შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 12)


31-01-2017, 00:00
ავტორი მანგო ✨
ნანახია 2 260

- ის პატარა ლიფსიტა თუ ასეთ მშვენიერ და კარგ გოგოს ატირებს ადექი და ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედე ! - მის ნათქვამზე სევდიანად გამეცინა და ფრთხილად ჩავეხუტე. - მოდი აქ ! - გამიღიმა და გვერდზე ნელა მიიწია,პლედი გადასწია,რადგან შიგნით შევმძვრალიყვაი,მის ქმედებაზე გამეღიმა და მასთან ჩავწექი. - ოღონდ ფრთხილად შენი ნამოქმედარის გამო ყელი სასტიკად მტკივა !
თავი დავუქნიე და თავი მის კისერში ჩავრგე,თვალები დავხუჭე და მადლობა გადავუხადე. თვალები დამიმძიმდა და დამეხუჭა,ბექა თმაზე მეფერებოდა და თავზე მკოცნიდა. სადაცაა ჩამეძინებოდა,როცა ექიმი შემოვიდა და უნდა ეთქვა უნდა გახვიდეთო მაგრამ მივხვდი რომ ბექამ რაღაც ანიშნა და ექიმიც გარეთ გავიდა. ამაზე გამეღიმა თავი ავწიე ბექას ლოყაზე ვაკოცე და ისევ მის კისერში დავბრუნდი, თვალები დავხუჭე და ბედნიერ სამყაროში გადავეშვი...

***
მეორე დღეს,პალატის კარების მოჯახუნებამ გამაღვიძა,რაზეც შევხტი და გამოვფხიზლდი. თავი წამოვწიე და ფეხზე წამოვდექი. ლოლიტა პალატაში გიჟივით შემოვარდა და ბექას მივარდა,რომელიც ასევე ჩემსავით გაკვირვებული და დაფეთებული იყო.როგორც ჩანს ისიც ამ ხმამ გააღვიძა. ბექას სახეზე ზიზღი გამოხატვოდა და ლოლიტას ამაზრზენად მისჩერებოდა. მე ჩემთვის ფანჯარასთან ვიყავი,კედელს ვეხუტებოდი და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი,როდესაც ლუკა შევნიშნე. ვაუ ასეთი უნამუსოც თუ იყო არ მეგონა! გაკვირვებული მივაჩერდი,ჩემს მზერას წაასწყდა და ირონიულად გაიღიმა,ჯერ ბექას შემდეგ კი ისევ მე გადმომხედა და თქვა.
- ოჰ როგორც ვხედავ დროს არ კარგავთ არა? - მის სიტყვებზე პირი ღია დამრჩა,რაღაცის თქმა ვცადე თუმცა ვერაფერი ვერ ვთქვი. სამაგიეროდ ოთახში ბექას ჩაცინების ხმა გაისმა.
- ძალიან სასაცილოა როცა ამას შენ ამბობ ! - ლოლიტას შევხედე რომელსაც ბექას ხელი ეჭირა და ეფერებოდა,ბექამ ხელი უხეშად გამოგლიჯა და ლუკას მიუბრუნდა.
- ვინმემ რამე გკითხა?! - ხმა გაუმკაცრდა,აშკარად დაეტყო რომ მისმა პასუხმა გააღიზიანა.
- უკაცრავად,ბოდიში ხომ არ მოგიხადო?! მგონი შენ გდიხარ ჩემს პალატაში,სრულიად უმნიშვნელოდ ან საერთოდ რა გინდა? აჰ ხო გამახსენდა,შენ და ლოლიტა ერთად რომ იწექით ალბათ აქ შენ მოიყვანე არა ? - ამ სიტყვებზე ჩამეღიმა,თუმცა ჩემი ღიმილი წამიერი აღმოჩნდა ლუკა მისკენ გაიწია, თუმცა არა ვერ მივართვი! არ მივცემ უფლებას რაიმე დაუშავოს,მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში! მის საწოლთან დავდექი და ლუკას ზიზღიანი თვალებით მივაჩერდი.
- აბა სცადე! - წარბიც არ შემირხევია,უბრალოდ მის გვერდით ვიდექი და ლუკას თვალებში ვუყურებდი,ვგრძნობდი მის ტკივილს რაც მეც ტკივილს მაყენებდა მაგრამ არ ვაპირებდი მისი გაეტანა.
- ოოო, ამათ შეხედეთ ! რა საყვარლები ხართ,მინდა გული ავირიო - მის სიტყვებზე მხოლოდ ჩამეღიმა,
- გოგო შენ კიდევ იცინი და მხიარულ ხასიათზე ხარ ?! - წამოფრინდა ლოლიტა და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა. - შენ ვინ ხარ?! როგორ ბედავ და საერთოდ ხმას უწევ? შენს გამო ახლა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია! თუ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრე გეტყვი რომ მას არტერიაში დანა ისე ღრმად გაუყარე რომ შეიძლება მომკვდარიყო! ჯანდაბა,მართლაც რომ ნამდვილი ბო*ი ხარ ! - მის სიტყვებზე გავცეცხლდი და მთელი ძალით სილა გავარტყყი, წაბორძიკდა და აწითლებულ ლოყაზე ხელი მოისვა. მკვლელი თვალებით შევხედე და თითი თვალწინ ავუფრიალე.
- არ გაბედო და ჩემს პატიოსნებას არ შეეხო ! - აცრემლიანებულმა გამომხედა,რაზეც ვითომ გული მომილბა.
ლუკამ უბრალოდ ჩაიცინა ლოლიტას ხელი გადახვია და პალატიდან გაიყვანა. მათი წასვლის შემდეგ უბრალოდ იმავე ადგილას დავრჩი და დავსევდიანდი. მინდოდა უბრალოდ გავქცეულიყავი მათგან შორს მაგრამ არ შემეძლო. ბექასკენ შევბრუნდი,რომელიც ჩემი საქციელით დაბნეული და გაკვირვებული იყო. საწოლზე ჩამოვჯექი და მისი ხელი ავიღე. შევხედე და გავუღიმე.
- ასეთი მშვენიერი დილა არასოდეს გაგთენებია არა? გილოცავ ჩვენ პირველები ვართ ! - გავიცინე და საწოლზე უკეთ მოვთავსდი.
- ჩვენ? - აშკარად დღითიდიღე ვაოცებ :დდ
- ხო ჩვენ ! დაარტყი ბროო .. - ხელი ავწიე და მანაც ხელი მომარტყა,გაცინება სცადა მაგრამ ყელი ეტკინა და გაჩუმდა. - არ გშია? - დასტურის ნიშნათ მხოლოდ თავი დამიქნია. - კარგი.. როგორც ჩანს არ გეჭმევა ჰმმ... ამ... ასეთ მდგომარეობაში რა გეჭმევა და რა არა არ იცი? - სიცილით ვუთხარი და ტელეფონის ასაღებად მის ზემოდან გადავძვერი,რადგან ჩემი ტელეფონი მარცხენა მხარეს,ტუმბოზე იდო..
- კარგი ბუფეტში ჩავალ და რამეს გიყიდი,არ იცელქო . - გავუცინე და გარეთ გამოვედი. როდესაც გამოვედი,სახე შემეცვალა,ტელეფონი აბზუილდა ამოვიღე და ეკრანს დავხედე... ნინი რეკავდა.
- გოგო ნორმალური ხარ?!!! სად ეგდე მთელი ღამე იცი როგორ შემეშინდა?! - იმხელა ხმაზე წიოდა,მთელმა საავადმყოფომ გაიგო. ყური მეტკინა ამიტომ ცოტა გამოვწიე.
- კარგი გოგო ნუ დამაყრუე რა ! - ყურზე მივიდე მაგრამ უშედეგოდ იმხელა მიწივლა რა ნუ დაგაყრუეო რომ იმწამსვე მოვიშორე. = კარგი დამშვიდდი უF ! ბექასთან ვარ.
- ბექასთან ? მანდ რა ჯანდაბას აკეთებ?! ახლავე წამოდი.
- ჰეი დამშვიდდი კარგი?
- მანდ რა გინდა! დაგავიწყდა რა გაგიკეთა მაგ იდიოტმა ?!
- სხვათაშორის ჩვენ დავმეგობრდით! არც ისეთი ცუდია როგორიც მეგონა...
- ხო,ხო როგორ არა და ლუკა? გზაში რომ მივწერე მასთან მივდივარო იყავი?
- გთხოვ ამაზე ნურაფერს მკითხავ მერე მოგიყვები.
- კარგი... გინდა მოვიდე?
- საჭირო არ არის,ახლა ბუფეტში მივდივარ ბექას საჭმელი უნდა ვუყიდო და ვაჭამო. - არვიცი რატომ მაგრამ ამ სიტყვების გამო ხველება დაიწყო.
- რათქვი? მგონი რაღაც მომესმა გაიმეორე.
- ასეთი რთული დასაჯერებელია?
- ამ... სიმართლე გითხრა კი !
- კარგი წავედი...
- კაი, ძაან არ იცელქო ! - მის სიტყვებზე გამეცინა და გავუთიშე. როდესაც ვთიშავდი და მესიჯს ვწერდი, რაღაც მაგარს შევასკდი,თავი ავწიე და ლუკას მზერას შევეჩეხე. ენა ჩამივარდა და უბრალოდ გავშრი. მხოლოდ უკან გახედვა მოვახერხე,ლოლიტა აქ არ იყო. ჩემს ადგილას დავდექი,დასჯილი ბავშვივით ხელები შევაერთო და შერცხვენილმა მზერა სხვა რაღაცაზე გადავიტანე,ჩემს გქევაზე გაეცინა,რამაც ჩემი ღიმილი გამოიწვია. სერიოზულად ?
- აქ რა გინდა? - თმა ყურს უკან ნერვიულად გადავიწიე და ტუჩი მოვიკვნიტე. ჩემს ქმედებაზე ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა რაზეც ირონიულად გავიღიმე. - უპს! ვიღაცაზე ზეგავლენას ვახდენ.
- იქნებ გეშლება? - წარბები მაღლა ავწიე გავიღიმე და მხრები ავიჩეჩე.
- შეიძლება,მაგრამ არამგონია. - მხარი გავკარი და რიგისკენ წასვლა დვაპირე მაგრამ მან მკლავში ხელი წამავლო და უკან დამაბრუნა, უკვე სერიოზულად ვუყურებთ ერთმანეთს და სადაცაა სიბრაზისგან გავსკდეთ.
- აქ რატომ ხარ? - მის კითხვაზე ცალი წარბი ავწიე და ჩავიცინე. თითით ჩემზე მივუთითე თითქოს ვეკითხებოდი მეეთქო? მანაც თავი დამიქნია რაზეც კვლავ გამეცინა.
- ეს შენთვის მნიშვნელოვანია? - თვალები დავაწვრილე და თეძო ჩავტეხე, ეს შეამჩნია და ჩაეღიმა.
- ისეთ კითხვას ნუ მისვამ რისი პასუხიც იცი. - წარბზე თითი მოისვა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.
- იქნებ არა? არ ვიცი...
- კითხვაზე არ გიპასუხია. - წარბები შეჭმუნხნა და ამათვალიერა. ახლა გამახსენდა რომ გამომწვევი შორტი და ტოპი მეცვა. როდესაც ამათვალიერა ამაყად გაიღიმა და შემომხედა. გაკვირვებისაგან კვლავ გამეცინა. სერიოზულად,როდის მორჩები დებილივით სიცილს?!
- და რა ვალდებული ვარ?
- გაბრაზებული ხარ? - დამწუხრებულმა შემომხედა.
- რაზე? იმაზე რომ ასეთ ამაზრზენ სიტუაციაშ ჩემთან არ იყავი თუ იმაზე რომ ლოლიტასთან იწექი? - ხმა არ ამოუღია,რაზეც წარბიც არ შემიხრია. - არა არ ვარ,გაბრაზებული რომ ვიყო შენ ჩემთვის სულ მცირეს მაინც უნდა ნიშნავდე მაგრამ... უი გამახსენდა,ჩემს თვალში არარაობა ხარ !
- თავადაც იცი რომ ასე არ ფიქრობ... - ჩუმად ამოილაპარაკა.
- Well, Whatever ! - ამაყად ვუთხარი და რიგში ჩავდექი.
ყურადღება ისევ ბექაზე გადავიტანე და ყურებამდე გამეღიმა,მაგრამ როდესაც იქ არსებული საჭმელები დავინახე ცოტა არ იყოს ღებინების შეგრძნება დამეუფლა. როდესაც გამყიდველთან მივედი გამიღიმა და რაღაც საზიზღრობები შემომთავაზა,საჭმელებს გადავხედე და წვნიანი ავარჩიე,როგორც ექიმმა თქვა წვნიანები ამდროს კარგია... გამყიდველს ფული გადავუხადე და ფინჯანიც გამოვართვი, როდესაც შემოვბრუნდი ლუკა უკვე აორთქლებული იყო,პალატისკენ ავიღე გეზი და შიგნით რომ შევედი პირი ღია დამრჩა ბექა ფეფხზე იდგა და ფანჯარაში იყურებოდა, ფინჯანი ტუმბოზე დავდგი და ხელები გადავიჯვარედინე. მისი სიცილის ხმა მომესმა რამაც გამაბრაზა.
- მასე ნუ მიყურებ? - შემობრუნდა და გამიღიმა,რატომღაც ძალიან სექსუალურად მომეჩვენა ! ვაიმე ელე რეებს ბოდიალობ კარგად თუხარ?!
- შენ უნდა იწვე! - დავიბუზღუნე და თვალი ავარიდე.
- კარგი,კარგი ნუ მებუტები ! - დაიწუწუნა და საწოლისკენ წავიდა რაზეც კმაყოფილად გავიღიმე თავი მაღლა ავწიე,და წვნიანით მისკენ გავემართე. საწოლზე ჩამოვჯექი და წვნიანს დავხედე რომელიც გულისამრევად გამოიყურებოდა,ბექას რომ შევხედე ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა თავი ძლივს შევიკავე.
- ასეთი სახე ნუ გაქვს,ასე საშინლად არ გამოიყურება :დდ - ბექამ მზერა მესროლა სათაურით “იმდენი შენ რა გითხარი“,რაზეც გამეცინა. - ბევრს ნუ ტლიკინებ და ჭამე. - პარკი გავხსენი რომელიც ფინჯანს ზემოდან ჰქონდა შემოხვეული და საშინელი სუნი ამოვიდა,რაზეც სახე დამემანჭა.
- ასეთი სახე ნუ გაქვს,ასე საშინლად არ გამოიყურება! - მის ნათქვამზე გამეცინა და მხარზე ხელი ნაზად გავკარი. კოვზი წვნიანში ჩავდე და ბექასკენ წავიღე. - ამას არ შევჭამ!
- კი შეჭამ !
- გთხოვ ! - უარყოფის ნიშნად თვი გავაქნიე და ერთი კოვზი ძალით ჩავტენე,რაზეც სახე დაემანჭა. - მიდი,გადაყლაპე ! - ცხვირი ავიბზუე და მეორე კოვზი მოვამზადე.
- შანსი არაა !! - შეიცხადა რაზეც გავბრაზდი და დამშვიდება ვცადე. აფერისტულად გავუღიმე და კოვზი ახლო სმივუტანე.
- ჩემი ხათრით. - ლეკვის თვალებით შევხედე, ამოიხვნეშა და ეს მეორე კოვზიც შეჭამა.
- ნეტავ იცოდე რას მაჭმევ !
- კარგი რა ნუ აზვიადებ,პატარა ბავშვი ხო არ ხარ ! - დავიწუწუნე და ბექას საწყალი თვალებით მივაჩერდი.
- გასინჯე !
წვნიანს დავხედე, კოვზი ნელა ავიღე,პირთან ისე მივიტანე რომ არც ამომისუნთქია,ცოტა მოვწრუპე და რომ გადავყლაპე ფინჯანი იქვე მივაგდე და საპირფარეშოში შევვარდი. რომ გამოვედი ბექას მივაშტერდი,სიცილით ხოხავდა. სერიოზული სახე მივიგე მასთან მივირბინე ზემოდან დავახტი და იქვე არსებული ბალიში მკერდზე დავარტყი და ასე ვურტყავდი,ვიცინოდი მანამ სანამ წელზე ხელს მომხვევდა და ჩემს ზემოდან მოექცეოდა. ჯანდაბა ის ისეთი კარგია ! სიცილი თანდათან შევწყვიტე და მის სითბოთი აღსავსე თვალებში ჩავიკარგე... მზერა მის კისერზე გადავიტანე და ხელი ფრთხილად გადავუსვი. ვიგრძენი როგორ ამიწყლიანდა თვალები და როგორ ჩამომიგორდნენ ცრემლები ღაწვებზე,ჩემს რეაქციაზე ბექას სახე შეეცვალა. ავტირდი და მხოლოდ შემდეგი სიტყვები წარმოვთქვი.
- გთხოვ მაპატიე ! - ტირილს ვუმატე,ბექა ჩემს გვერდით დაწვა და ჩამეხუტა,თავზე მაკოცა და დამამშვიდა.
- ეს შენი ბრალი არ იყო, პატიებას მე უნდა გთხოვდე ! - თქვა და შიშველ კანზე ხელი მომითათუნა.
- არა,ყველაფერი ჩემი ბრალია მე რომ ეს არ გამეკეთებინა ახლა ესეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი. - სახეზე ხელები ავიფარე და თავი მის კისერში ჩავრგე,რამოდნეიმე წუთის შემდეგ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სახიდან ხელები მომაშორა.
- ჯანდაბა,ასეც როგორი ლამაზი ხარ !
- რა? - გამიკვირდა, მისგან ამას არ მოველოდი. თვალებში ჩამაშტერდა, ისე თითქოს ჩემგან რაიმე ნიშავნს ელოდა,ვერ მივხვდი მაგრამ მიმახვედრა როდესაც ჩვენი ბაგეები შეაერთა... ჯანდაბა ისინი ისეთი ფაფუკია ! ნელა და ფაქიზად მკოცნიდა,აზრზე არ ვიყავი არ ვაკეთებდი,უბრალოდ ამ მომენტით ვტკბებოდი რადგან ამ პატარა ნაპერწკალმა თითქოს გამაბედნიერა ! კოცნა უფრო გააღრმავა და ჩემს ზემოდან მოექცა, ხელი ტოპის ქვეშ წელს წამავლო და მომეფერა.. ის ისეთი კარგი იყო მაგრამ ეს უნდა შემეწყვიტა ! ენა პირში შემომისრიალა,რაზეც კვნესა აღმომხდა,ხელი შორტისკენ წაიღო თუმცა შევაჩერე,ჩემი ტუჩები მისას მოვაშორე და შუბლი შუბლზე მივადე. ვინმე ამიხსნის ეს რა იყო?!
- ეს არასწორია... - ვცდილობდი ჩემი სუნთქვის ტემპი დამერეგულირებინა თუმცა ვერ ვახერხებდი.
- მაპატიე,მე... მე.. თავი ვეღარ გავაკონტროლე და... - სიტყვა არ დავასრულებინე რომ ჩვენი ბაგეები კვლავ შევაერთე, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა,რაზეც მეც გამეღიმა. კოცნა პალატაში შემოსულმა ექიმმა გაგვაწყვეტინა,რომელიც გაკვირვებული მოგვჩერებოდა, შემრჩხვა და აწითლებული საწოლიდან წამოვფრინდი.
- ამ მე... ისა უბრალოდ უნდა მეთქვა რომ რამოდენიმე დღეში გაგწერთ და.. სანამ აქ იქნებით - ჩაახველა,რაზეც კიდევ უფრო გავწითლდი. - გთხოვთ მსგავსი რაღაცეებისგან თავი შეიკავოთ. - ექიმმა ბექას თვალი ჩაუკრა რაზეც ბექას გაეცინა,მე კიდევ ყბა ჩამომივარდა, მეღადავებით ?! ექიმი პალატიდან გავიდა მე კი ბექას თვალებში ვერც ვუყურებდი,მისი მრცხვენოდა. ცხოვრებაში პირველად მრცხვენია ვიღაცის ! ჩემს აწითლებულ ლოყებზე გაეცინა.
- კარგი მე.. მე უნდა წავიდე და.. ჰმ... მოკლედ წავალ და ხვალ მოვალ.
გაღიმება ვცადე, ზურგი ვაქციე და გასასვლელისაკენ წავედი,თვალი მოვკარი თუ როგორ წამოწვა საწოლზე და გაიღიმა. ჯანდაბა მგონი... ხო კაი არაფერი ! გზა გავაგრძელე თუმცა ჯანდაბა,უკან მოვბრუნდი მასთან მივირბინე და კიდევ ერთხელ ვაკოცე, ჩემს ქმედებაზე გაეღიმა და მანაც მაკოცა,მოწყვეტით ალბათ სამჯერ მაინც ვაკოცე შემდეგ როდესაც წამოსვლა დავაპირე კიდევ ერთხელ მაკოცა, ოღონდ არა მოწყვეტით,გამეღიმა და ხელები კისერზე ფრთხილად მოვხვიე. ხელები წელზე მომხვია და ჩემს ზემოდან მოექცა,ისევ?! მის ქმედებაზე სიცილი ვერ შევიკავე და კოცნა გავაფუჭე.. ჩემს სიცილზე მასაც გაეიცნა და მოწყვეტით კიდევ ერთხელ მაკოცა.
- კარგი ახლა უნდა წავიდე, თანაც ხომ გაიგონე ექიმმა რაც თქვა ? მსგავსი რაღაცეებისგან თავი შეიკავეთო. - გაეცინა და მომშორდა. კარისაკენ წავედი და გასვლამდე ხელიც დავუქნიე,გამიღიმა და მისი პალატიდან გამოვედი. სახლისკენ წავედი და როდესაც სახლამდე მივაღწიე შიგნით, მთელი ამბები დამხვდა, მთელი ჩემი სამეგობრო და სანაცნობო აქ იყო. ლუკაც და ლოლიტაც ჩემს დანახვაზე ბავშვებმა ჟრიამული ატეხეს,ნინი მომვარდა და ჩამეხუტა დიდხანს მიყურა და მათვალიერა.
- რა?
- ამ.. ერმ...
- ნინი რა მოხდა ?
- შენი ტუჩსახი, ის ცოტა არ იყოს .. ხომ ხვდები არა?! - მივხვდი რაც იგულისხმა,ამაზე გამეცინა და სიცილით ჩემი ოთახისკენ გავემართე.
ვგრძნობდი მათ გაკვირვებულ სახეებს და ამაზე კიდევ უფრო მეტად მეცინებოდა. როდესაც სააბაზანოში შევედი დავინახე წითელი იატაკი რამაც გული შემიწუხა,არა იმის გამო რაც მოხდა არამედ იმის გამო რომ საზიზღრობა იყო. იქაურობა დავასუფთავე და ჩემს თავსაც მივხედე, ტუჩსაცხი მთლიანად მომშორებოდა და კოცნისგან.. ხო კარგით გვეყო ! ჩემს აზრებზე მეტვითონვე გამეცინა.გამოვიცვალე თავი მოვიწესრიგე და დაბლა ღიღინით ჩავედი. კიბეებზე ჩასვლისას კი არანაირი გრძნობა არ დამეუფლა იქურობა დასუფთავებული იყო. თქვე კაი ადამიანებო თუ ამას ასუფთავებდით ჩემი ოთახიც დაგესუფთავებინათ !
- აბა ხალხნო რა ხდება? რატომ შევიკრიბეთ ? - გაკვირვებულმა გიომ სათქმელს თავი ძლივს მოაბა და მკითხა.
- როგორ ხარ? - თბილად გამიღიმა და ნინის გახედა.
- როგორ უნდა ვიყო? მშვენიერ ხასიათზე ვარ - გავიცინე და სავარძელში ჩავესვენე.
- გოგო იმ ბექამ ასეთი რა გიყო ესეთ კარგ ხასიათზე რომ ხარ ? - გაიცინა ნინიმაც და მიხვდა რაც მოხდა, პროსტა ნამიოკი ჩააგდო.
- It’s Secret babe ! - ამაზე ორივეს გაგვეცინა,დანარჩენები კი დებილებივით გვიყურებდნენ,ვერ ხვდებოდნენ რაზე ვიგუდებოდით,მხოლოდ ლუკას მზერას ვხვდებოდი, მიხვდა რაც მოხდა და ახლა სადაცაა აფეთქდება,ყბა დაჭიმული აქვს და კბილებს ერთმანეთზე ისე უჭერს რომ რავიცი. - ხალხნო მინდა მე და ნინიმ დუეტი შემოგთავაზოთ ! ნინი მზად ხარ? - გიტარა გადავუგდე და ვანიშნე რაც უნდა დაეკრა (Fred Astaire - i won't dance) როდესაც მელოდია დაიწყო ფეხზე წამოვდექი, ქუდი დავიფარე და ცეკვა დავიწყე, რაზეც ყველას ეცინებოდა გარდა ლუკასი რომელიც ისევ დაბოღმილი იჯდა,მასთან მივედი და ფეხზე წამოვაგდე რაღაც ილეთებს ვაჩვენებდი რომელიც უნდა გაეკეთებინა ის კი დებილივით მიყურებდა, რა შტერიაა!! ბავშვებს ამაზე უფრო ეცინებოდათ რაზეც მე კიდევ უფრო ვმხიარულობდი. მაგიდაზე შემოვხდი და ყროყინი უფრო გავაგრძელე,ჯანდაბა რა გამიკეთე?! მხიარულება დამიბრუნე ... აი ვინ არის ყველაზე კარგი არსება ! ბექა და არა ლუკა !! აქამდე რატომ ვერვამჩნევდი? რადგან სიმღერა 2 წუთიანია მელოდიაც მალევე მორჩა და სიმღერაც შევწყვიტე ! ყველა ოვაციებით შემეგება და მამხნევებდა. ლუკა ისევ აქ ზის ისევ უჟმური სახით,აქ საერთოდ რას მიკეთებს? ეგ ან ლოლიტა ? ბავშვებს ვუთხარი რომ სამზარეულოში გავიდოდი... დავინახე ნინი როგორ ამედევნა. როდესაც შიგნით შევედით მაგიდაზე შემოვხტი და ჩუმად დავიწივლე !
- ასეთი რა მოხდა ? - გაოცებულმა ნინიმ მკითხა.
- მოკლედ, დღეს ხო ვიყავი ბექასთან ხოდა ღამე მაგის საწოლში მეძინა,მეორე დღეს რას ვხედავ დილაუთენია ლოლიტა და ლუკა დაგვადგენ თავზე,ხო არ მოგესმა მაშინ როდესცა მე ესეთ დღეში ვიყავი ლოლიტა და ლუკა ერთად ერთობოდნენ... ნუ მთელი სცენები მოაწყვეს,მერე ბუფეტში ჩავედი წვნიანი ვუყიდე იქ რომ ავიტანე,ორიკოვზი ძლივს ვაჭამე მერე მითხრა თავად გასინჯე და მიხვდებიო,რომ გავსინჯე კინაღამ გულიწამივიდა ხოდა საპირფარეშოდან რომ გამოვედი,იცინოდა ამაზე გავბრაზდი მასთან მივირბინე და ბალიშის რტყმა დავიწყე... მე ჩემს ზემოდან მოექცა და თბილი მზერით მომაჩერდა, მერე ტირილიდ ავიწყე რა რადგან მისი ნაიარევი დავინახე და ამის მერე მამაშვიდებდა ხოდა მერე... დადადადააააამ !!
- აუუუ მოყევი რააა !!
- ხოდა მერე მაკოცა, მეც ავყევი ზედმეტი მოუნდა მარა ვერ მივართვი ხოდა მომშორდა ბოდიშები მოვუხადე არასწორიათქო, მერე იმან მე ბოდიში ეს არუნდა გამეკეთებინაო მარა მერე მევაკოცე,თავადაც არვიცი რატომ ხოდა მერე ექიმმა შემოგვისწრო ასეთი რაღაცეებისგან ეცადეთ თავი შეიკავოთო. მერე წამოსვლისთან მასთან მვირბინე მოწყვეტით რამდენჯერმე ვაკოცე და წამოსვლა დავაპირე თუმცა არგამომიშვა და კიდევ მაკოცა მერე ისევ ჩემს ზემოდან მოექცა და მაკოცა,იცი რა ღიმილი აქვს,იცი რა ფაფუკი ტუჩები? მინდა რომ გადავყლაპო ისეთი საყვარელია ! ხოდა გავაგრძელო,მერე გამეცინა და ერთმანეთს მოვშორდით ხოდა ეხლა აქ ვარ და ძალიან აჟიტირებული ვარ ვინმემ მიწკმინტეთ ! - ამ დროს ნინიმ მართლა მიწკმინდა რაზეც წამოვიკივლე.
- ღმერთო ელე შეყვარებული ხარ,იცი მასზე რომ საუბრობ თვალები როგორ გიბრწყინავს ? - გახარებულმა მკითხა. - ერთი ნახვით შეყვარება გამიგია მარა ერთი კოცნით შეყვარება ? რა უცნაურები ხართ ! - გაიცინა რასაც ჩემი სიცილიც მოყვა. - დიდი ხანია შენს სახეზე ესეთი გულწრფელი სიცილი აღარ მინახავს, 7 წლიდან სხვანაირი ხარ დღეს კიდევ ისევ იმ ლაღ და უდარდელ გოგონას ვხედავ !
- ხო მე ბექა ზედგენიძემ გამაბედნიერა ! - შევკივლე და ნინის მთელი ძალით ჩავეხუ

ძაან მესაყვარლება ეს აზრი დააფიქრეთ თქვენი აზრი,მომენატრა თქვენი კომენტარები რომელიც წამიშალეს :// იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ...რას ფიქრობთ ვისთან დარჩება ელე ბოლოს? მინდა გითხრათ რომ მოთხრობა ალბათ 5 თავში დამთავრდება,მაგრამ არ ინერვიულოთ ! მეორე ნაწილიც მაქვს მოფიქრებული



№1 სტუმარი ^^

მოთხრობა ხო მიყვარს ავტორითურთ და ბექას და ელეს ურთიერთობა ასე რომ განავითარე ორივე უფრო შემიყვარდით <3 საოცარი წყვილია, მეც აჟიტირებული ვარ :
დ <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ რატომღაც მინდა რომ ლუკასთან დდარჩესრა, ძაან მინდოდა რომ მეგობრებად ყოფილიყო ბექასთან მაგრამ, ნუ შენი გადასაწყვეტია როგორ იზავ უბრალოდ არ ვიცი რატო მინდა რომ ლუკასთან დარჩეს!!!

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Me minda beqa da ele
--------------------
M.D

 


№4 სტუმარი Guest Meko

Auu beqa da ele ertad sayvarlebi arian magram......isini mainc jobs rom megobrebad darchnen ..cota aechviane luka mere misi danashauli inanos da eles dauwyos flirtii tavidan..
Ravi me ase ufro gamixardeba da bevrs albad danarcheni sheni gadasawyvetia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent