თბილისელი ლილეს მანჰეტენური ცხოვრება (თავი5-6)
დილით რომ გავიღვიძე ყველაფერი მტკიოდა. საათს დავხედე ,თორმეტი იყო დაწყებული . ტანზე ისევ გუშინდელი ტანსაცმელი მეცვა - რა საშინელებაა იმდენად გათიშული ვიყავი,რომ გახდის თავიც არ მქონდა. საღამოს გახსენებას შევეცადე,მაგრამ მხოლოდ ნაწყვეტები ამომიტივტივდა თავში - პინა კოლადა, ცეკვა,უცნობი ,მერე გარეთ გავედით,მერე უცნობი ძირს ეგდო და თომას ჰარინგტონი .- ჯანდაბა! თავი ამტკივდა საშინლად. წამით კიდევ დავძაბე გონება , მაგრამ თომასს იქ რა უნდოდა ვერ გავიხსენე. ძლივს ავდექი და სააბაზანომდე მივედი. თბილმა შხაპმა დაძაბულობა მომიხსნა და გამომაფხიზლა. ხელით დაორთქლილი სარკე გავწმინდე, საკუთარმა ანარეკლმა ცოტა დამაფრთხო ,თვალების უპეები ჩაშავებული მქონდა . გამოვედი ,თმები გავიშრე ,ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და დავტოვე ოთახი. პირდაპირ ბიბლიოთეკისკენ ავიღე გეზი, იმედი მქონდა რომ აქ მონიკას ვნახავდი და მომიყვებოდა გუშინდელ საღამოზე. ეზოში სტუდენტები ირეოდნენ . აქ ყველა ტიპის სტუდენტურ დაჯგუფებას ნახავდით . სნობები, მდიდარი მამიკოს შვილები, ფემინისტები, ლიბერალები, სტუდენტები,რომლებსაც ჯერ ვერ უპოვნიათ საკუთარი თავი და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია მათ არ უწევდათ იმისი დამალვა,ვინც რეალურად იყვნენ ,რადგან იცოდნენ ,რომ ამისთვის არავინ განსჯიდა. აი ეს არის თავისუფლება , სწორედ ამიტომ ავირჩიე ამერიკა და არა სხვა რომელიმე ქვეყანა . ნელ-ნელა მივუახლოვდი ბიბლიოთეკას . დღეს საკმაოდ ხალხმრავლობა იყო . შევაღე კარი და მონიკას ძებნა დავიწყე თვალებით . ჯეიკს მოვკარი თვალი მეთვრამეტე საუკუნის წიგნების თაროსთან. სწრაფად მივუახლოვდი : -ჰეი ჯეიკ! როგორ ხარ? - ოუ ,მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია - სიცილი დაიწყო. მეც გამეცინა,მაგრამ ამისთვის ნამდვილად არ მქონდა დრო . -სარა სად არის ხომ არ იცი? -სავარაუდოდ ლექციაზე. რატომ კითხულობ? -გუშინდელ საღამოზე მინდოდა საუბარი . - გენდომება , ისეთი გათიშული იყავი ალბათ არაფერი გხსოვს - მხარი გამკრა ხუმრობით. - თქვენ მომიყვანეთ ? -მე და სარა გვიანობამდე დავრჩით კლუბში. შენ ლუკასმა და მონიკამ წამოგიყვანეს. მისმა უდიდებულესობამ , თვით თომას ჰარინგტონმა მოგიყვანა ჩვენს მაგიდამდე ხელში აყვანილი და გვთხოვა მოგვეხედა, უარს როგორ ვეტყოდით ?!- შეიცხადა და ერთი ხელი მკერდზე მიიდო გაკვირვების ნიშნად. - ძალიან მამხიარულებდა ეს ბავშვი. ბიბლიოთეკაში სამი გოგო შემოვიდა და დაიწყეს ბუკლეტების რიგება . ამან ხმაური გამოიწვია ,ყველა რაღაცას ჩურჩულებდა . ჩვენამდეც მოვიდნენ . - ეს რა წვეულების მოსაწვევია? - ფურცელი ხელში ავათამაშე. - „დელტა პი“ -ს შესახებ თუ გსმენია? - არა , რამე ჯგუფია. - არაა . ისე გაიცინა ,რომ მგონი 32-ვე კბილი გამოუჩნდა.- მოკლედ , ზოგმა ბიჭმა არ ისურვა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრება და ცოტა მიშორებით დიდი სახლი იქირავეს და რატომღაც დაარქვეს „დელტა პი“. ბევრი რომ არ გავაგრძელო ,ხშირად აწყობენ წვეულებებს ,სადაც ყველას პატიჟებენ უნივერსიტეტიდან და რადგან ჯერ არასდროს ყოფილხარ მათ წვეულებაზე , ხვალინდელი წვეულება არ უნდა გამოტოვო! - შენ უკვე დაგავიწყდა გუშინ რა მდგომარეობაში ვიყავი? :დ ამ დღეებში თავი უნდა შევიკავო კლუბებისგან და წვეულებებისგან,მერე ისევ შემოგიერთდებით. - აუცილებლად წამოხვალ! გასაჩივრებას არ ექვემდებარება :დ არ დალევ და ეგაა. მოდი გავიდეთ ბიბლიოთეკიდან ,მონიკაც მორჩებოდა ლექციას ,დავურეკოთ და კაფეში გავიდეთ. - კარგი აზრია,თან დილით არ მისაუზმია. დავურეკეთ მონიკას,ლუკასს და სარას . უნივერსიტეტთან ახლოს პატარა ძველებური სტილის კაფე იყო .რატომღაც ‘მაკულატურა ‘ გამახსენდა ერთ -ერთ სცენაში სწორედ ასეთი სტილის კაფე იყო. დიდხანს არ მოგვიწია ლოდინი. მონიკა და ლუკასი მალევე მოვიდნენ ,სარაც შემოგვიერთდა მოგვიანებით. კრუასანი და რძიანი ყავა შევუკვეთე. მართალია უკვე შუადღე იყო,მაგრამ ტრადიციის დარღვევა არ მინდოდა და დღე ჩვეული მენიუთი დავიწყე. აღმოჩნდა ,რომ ყველა აპირებდა „დელტა პი“-ში წვეულებაზე წასვლას. ბოლოს იმდენი ქნეს რომ მეც დამითანხმეს . გუშინდელ საღამოზე ბევრი ვილაპარაკეთ . სარამ დაასკვნა რომ თომას ჰარინგტონი გეი არ იყო - გეი ასეთ ყურადღებას არ გამოიჩენდა შენს მიმართო . მერე ბიჭები ჩაერივნენ - ეგ რა შუაშია ,უბრალოდ იმ მომენტში ყველა ასე მოიქცეოდაო და ა.შ. კაფის დატოვების შემდეგ დავიშალეთ. მე ოთახისკენ ავიღე გეზი. ძალიან მიხაროდა ,რომ ჯერ ჩემი ოთახის მეზობელი არსად ჩანდა ,დიდი სივრცე და მეტი თავისუფლება მქონდა. ოთახში შევედი თუ არა ,მაშინვე ლიკუნას დავურეკე. - დაოო რით ვერ დაიმახსოვრე რომ ამ დროს არ უნდა დამირეკო-შუაღამეა - ნამძინარევი ხმით მიპასუხა ლიკუნამ. - ვაიმეე როგორ დამავიწყდაა . მაგრამ რაღას ვიზამთ ,რახან გაიღვიძე მელაპარაკე . რა ხდებოდა დღეს ? ლიკუნა წამოჯდა საწოლზე და თვალები მოისრისა. -დილით ვაპირებდი დარეკვას და მოყოლას,მაგრამ არ დამაცადე . მოკლედ, კარგად ზიხარ? - რა იყო? რამე ცუდი უნდა მითხრა? - ნუ არ ვიცი ცუდია თუ კარგი,მაგრამ ამბავია რაღაც შოკიი -რა მოხდა მითხარიიი -დემემ ამიხსნა სიყვარული. მიუხედავად იმისა რომ ახალი გაღვიძებული იყო ,მაინც ამოვიკითხე სახეზე სიხარული - არ არსებოოოოოობს !!! - იმხელაზე ვიყვირე, რომ მგონი შენობის გარეთაც გაიგეს ხმა . დემე ვასაძე ლიკუნას ჯერ კიდევ სკოლიდან უყვარდა,მაგრამ ვერ ეუბნებოდა .ამასაც თითქოს მოსწონდა,მაგრამ ბოლომდე ვერასდროს ვრწმუნდებოდით . რას აღარ ვაკეთბდით რომ გაგვერკვია, ხან ეჭვიანობას ვცდილობდით , ხან face account-ებიდან ვწერდით და ა.შ. -მეც არ მჯერა! -უმაგრესი ამბავია დაოოო! და რატომ მითხარი არ ვიცი ცუდია თუ კარგიო. - იმიტომ რომ ნასვამი იყო ,თან ძალიან. არ ვიცი ხვალ ემახსოვრება თუ არა. -არ გაგიგია -სიმთვრალეში იმას ამბობენ რასაც ნამდვილად გრძნობენო?? -კი,მაგრამ ეს მართლა ძალიან მთვრალი იყო. ამ დღეებში გამოჩნდება რამდნად მართალი იყო ის რაც მითხრა. შენ რას შვები აბა მომიყევი -მე და შენი დემე სმაში ვგავართ ერთმანეთს :დდ გუშინ მეც ძალიან დავთვერი ,თან ისე, რომ ოთახამდე სხვამ მიმიყვანა . გჯერა დაო?? :დ -ვაიმეეე სად არ ვიყავი?? სიცილი აუტყდა ლიკუნას . -არადა ერთი ჭიქა დავლიე მარტო. მერე გარეთ გავდი ვიღაც იდიოტთან ერთად და ძალით მაკოცა. კიდევ კარგი მარტოები არ ვიყავით. ერთი ბიჭია- თომას ჰარინგტონი ,ჩემს უნივერსიტეტში სწავლობს .მაგან რომ დაინახა ძალით მკოცნიდა, მუშტი დაარტყა და მომაშორა. -ოჰო! რა ამბები მომხდარა. აბა უფრო დეტალურად მომიყევი ვინ არის ეგ ტომასი თუ თომასი - შენ გგონია ბევრი რამე ვიცი? :დდდ სხვათაშორის ძალიან სიმპატიურია ,მაგრამ ბევრს გეი ჰგონია , მაგარ გოგოებს უთხრა უარი და თუ გეი არაა სხვა მიზეზს ვერ ვხედავთო . დიდი იმედი მაქვს ცდებიან . -მეც :დდ აქედან გბალეშიკობთ იცოდე - რას გვბალეშიკობ , ჯერ არც ვიცნობ წესიერად :დ ისე, ხვალ წვეულებაზე მივდივარ . სახლში აკეთებენ კურსელები. -აუ ბევრი არ დალიო რაა .კიდე ვინმეს წასაყვანი არ გახდე .სულ თუ არაფერი ,იმიჯს მაინც გაუფრთხილდი. იციან მაინც როგორი ოჯახიდან ხარ? - აქ ჩემი ოჯახი არავის ადარდებს ,მერწმუნე. - არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიჯი არ შეილახო, ვინმეს არ ათქმევინო ლოთიაო :დდ - ნუ დამცინი რაა :დდ - ძაან მეძინება ეხლა და თავი დამანებე. გკოცნი და გეხვევი, მუდამ შენი ერთგული ლიკუსკუნა :დდ - მიდი დაიძინე დაო . მომწერე როგორც კი დემე რამეს გეტყვის - აბა რას ვიზამ. ადიოს! - ძილინებისა! მობილური გვერდზე გადავდე და ხვალინდელ წვეულებაზე დავიწყე ფიქრი... ველოდები თქვენს კომენტარებს. იმედია მოგწონთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.