შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამტოვო (თავი 1)


31-01-2017, 13:42
ავტორი green.M
ნანახია 2 143

"ბუძილნიკმა" დარეკა. ალბად გათენდა.
ვახელ ერთ თვალს და ისევ ვხუჭავ, ადგომა მეზარება.
დედის ხმა მესმის: "ემილი ადექი გათენდა, ხალხმა ფული იშოვა შენ კიდე ისევ გძინავს!"
-ვდგებიიი!-ნახევრად მძინარი ვპასუხობ და საბანს ვიშორებ. ფარდას ვწევ სახლში დილის სხივებს ვუშვებ და სხივებისგან გაღიზიანებულ თვალებს ვისრესს. შემდეგ სკამზე გადაკიდებულ ხალათს ვიღებ და აბაზანაში შევდივარ. სარკეში ვიხედები და ერთი ნაბიჯით უკან ვხტები, ოჰ ჯანდაბა ემილი რით ვერ მიეჩვიე ყოველ დილით შენ თავს? შენ ხარ სარკეში! ჩემივე პასუხზე მეცინება და მოწესრიგებაას ვიწყებ. გაგეცნობით, ბებიის სახელი "ლალი" მქვია მაგრამ ყველა ემილის მეძახის, ასე რომ ემილი მაჭავარიანი, 19 წლის, ქერა მწვანე თვალებით, სტუდენტი და მომავალი ადვოკატი, მყავს ძმა ნიკა 9 წლის, დედა ნანა ჟვანია და მამა ზურაბ მაჭავარიანი
ოთახიდან რომ გამოვედი ცხვირში სასიამოვნო სუნმა მომიღიტინა, სუნს გავყევი და სამზარეულომდე მივედი.
-მმ... დეე რასაკეთეებ?-დედას ვეალერსები და ლოყაზე ვკოცნი, შემდეგ მაგიდასთან მჯდარ მამას ვუყურებ, ისევ გაზეთს კითხულობს და ყავას მიირთმევს.
-მაა რაო რასწერენ ახალს გაზეთში?
-რაო და ემილი არ მიდის დღეს ლექციაზეო?
-არაოო, დღეს ისვენებსო
-ვა რატო რახდებაო?-გაზქურასთან მდგარი დედა საუბარში შემოდის.
-რაო და ჩემი ლექტორი რომაა ინგა, მაგას ხომ ძალიან ბევრი ნათესავი ყავს, ჰოდა დასავლეთშია წასული მამამთილის კლასელის დაკრძალვაზე-ვპასუხობ სრული სერიოზულობით
-ნეტავ როდის უნდა გაიზარდო!-მეუბნება მამა და შუბლზე მკოცნის
-ნანა მე სამსახურში წავედი და ამ გიჟს მიხედე არაფერი მოიწიოს-თვალის ჩაკვრით მიმართავს დედას.
-მივხედავ აბა რასვიზავ.-ქმარს კოცნის და სახლიდან აცილებს.
-რაო რატო მიცდება დღეს ლექციებიო?-ისევ დაუბრუნდა თემას დედა.
-მართალია ბევრი ნათესავი ყავს მაგრამ ამჯერად დასავლეთში არაა წასული-მეცინება-დაბადების დღე აქ და იხდის.
-მერე მასე გეთქვა, რამდენი წლის ხდება?
-არვიცი, ასე 45 ალბად.
-კაი კაი, ბორშს შეჭაამ?
-მმმ... ბორშს კიარა ისე მშია ერთ ძროხას შევჭამ-ვპასუხობ და ენას ტუჩებზე ვისვამ
დედა ცხელ ბორშს მიდგამს წინ და შუბლზე კოცნით მტოვებს.
-მაღაზიაში ჩავალ, ეცადე სახლი არ გადაწვა.
-კაიი დეე!-ტუჩების გამოპრუწვით ვამთავრებ პასუხს. ცოტახანში ტელეფონზე ესემესიმომდის -ინგას დაბადების დღე არავღნიშნოთ?
-კიიი აბა რაა-ესემესზე ვპასუხობ და მეცინება. ამასობაში დედაც დაბრუნდა მაღაზიიდან და ბევრი შოკოლადი მომიტანა-სულ მაკანკალებს შოკოლადზე.
-ვა დეე შოკოლადიი! აუ დე ლანამ მომწერა ინგას დაბადების დღე ავღნიშნოთო და ვერ გამოვაკლდები წვეულებას ხოიციი.
-კი აბა რაა დე უნა აღნიშნოთ-ირონიულად მიცინის
-კაი დე გამოვიცვლი და გავალ
-რატო დეე მასე წადი გიხდება ცხვრებიანი პიჟამა-თვალს მიკრავს
-მერე იტყვი ვის გავხაროო. კაი კაი წავედი უნდა გამოვიცვალო-კოცნას ვუგზავნი და ისიც ტუჩებს მიპრუწავს.
* * *
ქუჩაში გამოვედი შავი შარვალი და შინდისფერი ზედა მაცვია, ოდნავ თბილი ქურთუკი კი მხრებზე მაქვს მოფარებული, შემოდგომაა მაგრამ მზიანი დღეა და არცისე ცივა.
ტაქსს ვაჩერებ და მისამართს დიდი მოწიწებით ვუთითებ "რუსთაველი თუ შეიძლება" ჩემ ამ სვეცკურ ხმაზე მეღიმება.
ტაქსიდან გადმოსვლა არც მაცადა ლანამ, ზედ შემომახტა.
ჰო მართლა დამავიწყდა, რომ გგამეცნო ლანა ჩიჩუა, (ჩემი არიყოს ცოტა ვერ აქ :დ ) 19 წლის, შავგვრემანი მწვანე თვალებით, ჰყავს პატარა და ლიზი 7წლის, მომავალი ადვოკატი. დედა მანანა და მამა ვაჟა.
-კარგი გოგო ტაქსიდან გადმოსვლა მაინც მაცადე, ჰა აბა მოყევიი რას ვგეგმავთ დღეს?- წარბების თამაშით პასუხს ველოდები.
-რავიი გოგო ბავშვებს შევეხმიანე და კლუბიო გადაწყდა, აბა ინგას დაბადებისდღეს რესტორანში ხოარავღნიშნავთო, ძველმოდურიაო- სრული სერიოზულობით მეუბნება.
-მმმ... კლუბი კაიაა, ყველა იქნებაა?
-კიი გიომ კიიო, ზურამაც ბაზარი არააო, ცანცაარა ლიკომაც კიიო და ლევანიმ "ოკ"-ო
რაც შეეხება გიოს, ზურას, ლევანის და თაკოს, ყველა ჩემი ბავშობის მეგობრები არიან, რათქმაუნდა ჩემი არაბიოლოგიური დის ლანას ჩათვლით
-კაიი კაიი წამო ჩემთან ნანას ბორშს გაჭმევ და საღამოს მოვიხოდოთ, შევიკრიბოთ და გავერთოთ.
-ჰო აბა ინგას დაბადებისდღე ხომ წელიწადში ერთხელაა და ისიც არ ავღნიშნოოთ?
ლანას ამ პასუხზე ორივეს გვეცინება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent