შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ასეც მიყვარხარ (თავი 1 და 2)


29-01-2017, 22:59
ავტორი მთვარე
ნანახია 1 916

-მე წავალ!... წარმოვთქვი უმისამართოდ და გათხლეშილი მთვრალი ავდექი დაბადების დღის სუფრიდან... ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომ არ მეცვა მხოლოდ მაშინ მივხვდი როცა ფეხზე წამოვდექი და სიცივე ვიგრძენი ფეხის გულებზე. ცოტა არიყოს შემრცხვა და ფხიზლად დავდექი.
-სად წახვალ დარჩი! -მხარს ქვემოდან ამომძახა ანი მეტრეველმა და მკლავზე ხელი ჩამომქაჩა, რის შედეგადაც ისევ ტახტზე აღმოვჩნდი.
-უკვე ძალიან გვიანია ანი!... -ნახევრად მძინარე და შეწუხებული სახით გავხედე ანის და ისევ ფეხზე წამოვდექი. ანი ჩემი საუკეთესო მეგობარია... ბაღიდან მოყოლებული მეგობრები ვართ. ერთად ვატარებთ თითოეულ წუთს რომელიც თავისუფალ დროს მიეკუთვნება... 24 წლისაა, ჩემზე მხოლოდ ორი თვით დიდია.
გათხოვილია ვატო ახვლედიანზე. ანის მეჯვარე რათქმაუნდა მე ვარ. ვატო დღეს გახდა 26 წლის. სწორედ მის დაბადების დღეზე დავთვერი ასე ძალიან. სიმართლე რომ ვთქვა მთლიანი სამეგობრო არ გვაქვს შექმნილი. მე, ანი, ჩვენი მეგობრები და ვატო და მისი ძმაკაცები. უბრალოდ მათთანაც კარგად ვართ... მაგრამ ანი რომ არა აქ ალბათ არც ვიქნებოდი. მეე?! მე გათხოვილი არ ვარ. არც "შეყვარებული" მყავს, მაგრამ ვფიქრობ ამ თემის განხილვა ჩემთან არასოდესაა საჭირო. არც კი ვიცი ჩემი თავის თქვენთვის გაცნობა პირველივე საკითხში ამ თემის "ჩაკვეხებით" რატომ დავიწყე. საერთოდ ამ თემაზე არასოდეს ვსაუბრობ რადგან მაღიზიანებს როდესაც დედაჩემის, ნანას დაქალები შეტევაზე გადმოდიან კითხვით: "როდის თხოვდები ნინა?!"
ამ კითხვაზე არც პასუხი გამაჩნია და არც მოსაზრება. არც ავტობიოგრაფიის წერა მიყვარდა. ერთადერთხელ მაშინ მომიწია ამის გაკეთება როცა ჟურნალისტიკაში ვაპირებდი სამსახურის დაწყებას. მოკლედ რომ ვთქვათ ვერ ვიტან ჩემს თავზე საუბარს. ყოველთვის მგონია რომ ვიღაცას თავს ვაბეზრებ. ხო... სწორედ მოგესმათ. ჟურნალისტი ვარ. და მოცეკვავეც. ცეკვას მაშინ შევეშვი როცა 2 წლის წინ ფეხი მოვიტეხე... დიახ! ჩემი ზედმეტად ძლიერი მოხერხებულობის გამო კიბეებიდან დავგორდი. სწორედ ამ ფაქტს შეესწრო ბიჭი, რომლის წინაშეც შერცხვენა არ ღირს. სწორად რომ ვთქვათ არ ღირს კი არა, დაუშვებელია! მერე ცეკვის გაგრძელებას აზრიც აღარ ჰქონდა... სჯობდა რაიმე სამსახურეობრივი პროფესიით მერჩინა თავი. და ჟურნალისტიკას გავყევი. ჟურნალისტიკაზე ცეკვის დროსაც ვსწავლობდი ამიტომ ამ პროფესიის ათვისება არ გამჭირვებია. ანი მსახიობია. თეატრალური აქვს დამთავრებული. სწორედ იქ გაიცნო ვატოც. ყველაზე მოკლედ რომ ავღწერო ჩემი თავი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვარ ნინა ჩოხელი, 24 წლის, ჯურნალისტი. აი გარეგნობის აღწერას კი ნამდვილად არ დავიწყებ რადგან ვერ ვიტან ამაზე საუბარს. მიუხედავად იმისა რომ ვატოს დაბადების დღეზე უამრავი სიმპატიური ბიჭი იყო დაპატიჟებული, ანიმ მაინც ვერ შეძლო რომ რომელიმე გამეცნო და მომწონებოდა. მათ შორის არის ლუკა მესხიც... ვერც ის გამირიგა. ეს ის ბიჭია ჩემს კიბიდან დაგორებას რომ შეესწრო და წამომაყენა, მაგრამ მას წარმოდგენაც არააქვს ჩემზე. ლუკა ვატოს და ბექა გელოვანის ძმაკაცია. რომლის დაუპატიჟებლობა აქ არ შეიძლებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ ამ ფრაზას რამხელა ირონიით ვამბობ!... ლუკა მესხი ის ბიჭია რომელზეც ვერავინ იტყვის "არ გამიგია". მას ხომ მთელი ქალაქი იცნობს. ის ხომ მამის ფულებით, ორსართულიანი დიდი სახლით, აგარაკებით, რესტორნებით და მანქანებით განებივრებული ბიჭია... რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს. ჰყავს ახალ-ახალი შეყვარებულები... უფროსწორად "ნაშები"... ერთადერთხელ, მაშინ როცა სასტიკად მთვრალი ვიყავი წამომცდა სიტყვა მისი სიმპატიურობის შესახებ და მას მერე აქვს ანის აჩემებული რომ მე ლუკა მესხი უნდა გამირიგოს... რაც ძალიან მაქვს მობეზრებული. მოკლედ მე ლუკა მესხს არ ვიცნობ და მასთან არანაირი საერთო არ მაქვს, არც ის გარემოება სადაც ორივე ვიმყოფებით ვატოს დაბადების დღეზე.
-ჩემები გაგაცილებენ... -სუფრის თავში მჯდომმა ვატომ მითხრა, რომელიც ასევე მთვრალი იყო. სხვათაშორის სიმთვრალეშიც კი სიმპატიურად გამოიყურებოდა. ანის გემოვნება ნამდვილად დასაფასებელია.
-შენები?! ვინ შენები?! -ნაკლებ გამომხატველი შეცხადებით მივმართე მას.
ვატომ ღვინის ჭიქა დადო და ხელით საძმაკაცოზე მიმითითა, სადაც ლუკა მესხი ნახევრად გადახსნილი თეთრი პერანგით მიყუდებოდა სკამის საზურგეს და შამპანიურის ჭიქას გადაჰკრავდა. თავს დავდებდი, იმდენად იყო შამპანიურზე გადართული ვერც კი გაიგებდა ვატოს ნათქვამ "ჩემები გაგაცილებენ"ს.
-ჩემით წავალ... უკვე გვიანია, უნდა გამოვიძინო, რომ დილით ადრე ავდგე და სამსახურში წავიდე. -უკვე, მზად ვიყავი და ჩანთის აღება გადავწყვიტე, როდესაც ანის საწყალი ხმა გავიგონე მხრის ქვემოდან.
-აუ ნინნ... არ წახვიდე რა სამსახურში ძალიან გთხოოვ!... დარჩი ამაღამ რა...
-რა?! შენ რა, აპირებ ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყაროც კი გაანადგურო?! მე ხომ ისედაც მარტო ვცხოვრობ?!
-კარგი რა ერთი დღე არ შეიძლება გააცდინო?! დარეკე და უფროსი გააფრთხილე,
-ანი!... -ნაღვლიანად ვუთხარი.
-მთვრალი ხარ და მაინც ვერ წახვალ. ბიჭებიც ნასვამები არიან და აქედან ვერავინ წაგიყვანს. -მკაცრი ტონით მელაპარაკებოდა -შენ კი შენსას არ იშლი... ოხ ეს ჟურნალისტიკა რა!!! -გაბრაზებული ანი ტახტზე დაჯდა და გაიბუტა.
-მაშინ...
-მაშინ ის რომ ხვალ დილისთვის მაღვიძარას დავაყენებთ 8 საათზე და ცხრაზე თავისუფლად იქნები სამსახურში. აქ რჩები... -შემაწყვეტინა, ჩემი ჩანთა ტახტზე მიაგდო, ხელი ჩამკიდა და საცეკვაო ადგილას მიმათრია. კარაოკეს წინ იდგა ლუკა, რომელიც მთვრალი საერთოდ არ ჩანდა. მას მთელი დღის მანძილზე ჩემთვის ერთხელაც კი არ შემოუხედავს. იქ მისვლისას არც კი მომსალმებია. რამოდენიმე წამით ადგილზე გავშეშდი, როცა დავინახე როგორ მომხიბვლელად და გიჟურად ცეკვავდა ჩემს საყვარელ მუსიკაზე... ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი.
-ცუდად ხომ არ ხარ?! -ანის ხმამ გამომაფხიზლა.
-არა უბრალოდ ჩავფიქრდი -ხმადაბლა ვუთხარი და მეგობრების წრეს შევუერთდი რომ მეცეკვა.
დიდ ხანს ვიცეკვეთ შემდეგ კი ანი გვერდით გამოვიყვანე-ანი მე უნდა დავიძინო... ჯერ შხაპს მივიღებ მერე კი დავწვები. ძალიან გთხოვ მაღვიძარა შენ დააყენე.
-კარგი... მაგაზე ნუ იდარდებ. ტკბილი ძილი... -დამემშვიდობა და ცეკვა განაგრძო.
მეორე სართულზე ავედი, შხაპი მივიღე და უბრალოდ დავწექი. მალევე არ ჩამძინებია. დიდხანს მეღვიძა მაგრამ ვერ გავიგე როგორ დამთავრდა გართობა...
დილით გამეღვიძა, ოღონდ არა იმიტომ რომ მაღვიძარამ დარეკა. ვიფიქრე კიდევ მქონდა დრო მის დარეკვამდე და მშვიდად ავდექი ლოგინიდან. გავხედე ანის რომელსაც იმდენად ღმად ეძინა, რომ ვერც კი გაიგო ჩემი ადგომა. ძალიან მუქი წითელი ფარდები გადავწიე და როცა დავინახე როგორ მკვეთრად იყო მომდგარი მზე ფანჯრებზე, შიშმა ამიტანა. საათს დავხედე და მივხვდი რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. 11 ის ნახევარი... მე კი 9 ზე უკვე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი.
ძალიან ავნერვიულდი. მაღვიძარას შევხედე რომელსაც უკვე სამჯერ ჰქონდა დარეკილი მაგრამ ვერ გავიგე რადგან ხმა ჩაწეული იყო!!! ვიცოდი ანის გაღვიძება, რომ არ ღირდა. სასწრაფოდ ჩავიცვი, და სამზარეულოში სწრაფად ჩავედი რომ ჩემი ჩანთა მეპოვნა.
კიბის ბოლო საფეხურზე ვიდექი როცა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი ბიჭი დავინახე. ეს ლუკა მესხი იყო. ერთი ხელით მაგიდაზე ყავით სავსე ჭიქა ეჭირა,
ყავას ცხელი ორთქლი ასდიოდა, ეტყობოდა რომ ახალი გაკეთებული იყო. მეორე ხელის იდაყვით მაგიდას ეყრდნობოდა და ხელის მტევანი სახეზე ჰქონდა აფარებული. ჩაფიქრებული ჩანდა. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გამაოგნა რომ ყველაფერი დალაგებული იყო მთელ სართულზე.
-უკაცრავად!... -ვთქვი და სწრაფად მოვაშორე ამ ბიჭს თვალი. რადგან ვიცოდი გამომხედავდა. ჩანთის ასაღებად სწრაფად გავემართე და მალევე ავიღე. უცებ მისი ხმა გავიგე
-უკაცრავად თუ გაგაღვიძე -ძალიან უმნიშვნელოდ მითხრა, ეტყობოდა არც კი ანაღვლებდა ეს... მის სკამს გამოვცდი და კარისკენ წავედი. თვალის კუთხით დავინახე რომ თავს ერთ ადგილას არ აჩერებდა. მოუსვენრად იხედებოდა აქეთ იქით და თან თვალებს იფშვნეტდა. წამის მეასედში შევხედე და მისი ჩაწითლებული თვალები დავინახე. ამით უფრო გავოგნდი და თავი ძლივს შევიკავე რომ არ ვკითხე რა ხდებოდა.
-ნახვამდის... -ვთქვი და მის პასუხს არც კი დაველოდე, ისე გავედი კარიდან.
ო არა! არ მახსოვდა სად დავაყენე მანქანა. როგორც იტყვიან "ბოლო ჭიქა არ უნდა დამელია"... სიმართლე რომ ვთქვათ არცერთი არ უნდა დამელია რადგან მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ აქ მანქანით არ მოვსულვარ. გუშინ ვატომ მომიყვანა. ღმერთო მე ხომ ახლა ძალიან მაგვიანდება. მართალია უკვე დამაგვიანდა მაგრამ სამსახურში მაინც უნდა მივიდე. ნერვიულობისგან ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და სახლის ეზოში კიბეზე ჩამოვჯექი. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები. ვინანე რომ დაბადების დღეზე მოვედი.
თავი ხელებში ჩავრგე და კინაღამ ტირილი დავიწყე 24 წლის გოგომ.
უცებ სახლის კარი გაიღო და ვიღაც გამოვიდა, ყურადღება არც კი მიმიქცევია მისთვის. მხოლოდ მაშინ ავწიე თავი, როცა ამ ადამიანმა ჩემს გვერდით ჩაიარა და იმ კიბეს გასცდა რომელზეც მე ვიჯექი. თავის მანქანას მიუახლოვდა ლუკა მესხი. ამჯერად ისე ავიფარე სახეზე ხელები რომ მხოლოდ მის ფეხსაცმელებს ვხედავდი.
-ხო მშვიდობაა?! -მესხის ხმაზე თავი ავწიე.
-სამსახურში დამაგვიანდა, მე კი მანქანა ჩემს სახლთან მიყენია, რომელიც ძალიან შორსაა აქედან. -ძალიან უმნიშვნელოდ ვთქვი.
-მე წაგიყვან სამსახურში. დაჯექი! -თქვა, ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს და შავ ჯიპში ჩაჯდა.
უარის თქმა არც გამიფიქრებია მაშინვე ავდექი და მანქანაში მძღოლის სავარძლის გვერდით დავჯექი.
ნახევარი გზა გავლილი გვქონდა მაგრამ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. გვერდით არც კი გამოუხედავს ისე ატარებდა მანქანას. პროფილში იჯდა მაგრამ რამოდენიმეჯერ მაინც დავინახე მისი ჩაწითლებული თვალები და ცრემლები, რომელიც მუქ, მწვანე თვალებზე შეშრობოდა.
-ნინა ჩოხელი! -გადავწყვიტე ის მაინც სცოდნოდა ვინ ეჯდა მანქანაში. თითქოს ძალიან იყო ფიქრებში შერეული და ჩემმა ხმამ გამოაფხიზლა. უცებ შემომხედა და მალევე გაიხედა.
-ვიცი. -მოკლედ და გადაჭრით უცბად მიპასუხა ლუკა მესხმა.
-საიდან... -ამჯერად მართლა გამიკვირდა მაგრამ მისკენ არ გამიხედავს.
-იქიდან რომ ნინა ჩოხელს ყოველ დილით ვხედავ ტელევიზორში -უემოციოდ თქვა და ნომერი აკრიფა.
-როგორაა?! -აკანკალებული ხმით დაილაპარაკა. -კარგი მალე მოვალ -თქვა და ტელეფონი უკანა სავარძელზე გადააგდო.
-უმჯობესია აქედან ფეხით წავიდე. ვიცი რომ გეჩქარება. -დავასკვენი მე და ჩანთას ხელი მოვკიდე რადგან უკვე მზად ვიყავი მანქანიდან გადასვლისთვის. ის კი სვლას არც კი ანელებდა რომ რამოდენიმე წამში გაეჩერებინა.
-მეც იქით მივდივარ -თქვა რამოდენიმე წამის შემდეგ. და სვლას საგრძნობლად მოუმატა, ეტყობოდა რომ ძალიან ეჩქარებოდა.
-ფეხი როგორ გაქვს?! -მკითხა მოულოდნელად.
-რ... რომელი ფეხი?! -დაბნეულმა და ენის ბორძიკით მივმართე. აი უკვე მესამედ შევრცხვი ამ ბიჭის წინაშე.
-მაშინ რომ მოიტეხე...
-...
-კიბეების გამო... -დაამატა რომ ამ წინადადებით მაინც მივეხვედრებინე.
-ახლა მშვენივრად. ანუ გახსოვს?! -მე კი მეგონა ლუკას ჩემზე წარმოდგენაც არ ჰქონდა.
-მახსოვს... -გვვერდული ღიმილით შემომხედა და მე მის მზერას თავი ავარიდე. არ მინდოდა დაენახა როგორ დავდნი მის მომხიბვლელ და სიმპატიურ ღიმილზე.
-აი მოვედით... -ვთქვი და გაჩერებული მანქანიდან გადმოვედი. კარი ისე მივკეტე რომ არც შევბრუნებულვარ.
-კარგად... -ზურგს უკან მომესმა მისი ხმა და უნდა შევტრიალებულიყავი რომ დავმშვიდობებოდი და მანქანა სასწრაფოდ მოშორდა ადგილს. დავინახე როგორ მიჰქროდა. მე კი ჩაფიქრებული ვიდექი და იმ ფიქრებმა გამომაფხიზლა რომ მე სამსახურში დამაგვიანდა.
სასწრაფოდ შევვარდი დაუკაკუნებლად უფროსის კაბინეტში და აღელვებულმა მივმართე.
-ბატონო დავით!!! -ცოტაც და ვიტირებდი. ოღონდ არა იმიტომ რომ მისთვის თავი შემეცოდებინა, არამედ სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა და ვნანობდი ჩემს გაუთვალისწინებელ საქციელს.
-ოჰ მობრძანებულხარ... -ფანჯარასთან მდგომი ბატონი დავითი ჩემსკენ შემოტრიალდა და ირონიული ღიმილით მითხრა.
-იცით... -დავიწყე მაგრამ არ მქონდა მოფიქრებული რა უნდა მეთქვა და მოხარული ვიყავი რომ შემაწყვეტინა.
-იცი ჩვენს არხზე რა გავუშვით?!
-რა...
-ისევ ის საახალწლო კონცერტი რომელიც უკვე 17 ჯერ გავიდა ეთერში! თანაც ახლა მარტია. -დამიყვირა -მხოლოდ იმიტომ რომ შენ არ მოხვედი და არც კი გამაფრთხილე რომ მცოდნოდა და რამე უკეთესი გამეშვა. შენთვითონ თუ მოგწონს შენი საქციელი!!!
-მაპატიეთ.
-რა გაპატიო ნინა?! ასეთი უპასუხისმგებლობა რომ გამოამჟღავნე და შეგვარცხვინე?!
-მეგობართან ვიყავი დაბადების დღეზე, ბევრნი ვიყავით, ვერთობოდით და დალევა ვერ გავაკონტროლე... მაღვიძარა დავაყენე დილისთვის, მოსვლას ვაპირებდი მაგრამ მაღვიძარას ხმა ჰქონია ჩაწეული და ვერ გავიგე. მაპატიეთ... -თავი დახრილი მქონდა და თითებს ვიფშვნეტდი.
-ნუთუ არ იცი რომ სამსახურის დღეებში არ უნდა დალიო!!! -ხმას უკვე საგრძნობლად მოუმატა...
-გთხოვთ...
-ნუ მთხოვ! გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. შენ მეც შემარცხვინე და ჩვენი კოლეგებიც! ახლა კი შეგიძლია შენ კაბინეტში შეხვიდე, შენი ნივთები მოაგროვო და აქედან წახვიდე, რადგან აქ აღარ გვჭირდები... მე კი შენზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი და მოლოდინები ვერ გაამართლე.
-კიმაგრამ მე ხომ ამის მეტი შემოსავალი არ მაქვს... მარტო ვცხოვრობ სახლში -ვუთხარი და ცრემლი გადმომვარდა.
-ამაზე აქამდე უნდა გეფიქრა... ამ თვის ხელფასს დღეს მიიღებ და უბრალოდ აქედან წახვალ. -თქვა და კაბინეტიდან გაბრაზებული გავარდა.
მე მთლიანი შენობიდან გამოვედი სახლში ტაქსით წავედი...
-ანი!... -ტირილით დავურეკე მას...
-ნინა რა მოხდა!!! შენ ხომ ახლა სამსახურში უნდა იყო...
-ანი!... -ვერ ვახერხებდი თქმას.
-ახლავე შენთან გავჩნდები... -გამომძახა ტელეფონში და გათიშა.
"მეთვითონ მოვალ შენ სახლში იყავი!" -ავკრიფე და სმს გავუგზავნე.
ტანსაცმელი გამოვიცვალე მანქანის გასაღები ავიღე და მანქანაში გაუაზრებლად ჩავჯექი.
ისე მივედი ანისთან რომ ტირილი არ შემიწყვეტია მთელი გზა.
ანი სახლის ეზოში იდგა და მელოდებოდა.
-რა ხდება?! -მომვარდა მაშინვე როგორც კი მანქანიდან გადმოვედი და ჩემი ჩაწითლებული თვალები დაინახა. -ნანა დეიდას დაემართა რამე?! -აღელდა ანი.
-სახლში შევიდეთ მცივა...
სახლში ვატო და ანი იყვნენ.
-რა მოხდა ნინა?! -გაოცდა ვატოც.
-სამსახურიდან გამომაგდეს -ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე.
-რაა?! კი მაგრამ სამსახურში ხომ წახვედი... -შეიცხადა ანიმ.
-კიი წავედი... 11 ის ნახევარზე. როცა 9 ზე უკვე ეთერში უნდა ვყოფილიყავი. მაღვიძარაზე ხმა ჩაწეული იყო და ვერ გავიგე...
-კარგი დამშვიდდი რამეს ვიზავთ... აუ ჩემი ბრალია რა არ უნდა დამეძალებინა შენი დარჩენა. ან კიდე მაღვიძარა უნდა შემემოწმებინა.
ვატომ ჯიბიდან სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი და მისაღები ოთახიდან გავიდა რომ ელაპარაკა.
როცა შემოვიდა მშვიდი სახე ჰქონდა მიღებული.
-ყველაფერი კარგად იქნება... -ვიცოდი ამ ფრაზაში არანაირი აზრი არ იდო და არაფერი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია მაგრამ ვატოს ნათქვამმა მაინც გამამხნევა და დამამშვიდა. რისი იმედი მქონდა ან რისი იმედი უნდა მქონოდა აზრზე არ ვიყავი.
-გისმენთ! -მეორე დღეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა 11 საათზე.
-ნინა 12 საათზე ტელევიზიაში იყავი საქმე მაქვს შენთან. -ბატონი დავითის ხმა მეცნო.
-მოვალ აუცილებლად... -დასრულებული კი არა დაწყებულიც არ მქონდა რომ ტელეფონი გათიშა.
დარეკვამდე ღრმა ძილში ვიყავი მაგრამ ამ დიალოგმა კარგად გამომაფხიზლა. სასწრაფოდ გავემზადე და მანქანაში ჩავჯექი. არ ვიცოდი რისი იმედით მივდიოდი...
-ბატონო დავით... -კარზე დავუკაკუნე და ისე შევედი რომ არც უთქვამს შემოდიო.
-ახლა კარგად მომისმინე!
-გისმენთ... -თვალებში ვუყურებდი და ისე ველაპარაკებოდი
-შეგიძლია მოიტანო შენი ნივთები და სამსახურში დაბრუნდე. მადლობა თქვი რომ არ მქონდა ხელი მოწერილი განცხადებაზე. მეორეჯერ გაცდენა კი არა დაგვიანებაც არ დავინახო გაუფრთხილებლად თორემ მერე ლუკა მესხიც ვერ გიშველის...
-რაა?! -ადგილზევე გამაშეშა ამ სახელმა და გვარმა
-ხო რა იყო... ლუკა მესხმა გადაგარჩინა. კარგი ეხლა არ მცალია. წადი და კარგად გამოიძინე ამაღამ, რომ ხვალ არ დაგაგვიანდეს...
-დიდი მადლობა. -გაოგნებულმა ვთქვი და კაბინეტიდან გამოვედი...
მაშინვე ანისთან და ვატოსთან წავედი სახლში...
-ვატო ლუკა სად არის?! -სწრაფად ვკითხე და ჩანთა და მანქანის გასაღები ტახტზე უმნიშვნელოდ მივაგდე.
-ვინ?! -გაოცებულმა იკითხა ანიმ.
-ლუკა სად არის მეთქი!... -ჩემს ხმას მკაცრი ტონი შევაპარე.
-მოიცა დავურეკავ და მოვა...
-კარგი. ანი დღეს დილიდან არ მიჭამია, როგორც კი გავიღვიძე ტელევიზიაში წავედი. მაჭამე რა რამე, სანამ ის ბიჭი მოვა.
-რათქმაუნდა, წამოდი სამზარეულოში.
-ხო მშვიდობაა?! რატო დამიბარეთ ასე სასწრაფოდ. -ერთი საათის შემდეგ მოვიდა მესხი. მე ტახტზე ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი
ფეხზე წამოვდექი და ლუკა მესხის წინ დავდექი
-შეგიძლია მომიყევე?! -მორიდებულად ვკითხე
-კი მაგრამ რა უნდა მოგიყვე?! ან რატომ?!
-რაც მოხდა აი იმაზე უნდა მომიყვე... ბატონ დავითთან იყავი?!
-მამაჩემის მეგობარია. ამიტომ აარა პანიკები საჭირო -ცივად თქვა
-კი მაგრამ...
-აუუ... შემეძლო დახმარება და დაგეხმარე. -გამაჩერა და გაღიზიანებულმა მიპასუხა. ეტყობა ამ ბიჭს რომ სასტიკი ნერვოზი აქვს. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ასეთი საქმე გააკეთა არ აქვს უფლება ასე უხეშად მომმართოს.
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო... -თავი დარცხვენილად დავხარე
-ექიმი რომ იყო ვიცი როგორც დამეხმარებოდი მაგრამ სიმართლე, რომ გითხრა ჟურნალისტი არაფერში მჭირდება...
-ჰმმ... -მისი უხეშობა უკვე მაღიზიანებდა. -ვატო შენ დაურეკე?!
-კიი ვიცოდი ამ საქმეში ვინც დაგვეხმარებოდა. არ იცნობ შენ ლუკას და მამამისს...
-ნუ რავი ეხლა... გიჩევნია დაბადების დღეებზე დათრობისგან თავი შეიკავო თორე მეორედ თუ განმეორდება ასეთი რამ მე იმ ტელევიზიაში მიმსვლელი არ ვარ. არავის აღარაფერს აღარ ვთხოვ!
-მადლობა... -მართალია ნერვები მეშლებოდა მაგრამ ისეთი საქმე მოაგვარა ვერ გავუბრაზდებოდი.
-არაფერს... -თქვა და კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?! -ვატომ დაუძახა.
-იცი სადაც... -არც შემოტრიალებულა ისე თქვა და სახლიდან უხასიათოდ გავიდა.
-რა სჭირს ამ ბიჭს?! მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ არ აქვს უფლება ასე მელაპარაკოს... მიუხედავად იმისა რომ ასე დამეხმარა. ძალიან უხეშია.
-რთული ცხოვრება აქვს ნინა... -ვატომ მითხრა სევდიანი ხმით.
-ასეთი რა რთული ცხოვრება აქვს თავს რომ ვერ იკავებს! -უცბად გამახსენდა მისი ცრემლიანი თვალები, გუშინ რომ დავინახე, ჩემს თავზე ნერვები ამეშალა და გავჩუმდი!...
-დედა ჰყავს ცუდად. სიმსივნე 1 წლის წინ დაუდგინეს, ქმარს და შვილს უმალავდა. ეს ბოლო ერთი კვირა კი ძალიან ცუდადააა. საავადმყოფოში წევს... ბოლო სტადიაა, ექიმები ვერაფერს აკეთებენ... დღე და ღამ მასთანაა ლუკა და ყველაფერს აკეთებს რომ დედამისს თავი კარგად აგრძნობინოს. რაც ეს ამბავი გაიგო ლუკამ იმის მერე უხასიათოდააა. დაბადების დღეზეც ძალით მოვიყვანე რომ ცოტა გამემხიარულებინა. სხვანაირად არ შეიძლება. ძალიან ცუდადაა... -ვუყურებდი ვატოს და გაოგნებული ვუსმენდი.
-ანუ დედა ჰყავს ცუდად?! -ვიკითხე ნაღვლიანად.
-ხოო თან ძალიან მძიმედ...
-ღმერთო რა საშინელებაა... -ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
-საწყალი ლუკა! -ტირილით დაამატა ანიმ. ბავშვობიდანვე ძალიან გულჩვილი იყო. მასწავლებელი 5 იანის მაგივრად 4ს რომ დაუწერდა ერთი კვირა დეპრესიაში იყო. ჩემს თვალზე კი ცრემლს იშვიათად თუ ნახავდით.
-აი ასე. ფულიანი ოჯახია მაგრამ სულ პრობლემები აქვთ რა... დაჭრილიც კი იყო.
-დაჭრილიი?! რატომ?! -ინტერესით ვიკითხე.
-ფული, ბიზნესი და გოგოები რა... ექვსი წლის წინ ერთ ბიჭთან ვმეგობრობდით. ამ ბიჭს ერთი გოგო, ლიკა უყვარდა ძალიან. დაქორწინებას აპირებდნენ და ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ამდგარა ეს გოგო და გამოუცხადებია მე ლუკა მესხი მიყვარს და მასზე უნდა დავქორწინდეო. არადა ლუკას წარმოდგენაც არ ჰქონდა ამ გოგოზე. ის ბიჭი იმდენად გამწარდა რო ლუკას დახვდა ქუჩაში და ესროლა. 2 თვე საავადმყოფოში იწვა. ძლივს გადაარჩინეს.
-და არ უჩივლა ლუკამ?! -ვიკითხე დაბნეულმა.
-არა რა უჩივლა. გინდა თუ არა ეს კომფლიქტი მოლაპარაკებით უნდა მოვაგვაროო. იმას კიდე სისხლის ღვრა ურჩევნია. თან ლუკას მამა და იმის მამა მეგობრები იყვნენ. ბიზნესი ჰქონდათ წამოწყებული, მერე ამ ბიზნესის გამო პრობლემები შეექმნათ და კამათის დროს იმ ბიჭის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. ამასაც ლუკას ოჯახს აბრალებენ და ერთ ამბავში არიან. არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდება...
-და ანი შენ იცნობ იმ ბიჭს?! -ვკითხე ანის.
-არა... ხო იცი არ ვერევი მე ამათ საქმეებში.
ლუკა მესხი.
-დედა... -შევედი პალატაში და დედას შუბლზე ვაკოცე.
-ლუკა შვილო... -გულს მიკლავდა ის ფაქტი, დედას რომ უძლურს და დასუსტებულს ვხედავდი. მისი ხმაც ძალზედ მთრგუნავდა.
-როგორ ხარ?! -ვკითხე და ხმა ამიკანკალდა ცუდი პასუხის მოლოდინში.
-კარგად ვარ.
-დედა ვიცი რომ არ ხარ კარგად...
-მართლა კარგად ვარ ლუკა. -დედას ღიმილიანმა სახემ გული ამიჩუყა.
-და სულ რომ ტკივილები გაქვს? -ფრთხილად ვკითხე.
-მართლა სულ ტკივილები მქონდა მაგრამ ბოლო ორი დღეა არაფერს არ შევუწუხებივარ. უფრო მშვიდად ვარ... სიძლიერეს და ენერგიას არ ვგრძნობ მაგრამ მთავარია რომ არაფერი მტკივა.
-და ექიმი რას ამბობს?! -სიხარულით ვკითხე.
-შეიძლება სიმსივნე გაქრობას იწყებსო...
-ხოდა უნდა გამაგრდე დე!... -ცრემლი წამომივიდა, რომელიც სიხარულნარევი იყო.
-შევეცდები შვილო შენ რომ მყავხარ ამით ვარ ბედნიერი. ვამაყობ შენით... შენ მაბედნიერებ ლუკა!... -ამჯერად ტირილი ვეღარ შევიკავე. მომდიოდა ცრემლები, რომლებსაც დედის გადარჩენის იმედი ჰქონდათ.
-მიყვარხარ დე! -ხმადაბლა ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მეც მიყვარხარ. ახლა წადი, უკვე საღამოა. დღეს მამაშენი დარჩება ჩემთან. მშვიდად იყავი, დაისვენე და კარგად გამოიძინე. მე კარგად ვიქნები...
-მპირდები?! -ვიკითხე იმედიანად და თან ცრემლები შევიმშრალე.
-გპირდები!!! -ამ სიტყვამ დამამშვიდა.
-მაშინ მე წავალ... -ვუთხარი და კარისკენ წავედი. -და ხვალ რომ მოვალ უფრო უკეთესად დამხვდები
-კარგი ლუკა. კარგად...
ნინა ჩოხელი.
სახლში ვიჯექი როცა ანიმ დამირეკა.
-ჰო ანი... -საჭმელს ვჭამდი და პირი გამოტენილი მქონდა როცა ვუპასუხე.
-ხვალ ხო კვირაა... -რიტორიკულად მკითხა.
-კიი კვირაა.
-ხოდა კარგად ვიცი რომ ხვალ არ მუშაობ. მე და ვატო ვართ სახლში. მოდი და ერთად ვივახშმოთ ლუკაც უნდა მოვიდეს. კარგი ამბავი მაქვს. -სიხარულით მითხრა ანიმ და ხმაზე ეტყობოდა რომ მოლოდინი ჰქონდა, დავთანხმდებოდი.
-ლუკა?! ლუკაც უნდა მოვიდეს? მერე უხერხული არააა ჩემი მოსვლა?! -ვიკითხე ისე თითქოს მისვლა არ მინდოდა.
-არაფერი არააა უხერხული. აუცილებლად მოხვალ. კარგი ამბავი მაქვს მეთქი გითხარი. ხოდა გაჩუმდი, მანქანაში ჩაჯექი და ჩემთან დააწექი.
-კარგი კარგი ხოო.
ავიღე მანქანის გასაღები და ანისთან წავედი.
ლუკა.
-კარს მე გავაღებ... -ვთქვი და პასუხის გარეშე წავედი კარისკენ.
-გამარჯობა!... -თქვა ჩოხელმა და ზღურბლთან შეჩერდა.
-გამარჯობა ნინა! -ლოყაზე კოცნით შევეგებე. ჩალისფერ თმაზე მარწყვის შამპუნის სურნელი ასდიოდა. თავს ვძლიე და უკან დავიხიე. ეტყობოდა როგორ გაუკვირდა და როგორი მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი ასეთი ქმედება.
ნინა სახლში შემოვიდა, ანის ცალი მხრით გადაეხვია და ტახტზე ჩამოჯდა.
-აბა რა ამბავი გაქვს ანი?! -ღიმილით მიმართა, წამის მეასედში მე გამომხედა და მე მის მზერაზე უბრალოდ დავდნი. თვალის ზემოთ მსუბუქი თვალის ჩრდილი ჰქონდა, რომელიც მის მწვანე თვალებს მკვეთრად გამოკვეთდა. მივშტერებოდი მის სახეს და უბრალოდ ოცნებებმა შემითრია.
-რ... რა იყო ლუკა რატომ მიყურებ ასე... -დაბნეულმა და ღიმილნარევი სახით შემომხედა.
-არა არაფერი... ჩავფიქრდი. მაპატიე! -ვთქვი სწრაფად და სამზარეულოში გავედი.
-მოდი სუფრას მივუსხდეთ და ვიტყვი. -ანი ისევ ბედნიერი იყო.
ნინა.
მაგიდასთან ისე ვისხედით რომ ლუკას პირდაპირ ვუყურებდი.
თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი და ყოველი მხრივ ვიყურებოდი ოღონდ, არა პირდაპირ.
-აუ ნინ... -ლუკას ხმა მომესმა -ის სალათი მომაწოდე რა!... -თბილად და გვერდული ღიმილით მომმართავდა.
-აი აიღე. -თავაზიანად მივუგე, სალათი გავუწოდე ისე რომ თეფშს დავყურებდი.
-მადლობა!... -თვალებში შემომხედა და ვიგრძენი ხელზე მისი ხელის შეხება. უცბად გამაჟრიალა მთელ სხეულში.
-თქვი... -მოუთმენლად ვუთხარი ანის და ფორთოხლის წვენი მოვსვი.
-მოკლედ!... -მხიარულად დაიწყო ანიმ. -ეს ის ამბავია რომელიც ვატომაც კი არ იცის...
-ვაიმე ანი მაშინებ... -შეშინებულმა თქვა ვატომ
-არაფერია საშიში... -ფეხზე წამოდგა და თქვა.
-ანი ამოღერღე. -სიცილით მივმართე.
-ფეხმძიმედ ვარ!... -აღტაცებულმა წარმოთქვა...
-რაა?! -გაოგნებული ვატოს სახე არ დამავიწყდება. -ანუ მე მამა ვხდები?! -თვალები გაუფართოვდა მას...
-არა დედა ხდები! -ცალი წარბის აწევით უთხრა ანიმ. -მამა ხდები აბა რაა!... -შეჰკივლა ანიმ და ვატოს ჩაეხუტა.
-ბიჭია?! -გახარებულმა იკითხა ვატომ და ანის მუცელს მოეფერა.
-ვატო ჯერ ორი კვირის ვარ...
-არაუშავს. მაინც დარწმუნებული ვარ რომ ბიჭია.
-აი მე კი ვფიქრობ რომ გოგოა. ხომ იცი დედის გული ყველაფერს წინასწარ ხვდება...
-გილოცავ ძმაო პატარა გეყოლება! -გახარებული ლუკა ფეხზე წამოდგა და ვატოს გადაეხხვია.
მე ანის ჩავეხუტე. მერე ვატოსაც, ბოლოს კი ვერ გავაცნობიერე ლუკას რომ ვეხებოდი.
ლუკა
ეს სპეციალურად გავაკეთე... ნინას ჩავეხუტე. ახლა ყველაზე მეტად ეს მინდოდა. თან იმის გამოსწორება მინდოდა დღეს რაც მოხდა. ნინას ძალიან ცივად ველაპარაკე...
რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ სუფრას მივუსხედით.
-ნათლიები თქვენ იქნებით!... -მოგვმართა ანიმ მე და ნინას.
-... -სიჩუმემ დაისადგურა
-მ... მშვენიერია... -დაბნეულად წარმოვთქვი. -მე და ნნ... ნინა დავნათესავდებით -ენის ბორძიკით დავამთავრე წინადადება.
-გაგვიმარჯოს!!! ჩვენც... და პატარასაც... -თქვა ვატომ და შამპანიურის ჭიქები ოთხივემ ერთმანეთს მივუჭახუნეთ.
-მოდი მე წავალ ხო... -თქვა ნინამ რამოდენიმე საათის შემდეგ და ფეხზე წამოდგა. დავითრგუნე როცა გავიგე, წასვლას აპირებდა.
-დარჩი ცოტახანიც რა... -სთხოვა ანიმ.
-მეც მივდივარ... -ვთქვი და ვატოს გადავეხვიე.
-კარგით რა გაეწყობა... ხშირად გამოგვიარეთ ხოლმე -"თ"ს რატომ ავატებდა ვატო არ ვიცოდი. კი მსიამოვნებდა მაგრამ გაურკვევლობაში ვიყავი.
ნინას კარი თავაზიანად გავუღე, ყველანაირად ვეცადე მომხიბვლელი ღიმილი მქონოდა სახეზე და ხელით კარისკენ ვანიშნე რომ გასულიყო.
-გმადლობ! -ასევე თავაზიანად მიპასუხა და გარეთ გავიდა.
მანქანისკენ მიდიოდა როცა გავაჩერე.
-აუ მე მიგიყვან რა სახლში! -თითქოს ვთხოვდი.
-მანქანით ვარ. -არც კი შემოუხედავს ჩემთვის ისე მიპასუხა. როგორც ჩანს ნინა ჩოხელს საერთოდ არ ვაინტერესებ...
-როგორც გინდა... -დაბალი ხმით ვუთხარი -უბრალოდ მეც მაგ გზაზე მივდივარ და ვიფიქრე... კარგი კარგად -სწრაფად დავასრულე.
ნინა
ლუკა მესხს თავს ყველანაირად ვარიდებდი... ვატოს ნათქვამიდან გამომდინარე არ მინდოდა ლუკას მორიგი "ნაშა" ვყოფილიყავი. ძალიან მაღიზიანებდა ამაზე ფიქრი.
პასუხი არ გამიცია ისე ჩავჯექი მანქანაში და ადგილიდან გავქრი. 11 საათი ხდებოდა და ბნელოდა. ლამპიონები მთელ ქუჩებს ანათებდა და მსიამოვნებდა გადატვირთულ გზაზე მანქანით სეირნობა. ნუ სეირნობას თუ დავარქმევდით ამას... დაძაბული ვიყავი როცა სარკეში ვიხედებოდი და ვხედავდი ჩემს უკან მომავალ შავ BMW X5-ს ვხედავდი. მოდი შევთანხმდეთ რომ მას მშვენივრად შეეძლო ჩემთვის გაესწრო ან უბრალოდ სხვა გზით წასულიყო მაგრამ ის უბრალოდ მე მომდევდა.
-გისმენ ანი! -ვუპასუხე როცა ტელეფონზე დამირეკა.
-ჩქარაა ვეღარ ვითმეენ მაინტერესებს შენი და ლუკას ამბები.
-რა ამბები?!!! -ზედმეტად მკაცრად ვკითხე.
-კარგი რა... ვხვდებით მე და ვატო ყველაფერს. არც შენ და არც ლუკა დღეს ჩვეულებრივ არ იქცეოდით. -ანის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი როგორ ეშმაკურად იღიმოდა.
-ანი დაიმახსოვრე და მუდამ გახსოვდეს რომ ჩემსა და ლუკას შორის არაფერი არ ხდება და არც არაფერი მოხდება. არანაირი საერთო არ გვაქვს, არც მეგობრობა და არც მომავალი ნათესაობა. ეს სამუდამოდ გაგრძელდება. გესმის?! სამუდამოდ... -მინდოდა ეს სიტყვები ლუკასაც სცოდნოდა რადგან მისი ასეთი სიახლოვე მაშინებდა.
-რა ჯიუტი ხარ ღმერთო ჩემო! -გაბრაზდა ანი.
-აუ ანი კარ... -ტელეფონი ჩამივარდა. მოდი ვაღიაროთ რომ მძღოლობის წესებს მკვეთრად ვარღვევდი. ტელეფონის ასაღებად დავიხარე და ჩემი მზერა გზას მოშორდა. მიკვირს ეს როგორ დამემართა... საჭეს ხელი როგორ გავუშვი. ძლივს ტელეფონი სავარძლის ქვეშიდან ამოვაძვრინე და მხოლოდ ახლა შევხედე გზას. წამის მეასედში კი დავინახე ჩემი მანქანა როგორ მკვეთრად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ვხედავდი როგორ ვუახლოვდებოდი ბორდიურს და მასთან მდგომ გაჩერებულ უზარმაზარ სატვირთოს. ჩემს უკან მომავალი მძღოლი გაუჩერებლად მისიგნალებდა. ჰოდა აი ასე... ავწიე თავი და შევეჯახე კიდეც ამ სატვირთოს... ჩემი მანქანა ჯართად იქცა. სატვირთოს არაფერი მოსვლია. თავი საჭეს დავარტყი. წინა საქარე მინა დაიფშვნა და ფეხი გავიჭერი, ხელიც და შუბლზეც დიდი ჭრილობა მქონდა. მკლავიდანაც სისხლი მომდიოდა. შოკში ვიყავი. მოდი სიმართლე ვთქვათ რომ ავარიამდე 1 წამით ადრე ჩემთვის მთელ ცხოვრებას თვალწინ არ ჩაუვლია... უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი ისევ როგორ შევრცხვი ლუკა მესხთან... უკვე მერამდენედ! სატვირთოდან მძღოლი ლანძღვით გადმოვიდა... უფრო სწორად რომ ვთქვათ გინებით.
-აი ესეც ქალი მძღოლი! -ყვიროდა ის -თვალები სად გქონდა შვილო -თქვა მანამდე სანამ მანქანას მოუახლოვდებოდა. მე პირდაპირ ვიყურებოდი და შოკიდან ჯერაც არ გამოვსულვარ.
ვაღიარებ რომ ამ ავარიას ძალიან უმნიშვნელოდ მივიჩნევდი. თვალები დავხუჭე და შეგნებულად არ ვინძრეოდი.
-ნინა!!! -გავიგონე როგორ მორბოდა გაგიჟებული ლუკა და როგორ მოუახლოვდა მანქანას შეშინებული.
-ლუკა?! -თითქოს შევიცხადე
-ღმერთო ჩემო!!!... -ამოისუნთქა ლუკამ და სახეზე ხელები აიფარა.
-რაიყო!... -ნაძალადევი გაკვირვება დამეტყო ხმაზე.
-მეგონა... -შეწყვიტა. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა-ნინა შენ ცოცხალი ხარ!!! -ისევ ამოისუნთქა მან... თითქოს ეს შვება იყო.
-ხოო ცოცხალი ვარ... -უმნიშვნელოდ მივუგე.
-მოდი ეხლა ჩემს თითს თვალი გააყოლე. რამდენი თითია?! დაითვალე!... ერთი?! ორი?! სამი?! ნინა ტვინის შერყევა ხომ არ გაქვს?! გონება არ დაკარგო ფხიზლად იყავი კარგი?! ახლავე დაგეხმარები. -კითხვები დამაყარა ლუკამ. აღელვება ეტყობოდა.
-მოიცა ლუკა -შევხედე მას. -შეგიძლია შენი გზა განაგრძო... მე მანქანიდან ჩემით გადმოვალ და ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ კარგი?!
-კარგი... -საყვედურის გამოხატვით ხელები გადააჯვარედინა და დადგა. მე გადმოსვლა დავიწყე... ჯერ ერთი ფეხი გადმოვდგი მანქანიდან და უკვე მეორეც უნდა გადმომედგა რომ მივხვდი როგორ მტკიოდა...
-აუუ!!! -შევყვირე როცა მეორე ფეხის გამოძრავება ვცადე.
მან კარი გააღო, რომელიც მაშინვე ჩამოვარდა და ლუკას ფეხზე მსუბუქად დაეცა.
-რას აკეთებ?! -მბრძანებლურად ვკითხე როცა მას უკვე წელზე ხელები ჰქონდა შემოხვეული.
-ვცდილობ დაგეხმარო რომ არ მოკვდე!... -ცალი წარბის აწევით მიპასუხა მან.
მე კი რამოდენიმე წამში უკვე მესხის მკლავებში ვიყავი. შვება ვიგრძენი, როცა მივხვდი რომ მანქანაში უსულოდ აღარ ვეგდე.
-ლუკა დამსვი! -კი არ ვთხოვე... არამედ ვუბრძანე.
-ვერა. -გითხარი ვცდილობ დაგეხმარო მეთქი და გთხოვ უბრალოდ დაკმაყოფილდი. ნუ ხარ ჯიუტი!
-ლუკა!!! -დავუყვირე მას. და თან შევეცადე ხალხის მზერა არ შემემშნია.
-ნინა!!! -დამიყვირა მანაც და ვხედავდი როგორ მივყავდი თავისი მანქანისკენ. რომელიც წესის დარღვევით იყო გაჩერებული შუა ქუჩაში.
-მოიცა ჩემი მანქანა?! -ვცდილობდი უკან დარჩენილი მანქანისთვის მიმეხედა.
-შენს მანქანას უბრალოდ ჯართში ჩააბარებენ შენ მაგაზე არ იღელვო. უბრალოდ ეცადე გონება არ დაკარგო და ჩემთან დარჩე!... -მისი თბილი ტონით ნათქვამი სიტყვების მოსმენისას ტანში მაჟრიალებდა. ხოლო როცა გავაცნობიერე მას მთელი სხეულით ვეყრდნობოდი, მთლიან ტანში გამაჟრჟოლა და უცებ ავკანკალდი. შემცივდა...
"ჩემთან დარჩი"-ამ სიტყვებმა უბრალოდ დამატყვევა.
-ძალიან გთხოვ ფრთხილად ატარე! -მივუგე როცა მანქანაში ვისხედით.
-ნუ გეშინია! -მშვიდი და დაბალი ხმით მითხრა და ცალი ხელით ყურზე თმა გადამიწია. თან რამოდენიმე წამში ერთხელ გამომხედავდა ხოლმე.
-კიმაგრამ სად მივდივართ?! -ვკითხე ინტერესით.
-ეგვიპტეში. სად წავალთ ნინა... საავადმყოფოში. -გაეცინა მას და მალევე შეწყვიტა სიცილი.
-და იქ რა გვინდა?! -შევეკითხე ისე თითქოს არ ვიცოდი.
-რა და ექიმმა უნდა გაგსინჯოს. და ეგ ჭრილობებიც გასაკერია.
-აა... -მივხვდი.
-რატომ კანკალებ?! -მკითხა მოულოდნელად.
-შემეშინდა. ახლაც მეშინია... მეგონა მოვკვდებოდი -ერთი ცრემლი ჩამომიგორდა
-როცა ჩემს გვერდით ხარ არ მოკვდები ნინა!



№1  offline მოდერი bla.ell

Saintereso istoriaa geliiikissing_heart

 


№2 სტუმარი Guest Mariamo

MaleDadeRaa^^^

 


№3 სტუმარი უპს

სად გაქრა შემდეგი თავები ?რაღაცა აირია აშკარად

 


№4  offline წევრი მთვარე

უპს
სად გაქრა შემდეგი თავები ?რაღაცა აირია აშკარად

სად გაქრა და წაიშალა. არ ვიცი ადმინისტრაციამ წაშალა თუარა. ნახევარზე მეტი მეგობრებიც გაქრა და ბოლო 4 სიახლეც. ავდექი და ახალი ექაუნთი გავაკეთე და ყველაფრის აქ დადება გადავწყვიტე. აბა იქ რაღააზრი ჰქონდა...

 


№5 სტუმარი უპს

გასაგებია რა უნდოდათ უფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent