გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი9)
-მოკლედ თავიდან ძალიან კარგ ზასიათზე იყო.. -ეგ მეც დავინახე. მერე? -მოიცა მომაყოლე და გაიგებ, ჩვეულებრივ ჩავჯექით მანქანაში გავისეირნოთთქო და სალაპარაკოდ რომ დავჯექით და ვუთხარი ბოდიში საავადმყოფოში ვერ მოვედი არადა შენთან უნდა ვყოფილიყავითქო. რატომ უნდა ყოფილიყავიო და მიყვარხართქო ვუთხარი. ხომ არ დავუმალავდი? მერე ხელის გადახვევა მინდოდა და ერთი ამბავი ატეხა, მთვრალი ხარ, არ მიყვარხარ თავი დამანებე და შენი საქმე არაა რა მჭირსო. კარგითქო და სახლში წამოვიყვანე. მიზეზს არ მეუბნება. -და მეტი არაფერი მომხდარა? -არა მართლა გეუბნები. არაფერი მიკადრებია. მიდი დაელაპარაკე . გაიგე რა მოხდა. -კარგი ხო მანდ იყავი... მელანო კარი გამიღე რა. -თავი დამანებეთ რა. -რა თავი დაგანებოთ ? მარტო მე ვარ მელანო. -რაღაც არ მჯერა. (გაბრაზებულმა ვუთხარი) -კარგი შეგიძლია შეამოწმო. უბრალოდ შენთან საუბარი მინდა. მართლა. -(როდესაც დავრწმუნდი რომ მართლა მხოლოდ იკას უნდოდა საუბარი კარი გავუღე) შემოდი. -აუ ნუ ტირი რა. მორჩი. -ეგ შენი საქმე არაა. რა გინდა? -რას ნიშნავს ჩემი საქმე არაა? -იმას რომ მხოლოდ ჩემი საქმეა და შენ არ უნდა ჩაერიო. -ახალი ამბავი. შენ ჩემი და ხარ, მე შენზე უნდა ვიზრუნო და ვზრუნავ კიდეც, იმიტომ რომ მიყვარხარ. ასე რომ მითხარი რა გატირებს. რამე მოხდა? -კი მოხდა. მერე რა? რაც იყო იმას ვერ შევცვლით. -მოიცა რამე გაწყენინა შოთამ? მოვკლავ. (ისეთი სახე მიიღო მემგონი მართლა მომკლავდა ) -არა მთლად ეგრეც არ არის. აუ გთხოვ გადი და მარტო დამტოვე რა. -მელანო სანამ არ მეტყვი რა გჭირს არსად არ წავალ. რაღაც ხდება და მითხარი რა. -არაფერი არ ხდება. მარტო დამტოვე რა. (მართლა მარტო მინდოდა ყოფნა, ამიტომ ირაკლის ოთახი დავატოვებინე) მაპატიე მარტო მინდა ყოფნა. -მელანო შემომიშვი ამიხსენი რა ხდება. -არაფერი ირაკლი საერთოდ არაფერი. -ღმერთო ჩემო გადამრევს ეს ბავშვი მე რა. რაღაც სერიოზული ხდება, მაგრამ არ ვიცი რა. -რაო რა გითხრა? (შოთიკო) -შენს ადგილზე მე კითხვას სხვაგვარად დავსვამდი. საერთოდ რამე მითხრა? ერთი ის თქვა რაც იყო, იყო იმას ვერ შეცვლიო, მაგრამ არ მითხრა რა მოხდა. -იქნებ ვინმე ეჩხუბა ან ვინმესთან იჩხუბა, ან იქნებ რაიმეს გამო შეშინებულია. -ხო რაღაც მოხდა და შეშინებულია. მაგრამ რა? -(ირაკლის და შოთას საუბარი მესმოდა. ცდილობდნენ როგორმე გაერკვიათ რა ხდებოდა ჩემს თავს. ვინ შემაშინა ან შემაშინა კი? ვუსმენდი სანამ მოსმენით არ დავიღალე და ჩემი ამბის გახსენება დავიწყე. ამბის, რომლის გამოც ირაკლის და შოთიკოს სიტყვებიდან გამომდინარე ,, დაშინებული" ვარ. ამის შესახებ ირაკლიმ საერთოდ არაფერი იცის. თორემ ისეთ საქციელს ჩაიდენდა ალბათ დაიჭერდნენ. ორი წლის წინ შემიყვარდა ერთი ბიჭი. სიმპატიური, კარგადაც სწავლობდა, მოწესრიგებული და ამაყიც არ იყო იმდენად. თავიდან მეგონა მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მეტი არაფერი, მაგრამ დროთა განმავლობაში მისადმი რაღაც გრძნობა გამიჩნდა. რასაც ვერ ვხვდებოდი რა იყო. ირაკლისთვის არაფერი მითქვამს. მგონი იმ პიროვნებას არც კი იცნობს კარგად. ჩემში ყველაფერი შეიცვალა. თავიდან არ ვიჯერებდი, რომ შემიყვარდა და ამას არ მასთან ვიმჩნევდი, სანამ ერთ დღეს თავად არ მითხრა რომ ვუყვარდი. ყველაფერი იდეალურად აეწყო, ისე რომ მეგონა მეცხრე ცაზე ვიყავი. ორი წელი ერთმანეთს გვერდიდან არ ვცილდებოდით. ძალიან მიყვარდა და მეგონა მასაც ასე ძალიან ვუყვარდი, მანამ სანამ სხვა არ შეუყვარდა და უეცრად არ დამშორდა. ისე დამშორდა რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს. მისი მეგობრებიდან გავიგე რომ რომ სხვა ყავდა და საერთოდ აღარ ვაინტერესებდი. ვერ აღვწერ თავი როგორ საშინლად ვიგრძენი. ადამიანს რომელსაც ვენდე, რომელიც მთელი გულით მიყვარდა ერთ დღეში დამინგრია ცხოვრება. გული მომიკლა და დავრჩი მარტო. მას შემდეგ შევიცვალე და აღარ ვიყავი ისეთი მელანო როგორიც ადრე. მართალია იკას უკვირდა, მაგრამ შეეჩვია. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დროდადრო შევეგუე თითქოს. სინამდვილეში კი გული დღემდე მტკივა და არავის ვიყვარებ. არ მინდა გული კვლავ მეტკინოს და სამუდამოდ გავნადგურდე. ამ დროს კარის ხმაც გავიგე და მივხვდი, რომ შოთიკო წავიდა. ფანჯარასთან მივედი და გარეთ ვიხედებოდი. დავინახე როგორ დაძრა შოთამ მანქანა და გაუჩინარდა. მე კი მასზე ფიქრი დავიწყე. მივხვდი რომ დღეს ძალიან ცუდად მოვიქეცი მის წინაშე. თითქოს ყველაფერში ის იყო დამნაშავე, მაგრამ არავის შეყვარება არ მსურს. შოთიკო, შოთიკო თითქოს რაღაცით განსხვავებულია. არც ამაყია, სიმპატიურია, თბილად მექცევა და ირაკლიც კარგად იცნობს. იქნებ შევძლო და მასთან ბედნიერი ვიყო? იქნებ მასაც ისევ ვჭირდები როგორც მე? მაგრამ ისიც რომ წავიდეს? მანაც სხვა რომ შეიყვაროს? ჩემი ცხოვრება, ჩემი ოცნებები ყველაფერი დაიმსხვრევა, განადგურდება და ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება. ღმერთო არ ვიცი რა ვქნა. კიდევ კარგი დღიურო რომ შემიძლია ყველაფერი შენ გაგიზიარო. ყურსასმენი გავიკეთე, სიმღერის მოსმენა მინდოდა, რომ ყველაფრისგან განვტვირთულიყავი, მაგრამ ისე დამძინებია ვერ კი გავიგე) -დილამშვიდობისა მელანო, როგორ ხარ? ხომ არ გაგაღვიძე? მაპატიე არ მინდოდა. გუშინდელითვის ძალიან მწუვხვარ. არ მინდოდა ასე გამოსულიყო. თუკი დამნაშავე ვარ მაპატიე და თუ გსურს რომ მიამბო ყველაფერი რაც სინამდვილეში ხდება დიდი სიამოვნებით მოგისმენ. (შოთიკო) ესეც ახალი თავი. გავაგრძელო?????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.