მთვარის დღესასწაული - 1
რას ნიშნავს იყო მამაკაცი ისეთ ქვეყანაში,როგორიც ედომიაა? 1.უნდა იყო კარგი წინამძღოლი ოჯახში. 2.კარგი მონადირე 3.კარგი მოჯირითე. 4.გქონდეს სტაბილური და კარგი სამსახური. 5.და,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ედომიანელებისათვის- ყოველთვის დაიცვა ადათი. რაში მდგომარეობს ეს ადათი? დაქორწინდე მანამ ,სანამ 30 წელს გადაცილდები. დავუშვათ მამაკაცი ვერ ან არ დაქორწინდა 30 წლამდე,რა ბედი ელის?მხოლოდ ორი,რამ -კარგავს სამსახურს და იკვეთება ოჯახიდან.ეს კი ედომიანელი მამაკაცისთვის სიკვდილის ტოლფასია.ქვეყანა,რომლის მოსახლეობა 1 მილიონს არ აჭარბებს,ასე ადგენს პრიორიტეტებს და ზრუნავს მოსახლეობის ზრდაზე.თუმცა ქალებთან უფრო რთულადაა საქმე,ამიტომ ლოგიკურად იბადება კითხვა- რას ნიშნავს იყო ქალი ედომიაში? 1.იყოს კარგი მზარეული. 2.ფლობდეს რაიმე ხელსაქმეს. 3.იყოს განათლებული,თუ დასაქმებულია მით უკეთესი. 4. და უმთავრესი- უნდა დაქორწინდეს არა უგვიანეს 25 წლამდე.და აქაც დაისმის კითხვა- რა მოხდება თუ ქალი არ ან ვერ გათხოვდება? მოკვდება.აი ასე უცბად,უმიზეზოდ და უმტკივნეულოდ.არსებობს სპეციალური პროფესია,რომლის წარმომადგენლებიც გაუთხოვარ ქალებს აძლევენ კაპსულებს და ისინიც მშვიდად ემშვიდოდებიან ასეთ ძვირფასს სიცოცხლეს.მიზანი? ისეთ ქვეყანას,რომელსაც ბიოლოგიური კრიზისი აქვს არ სჭირდება ურჩი და მოღალატე ქალები,რომლებიც არ ზრუნავენ ერის გამრავლებაზე.პრინციპი შემდეგში მდგომარეობს- უნაყოფო ხე უნდა მოიჭრას. და მეც - ლალე სური ,ამ ზედმეტად მოწესრიგებული ქვეყნის შვილი ვარ.მე ,ჩემი მშობლები და ძმა ერთ პატარა ქალაქ ნაინში ვცხოვრობდით,მშვიდად,მოკრძალებულად და უხმაუროდ,მანამ სანამ ჩემმა ასაკმა არ მიაღწია 24 და ჩვენს ოჯახში განგაშის ზარმა არ ჩამოჰკრა.თუმცა ყველაფერი ასე უცბადაც არ მომხდარა. კარგი ოჯახი მყავს.თბილი,მშვიდი,შრომისმოყვარე.ნაინში საცხოვრებლად,რომ გადმოვედით სოფლიდან მაშინ მე 7 წლის ვიყავი, ჩემი ძმა ჯუდო კი 12 წლის.ჩვენი სახლი და უბანი მაშინვე მომეწონა,კოპწია სახლები სტანდარტულად ჩაწიკწიკებული მწკრივში სიმწვანეში ჩაფლულიყო.ყველას ორსართულიანი სახლი ედგა,მხოლოდ ფერები იყო სხვადასხვა.ჩემი სახლი ლურჯი იყო,რა ფერის სახლს შეხვდებოდით ჩვენს ქუჩაზე-იისფერი,ყვითელი,წითელი,სტაფილოსფერი,თუმცა მე ყველაზე მეტად მწვანე სახლი მომწონდა.სახლები ზურგით ერთმანეთისკენ იდგა,პარალელულ ქუჩაზე.მაგრამ მე მაინც გამორჩეულად მომწონდა.მხიბლავდა ამ სახლის ბინადარნი,განსაკუთრებით კი ფადი.ჩემი ძმის ტოლა იყო ზუსტად.ჩვენთან არასოდეს მოსულა ,თუმცა სახლის უკანა ფანჯრინად,ჩემი ოთახის ფანჯრიდან ყოველთვის შემეძლო გადამეხედა მის ეზოში,შემეჭყიტა მისი ოთახის ფანჯრებში და მეცქირა მისთვის.თავიდან გულუბრყვილოდ ,ბავშვურად მივეჯაჭვე.მხიბლავდა მისი მანერები,ღიმილი,თავშეკავება,ყოველთვის უფრო თავდაჯერებული და სერიოზული იყო ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა.დამატყვევა.რაც დრო გადიოდა უმისოდ ვეღარ ვარსებობდი.მამჩნევდა? რათქმაუნდა კი,როგორ ვიყავი შემოსკუპული ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე და მას ვუყურებდი.მსუბუქად,ფრთხილად ჩაეღიმებოდა,თავს ოდნავ დამიკრავდა და ისევ გააგრძელებდა მის საქმეს.წლები მემატებოდა და მისი სიყვარულიც.მიუხედავად იმისა,რომ არც კი დავლაპარაკებივარ ამ წლების მანძილზე მე ის მთელი არსებით მიყვარდა.აბსურდულად გეჩვენებათ?არა,ასე არაა.მე მისი პიროვნრბა მხიბლავდა.საოცრად მზრუნველი და თავაზიანი იყო მშობლების და პატარაფის მიმართ.ხშირად ვხედავდი,როგორ ასუფთავებდა ეზოს და ალაგებდა მის ოთახს.უზომოდ უყვარდა ცხოველები,განსაკუთრებით კი მისი ძაღლი როკი.სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო.და სამსახურიც შესაფერისი იპოვა,არქიტექტორი გახდა.როცა 20 წელი შეუსრუდა ჩემი ტანჯვაც დაიწყო.ამ ასაკიდან ჩვენს ქვეყანაში მამაკაცს უფლება აქვს დაოჯახდეს.როგორც ზემოთ ავღნიშნე ასარჩევად 10 წელი აქვს.ქალს კი 18 წლიდან ეძლევა უფლება და მხოლოდ 25 წლის ჩათვლით,მაგრამ არჩევნის გარეშე.ქალს არ შეუძლია აირჩიოს,ინიციატორი იყოს.მას მხოლოდ ერთი უფლება აქვს,თუ მამაკაცი არ მოეწონება უარი თქვას.და აი ფადის შეუსრულდა20 წელი მე კი ჯერ კიდევ 15 ვიყავი და უუფლებო,ის კი სრულუფლებიანი და ყოველწლიური მთვარის დღესასწაული ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.სწორედ ამ დღეს შეეძლო დაესახელებინა მამაკაცს ის გოგონა თუ,რომელი მოსწონდა და დალოდებოდა მის პასუხს. P.s. ვიცი პირველი თავისათვის ძალოან პატარაა,მაგრამ ვინც წაიკითხავთ,ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.ღირს? გავაგრძელო? არის თუ არა საინტერესო თქვენთვის?მადლიერი ვიქნები თითოეული აზრისათვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.