. -კარგი, მაგრამ... როგორც კი რამე მოხდება, დამირეკონ. -კარგი-მაკოცა და როგორც იქნა გიორგის წაყვა. მე მეშინოდა რომ ირაკლის მართლა ჰქონდა იმედი რომ მე გადავრჩებოდი, მე კიდე ესეთი დარწმუნებული არ ვიყავი, ბავშვის სქესი უკვე ვიცოდით, გოგო იყო. სახელიც მზად მქონდა მისთვის, მია. ვიცი ქართული სახელი არ არის მაგრამ პატარაობაში სულ მინდოდა რომ მშობლებს ჩემთვის მია დაერქვათ. 2საათში საოპერაციოში შემიყვანეს, მშობიარობა მეწყებოდა. პალატაში ყოველი შემთხვევისთვის დავტოვე წერილი, რომელსაც გადასცემდნენ მიას როდესაც გაიზრდებოდა იმ შემთხვევაში თუ მე რამე მომივიდოდა. ექიმებს ვთხოვე ირაკლისთვის არ დაერეკათ, რადგან არ მინდოდა ჩემი სიკვდილისთვის ეყურებინა. შეილება ძალიან დრამატულად აღვიქვამდი ამ ყველაფერს მაგრამ... ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი ჩემ ცხოვრებაში. ბავშვი გოგონა იყო, ექიმებმა ის მაშინვე აცრებზე წაიყვანეს. ხოლო მაშა კი კომაში ჩავარდა. ვერაფერს ვერ შველიდნენ, ამბობდნენ ცოტაც და ტვინი ყველა ფუნქციას დაკარგავსო. ცოტახანში ირაკლიც მოვიდა, როდესაც მაშაზე გაიგო გაგიჟდა. სკამზე დაჯდა და ვერ დგებოდა. ყველა იქ იყო, მიშკა, ქეთა,გიორგი, ბარბარე, კოტე და ევა. ცოტახანში პალატიდან ექიმი გამოვიდა. -ბავშვი კარგად არის, მისი მდგომარეობა... -მაშა როგორ არის?-შეაწყვეტინა ირაკლიმ, რამაც ექიმის გაოცება გამოიწვია. -მაშა ჯერ არ გამოფხიზლებულა, შეილება კომაშია. ნელ-ნელა მისი ტვინი დაკარგავს ფუნქციებს. -ანუ? -შეილება ცოტახანში მაშას აპარატზე შეერთება მოგვიწიოს. -დედა შ****-ირაკლი გარეთ გავიდა და ჯიბიდან წამალი ამოიღო. -არ გინდა-ოთოც გამოსულიყო და მის გვერდით იდგა. -რატო? -ჯერ ხო არ მომკვდარა? რატო უნდა დაიწყო ისევ? იქნება და მაგოფხიზლდეს? -ვიცი რო გამოფხიზლდება. უბრალოდ მინდა, ტკივილს შველის. -რა ტკივილს დეპრესიული ქალაჩუნა ხო არა ხარ. -ეხა მაინც დამანებე თავი ნუ შემე*ი!-დაუყვირა ირაკლიმ. ოთო და ირაკლი ჩუმად იდგნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ. ირაკლის იმ მომენტში ყველა და ველაფერი ეკიდა, მაშას გარდა. იმედი ქონდა რომ მაშა მალევე გამოფხიზლდებოდა. ცოტახანში მაშას მშობლებიც ჩამოვიდნენ, ირმაც და ლადოც მოვიდნენ და ყველა მაშას პალატასთან იდგა. გიორგი მიასთან შევიდა. იქ ექთანი იყო. -შეილება ხელში ავიყვანო?-თხოვა გიომ. -რათქმაუნდა, მე გავალ-ექიმი გავიდა და გიო დატოვა მიასთან. -იცი დედაშენი რა მაგარი გოგოა? როგორც კი გავიცანი მაშინვე მაგრა დავმეგობრდით. ძაან კარგად მახსოვს, პირველივე ღამეს როდესაც მოვიდა, მაგრა ავეწყე. გვიან მოვედი და მაშა ჩვენ სამზარეულოში იდგა, ძაან მოსწონდა იქაურობა რადგან შუშებში გვაქ ჩასმული, მაღლა ვართ და ყველაფერი მაგრა ჩანს. შევედი და ვთხოვე არ ჩამიშვა ესე გვიან რო მოვედი თქო, მაშამ არ ჩაგიშვებ ოღონდ მომეცი უფლება რო გავიქცეო. მეც ვუთხარი წადი თქო, მაგრამ მაინც დაბრუნდა, უფროსწორად მამაშენმა დააბრუნა. რათქმაუნდა ზოგჯერ ეგოისტურად იქცეოდა, მაგრამ მე არ მახსოვს მომენტი როდესაც მაშა ჩემ გვერდით არ ყოფილიყო. ყველაფერში მეხმარებოდა. მამაშენი და ჩემი ცოლი როდესაც დაიკარგნენ, ანუ მოიტაცეს მე და მაშა და-ძმასავით ვიდექით ერთამანეთის გვერდით, მაშა ჩემი მეორე დაა. პირველი შენი მამიდა, ანია. მია, შენი გაჩენისთვის ძაან ბევრი იბრძოლა, მე მჯერა რომ ეს სიკეთე უკან დაუბრუნდება. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. მამაშენს სიგიჟემდე უყვარხარ, უბრალოდ ეხლა რთული სიტუაციაა. -რა სენტიმეტალური ხარ-ირაკლი შემოვიდა, ფეხზე ძლივს იდგა. -ამჯერად რა მოწიე? -არ ვიცი. რაც მომცეს. -ბავშვს ეგეთი ნუ ენახები. -ნუ მასწავლი ჩემ შვილთან რა გავაკეთო-ირაკლი მიასთან ახლოს მივიდა. -რა დაარქვით? -მაშას მემგონი მია უნდოდა. -ხო, მეუბნებოდა რო პატარაობაში უნდოდა მაშას მაგივრად მია ყოფილიყო მაგის სახელი. -რო ვაკვირდები მემგონი მაშას ჩემზე უკეთ იცნობ. -არაა ეგრე. ეს წვრილმანებია. მე ვერ მივხვდი თავიდანვე რომ რაღაც სერიოზულს მალავდა, შენ კიდევ ყოველთვის ყველაფერს იგებ მის შესახებ. -სამაგიეროდ სულ ნერვებს ვუშლი, მხარს არ ვუჭერ არაფერში. -სწორსაც აკეთებ, არაა საჭირო ყველაფერში აუბა მხარი. ხშირად იღებს მცდარ გადაწყვეტილებებს. -და ესეც მცდარი გადაწყვეტილება იყო. -მია? -არა, ბავშვის გაჩენა. მია მართლა მიყვარს, უკვე მიყვარს, მაგრამ მაშა რომ დავკარგო მე ნაღდად ვერ გადავიტან. -არაფერი მოუვა. -აჰა, უცებ არ იცოდე. უბრალოდ სერიოზულად დავიღალე, არც ცოლი მინდოდა და არც ეს ხლაფურთი. -ვერ გავიგე? -მშვიდი ცხოვრება მინდა. როდესაც მოვიყვანე მაშა ცოლად ვიცოდი რაზე მივდიოდი, რომ ესეთი გიჟური ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ ეხლა უბრალოდ მინდა მყავდეს ოჯახი, ნორმალური ოჯახი. მაშა, მე, მია და ლაშა. თუნდაც ორი დღე სადმე ზღვაზე. -იკა, ხელში დაიკავე. -არა, დააწვინე უკან, ეძინება ალბათ -არ ეძინება, არც ღვიძავს წესიერად. მიდი რისი გეშინია. -არ ვიცი, როგორ... -ჩვეულებრივად ირაკლი რა დაგემართა. -მოიცა ტირის. -იმიტო რო არასწორად იყვან-გიორგი დაეხმარა ირაკლის და მია წესიერად დააკავებინა ხელში. -მე გავალ-გიორგი გავიდა პალატიდან. -დეეშენის თვალები გაქვს. ისეთივე ლამაზი ხარ როგორც ის. ცოტა ლაშასაც გავხარ. რო იცოდე როგორ მიხარია რო დიდი ძმა გყავს, უნდა ვასწავლო შენი დაცვა. 18წლამდე არანაირი შეყვარებული, დაჟე მერეც 1-2წელი მოიცდი. ამ დროს ექიმი შემოვიდა ოთახში. -ბატონო ირაკლი, მაშა... -რა მაშა?! -გამოფხიზლდა-ირაკლიმ ბავშვი არც დააწვინა ისე გაიქცა ოთახიდან და მას თან ექთანი გაეკიდა, ირაკლი მაშას პალტაში შევარდა და შესვლისთანავე ჩაეხუტა და აკოცა. -მაშ, მაშა გესმის ჩემი? -კი, თუ არ იყვირებ კიდე უფრო კარგად გავიგებ-ისე მეხუტებოდა ლამის გამჭყლიტა-დამაკავებინე ბავშვი-ნელა დამაჭერინა მია ხელში, მან ცოტათი წამოიტირა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა. -აუ რა საყვარელია. -ლაშას არ გავს? -კი, თან ძაან. ხო მართლა, რაც შეილება მალე ჩამოიყვანეთ ლაშა კახეთიდან. მინდა რო მალევე ნახოს მია. -არ გირჩევნია ცოტახანი იქ იყოს სანამ შენ გონზე მოხვალ და სიარულს დაიწყებ? -ეგ მოხდება დაახლოებით 2თვეში. ბავშვი 2თვე იქ იყოს? არა, ხვალვე ჩამოიყვანე. ეხლა გვიანია. -მაშ, კიდე რომ ვერ ვიყავი შენთან ერთად შენი მშობიარობის დროს? -არაუშავს, ისეთი არც არაფერი არ იყო. უბრალოდ კომაში ჩავვარდი-ირაკლის გაეცინა და მია გამომართვა. -როდის გამოგწერენ? -ჩემი არჩევანია, შემილია აქვე დავრჩე და 1კვირაში ნელ-ნელა თერაპია დავიწყო, ან სახლში წავიდე და 2კვირაში დავიწყო თერაპია. -რა განსხვავებაა? -აქ უფრო მოგხედავენო, ვიტამინებით გამბერავენ და რავი... -კაი, მაშინ აქ დავრჩეთ. ლაშას სად დააწვენ? -ლაშა დილიდან საღამომდე ბაღში იქნება მერე ცოტახანი ჩემთან მოიყვან და სახლში წახვალთ. აქვე არის კაფეტერია და მანდვე ავახშმებ თუ მოშივბდება. ისიც აუცილებელი არ არის რომ... -მაშ, ძლივს აღარ მეშინიაო იმის რომ დაგკარგავ. მოდი ცოტახანი არ გვინდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი-მია ექთანმა გაიყვანა და დავრჩით მარტო მე და ირაკლი. მთელი ღამე ვლაპარაკობდით და ძველ დროს ვიხსენებდით. 4თვე ისე გავიდა როგორც არაფერი. როგორც იქნა მეღირსა და წესიერად დავდექი ფეხზე. მალე ირაკლის დაბადების დღე მოდიოდა და მინდოდა რამით გამეხარებინა, მაგრამ როდესაც დავუკვირდი მივხვდი რომ არ ვიცოდი რა უყვარდა. მისი ჰობიც კი არ ვიცოდი, რისი კეთება უკვარდა თავისუფალ დროს. ის ხომ მთელ დღეს მის კომპანიაში ატარებდა. კოსტუმი? რამე ქეისი? არ ვიცი... კიდე რა შეილება. საათი? ვიცი რაც. დილით ჯერ მიას ჭყვიტინმა გამაღვიძა შემდეგ კი ლაშას ტირილმა.საათს რომ დავხედე 6 იყო. ღმერთო რა აღვიძებთ ამ ბავშვებს ესე ადრე. ირაკლი შევანჯღრიე მარა არ ადგა. ავდექი და მია ლაშას ოთახიდან გამოვიყვანე. უკვე ვხვდებოდი რომ სახლში ცოტა ადგილი იყო, მია ლაშას აღვიძებდა ხოლო ლაშა მიას. როგორც იქნა დავამშვიდე და ისევ ლოგინში დავაწვინე. -ლაშა, დე. გთხოვ ადრეა და დაიძინე რა-საბანი გადავაფარე და ჩემ ოთახში გავბრუნდი. შემდეგ დავფიქრდი ახალ ბინაზე. რა მოხდებოდა თუ ახალ ბინას ვიყიდდით? რათქმაუნდა რეაბილიტაციამ ბევრი წაიღო მაგრამ ეს თვეები ჩვეულებრივად ვმუშაობდი კომპიუტერიდან და გარკვეული ოდენობის თანხა დაგროვებული მქონდა, მაგრამ არა... ირაკლი ჩემგან ბინას ნამდვილად არ აიღებდა, შეილება გაბრაზებულიყო კიდეც იმიტომ რომ მის გრაეშე გადავწყვიტე ყველაფერი. იქნება მანქანა? მაგრამ ჯიპი ყავს. მეც მყავს მანქანა. აბა სხვა რა გავაკეთო? ჯანდაბა ეხლა ვერ დავიძინებ. ავდექი და სამზარეულოში გავედი. შემდეგ მივხვდი რომ 2წლის განმალობაში არ მომიწევია და გადავწყვიტე ამენაზღაურებინა ეს ყველაფერი. სიგარეტი ავიღე და პირში ჩავდე. ესე მეგონა პირველად ვიწყებდი მოწევას ისეტი უცნაური გემო ჰქონდა. ყავა მოვიდუღე და დავჯექი. ტელეფონი ავიღე და მიშკას დავურეკე. 3დარეკილის შემდეგ როგორც იქნა აიღო ტელეფონი. -მაშა! რა გესროლო-ნამძინარევი ხმით მიპასუხა მიშკამ-ტელეფონიდან. -აუ მიშ, შემხვდები? -გოგო სულ გააფრინე? -აუ ვერ ვიძინებ, მიამ გამაღვიძა და კრიზისი მაქვს. -რა კრიზისი? -აი რავი, ვერ ვიძინებ. -და? -და... კიდე... კიდე ის რომ ირაკლის დაბადების დღის საჩუქარს ვერ ვირჩევ. აუ მიდი რა გთხოვ შენ რომ მთხოვე ღამის 3საათზე გამომყევი ქეთას სიყვარული უნდა ავუხსნაო ხო გამოგყევი? -რეებს იტყუები? -ეხა არ გახსოვს იმიტომ რომ მაშინ მთვარლი იყავი, ეხლა კიდე ერთად ხართ იმედია ეგ მაინც გახსოვს. -არა მე გეუბნები რომ მაშინ... მოიცა გამომაფხიზლე ხო შე დამპალო. -ხო, ეხლა შენც ვერ დაიძინებ-ბოროტულად ჩავიცინე ჩემთვის. -კარგი! მოვდივარ. 10წუთში შენ სახლთან ვიქნები. -ფეხით წამოეთრიე. -სიტყვები. კაი მოვდივარ-შემდეგ გამითიშ ტელეფონი. ოთახში შევედი და კარადა გამოვაღე. შავი მოტკეცილი შარვალი და ჯემპრი ჩავიცვი. ტყავის კურტკაც შემოვიცვი და პატარა ჩანთა წამოვიღე თან. შიგნით სიგარეტი,ტელეფონი და საფულე ჩავდე და გავედი, მერე გარედან ჩავკეტე კარი და ქვევით ჩავედი. ცოტახანში მიშკაც გამოჩნდა, შავი მოსაცმელი ეცვა და კაპიშონი ჰქონდა თავზე გადახურული. გადავკოცნე და ჩავეხუტე. -აუ ყურებიღა აკლია ამ მოსაცმელის კაპიშონს და რასაც ქვია მიშკაა ხაარ. -შე პათხალიმო, რისთვის ამაყენე დილის 6საათზე? -რავი, ნახე რა კაია ზამთარში ამ სიცივეში და სიბნელეში სეირნობა. -რათქმაუნდა რა ჯობია ამას. -ნუ წუწუნებ. რას შვებით შენ და ქეთა?-თან ვსეირნობდით და თან ვლაპარაკობდით. -რავი აბა, სუ მეჩხუბება. -მერე? -არაფერი, ვუსმენ თავს ვუქნევ რაღაცაზე გავეღადავები და ეგაა. -როცა სერიოზულ რამეზე გეჩხუბება? -არ არის ეგეთი შემთხვევა. არანაირ მიზეზს არ ვაძლევ. ხო მიცნობ არ მიყვარს როცა ვიღაცას ვაეჭვიანებ ან პირიქით. ეგეთ შეყვარებულებს მომავალი არ აქვთ. -ხოოო... ხო იცი როგორია ქეთა, აგრძნობინე რო მაგრა გიყვარს და არ მოგიწევს მაგის ჩხუბის მოსმენას. ძირითადად მაგიტო იქცევა ეგრე, ევასება მემგონი ეს ჩხუბები. -ხოდა მე არ მევასება ჩხუბი. როგორღა გავაგებინო? უკვე მართლა ვეჩხუბები და მერე იბღვლოს და იყოს. კარგად იცის რო ჩემ მოთმინებასაც აქ საზღვარი. -მიიშ, ქეთა პატარა ბავშვივით არის, მესმის დაიღალე მარა უთხარი წყნარად რო არ გინდა ჩხუბი. -ვუთხარი და მითხრა თუ არ გინდა მაშინ ნუ მაძლევ მიზეზს იმისთვის რომ გეჩხუბოო. -არადა იმდენი რამე გავუტარე, იმ დღეს გუგასთან რომ ვიყავით მაგრა დათვრა და თემოს უხტებოდა კალთაში. -გუგა? -მაკრინეს შეყვარებული. -ა, ხო. შენ კიდე ნუღა უტარებ, მაშინ ერთხელ ეჩხუბე და იქნება და გაჩუმდეს? -არ მინდა მაშ, აი იმენა წყნარი და მშვიდი ურთიერთობა მინდა. არ უნდა ვიღლებოდე ამით და სამსახური არ უნდა მეგონოს. -ჩემზე მეტად ვერავინ გაგიგებს ვიცი. -შენ კიდე დარბიხარ დილაობით? -კი, ეხა დავიწყე მანამდე ექიმმა არ მომცა ძაან გადატვირთვის უფლება მერე კიდე მიას გამო ვერ ვახერხებდი. ეხლა ვაპირებ. ცოტახნის უკან დავაძინე ამიტომ ესე 9ისკენ გაიღვიძებს. -გინდა ერთად გავიდეთ? -კი, მალე პარკამდეც მივალთ და მერე. -შენ და ირაკლისკენ რა ხდება? -რავი, მემგონი ყველაფერი კარგადააა. მიშ, არ ვიცი შენთან რო არ მოსულიყო იმ დღეს ირაკლი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება დღეს. -საშინელი. -ანუ მადლობას გიხდიდი მიშკა! -ა კარგია. გადამიხადე. -მიშკა. -კარგი ხო, არაფერს. ჩხუბობთ კიდე? -კი, იმაზე თუ ვინ გამოუცვლის მიას პამპერს და რომელი დააძინებს ლაშას. -ლაშას ხო ირაკლი აძინებდა? -არა, ეხლა გამოხტომები დაეწყო ლაშას და ყველაფერში გვეწინააღმდეგება, აგრესიული გახდა და მიაზე სულ ბრაზდება, ჩემ სათამაშოებს ნუ აძლევთო. -მიაზე ეჭვიანობს ნორმალურია. -არაა ნორმალური, როგორ დავამშვიდო არ ვიცი. -რამე რო დაალევინო? -რა ვალერიანი? ალერგია აქვს, ვიცი იმიტომ რომ მეც და იკას ეგრე გვაქ. -ექიმს კითხე, ან კიდე ცოტა დააცადე. ეგრე ხშირად ხდება. -4ის არის უკვე ცოტა არ იყოს ვნერვიულობ, ნელ-ნელა ზრდას იწყებს მერე სუ ესეთი აგრესიული რო იყოს? მემგონი ირაკლის ბაძავს. -შეილება ეგრეცაა, აღარ იჩხუბოთ მაგის თვალწინ და ეგაა. -მართალი ხარ. ადრე სულ მაგის თვალწინ ვჩხუბობდით. -ხოდა მაგაშია მერე საქმე. -შენ და ქეთას ბავშვი არ გინდათ? -ჯერ ცოლადაც არ მომიყვანია. -მერე რას ელი შე ბანძო! 25ის ხარ, დროა. -არ ვიცი, ჯერ არ არის საკმარისად გაზრდილი იმისთვის რომ ცოლად მოვიყვანო. ჯერ ისევ ბავშვის ტვინი აქვს. -ეხლა უკვე ნერვებს მიშლი. შენ ძაან ცუდად უყურებ ქეთას, შეილება აქვს რაღაც ნაკლი მარა ეგრე მკაცრადაც ნუ განსჯი. -რავი... -ირაკლის რა ვაჩუქო დაბადების დღეზე? -რამე კაი მზის სათვალე, საათი, ადეკალონი,ჰალსტუხი ან რამე ეგეთი. -არა, რამე გრანდიოზული მინდა. -მანქანა. -ორი გვყავს. -აგარაკი? -მაგდენი ფული ნაღდად არ მაქვს ჯერ. -მაშინ... ა, გიორგი ამბობდა იმ დღეს, როდესაც შენ ახალი გაჩენილი გყავდა მია, გიო და ირაკლი მიასთან იყვნენ და ლაპარაკობდნენ. ირაკლის უთქვამს მინდა რომ მე, მაშა, მია და ლაშა სადმე წავიდეთ ერთად მაგალითად ზღვაზეო. -ზღვაზე... ვიცი, ირაკლის ევასება იტალია. -იტალია? სერიოზულად? -ხო. -და ქობულეთში ან ბათუმში არა? -არა, ყველას ყელში ამოუვიდა უკვე. სულ მანდ ხომ არ ვივლით? -როდის იყავი ბოლოს ზღვაეზ ამ 4წლის განმალობაში. -აუ ისე რო დაუკვირდი მართლა ძაან რთული 4წელი იყო და ფაქტიურად ხან მე ვკარგავდი ირაკლის ან ის მე. დიდხანს ვერასდროს ვჩერდებოდით ერთად. რამე ძაან რომანტიული უნდა მოვიფიქრო. -ბავშვებს წაიყვან? -აბა? ოჯახის წევრები ერთად უნდა იყვნენ. -4თვისაა. -მეხუთე თვეშია, არაფერი მოუვა... მარა მოიცაა. ეხლა ზღვაზე როგორ წავალთ თუ ზამთარია? -როგორ და... ჩვეულებრივად. -ჰავაიზე რო წავიდეთ? -და ჰავაიზე არ ცივა? თან 2ბავშვით გეყოფა ფული? -მართალი ხარ, კარგი მაშინ იტალიაში წავალთ. -მისმინე, რაო ექიმმა რეაბილიტაციას არ ვგულისხმობ. -ა... მიას და ლაშას გარდა მეტი შვილი ვერ გეყოლებაო. -მერე? -არ ვიცი, მე ყოველთვის მინდოდა მრავალშვილიანი ოჯახი, ირაკლისთან მაგაზე ხმაც რომ ამოვიღო მიმასიკვდილებს, მეტყვის ვეღარ გადავიტანო. -ვეღარ გეყოლებაო თუ არ შეილება რო გყავდესო. -თუ გეყოლება მაშინვე მოგეშლება მუცელიო. -აა... -ხო. კაი დროზე დავიწყოთ სირბილი-ამდენი ხნის ლაპარაკის შემდეგ სირბილი დავიწყეთ ცოტახანში კი ირაკლიმ დარეკა, მაგრამ ხმას დავუწიე რადგან ცოტაღა მქონდა დარჩენილი და სახლში მივიდოდი. მიშკას დავემშვიდობე და ავედი სახლში. -რატო არ იღებ ტელეფონს! ან სად იყავი?!-ირაკლის მია ეკავა ხელში რომელიც ბოლო ხმაზე ჩხაოდა ხოლო ლაშა სკამზე იჯდა და ფაფით იყო მოთხუპნული. ისე ეკავა მია ხელში რომ სიცილს ძლივს ვიკავებდი. -დილით მიამ გამაღვიძა ვეღარ დავიძინე და მიშკას დავურეკე. -მიშკა გააღვიძე მაგის გამო ესე ადრე? -ხო, თუ გინდა დაურეკე. ეხლა ღვიძავს. ცოტახანი ვილაპარაკეთ და მერე ვირბინეთ. -ექიმმა ხო გითხრა არ გადაიტვირთოო? -უკვე შეილება. -მაშა, შემდეგზე მე გამაღვიძე. არა არ მესმის რა გინდოდა ამ მიშკასთან?!! -ირაკლი სერიოზულად დავიღალე ბებოსავით აზროვნებ, რადგან ქმარი მყავს... მოიცა არ გვინდა რა იგივეს დაწყება. მიშკას ვერ მოვიშორებ გვერდიდან, ეს მე თავიდანვე ვთქვი. -კარგი. დამეხმარე რა არ ჩუმდება. -იმიტო რო ცუდად გიკავია, მომიყვანე აქ. ლაშას დაბანე ხელ-პირი და აჭამე რა-მია ხელში ავიყვანე და ოთახში შევიყვანე, დავბანე და სუფთა ტანსაცმელი ჩავაცვი. შემდეგ გავედი ისევ სამზარეულოში. -ლაშას ბაღში შენ წაიყვან ხო? -არა, მე სამსახურში მეჩქარება. -აბა მე რა ვქნა? -მანქანა გყავს და წაიყვანე. -მოიცა და მია? -ჩასვი იმ სპეციალურ სკამში და თან წაიყვანე. კაი აბა შენ იცი, ჭკვიანად-მაკოცა და გაიქცა. რათქმაუნდა ერთხელ არ მიხედო ბავშვებს!!!! არამზადა!!!! უხ... უხ შე დებილო. -ლაშა, დე მიდი შენი ფეხსაცმელები მოიტანე-ლაშა გაიქცა და მისი ფეხსაცმელები მოიტანა. მე ჩავაცვი. შემდეგ მია ჩავფუთნე და გავიყვანე ორივე სახლიდან. ორივე თავისი სკამით ჩავსვი უკან და საჭესთან დავჯექი. -დე, მია რატო არ ლაპარაკობს? -პატარაა ჯერ. -ბაგში როდის ივლის? -2ის რო გახდება, ან სამის. შენ ხო მოგწონს ბაღში? -ხო. -დე, მია ხო გიყვარს? -ოცა ჩემ სათამაშოს არ იგებს კი. -დეე, ეგრე არ შეილება. უნდა მისცე ხოლმე რაღაცეები და ათხოვო. ხო ხედავ მე და კოტე როგორ ვართ? ყველაფერს ვთხოვნით ერთმანეთს. -ხო. -კაი, მოვედით მოდი უცებ გადაგიყვანო მიამ რომ არ იტიროს-ლაშას ხელი მოვკიდე და შიგნით შევედი, მათეც და ლუკაც მაგ ბაღში დადიოდნენ. ეგენი უკვე იქ იყვნენ, ლაშა დავტოვე და გამოვბრუნდი. მანქანასთან რომ მივედი მია შიგნით არ დამხვდა. გული კინაღამ წამივიდა. მაშინვე ტელეფონი ამოვიღე და პოლიციაში დარეკვა ვცადე მაგრამ ტელეფონი გამივარდა, ავკანკალდი. უცებ უკნიდან კოტე გამოხტა მიათი ხელში. -გოგო, რა დაგემართა? -მია შენ გყავს? -მანქანაში დატოვე და ტიროდა, რა მექნა დამეტოვებინა? -შენ აქ .... ვაიმე კოტე მემგონი ინფაქტი დამარტყამს. კოტემ მია მანქანაში ჩასვა და მე სკამზე დამაჯინა. -მაშა, ნუ მაშინებ კარგად ხარ? -ხო, უბრალოდ მეორეჯერ ეგ არ გააკეთო. გული გამიხეთქე. -ტიროდა მაშ, რა გამეკეთებინა დამეტოვებინა? მანქანაში მეორეჯერ არ დატოვო. -კაი... ვაიმე.. გაგიყვანო სახლში? -მანქანით ვარ. რას შვებით შენ და ირაკლი? -აუ რავი, დღეს მაგარი გიჟური დღე მაქ. ზეგ ხო დაბადების დღე აქ იკას და მაგარი საჩუქარი მოვიფიქრე, იტალიაში წავალთ, მე, ეგ, მია და ლაშა. -მია და ლაშა ცუდი იდეაა. -რატოო? -იმიტო რო იჯიჯღინებენ გზაში, არ მოგასვენებენ. -არ იჯიჯღინებენ, ლაშა წყნარია მაგ მხრივ, დაიძინებს ეგეც და მიაც. -როგორც გინდა. -თან იკას ეგრე უნდოდა, ან კიდე ლაშქრობაში წავალთ... ფუ არა. მეზიზღება ტყე, თან ბავშვებით. მაგის გამოც ვერ წავიდოდი მანდ. ისე კაია რო ისუნთქო მარა ღამე მანდ დარჩენა. -ისუნთქოო?-გადაბჟირდა კოტე. -ანუ სუფთა ჰაერი როა, ნუ დამცინი! -ჩემი ბოთე, კაი წავედი და ამოგივლი საღამოს თუ ამათმა არ შემჭამეს. -რა ევა ისევ ფეხმძიმედაა? -გადი გამასწარი. მე გამეცინა, მანქანაში ჩავჯექი და წავედი. სახლში მეზარებოდა მისვლა რადგან ირაკლი იქ არ იყო, გადავწყვიტე ქეთასთან ასვლა, თან დაველაპარაკებოდი. მივედი ქეთასთან, მია ნელა გადმოვიყვანე მანქანიდან. თან ჩანთა მქონდა, რომელიც სულ დამქონდა როდესაც მია სადმე მიმყავდა, იქ პამპერსი, სოსკა და რძის ბოთლი ყოველთვის მედო. უცებ სადარბაზოდან თემო გამოვიდა. -ვაა მაშ,ქეთასთან ხარ? -არა, შეყვარებული მყავს აქ და არ უთხრა იკას. -ჰა? -ვღადაობ. -კიდე კაი. -ხო თორე დაიჯერე. ქეთასთან ვარ, იკა სამსახურშია, ლაშა ბაღში და მარტო არ მინდოდა ყოფნა. -ხო მეც ეხლა სამსახურში მივდივარ. -როგორაა ქეთა? -აუ ისტერიკებშია. -რატო? -მიშკას დაშორდა. -რაა? დილით ველაპარაკე მიშკას რას ქვია დაშორდა. -აუ არ ვიცი იქ ამბავი ატყდა, მიშკა ნახევარი საათის უკან წავიდა და მე კიდე ქეთას დასაწყნარებლად დავრჩი. -კაი რაზე იჩხუბეს? -მოგიყვება. აუ ეს როგორ გაიზარდაა. -ხოო, დედას ცხოვრება. -რას შვება ლაშა? -აუ რავი, მაგრა ეჭვიანობს მიაზე. -ხო, აბა ესეთ საყვარელზე ვინ არ იეჭვიანებს. -გაჩერდი, ირაკლის ეგ არ უხსენო წაგაცლის თავს. 20წლამდე საცოდავ ბავშვს მალავს. -ხო, ეგ შენც დღემდე გმალავს. კაი წავედი აბა შენ იცი. გადამკოცნა და წავიდა. მე ზემოთ ავედი და ოთახში რო შევედიიი.... ნეტა არ შევსულიყავი. ოთახში საშინელი სიგარეტის სუნი იყო, მია კინაღამ დამეხრჩო. იატაკზე გატეხილი ჭიქა და ლამპა ეგდო. ფარდები ჩამოფარებული იყო და არანაირი სინათლე არ შემოდიოდა. ქეთას თვალები ტირილისგან ჩაშავებული ჰქონდა. სავარძელზე იწვა და მემგონი არაყს სვამდა. მია საძინებელში გავიყვანე და კარი ოდნავ ღია დავტოვე რომ ტირილი გამეგო. მერე ფარდები გადავწიე და ფანჯარა გავაღე. -რა მოხდა ქეთა?-გვერდით მივუჯექი,რის შემდეგაც წამოდგა. -მიშკას დავშორდი-ჭიქა ძირს დადგა და მე შემომიბრუნდა. -რატო? -დილით მოვიდა ჩემთან და გამაღვიძა, თავიდან ცოტა ხუმრობით ვუყვირე მეთქი რატო გამაღვიძე თქო არადა ძაან თბილად მელაპარაკა, ჩემო ცხოვრება ადექი, ნახე რა მაგარი ამინდია გავისეირნოთო.მერე სამზარეულოში რო გავედი, ყავა უნდა მომედუღებინა და მაგ დროს ტელეფონი მაგიდაზე მედო. ჩემ ფეისბუქში შევიდა და ნახა ჩემი და კოკოს ფოტოები, აი იმის ნათლიაშვილი, აუუ... -ხო, მახსოვს მერე? -მერე, ეს ვინააო და მეთქი ჩემი ძმაკაცი და რა იყო თქო, რატო უწერია ჩემი ცხოვრებაო და პროფილად რატო უყენიაო. -და დაიკიდე ეგ ეგეთია თქო. მერე მესიჯებში შევიდა და ჩვენი მიწერილები რო ნახა საერთოდ გაგიჟდა, მიყვიროდა რამდენ ბიჭზე უნდა დავხუჭო თვალიო, პირველად მიყვირა, მე ჩუმად ვიჯექი და ვერაფერს ვერ ვამბობდი. მერე ბოდიში მოვუხადე და არა დავიღალე უკვე ამდენი ჩხუბებით და საერთოდ ერთხელ ორჯერ რო არ შევიმჩნიე შენ უნდა მიმხვდარიყავი მაგდენსო. -კაი, გადაუვლის. -არ გადაუვლის მართლა ზედმეტი მომივიდა. -ეს ლამპა? -ჩემი ნასროლია, ესეც. -კაი, მოწესრიგდი ეხლა და გავიდეთ სადმე. -არ მაქ სურვილი. -კაი შერიგდებით რა დაგემართა? -არა, ამას არ ესმის. მე 3წელია ამ ადამიანს დავსდევ, სიგიჟემდე მეშინია მაგის დაკარგვა იმიტო რო მთელ სამეგობროს ეს ევასება, იმიტო რო არის რაღაც საოცრად ენერგიული, თბილი და არასდროს არ გესწერვება. -ვიცი, მეც შემიყვარდებოდა იკა რო არა-გამეცინა, მიშკას მხოლოდ როგორც მეგობარს ისე ვუყურებდი. -მაშ, მართლა მადლობა რო მოხვედი მარა ხასიათზე არ ვარ. მემგონი მიას აქ მოყვანაც ცუდი იდეა იყო, დაიხრჩობა. -მიას მალე დავაძინებ, თან მაგის რძეც აქ მაქ. კაი რა, ეხლავე დავურეკავ მიშკას და გავლანძღავ. -არ ქნა, ძაან გთხოვ. მერე დაიწყებს 10წლის დებილი შეყვარებული ბავშვივით იქცევიო. -მაინცდამაინც 10რატო? -რავი ეტყობა 10წელი პატარაა და მაგიტო? რა მნიშვნელობა აქვს. -ხო.... აბა რა ვქნათ? -ნაყინი მიყიდე ან ნუტელა. -ზამთარია და ნუტელას ამოგიტან. -გეღადავე, არ მინდა. პრინციპში... -მაშა, არ ჩაერიო. -რატო? იქნება და დაგეხმარო? -ვერ დამეხმარები, არ უყვარს მიშკას როცა მაგის საქმეში ერევიან. -კაი. მაშინ წამო, მიას დანახვა გაგახალისებს, ვის არ ახალისებს ბავშვი. -ჯერ წავალ გადავივლებ თორე გული გაუსკდება ისეთი სუნი ამდის-ქეთა წამოდგა და აბაზანაში გავიდა. მე საძინებელში შევბრუნდი და მია გამოვიყვანე. ცოტახანში იოანემ დამირეკა. -ხო იო? -რა იო, ვირი ხო არ ვარ. რას შვები? -რავი, დაქალთან ვარ. შეყვარებულს დაშორდა და დეპრესიაშია. შენ? -რავი, მისმინე რო მომენატრე არა? -მოგენატრე? მე არა. -ჰა? -ვღადაობ, მეც. -მერე? -დღეს რო ვერ გამოვალ ეგ ნაღდია, ჯერ მია უნდა დავაძინო, მერე ლაშა უნდა გამოვიყვანო მერე სანამ ბუზღუნა მოვა სადილი ან ვახშამი უნდა გავაკეთო და მერე ისევ ჩემ დეპრესიულ დაქალთან უნდა ვიყო. -დაა... მაშინ მეც მოვალ შენ დაქალთან. -კაი, ოღონდ ლაშა აქ არ მყავს და ნიკა არა მგონია გაერთოს. -არა, ნიკა არცაა ჩემთან. ბაღშია. -ა, ხო მოიცა-ხმა გამოვურთე ტელეფონს და ქეთას გავძახე-ქეეეთ! იოანე რო მოვიდეს გეწყინება? -ვინც გინდა ის მოიყვანე იმ კრეტინი მიშკას გარდა, ოღონდ ბევრი არა. -კაი, სეენქს!-მერე ხმა ისევ ჩავრთე-კაი, მოგწერ მისამართს. -მიდი. შემდეგ გამითიშა. უი... რა ჩავიდინე. ირაკლიმ რომ გაიგოს რო იოანე ვნახე... ვაი.. ვუი. რატო არ ევასება ეს ტიპი ვერ გავიგე რაა... შვილი და ცოლი ყავს. მეტი რა უნდა? ცოტახანში ქეთა ხალათით გამოვიდა ოთახიდან და მია გამომართვა. -მოდი ნათლიას ცხოვრება, როგორ მიყვარხარ ხო იცი? -კარგი. ცოტა გადამეტებაა. -მომე რა მე ვაჭმევ. -აჰა-ბოთლი მივეცი და დაჯდა. -არ დააჯინო ეგ, არ შეილება ჯერ. -4თვისაა, მეხუთეში გადადის რატო არა? -აუ რავი, ლაშა 6თვიდან დავაჯინე, მანამდე არაო ექიმმა. -აუ ცოდოა ეს ბალღი, კარგი ხო. უცებ კარზე კაკუნი გაისმა. -იოანეა?-მკითხა ქეთამ. -ხო. -აუ ეგ ისე რა სიმპატიურია. -ეე, მოიცა შენ მიშკა გყავს. -მყავდა. მივედი და კარი გავაღე, იოანემ გადამკოცნა და ნუტელა შემოიტანა. -ჩემი გმირი!-დაიყვირა ქეთამ. იოანეს გაეცინა და ქეთა გადაკოცნა. -დაა შენ მე მიშველე-მეც გვერდით დავუჯექი. იოანემ მია გამოართვა ქეთას. -აუ როგორ გგავს შენ. -მე? მემგონი ლაშას უფრო გავს. -არაა, ლაშა იკას გავს. -კარგით, მომწყინდა. მე არ მყავს შვილი, დამიბრუნეთ მია-იოანემ მია ქეთას დაუბრუნა. -შეილება ვიკითხო რა მოხდა? -მე და მიშკამ პირველად ვიჩხუბეთ. -შენი ქმარია? -შეყვარებული. 6თვეა ერთად ვარტ და პირველად ვიჩხუბეთ ესე სერიოზულად. -ხო, ეტყობა აქაურობას. -უი, სულ დამავიწყდა ეხლავე მივალაგებ-ლამპის და ჭიქის ნარჩენები ავხვეტე, მერე ყავა გავაკეთე და დანასთან და პურთან ერთად დავბრუნდი-ეს ვისაც ნუტელა უნდა. მომიყვანე მიას შევიყვან და დავაძინებ-მიაც ავიყვანე და ოთახში შევედი.. ამასობაში ქეთამ ყველაფერი მოუყვა მის და მიშკას შესახებ. -არ ინერვიულო შერიგდებით, გადაუვლის და მიხვდება რო დებილია. მე სუ ეგრე ვიყავი. -რა შენ ცოლს ეგრე ეჩხუბებოდი?-გამოვედი. -არა, ეგ მეჩხუბებოდა მე ვუსმენდი და მერე ვეუბნებოდი რო უაზროდ ლაპარაკობდა და თუ სისულელეებზე არ შეწყვეტტდა ჩხუბს მეც გავიხსენებდი რაღაცეებს, მე კიდე მართლა მქონდა რაღაც გასახსენებელი. -ხო, მიშკამაც ეგ მითხრა. -შენ კიდე ნუ აძლევ მიზეზს საჩხუბრად. -აუ აბა ვაფშე არ მაქცევს ყურადღებას. -ხოდა ეგ უთხარი, მაგიტო არ უნდა აუშალო ნერვები. -აი, ზუსტად მაგას ვეუბნები მეც და არ მისმენს. -აუ თქვენ არ გესმის-უზარმაზარი კოვზით ამოიღო ბანკიდან ნუტელა და შეჭამა. -გული არ გერევა?-კითხა იოანემ. -არა, მიჩვეული ვარ. მე და მაშა როდესაც... -არ თქვა, არ თქვა!-პირზე ავაფარე ხელი. იოანე მოვიდა და ხელი მომაშორებინა ქეთას პირიდან. -მოდი ჩაგეხუტო-და ხელები დამიკავა. -არ გაბედო!-გავაფრთხილე ქეთა. -როდესაც ირაკლის დაშორდა, მელოდრამებს უყურებდა, ნუტელას ხეთქავდა და ზოგჯერ სპანჯობში სკიდვარდი რო იყო მაგაზე ტიროდა ესე ცუდად რატო არის და სულ რატო არი დაღვრემილიო. -სერიოზულად? მაგაზე ტიროდა?-იოანე ახარხარდა და გამიშვა. -შეეენ?! შენ ვიზე რას ამბობ, მიშკას 3წელი დასდევდი! -სამაგიეროდ... სამაგიეროდ არ ვიცი. -კაი. იოანე შენი ჯერია. -მე ჩემ ცოლს არ დავსდევდი. არც ის დამდევდა, თავიდან მაგრა იდიოტურად დავიწყეთ, პროსტა სკოლაში სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობდით, მე და მაგას გვითხრეს რო ერთმანეთთან უნდა იყოთ 1კვირაო, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა და 1კვირა ვიყავით ერთად, მერე რაღაც პონტში დაგვეზარა დაშორება, გავიდა ერთი თვე მერე იმან ეჭვიანობა დაიწყო და ტვინი მიქონდა მერე მეც დამევასა და ესე. -და მერე გაჩნდა ნიკააა... აბა მოყევი. -მაშა-ძლივს შეიკავა სიცილი იოანემ. -ქეთ, შენთითონ რო ახვიდე მიშკასთან? -არა, იოანე რას მირჩევ? -არ ახვიდე, დააცადე ცოტახანი. ვაფშე დაივიწყე ცოტახანი და 2დღეში თუ არ შეგეხმიანება შენთითონ მიწერე. -მორჩა ეხლა როცა რამე მოხდება მაშას მაგივრად შენ დაგირეკავ ხოლმე. -ეეე, ნუ მომპარე მეგობარი. -შენ მიშკა რო გყავს კაია? მე იოანე მინდა. -შენ ირკალი გყავს. -აჰა, მე და ირაკლი ისე ვართ როგორც შენ და ის ტიპი სანდრო. -ეე შენ რა ირაკლი არ გევასება? -რავი, ნორმალური ტიპია. -ამდენი ხანია იცნობ და ეგ არ მითხარი? -არაა ცუდი ადამიანი, უბრალოდ არ ვიცნობ. -ხოდა გაიცნობ. ესე დიდიხანი ვილაპარაკეთ, მერე მიამ გაიღვიძა და იოანემ გამოიყვანა. -აუ რა საყვარელია ახალ გაღვიძებულზე. -და ისე არა? -კი, ისეც. ქეთ შენ ხარ ხო ნათლია? -კი, გახლავართ. -მიკვირს, უცხოებთან არ ჩერდება ხოლმე-ვუთხარი იოანეს. -მე უცხო ვარ?! -არ ხარ, ხო. უბრალოდ ანუ ნაცნობი არ ხარ. -კაი. მიამ ტირილი დაიწყო. -ვსოო, აი. მემგონი დროა წავიყვანო, თან უკვე ლაშაც გამოსაყვანი მყავს და უნდა ვიჩქარო თორე ეს არ გაჩუმდება მთელი გზა. -გაგიყვანო? -არა, მანქანით ვარ. მომიკითხე ნიკა და ნატალი. კაი, წავედიი-ორივე გადავკოცნე მია ხელში ავიყვანე და წავედი, ჯერ ლაშა გამოვიყვანე და მერე სახლში გავედი. ირაკლი უკვე იქ იყო. -ეე, ადრე მოსულხარ. -ხო, სად იყავი? -ლაშა გამოვიყვანე. -მანამდე? -ქეთისთან, მიშკას დაშორდა და ძაან ცუდად არის. -რატო? -არ უჩხუბიათ 6თვის განმალობაში არცერთხელ ესე სერიოზულად. -მარტო შენ და ქეთა იყავით? -ხო. -სხვა? -სხვა, არავინ. -მაშ, მიხვდე გაძლევ შანს რომ სიმართლე მითხრა, სანამ მე გითხარი. -კაი, იოანეც იყო. მაგრამ სანამ ჩხუბს დაიწყებ მინდა იცოდე რომ არანაირად არ მოსვლია ზედმეტი და... -ვიცოდი. -ჰა? -იოანემ დამირეკა არაუშავს რო მივიდეო? -იოანეს იცნობ? -ავარიის დღეს გავიცანი. -არაა. -კი. -რატო არ მითხარი? -შენ ხო მეუბნებოდი იოანეზე ეხლა რაა. -მაინც უნდა გეთქვა. -რატო ერთი, საერთოდ უნდა მიმებეგვა წესით. -აუუუ, დაიწყე ისევ? -არა, მარა არ გაბედო და მეორეჯერ არ მომატყუო, თორე მწარედ დაისჯები. -კაი. -არ ვხუმრობ. -გავიგე. -ძაან კაი. -რაღაც კაი უნდა მეთქვა და აღარ გეტყვი. გავედი და გაბუსხული დავჯექი. -დავურეკავ მიშკას და გავალ-ცოტახანი მაიგნორებდა მარა მერე შემომიტრიალდა და ტელეფონი გამომართვა. -რა გინდა მიშკასთან როცა მე სახლში ვარ?! -რავი აბა. -მაშა ნუ ცდი ჩემ მოთმინებას, ნუ მომაკვლევინებ იმ ტიპს!!-უკვე მივხვდი რო ზედმეტი მომდიოდა და ავდექი. სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე. -მაპატიე, არ წავალ. ირაკლის ენა დაება, პირველად მოისმინა ჩემგან მაპატიე. -მოიცა მაპატიეო? რამე დალიე? -მაპატიე, სულ შენ იხდი ხოლმე ბოდიშს. ჩემი ჯერია, ხოდა ამასთან ერთად იტალიაში მივდივართ ხვალ. -იტალიაში.. მე და შენ...-გაეცინა. -მია და ლაშა-ამაზე ვაფშე გადაბჟირდა-გოგო მაგის ფული კი გვაქ მარა ეხა რატო? -მე მაქ. -არ არსებობს შენ არ გადაიხდი. -შენი დაბადების დღისთვიის. -შენ იდეა მაჩუქე და მადლობა, ფულს მე გადავიხდი. -არაა. -მაშა, რა გითხარი წეღან. -აუუუ. -ეე, ნუ მეპასუხები. -ხოდა ჩემ დაბადების დღეზეც მეთითონ ვიყიდი ჩემთვის საჩუქარს. -ვაფშე ფულს წაგართმევ და რას იყიდი ერთი? მე მითხარი და ყველაფერს გიყიდი რაც არსებობს და არ არსებობს. -თუ არ არსებობს როგორ მიყიდი? -შევქმნი, შენთვის ყველაფერს ვიზამ. -ჰმ... კაი. მია და ლაშაც რააა. -ხო აბა, ხვალ როდის? -7საათზე ჩამოდის თვითმფრინავი. -ჩაალაგე? -ცოტახანში ჩავალაგებ. -აუ მიშკაზე ნუ მიშლი ნერვებს რაა. -აუ ქეთასთანაა რა გინდა? ვაფშე ცოლად მოყვანას აპირებს, დღეს რო დავრბოდით შევამჩნიე რო რაღაც შავი ყუთი ქონდა ჯიბეში. -თან დააქ? -ეტყობა ხო, რო არ შევიდეს ვინმე მაგის ოთახში. -აა. გასაგებია. -ხო, რით ვერ გაიგე რო ჩემი მეგობარია. რათქმაუნდა სიმპატიურია, საყვარელი, მხიარული, არასდროს არ ჩხუბობს, გამგები. -მაშა! -ვღადაობ, შენ ვერავინ გჯობია-ვაკოცე და კარტოფილის კეთება დავიწყე. ცოტახანში ვასადილე და ჩალაგება დავიწყე. მეორე დღეს კი იტალიაში გავფრინდით. მთელი ფრენის განმალობაში ხმა არ ამოუღია არცერთს. მიას ეძინა და მე მეკავა, ხოლო ლაშა ირაკლის ხელებში მოკალათდა და ისე დაიძინა. ჩასვლისთანავე სასტუმროში მივედით. -სად დავაწვინოთ ესენი? -ესე იგი. აქ 3საწოლია. ლაშა საწოლში. მია... იმ მანქანის სკამში ცოდოა... -მაშინ... ჩვენთან? -აუ არ ვიცი. ხო ჩვენთან, ან მოიცა კალიასკა ხო წამოვიღე პატარა. იქ დავაწვინოთ რა მოხდა რო, სწორ ლეიბს ჩავდებთ და ეგაა. -ხო, მოიცა ამოვიღებ და გავშლი-დასაკეცი კალიასკა ამოიღო და მია შიგნით ჩავაწვინეთ, ხოლო ლაშა პირდაპირ ლოგინში დავაწვინეთ რადგან კიდე არ გამოფხიზლებულიყო. გვიან ჩავედით ესე 10 იქნებოდა. მაგ დროს ისედაც უნდა დაეძინა. -ხო იცი როგორ მიყვარხარ. -და მე ხო იცი რო შენზე მეტად არავინ მიყვარს, არც მყავრებია და არც მეყვარება. -ვიცი. ანის დავურეკავ და ვეტყვი რო ჩავედით. შენ კოტეს დაურეკე, მე მთხოვა. -ხოო, აუ მაგას ტვინი მიაქ უნდა იწვეო. -ბევრს არც უნდა იტვირთებოდე მარა წოლა ზედმეტია უკვე. -ხო აბა ვინ გათოხლავებს შენ. -აუ როგორ მეზიზღება ეგ სიტყვა აღარ თქვა. -კაი, მიდი დაურეკე ქმარო. -წესიერად ცოლო. ირაკლი მეორე ოთახში გავიდა. მე დამეზარა კოტესთვის დარეკვა და აბაზანაში შევედი. მოვწესრიგდი, ვიბანავე და გამოვედი. მერე სპეციალური რაციები ამოვიღე, ერთს ოთახში ტოვებდი სადაც ბავშვებს ძინავთ, მეორე თან მიგქონდა რომლითაც გესმოდა როდის გაიღვიძებდა ან იტირებდა. -აბა? -გინდა ბარში ჩავიდეთ?-მკითხა იკამ. -ბავშვები? -წავიღოთ ეს ტელეფონი თუ რაცაა. -მოვასწრებთ ამოსვლას? -ერთი სართულიც ქვემოთ არის ეს რა მოხდა. მაშინვე ამოხვალ რო რამე. -კაი, ჩავიცმევ წესიერად და ჩავიდეთ. გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედით. მე ვისკი შევუკვეთე, ხოლო ირაკლიმ გადაწყვიტა ჩემი დათრობა. -მოიცა, ღამე... ბავშვები? -იქით გამყავს ლაშაც და მიაც. -სად იქით? -მეორე ოთახში. -შეეშინდებათ. -ნწუ. -კაი იკაა. -რა, ჩემ ცოლთან დასასვენებლად ვარ. -უიმეე, კაი. როგორც იქნა ჩამოკრა თორმეტმა და ჩავეხუტე. ვაკოცე და არ გავუშვი სანამ სული არ ჩაეხუთა. ჩემი ცხოვრება გახდა 27ის. ჩემი დიდი, უკვე ორი შვილი ყავს და ცოტა ცანცარა ცოლი. აქ კითხვა იბადება (ცოტა?). რათქმაუნდა მთლად საჩუქრის გარეშე არ შემეძლო და როლექსის საათი ვაჩუქე. დამტუქსა მაგრამ ყურადღებას არ მივაქციე, მერე მაინც მოეწონა და გაიკეთა. როგორ მიყვარს... ირაკლი მემგონი ჩემ დათრობაზე ზრუნავდა, მეგონა მეტყოდა რომ არ დალევო ან რაღაც ეგეთს მარა პირიქით. მაჩეჩებდა ყველაფერს. -მიდი ესეც გასინჯე. -აუ.. თავბრუ... -გესხმის. წამო აგიყვან-ირაკლიმ ზემოთ ამიყვანა, ისეთი დაღლილი ვიყავი მაშინვე ლოგინში დავწექი. მე და ირაკლის უკვე ნორმალური ცხოვრება გვქონდა. არანაირი სანდრო და ლუკა, არანაირი პრობლემები ბარბარესთან. ჩვენი შვილები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, მეტი მემგონი არაფერი არ გვინდოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო ვიცი რომ ის ჩემ გვერდით იქნებოდა და აღარასდროს მიმატოვებდა როგორც ეს მაშინ გააკეთა. სიყვარული როგორც ესეთი... არ არსებობს. *** ყველას დიდი მადლობა რომ ამ ისტორიას კითხულობდით. თავიდან ამ ისტორიას ყველაფერი როგორც ესეთი ერქვა, ჩემი აზრით ეს ისევ ამის სახელია რადგან სხვასხ ვერ უთავსებ. შემდეგ აღმოჩნდა რომ ვიღაცას ჩემზე ადრე დაუდია 1სათით ეს ისტორია იგივე სახელით და ძალიან ნერვები ამეშალა რომ ესეთი შეცდომა მომივიდა, მაგრამ იმ გოგომ არც გააგრძელა ეს ისტორია და ამაზე საერთოდ გავაფრინე, რა ტყუილად წაიშალა ჩემი ისტორია თქო. მაგრამ მაინც ყოველთვის ამ ისტორიას ჩემი აზრით ერქმევა სიყვარული როგორც ესეთი. ბოლოს სხვანაირად ვაპირებდი დამთავრებას, ცოტა სევდიანად, მაგრამ გადავიფიქრე, ვინაიდან თითქმის ჩემი ყველა ისტორია სევდიანი იყო. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას რომ კითხულობთ ჩემ ნაწერებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.