შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელი ლილეს მანჰეტენური ცხოვრება (თავი 7)


31-01-2017, 16:38
ავტორი Ms.Lee
ნანახია 1 715

კვირა დღე იყო. სწავლა ორშაბათიდან მეწყებოდა ოფოციალურად, ესე იგი თავისუფლების ბოლო დღე მქონდა. სწავლის პერიოდში ვცდილობ უარი ვთქვა გართობაზე ,რადგან შემდეგ მიჭირს ფორმაში ჩადგომა .
ყველაზე დიდი ამოვარდნა მქონდა შარშან, ლიკუნას დაბადების დღის შემდეგ. ალბათ ეს წვეულება ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო - ბევრი სასმელი, კარგი მუსიკა, მაგარი ბიჭები...
მეორე დღეს საერთოდ არ გავსულვარ სახლიდან ,არადა სულ მალე გამოცდები მეწყებოდა უნივერსიტეტში და მოსამზადებელი დღეები გვქონდა . ბევრი რომ არ გავაგრძელო 3-4 დღე ფაქტობრივად არაპროდუქტიულობის ეტალონი ვიყავი ,მერე ნელ-ნელა დავიწყე ძალების აღდგენა. ასე ,რომ „დელტა პი“ -ს წვეულებაზე წავიდოდი,რადგან როგორც უკვე აღვნიშნე თავისუფლების ბოლო დღე იყო (საშობაო არდადეგებამდე) ,მაგრამ დალევისგან თავს შევიკავებდი , არ მინდოდა პირველ დღეს ლექტორებზე ცუდი შთაბეჭდილება მომეხდინა.
კარზე ბრახუნი იყო. -ალბათ მონიკაა- გავიფიქრე, თუმცა ჩემი ვარაუდი არ გამართლდა.
-ჯეიკ როგორ ხარ?
-კარგად ლილე ,იმედია ცუდ დროს არ მოვედი.
- არა, შემოდი!
ოთახში შევიპატიჟე . სამუშაო მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა და მაგიდას მოავლო თვალი .
-ეტყობა გოგოს ხელი, ბოლოს ჩემი მაგიდა ესეთი დალაგებული როდის იყო აღარც მახსოვს-გაეცინა.
ხელში აათამაშა მაგიდაზე დადებული გრავირებული კალამი -ეს კალამი მამაჩემმა მაჩუქა ,როდესაც 18 წლის გავხდი ,მოოქროვილი იყო და ‘ლილე არაბული’ ეწერა წართული ასოებით .სათუთად ვინახავდი,მაგრამ ამერიკაში წამოსვლისას გადავწყვიტე ,რომ კალმის გამოყენების დრო იყო... ჯეიკი მგონი ნერვიულობდა
-ჯეიკ მოხდა რამე?
-არა,უბრალოდ რაღაცის თხოვნა მინდა შენთვის,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ დამთანხმდები,ჯერ არ ვიცნობთ ერთმანეთს კარგად .
- ასე თუ ისე ,უკვე ახლობელ ადმიანად მიგინჩევ ,ამიტომ მთხოვე, გისმენ.
აშკარად თითქოს მძიმე ლოდი მოაშორეს ჯეიკს ,უფრო თავისუფად მოკალათდა სკამზე და დაიწყო:
- მე და სარა ერთმანეთს დიდი ხანია ვხვდებით ,სამომავლო გეგმებზეც ბევრჯერ გვისაუბრია .მოკლედ ხვალ არის სარას დაბადების დღე და „დელტა პი“-ში 00:00-ზე მინდა რომ ხელი ვთხოვო
- ვაუ, რა მაგარიააა (ჩემს თვალწინ ჯერ არავისთვის უთხოვნია ხელი , რომ წარმოვიდგინე სცენა ,უკვე სიხარულის ცრემლები მომაწვა) ალბათ მონიკასაც როგორ გაეხარდაა!
- მონიკასთვის არ მითქვამს
- რატო? (ძალიან გამიკვირდა, მონიკა და სარა ფაქტობრივას საუკეთესო მეგობრები იყვნენ და პირველ რიგში მონიკას უნდა სცოდნოდა ეს ამბავი)
- მონიკა და სარა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან , შეიძლება რამე წამოსცდეს და რომც არ წამოსცდეს სახეზე შეეტყობა და სარაც იეჭვებს რამეს.
- კარგი გასაგებია. და კონკრეტულად რაში გჭირდება ჩემი დახმარება არ მეტყვი?
- საკმაოდ გვიან მივიღე ეს გადაწყვეტილება. ბეჭედიც არ მაქვს ნაყიდი.შენ სწორედ ამისთვის მჭირდები .მგონი ცუდი გემოვნება არ უნდა გქონდეს :დდ
- მადლობა კომპლიმენტისთვის, ‘მგონის’ გარეშე უკეთესი იქნებოდა (გამეცინა ) ,მაგრამ ბეჭედი ძალიან მნიშვნელოვანია გოგოსთვის და ნამდვილად გინდა მე შეგარჩევინო?
- კიი, ოღონდ დროზე ჩაიცვი და გავიდეთ უკვე. რამდენიმე მაღაზიის ნახვა უნდა მოვასწროთ.
- კარგი, კარგი :დდ
- მე გარეთ ვიქნები ,რომ გამოხვალ დამირეკე, დიდხანს არ მალოდინო .
- რაც უფრო მალე გახვალ,მით უფრო სწრაფად მოვემზადები :დდ
- კარგი გავედიიი
გაიხურა კარი და გავარდა :დ მეც რამდენიმე წუთში მოვემზადე ,მაღალწელიანი ჯინსის შარვალი ,სპორტული ფეხსაცმელი და თეთრი მოკლემკლავიანი მაისური ჩავიცვი (თავი ისევ თინეიჯერად ვიგრძენი :დ ) . დარეკვა არ დამჭირდა ,შენობასთან ახლოს იდგა დაბალ,ნაცრისფერ მანქანასთან (როგორც უკვე გითხარით მანქანის მარკებში ვერ ვერკვევი) .
-წავედით ? -მკითხა და გასაღები აათამაშა (ძალიან სასაცილო იყო :დ)
-წავედით!
დაახლოებით 3 საათი მოვანდომეთ მაღაზიებში სიარულს ,ბოლოს არჩევანი მაინც ტიფანიზე შევაჩერეთ .ულამაზესი ბეჭედი ვიყიდეთ.
-ნებისმიერი გოგოს გულს მოიგებ ამ ბეჭდით! :დ
-იმედი მაქვს !
-ისე არ გიფიქრია უარი რომ გითხრას?
-არ მეტყვის
-რატომ ხარ ესეთი დარწმუნებული? :დ
-ერთხელ სარას და მონიკას ლაპარაკს მოვკარი ყური, ქორწილზე ლაპარაკისას ისეთი ბედნიერი ჩანდა ,რომ მეეჭვება უარი მითხრას - თავისი საფირმო ღიმილი მაჩუქა (რაზეც სულ მეცინება) და თვალი ჩამიკრა :დ
-ძალიან კარგი . და ქორწილი როდის გექნებათ?
- სიმართლე გითხრა მინდა ,რომ ეს ‘დანიშნულობის“ პერიოდი მაქსიმალურად გავწელო, ესე უფრო საინტერესო იქნება. სანამ სასწავლო წელი არ დასრულდება ,ალბათ არაფერს ვიზამთ,ანუ მინიმუმ 10 თვეში დავქორწინდებით :დ -წავიდეთ ეხლა ,სადმე დავსხდეთ და ვჭამოთ, თორე შეიძლება გული წამივიდეს!
იმ მომენტში გავაცნობიერე რომ მეც ძალიან მშიოდა. ბერიმორის თეატრთან ახლოს დავსხედით კაფეში . მობილურის ხმა გავიგე .მონიკა მირეკავდა.
- რა ვუთხრა თუ მკითხავს სად ხარო?
- უთხარი რომ სასეირნოდ გახვედი
მობილური ყურთან მივიდე და სანამ რამედ ვიტყოდი მონიკამ დაიწყო ლაპარაკი:
-ჰეი ლილე როგორ ხარ?
-კარგად მონიკა, შენ ?
-მშვენივრად. რას შვები ,ემზადები წვეულებისთვის?
-ჯერ არ დამიწყია ,მაგრამ მალე მოვემზადები :დ
-სად ხარ ეხლა?
-სასეირნოდ ვარ გასული, რატომ მეკითხები?
- მარტო ხარ?
- კი, მოხდა რამე?
-არა ,არაფერი. დროებით
ცოტა უცნაური ხმა ქონდა ,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მოგვიანებით დაველაპარაკები მეთქი გავიფიქრე.



ველოდები თქვენს კომენტარებს. იმედია მოგწონთ <3 heart_eyes



№1  offline წევრი anuki15

Me momwons dzalian. Mit umetes amerikaze vgijdebi ise miyvars da istoriac sainteresoa. Amerikas ese kargad rogor icnob? :DDD mokled gaagrdzele da warmatebebiii ♥♥♥

 


№2  offline წევრი Ms.Lee

anuki15
Me momwons dzalian. Mit umetes amerikaze vgijdebi ise miyvars da istoriac sainteresoa. Amerikas ese kargad rogor icnob? :DDD mokled gaagrdzele da warmatebebiii ♥♥♥


მიხარია რომ მოგწონს ❤ ამერიკას რაც შეეხება, თვე-ნახევრით ვცხოვრობდი და ამიტომ ავირჩიე მოთხრობისთვის ეს ქვეყანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent