მებაღე (ნაწილი 2)
2. დადას გვიან ღამით უნებურად გამოეღვიძა. ოთახს თვალი მოავლო, მთვარის შუქი როდენის პატარა ბრინჯაოს სტატუას ,,მოაზროვნეს’’ ეფინებოდა და თვალის მომჭრელად ირეკლავდა. წამოდგა, შუქი აანთო, სტატუა მაგიდაზე ჩამოდგა და სახატავად მოეწყო. იმდენად ძლიერად გაიტაცა ხატვამ, იმდენად რომ ვერც კი გაიგო თუ როდის გათენდა, როგორ ახმაურდნენ ეზოში მსახურები. არც დილით მისთვის შემოტანილ საუზმისათვის მიუქცევია ყურადღება. თითქოს ამ ქვეყნად არ იყოო. იჯდა ხატავდა და ხატავდა. ხან ისე შემოაბრუნა, ხან ასე, ხანაც წამოაყირავა... ჩანახატებს კი ბოლო არ უჩანდა, მთელი იატაკი მოიფინა ფორმატებით... სხავადასხვა მხრიდან აღბეჭდილი სტატუის ფიგურით... დადა კი არ ცხრებოდა.. ხელები სულ გაუშავდა, საღამური შარვალიც კი ნახშირში იყო ამოთხვრილი... დადა მაინც ხატავდა და ხატავდა... უკვე მეტისმეტი იყო, შუა დღე ახლოვდებოდა, მალე სადილობის დროც მოვიდოდა, დადა კი ისევ თავის შემოქმედებაში იყო ჩაძირული... ამის შემხედვარე მსახურები ცოტა შეშფოთდნენ და პატრონს აცნობეს. მიუხედავად იმისა, რომ დადას ასეთი საქციელი პირველი არ იყო, პატრონი მაინც საჩქაროდ გამოიქცა შინ... პატრონს დადა ძირს დაწოლილი, თავის ნახატებზე გაშხლართული დაუხვდა. ჯერ ეგონა, რომ გული წაუვიდა, მაგრამ ახლოს მისვლისას შეამჩნია, რომ დადას თვალები გახელილი ჰქონდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა კედელზე... დილამდე დადას არც თვალი მოუხუჭავს... წყალიც კი არ დაულევია... იწვა ასე გაუნძრევლად... შემოსულმა ექიმმა დადას შეხედა და პატრონს ჰკითხა: - ,,ისევ ისეო?’’ - პატრონმაც თავი დაუქნია... სხვა რა გზა იყო დადას წვეთოვანი დაუდგეს და დაელოდნენ მომდევნო დღეს... გათენებული არ იყო, რომ დადა ჩიტივით წამოფრინდა. საშინელი შიმშილის გრძნობა დაეუფლა. სახლის უკანა დიდ სამზარეულოში შეუვარდა მსახურებს, ახალ გამომცხვარმა პურის სუნმა თავბრუ დაახვია. მსახურები დადას შემოსვლაზე წელში გასწორდნენ, ზოგმა თმები შეისწორა, ზოგმაც წინსაფარი... ალბათ იფიქრეს დადა ახალი ნატურის ასარჩევად თუ შემოვიდაო და კისრები მოიღერეს... დადამ ღიმილით მოავლო თვალი ყველას და ცხელ პურს დასწვდა, ლამის პურის მეოთხედი მოტეხა...ისეთი ცხელი იყო, რომ ხელები ეწვებოდა, მსახურმა პური შუაზე გაუპო და ყველის დიდი ნაჭრებით გამოტენა. დადა სიხარულისაგან აცქმუტუნდა, ისეთი მხიარული და მადლიერი თვალებით გადახედა მსახურებს, რომ მათაც გადაედოთ დადას სიხალისე... გარეთ გამოსულმა პურის დაგემოვნებაც ვერ მოასწრო, რომ დაინახა მსუქანი მსახური ქალი ვიღაც მოხუც მათხოვარს ესაუბრებოდა: - პურის ნაჭერს მოგიტეხავ, მეტი ვერაფრით დაგეხმარები... მერე ყველა მათხოვარი აქ მოაწყდება და ყველა სამსახურში აყვანას მოითხოვს!.. ჯოხზე მძიმედ დაყრდნობილმა მათხოვარმა თავი ჩაქინდრა. დადა სიბრალულით უყურებდა, თვალები აევსო ცრემლით, ახლოს მივიდა და მათხოვარს მისი ყველით გამოტენილი პური გაუწოდა. თმა-წვერ გაბურძგნულმა მათხოვარმა ოდნავ ქვემოდან ამოხედა, უარის ნიშნად თავი გააქნია და ის იყო, რომ ნაბიჯი უნდა გადაედგა დადა წინ წაიწია პური ორად გაყო ერთი მათხოვარს გაუწოდა მეორე თვითონ ჩაკბიჩა და გაუღიმა... მოხუცი გაკვირვებული შეჰყურებდა მისკენ გამოწვდილ ხელს და მომღიმარე სახის გოგონას... თმები ლამის მხრებამდე ჰქონდა, ვერ იტყოდი ჭუჭყისგან იყო ასეთი ფერის თუ ჯერ კიდევ თეთრი თმით არ დააჯილდოვა ბუნებამო, სამაგიეროდ დიდ მოშვებულ გაბურძგნულ წვერში კარგად ჰქონდა ჭაღარა, თავზე ფართოფარფლიანი ქუდი ლამის თვალებამდე ჰქონდა ჩამოფხატული, ერთიანად ძონძებში შემოსილი, ჯერ კიდევ გაოგნებული იყო, ვერ ბედავდა პურის გამორთმევას, რადგან ასეთ ახლად გამომცხვარ პურს და მითუმეტეს ყველით არავინ სთავაზობდა... სადაც მიადგებოდა ყველგან ძველი პურებითა და სამუშაოზე უარის თქმით ისტუმრებდნენ... შიმშილისაგან კი ისე ძლიერ იყო დაუძლურებული, რომ ფეხზე ძლივს იდგა, ამის გამო ზუსტად ვერ გაირჩეოდა თუ რა ასაკისა იყო... დადამ კიდევ გაუწოდა პური... ისევ ყოყმანობდა მათხოვარი. ბოლოს კი გამოართვა... ამ დროს მსუქანი მსახური ქალიც მოვიდა, დადას ცოტა თითქოს საყვედურივით უთხრა - ახალი პური რად მიეციო, მერე აღარ მოგვეშვება ყოველდღე აქ მოვაო, თანაც თავისნაირებს მოგვისევსო... მსახურმა პატარა აბგით ძველი დაგროვილი პურები გაუწოდა. დადა საშინლად გაბრაზდა. მკაცრად შეხედა მსახურს, ქალს გაწვდილი ხელი გაუშეშდა აღარ იცოდა აბგა მიეწოდებინა თუ უკან წაეღო... დადამ მოშორებით ეზოში პატრონი შენიშნა და ხელით უბრძანა მსახურს მოეყვანა... პატრონი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა დადასკენ, ჩამრგვალებული მსახური ქალი კი სირბილით მოსდევდა ძლივს ეწეოდა, თან გზაში მოახსენა რატომაც ეძახდნენ დაუძლურებული, ჯოხზე მძიმედ დაყრდნობილი მათხოვარი კი გაკვირვებული იყურებოდა, აღარ იცოდა წასულიყო თავის გზაზე თუ დაეცადა სეირის ბოლომდე საყურებლად... დადამ ვედრების თვალით ჯერ პატრონს შეხედა მერე კი მათხოვარს გახედა. პატრონი მიუხვდა. მათხოვარს კარგად დააკვირდა: ,,რა შეგიძლიაო, რის გაკეთებას შესძლებო, ისედაც ძლივს დგახარ ფეხზეო’’ - მერე მსახურს მიუბრუნდა, უბრძანა შემოეშვათ, რამდენიმე დღით ასტუმრეთო, მერე კი ვნახოთ რაიმე შესაფერის სამუშაოს გამოვუძებნითო... დადა სიხარულით აივსო, მსახური კი ბურტყუნებდა, ყველა ასე, რომ შემოვუშვათო მერე ქვეყანა აქ მოაწყდებაო დადა კი ბედნიერი და გახარებული თვალებით შესციცინებდა პატრონს, რომელიც არასდროს არ ეუბნებოდა უარს დადას ნებისმიერ ახირებაზე... მერე კი უთხრა, ახლა დაჯექი და მოიფიქრე, რითი შეიძლება დავასაქმოთ ეს საცოდავი კაციო, თორემ გაუვა მერე სტუმრობის დრო და მოუწევს ისევ ეზო-ეზო სიარული სამათხოვროდ, ხომ იცი აქ თავშესაფარი არ გვაქვს, ყველანი ვშრომობთო... საღამოს დადამ პატრონს დიდი ფურცელი შემოუტანა ოთახში და მაგიდაზე გაუშალა. ფორმატზე თავიანთი სახლი იყო გამოსახული და ორნამეტის ტიპის დეკორატიული გაფორმება აკრავდა ეზოს, ორნამენტის ზოლში კი ყვავილები იყო ჩახატული... პატრონს გაეღიმა, დადა დეკორატიული ბაღის გაშენებას ითხოვდა... მებაღედ კი ახალმოსულს ნიშნავდა... LEX·2016 წლის 29 იანვარი, პარასკევი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.